Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Thu Jan 31, 2019 9:41 am
ავტოგრაფი - მიხო მოსულიშვილი
მიხო მოსულიშვილი
ორიგინალური პიესები * მეცამეტე ექსპერიმენტული — ავთანდილ ციხიშვილის სახელობის უსინათლოთა დრამატული თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ლაბაძე, 2002 * თეთრი ლაშქარი — სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეარტი „თეთრი ტალღა“, რეჟისორი გიორგი რატიანი, 2005 * მოპარული ახალი წლის ზღაპარი — ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, 2008; გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, 2012; რუსულად: * * Сказка об украденном Новом годе — ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი, რეჟისორი სერგეი შვედკოვი, 2012; ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი ეკატერინე სირაძე, 2013 * ენკი–ბენკი (მხიარული დამბაჩა) — „მეორე თეატრი“, (საბავშვო თეატრი, მის: დავით აღმაშენებლის პროსპექტი # 60), რეჟისორი ნათია კავსაძე, 2008 * საშობაო ბატი კომშით — ილიაუნის თეატრი („ვაკის სარდაფი“), რეჟისორი გურამ ბრეგაძე, 2009; რუსთავის დრამატული თეატრი, რეჟისორი გურამ ბრეგაძე, 2013 * არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა [24] — რუსთავის კულტურის ცენტრი (მის: ქ. რუსთავი, წმინდა ნინოს ქ. # 1), რეჟისორი გეგა ქურციკიძე, 2010; ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი, რეჟისორი გეგა ქურციკიძე, 2012 * ჩემო მეჟოლია — ბოლნისის მუნიციპალური თეატრი, რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე, 2013; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი (მცირე სცენა), რეჟისორი ხათუნა მილორავა, 2014; ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის სახალხო თეატრი, რეჟისორი ომარ კაკაბაძე, 2016; ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი გეგა ქურციკიძე, 2016 * ხაპრა-თაგვობანა — ვასო გოძიაშვილის სახელობის ველსიციხის თეატრი, რეჟიროსი ომარ კაკაბაძე, 2017
თარგმნილი და ინსცენირებული პიესები * საზღვრები — ლეონიდ ზორინის „ვარშავული მელოდიის“ მიხედვით, მარჯანიშვილის თეატრის „ახალი სცენა“, რეჟისორი გიორგი (გოგა) ოსეფაშვილი, 2014 * მსუქანი ბიჭი ნატურმორტში — იონ საპდარუს სევდიანი კომედია ორ მოქმედებად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის „ახალი სცენა“[25], რეჟისორი იონ საპდარუ[26], 2015 * პინოკიოს თავგადასავალი — კარლო კოლოდის საბავშვო რომანის ინსცენირება, სანდრო ახმეტელის სახელობის მუნიციპალური დრამატული თეატრი[27], რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი, 2016
რადიოთეატრი * ტყის კაცი (1988), რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე * სიკვდილი გუარამ მამფალისა (1989), რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე * ობობა (1990). რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე * ცეკვა მკვდრებით (2008), რეჟისორი ზურაბ კანდელაკი * ჟიკჟიკობა ღამე (2018), რეჟისორი ზურაბ კანდელაკი
კინო * კახეთის მატარებელი (სცენარის თანაავტორი) – რეჟისორი ლალი კიკნაველიძე, 2018 წ.
ტელევიზია * ჩემი მეგობარი ჰიტლერი, ტელესპექტაკლის სცენარის თანაავტორი (იუკიო მისიმას მიხედვით), საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999, რეჟისორი ანდრო ენუქიძე. * წვრილ ვარსკვლავთა ღამე (ტელესერიალი), 45 სერია, სცენარის თანაავტორი, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999–2000 წ.წ., რეჟისორები: ანდრო ენუქიძე, კობა ცხაკაია.
Last edited by Admin on Thu Sep 17, 2020 10:52 am; edited 14 times in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Thu Jan 31, 2019 9:42 am
„თეთრი ლაშქარი“ — ტრაგიკომედია აფხაზეთის ომზე, ორ მოქმედებად, დაწერილი 1997 წელს მიხო მოსულიშვილის მიერ, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ დაეძებს პროფესორი პეტრე შალიკაშვილი თავის საომრად წასულ შვილს.
ერეკლე საღლიანი: ვიკიციტატა „იბრაჰიმი შეითან გურჯში პოულობს იმ თავისუფლებას, დღენიადაგ თავად რომ მიელტვოდა და რომ ვერ მისწვდა. დაინახა ის ვაჟკაცობა, თვით შემეცნებაში რომ აღარ ეტეოდა, დაინახა და იწამა. მან გულში უნდა გამოიგლოვოს ვაჟკაცი მტერი და ეს შეარიგებს მასთან. შეითან გურჯი და იბრაჰიმი ჯერ კიდევ სხვადასხვა სამყაროს მუხტის მატარებელნი არიან. ლევან შალიკაშვილმა თავისი საქციელით შეამზადა მოწინააღმდეგე გარდაქმნისათვის. ჩემი აზრით, ამ ნაწარმოების შექმნით ავტორმა არა მარტო ასახა დღევანდელი დღის მტკივნეული მოვლენა, არამედ გააგრძელა დიდი ვაჟა-ფშაველას ხაზი ქართულ მწერლობაში.
პრემიერა: 2012 წლის 2 იანვარს, 12.00 და 14.00 საათზე, გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო თეატრში და მერე ყოველდღე, ძველით ახალ წლამდე, ალბათ...
მოპარული ახალი წლის ზღაპარი - გორის თეატრში, 2012
დადგმები: * ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრი. რეჟისორი სოსო ნემსაძე. პრემიერა გაიმართა 2008 წლის 18 დეკემბერს * თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. წარმოდგენა ნახა 3 000–მა რუსეთ-საქართველოს ომით დევნილმა ბავშვმა გორში და 2 000–ზე მეტმა თბილისში. სპექტაკლი საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ სააკაშვილი-რულოვსის ინიციატივით დაიდგა. * გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. რეჟისორი სოსო ნემსაძე. პრემიერა გაიმართა 2012 წლის 2 იანვარს. * ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი, რუსულ ენაზე (Сказка об украденном Новом годе), რეჟისორი სერგეი შვედკოვი, 2012 * ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი ეკატერინე სირაძე, პრემიერა გაიმართა 2013 წლის 20 დეკემბერს.
