| | თამარ მეტრეველი | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: თამარ მეტრეველი Sat May 05, 2018 11:47 am | |
|
Last edited by Admin on Sat May 05, 2018 12:27 pm; edited 3 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: თამარ მეტრეველი Sat May 05, 2018 11:59 am | |
| თამარ მეტრეველი უ ქ მ ე ...დილის ცვრით პირდაბანილ ბალახს ქარი ეთამაშებოდა, როცა თედო პაპა, გუთნეულით მიადგა ახასხასებულ მინდორს, მეხრედ შვილიშვილი წამოეყვანა. თედომ, ცას ახედა, პირჯვარი გადაიწერა, უფლისაგან კურთხევა აიღო და შვილიშვილს ნიშანი მისცა. პატარა ერეკლემ დიდკაცურად შემოუძახა ხარებს. -როგორა ყოჩაღობს, პაპი, აღდგომელაი, უსწრებს ნიშასა. - ღონიერია და იმიტომა... აღდგომა დღეს გაჩნდა, ვენაცვალეი იმ დღის მადლსა... ამოწვერილი მზის სხივები, ლიახვის ტალღებში ჩაჭყაპუნდნენ და სოფელს სველი ფეხებით თავს გადაევლნენ. ნახევრად მოხნული ჰქონდათ, როდესაც მინდვრიდან მოულოდნელად განწირულმა ხმამ მოაწია -ა დ ა მ ი ა ნ ი მ ო კ ვ დ ა ა ა ა ა..... -ადამიანი მოკვდა?! თედომ, დაკოჟრილ ხელით შუბლიდან სიმწრის ოფლი ჩამოიწურა და ახლადამობრუნებულ ბელტზე ცრემლად დააწვიმა. მერე მივიდა და გუთნიდან ხარები გაათავისუფლა. -რას შვები პაპა?! -კაცი მომკვდარა შვილო, აღარ შეიძლება ხვნაი აღარა... ყრუდ ამოთქვა თედომ. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: თამარ მეტრეველი Sat May 05, 2018 12:01 pm | |
| თამარ მეტრეველი ***მე ცოდვილი ვარ, მაგრამ მაინც ვილოცებ შენთვის, ჩემმა ცრემლებმა თხოვნას იქნებ ძალა შემატოს, ჩვენ ხომ ყველანი სანთლები ვართ უფალი-ღმერთის, ნელ-ნელა ვიწვით და სიცოცხლეც მისით გვემართოს. შენ ნუშის თვალებს, შეეხიზნა თვალებში განცდა, ვიცი, ჩაივლის ეს ტკივილიც მჯერა, მერწმუნე, ცის კაბადონზე იდუმალი მნათობი გაჩნდა და ვარსკვლავებიც მთვარის შუქზე, ზღვაში შეცურდნენ. ეჰ, მაცოდინა, რა ფერი აქვს თვალები გრძნობას, იქნებ, სიცოცხლეც გაგიცვალო - ასე მწადია, როდემდე შევძლებ ვმალო ჩემში ეს აპრილის მზე, რადგან უშენოდ არაფერი არ მიხარია... 2017 | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: თამარ მეტრეველი Sat May 05, 2018 12:02 pm | |
| თამარ მეტრეველი მითხარ, როგორია სიცოცხლე...მითხარ, როგორია სიცოცხლე, როცა დასასრული ახლოა, როცა, ბინდჩაწოლილ თვალებში, ცრემლების სამოსახლოა, როცა, აღარ არის სხვა შანსი თითქოს, ცოცხალი ხარ, თან არ ხარ, მინდა, იმ იმედმა მაცოცხლოს, პეშვით, რომ მიზოგავ ხანდახან, დარდი ჩამომაჯენს ყორეზე, ხავსი მოსდებიათ ბებერ ქვებს, როგორც წუხანდელ თოვლს, დილის მზე, შენი თავნებობა ისე მვნებს, ნუთუ, ადვილია სიცოცხლე, სისხლში ტკივილები გიჩქეფდეს, მოდი, ბინდჩაწოლილ თვალებით, ისევ ხელმეორედ მკითხე ეს... 2017
Last edited by Admin on Sat May 05, 2018 12:22 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: თამარ მეტრეველი Sat May 05, 2018 12:21 pm | |
| თამარ მეტრეველი ისევ სამაჩაბლოს...„მასუნთქეთ, ჩემი სამშობლოს სურნელი, ხურდა არ მინდა, სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად...“ ოთარ ჭილაძეატირდა ზეცა და ნაღალატევს უფალო, ისევ სამშობლოს გვედრი, რომ დაჩოქილი ცალ მუხლზე მყავხარ და ნაისრალი გაწუხებს ფერდი... ლიახვო, მდორედ, რომ ჩამოივლი დარდისგან ლაღად აღარ მოცეკვავ, იქ, მაჩაბლების ეზოში ცოტნე სატრფოსთვის ყვავილს როდის მოწყვიტავს?! რანი ვართ მაშინ, რისთვის მოვსულვართ თუ ტკივილები არ შეხორცდება, დღეს საქართველო დედას მაგონებს, მკერდზე შვილები რომ ეხოცება. ვის მიწას ფლობენ უფალო, შენსას?! ქვეყნად შენია თითო მტკაველიც, ვინ მიაკუთვნათ, ვინ მისცათ ნეტავ, ან რატომ გაყვეს, ოსი, ქართველი... წადით, ჩიტებო, განვლეთ საზღვარი, მე მოლოდინმა გამინაპირა, ჩვენ დავბრუნდებით მანამდე თქვენ კი, იასამნებზე დაიდეთ ბინა... 2017 | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: თამარ მეტრეველი  | |
| |
|  | | | თამარ მეტრეველი | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|