არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ცირა ყურაშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Apr 07, 2019 3:56 pm

ცირა ყურაშვილი - Page 2 Tsira_11

ცირა ყურაშვილი

პაემანი

შენს მუხლქვეშ ნათლის ქვირითი
ვარსკვლავთა ციმციმს ვადარე.
ჩეზე თქვი: გადმოატარეთ,
გადმოატარეთ, გვრიტი!”
წარბქვეშ იელი ამოა,
მკერდზეც იები ამომყვა,
ის სიყვარულიც გამომყვა,
მომყვება ოხერტიალი!
შენს ქუსლთან რიბირაბოა,
ღრუბლოვანი და ცებური,
ზე–სიყვარული მრთელია,
ქვემოთ - დაქუცმაცებული.
ზე–სიყვარული ცაში და,
ქარი მიაფენს ქარშიგან...
ქვე–ყვავილები ჭაში და,
ქვე–ვარსკვლავები გახშირდა.
ანგელოსის ფრთას მივები,
ეთერში მოცახცახე...
მე– სიყვარულის წვიმები,
ის–სიყვარულის ცვარი.
კვლავ სისხლზე არ იგეშება
ტანის ნუჟრი და კორძი,
ჩემგან სიყვარული–პეშვებით
მისგან სიყვარული–კოვზით.
დამკარგველს ნუმც ვეპოვები,
მის მზერიდანაც ვქრები.
აი, მე უკვე მოვედი,
შენს პაემანზე რაბი!


ბმული:
* https://soundcloud.com/tsira-kurashvili/it3hzhj9veaq -- „პაემანი“: კითხულობს ავტორი, კრებულიდან „სამოთხის სარკმელი“.

study


Last edited by Admin on Sat Feb 15, 2020 9:22 am; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Apr 07, 2019 3:57 pm

ცირა ყურაშვილი - Page 2 Rezo_c11

ცირა ყურაშვილი

ეროდი და დიანოსი

ეროდი და დიანოსი _ ასე უწოდებს დედა, როგორც ადრე გაუგონია, როგორც ეძახდნენ ალბათ ძველად. არც იროდიონი ან ჰეროდე, არც დიონისე ან რა ვიცი...

ასე: ,,ეროდი და დიანოსი"...

ჩამოსულა რაჭიდან სესიკა ჭელიძე, მწარე მუშა, როგორც დღესაც ეძახიან მიწის მოყვარულ, მოჭირნახულე მუშაკს. დასახლებულა ქუთაისის მაზრაში, ბაღდათის საბოქაულო ცენტრში, საირმისაკენ მიმავალი გზის სიახლოვეს. მაშინ მთელი ეს ზედა მხარე გოგოძეებისა ყოფილა, ქვედა მხარე კოპაძეებისა. თავისი შრომით და ოფლით სესიკას შეუსყიდია მიწები გოგოძეებისგან, ცოლად შეურთავს თავად დგებუაძის ქალი და დაუსახლებია ამ მიწებზე ორი ვაჟიშვილი _ ეროდი და დიანოსი.

ეროდის ჯერჯერობით ნუ მოვიხსენიებთ, დაე, მისმა დამაშვრალმა სხეულმა წყნარად განისვენოს ჩვენი წაბლარა ყანის თავზე გაშლილ სასაფლაოზე, ხოლო სულმა კეთილად იმოგზაუროს ნათლის სამეუფოში.

დიანოსი მოვიხსენიოთ. ისიც არ გამოაკლდეს კურთხეულ ნათელს!

ამ დიანოსს ეყოლა შვილები: სილიონი, სიმონი, სამსონი, მიხაკო, აბესალო და დები მათი (დები ასე, უსახელოდ).

სილიონს ეყოლა ოლღა. ოლღას ეყოლა, თინა, სოსო, მაჩანია, პავლე და მარო. ვეფხვაძეები. პავლეს ეყოლა სოსო, ამირანი და დავითი.

სამსონს ეყოლა ლევანი, ვარლამი, გიგლა და სონია.

აბესალოს ეყოლა ნინა, ანიკო, თამარი, დავითი, ნიკოლოზი და სერიოჟა.

მიხაკოს ეყოლა მარუსია, თინა, ბიჭიკო და ოთარი.

სიმონს ეყოლა ელენე, ვასილი, ივანიკა (გარდაიცვალა ოთხი-ხუთი წლისა) და პავლე, რომელსაც ეყოლა დედაჩემი; წავიდა ომში (პავლე), დაიკარგა. დაკარგულიც არ ეთქმის, ამაზე სხვა დროს.

და ამიტომ დედა უმადლის სესიკა ჭელიძეს, რომ ჩამოვიდა რაჭიდან ამ ბაღნარ ადგილას, დაესახლა, იშრომა, აქვე გააჩინა ვაჟები: ეროდი და დიანოსი, რომლის ერთ შტოსაც - დიანოსისას ჩამოჰყვა თვითონ (დედაჩემი) და აქვე გვშვა ჩვენც.

ჩვენს სახლს ზემოთ მარაოსავით იშლება ჭელიძეების ეზო-კარმიდამოები.

_ ვარლაამ, ვარლაამ! _ ეს დედაჩემია. ისე მკაფიოდ ისმის მისი ხმა ორღობიდან, ჩვენი სახლის მოშორებით, თითქოს ეზოდან იძახდეს.

_ შედი, გოგო, შედი, ზედ, ოღონდ არაფერი მოიწიო, _ პასუხობს ვარლამ ბიძია დედაჩემს.

მისია გვერდწითელი მსხლის ხე, რომელიც ეზოს ქვემოთ, ორღობეში უდგას. თიბათვის ბოლოს, ქველთობისას ჩატკბება მისი წვენით სავსე, დიდრონი, ყვითელი და გვერდებშეწითლებული ნაყოფი.

ჩვენ, პატარებს, ხილი-ხმილი-ტკბილი გვაკლია. ეზოს გვერდით მხოლოდ მცირე ყანა-ვენახი გვაქვს. ზაფხულის ხვატში წყნარად ირხევა სიმინდის ყვავილ-ქოჩოჩი, ყურძენიც შეთვალულია, კიტრებიც არის ხარდნებზე აკრულ-მიკუნტულები, მხოლოდ ხეხილი არ გვაქვს, ხილი- ტკბილიც ხომ გვინდა?

ამიტომ დასტაცებს დედა ხელს ემალის ძრომოჟანგულ ლაგვინს, მისი სახელურის ღრჭიალ-ღრჭიალით გადავა ორღობეში.

მაშინ არ იტყვის და რომც თქვას, რას გავიგებთ?! _ პატარები ვართ.

გულისკანკალით გავა გვერდწითელი მსხლის ტოტებზე, მსხმოიარე ხეს კენწეროში მოექცევა. იქვე, მის თავზე, მაღალი ძაბვის სადენიც გადის, ამიტომ ამ ხეს არავინ არ ეკარება, ვარლამ ბიძია დარში ჩამოცვენილ ნაყოფს მობოჭავს, სხვა ვინ გაბედავს თავზე ხელი აიღოს და ხეზე ავიდეს?

ეს ძაბვა კიდეც გაახმობს ხეს სულ ცოტა ხანში, მოჭრიან, ცეცხლს შეუკეთებენ. ახლა კი ქარი არხევს გვერდწითელ მსხლის ხეს, შრიალებს და ჭრიალებს ხე, დედა საჩქაროდ სწვდება ყვითელ ნაყოფს, ხორცთ ცვარი ასხამს, საჩქაროდ ყრის ემალის ლაგვინში. ფეხქვეშ ტკაცუნით ტყდება წკირები, ქარი არხევს მაღალი ძაბვის სადენსაც და აჰა, უნდა შეეხოს ხის ტოტს და დედა ასწრებს ქარს ჩამოკრეფას, ასწრებს შიშს, სახელოთი ხვითქის მოწმენდას, ასწრებს ჩამოსვლას, ჩვენზე ზრუნვას, ასწრებს სიცოცხლეს.

ასწრებს პატარა, სულ პატარა, შვიდი-რვა წლისა, ავადმყოფ და მშიერ დედას ღამის ბნელში, კოპაძეების ვაშლის ხეზე გულისკანკალით დაუკრიფოს მკვახე ნაყოფი და შინ ფრთასხმული გამოექანოს, რომ გადარჩა, რომ ვერავინ დაინახა, ვერ მოჰკრა თვალი.

ასწრებს ფრანგული ენის გერმანელ მასწავლებელს, ვერა ჰელცმანს, ანბანის საჩვენებელი ჯოხი - თითა მწარედ ჩაარტყმევინოს თავში, რადგან უპატრონოა, სუსტია და სწავლაშია ჩამორჩენილი.

ასწრებს მშიერს გული შეუწუხდეს და გადაიქცეს ზევით, სამსონ ჭელიძისას, მანიჯარ ბებიას მაგიდის ფეხებთან, სადაც ისედაც ათევს ღამეს, რადგან დედამისი, იგივ ჩემი ბებია ზუგდიდის ბაზარს არის წასული სიმინდის ტარანზე გასაცვლელად და როგორ დატოვა ასე პატარა, ასე უმწეო როგორ დატოვა?!

და ის მაინც ასწრებს სიცოცხლეს, რადგან ცხოვრება განა მარტო საწუხარია, ის მანიჯარის დიდი მჭადიდან მოტეხილი ტკბილი და მადლიანი ნატეხიც არის! კი, ვაიეთიც აქ არის და თავს დაჰყურებს ვაიეთის მთა, მაგრამ აქვეა თენებოურის მთაც და თენდება სახალისოდ, ხალისიანად და ახლო-მახლოც სიხალისოურს ეძახდნენ საყდარს, ესახლებოდა როცა სესიკა, მერე ეროდი და დიანოსი. ჭელიძე-ჭელტვაც _ ესე არს კაცი, რა საქმესა ხალისიან, ზედიზედ იქმდეს. გინა ესრეთვე ალერსით შეაყუაროს თავი თვისი უაღრესსთა და ზედაზედ იახლოს (საბა) და მიჭელტვაც ეს არის ალბათ, ჭელიძესთან ყოფნა მოგანდომოს.

და შენ, მკითხველო, გუნებაში რომ გაგეღიმა წმიდა ოთხთავის მსგავს დასაწყისზე და რომ ელოდი ამ ურიცხვი სახელებიდან ორ ხასიათს გამოვძერწავდი _ ეროდისას და დიანოსის. და რომ გგონია, ხასიათი თუ არ გამოკვეთე, ცოტას ნიშნავს გახსენება მართალ კაცების. შენ რას დაეძებ, თავს მიიბრუნებ, როცა სულს მომთხოვს მოგონილი ხასიათები და ყველა სიტყვა, რაც არ იყო ,,ჰო", ,,ჰო" და ,,არა".

და შენ არ იცი, ამ მონათხრობში როგორ ვიშვები ხელახალი და ვიბადები და არც ის იცი, თანალმობის სევდა შენც რომ გამკობს, შენც რომ გშვენის ჩემო მკითხველო.

2015

study


Last edited by Admin on Sat May 02, 2020 1:18 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Apr 07, 2019 4:22 pm

ცირა ყურაშვილი

რაბი

მეტად აღარ დამიძახო რაბი
ეს გვირაბი არ მთავრდება რაბი
ეს სიზმარიც არ მთავრდება რაბი
ეს ეკლებიც არ მთავრდება რაბი
ჩემი სახე შვიდი მშვიდი გველით
ჩემს სარკეში ჩახატულ გროტესკით
შვიდი გველი აძრულია რაბი
ერთმანეთზე უფრო უბოროტესი
მეტად აღარ დამიძახო რაბი
მეტად აღარ მომეფერო რაბი
ღვარძლჩათესილ
ხორბალს ვგავარ რაბი
მე არა ვარ შენი ღირსი რაბი
მე მეგონა დაგიუნჯე რაბი
მე მეგონა მტრედებად დაგიუნჯე
მე მეგონა ჩემი იყო რაბი
ნეკნებს შორის დარჩენილი
სილურჯე
ღვარძლჩათესილ ყანას ვგავარ რაბი
ამ ადგილას
უდაბურს და მივარდნილს
ხორბალივით დაგკარგვივარ რაბი
ხორბალივით ქარში გადაგივარდი
მეტად აღარ დამიძახო რაბი
ნუ მომაპყრობ
მაგ თაფლისფერ იელებს
ის ღრუბლებიც შეხორცდება რაბი
არც სილურჯე აღარც სიცარიელე
შვიდი გველი აძრულია რაბი
უკან აღარ მომაბრუნო რაბი
შვიდი გველით მოვშხამულვარ რაბი
ნადირივით დევნილი ვარ რაბი
სულ ციცაბოს სულ ქარაფზე მდგარი
სულ მძრწოლვარე
სულ დევნილი ძაბუნი
მე არა ვარ შენი ღირსი რაბი
მეტად აღარ დამიძახო რაბუნი.

ბმული:
* https://soundcloud.com/tsira-kurashvili/uvq6g6iotbb3 -- „რაბი“: კითხულობს ავტორი, კრებულიდან „სამოთხის სარკმელი“.

study


Last edited by Admin on Sat Feb 15, 2020 9:38 am; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Apr 07, 2019 4:23 pm

ცირა ყურაშვილი - Page 2 Tsira_10

ცირა ყურაშვილი

,,მიწა რომ გვეჭამა, არ უნდა ეღალატნა..."
(ქეთევან ქუჩუკაშვილის პორტრეტისათვის) 2006 წელი


დროდადრო მენატრება მისი ხმა, ბავშვურ ტიტინს მიმსგავსებული, მისი საოცარი, ძველებურმადლშემორჩენილი ქართული. ასეთ დროს უკვე მერამდენედ ვრთავ მაგნიტოფონს და ამ ჩანაწერს ვუსმენ:

-მოხვედით, რომ რაიმე დაწეროთ?

-დიახ, ქალბატონო ქეთევან, დიდი ხანია მინდოდა თქვენი ნახვა და როგორც იქნა, მოვახერხე.

_აი, აქ მიდევს თქვენი ზღაპრის წიგნი. ამ დღეებში ხელში მეჭირა და ვფიქრობდი, როგორ მივაგნო მეთქი ამ ადამიანს, რომ ვუთხრა, ძალიან მომეწონა მეთქი.

_და, აი, მეც აქა ვარ!

კოსტავას ქუჩიდან იქვე, ფიქრის გორაზე ავირბინე, მრავალსართულიანი სახლის ქვედა სართულზე, ერთოთახიანი ბინის კარებზე დავაკაკუნე. სწორედ აქ, ნაქირავებ ოთახში, წიგნებითა და ხელნაწერებით სავსე ოთახში ცხოვრობს ღრმად მოხუცებული მწერალი ქალი- ქეთევან ქუჩუკაშვილი_ შიო მღვიმელის ქალიშვილი. მხოლოდ მაგიდა, საწოლი და სკამი. თვითონ ღაბუა ჩიტივით პატარა და საყვარელია საწოლზე წამომჯდარი. ეს საწოლი მისი ევერესტია, ღრმადმოხუცებული მწერალი ქალის ევერესტი.