,,მოპარული ახალი წლის ზღაპარი" ქუთაისის თოჯინების თეატრში Published on Dec 20, 2013
***
„მოპარული ახალი წლის ზღაპარი პირველად დაიდგა ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში, რეჟისორი სოსო ნემსაძე. პრემიერა გაიმართა 2008 წლის 18 დეკემბერს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. წარმოდგენა ნახა 3 000–მა რუსეთ-საქართველოს ომით დევნილმა ბავშვმა გორში და 2 000–ზე მეტმა თბილისში. სპექტაკლი საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ სააკაშვილი-რულოვსის ინიციატივით დაიდგა.
Sandra Roelofs and Mikho Mosulishvili, December 18, 2008
და რეჟისორი თუ პიტერ ბრუკის ქუდით არის, შენ ვინღა ხარო, - შემეკითხა ქალბატონი სანდრა და მე ვუთხარი, - ბუტია ბიჭი ვარ მეთქი, აი, მასე ვიბუტებოდი და მასე შევძვრებოდი ხოლმე მაგიდის ქვეშ, თუ ზღაპარს არ მომიყვებოდნენ მეთქი. და საქართველოს პირველმა ლედიმ ბრძანა - ამ ბუტია ბიჭთან მინდა სურათის გადაღებაო. ქალბატონმა ნანა წერეთელმაც არ დააყოვნა... მე მგონი, მშვენიერი სურათი გამოუვიდა... თქვენგან მარჯვნივ - მუზმუზელა მელია მიდგას! ))
თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში (დირექტორი მიხეილ ანთაძე) დღეს და ხვალ იქნება წარმოდგენები, მერე დასი გაემგზავრება გორში, იქაც ითამაშებს და საახალწლოდ ჭიათურაში ჩაიტანს სპექტაკლს.
Thu 18 Dec 2008
Last edited by Admin on Sun Aug 22, 2021 7:45 pm; edited 9 times in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Thu Jan 31, 2019 9:43 am
მიხო მოსულიშვილი - „საშობაო ბატი კომშით“ ილიაუნის თეატრი („ვაკის სარდაფი“), რეჟისორი გურამ ბრეგაძე, 2009 წელი
ილიაუნის თეატრი (ვაკის თეატრალური სარდაფი), 2009 წლის 24 დეკემბერი, რეჟისორი გურამ ბრეგაძე. როლებში: ელენა ქვინსი — მაკა ძაგანია, მაიკლ დანსერი — დათო ხახიძე, კარლი — რეზო ბაღაშვილი, როზალია — მაკა შალიკაშვილი, გებრიელ ბონიფაციუსი — ნიკა ქაცარიძე.
Last edited by Admin on Wed Jan 05, 2022 2:50 pm; edited 3 times in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Thu Jan 31, 2019 9:44 am
2013 წლის 6 ივლისს, 19:00 საათზე საპრემიერო ჩვენება რუსთავის თეატრში -- „ბატი კომშით...“ მიხო მოსულიშვილის პიესის „საშობაო ბატი კომში“-ის მიხედვით. რეჟისორი - გურამ ბრეგაძე ქორეოგრაფი - გიორგი მარღანია მხატვარი - ლომგულ მურუსიძე
მონაწილეობენ: * გებრიელ ბონიფაციუსი -- იოსებ ელიზბარაშვილი * მაიკლ დანსერი -- დავით ხახიძე * ელენა ქვინსი -- ნათია არბოლიშვილი * კარლი -- გიორგი ბუაძე * როზალია -- ნათია მელაძე * ცხენი ტელევიზორიდან --
დასაწყისი: 6 ივლისი, 19 საათი ბილეთის ფასი: 5 ლარი
ვიდეოანონსი სპექტაკლისთვის: „ბატი კომშით“, რუსთავის თეატრი, 2013
მიხო მოსულიშვილი ბატი კომშით (სრული სპექტაკლი)
ბატი კომშით-1
ბატი კომშით-2
ბატი კომშით-3
ბატი კომშით-4
2013 წლის 21 ივნისს, 19:00 საათზე გაიმართა საპრემიერო ჩვენება რუსთავის თეატრში -- „ბატი კომშით..." მიხო მოსულიშვილის პიესის "საშობაო ბატი კომში"-ის მიხედვით.
რეჟისორი - გურამ ბრეგაძე ქორეოგრაფი - გიორგი მარღანია მხატვარი - ლომგულ მურუსიძე მონაწილეობენ: * გებრიელ ბონიფაციუსი -- იოსებ ელიზბარაშვილი * მაიკლ დანსერი -- დავით ხახიძე * ელენა ქვინსი -- ნათია არბოლიშვილი * კარლი -- გიორგი ბუაძე * როზალია -- ნათია მელაძე * ცხენი ტელევიზორიდან -- გურამ ბრეგაძე
Cast: * Bonifacius -- Joseph Elizbarashvili * Michael Danser -- David Khakhidze * Helena Quince -- Natia Arbolishvili * Carlo -- George Buadze * Rosalia -- Natia Meladze
Государственный театр города Рустави 21 Июля, 2013 Представляет
«Гусь с айвой» (комический триллер)
Автор -- Михо Мосулишвили
Режиссёр -- Гурам Брегадзе Хореограф -- Гиа Марганиа Художник -- Ломгул Мурусидзе
В ролях: * Бонифациус -- Сосо Элизбарашвили * Майкл Дансер -- Давид Хахидзе * Елена Квинс -- Натиа Ароблишвили * Карло -- Георгий Буадзе * Розалиа -- Натиа Меладзе
Cast: * Bonifacius -- Joseph Elizbarashvili * Michael Danser -- David Khakhidze * Helena Quince -- Natia Arbolishvili * Carlo -- George Buadze * Rosalia -- Natia Meladze
რეჟისორი -- Zurab Khvedelidze ზურაბ ხვედელიძე (01.07.1955 - 16.07.2020) მხატვარი -- პაატა მძინარიშვილი -- http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=1994 მუსიკალური გაფორმება -- გუგა ხვედელიძე -- http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=1995 გამნათებელი -- რომან მინაძე ხმის ოპერატორი -- სლავა ჩულუხიძე სამხატვრო ხელმძღვანელი -- ნუგზარ ჭითანავა თეატრის დირექტორი -- გია ღვინერია
Municipal theatre of Bolnisi (Georgia) Presents Mikho Mosulishvili's 'My Redbreast' (Sorrowfully, very sorrowfully comedy) -- http://en.wikipedia.org/wiki/My_Redbreast Date premiered -- July 12, 2013, 18.00 pm
Director - Zurab Khvedelidze Desinger - Paata Mdzinarishvili Music - Guga Khvedelidze The master of light - Roman Minadze Sound - Slava Chulukhidze Art director - Nugzar Chitanava The head of heater - Gia Gvineria
Last edited by Admin on Fri Jul 17, 2020 6:03 pm; edited 7 times in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Thu Jan 31, 2019 9:46 am
მიხო მოსულიშვილი - „მხიარული დამბაჩა, ანი ენკი, ბენკი, სიკლისას და ბას საახალწლო ზღაპარი“ 2013 წლის 27 დეკემბერი.
