არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ლალი გულისაშვილი

Go down 
2 posters
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7006
Registration date : 09.11.08

ლალი გულისაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 3 EmptyFri Mar 26, 2021 9:28 am

ლალი გულისაშვილი - Page 3 Lali_g14

ლალი გულისაშვილი

***
დღისით, მზისით, ღია ცის ქვეს,
ლექსებს ვწერ და მიხარია,
სასიმღერო რა მაქვს, ყველა
ვინც ღმერთს ჰგავდა, იქ არიან...

უწინ ოქროს აკვანს თლიდნენ
ბაზალეთის ნაპირებთან,
ჯერ შორს იყო წიწამურთან
საქართველოს დატირება...

მე კი ვმღერი სხვის ფანდურზე,
ჩემს უაზრო გასაჭირსა:
„დღეს დავკარგე, ხვალ ვიპოვნი,
ჩემი ბედი ასე სჭრისა“...

ვინა ვარ და საიდან ვარ,
ან რა მწყინს და მიხარია,
როცა ყველა, ვინც ღმერთს ჰგავდა,
წავიდა და იქ არიან...

2021


study


Last edited by Admin on Wed Aug 25, 2021 2:58 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7006
Registration date : 09.11.08

ლალი გულისაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 3 EmptyWed Jun 30, 2021 1:21 pm

ლალი გულისაშვილი

გაზაფხული სოფელში

შენ რომ გიყვარს, ის დრო არის, ბები,
იასამანს გაუშლია კვირტი,
ჩვენი ბაღი სამოთხეა მწვანე,
კაკლის ხეზე შემოფრინდა გვრიტი...

საღამოა საოცარი, წყნარი,
რას გაიგებ, როგორ მწყდება გული,
შენს საწოლზე აღარავინ წვება,
შენს ყვავილებს აღარავინ უვლის...

ღამე მოაქვს საოცარი ხმები,
შენს ზღაპრებში მეზრდებოდა ფრთები,
ვარდის ბუჩქში ბულბულები სტვენენ,
რომ გიყვარდა, ის დრო არის, ბები...


***
უკვე აღარ მელოდება
ჩემი ფებრონია მერეს,
ბზის ტოტებით ჩაუვლიათ,
ისუ, უსახელო ბერებს...

სიზმრად ნანახ ჩიტებივით,
ჩემი შატბერდი და ხანძთა,
აღარ ხალისობენ, ისუ,
რად მაქვს საოცარი განცდა?..

რა შორიდან მოდიოდნენ,
ლოცვითა და ზიარებით,
ისუ, ასე რატომ მტკივა,
ვარსკვლავივით იარები?..

აღარ ყვავილობენ, ისუ,
სევდაშეპარული ბზები,
ზეცის ბილიკს მიჰყვებიან,
ჩემი სიფრიფანა ძმები.


study


Last edited by Admin on Fri Jan 28, 2022 1:23 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7006
Registration date : 09.11.08

ლალი გულისაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 3 EmptyWed Jun 30, 2021 1:22 pm

ლალი გულისაშვილი - Page 3 Lali_g11

ლალი გულისაშვილი

საკუთარი თავის გამხნევება

სადღაც ხომ დგას ჩემი ძველი სახლი,
მაქვს საფლავი მამისა და დედის,
მიხარია მეგობრების ნახვა,
ვცხოვრობ ასე, კმაყოფილი ბედის...

არაფერი გამაჩნია ქვეყნად,
სანთელივით მდგარი ფიჭვის გარდა,
ამიტომაც მიხარია ფრენა,
ამიტომაც არ მაშინებს ვარდნა...

სადღაც მელის ჩემი ძველი სახლი,
მაქვს საფლავი მამისა და დედის,
ვცხოვრობ ასე, ბალახივით ჩუმად
და ხანდახან - ბედნიერი ლამის...


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7006
Registration date : 09.11.08

ლალი გულისაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 3 EmptyWed Aug 25, 2021 2:59 pm

ლალი გულისაშვილი - Page 3 Lali_g13

წიგნის დასახელება – „ცად მივყვები ნისლს...“ (ლექსები)
ავტორი - ლალი გულისაშვილი
რედაქტორი - მარიამ სვიმონიშვილი
მხატვარი - ოთო ლითანიშვილი
გამომცემლობა - „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურლი სააგენტო“
ISBN 978-9941-9719-5-2
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2020
გვერდების რაოდენობა – 116

წიგნი გამოიცა ავტორის მოსწავლის, ამირან სვიმონიშვილის „პაკოს ფონდის“ მხარდაჭრით.