_ამ საწოლზე რომ მოვიკალათებ, იცით რა გრძნობა მაქვს, თითქოს ევერესტზე ავედი.

საუბრობს როგორც ბავშვი, როგორც მოხუცი ანგელოზი. რა გასაკვირია, შიო მღვიმელის ქალიშვილია, ბავშვობაში ვაჟა ფშაველას მუხლებზეც მოიკალათებდა ხოლმე. ახლობლები ამბობენ, რომ არა ქეთევან ქუჩუკაშვილი, გოგლა ლეონიძის ნატვრის ხე მხოლოდ მცირე მოცულობის ნაწარმოები იქნებოდაო.

_მეუბნებოდა, შენ დამაწერინე ეგ წიგნიო, მაგრამ სწორი არ არის.

_პიესები? ახალი პიესა გაქვთ, გადმომცეს, ნანი ჰქვია მთავარ პერსონაჟს.

-ეჰ, რა ვიცი, მაქვს პიესები, მაგრამ ძნელია დადგმა, მაგას პატრონი უნდა, ვფიქრობ, მე ვიყო ცუდ პირობებში და სხვები კარგად იყვნენ. არა მშურს, რომ ვინმე კარგად იყოს, მინდა, რომ ყველანი კარგად იყვნენ.

უცნაური გულმოწყალების გამო საკუთარი ბინიდან ნაქირავებში აღმოჩნდა, სადაც მადლიანი ადამიანების შემწეობით ცხოვრობს. როცა ამ ამბავს იხსენებს, თავს გააქნევს და იტყვის, ,,არა ვნანობ“!

-ახ, რა ვიცი, რა ყოფილა ცხოვრება, ძალიან ძნელი,...ძალიან დიდხანსაც რომ ცხოვრობ, მაინც ვერ ხვდები როგორი უნდა იყო, რა უნდა გააკეთო. ახლა მე არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ორი პატარა რაღაცა პიესა დავსწერე. ამ პიესაზე ბავშვები უფულოდ რომ შემოდიოდნენ, როგორ მიხაროდა... და არა ჰქონდათ, კაცო იმათ ფული და იპარებოდნენ, იცით? (ხითხითებს) მიხაროდა და ერთადერთი სიამოვნება ის არის, რომ ვიღაცა მსახიობს გაიცნობ...მაგრამ დაახლოება არ ვიცოდი ვისთანმე. აი, რომ დაახლოვდებიან, ყველასთან კარგად ვიყავი, იცით და რეჟისორთან ძალიან კარგად ვიყავი და არასოდეს...რაიმე რომ არ მომწონდა, ღმერთმა დამიფაროს, რომ ან დირექტორისთვის მეთქვა, ან ვინმესთვის. მაგას როგორ ვეტყოდი. ერთხელ, იცით მე ზღაპარში გამოყვანილი მყავდა გამყიდველი, გასაყიდებს რომ დაატარებს. ერთხელაც მოვედი და მშვენიერი ებრაული მუსიკა მესმის. რეჟისორს ვკითხე, რა საიდან არის ეს ებრაული მუსიკა მეთქი?_ აი, თქვენ ხომ გყავთ ებრაელი გამყიდველი გამოყვანილიო. _რას ამბობმეთქი, მე იქ ებრაელი გამყიდველი არ გამომიყვანია. ებრაელი ბავშვები რომ მოვლენ ლესელიძის ქუჩიდან და ნახავენ, რომ აქ, ზღაპარში ებრაელია გამასხარავებული, რა დღეში ჩაცვივდიბიან, ხომ დასცინებენმეთქი? _მაგას ვერ მოვხსნიო. ეხლა რომ თქვენ მკვდარი იყოთო, ხომ ვერ წახვიდოდით წინააღმდეგიო. _მერედა მკვდარი ხომ არ ვარ მეთქი, ახლავე გადავაკეთებ მაგ ადგილს! ავედი მეორე სართულზე თენგიზ მაღალაშვილთან და თენგიზს ორმოცი და ერთი ხაზი აქვს სიცხე. ძალიან კარგი დედა ჰყავდა, -იცით, ისეთი კარგი პიესა, როგორიც თქვენა გაქვთ, არავის დაუწერიაო. როგორ არ დაუწერია, მაგრამ იმას მოსწონდა ძალიან. ძალიან კარგი ქალი იყო, ძალიან კარგი. გავაკეთე სხვანაირად ის ადგილი და ებრაელი სულ მოვხსენი, როგორ შეიძლებოდა კაცო? არცა მქონდა მე ის პიესაში, საიდან მოიგონა? თენგიზი მერე რომ მოვიდოდა, თვითონაც დგამდა რუსთაველის თეატრში პიესას ნანა ხატისკაცთან ერთად, მგონი სულხან-საბა ორბელიანის იგავებსა სდგამდნენ, მოვიდოდა, ცერს შემართავდა, ,,აი, თქვენი პიესა“, -მეტყოდა, -,,ჩვენი პიესა ეგეთია“.

ყველაზე მეტად პიესებთან დაკავშირებული შენიშვნების მოსმენა უყვარდა, რადგან უკეთესდებოდა პიესა. მაგრამ შენიშვნებიც იყო და შენიშვნებიც. ერთი მთავარი რეჟისორი სამი საათი ელაპარაკა.

-ძალიან განათლებული კაცი იყო, მაგრამ იმისთანა რამეები მითხრა, რომ არაფერი გამოდგებოდა ჩემი პიესისათვის. მე სულ სხვა რამ მეწერა, ის სულ სხვა რამეს მეუბნებოდა. დიდი მადლობა გადავუხადე და არაფერი გამიკეთებია, რათქმაუნდა (ხითხითებს), არც იმას არაფერი უთქვამს. თენგიზიც რამე შენიშვნას რომ მომცემდა , ზოგჯერ არ იყო სწორი, მაგრამ არ ვეუბნებოდი, რომ სწორი არ იყო, ისეც არ ვაკეთებდი და საბოლოოდ მაინც მოსწონდა. ამიტომ ცერს ასწევდა და მეტყოდა ხოლმე: ,,აი, თქვენი პიესა“.

შიო მღვიმელის ხატება, მამის ხატება ასულდგმულებს. ამ პატარა ოთახში რეალური და ირეალური ისეა გადაკვანძული, ვერ გაიგებ, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე.

_იცით, მამა რომ ჩემთან არ მოდიოდეს, ძალიან გამიჭირდებოდა ყოფნა. ვერ ვაწვენ იმიტომ, რომ აქ ადგილი არ მაქვს. გვიან მიდის, ძალიან გვიან. ჩვენ ჩვენს წარსულზე ვლაპარაკობთ, სხვა სალაპარაკო არა გვაქვს. ხანდახან მგონია, რომ ჩვენს ამბავს ბევრი ფურცელი დასჭირდება, ხან კი მგონია, რომ ერთ ფურცელზეც დაეტევა.

გინდათ მამაზე გიამბოთ რამე?

,,მარტის იუბილეი“
შიო მღვიმელის (წმიდა ბერის) ქუჩაზე ვცხოვრობდით, 7 ნომერში. ჭუჭყიანი, ვიწრო ეზო იყო და თხლად იდო თოვლი. დეკემბრის თვე იყო. მე ეტყობა კვირა დღეა, რადგან სკოლაში არა ვარ...ჩემი დები კი შეშას ჩეხავდნენ. ჩვენი ღუმელი კიდევ ისეთი იყო, ერთი ურემი რომ შეგედოთ დაიწვებოდა და ოთახს კი მაინც არ გაათბობდა. მამა მიდიოდა გუდურის საყიდლად და მითხრა, რომ იუბილეი არ გადასცდება მარტსაო. მითხრეს, რომ იუბილეი მარტში იქნებაო. ეხლა ჩვენ გაგვეხარდა და ჩემმა დამ თქვა: თუ ცუდი ამინდი იქნა, მარტში ვინ მოვაო. ამ იუბილეის ჩვენთვის უნდა მოეტანა დიდი სიხარული და პატარა შემოსავალი.
იმ შემოსავლით ჩვენ შეგვეძლო დედისათვის ფეხსაცმელი გვეყიდა. ორჯერ დავაკერებინეთ და მესამედ შესაკეთებლად არ ღირდა. ავადმყოფი ნათესავის მოსანახულებლად წასვლაც შეგვეძლო. მაგრამ მოვიდა მარტი და იუბილეი არ შედგა. ჩავაცივდით ამ თვეს. ამ თვემ უნდა მოგვიტანოს ბევრი სიხარული და ცოტა შემოსავალი. იცით, არ შედგა ეს იუბილეი. მე აქ გადმოვედი, დაქირავებულ ოთახში ვცხოვრობ და ისე მოხდა, მამაჩემი მოვიდა აქ, დადიოდა და იმ საღამოსაც მოვიდა, როცა მე ამ ფიქრებში ვიყავი და მას არ მოვაგონე, რომ სწორედ ამ იუბილეიზე ვფიქრობდი. ვუთხარი: მამა, შენ ან კარგ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული, ან ცუდ ვარსკვლავზე. ცუდ ვარსკვლავზე რომ იყო დაბადებული, პოეტი ხომ არ იქნებოდიმეთქი. და გავედი, ნათურა გავაჯანჯღარე. ორ ფინჯანს აადუღებდა. მეტი ჩვენ არცა გვჭირდებოდა. პური მქონდა ახალი, მეზობელმა მომაწოდა. ის პური დავჭერი, ფინჯნებივით მივიტანე ჩაი და მამა სუფრაზე მივიწვიე.


,,ვიცოდით, მამა იყო პოეტი...“

ჩემს ბავშვობაში აქვე, სადაც ახლა ტელევიზიის შენობა დგას, უკვე აქედან იწყებოდა ყაყაჩოებით გადაწითლებული მინდვრები, სადაც მამა გაზაფხულზე ერთხელ მაინც წაგვიყვანდა ხოლმე. ძალიან დიდი სიამოვნებით იგონებენ ჩემი დები ამ ერთდღიან სიამოვნებას, მინდორში გატარებულს. მამას მინდორში წასვლა ეტყობა იმიტომ უნდოდა, რომ თავისი სოფლის, ბრეთის მინდვრები ახსენდებოდა. პატარა ლექსიც დავწერე ამის შესახებ:

,,...და ბოლოს წასვლა გადაწყდებოდა,
ვიწრო ბილიკზე აღმართს მივდევდით,
საბურთალოზე გადაწვებოდა
ყაყაჩოებით სავსე მინდვრები.
ჰყვებიან დები მიამიტ ამბავს,
მზე ღრუბლებისკენ აგორდებოდა,
საბურთალოზე, მინდორში, მამას
ბრეთის მინდვრები აგონდებოდა.“

-პატარა ლექსია, კარგი რომ არ გამოდის, ვარიანტს ვაკეთებ, არც ის გამოდის კარგი, არ გამოდის...კიდევ მაქვს ასეთი:

,,წელს მიჰყვებოდა მეორე წელი,
ძველი ფარდაგი ტახტზე გვეფარა,
სადილად გვქონდა ტყუილი წვენი
და გოგრის გული თეფშზე ეყარა .
სამი და უცხო ჭერქვეშ მოვედით,
ცივ ზამთარს, ზაფხულს ვუძლებდით ერთად,
ვიცოდით, მამა იყო პოეტი
და გვიან ღამით ლექსებსა წერდა.“


მე და ,,ანა კარენინა“

სკოლაში არავინ მომდევდა, არც დედა, არც მამა. არ მოდიოდნენ ჩემი ამბის გასაგებადა. ასე ვფიქრობდი, რომ ვინმე მოსულიყო ჩემთან. არც ჩემი ამხანაგების მშობლები არ მოდიოდნენ. კარგი ოჯახისშვილები იყვნენ. პირველ სკოლაში ვსწავლობდი. რავიცი, ეხლა, არაფერს ვაშავებდი, რომ ვინმე მოსულიყო, მაგრამ რუსულში სულ ორიანები მყავდა. მამაჩემს შეხვედროდა ჩემი რუსულის მასწავლებელი და ეთქვა- არა სწავლობს კარგადაო. მაშინ, ასე 13 წლისა ვიქნებოდი და მამამ ,,ანა კარენინა“ მომიტანა. საბავშვო ზღაპარი კიარ მომიტანა, რომ ზღაპრებით დამეწყო და ენა გამეკვეთა...ის ანა კარენინა დავიწყე და დამთავრდა, არაფრისთვის აღარ მომიკიდებია ხელი, მხოლოდ ტოლსტოისა ვკითხულობდი და ძალიან კარგი საქმე გამიკეთა მამამ, რომ ,,ანა კარენინა“ მომიტანა.


,,მამის ხელები, მამის ქუდი...“

..ეხლა მამა და მე მივდივართ და ცალი ხელი ყოველთვის მამის ჯიბეში მედო. მამა ახლა არც ლამაზი იყო, მაგრამ კარგი ხელები ჰქონდა, იცით, სავსე ხელები, რაღაცნაირი და მე იმაზე დიდი სიამოვნება არ მახსოვს, ვიდრე ის, თუ მამაჩემის ჯიბეში მის ხელთან რა თბილად მედო ხელი.

მივდივართ ერთად მამა და მე და მამას სულ ქუდზე უჭირავს ცალი ხელი. უხდის ქუდს ყველას, ნაცნობები ხვდებიან...გამარჯობას ხომ ეუბნება და ქუდს რაღას იხდის მეთქი, ვფიქრობდი ჩემთვის. მაშინ ასე, თორმეტი წლისა ვიყავი. მივედით სკოლაში. რაღაცნაირი ჯღავილია, ხმაური, ამ ბავშვებს თითქოს ორი წელიწადია ერთმანეთი არ ენახოთ, არადა გაკვეთილი სულ ორი საათის წინ გათავდა. ვფიქრობ, რა აქვთ ამდენი სალაპარაკო. მამაჩემი დაინახეს, ვიღაცამ იცნო და შიო მღვიმელიაო, დაიძახა, შემოეხვივნენ გარს, უყურებენ ქუდზე, ასეთი ქუდი სხვასაცა აქვსო, მაგრამ ამას სხვანაირად ახურავსო. მე ვუსმენ და მეცინება. ვფიქრობ, როგორ შეიძლება ერთნაირი ქუდი სხვადასხვანაირად ეხუროთ ადამიანებსმეთქი. პალტოს უყურებენ, ბოლომდე აქვს ჩაღილულიო. ფეხსაცმელზეც უყურებენ. მერე რაღაცები ჰკითხეს. წამოვედით იქედან. ნოემბერია, ბოლშევიკების დღესასწაული, ქუჩა განათებულია ფერადი ნათურებით. იქაც მამას ნაცნობები ხვდება და ყველას ქუდს უხდის. მე ვფიქრობ, ეტყობა, ძალიან ღირსეული ხალხია ეს ხალხი, რომ ქუდს უხდის მეთქი. ახლა ვფიქრობ: ყველა თავშიშველა დადის, არავინ არავის ქუდს არ უხდის. ნუთუ ჩვენ აღარა გვყავს ისეთი გამოჩენილი ხალხი, რომ ქუდი მოუხადონ. იცით, კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი ყოველთვის უხდიდა ქუდს სხვას. მე ვამბობ, რომ რაღაცა უნდა გამოიჩინონ საპატიო ადამიანების წინაშე, უნდა მოუხადონ ქუდი. რა ვიცი, ქუდი რომ არ ახურავთ იმიტომ თუ გადაეჩვივნენ ამას, არ ვიცი. აი, ასეთი უბრალო რამეები...