სპექტაკლი, სადაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელები თამაშობენ! დიდი მადლობა საბავშვო ბაღს Kindalin Kindergarten-ს!..
ერთმა ბავშვმა იტირა და მერე ჩემს გვერდით მჯდომ დედამისს ეჭიდებოდა კალთაზე და იქიდან ისე თამაშობდა, რომ სულ ზეპირად იცოდა ყველა სიმღერა და რეპლიკებს ყველას მაგიერ ამბობდა უტყუარ სტარტეგიულ ადგილზე - დედამისის მახლობელ ფორპოსტში გამაგრებული...
Last edited by Admin on Sun Aug 22, 2021 7:46 pm; edited 2 times in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Thu Jan 31, 2019 9:47 am
ვიდეოანონსი სპექტაკლისთვის: My Redbreast, მარჯანიშვილის თეატრი, 2014
მიხო მოსულიშვილი My Redbreast (ფანტასმაგორიული კომედია) (სრული სპექტაკლი)
My Redbreast (in Marj) - 1
My Redbreast (in Marj) - 2
My Redbreast (in Marj) - 3
My Redbreast (in Marj) - 4
My Redbreast (in Marj) - 5
მიხო მოსულიშვილი - My Redbreast (ფანტასმაგორიული კომედია) პრემიერა - 2014 წლის 5 ივნისი, 20:00 საათი მარჯანიშვილის თეატრის სხვენი
რეჟისორი - ხათუნა მილორავა სცენოგრაფია - ლევან წულაძე, შაკო ჩაგუნავა მუსიკალური გაფორმება - ზურა გაგლოშვილი ინგლისური ტექსტი თარგმნა - ბაია დევსურაშვილი რეჟისორის ასისტენტი - ლიკა მამიაშვილი
MY REDBREAST (Sorrowfully, very sorrowfully comedy) by Mikho Mosulishvili
Directed by Khatuna Milorava Designers - Levan Tsuladze, Shako Chagunava Music Adapted by Zurab Gagloshvili Translated from English by Baia Devsurashvili Assistant to Director - Lika Mamiashvili
Cast: Sopho - Nata Berejiani Chito - Zaza Goguadze Shoka - Ana Sanaia Toko - Koko Roinishvili Baxter O'Sullivan - Zaza Iakashvili Alice O'Sullivan - Mariam Sujashvili
Premiere was held on Thursday, June 5, 2014 Kote Marjanishvili State Drama Theatre, on Small Stage Tbilisi, Georgia
სევდიანი სიცილის თაობაზე (მოკლე ანოტაცია სპექტაკლისათვის My Redbreast)
„ჩემო მეჟოლია“ (სევდიანზე სევდიანი კომედია) დაწერილია 2012 წელს, მარჯანიშვილის თეატრისა და გაეროს ქალთა ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურს-სემინარის, „ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ“ პროექტის ფარგლებში. ამ პიესის მიხდვით დადგმული ფანტასმაგორიული კომედია, რომელსაც რეჟისორმა ხათუნა მილორავამ ინგლისური სახელწოდება My Redbreast შეურჩია და ქართულად სწორედ “ჩემო მეჟოლიას“ ნიშნავს, იმ მილიონნახევარ ქართველ ემიგრანტს ეძღვნება, რომელიც, ბოლო ოცდახუთი წელია, საქართველოს ინახავს, - მინიმუმ ას დოლარს მაინც უგზავნის ყოველთვიურად თავის ოჯახს, სანათესაოს თუ საახლობლოს... ამ ემიგრანტების მძიმე შრომით არის გადარჩენილი საქართველო და სწორედ ამგვარ ადამიანზე გვიამბობს ეს სპექტაკლი, ისეთი სიცილით გვიამბობს, რომელშიც დიდი, ძალიან დიდი სევდაც არის და, თუ კარგად დავაკვირდებით, ცრემლებიც... ჰოდა, მეც სევდიან სიცილს ვუსურვებ მაყურებელს.
პატივისცემით. მიხო მოსულიშვილი
დიასპორების მინისტრს კონსტანტინე სურგულაძე: „სავარაუდოდ, ისტორიული ემიგრაცია რამდენიმე მილიონია. რაც შეეხება თანამედროვე ემიგრაციას, დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანი. რომელ ქვეყენაში ჰყავს საქართველოს ყველაზე მეტი მიგრანტი? პირველ რიგში, რუსეთში. არსებობს მონაცემი, რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული აღრიცხვის, სადაც რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 350 000 ქართველი ფიქსირდება. თუმცა არის ვარაუდი, რომ ეს რიცხვი დაახლოებით 800 ათასია. ასევე ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს საბერძნეთში, თურქეთში, ამერიკაში, იტალიაში, განსაკუთრებით სამხრეთ იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში“. - http://www.diaspora.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=4&info_id=2804#sthash.0YQoj14F.dpuf
Last edited by Admin on Thu Mar 07, 2019 5:55 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Thu Jan 31, 2019 9:49 am
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი 21.07.2015 იმედი იმედის დილა •Jul 21, 2015
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი / GNBC
ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის განვითარების თემაზე კანის ფესტივალის ექსპერტები სემინარებს გამართავენ
პროექტის „XXI საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია“ კონკურსის „ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნა“ ფარგლებში გამარჯვებული პროექტების ავტორებს კანის ფესტივალის ექსპერტები პროფესიულ სემინარებს ჩაუტარებენ. იზაბელ ფოვიესა და ნიკოს პანაიოტოპულოსის მასტერკლასები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამდღიანი სპეციალური ინტენსიური კურსი ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის განვითარების თემაზე გაიმართება. პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელი ექსპერტები ქართველ ავტორებთან, კინემატოგრაფისტებთან და სცენარისტებისთან როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური შეხვედრების დროს იმუშავებენ. სემინარებს ხუთი საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოების ავტორები დაესწრებიან: ეს ნაწარმოებებია: გურამ ოდიშარია - „შავი ზღვის ოკეანე“ და „სათვალიანი ბომბი“ (გამომცემლობა მერანი და ფორმა); ეკატერინე ტოგონიძე - „ასინქრონი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); ზურაბ ქარუმიძე - „მელია ტულეფია“ (გამომცემლობა სიესტა); მარინა ელბაქიძე - „ბაი, ამიგო“ (გამომცემლობა დიოგენე); მიხო მოსულიშვილი - „დიდი ძუ დათვი“ (გამომცემლობა საუნჯე). პროექტის „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია“ საუკეთესო სცენარის მიხედვით გადაღებულ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს ლიტერატურულ ნაწარმოებთან ერთად საქართველო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში წარადგენს.
ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და იმ პროდიუსერისთვის, ვისთან ერთადაც ვმუშაობ პროექტზე. EAVE-ს ჩვენთან მოაქვს ევროპული სკოლა. ჩვენც მომზადებულები ვხვდებით, გვაქვს წაკითხული ბევრი რამ, მაგრამ ისინი გვასწავლიან, როგორია თანამედროვე მოთხოვნები. განა ჩვენ სცენარებს ვერ ვწერთ, მაგრამ მოყოლასაც თავისი შეფუთვა და გაფორმება სჭირდება. ძალიან დიდი მადლობა კინოცენტრს, რომელმაც ეს პროექტი მოიფიქრა და იმ ადამიანებსაც, რომელბმაც ჩვენ სცენარების განვითარებაში გვეხმარებიან. თუ ამ პროფესიას მიჰყვები და გინდა კარგად წერო, მუდმივ განახლებაში უნდა იყო. მადლიერების გამსახატავად სიტვყებს არ დავზოგავ კინოცენტრისადმი ამ პროექტის დანერგვისათვის. ჩვენს შემოტანილ პროექტს რაც შეეხება, გვქონდა შიში, რომ ის იქნებოდა მხოლოდ ქართული, მხოლოდ აქ გასაგები და ჩვენთვის საინტერესო იყო მათი კუთხით დანახული ჩვენი პროექტი. თუ გინდა, შენი ფილმით მსოფლიოს დაელაპარაკო, ამ ადამიანეს უნდა მოუსმინო, შეფუთვა ისწავლო.
სოფო ჟვანიას წერილიდან „MINI EAVE საქართველოში სცენარის განვითრების ტრენინგ პროგრამა. ინტერვიუები“, Filmprint #13, შემოდგომა, 2014, გვერდები - 82-83 - http://issuu.com/filmprint/docs/filmprint__13_web
Last edited by Admin on Tue Apr 13, 2021 11:45 am; edited 2 times in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Thu Jan 31, 2019 9:51 am
მსუქანი ბიჭი ნატურმორტში კომედია ორ მოქმედებად
"მსუქანი ბიჭი ნატურმორტში" - ბავშვობაში დაობლებული, ორმოც წელს მიტანებული კაცის სევდიანი კომედია, ვისაც გამზრდელმა დეიდებმა მეძავი "გაურიგეს" . . .
რა ბედი ეწევა "ბეღურას" (დეიდები ჯერ კიდევ ამ მეტსახელით უხმობენ თავის დიშვილს), რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა... რა ბედი ეწევათ მზრუნველ დეიდებს და ერთ ჩვეულებრივ მეძავს? - ამაზე გვიამბობს თანამედროვე რუმინელი დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი, იონ საპდარუ, რომელიც თავის გახმაურებლ პიესას წარმოგვიდგენს ბათუმის "ახალ სცენაზე".
პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი - იონ საპდარუ თარგმნა მიხო მოსულიშვილმა დამდგმელი მხატვარი - აივენგო ჭელიძე რეჟისორის თანაშემწე - ზვიად მურვანიძე
სპექტაკლში გამოყენებულია მოცარტის, ბრამსის, გაეტანო ველოსოს მუსიკალური ნაწარმოებები
A Fat Boy in a Still Life (a comedy in two acts) by Ion Sapdaru in New Scene of Batumi Ilia Chavchavadze State Drama Theatre, October 9, 2015 Translated into Georgian by Mikho Mosulishvili Director - Ion Sapdaru Set Designer - Aivengo Chelidze Assistant to Director- Zviad Murvanidze Artistic director of Batumi Drama Theatre - Andro Enukidze Cast: * Tite Komakhidze * Tatia Tatarashvili * Maia Tsetskladze * Eka Chavleishvili * Marina Burduli * Lasha Kukhianidze Natură moartă cu nepot obez Piesă de teatru, 2010 Autor: Ion Sapdaru
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Thu Jan 31, 2019 9:53 am
February 26, 2016 — Vaso Godziashvili Municipal Theatre of Velistsikhe (Georgia), Director Omar Kakabadze
Vaso Godziashvili Velistsikhe Theatre Since 1885
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Thu Jan 31, 2019 9:54 am
ხულოს თეატრში „ჩემო მეჟოლიას“ პრემიერა გაიმართა
BY KVIRA ON 20/05/2016 13:34
ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თeატრში პრემიერა გაიმართა. მიხო მოსულიშვილის „ჩემო მეჟოლია“ რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა. პიესა 2012 წელს კ. მარჯანიშვილის თეატრისა და გაეროს ქალთა ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურს-სემინარის, „ქალებზე ძალადობის“ პროექტის ფარგლებში დაიწერა. ათი წლის განმავლობაში შინიდან უცხოეთში სამუშაოდ წასულ, ამერიკიდან ქმრის წლისთავზე მოულოდნელად დაბრუნებულ სოფოს, სახლში არაორდინალური სიტუაცია ხვდება. აღმოაჩენს რა, რომ მისი ქმარი კი არ გარდაცვლილა, არამედ, სოფოს სკოლის უახლოეს მეგობარზე დაქორწინებულა და კიდევ ერთხელ „გაბედნიერებული“ დახვდება, იწყებს შურისძიებას. ამაში, ასევე მოულოდნელად, ამერიკიდან ჩამოსული პოლკოვნიკი, ბაქსტერი ეხმარება (სოფო სწორედ ბაქსტერთან მუშაობდა მომვლელად). სწორედ ამ მოვლენების ფონზე ვითარდება სპექტაკლში „ჩემო მეჟოლია“ ტრაგი-კომიკური სიტუაციები. სპექტაკლისათვის მხატვრული გარემო მხატვარმა გიორგი გოგოტიძემ შექმნა. მუსაკალურად „ჩემო მეჟოლია“ თამაზ იმნაძემ გააფორმა. სპექტაკლში ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები, ნინო ქარცივაძე, რამაზ ბოლქვაძე, თეა ქამადაძე, ლაშა აბულაძე, ედნარ ბოლქვაძე და მაყვალა მელაძე მონაწილეობენ.
როინ სურმანიძე, ხულოს სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: „ჩვენ სამი წელია, ვთანამშრომლობთ ბრიტანულ საბჭოსთან და ბრიტანელ ექსპერტებთან. ეს პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და მიზანია, თეატრალური ხელოვნების განვითარება. ამ თანამშრომლობამ განსაზღვრა ის, რომ ორიენტირებულები ვიყოთ თანამედროვე დრამატურგიაზე და სწორედ ამ ნიშნით ვირჩევთ, თუ რა დაიდგმება, ან ვინ დადგამს თეატრში. მე ბოლო ერთი წელია, როგორც ხულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვაკვირდები რეჟისორის, გეგა ქურციკიძის შემოქმედებით მოღვაწეობას და გადავწყვიტე კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე შემეთავაზებინა ჩვენთან თანამშრომლობა. მან შეარჩია თანამედროვე ქართველი დრამატურგის, მიხო მოსულიშვილის პიესა „ჩემო მეჟოლია“. თემა, რომელიც ვითარდება სპექტაკლში, ჩვენს რეალობაში საკმაოდ მტკივნეული და აქტუალურია. თითოეული ჩვენგანი, თითოეული მაყურებელი შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მონაწილე თუ არა, შემსწრე მაინც… ვფიქრობ, ძალიან კარგი, საკმაოდ მსუყე შემოქმედებითი პროდუქტი მივიღეთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ერთჯერადი თანამშრომლობით რეჟისორთან შემოქმედებითი ურთიერთობის ამოწურვა რთულია და, ვფიქრობ, ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.“
ნერონ აბულაძე, თეატრმცოდნე: „ძალიან კმაყოფილი ვარ ხულოს თეატრის დღევანდელი პრემიერით. სპექტაკლი პროფესიულად არის გამართული, დრამატურგიული სტრუქტურა ჩამოყალიბებული. მახვილები და აქცენტები ძალიან ზუსტად არის დასმული, რაც გამომდინარეობს ჩვენი რეალობიდან, ჩვენი ყოფიდან. ფინალი ცოტა აპოკალიფსურია. რეჟისორის ხედვაა ასეთი, რადგან რეალურადაც ვდგავართ უამრავი მსგავსი ფაქტის წინაშე. სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება აბსოლუტურად იდენტურია რეჟისორის კონცეფციისა. მე ვთვლი, რომ ეს სპექტაკლი ნებისმიერი სახის პრემიაზე, რაც შეიძლება არსებობდეს საქართველოში, დაწყებული „დურუჯიდან“ დამთავრებული თეატრალური საზოგადოების პრემიით, თვისუფლად გაუწევს კონკურენციას ნებისმიერი რეგიონის და არა მარტო რეგიონის თეატრებში განხორციელებულ ნებისმიერ სპექტაკლს.“
გეგა ქურციკიძე, რეჟისორი: „ძალიან აქტუალური პიესაა. ის, რაც სცენაზე ხდება, მართლია, გადაჭარბებულია და უფრო მუქ ფერებშია დახატული, მაგრამ ჩვენი რეალობაა და ეს კომედია, ასე ვთქვათ, სატირული სახით არის წარმოდგენილი. პიესა „ჩემო მეჟოლია“ 2012 წელს დაიწერა, შემდეგ ავტორთან, მიხო მოსულიშვილთან ერთად გადამუშავდა და საბოლოოდ ასეთი სახით ჩამოყალიბდა. საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო ხულოს თეატრში მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ დასი მცირერიცხოვანია, ამან ხელი არ შეუშალა იმას, რომ განაწილება ოპტიმალური ყოფილიყო, მსახიობების შესაძლებელობები მაქსიმალურად გამოვლენილიყო და მაყურებლისთვისაც საინტერესო წარმოდგენად წარმოჩენილიყო.“
ნინო ქარცივაძე, მსახიობი: „ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როგორც ამ პიესაზე (თემატიკიდან გამომდინარე), ასევე რეჟისორთან, გეგა ქურციკიძესთნ მუშაობა. ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინეთ. ბევრ რამეს ვსწავლობდით მისგან, მსახიობის ოსტატობასც კი… ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი ამ ადამიანს და მომიწია მის სპექტაკლში მონაწილეობამ. ძალიან დიდი შრომა ჩადეს მხატვარმა, გია გოგიტიძემ და მუსიკალურმა გამფორმებელმა, თაზო იმნაძემ. და ძალიან დიდი მადლობა რეჟისორს, ხულოს თეატრს და თითოეულ მსახიობს.“
რამაზ ბოლქვაძე, მსახიობი: „როდესაც რეჟისორი პირველად ჩამოდის, ეს მსახიობისთვის არის ძალიან კარგი, იმიტომ, რომ ბევრი ახალი რამ შემოაქვს. ამიტომ მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო. თვენახევრის მანძილზე ვდგამდით ამ სპექტაკლს და ალბათ ძალიან მოგვენატრება ეს ყველაფერი.“
ედნარ ბოლქვაძე, მსახიობი: „ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ამ პიესაზე და ჩემს პერსონაჟზე მუშაობის პროცესი. ამასთანავე, პირველად შევხვდი რეჟისორს, გეგა ქურციკიძეს. საკმაოდ განსხვავებულად წარიმართა შემოქმედებითი პროცესი და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო მას, თეატრის ხელმძღვანელობას და ყველას, ვინც ერთი აგური მაინც დადო ამ სპექტაკლის შექმნაში“.
„ჩემო მეჟოლია“ (სევდიანზე სევდიანი კომედია) - პრემიერა 2016 წლის 17 მაისი, ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი პიესის ავტორი - მიხო მოსულიშვილი რეჟისორი - გეგა ქურციკიძე მხატვარი - გია გოგიტიძე მუს. გაფორმება - თაზო იმნაძე
Opening night - Tuesday, May 17, 2016 Khulo State Drama Theatre, Georgia
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Thu Jan 31, 2019 9:55 am
29 ოქტომბერს... / პრემიერა ახმეტელის დრამატულ თეატრში კარლო კოლოდი - „პინოკიოს თავგადასავალი“ ინსცენირების ავტორი - მიხო მოსულიშვილი რეჟისორი - ლაშა გოგნიაშვილი დასაწყისი - 12 საათზე
ანოტაცია -- პინოკიო ძალიან ცელქი და ონავარი ბიჭუნაა- მისი ცხოვრება სავსეა თავგადასავლებით, რადგან პინოკიოს ყოველ დღე თან სდევს ხიფათი -ის ხომ ყველაზე კეთილი და განუმეორებელი ხის ბიჭუნაა , ვინ თუ არა პინოკიომ უნდა მიიღოს ტორტილასგან ბედნიერების გასაღები, რადგან ხის ბიჭუნა ამქვეყნად მხოლოდ სიყვარულისთვისაა მოვლენილი - მერე , რა რომ ხანდახან ძალიან ანცობს - თქვენ ხომ იცით ბავშვებო რომ თუ ბევრს იცრუებთ ცხვირი გაგეზრდებათ..როგორ? როგორ და პინოკიოს რომ აქვს, ისე...
პინოკიოს თავგადასავალი კარლო კოლოდი რეჟისორი - ლაშა გოგნიაშვილი ინსცენირების ავტორი - მიხო მოსულიშვილი მხატვარი - მარიკა კვაჭაძე მუსიკალური გაფორმება ირაკლი გოგიასი
მონაწილეობენ: პინოკიო - გიორგი ცხადაძე, გაგა მახათაძე მანჯაფოკო - იუკა ვასაძე ჯეპეტო - მამუკა მაზავრიშვილი კატა - ოთო ჩიქობავა ჭრიჭინა - თამარ ბეჟუაშვილი არლეკინი, პოლიციელი - გიგი მიგრიაული, ანდრია გველესიანი მელია - თამთა პატაშური, შორენა ზუბიაშვილი ჯუზეპე, პოლიციის უფროსი - ვალერი ტორონჯაძე ტორტილა - ნელი ბადალაშვილი, გვანცა კანდელაკი ფერია - სოფია სებისკვერაძე, ნინო ციმაკურიძე როზაურა, პოლიციელი - თინა გვაზავა, მაიკო ვაწაძე დურემარი - ვაჟა ციცილოშვილი, ვასო შიხაშვილი
სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო თეატრი მის.: ვეკუას №8. ტელ: 2-62-61-97; 2- 62-92-41
თეატრის დირექტორი - ნუნუ კარდენახლიშვილი სამხატვრო ხელმძღვანელი - ომარ კაკაბაძე ხმის ოპერატორი - ნუგზარ ბუღაძე გამნათებელი - სოსო შარიმანაშვილი
ხაპრა - მთავარია, ჩილიმი დავდგათ სადმე...
Khapra Beetle And House Mouse Tragicomedy-nightmare in one act, with 'Wedding and Funeral Orchestra and Goran Bregovich' By Mikho Mosulishvili March 18, 2017 — Vaso Godziashvili Municipal Theatre of Velistsikhe (Georgia), Director Omar Kakabadze
მიხო მოსულიშვილი ხაპრა-თაგვობანა სიმულაციური მოდელირება თამაშისათვის, ანუ ტრაგიკომიკური კოშმარი ერთ მოქმედებად და შვიდ სცენად, „გორან ბრეგოვიჩი და საქორწილო და დამკრძალავი ორკესტრის“ მუსიკის თანხლებით 2010
Khapra Beetle And House Mouse Tragicomedy-nightmare in one act, with 'Wedding and Funeral Orchestra and Goran Bregovich' By Mikho Mosulishvili 2010
Last edited by Admin on Thu May 07, 2020 8:45 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Thu Jan 31, 2019 9:57 am
ველისციხის ვასო გოძიაშვილის სახელობის თეატრი
მიხო მოსულიშვილი
ხაპრა-თაგვობანა (ტრაგიკომიკური კოშმარი ერთ მოქმედებად)
პრემიერა - 2017 წლის 18 მარტი, 18.00 საათი
დამდგმელი რეჟისორი - ომარ კაკაბაძე მხატვარ-დეკორატორი - ვლადიმერ შალაშვილი მუსიკალური გამფორმებელი - ნუგზარ ბუღაძე
თეატრის დირექტორი - ნუნუ კარდენახლიშვილი სამხატვრო ხელმძღვანელი - ომარ კაკაბაძე ხმის ოპერატორი - ნუგზარ ბუღაძე გამნათებელი - სოსო შარიმანაშვილი
ხაპრა - მთავარია, ჩილიმი დავდგათ სადმე...
Khapra Beetle And House Mouse Tragicomedy-nightmare in one act, with 'Wedding and Funeral Orchestra and Goran Bregovich' By Mikho Mosulishvili
Stage director - Omar Kakabadze Designer - Vladimer Shalashvili Music adapter - Nugzar Bugadze Theatre lighting - Soso Sharimanashvili
Cast: Gogliko - Zura Razmadze Miako - Anna Akhoishvili Eleonora - Natia Giorgadze Khapra - Savle Turashvili Nurbubu - Tamuna Khizanishvili Tsitsi - Ia Tsitsilashvili Larva - David Beruashvili
Opening night - Saturday, March 18, 2017
Vaso Godziashvili Municipal Theatre of Velistsikhe (Georgia) Theatre Administrator - Nunu Kardenakhlishvili
KHAPRA - The most important is what we would put to hookah somewhere...
„მთავარია, ჩილიმი დავდგათ სადმე...“
ეს მაინც არ არის იოლი ტრაგიკომედია მეთქი, შვიდი წლის წინ რომ დავწერე, იქიდან ვფიქრობდი და არ მეგონა, თუ ამნაირად გაიჟღერებდა სცენაზე „ხაპრა-თაგვობანა“ და არც ის მეგონა, თუ მაყურებელს ეგეთი ზუსტი რეაქცია ექნებოდა სიცილისას... მთავარი რეპლიკაც სწორად დაიჭირეს, რასაც ხაპრა ამბობს: „მთავარია, ჩილიმი დავდგათ სადმე...“ დიდი მადლობა მთელ დასს და ყველა მაყურებელს!
თქვენი მიხო მოსულიშვილი 20.03.2017
„ესაა დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესა, რომელიც არის საქართველოს უახლოესი წარსულიდან და, ძირითადად, პოლიტიკურ თამაშებს ეხება. შინაარსობრივად რომ ვთქვათ, არის ნამდვილი დრამა და კოშმარიც კი, მაგრამ ძალიან კომიკური პერსონაჟებით არის წარმოდგენილი, საინტერესოა, მხიარულია ძალიან. ბევრს იცინებენ აქ, მაგრამ რომ გავლენ, კარგად დაფიქრდებიან მერე, რა ხდებოდა“, -- ნურბუბუს როლის შემსრულებელი, თამარ ხიზანიშვილი
,,ხაპრა-თაგვობანა“, - პრემიერა ველისციხის თეატრში ტელეკომპანია „გურჯაანი“, ავტორები: ნინო სამნიაშვილი, ელდარ ელიკაშივილი Published on Mar 22, 2017 - https://youtu.be/sITLYV5_yiY
პრემიერა ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის თეატრში. რეჟისორმა ომარ კაკაბაძემ Omar Kakabadze მოყვარული მსახიობების მონაწილეობით მიხეილ მოსულიშვილის ახალი სპექტაკლი ,,ხაპრა-თაგვობანა“, დადგა. რეჟისორსა და მსახიობებს იმედი აქვთ, რომ 130 წლიანი ისტორიის მქონე ველისციხის თეატრი ტრადიციას დაიბრუნებს და აქ სპექტაკლები უფრო ხშირად გაიმართება. სპექტაკლის პრემიერა და შთაბეჭდილებები ნინო სამნიაშვილის სიუჟეტში.
რეჟისორი – ზურაბ კანდელაკი ხმის რეჟისორი – ბაკო ხვიჩია ჩაწერილია 2018 წელს რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Zhikzhikoba: Easter night (menipeah in the one episode), Radioplay by Mikho Mosulishvili Running time 00:21:25 minutes Cast: Lamzira Chkheidze, Givi Chuguashvili Dircetor - Zurab Kandelaki Sound design - Bako Khvichia Premiere - February 3, 2018 First Channel - 1tv.ge, Georgian Public Broadcaster, Radiotheatre
მიხო მოსულიშვილი
ჟიკჟიკობა ღამე
რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre Published on Jan 29, 2018
Last edited by Admin on Thu Mar 07, 2019 6:05 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Thu Jan 31, 2019 9:58 am
რუსთავი 2 სხვა შუადღე 03 12 2015
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი / GNBC
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Theater der Zeit მიერ გამოიცა ქართული პიესების კრებული სახელწოდებით “Zwischen Orient und Okzident“. კრებულში შესულია ლაშა თაბუკაშვილის, ბასა ჯანიკაშვილის, ნესტან (ნენე) კვინიკაძის, ლაშა ბუღაძის, ნინო ხარატიშვილისა და მიხო მოსულიშვილის პიესები. თარგმანზე მუშაობდნენ ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი, ანასტასია ყამარაული, სუზანე შმიდტი და მაია ლიპარტელიანი. წიგნის შემდგენელი და რედაქტორია მანანა თანდაშვილი.
'I wanted to be a grass for mowing' (Vazha-Pshavela and Aluda Ketelauri)
Play by Mikho Mosulishvili Stage director - Gega Kurtsikidze Designer - Maia Skhirtladze Music adapter - Kote Mjavia
Literature Museum Theatre, Tbilisi May 23, 2018
„ბალახი ვიყო, სათიბი...“ (ვაჟა და ალუდა ქეთელაური) ინსცენირება ლიტერატურული თეატრისთვის სამ ნაწილად
ინსცენირების ავტორი – მიხო მოსულიშვილი რეჟისორი – გეგა ქურციკიძე მხატვარი - მაია სხირტლაძე მუსიკალური გაფორმება - კოტე მჟავია
ლიტერატურის მუზეუმის ლიტერატურული თეატრი 2018 წლის 23 მაისი
ბმული: *
Last edited by Admin on Tue Apr 13, 2021 11:51 am; edited 4 times in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Thu Mar 07, 2019 5:50 pm
არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ...
Published on May 27, 2012 სიუჟეტი ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის სპექტაკლზე "არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა". საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ჩვენი დილა", 8 მაისი, 08:32 -- 08:37, სიუჟეტის ავტორი სალომე გელაშვილი, ოპერატორი პაატა ყვავაძე. პრემიერა: 7 მაისი, ორშაბათი, 2012 წელი -- 19:00-დან 22:00-მდე
რეჟისორი გეგა ქურციკიძე წარმოგიდგენთ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს:
"არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა" (პიესა რვა სცენად)
მოქმედების დრო: 1801 -- 2010 წლები. მოქმედების ადგილი: სანკტ პეტერბურღი და საქართველო.
პიესის მოქმედება წარმოებს ორი საუკუნის განმავლობაში, -- დღიდან რუსეთის იმპერიის საქართველოში შემოსვლისა (1801 წელი), ვიდრე აფხაზეთის და სულ ბოლო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომამდე. ამ სპექტაკლში დაუფარავად და მართებულად არის წარმოდგენილი ძირითადი საკვანძო მომენტები რუსეთისა და საქართველოს, როგორც იმპერიისა და დამონებული ქვეყნის ურთიერთობის ისტორიიდან. სპექტაკლში გაცოცხლებული არიან ის ქართველი გმირები, პოლიტიკოსები თუ მეომრები, ვინც თავისი სამშობლოს თავისუფლებას შესწირა თავი და მტრისათვის აუღებელ ციხე-სიმაგრეებად, ჩვენთვის კი სამშობლოს სიყვარულის და თავდადების მაგალითებად იდგნენ და დგანან დღესაც. სპექტაკლის შემქმნელები ცდილობენ გააქტიურონ მაყურებლის ყურადღება ურთულეს მენტალურ პრობლემაზე -- რუსეთის იმპერიის მართებულ შეფასებაზე და მის როლზე საქართველოს ისტორიაში.
რეჟისორი - გეგა ქურციკიძე პიესის ავტორი - მიხო მოსულიშვილი მხატვრობა და კოსტუმები - აივენგო ჭელიძე
Last edited by Admin on Thu May 07, 2020 8:48 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Thu May 07, 2020 8:35 pm
უკანასკნელი თოლია მიხო მოსულიშვილი 2019 წელი | მიმოსი დრამატურგია
ამ პიესაში მოთხრობილია საქართველოს ეროვნული გმირის, „წმინდა გიორგის’’ ოქროს და „ვახტანგ გორგასლის“ პირველი ხარისხის ორდენების კავალერის, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას სიცოცხლის ბოლო დღეზე, - ესაა სოხუმის დაცემის დღე, 1993 წლის 27 სექტემბერი, როცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე ჟიული შარტავა ბოლომდე რჩება მტრისგან ალყაშემორტყმული აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში, რითაც საშუალებას აძლევს ათასობით ლტოლვილს, რომ გამოაღწიონ ცეხლმოდებული ქალაქიდან. ჟიული შარტავას ტყვედ აყვანის შემდეგაც მისცემს მტერი სიცოცხლის გადრჩენის შანსს, მაგრამ სამშობლოს ღალატისთვის, რაც მიუღებელია მისთვის... ეს პიესა დაიბეჭდა ჟურნალ „განთიადის“ 2019 წლის მესამე-მეოთხე ნომერში.
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Wed Jan 05, 2022 2:46 pm
Тбилисский центральный детский театр имени Нодара Думбадзе Тбилиси, 2012
Михо Мосулишвили - "Сказка об украденном Новом годе" Перевод и сценическая редакция - Нино Манагадзе Режисеер постановщик - Сергей Шведков Художник-постановщик - Кети Тодадзе Хореограф - Анано Самсонидзе Технический режиссер - Аида Розе Директор театра - Михаил Антадзе
Действующие лица и исполнители: Сказочники - С. Шведков, Н. Манагадзе Бука - Т. Лорткифанидзе Бабушка - Т. Алешкина Дед Мороз - Д. Енукашвили Снегурочка - Э. Маглакелидзе Музмузела - Н. Кикачеишвили Дев - Р. Кервалишвили, А. Арвеладзе Маус-клик - Э. Габедава Ворона - М. Малхазишвили Вирусы - Н. Баладзе, Е. Курочкина, Т. Сорокина, Н. Доний
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Wed Jan 05, 2022 2:51 pm
მიხო მოსულიშვილი - „საშობაო ბატი კომშით“ ილიაუნის თეატრი („ვაკის სარდაფი“), რეჟისორი გურამ ბრეგაძე, 2009 წელი
ილიაუნის თეატრი (ვაკის თეატრალური სარდაფი), 2009 წლის 24 დეკემბერი, რეჟისორი გურამ ბრეგაძე. როლებში: ელენა ქვინსი — მაკა ძაგანია, მაიკლ დანსერი — დათო ხახიძე, კარლი — რეზო ბაღაშვილი, როზალია — მაკა შალიკაშვილი, გებრიელ ბონიფაციუსი — ნიკა ქაცარიძე.
სურათზე: სპექტაკლის „საშობაო ბატი კომშით“ პრემიერის შემდეგ -- მარცხნიდან: გურამ ბრეგაძე (რეჟისორი), დათო ხახიძე (მაიკლ დანსერი), მიხო მოსულიშვილი (პიესის ავტორი), ნიკა ქაცარიძე (გებრიელ ბონიფაციუსი), -- ილიაუნის თეატრი („ვაკის სარდაფი“), 2009 წლის 24 დეკემბერი.
გურამ ბრეგაძე (რეჟისორი) და მიხო მოსულიშვილი (პიესის ავტორი), - ილიაუნის თეატრი („ვაკის სარდაფი“), 2009
ვიდეოები:
საშობაო ბატი კომშით - 2009-12-24
2009 წლის 24 დეკემბერი.
ვაკის თეატრალურ სარდაფში ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი "საშობაო ბატი კომშით" მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით ახალგაზრდა რეჟისორმა, გურამ ბრეგაძემ დადგა.
ტრაგი-ფარსი ერთ მოქმედებად მიმდინარეობს. სპექტაკლში როლებს ნიკა ქაცარიძე, დათო ხახიძე, მაკა შალიკაშვილი, რეზო ბაღაშვილი და მაკა ძაგანია თამაშობენ.
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი - თეატრის პოსტერები Sun Mar 20, 2022 3:00 pm
დიდი მადლობა მეფე ერეკლეს ქალაქში არსებულ ლიტერატურულ ჟურნალ „ოლეს“, მის მთავარ რედაქტორ აკაკი დაუშვილს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს, რადგან საბავშვო პიესასაც ბეჭდავენ, რაც იშვიათად კი არა, თითქმის არა ხდება ხოლმე სხვაგან და სხვა შემთხვევებში.
მიხო მოსულიშვილი - ოფოფების თეატრი (საბავშვო პიესა ერთ სიზმრად და ცხრა ზმანებად) თელავის ლიტერატურული ჟურნალი „ოლე“, მწერალთა ასოციაცია „ლიტერატურული კახეთის“ გამოცემა, # 5 (52), ნოემბერი, 2021 წელი, გვერდი 33 (დასაწყისი).
მიხო მოსულიშვილი - ოფოფების თეატრი (საბავშვო პიესა ერთ სიზმრად და ცხრა ზმანებად) თელავის ლიტერატურული ჟურნალი „ოლე“, მწერალთა ასოციაცია „ლიტერატურული კახეთის“ გამოცემა, # 1 (54), იანვარი, 2022 წელი, გვერდი 46 (დასასრული).