ლალი გულისაშვილი - Page 3 L-110

ლალი გულისაშვილი

გახსენება

გიხსენებ და სულს
შენთან ყოფნა სურს...

გიფენ ალვის რტოს,
მაგრამ რაღა დროს...

ცად მივყვები ნისლს,
თუმცა... აღარც ღირს...


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7006
Registration date : 09.11.08

ლალი გულისაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 3 EmptyWed Oct 27, 2021 6:36 pm

ლალი გულისაშვილი

***
ქრისტეს სისხლის წვეთებია,
განა მართლა ძახველია,
შენს სხეულში ჩემი სული,
ბზის ტოტივით ასვენია...

გეძებდი და გაგირბოდი,
მიპოვნე და მხდება სული,
შენთვის ამაღლების დღეა,
ჩემთვის-ოდენ აღსასრული...

შენი აღდგომისაა და
ჩემი კიდევ გარდამოხსნის,
მიყვარხარ და მეშინია,
ვინ გაიგებს... ვინ ამოხსნის!..

ქრისტეს სისხლის წვეთებია,
განა მართლა ძახველია,
შენს სხეულში ჩემი სული
ლოცვანივით ასვენია...


study


Last edited by Admin on Fri Jan 28, 2022 1:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte


Female
Number of posts : 520
Age : 31
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 3 EmptyTue Nov 02, 2021 1:33 pm

ლალი გულისაშვილი

***
მარტო ვუყურებ წვიმას ფანჯრიდან
და დაღონებულ ბეღურებს ვუმზერ,
ისე უეცრად წავიდა ყველა,
ისეთი სევდა დამაწვა გულზე,

რომ გადმოვიღე ძველი ალბომი,
(ყველა მიცქერდა, თითქოს, მუდარით),
გიმნაზიელი ბებია, პაპა,
სულ ახალგაზრდა დედის სურათი...

გამხდარი მამა გაშლილი წიგნით,
პაპის პაპები და დიდედები,
მიმზერდნენ რაღაც გაოცებით და
თითქოს მზრუნველი დაიმედებით...

თავდახურული ნათესავები,
ჩემზე უმცროსი მამა და დედა,
მზეზე შრებოდნენ სველი ხეები
და ყინულივით დნებოდა სევდა...


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Admin

Admin


Male
Number of posts : 7006
Registration date : 09.11.08

ლალი გულისაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 3 EmptyFri Jan 28, 2022 1:26 pm

ლალი გულისაშვილი - Page 3 4_n16

ლალი გულისაშვილი

წიფლისხევი
(წიფლისხევს იქით ჩემი გიორგიწმინდაა)

რო ადიდდებოდა ხოლმე,
რო მოდიდდება,
რო აზვირთდება,
ჭიაბერაანთ უბანს რო
მიანგრ-მოანგრევდა...
(ადრე ხიდი არ იყო
და ერთხელ ფეხებიც დამისველა!)
წიფლისხევო,
ჩემო საყვარელო ხევო!
როგორ მომენატრე, ბიჭო...

5. 1. 2022.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7006
Registration date : 09.11.08

ლალი გულისაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 3 EmptySat Jan 29, 2022 12:40 am

ლალი გულისაშვილი

***
-ცაო, ცაო, ლურჯო ცაო,
უნდა გითხრა რაღაცაო...
-არა, არა, ლურჯო ცაო,
ცოტა კიდევ დამაცაო,
თუ ვერ გითხრა, გამახსენე,
სათქმელი მაქვს რაღაცაო!


***
ხელმოცარული ვარ მეზღვაური...
სადაც ოდესმე ჩავუშვი ღუზა,
რომელ ნაპირსაც მიადგა გემი,
ყველგან ცურავდნენ აისბერგები...
...ხელმოცარული ვარ მეზღვაური..


***
მე შუშანიკის მოთმინებით მივდივარ ცაში,
"მივეყრდენ ყურესა ერთსა და ცხარითა ცრემლითა ავტირდი",
მე არ შევჩერდები შუა გზაზე, ზეციერო,
შენ ხომ დიდ სიყვარულს დამპირდი..


1971

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ლალი გულისაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 3 Empty

Back to top Go down
 
ლალი გულისაშვილი
Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3
 Similar topics
-
» ლალი კიკნაველიძე
» ლალი სხირტლაძე
» მიხო მოსულიშვილი - ლალი ჯელაძე - 2011
» მიხო მოსულიშვილი - ლალი ჯელაძე - 2019

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: