| | დიანა ანფიმიადი | |
| Author | Message |
---|
Admin Into Armury


 Number of posts : 6407 Registration date : 09.11.08
 | Subject: დიანა ანფიმიადი Sun Jan 06, 2019 11:21 am | |
| დიანა ანფიმიადიპოეტი, ესეისტი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი დიანა ანფიმიადი დაიბადა 1982 წელს თბილისში. არის არაერთი სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის ავტორი, ასევე ელექტრონული ბიბლიოთეკის, “ლიბ.გე”–ს ერთ-ერთი რედაქტორი. წიგნები: * “შოკოლადი” (2008) * “პირადი კულინარია” (2013) ჯილდოები და პრემიები: * ლიტერატურული კონკურსის — “წერო” გამარჯვებული (2008) * ლიტერატურული კონკურსების “საბა” და “გალა” ნომინანტი (2008) * პრემია “საბას” გამარჯვებული ნომინაციაში “წლის საუკეთესო დებიუტი” (2009) ::: Diana Anphimiadi Born in 1982, Diana is a poet, linguist, editor and translator. Currently she is a doctoral student at the Linguistic Institute of Tbilisi State University. Anphimiadi is the author of number of scholarly articles and publications and is the holder of Ilia Chavchavadze scholarship for young researchers. Diana Anphimiadi has published five collections of poetry, two prose and one children’s book. Anphimiadi researches Georgian gastronomy, gastro-linguistic, culinary and its links with ethnography. She also works in educational field and is the author of numerous articles about inclusive education. Her literary works are translated into ten languages. Anphimiadi was awarded several literary awards including SABA. ბმულები: * http://rights.sulakauri.ge/portfolio/diana-anphimiadi/* http://dirk-skiba-fotografie.de/autoren-a-z/a/diana-anfimiadi* http://mastsavlebeli.ge/?tag=დიანა-ანფიმიადი 
Last edited by Admin on Sun Jan 06, 2019 11:29 am; edited 1 time in total | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6407 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: დიანა ანფიმიადი Sun Jan 06, 2019 11:23 am | |
| დიანა ანფიმიადი მედეაის, ვინც საკუთარ გამონაბოლქვ სუნთქვას გაჰყვება უცხო მხარეში – გასაქცევად დაეძებს მიზეზს, რადგან ერთ დღესაც აივსება ყველა ბეღელი და მოხარშული ხორბალიც კი აბიბინდება. ის, ვინც ღრუბლიდან შუა ზღვაში გადავარდება - გასაქცევად დაეძებს მიზეზს, რადგან ვერცერთი, თუნდაც შავი, ზღვა ვერ დაგახრჩობს თუკი შენი სახელი ჰქვია. ის, ვინც საკუთარ ტყავს გაიხდის, დარაჯს მიუჩენს - გასაქცევად დაეძებს მიზეზს რადგან ერთხელაც ეძინება ყველა გველეშაპს ყველა სიფრთხილე და სიფხიზლე დასაძლევია. ის, ვინც მინდორში კბილებს დათესს - მოიმკის შიმშილს - გასაქცევად საჭირო მიზეზს, რადგან მიწიდან ამოწვერილ ყველა გოლიათს ფესვებს მაინც მახრა შეუჭამს. ის, ვინც უცხოელს შეიყვარებს (სწრაფმავალ ხომალდს ) გასაქცევად დაეძებს მიზეზს, რადგანაც ყველა იმ მდინარის პირას ბრუნდება, სადაც ცალი სანდალი დარჩა. შენ ვინც საკუთარ თავს დაეძებ, ნუ მოხვალ ახლოს, ღამე მინდორში გაათენე, დიდი ხანია მდინარეებს არ მოაქვთ ოქრო მხოლოდ თევზები ანათებენ, და სიტყვებს შორის მანძილები მიჩირქდება, მიმიზეზდება... გზები რომ არა, დაგტოვებდი, მოგიბეზრებდი... და ისე მშვიდად, როგორც ნიმფა ტანზე რძეს ივლებს, – მეც გასაქცევად დავეძებ მიზეზს – ვხოცავ ჩვენს შვილებს… ბმულები: * http://poetry.ge/poets/diana-anpimiadi/poems/zczoz-medea-is-vinc-sakutar-gamonabolqv-suntqvas-gahyveba  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6407 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: დიანა ანფიმიადი Sun Jan 06, 2019 11:25 am | |
| დიანა ანფიმიადი სხვა მედეარა შეიძლება მომხდარიყო ან როგორ უნდა მომხდარიყო ან რატომ უნდა მომხდარიყო ასე ბავშვებს ისეთი მოვლა უნდათ რომ უფრო მკვეთრად შემოხაზონ ამ დავალების ყველა სიტყვა და ასო. კვებავ ნახერხით მშიერ ჩვილებს - ყანაში ქურდი მაჩვებივით - ძუძუზე მგლები - ათი, ორმოცი, ასი მგზავრი ხარ - გზების მასპინძელი უცხო - ისევე ახლობელი როგორც ქათამი ქვისთვის - კრუხად რომ დასვა. ოპალს სველი ბრინჯით გამოკვებავ ქრიზოლიტს - მზისფერი წიწილებით, ლალს - სისხლით, მარგალიტს - პურის ფქვილით, ბროლს - წყალგარეული ღამე უნდა, ლოცვებს შეუთვისე ამეთვისტო, ქარვა, საფირონი, ბრილიანტი ხარ ერთი ხარ ხან მილიარდი. ზაფრანა, კამა, დარიჩინი რაც გაქვს ყველაფერი დანარჩენი: ვანილი, ილი, ანისული, ( როგორც შენი შვილის კანის სუნი) წიწაკა, პიტნა, ბაზილიკი - ერთად, სულ მცირე ნაწილიც კი - კვალზე მიაფრქვიე - დანაგეში ძაღლის შვილს ჯობდა, რომ დანა გეშვა.. ჟანგის შესაჭმელად დატოვებდი. გახსენი შენი საგანძური ქარები- ალმასები - გახარებულ თვალებს მიაგებე დედის სითბო, და შენი ბარტყები ( ბახალები იმისთვის) გულში მაგრად ჩაიხუტე ისე ჩაიხუტე, ჩაიხუთონ... ბმულები: * http://poetry.ge/poets/diana-anpimiadi/poems/9728.sxva-medea.htm  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6407 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: დიანა ანფიმიადი Sun Jan 06, 2019 11:27 am | |
| დიანა ანფიმიადი მედუზა-გორგონაროცა გითხარი, არაფერი ხდება-მეთქი, უბრალოდ მოგატყუე ხდება, ყოველდღე ხდება ხიდები,ხედები… რადგან სიყვარულს დავმორჩილდი დავდივარ , ვისთვის – თავმოჭრილი ვისთვის კი სარკე – შეხედვისას ქვავდები, ხევდები. როცა გითხარი, არაფერი ხდება-მეთქი, უბრალოდ დამავიწყდა. იმ დღიდან ყველა ცხენოსანი, ანდა ქვეითი ჩემს სახელს, (სახელს თავმოჭრილის) ატარებს ფარად… თუ ქვას მესვრიან იბრუნებენ პასუხს ქვებითვე… რომ გითხარი, არაფერი ხდება–მეთქი, უბრალოდ მოგატყუე, არაფერიც კი აღარ ხდება, ვსუნთქავ, ვარსებობ, გული – მხუთავი სიმსივნეა მკერდში, ძუძუსთან, მელოდიები ამოვჭერი, მუსიკის ავი თვისებები, მეტასტაზები, რომელთაც მოაქვთ დაკარგული დღეების ხმები გული – ქრისტესისხლას ბუჩქია, ხმება. ეჰ, ღირდეს მაინც – ღამით კისერს ჰკიდია ბეწვით თავი – დილით კი მორჩენილი ჭრილობა მეწვის, მერე, თავიდან… ბმულები: * http://poetry.ge/poets/diana-anpimiadi/poems/9732.meduza-gorgona.htm  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6407 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: დიანა ანფიმიადი Sun Jan 06, 2019 11:34 am | |
| დიანა ანფიმიადი არიადნელაბირინთია გასავლელი, მე კართან ვდგავარ, ქიტონის კალთა და ქამარი ზღურბლთან ეთრევა, თმა – შავი კვამლი ვულკანიდან და ცხელი ლავა, აორთქლდა სუნთქვა თუ ვარდისგან ეთერზეთები. ლაბირინთია გასავლელი არ გატან გორგალს, არგაჩენილი ჩვენი ბავშვის ნერწყვი გაწელე, არც მახვილს გატან, საკმარისად გტკივა და ბორგავ დაბოლოება ყველა აზრის – ნერვი, სამწვერა. ლაბირინთია გასავლელი საკუთარ ეჭვებს უნდა წვდე რქებში, ცალი ხელით, მერე დახრჩობა. ( მე გველებივით მეხვევიან ჩემივე თმები და ამ ნაწნავთა დასაფრთხობად, გოგირდს ვახრჩოლებ). უნდა გაბედო, შავი აფრა თეთრით შეცვალო, რადგან დავღვინდი – ანუ დროა რომ ღმერთს ვეცოლო..... ლაბირინთია გასავლელი.  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: დიანა ანფიმიადი  | |
| |
|  | | | დიანა ანფიმიადი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|