მამა პოეტს არა ჰგავდა...

არა ჰგავდა მამა პოეტს, არა ჰგავდა. იმიტომ, რომ არც თავის ლექსებს ამბობდა, არც სხვის ლექსებს ამბობდა. მეც ასეთი მომწონს, რომ ასეთი იყო. ძალიან დიდი პატივისცემით ექცეოდა ყველას. იმიტომ კიარა, რომ ნახეთ, მე მწერალი ვარ და... არა, თვითონაც პატივსა სცემდა

ყველას. მაგრამ არავის არაფერს არ ჰპირდებოდა: ,,ამას ვიცნობ, იმას ვიცნობ, ეს შემიძლია გაგიკეთო“. არც ფული ჰქონდა, რომ დახმარებოდა ვინმეს. მაგრამ თუ ვინმე მივიდოდა და სთხოვდა: ან ქმარი ჰყავდა ავად (მაშინ ძნელი იყო საავადმყოფოში დაწვენა) ან ინსტიტუტში ერთი ფაკულტეტიდან მეორეზე უნდოდა გადასვლა. მეორე დღესვე უკვე გაცხარებული იწმენდდა პალტოს, არ გაათავებდა წმენდას, ფეხსაცმელს იპრიალებდა, ქუდს იწმენდდა და მიდიოდა იმ საქმეზე. საქმეც გამოდიოდა, კეთდებოდა იმიტომ რომ ყოველ თვეში კიარ მიდიოდა ასეთ საქმეზე, წელიწადში ერთიორჯერ, ყველა უკეთებდა, რადგან იშვიათად აწუხებდა ვინმეს. იცოდნენ, რომ შიო მღვიმელი ამას ანგარებით არ აკეთებდა. ამ საქმეზე ვინმე რომ მისულიყო ივანე ჯავახიშვილთან, შალვა ნუცუბიძესთან, განა არ გაუკეთებდნენ? ისინიც წაჰყვებოდნენ საავადმყოფოში, დაეხმარებოდნენ, ყველა ერთნაირად კარგები იყვნენ, იცით? ეხლაც ყველა ერთნაირად კარგია, რატომღაც ვერა ხედავენ, აურება ხალხია კარგი, მე რატო ვიცი? რადიოთი ვისმენ იმათ ლაპარაკს და ძალიან მომწონს, რომ იციან თავინთი საქმე.

_ქალბატონო ქეთევან, შიო მღვიმელის იმ იუბილის შესახებ ხომ არ გაიხსენებდით, რომელიც შედგა?

_თუარა ვცდები, 1916 წლის 15 თებერვალს, მამას იუბილე გაიმართა სახაზინო თეატრში, ასე ერქვა მაშინ ახლანდელ ოპერის თეატრს. შესვლა მოსაწვევი ბარათებით იყო. პატარაები ვიყავით მე და ჩემი დები და დედამ ხალხის სიმრავლის გამო ძლივს შეგვიყვანა დარბაზში. იმ დღეისთვის დაწერა მამამ ლექსი- ,,მაშინა ვარ ბედნიერი“, მაგრამ იმდენად აღელვებული იყო, რომ ლექსი ვერ წაიკითხა. საღამო მიჰყავდა გომართელს, ცნობილი ექიმი იყო, 1917 წელს უნდა დაეპატიმრებინათ, გაიკეთა ნემსი და თავი მოიკლა. იუბილის დროს რაღაც ფული შეგროვდა, რომელიც გადასცეს ვინმე ზედგინიძეს. ბილეთში ნახსენები იყო ზედგინიძე, ვიღაც ქალი, რომელიც ეტყობა, ფულს აგროვებდა. ეს ფული გადასცეს, რომ მაღაზია გაეხსნა და შიო მღვიმელს დახმარებოდა. მან კი კაპიკი არ მისცა და მეორე დღეს შიო მღვიმელს პურის ფული არა ჰქონდა. მე საერთოდ უფასო საღამოების მომხრე ვარ, მაგრამ როცა მწერალს უჭირს, უნდა დაეხმარო, თუ დახმარება არ სურდათ, სულ ნუ გადაუხდიდნენ იმ საღამოს. მაგრამ რა არის, იცით, ერთ სიტყვას არ ამბობდა, რომ იმ ზედგინიძემ რა მიყო, რომ ფული არ მომცაო. საოცარი კაცი იყო. მე რომ გავჯავრდები, ვიტყვი ერთჯერაც, ორჯერაც და სამჯერაც. არ ამბობდა, თავს კიარ იკავებდა, უბრალოდ არ ამბობდა. ან რა უნდა ეთქვა, როცა გიჭირს და ფულს არ მოგცემენ.

თბილისი ძალიან უყვარდა. სოფელი არცა ჰქონდა, წასასვლელი არცა ჰქონდა. თქვენ გაქვთ სოფელი? სოფელი ძალიან კარგია, თუნდაც დიდი ნაკვეთი რომ არა გქონდეს. სოფელში სხვანაირი ხალხი ცხოვრობს და შენც სხვანაირი ხდები, ისეთი, როგორიც ისინი არიან. მაგრამ თბილისდან გასვლა არ უნდოდა. 21 წლისა ჩამოვიდა თბილისში და მე არ მახსოვს, სადმე წასულიყოს. ძალიან უნდოდა უმაღლესში სწავლა, მაგრამ არავინ ჰყავდა დამხმარე და ამას ჩიოდა. რათქმაუნდა წიგნების გამყიდვლად მუშაობაში არავითარი დამამცირებელი არ იყო, მაგრამ მას რომ სხვაგან ემუშავა, მისი შემოქმედებისთვის უკეთესი იქნებოდა, თუმცა იქაც არ გააჩერეს და იქედანაც გამოუშვეს.

პენსიად 39 მანეთი დაუნიშნეს, როცა მაშინ პენსიები 1300, 1500 მანეთი იყო დამსახურების მიხედვით. და რადგან საბჭოთა მთავრობის წინაშე შიო მღვიმელს მეტი დამსახურება არა ჰქონდა, მეტი არც მისცეს. ასე სჯობდა მისთვისაც და ჩვენი ოჯახისთვისაც. იცით, მე ძალიან შეურაცხყოფილი ვიქნებოდი და სიცოცხლე არ მენდომებოდა, რომ მამაჩემს იმ პირტიტველა ბიჭებისთვის ეღალატა, კოჯრის მინდვრებში რომ ჩახოცეს. ულვაში არა ჰქონდათ ამოსული იმ ყმაწვილებს...დახოცილებით სავსე იყო კოჯრის მინდვრები...იქ, სადაც ახლა მთავრობის სასახლეა, რუსული ეკლესია იყო და იმის ეზოში დაასაფლავეს, დასაფლავების დღე არ იყო, მაგრამ უკვე მიდიოდა ჩვენი მთავრობა საზღვარგარეთ და სასწრაფოდ დაასაფლავეს. შიო მღვიმელს აქვს ასეთი ლექსი: ,,ჩემო ტკბილო საქართველო, მოგილოცავ დღეის დღესა, მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა“. იბეჭდებოდა ყოველ წელიწადს კედლის კალენდარში. ბოლშევიკები იყენებდნენ ამ ლექსს, ვითომ მათ უძღვნა. ეს შევჩივლე ახალგაზრდა მეგობარ პოეტებს. -არაო, კაცო, მაგ ლექსს ჩვენც გვასწავლიდნენ სკოლაშიო, თითქოს ბოლშევიკების მთავრობას უძღვნაო, მაგრამ არა გვჯერაო. ჩემს დას ვუთხარი, თუ მამაჩვენმა ეს ლექსი ბოლშევიკებს მიუძღვნა, მაშინ მივდივართ დიდუბეში, მიგვყავს მუშები, გავთხრით საფლავს და მამას ჩვეულებრივ სასაფლაოზე გადავასვენებთ-მეთქი. არაო, ჩემმა დამ მითხრა, შეუძლებელია, რომ ასე იყოსო. მართლაც მერე მოვძებნეთ და აღმოჩნდა, 1919 წლის პირველ იანვარს აქვს ეს ლექსი დაბეჭდილი, თავისუფალი საქართველოს დროს. იცით, რა, ჩვენ რაც არ უნდა გაგვჭირვებოდა, მიწა რომ გვეჭამა, მამაჩემს საქართველოსთვის არ უნდა ეღალატნა და არც უღალატნია.

study


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 8:26 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Apr 07, 2019 4:25 pm

ცირა ყურაშვილი

სიმინდის ფშვნა აივანზე

მე ვფშვნიდი სიმინდს,
ვაქუჩებდი ცალკე ნაქურჩლებს
და ვივიწყებდი ნაგვის ურნებს
მტვერს და მიკრობებს,
თვალს გარსვავლებდი მამათილის ანაქუბ ჩალებს
და არაფერზე მე არ ვფიქრობდი.
ბონკოს უბანში, აივანზე
მე სიმინდს ვფშვნიდი,
კვიჭი ტაროსთვის ცალკე მედგა თხილის კალათი,
თან ჩალის ზვინებს შევცქეროდი უცხო სიმშვიდით,
თან სიმინდს ვფშვნიდი ნაკორტალათი.
მიწანწკარებდა წყალი წყნარად
ბონკოს ღელეში;
ქიმიან ქვებზე თავის ტალღებს ახურდავებდა,
დაღლილიყო და ჩამდგარიყო ქარი ხენეში,
ქარს იხსენებდნენ მხოლოდ სახლის სახურავები...
მე ვფშვნიდი სიმინდს,
ვაქუჩებდი ცალკე ნაქურჩლებს
და ვივიწყებდი ნაგვის ურნებს,
მტვერს და მიკრობებს
თვალს გარსვავლებდი მამათილის ანაქუბ ჩალებს
და არაფერზე მე არ ვფიქრობდი...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Apr 07, 2019 4:26 pm

ცირა ყურაშვილი - Page 2 Tsira_18

ცირა ყურაშვილი

გადალოცვა

ათი წელი როგორც წამი,
როგორც საუკუნე მორჩა,
რაც მე ლენტები შეგაბი,
მე რაც აგაყვავე ხონჩად.
ბუჩქთან გადალოცვილ ვერძებს–
წითლებს, ქარი ანთებს-აქრობს,
აქ წუხილის ჩიტი მეძებს
თავის ბუდე-სამოსახლოდ.
წავედ–ორი წავიტანე,
მოვედ– მოვიტანე ერთი,
ჩემთვის ნახშირი და დანა,
შენთვის იაიის ზეთი.
შენთვის დაფორთხილი ვვლიდი,
შენთვის ავაკვნესე ციტრაც,
აწი ამვლელ-ჩამვლელს ფლიდმა
თვალი უბრიალე წითლად.
უკვე წითლად გადავკივლე,
შენს სახსარს, თუ ყოველ ნასხამს,
ახლა ქარიც გადაგივლის,
აწი წვიმაც წამოგასხამს.
ალხო-მალხო, ჩიტმა მნახოს
ისევ დარით მედაროს და
იის ზეთი მოვასხურო
ჩემი მკერდის კედაროდან.
მეათე დღე კაბის ქობას
იაიად დამეწინწკლა,
ეს ლენტები მე შეგაბი,
ეს მე აგაყვავე წითლად.


ბმული:
* https://soundcloud.com/tsira-kurashvili/au0w0m4q8y5t -- „გადალოცვა“: კითხულობს ავტორი, კრებულიდან „სამოთხის სარკმელი“.

study


Last edited by Admin on Sat Feb 15, 2020 9:19 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Apr 07, 2019 4:28 pm

ცირა ყურაშვილი - Page 2 Tsira_22

ცირა ყურაშვილი

მარი

(ბებიას ხსოვნის ლექსი)

ტახტზე იწექი, როგორც დიდი ვარდი დამჭკნარი,
ბებერ მებაღის ხელით მოჭრილი.
მე, კი იმ სახით დავდექი კართან,
თითქოს ეთქვას მებაღეს:
დაივიწყე კაბის კალთა,
საიდანაც ეშვებოდა ორი მძიმე ფეხი.
შენს ტანზე უხმოდ ვითვლიდი ხალებს,
გიმახსოვრებდი;
ორი ბრტყელი ქვა გედო მკერდზე
გამაფრთხილებლად;
მერე კი შენი მკლავი მოვხარეთ,
მე ვთქვი:–წახვედი..
და ავიფარე დიდ ძარღვება
ჩემი ხელები.
მე გიხსენებდი ფართო კაბებთან,
რომელთ დააკლდათ მზეზე გაფენა.
ჩუმად მომქონდა ჩვენი ჩაის ვარდის რტოები,
მე შენი სული, როგორც მტრედი მეჯახებოდა,
შენ კი იწექი ვარდისფერი ქუთუთოებით.
მარი, ჩავჯდები კვლავ შენს კალთაში,
ჩავჯდები და თავს მოგადებ გულთან...
მარი დავშინდი, მარი შევშინდი,
მარი რატომღაც შევშინებულვარ.
ჩვენ ერთნაირი ჯიში გვქონდა,
მავთულებს იქით ჩემს მზერაში ვიდრეა შიში
და წარმართული,
თქვი: გულო გულთან,
თქვი: ფერო ფერთან,
თქვი: ძვალო ძვალთან,
თქვი : რბილო რბილთან...
მარი, შენ იცი, რაც მემუქრება,
თუმც მამის ნების დამორჩილებით,
ჩანხარ ნათელში შენი მუხლებით,
შენი მუხლების ფართო ჩრდილებით.


ბმული:
* https://soundcloud.com/tsira-kurashvili/x26sd87hzmlx -- „მარი“: კითხულობს ავტორი, კრებულიდან „სამოთხის სარკმელი“.

study


Last edited by Admin on Fri May 01, 2020 4:37 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Apr 07, 2019 4:29 pm


ცირა ყურაშვილის წიგნის წარდგენა
•Jun 28, 2013

ცირა ყურაშვილის ლექსების კრებულის ,,სამოთხის სარკმელი" (რედაქტორი მარიამ წიკლაური, გამომცემელი ვაჟა წოწკოლაური, დიზაინერი თეა აკობია) წარდგენა მწერალთა სასახლეში 11 ივნისს, 2013 წ. წარმდგენი მარიამ წიკლაური
ცირა ყურაშვილი.

:::


ცირა ყურაშვილი

წმიდა ნინოს

ნუში ჰყვაოდა მას ჟამსა, დედოფალო, ორბის მზერით
როს აერთა სიმაღლიდან მცხეთას ფრთები მოუტევნი.
საკვირველი, საღმრთო სრბაჲ დედოფალო, ნიშს დაიდებს
ნაკლებ - დედაკაცებით და, მეტად მამაკაცებაჲთ.
ხედავ- ღმერთად ხადენ რკინას, გამობერვით განჭედილსა,
ხედავ- ჩვილებს ვითარც თივას, ვითარც თივას ესრეთ თიბვენ;
და დაუბრდღვენს ძალი შენი ძუ ლომივით რვალის ქვევრებს,
დაუბრდღვენს და იმავ კერპებს აქეთ-იქით მიარეკებს.
დააცხრება სეტყვის ქვებად წამხდარ ვაზებს, ქვევრის დურდოს,
თუ ვიგლოვოთ, ჩვენვე შევსვათ იმ კერპების ნაცარტუტო.
დედოფალო, ძალით შენით, სრულის მამაკაცის ძალით
ორშიმოთი ამოგვქონდეს დროშმის* ჩამოფქვილი რვალი.
დედოფალო, ბაგით შენით, ბნელის ნათლად გარდამქცევით,
ჯურღმულით აღმომდინარით, წყაროით დაუწყუედელით;
დედოფალო, ხატით შენით, თეთრად აფეთქილი ნუშით
ტკბილი უფლის თანალმობით ქართლი ნუღარ მოიქუშვის.

---
*,,დროშმი - ყოელთა კერპთა სახელი არს“- სულხან-საბა

study


Last edited by Admin on Sat Feb 15, 2020 9:38 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptyWed May 01, 2019 11:59 pm

ცირა ყურაშვილი - Page 2 Tsira_14

ცირა ყურაშვილი

ბოთლით წყალი, სალესი ქვა, სავარცხელი…

გაცეცხლებული მამა ჩამორბის ფერდობზე, გზადაგზა შიშველი ხელით დაურიდებლად წაწყვეტილ და მერე ერთ კონად მომუჭნულ ჭინჭრის თაიგულს მოაქანებს ჩვენი კანჭების დასასუსხად, ჩვენ კი პატარა ბრიყვები ფეთებით ველით, როდის მოინაცვლებს ცხენი ადგილს, რომ ღელესთან მის მიერ დაკავებულ ვიწრო ბილიკზე გასვლა შევძლოთ და წყაროს წყლით სავსე ბოთლები მშობლებს ავუტანოთ..

იმ დღეს მშობლებმა ყანა დიდხანს მარგლეს, მარგვლისას მოსწყურდათ და წყაროზე გაგვგზავნეს. წყარო გაღმა, ღელის ზემოთ, დიდი ლეღვის ხის ძირას ამოჩქეფს. ღელესთან ცხენია გრძელი ბაწრით ჩაბმული. გზის იქით ძოვს და ჩვენც შეუფერხებლად შუშის ბოთლებს წყაროს წყლით ვავსებთ, სწრაფად ვეშურებით უკან, რომ მშობლებს დროულად ავუტანოთ, მაგრამ ცხენი ახლა პირდაპირ ბილიკზეა გაბოხირებული, გასწვრივ ბალახს წიწკნის და ფეხს არ იცვლის. გვერდის ავლა შეუძლებელია, თან გვერდით შამბია, ჭინჭარი, რას გავაღწევთ, შიგ ყელამდე დავიმალებით. ხომ დიდია ცხენი, ჩვენ ბევრად მეტი, უზარმაზარი გვეჩვენება, მისი თვალები გველეშაპის თვალებივით კვესავენ.

უღონოდ ვდგავართ და წინ ნაბიჯს ვერ ვდგამთ.

_ჰეი, რას ელოდებით?!-გვიყვირის მამა ყანიდან, თაკარა მზეში მომუშავეს, ხორხი უშრება ალბათ წყურვილით…

-მორჩით თამაშს, ამოდით ჩქარა!- გვიყვირის დედაც, რომელიც მამის გვერდით თოხს არ აცდენს და ხმაშიც უჩვეულო მოუთმენლობა ემჩნევა…

ვერც მშობლებს ვაწვდენდით ხმას და არც ცხენს ესმის ჩვენი ფეთება, ეტყობა სულ ტყუილია, თითქოს მის თვალში პატარა ადამიანებიც დიდებად ჩანდნენ, არხეინად ძოვს ღელის პირას, ზედ ბილიკთან და ფეხის აჩქარებას არც აპირებს.

რამდენ ხანს ვდგავართ ასე?!

სანამ ბავშვს შეუძლია ელოდოს ბილიკზე უხიფათოდ გავლას, სანამ შეიძლება უფროსმაც ითმინოს წყურვილი…

და ამის მერეა, გაცეცხლებული მამა რომ ჭინჭრის კონით ჩამორბის ზემოდან. ღელეში ცხენი ფეთდება და ადგილს ინაცვლებს, ჩვენც ვფეთდებით, ბოთლები ხელიდან გვიცვივა და მაყვლის ბარდებში მიგორავს…



***

იმ დილით, ყანის მარგვლამდე შინიდან წასულებმა რაც ძაღლების ღავღავსა და ორღობეში ღორების ჩლიქით გათქვეფილ ფაფას გავაღწიეთ, რომელიც ვარდისფერ საფენიან და შავად მოკრიალე ფეხსატუცავებს ზემოდან გადაგვდიოდა, სულ სხვა, გაშლილ სივრცეში, გიგანტური ფიალის ფსკერზე ვიარეთ.

-ეს ზღვის ფსკერია, -ამბობდა მამა, -ადრე ამ ადგილას ზღვა იყო… ნახეთ, რაგვარი ნიადაგია, ჰომუსის ქვეშ ნაცრისფერი ლიპები…

ხელის ერთი შეხება, გადასმა და ჩამოფატრულ კლდეთა დამრეცი ზედაპირიდან ნაცრისფერი ნაშალი ხვინჭკა ცვივა… ნიჟარებიც იყრება, ოღონდ ისინი იმ ბალახთა ღეროებიდან, რომლებიც ერთი მტკაველი სისქის ჰომუსზე აღმოცენებულა. რა დრო, რამდენი ათასი წელი დასჭირდა ამ ნაცრისფერი ქანების ზემოთ მიწის პატარა ფენის ჩამოყალიბებას, ზღვის გაუდაბნოებული კლდეების მზის ყვავილებით და ბალახ-ბულახით თავის შემკობას. ჩვენი თმების დასამშვენებელ სამყურა ბალახთა ვარდისფერ ბურთულა ყვავილებად გადაბიბინებას.

ადრე, ხომ შავი და კასპიის ზღვა გაყოფილი არ იყო, ღმერთმა გახსნა თავისი მწყალობელი პეშვი, წყალი დასავლეთით და აღმოსავლეთით გადაღვარა, გამოათავისუფლა კიდევ იმხელა არე, სადაც ერთი დიდი ზღვა თავისუფლად დაეტეოდა, მაგრამ მან წყალი კიარა, ხმელი ისურვა, ეს მიწა ჩვენ დაგვითმო…

ყვავილთა უთვალავ თაობებად მზისქვეშ აქ უნდა გვეშრიალა, რომ განძარცვული ფოთოლ- ძვალი ამ მიწაში მტვერივით ჩაგვეცრა და სამომავლო აღდგომები ერთმანეთისთვის გვეხარებინა…

გაღმა მთები ჩანს. მის ქვემოთ ოთხკუთხა, მწყობრად მოხაზული ნაკვეთებია სიმინდის ყანებად მწვანედ აღაღანებული.

გაღმა სხვისი ყანები, გამოღმა ჩვენი, რომელიც ალბათ ზუსტად ისეთივე დაკუთხვილი, მწვანედ აღაღანებული ჩანს გამოღმიდან, როგორც მათი- გაღმით, იმ განსხვავებით, რომ ჩვენს ყანებს თავზე მთები არ ედგმის.

მოვა მზიანი, ცხელი, ზაფხულის თვეებისგან განურჩევი ოქტომბერი, დიდი თუ პატარა ნამგლით შევესევით და ავჩალავთ ამ ყანას. ჩალის ქალებს იღლიებთან მიკრულ ზრდასრულ ბალღებს ავართმევთ, გავფურჩქნით და სამოსს გავხდით, ყანის აქა-იქ მონიშნულ ადგილას მოვისვრით, ადგილ-ადგილ თეთრი ბალღების გორებად წამოვმართავთ და მზისგულზე აელვდებიან, მხიარულად გაიცინ-გაიკრიჭებიან ეს სიმინდის ბალღები, ზოგი წვრილი კიჭებით და ზოგიერთნი მარმარილოსფრად ჩარიწკინებულ ფართო კბილებით. ამ ჩალის ქალებს კი მზისგულზე დავაწვენთ და ტირიფის წნელებით შევკონავთ, მერე, წვიმამ რომ არ დაალტოს, კონებს აღვმართავთ, ქოჩოჩით ზემოთ, მჭიდროდ მივაკრავთ ერთურთს, ამ სიმჭიდროვეში ჩვენც ვეტნევით, ჩვენც ვეკვრით და ვეწებებით ჩალის კონებს, ნორჩ კანს გვისერავს, გვიშაშრავს მზით გაფიცხებული ჩალა, მაგრამ ვინ დაეძებს, ოღონდ კონას კონა მივუმატოთ, კონებს ფეხი ძლიერად გავადგმევინოთ, ნამგლით ცერად ანასერი მუხლი მიწას მყარად დავაბჯინოთ, წვიმას ძლიერი ზვინის დადგმა დავასწროთ, ქარმა რომ ვერ გაფანტოს და ქარიშხალმაც ვერ წააქციოს…

სალესი ქვა აგდია სადღაც, და ის ნატეხი ახლა აღარავის ახსოვს, ვალმოხდილი, შრომის იარაღთა პირმომპირავი, ჩვეულებრივ ქვას ჰგავს და ეს კლდის ნატეხი იკარგება, სულ იოლად აირევა, გაიცვლება უბრალო ქვაში… ან ამ კლდის თავზე ნაცრისფერი ქანების ზემოთ მინდვრის სიმწვანე გადაუვლის.

***

-დეეე, დედუაა… არც დედი, არც დედიკო… – დედუა… ეს ,,დედუა“ და მერე შეღერებულზე, სიცილ-ტკრციალით: ,,უიმე, დედაია!“

ვარდისფერ ყვავილთა გვირგვინი უკვე აღარაფერს ნიშნავს, თმაში ჩასამაგრებელ სავარცხელზე ოცნებას აიკვიატებს გული, ამ მორკალული სავარცხლით შუბლიდან ტალღა თმას წაიღებ და თხემის შუაში ჩაიმაგრებ, ტალღად მოწოლილ თმებს შეაკავებ…

ასეთი სავარცხელი ლითონისაც იყიდება- ვერცხლისფერი, მაგრამ მასზე ვინ იოცნებებს, შავი პლასტმასისგან დამზადებულიც კი დიდ ბედნიერებად ჩანს.

დედა ბებიას მიმადენის, პენსიას ის ელის… ბებიაც პენსიას აიღებს -18 მანეთს და 80 კაპიკის ხურდას მუჭში ჩამიყრის, რომ უნივერმაღის ზედა სართულზე, სადაც გალანტერეაა, მოკრიალებული პარკეტი, დიდი სივრცე და პაწია კოშკებივით ჩამწკრივებული სუნამოები ერთი დიდებული სუნთქვით სუნთქავენ, იქვე, პატარა სექციაში შავი პლასტმასის მორკალული სავარცხელი ვიყიდო.

სულ რამდენჯერმე დავიმაგრებ თმაზე ამ სარჭს და ბოლოჯერზე მეტს ვეღარ შეძლებს მისი სიმყიფე. გატყდება სავარცხელი ორად.

ცოცხალი თავით არ მინდა მისი დათმობა, იქნებ შეწებდეს…

დავაღვენთებ სანთელს, არ შეწებდება, ასანთის ცეცხლზე მოვულღობ განატეხ პირებს- დავატყუპებ, მაინც არ შეწებდება, მხოლოდ გაიბდღალება…

წყალი გადაღვრილია, სალესი ქვა გადაგდებული… გადავაგდებ სავარცხელსაც…

გავა დრო და იმ ადგილას, სადაც სიმინდის ყანა ქარში მწვანე ზღვად ღელავდა, ნამგალთა სალესი ქვით მოპირული ფხები მცხუნვარე მზეში ელვარებდა, მშობლებს ჩალის აქუბვაში ვეხმარებოდით, ტირიფის წკნელებს გარსვავლებდით მოკონილ ჩალებს, მარმარილოსფერ ტაროების გვედგა გორები, გაჩნდება ტყე- აკაციის…

-გავჩეხოთ დედა ეს ტყე, აკაცია მარგილებად გამოვიყენოთ, მორღვეული ღობეები შემოვზღუდოთ, საზღვარი გავამაგროთ, თუ სიმინდის ყანა არ გვინდა, ხორბალი დავიბრუნოთ, ჩვენი პური მოვიწიოთ, უკეთესს რას ვინატრებთ… სასჯელია უმუშევრად მოცდენილი მიწა, ველურ კოლტივით გადმოამთაბარებს ღმერთი უცხო ტომებს და ამ ჩვენს მიწებს დაუსაკუთრებს…

-ვის აქვს ამის ძალა, შვილო, გამოიფიტა ადამიანი… შრომა აღარავის უნდა, მის სიმძიმეს ყველა გაურბის… ყველას გასაქცევად უჭირავს თვალი…



დამბადებელო, ამ ნოყიერ რიადაგეზე ჩვენო დამრგველო, შეგვინდე ეს მცონარობა და ნუ აღმოგვფხვრი, ამოგვძირკვავ ამ წალკოტიდან.

და როს ღრუბლიდან გარდამოხვალ შენი დიდებით, ანგელოზთა საყვირები ცელიან ჩონჩხებს კაცთა მკისკენ უფრო ძლიერ გააქეზებენ, სტიქიათა ხანძრები კი მთვრალი კაცივით იბორგებენ და ენებს ჩვენი ქალური, განმკითხველი ენებივით მიმოდასდებენ,

ამ მიწიდან გამოგვიხმე, ჩვენი ფერფლი წამოკრიფე, ხელმეორედ გამოგვძერწე სველი თიხისგან, ხელმეორედ ჩაგვითქვი სული და კვლავ მიწაზე დაგვადგინე, ამ აყვავებულ ხეების ქვეშ, სად გამთენიის ჩიტები გიგალობენ გიჟურად და გადარეულად…

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptyMon Jan 20, 2020 11:50 am

ცირა ყურაშვილი - Page 2 Tsira_17

ცირა ყურაშვილი

მამას მარჯვენით ქაფჩა უჭირავს

მლაშე წვეთები გარუჯულ მაჯებზე ეღვენთება. მზის სითაკარე მხრებზე ცხელი კეცივით აწევს. ხარაჩოზე დგას. მარჯვენით ქაფჩა უჭირავს, რომლითაც აგურის ნაწყობზე დუღაბს შლის და ანაწილებს, მარცხენით კი აგურს- ტუკ, ტუკ, ტუკ, ტუკ- ასე მიდევნებით დუღაბის ფაფაში აწყობს. თან ზედ ქაფჩის ტარით ურაკუნებს, ან წერაქვ-ჩაქუჩს ჩაქუჩის პირით მორიგეობით, მოზომილად დაჰკრავს_აგური მყარად რომ დააჯდეს დუღაბის ბუდეს.

თვალს ვერ მოსწყვეტ, ისე ლამაზი სანახავია_ როგორ გრძელდება თეთრი აგურის მწკრივი: მწოლელა, მწოლელა, მწოლელა _ ჩხირა, მწოლელა, მწოლელა, მწოლელა-ჩხირა. ეს ჩხირა ჰორიზონტალზე, კედლის გრძივი მიმართულებით წაწოლილი აგურების განივი ჩამკეტია, განივად ჩაჩხერილია და ჩხირაც ამიტომ ჰქვია ალბათ.

პირველი მრავალსართულიანი სახლი შენდება ბაღდათის ცენტრში.

მამა ამბობს, რომ შენობა ხუთსართულიანი იქნება და იქ ბევრმა ოჯახმა ერთად უნდა იცხოვროს. და ვფიქრობ მაშინ, ვის გაუგია ამ სიმაღლე სახლი და მასში, თუნდაც ძალიან დიდში ამდენი ხალხის ერთად ცხოვრება?! ვის გაუგია ერთ დიდ ჭერქვეშ ამდენ ოჯახის სიცილ-ჟივილი?!

ეს საკვირველება ისე მიზიდავს, გაკვეთილები დამიმთავრდება თუარა, სამშენებლო მოედნისკენ გავრბივარ, გაფაციცებით ვუცქერი, როგორ აგებენ ხარაჩოებს, ან ფიცარნაგებს როგორ აწყობენ.

მამა მარტო არ შრომობს, აქ შრომა ნაკადურია, ზოგი ხსნარს ზელს, ზოგი ტვირთავს, ზოგი ციცხვებით, ან აქანდაზებით აწვდის, მამა მეოთხე თანრიგოსანი კალატოზია და ის აშენებს, საძირკვლიდან თანდათანობით ამაღლებს კედელს. სხვებიც არიან მშენებლები, მაგრამ მე მარტო მას ვუყურებ. მხიბლავს, რომ ის აშენებს თეთრი აგურით. აგურს იტაცებს მონატეხი, მაჯაში ბრუნდედ შეხორცებული მარცხენა ხელით, მაინც კოხტად მიუჩენს ადგილს, თუ კედლის ბოლომ ნატეხი აგური დაიჭირვა, ჩაქუჩ-წერაქვით აგურსაც გატეხს, წერაქვით კიდეს კოხტად ჩამოთლის და ზუსტად ჩასვამს.

ლარი სისწორისთვის გაჭიმული აქვს, თარაზო და შვეულიც მეგობრებად ჰყავს. ერთნი ჰორიზონტალის სისწორეს ადგენენ, მესამე- ვერტიკალის.

შევყურებ შვეულს, კაპრონის ძაფზე დაკიდებულ კონუსისებურ, ცხვირჩამოწვეტილ ლითონის ცილინდრს და იმედიანად ვარ, მამა აქ არ შეცდება, არ შეეშლება, თან კედელი ორმაგია, მტკიცე იქნება და თან კიდევ დუღაბს სხვები აწვდიან.

ჩვენს ეზოში კი, როცა მამა დუღაბს მარტო ზელს, სულ მეშინია სილას ცემენტი არ დააკლოს, სუსტი იქნება კედელი და ჩამოიშლება. მით უფრო, თუ სილაც არ არის ეს სილა და დაშლილი კედლის ნაცარტუტია… ეს შეიძლება პატარა ბავშვის საფიქრალი იყოს?! მაგრამ ასეა…

თვალსასეირო ამბავი კია და ბავშვებიც ირგვლივ შემოვჯარვივართ, როცა მამა შინ აშენებს. სანამ იგი დუღაბს მოზელდეს სილისა და ცემენტის ნარევისგან პატარა გორაკს წამომართავს, თოხის პირით გულს ამოუღებს, შიგ წყლიან ლაგვინს ჩაუპირქვავებს. გორაკს ყელზე ცემენტნარევ სილას შემოაფენს, ყელს დაუვიწროებს, გასაფურჩქნი კოკორივით გაალამაზებს, მაგრამ ამ კოკორს უეცრად მოერღვევა ნაპირი და წყალი გველივით გამოსხლტება, გაიკლაკნება.

ოპ, ოპ…- მზადმყოფი გადაუხტება, მიედევნება მამა თოხით და იქვე აზელს.

^^^

ვდგავარ ქუჩაში სულ პატარა და ავყურებ, როგორ ამაღლებს კედელს, თავადაც როგორ დიდდება და მაღლდება მამა. წავა სულ ზევით, აგურების მწოლელა რიგებს გაჰყვება და ალვებს ქვემოთ ჩამოიტოვებს.

მის სიახლოვეს მერცხლები ჰქრიან, მათი ფრთები შავი მარაოებივით ირხევა. მამის მონატეხი და ბრუნდედ შეხორცებული ხელი შეჩერდა, აგურს აღარ სვამს, არც მარჯვენა უფენს დუღაბის ფაფას. მზერა სამშენებლო მოედნის გადმოღმა, დაბალი სახლისკენ აქვს ჩამოპყრობილი და მერე იმგვარ ბრაზიანი ხმით, გულს რომ გადამიციებდა ხოლმე, სულ სხვა ბავშვებს დაჰყვირის თავზე- ,,ბავშვებო, მერცხლებს რატომ უნგრევთ ბუდეებს? მიხედეთ თქვენ-თქვენს დაფანტულ სათამაშოებს, არ დაუნგრიოთ ალალ ფრთოსნებს ნაცოდვილარი!”

აქედან ბევრი წელი გავა და მამის რვეულში ზუსტად ამ დღის ჩანაწერს ვიპოვი. ბუდეგაუქმებულ მერცხლებზე წუხს, მათ მიწით ხუროებს უწოდებს, ძველ ბუდეებში რომ თავიანთი ბარტყების ბუმბლი ჩატოვეს, შემდეგ გაფრინდნენ, გაზაფხულზე კი ვერ მოიწამეს ეს ადგილი, ვეღარ მოაგნეს, ანდა დაღლილნი ჩაიკარგნენ ოკეანეში…

ვდგავარ, ავცქერი მამას ფართო მოედნიდან, ქუჩის ფერადებიდან… ჩიხებიდან გამორბიან ალისფერ ყელსახვევიანი, ყავისფერი შალის თეთრმანჟეტიან და თეთრსაყელოიან კაბებში გამოწყობილი, თეთრწინსაფრიანი გოგონები, კეკლუცად გაივლიან ქალები, სინთეტიკის წელვად, უცნაურად დამოკლებულ და ფერად კაბებში მჭიდროდ, პრუსკუნა ტანით გამოკვალთულნი… დრო გავა და ექნებათ ჩქარი, კაცური ნაბიჯები, მაგრამ ამგვარი დუნე, მოშვებული სიკეკლუცე აღარ ექნებათ.

მიმოვდივარ კანტიკუნტად მიმავალ ავტოთა შორის და მამას ავყურებ, სულ ის მყავს ხედვის არეში, ხან სათამაშოთა გაბჟღვიალებული მაღაზიიდან, სადაც ლალიმ, ჩემმა პატარა კლასელმა და თანაც დაქალმა თეთრი ღრუბლის შავზოლიანი, მინიატურული ვეფხვი მიყიდა; ხან წიგნებისა და სასკოლო ინვენტარის მაღაზიიდან, სადაც დედას ძალით ვაყიდინე სასკოლო ჩანთა- მანამ ვიტირე, იმ ადგილს ფეხი მივარჭე და არც მოვიცვალე. ალბათ თანაკლასელების წინაშე მრცხვენოდა მამის ტყავის საქაღალდით წიგნების და რვეულების დიდხანს ტარება, ანდა უბრალოდ, ბავშვურმა სიხარბემ მძლია, როგორც მერე მთელი ცხოვრება; ხან კიდევ ბაზრის მუდამ სველ და ჭუჭყიან ფილაქანზე მდგარი ავყურებ.

მამა კი თეთრი აგურის მწკრივებს მიუყვება. აღარც ხელები, აღარც ტანი, ზემოდან მხოლოდ თავი უჩანს.

დიდდება და სრულდება სახლი, მეც ვდიდდები და თანდათან პატარავდება მამა, სანამ თვალს არ მიეფარება…

ამ გოდლების კადნიერი დანიშნულებაც ხომ ესაა- ადამიანმა ღმერთს სახესთან სახე ახლოს მიუტანოს, ეს სახეები ერთმანეთს დაატოლოს, დაამეტოს კიდეც…

გავიდა დრო და უფრო მაღალ სახლშიც ვიცხოვრე. ღრუბლებიდანაც გადმოვიხედე, ცათამბჯენებიც ვათვალიერე, მაგრამ იმხელა სახლი, მამა რომ აშენებდა, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა და ბოლო აგურს აწებებდა თაგვისფერი დუღაბის ფაფას, მერე აღარსად აღარ მიგრძვნია…

დროდადრო ერთი სიზმარი მსტუმრობს: ისევ ბავშვი ვარ, ავდივარ მამის მიერ აშენებულ იმ მაღალი სახლის საფეხურებზე, ბოლო სართულის ერთერთ კართან ზარს ვრეკ, ტილოზე ფეხს რამდენიმე გასმით ვიწმენდ და სულმოუთქმელად ველოდები კარის გაღებას, თან სიზმარშივე ვგრძნობ , რომ ზღურბლს იქით რაღაც უთქმელი უნდა დაიწყოს…

ბმული:
* https://tsira.wordpress.com/2019/12/10/მამას-მარჯვენით-ქაფჩა-უჭ/

study


Last edited by Admin on Tue Feb 11, 2020 6:01 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptyTue Feb 11, 2020 1:27 pm

ცირა ყურაშვილი - Page 2 Tsira_21

ცირა ყურაშვილი

სდექ, ძაბვაა!
(ახალი მოთხრობა ციკლიდან „ჟამსა თამაშობისასა“)

ვუძღვნი შორენას, მარიტას, მირანდას

ჭიშკარგადაღმა, ჩვენი ქუჩის მეორე მხარეს, ლეთოდიანთა სამოსახლოს ზედა კუთხეში ქვესადგური დგას. აგურ-აგურ დაშლიან მალე. ქვესადგურს სხვაგან გადაიტანენ, მოშორებით, წისქვილთან წამომართავენ პატარა კოშკურას, იქ მიუჩენენ ადგილს ძირსდაყრილ ნივთებს: ვეება გენერატორს, შავპლასტმასის ტარიან ჩამრთველ-ამომრთველებს… რკინის საჰაერო სარკმლებსაც ჩასვამენ, რკინის ჩარჩოში გამოამწყვდევენ, მერე მზეც შეიხედავს მასში, ქარიც იქშიტინებს, იმ სადენებსაც, რომელთა განმხოლოებაზე ჩვენი ოჯახების განათების ბედი ჰკიდია, მიატყუპებს ერთმანეთს და იქუხებს კიდეც, როგორც სჩვევიათ ქვესადგურებს მოკლე ჩართვისას. საღამოობით, უამინდობისას, ქარწვიმისას, ქარიშხლებისას, რომ იქუხებს და ელვასავით გადააწვიმს მიდამოს ნათელს.
ქვესადგურში ვართ. აგურ-აგურ გამოგვაქვს იგი. მამა და დედა ძალაყინებს მიუმარჯვებენ ამ დროგადასულ, ჟამგადასულ შენობის კედლებს, აგურებს შორის ფაფადქცეულ უძველეს დუღაბს, შენობის რღვევა დაიწყება, აღდგება ბუღი, აიშლება, კუდს მოიქნევს და ჰაერში დატრიალდება მტვრადქცეული კირნარევი სილა-ცემენტი, კველბებად, კოტოშებად დაცვივდება ალაგ-ალაგ დანესტიანებული ძველი დუღაბი, აფათურდებიან, თვლემისგან გამოერკვევიან ზანტი მორიელები, მათთვის ახალი ერა იწყება და ჩვენც, ბავშვებიც შევაბიჯებთ ნანგრევთა ბურში.
ირღვევა ძველი ქვესადგური. აგურ-აგურ გამოგვაქვს იგი. ჩვენს სახლს დამატებითი ოთახები უნდა მოვადგათ. ბევრნი ვართ და სივიწროვეა. ბალავერი ჩასხმული გვაქვს და აგური გვესაჭიროება. მთავრობას, როგორც ვთქვი, ძველი ნაშენები აღარ სურს, ქვესადგური სხვაგან გადააქვს, იციან, ჭიანჭველებივით შევესევით სამუშაოს, აგურს აგურზე არ დავტოვებთ და ამად მამას და დედას მიანდობენ მადლიან საქმეს, ისინიც ძალაყინებს მიუმარჯვებენ ამ ჟამგადასულ, დროგადასულ შენობის კედლებს. ავმოძრავდებით, საქმეში ჩავრთავთ ბორბლიანებს, რაც კი მოგვეპოვება, ბაღის ურიკებს, მამის ხელით ჩემი პატარა ძმებისთვის დამზადებულ ხის ავტოებს- თოკგამობმულ საზიდავ-საგორავებს, ამათზე ვაწყობთ მეწამულ აგურს, ფირფიტებივით, კეცებივით დათხელებულს, ქარწვიმისგან, ყინვა-თოშით გულგამოხრულს და გამოჭმულს, კიდეებმოცვეთილს, აფურფუტებულს, თუმც პატარა ხელებისთვის მაინც უმძიმესს. წყობილ-წყობილა ვაწყობთ, ვინდომებთ, მიგვაქვს ნელნელა, ჩიკინ-ჩიკინით. ჭიშკარგადაღმა ქუჩაც ჩვენია- ავტომობილი იშვიათად გაივლის და გაიხმაურებს.
ავიტანთ, გავცლით, უკან ვბრუნდებით, სადაც უკვე ქვესადგურის ნანგრევებია.
იშლება ძველი, ინგრევა ძველი ქვესადგური, ახლის კოშკურას წისქვილთან წამომართავენ, დოლაბის ხმაურში, სარეკელას რიკრიკში. ქვემოთ წისქვილია, მის თავზემოთ სასაფლაო, ქვემოთ ცოცხლები, ზემოთ მიცვალებულები. წისქვილი ფქვავს საფლავებს, საფლავები აბრუნებენ დოლაბებს, როგორც ბუნების წესია, პირიქითაც ხდება, საფლავები ფქვავენ წისქვილებს, წისქვილები აბრუნებენ საფლავთა ქვებს. დრო კი გადის და… ქარწვიმისას, ქარიშხალისას, მოკლე ჩართვისას, შიშველ სადენებს უამინდობა რომ დააწყვილებს, იქუხებს მძლავრად, გადაადენს მიდამოს ნათელს და მისი ექო ერთნაირად მიუვარდება დაბლა წისქვილს და მაღლა საფლავებს.
შუქი აინთება ჩემი სულის კუნჭულებშიც და გამოჩნდება დედა:
აი, აქ პატარაა, შვიდი-რვა წლისა, ბიძაშვილის სახლშია, იატაკზე ზის და რადიოს უსმენს. ომი დამთავრებულა, რადიოში სიმღერებია, სიმღერებს უსმენს გაფაციცებით. მამა არ დაუბრუნდა, სამი წლის პატარას ხსოვნამ მხოლოდ ეს სურათი შემოინახა, ღვინით სავსე დოქი შემოაქვს სამზადში მამას და მაგიდაზე დგამს, ესაა სულ, რაც მამის სახეს წარმოუდგენს. და აი, ომის დამთავრების შემდეგ მისგან პირველი სამკუთხა წერილი ჩნდება, ,,როგორ ხართ?“, ამბის გაგებას ნაგვიანევად ეშურება ფრონტზე წასული. პასუხსაც სწერენ, მაგრამ რას? იქნებ რამე როყიოს, ცოლ-შვილმა ხომ წერა-კითხვა არ იცის, შვილმა-გასაგები მიზეზის გამო-ჯერ პატარაა, ცოლმა იმის გამო, რომ ტყისპირზე, მხოლოდ ძროხების მწყემსვა- სიყრუეშია გამოზრდილი, არვინ ასწავლა, არვინ მიუბიძგა სასწავლებლად, თვითონაც არ მოინდომა ალბათ, ძროხების დევნა და სახრე არჩია წიგნს და საწერ-კალამს. ჯვარს დასვამს ახლა ხელმოწერის ნაცვლად, ეს იცის, დაუსვამს ჯვარს და პასუხიც ეს არის. ასეც სჯობს, დასვას ჯვარი და გაგზავნოს, აზრი აქვს, რაღაცას ნიშნავს ქმრისთვის ცოლის მიერ გაგზავნილი ჯვარდასმული წერილი, მაგრამ არა, პასუხის დასაწერად სხვას მოიწვევენ, ვის? ვიღაცას, არ ახსოვთ მერე, ვერ იხსენებენ და აწერინებენ მთელი ომის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ერთადერთხელ სამკუთხა კონვერტით მიღებული წერილის პასუხს. რას სწერს, მიდი და გაიგე, შიგ ვერ ჩაგიხედავს, რომც ჩაიხედო, რას გაარკვევ. მერე ხვდებიან, ზედმეტი პასუხისმგებლობით შეპყრობილ ,,მალე მწერალს“ არაფერი გამორჩება- სიზუსტით ამცნობს: უფროსი ვაჟი- ნოდარია ხომ გარდაეცვალა, სახლში მარტოდ დარჩენილმა სკამი მიიდგა კარადასთან, არაყი დაისხა ჭიქაში და თოთო ნაწლავები იმით დაიწვა, უმცროსიც ქერა ტატუნიაც იმის გზას მიჰყვა, წითელამ იმსხვერპლა და პავლუშას ოთხ დანატოვარზე ორი დაურჩა, ესეც მარტივი მათემატიკა და ფრონტიდანაც, პავლეს მხრიდან, სადაც ალბათ ციდან ქუდები უკვე ჩამოთოვს, ცაში ასროლილი ხაკისფერი ქუდები, რადგან ომი უკვე დამთავრდა, დუმილი მოჰყვება წერილს პასუხად, მეტი წერილი აღარ იქნება, ვერც მამა, ვერც ელექტროდენი, ვეღარც რადიო შემოაგნებს ობლის სახლის კარს, და ზის დედა მეზობელ ბიძაშვილის იატაკზე, უსმენს რადიოს იატაკზე და ამ ფანერკამიკრული ყუთიდან ყოველ ჯერზე ახალ სიმღერას ელოდება, თავაწეული, ყელმოღერილი, რადიოსკენ პირმიქცეული, დაძაბული, ათრთოლებული ისე, თითქოს თვითონაც ასრულებს იმ სიმღერას, თვითონაც მღერის. ისიც არ აწბილებს: ,,თქვენ ახლა მოისმენთ სიმღერას ,,იმერული მგზავრული“…ამის და ამის შესრულებით…და დედას უკვე აღარაფერი აკლია, ყველაფერი აქვს, ყველაფერი ჰყავს, ეს ჯადოსნური ყუთი თავს ვერასდროს ვერ დაიმალავს, დედა მიაგნებს, დაჯდება მის ქვემოთ იატაკზე და ყურს მიაპყრობს მის ხმიანობას. საღამოს დედას დედა დაუბრუნდება სიმონიკა გოგოძის ოჯახობიდან, სიმონიკა ელქსელების მთავარი ბუღალტერია, მის ,,ოჯახობას“ ეხმარება საოჯახო საქმეში, სიმონიკაც არ რჩება ვალში ომში დაკარგულის ოჯახს და ელექტროდენს უფასოდ შეაყვანინებს. ესეც იქნება: შუქიც შემოვა, რადიოც იმღერებს, სიხარულიც იქნება, წუხილიც და ათასი რამეც…
და ჩემი მოგონებებიც აიკინძება ერთიმეორის მიყოლებით, მე ხომ უკვე ჩემს თავს ვუთხარი, ტყუილები არ მოვიგონო, ლიტერატურის კალთას ცრუპენტელა შვილები არ გამოვაბა…
ბაზრის შესასვლელთან მარო ბაჩანეიშვილის დაბალჭერიანი წაგრძელებული სახლია, აქ მამას კაბელი გაჰყავს, ახალ ელექტროგაყვანილობას აკეთებს, ქალი, მარო, მინებს წმენდს. წმენდს, წმენდს, კანკალი გაუდის გაკრიალებულ მინებს, იქვე მისი გოგონა თამაშობს პლასტმასის ტლანქი და დაუხვეწავი სათამაშოებით. გოგონა ჩემი კბილაა და მისი სათამაშოები ჩემსასას ჰგავს, დაუხვეწავია ჩვენი სათამაშოები, ვერ გაარკვევ რა ჩაუფიქრებია მის შემქმნელს, ანთუ თოჯინების ფაბრიკას: ამ პლასტმასის გუნდის მრავალმხრივი გამოყენება? ფანტაზიის განვითარება? მაგრამ პატარა გოგონას რაგვარი სიყვარულით არის მოცული ეს პლასტმასის ტლანქი არსებები, როგორ ვუფრთხილდებით და ვუალერსებთ, დილით რომ ბუხრის რაფაზე ჩავწკაპავთ, საღამოს საწოლში, ჩვენს გვერდით საბანს ამოვუგებთ, ემანდ, საბანი არ დაგვიცურდეს და ეს პლასტმასის ჩვილები არ გაგვიყინოს.
ქალი, კი, მარო წმენდს, წმენდს და დაუსრულებლად წმენდს სარკმლის მინებს.
მე რას ვაკეთებ? ხანდახან მამას ჭიქა წყალს მივაწვდი, ან გადახსნილი ჩანთიდან, რომელსაც მამა ,,საკვოიაჟს“ ეძახის, ხელსაწყოებს მივაწოდებ. ვუყურებ, კედლიდან ჭერზე როგორ მიისწრაფვის თეთრი სადენი, როგორც ცაში გაჭრილი რაკეტა, ეს სადენიც თითქოს ,,ისრიპიტელია“, კუდიდან თეთრ ბოლს სტოვებს.
ეს ,,ისრიპიტელი“ მალე ჭერიდან გადმოეკიდება, ზედ შავი პატრონა მიემაგრება, ნათურა ჩაეხრახნება შიგ, მამის ხელები მიიმწყვდევენ შუაში და განათდება ნათურაზე მამის თითები, ისე ნათლით შეიმოსება მის გარსზე, თითქოს ნათურაა მამის ხელები, მამის ხელები აშუქებს, ეს ერთი წამი დროში გადავა, აინთება და განათდება ჩემი გულიც.
ეს მოგონება ბრჭყალს გამოსდებს მეორეს, კვლავ აინთება და გამოჩნდება:
ზაფხულის ხვატში საბავშვო ბიბლიოთეკაში მივპაწკუნობთ სახლიდან სამნი, აფთიაქთან ატმის სურნელიანი ბუსუსა ხე ყვავილობს, დაბლა დაუხრია ტოტები და მოვარდისფრო-მოყვითალო ბუმბულა ყვავილებზე ფუტკრებს ისევს, აფრქვევს ტკბილ სურნელს, ჩვენ კი პატარა გოგონიკები წიგნებისთვის მივეშურებით. აყვავებულ ხის მახლობლად აფთიაქია, აფთიაქს აქეთ ბიჭიკო გელცმანის ქოხია. ქოხთან ბიჭიკო გელცმანი გარინდულა, ხელში ჯამი უჭირავს, ცალ მხარზე პიჯაკი ჰკიდია. მის წინ უშველებელა ნაგაზი რგოლს დაარიჩხინებს გრძლად გაბმულ მავთულზე.
ბაზარს გადავჭრით, რაიკომის შენობას წინ ჩავურბენთ და ბიბლიოთეკაც იქვეა. პირველ სართულზე, დაბლა, სადაც ცად აწვდილი თაროებია, წიგნის თაროებს მივადგებით თიკნებივით, თავაღერილნი ვათვალიერებთ, პაწია თითებით ვეხებით ულაზათო ფერებით მოხატულ წიგნებს, ამ დროში ხომ ფერადები სანატრელია, მხოლოდ შავთეთრი, ან შავწითელი ტონები სჭარბობს.
ბიბლიოთეკარის თითები ფორმულარს ავსებენ, სტაფილოსფრად დაფერილი გრძელი ფრჩხილები ჩხაკა-ჩხუკით მიჰყვებიან უკან კალმის წვერს, მრგვალი, დოქივით მუცლიანი ასო-ბგერებით ივსება პატარა ბარათი, მერე ეს ბარათი წიგნის ჯიბაკს ჩაეხუტება. ეს მთელი სპექტაკლია, სტაფილოსფრად დალაქულფრჩხილებიანი თითების სპექტაკლი. მხოლოდ ფრჩხილები… მასზე თვალთვალში აღარც ჩანს ქალის ფერადი ზედატანი და კოხტად შემოსალტული ქვედაბოლოც, არც ის, როგორ მიკელანობს ცამდე აწვდილ თაროთა შორის, დაბრუნებულ წიგნებს ძველი ადგილი რომ მიუჩინოს. ჩვენ კი გაცვეთილ ფერად წიგნებს ვიხუტებთ გულში ისე, როგორც ბარათი შეიფარა წიგნის ჯიბაკმა და ჩაიხუტა.
ისევ გადვირბენთ იმ ქუჩაზე, საიდანაც მოვედით, გზადაგზა ფერად წიგნის კითხვა-თვალიერებით. ატმისსურნელიანი ბუსუსა ყვავილები ტკბილად ფშვინავენ და რაღაც აქვთ საერთო ამ ფერად წიგნებს და ატმის სურნელს. აფთიაქს იქით, ბიჭიკო გელცმანის მაღალი, დახვეწილი ფიგურა ჩანს თავის ქოხთან, უზარმაზარი ქოფაკი რგოლს დაარიჩხინებს გრძლად გაბმულ მავთულზე, ბიჭიკო გელცმანს ხელში ალუმინის ჯამი უჭირავს, შავი პიჯაკი მოტეხილ ფრთასავით ჰკიდია ცალ მხარზე, დგას გარინდული, თითქოს რაღაცას აყურადებს. ატმის სურნელა ხე კი ჰყვავის, ჰყვავის და ჰყვავის.
კვლავ განათდება და გამოჩნდება:
ივერ მებადური და ბიძინა მეფუტკრე ილანდებიან სათავის ჯებირთან, სასროლი ბადეები ჯებირზე უდევთ, ბადეების ჯიბეებში ხავსი და ხის წკირებია გამოჩრილი, ჯებირზე ნაცნობი და უცნობი ჩრდილები დაეხეტებიან, ღიღილოიან მინდორსაც ეცემა მათი ჩრდილი.
ჩვენ წყაროსთან ვართ, ხე-ბუჩქნარით შემობურულში წყარო მიჩუხჩუხებს, ყინულის ნაკადებს მიაცურებს და მოყვითალო ხავსგადაკრულ ლიპეზე გადაედინება, გადაეკიდება ხანისწყალს და თავს არ ანებებს. ამ წყაროს გვერდით მეორე წყაროა, მის იქით კიდევ მესამე წყარო, სამთა წყაროა- მაცოცხლებელი. ეს მერე გადაემტერებიან ამ წყაროებს, ხე-ბუჩქნარს, თხმელებს გაჩეხავენ, გზას გაიყვანენ, დაშრება კიდეც წყაროები, მხოლოდ ხსოვნა შეირჩენს იმ დაბურულს, მხოლოდ სიგრილის ყნოსვა, ან სადმე თვალმოკრული ყვითელი ემალის ჩაიდანი.
წყაროსთან ვდგავართ, დედას წითელფოთლიანი თეთრი კაბა აცვია, ბამბის თეთრი თავსაფარი აქვს წაკრული, შუბლს ზემოთ და საფეთქლებთან ჯეჯილივით უჩანს მოკლედ წამოზრდილი თმა. მე ცალი ხელით დედის მხარს ვარ ჩაბღაუჭებული, მეორე ხელი დის მხარზე მიდევს, მოკლე შარვალი მაცვია, და თმა, პატარა კიკინა უკან მაქვს გაკრული შავი რეზინით. დედა მეზობლის ქალებს ესაუბრება. აი, ეს ქალებიც: მარგალიტა, ნატალია და ოლია. ჩემი და-ძმები დახრილან და რაღაცას აკვირდებიან, მე კი უფროსებს ვუგდებ ყურს, სულ ასეა მთელი ბავშვობა, სულ ის მაინტერესებს, რაზე საუბრობენ, რას ამბობენ უფროსები. კადრს გადმოღმა მამა დგას, ის იღებს ამ ფოტოს. ის აქვავებს ამ წუთს, ქარვაში დებს და ინახავს იმ დროისთვის, როცა ქარვას მე მივადგები, გადავადნობ და გულისკენ დავძრავ.
ინგრევა ძველი ქვესადგური, ახალი შენდება.
დრო გავა, არც მასზე შეჩერდება მზერა დიდხნობით. აიშლებიან, ბუდეს მოშლიან, სულ სხვა ქვესადგურებს გადაუფრენენ, თავს შეაფარებენ, უფრო მაღლებს, კოშკისებურებს, ფრთებს შეაწყვილებენ უცხო ცის ქვეშ, მაღლივ ქვესადგურებთან, სულს მოითქვამენ, თვალს წყალს დაალევინებენ. უკან დაურჩებათ ძველი ქვესადგურები_ დაბლები, შეუხედავები… მე კი, საითაც წავალთ, იქით წამომყვებიან ჩემი ქვესადგურები, სულ ავტუბუსის გასწვრივ ირბენენ, ფეხდაფეხაც ირბენენ ჩემს გვერდით და ბონკოშიც გადამყვებიან, იქ, წისქვილებთან თავიანთ ხმებს შეიძენენ, ბონკოც ხომ იმერეთია და:
,,რამდენჯერ ხარ აქანე ფეხით არებული, სა იყო, ამისთანა გატკვარცალებული გზაი შენ რომ დარბოდი აქანე, მაშინ დენი ანათებდა გულადია? სა ოყო დენი ,,ია აია“-ს, რომ სწავლობდი, სა იყო ნათურა? სა იყო დენი? ნავთი იყო და ჭრაქი იყო, ლამპა იყო, შვაცეცხლი იყო, პეტერე ღუმელი გვქონდა, ბუხარი გვქონდა, ნაცარში რომ ჭადს აცხობდნენ? რავარი იყო, დანაყულ ქინძს გადოუსობდი და რაფერი გემრიელი იყო. ჩვენ დღეს გვიკვირს, აპა, გულადა! მიაწყდა ჩვენი ხალხი სხვის ალაგეს, პრჭყვიალეები უკვირს.-არაფერი არ მიკვირს, სახლში ,,მეტლახიც” ქე მაქ დაგებული მარა, კიარ მიკვირს, სოხანე ,,მეტლახს” არ სჯობდა, ბიო? რავარი ცივია ,,მეტლახი“, რაფერი თფილია, სოხანე… უკვირს ზოგიერთს, გადეიკარქება თვალითგან და უკვირს აპრჭყვიალებული…რაია პრჭყვიალა? რაი ყრია პრჭყვიალეებში? ცხოვრებამ ჩვენ თვალწინ არ ჩეიარა, გულადია? ამას ყველაფერს ხო უნდა გათვალისწინება, ჩეიარა ცხოვრებამ, ბიო…“

Posted by tsirakurashvili on თებერვალი 9, 2020

ბმული:
* https://tsira.wordpress.com/2014/03/07/სდექ-ძაბვაა/

study


Last edited by Admin on Fri May 01, 2020 4:36 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptyTue Feb 11, 2020 5:39 pm

ცირა ყურაშვილი - Page 2 Tsira_16

ცირა ყურაშვილი
Tsira Kurashvili

ცირა ყურაშვილი _ პოეტი, პროზაიკოსი, საბავშვო მწერალი, დაიბადა 1962 წელს, ბაღდათში. პროფესიით ფილოლოგი. მუშაობდა ჟურნალ `განთიადში~, დააფუძნა მწერალთა
ასოციაცია `ურანი~ და შემოქმედებითი კავშირი `მარიოტი~,
ლიტერატურული გამოცემები `ენიგმა~. მისი ლექსები შესულია სხვადასხვა ქართულ და უცხოურ ანთოლოგიაში. გამოცემული აქვს კრებულები: `ასფალტის ყვავილები~, ლექსები,
1996, `ქრისტესია~, ზღაპრები, 1999, `ანბანური პერიოდი~, ლექსები, 2006, `მოთხრობები და მინიატურები~ 2008, `ხიზნები კომანის მონასტერთან~ (გამომცემლობა `ინტელექტი~, 2011, რომელიც `საბას~ ნომინატი გახდა პროზის ნომინაციაში და `სამოთხის სარკმელი~, ლექსები (გამომცემლობა `საუნჯე~), 2013. მისი ნაწარმოებები თარგმნილია აზერბაიჯანულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე.

Tsira Kurashvili _ poet, editor, teacher, born in 1962. She is a founder of the Writers’ Association „Uranus‟ (1991) the Union of Artists (1993, President) and the Community Newspaper „Enigma‟ (In 2004) Her poems were included into Georgian youth poetry anthology. In 1996 she published a collection of poems called „The Asphalt Flowers‟. In 1999 published the book of fairy tales – „Qristesia‟. In 2002 the Caucasian House literary magazine „Alternative‟ marked her short story „Do not Look Back‟ the best work of the year. In 2012 for her collection of short stories
she became a nominee of the literary award „Saba‟. Her latest collection of poems „Paradise Window‟ came out in 2013.

Exclamation

ცირა ყურაშვილი

მამა

მზე გვანდე,
არა, ჯერ მზე გაგვანდე..
და შარავანდი...
მერე მზე გვანდე და დაგვითმე მზე
და უცაბედად ლეღვის ფოთლებზე
თბილი ჩრდილები დასხდნენ მიწურთან.
მამა, მას შემდეგ ველი თმებზე
იმ თბილ ხელისგულს...
მამა, ჩემს თმებზე მზე მიიწურა.
როგორ დაგკარგეთ,
სამაგიეროდ
თორმეტი ღრმული ვნახეთ შენს ხატზე,
ჩვენ-ჩვენს ხატში კი ასთოთხმეტი
ნივთიერება
და დაგვავიწყდა სიტყვა `ჩვენთანა~.
მზეში ჰყვაოდა ეკლის ყვავილი,
და მე მიყვარდა ეკლის ყვავილი,
ეკლის ყვავილის სახლში შეტანა.
გადაგვიწყდა არტახები.
შენს ჟღალ წვერებზე
იცინოდნენ მშენებლები და შენობები,
თურმე ვისხედით იმ ბუდეებში
როგორც ბარტყები,
ვისხედით, როგორც შენი ობლები.
ჩვენ აგვეხილა თვალი ქვა-ღორღში
და ნანგრევებში...
ჩამოდგა კიდეც რუხი ბურანი,
რომ ვარსკვლავების ღრმა თვალებში
ამოგვეკითხა
კაცთა კვლები და მიწისძურანი.
მამა, გვაკმარე ეს ჯოჯოხეთი,
ისედაც მიდის ქარავანი
ბნელი ქვესკნელის,
ჩვენ გადაგვცილდა შარავანდი,
ჩვენ ვართ წაშლილი..
ჩვენ ვართ წაშლილი ფრესკები, მამა!


ქვა

ნაზია შენი ქვეყანა
მოვიდა სეტყვა და
არ დახვდა ქვა
შენ არ ხარ
ნეტა სად ხარ
შენი ქვეყანა იყო ვაზი ნაზი და ლამაზი
შენი ქვეყანა ახლაც ნაზია
წავიდა ვასია და მოვიდა ვასკო
მაინც არის ფიასკო
ის არი ნაზი და რადგანაც არ არი ურჩი
მოერთვა ფიასკო მშობლიური
ღორების დრუნჩით
მათი დინგები ლულებივით
მოშვერილია
გამოთხრილია
ფესვები და შეთქვლეფილია
მუხები წაბლები წიფლები
ან გაწითლდები ან გაცისფრდები
ხან გაწითლდები ხან გაცისფრდები
შეთქვლეფილია უკვდავების
წყლები და ზღვები
შეთქვლეფილია
ნატვრისთვლები მარგალიტები
ჩიტები გვრიტები რიკულები
არ გინდა ყურები
რათ გინდა ყურები
რას იყურები რო იყურები
ნუ იყურები
შენი ქვეყანა ნაზია
შენი ქვეყანა ვაზია
მოვიდა სეტყვა და
არ დახვდა ქვა
დახვდა შლამი და დახვდა მიწა
დახვდა ღორღი და დახვდა თიხა
შენ საით გდიხარ
თქვლეფენ დრუნჩები
თქვლეფენ დინგები
წინ ხაზინები საფლავები
ძვლების მიღებით
შენ კი არ ხარ
შენი ქვეყანა იყო ნაზი
ვაზი და ლამაზი
და როგორც ხატი
ყალმით ნახატი
მოვიდა სეტყვა და
არ დახვდა ქვა
არ დახვდა ქვა
არ დახვდა ქვა
რადგან შეგთქვლიფეს
და აღარ ხარ
და აღარ ხარ
შენც აღარ ხარ
ამოდის მზე და
ახელს თვალს.

Exclamation


Father
By Tsira Kurashvili

Father,
Entrust us with the Sun
No, first confide the Sun to us…
…And the halo…
Then….entrust the Sun to us
Let us have the Sun
And all of a sudden,
warm shadows settle
on the fig leaves
next to the mud- hut.
Father, since then
I’ve been longing for the touch
of a warm palm on my hair ..
Father,the Sun has set on my hair.
How come we lost you
and instead
We have found twelve pits
on your icon
and one hundred and fourteen matters,
in ours ,
And never remembered the words
„ be with us‟.
The thorn flower was blooming in the sun
and I loved the flower of thorn.
And I loved bringing it home.
We forgot the swaddles .
The builders and the stones
laughed at your red beard,
It turned out,
We sat in those nests as fledglings,
we sat there as your orphans,
our eyes opened to the world
amongst stones and rabble
and ruins,
and the grey mist settled all over
so that we should read
in the deep eyes of the stars
the stories of murders and earthquakes
Father, enough of this hell
The caravan of darkness still rolls on
Our halo is growing pale
We are the faded frescoes.
we are the faded frescoes,
Father.


The Stone
By Tsira Kurashvili

Your country is gentle
There came hail and
There was no stone
You were gone
Where are you
Your coundry was a gentle vine
And beautiful it was
Your country is still gentle
Vasia’s gone and Vasco’s come
And still fiasco’s what we have
It is gentle and obedient
So it has fiasco delivered by its native pigs
Their noses are aimed like the guns
Roots are dug up
And devoured are
Oaks Chestnuts Popplars
You get either red or blue
At times red sometimes blue
They have devoured immortality springs and seas
They have devoured pearls and magic gems
Birds larks and ornaments
You need no ears
Why do you need them
And where on earth are you looking
What are you looking for
Why are you looking at
Don’t
Your country is gentle
Your country is the vine
There came hail
And there was no stone
There was sleet and there was earth
There was rubble and there was clay
Where the earth are you
Greedily devoured are the graves-the bones
And you are gone
Your country was gentle vine and beautiful it was
Painted like icon
There came hail
And there was no stone
There was no stone
There was no stone
As you were devoured
And you are no more
You are no more
Even you are no more
The sun rises
And opens its eyes.


Translated by Eliso Pantskhava.

© ქართველი პოეტი ქალები, ორენოვანი ანთოლოგია, 2016
© Georgian Female Poets. Bilingual anthology, 2016

ISBN 978-9941-0-8555-0
Tbilisi, Georgia, 2016

ბმული:
* https://mananadumbadze.files.wordpress.com/2016/05/qartveli-poeti-qalebi-2016-1.pdf

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySat Feb 15, 2020 9:57 am


მღვდელმონაზონ ანდრიას (ყურაშვილი) მოღვაწეობის შესახებ–მეუფე დანიელი, ცირა ყურაშვილი
• Dec 13, 2017

TV TV
მღვდელმონაზონ ანდრიას (ყურაშვილი) მოღვაწეობის შესახებ–მეუფე დანიელი, ცირა ყურაშვილი.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptyFri May 01, 2020 9:51 am


ცირა ყურაშვილი სათავესთან
•Jul 25, 2012

ჩემი ბავშვობის მდინარე

PUBLISHED AUGUST 29, 2012 BY TSIRAKURASHVILI

ჩემი ბავშვობის მდინარე ბაღდათში, ხანისწყალი, ადგილი, რომელსაც ხალხმა ,,ყურაშვილების საბანაო” შეარქვა, რადგან აქ ერთად ჩამოვდიოდით რვა დედმამიშვილი, აქ ვცურავდით, აქ ვთევზაობდით, აქ გაგვყავდა ჩვენი ბავშვობის საინტერესო დღეები, სანამ ცხოვრების გზას დავადგებოდით, სანამ რვა შვილიდან ხუთი სასულიერო ცხოვრებას აირჩევდა, თან იმგვარ ცხოვრებას, ძალების დიდ დატვირთვას რომ მოითხოვს. სანახევროდ ამ მდინარემ აღგვზარდა, გაგვაკაჟა. მის ტალღებში მამა ანდრიას, ყმაწვილობისას პაატას, არაერთი ბავშვი გადაურჩენია დახრჩობას, აქედან ეზიდებოდა ის შეჭამანდისთვის ჯირკებს, ჩვენ ფარჩხს ვაგროვებდით, შინ მიგვქონდა წყაროს წყალი, დაჭერილი თევზი, ეს არ იყო მხოლოდ გართობა, მზადებაც იყო ცხოვრებისათვის. ჩვენს მდინარეს ზამთარშიც ისე მოვისაკლისებთ, ხოლმე, როგორც ახლობლებს, ახლა კი ცხელა…


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptyFri May 01, 2020 10:30 am


ლექსი წმინდა ნინოზე

Exclamation

ლექსი ეძღვნება წმიდა ნინოს, ჩვენი ეკლესიის, ქართველ ქრისტიანთა ეს უსაყვარლესი წმინდანი დროში არ ჩარჩენილა, ის ჩვენი თანამედროვეცაა, ჩვენთან ერთად იბრძვის კერპების შესამუსრად და დასამხობად. ამ კერპს ძალმომრეობა, ძალადობა, სხვისი წამებით მოგვრილი ბოროტი სიხარული ჰქვია და სრულად მოიცავს, იკრებს თავის თავში თანამედროვე, დაცემული, ბოროტი სამყაროს ყველა ნიშან-თვისებას. მის თაყვანისმცემელ ადამიანებს ღვთის მადლი, საღვთო სული მათივე უმეცრებით საუბედუროდ განშორებიათ. სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნეს მათ მიერ ჩადენილი უზღვავი სისატიკე ქართველი ხალხის მიმართ. ქალწული ნინო იყოს ჩვენი, ქართველი ქრისტიანების ამ წმიდა და სამართლიანი ბრძოლის შემწე -მფარველი. tsira kurashvili

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Jun 21, 2020 9:49 am

ცირა ყურაშვილი - Page 2 Tsira_20

„მე ყვავილი ჩიტითა ვარ“
(ცირა ყურაშვილის სადაბადებისდღეოდ)

სათაურად გამოტანილი სტრიქონი ამ ვიდეოკლიპში წარმოდგენილი ლექსიდან „მიქაელ მთავარანგელოზის სადიდებელი“ შემოგვითვალა დღევანდელმა იუბილარმა.
ჰოდა, სწორედ ასეცაა და მეც დაბადების დღეს გილოცავ, ჩიტით ყვავილო, ცირა ყურაშვილო!
სულ ამნაირები და ამაზე უკეთესები დაგეწეროს ჩვენთვის, აფხაზეთში სამშობლოს შეწირული მამა ანდრია ყურაშვილის დაო და კარგო მწერალო, ყურაშვილების ისედაც სასახელო გვარის კიდევ უფრო სასახელოდ.
რამდენიმე თვის გამოტოვებით ტოლები ვართ მე და შენ, ერთმანეთს გავუყურებთ ხოლმე, რომ - აბა, რომელმა რა გავაკეთეთ და როგორ და...
... და მიხარია, რომ ხარ და გვყავხარ!..
სულ სიკეთით გევლოს მწერლის ძნელ გზაზე...
ისევ ამ ლექსის პერიფრაზად ვიტყვი, -- სანამ უფლის კორდზე გავითიბებოდეთ...

პატივისცემით,
მიხო მოსულიშვილი
1 მაისი, 2020


ცირა ყურაშვილი - მიქაელ მთავარანგელოზის სადიდებელი
•May 1, 2020

მიქაელ მთავარანგელოზის სადიდებელი
© ცირა ყურაშვილი, 2012
(კითხულობს ავტორი)
ნახატი - მიხო მოსულიშვილის, 2020

Praises to Archangel Michael
A verse by Tsira Kurashvili (in Georgian), 2012
With graphics by Mikho Mosulishvili, 2020
This clip is made with: --- რომელნი ქერუბიმთა (Romelni qerubimta: We who mystically represent the Cherubim): 10th-century Cherubikon (liturgical chant), as arranged by Zacharia Paliashvili (ზაქარია ფალიაშვილი) in his "ქართული ლიტურგია (Qartuli liturgia: Georgian Liturgy)" (1910) – sung by the Gordela Ensemble.

© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySat Oct 03, 2020 11:56 pm

ცირა ყურაშვილი

განსაცხრომელი ადგილი

არ ვიცი, რამდენი წლის ვარ, იქნებ ნორჩი, იქნებ ხანდაზმული, მაგრამ ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდეს მიგრძვნია მშობლიური ენის მიმართ ის, რასაც ამ ბოლო წლებში ვგრძნობ - ტკივილი ენის გამოფიტვის გამო. რევმატიზმივით იცის ჩაფრენა ამ ტკივილმა - ჩაგაფრინდება და გღრღნის. მთელ სხეულს მოიარს და სანამ თავს არ ამოიჭამს, არ მოგეშვება. იფიტება, ცარიელდება, ღარიბდება მშობლიური ენა და ქარიშხლიანი პერიოდებიდან აპოკალიფსურ ხანაში შედის. როდის იყო, ჩვენს ენას ულხინდა, მაგრამ ასეთი შეტევა - ყოველი მხრიდან, ალბათ, არ ახსოვს ჩვენი ენის ისტორიას. უტევს ყველა და ყველაფერი: პოეტი თუ არაპოეტი, პარლამენტარი, თუ ჟურნალისტი. უტევს მისივე ქვედინებები: სკაბრეზი, ჟარგონი, ბარბარიზმი და ნაცვლად ენის ბუნების გამდიდრებისა, წალეკვით ემუქრება მას. ემუქრება ყველაფერი, რაც დროის აჩქარებული სულით აღბეჭდილა, რაც მოსწრებაზე, მიკუთვნებაზეა. აჰა, და მოასწროს წაჰგლიჯოს ენას ეგერ-აგერ რაღაც და ასე დანაკუწებული მიართვას მომხმარებელს. დიახ, ჩვენ მომხმარებლები ვართ, რომლებიც გაუაზრებლად ვიტაცებთ ამ ნაკუწებს და გვავიწყდება, რომ ის ჩვენი ჩვილობის საფენია, რომელშიც ვეხვიეთ, სრულწლოვნობისას შესამოსელი კვართია, დროშაა სიცოცხლის, ერთადერთობის და ერთიანობის ნიშნად აღმართული.

ამას წინათ, მგზავრობისას, ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონი ამომივარდა. სადაც მივდივარ-მოვდივარ, თან დამაქვს. რა ვთქვა? მხარი რომ გაგიუქმდება, პარალიზებული რომ გაქვს ცალი მხარე, ისეთი განცდა მაქვს. არადა, რა კარგი გრძნობაა, გადაშლი - თვალს გააყოლებ და ტკბები: ვთქვათ სიტყვა „ბუდნა“. ეს სიტყვა ხომ დათესვას ნიშნავს, მაგრამ სულ სხვაგვარ დათესვას, - პატარა ორმოებს რომ გაუმზადებ დასათეს, ვთქვათ, კარტოფილს, დაჭრი, ჩაყრი, მიწას შემოუბუდნი, მერე ზემოდან გადაითვლი და კმაყოფილი იტყვი: ამდენი და ამდენი ბუდნაა...) ასეთი გამომსახველი, ასეთი მრავალმნიშვნელიანი სიტყვები როგორ თანდათან შორეულდებიან ჩვენგან. როგორ იკარგებიან ათობით და ასობით. ერთ-ერთ ფოლიანტში ათობით (იქნებ ასიც) გვარი დავითვალე, რომლებიც აღარ არსებობს. არსად მომიკრავს ყური, ულამაზესი ქართული გვარები, ერთი - სახასიათო გვარი ახლაც მახსოვს - გოჭიკუდაშვილი. ადგილთა სახელწოდებები, ულამაზესები, პოეტურები: დედაღვთისას შევაკება, მარიამწყარო... სახასიათოები: შავღელა, საირხვე (იხვების ღელე), წეწიების უბანი (მოჩხუბართა უბანი), პეტრიეს ხარის ნაჭერი (მიწის მცირე ნაკვეთი).

ვინ საოცარი ხალხი იყო ეს ჩვენი წინაპრები, რა სულიდან ამოჰქონდა ასეთი გამომსახველი სახელები, როგორ ამდიდრებდა და ალამაზებდა ენას?! დღეს რა დაგვემართა, რა ბინდმა გადაგვიარა ტვინზე, რამ შეგვიკრა ხელები, იმას მაინც ვეცადოთ, შევინარჩუნოთ, რაც გვაქვს, ზედმეტად აღარ დავანაგვიანოთ. წყალს არ გვთხოვს და პურს, მაინც არაფრის გამმეტებლები ვართ ჩვენი ენისთვის.

ამას წინათ ერთმა ახალგაზრდა ნეოლიბერალმა მწერალმა მეორე მწერლის რომანიდან ბილწი ადგილი წაიკითხა. კითხვა პარლამენტის სხდომათა დარბაზში თვითნებურად მოაწყო. კითხულობდა შთაგონებით, ერთგვარი მოწიწებით და საკმაო ღირსების გრძნობით. თუ გეღიმება - გაიღიმებ, მაგრამ მშობლიური ენა მართლა დროშა ხომ არ არის - ბილწი ბაგით შეეხო, ტანზე შემოიხვიო, ან თითზე დაიხვიო. მშობლიური ენა ქვაკუთხედია. კუთხის ლოდია, და ვაი, მას, ვისაც დაეცემა, შემუსვრა, განქრევა არ ასცდება. ამ ლოდს ჩვენს მოკლე ისტორიულ წარსულში პროლეტკულტმა წამოჰკრა ფეხი და დავიწყების მორევში გადაიჩეხა. ის ყველას შემუსრავს, ვინც მის სიდიადეს ბილწი ბაგით წაეპოტინება, უხამს მზერას მიმართავს.

ჩვენი ენა ბინძურდება კატასტროფულად, ტყუილი იმედია, ამას არაფერი ეშველება - როგორც გარემომცველი ბუნება, სამყარო, ყველაფერი შედის აპოკალიფსურ ხანაში. მაგრამ, როცა ჟანგბადი გაკლია, სტოვებ ერთფეროვან გარემოს და ბუნებას შეემყუდროვები. ჩვენი ენაც ასეთი შესამყუდროებელი ადგილია. იქ ბუნება სავსეა ჟანგბადით და რა დაშავდება, თუ ვიტყვი, რომ მშობლიური ენა ჩემი განსაცხრომელი ადგილია?!

ბმული:
* http://www.psnews.ge/index.php?m=149&jur_id=404&fb_comment_id=641809155891227_642226049182871

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptyWed Nov 11, 2020 12:12 pm

ცირა ყურაშვილი

მასწავლე, როგორ გავხდე მწერალი


– აწ რაიღა წინა უც კაცსა ამას?

ჰრქვა მას ზანდან:

– ამისა შემდგომად – სიკუდილი

და ჰრქვა იოდასაფ:

– და რაი არს სიკუდილი?

სიბრძნე ბალაჰვარისა

როცა მე ჩემი სიმშვიდის იმ დიდ მწვანე კუბოში მოვხვდი, რომლის შესახებაც შემდეგ არაერთს მოვუყევი, პირველი, რაც გავიფიქრე – ეს იყო მომეძებნა მასწავლებელი, რომელიც ამ მწვანე ლაბირინთიდან შუქნიშანთან მიმიყვანდა. ამ მასწავლებელს უნდა ესწავლებინა ჩემთვის, როგორ გავმხდარიყავი მწერალი.

მე ვიწყე ძებნა სამი მთის იქით და ოთხი ცის იქით და ვიპოვე ასეთი მასწავლებელი, სახელად იოანი.

– მასწავლე, როგორ გავხდე მწერალი, – ვუთხარი, როცა არაქათგამოცლილი მივლასლასდი მასთან.

– გამოვედ ქვეყნისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა? – მკითხა იოანიმ, რადგან ეს იყო პირობა, რომლის გარეშეც ის არასდროს დამთანხმდებოდა მასწავლებლობას.

– გამოვედ! – ვუპასუხე მე.

– მაშინ ვილტვოდეთ! – მითხრა მან და ისეთივე დიდი და ძველებური გასაღები გადმომცა, როგორითაც მე ერთ დროს ქუთაისში ხელოვანთა კავშირის დარბაზს ვაღებდი მანამ, სანამ მაღალ გოდოლს ვაგებდით და სანამ გავიფანტებოდით დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. იმ გასაღებითა და უცნაური შუქის წყალობით, რომელიც იოანის გარს ეხვია და გზას ანათებდა, მე შევძელი არამარტო შემეხედა პირველ თავში, არამედ კლდეში, ორი ლოდის ქვეშ გამოჭრილი უხერხული, ვიწრო და სუნთქვის შემკვრელი გასასვლელით იმ გამოქვაბულში შევსულიყავ, რომელშიც ჩემი მასწავლებელი წლების განმავლობაში იყო დაყუდებული. როცა ამ ნახევრად ამოქოლილ, ვიწრო გასასვლელში ჩაჭედილი გამოქვაბულში შესვლას ვლამობდი, მაშინ გამახსენდა, ერთხელ მზეში შემოდგომაზე მბზინავქერცლიანი პერანგი სწორედ ორ ქვას შორის რომ ვიპოვე.

ამ ფიქრებით შევაბიჯე გამოქვაბულში და ირგვლივ მიმობნეულ უძველეს თივაზეც გადავიარე, ხოლო როცა ბაგაში დამქრალი ლამპარი აღმოვაჩინე, მაშინ მივხვდი, ოდესღაც და ყოველთვის რატომ მომიწევდა გული ამ გამოქვაბულისკენ და რატომ არ მეზიდებოდა გული პირუტყვის ნაკელის სუნზე.

იოანიმ ლამპარში ზეთი ჩამისხა, ამინთო და მითხრა: აჰა, შენ ალი, რათა რბიოდე, რამეთუ არა უწყი, თუ ოდეს დაშრტეს და ბნელსა შინა დაგიტეოს შენ.

არათუ ლოტს ვემსგავსო სილტოლვით, – ვუთხარი გახარებულმა, – არამედ ივდითს, როცა ის ბეთულიაზე ამაღლდა, რადგან სული ჩემი ერთხელ უკვე მიიქცა ლოტის ცოლად, დადნა ვითარცა მარილი და იქმნა ძეგლ შეუძვრელ. მერე ლამპარი მადლიერებით ჩამოვართვი, თაყვანი ვეცი და გარშემო ისე შემოვატარე, რომ საგულდაგულოდ დამემახსოვრებინა ეს ადგილი.

* * *

ივდითიც მოგზაური გახდა, ოღონდ წინმსწრაფი. უგვანმა მეფემ, ლამის სოფლის ბატონ-პატრონმა რომ შემოთვალა – გამიმზადეთ მიწა და წყალი, განრისხებული მოვდივარ თქვენზე, რომ დაგიბნელოთ ცისპირი, თუ მიწისპირი და ჩემს მეომრებს ავაკლებინო თქვენი სამეფო.

აქედან მცირე ჟამი გამოხდა. იმავე მეფემ (რომლის სახელში სამი სახელი გამოიჭრება და რისთვისაც მოიძულეს იგი მწერლებმა) ნაბუქოდონოსორ როს წარსტყვევნა იერუსალემი და მუნით ოტებულნი ჰურიანი ქართლს რომ მოადგნენ… ესეც რა შუაშია, მაგრამ ბარემ ამასაც ვიტყვი, სიცოცხლის ბოლოს ეს გრძელსახელა, დაკიდული ბაღებისა და ურიცხვი ომის ხელოსანი თხად გადაიქცა, რომ ჭეშმარიტად, ან სიმდაბლის გამო ეხილა და ან თავადის მარცხნივ მდგარიყო. სამაგიეროდ მთელ ამ ამბავში მთავარი – მეფის მოკავშირე, აშურის ლაშქრის მთავარსარდალი, ოლოფერნე გახლდათ, ის საცოდავი.

– გამიმზადეთ მიწა და წყალი, გამიმზადეთ მიწა და წყალი…

მტრის მეომრები, ეს ზრახვები და ეს გველები, რამდენჯერ უნდა მოვიხელთო გულის ხვრელებში.

ან როდის შევძლებ, რომ შევიდე ჩემს გულის სახლში – ნეფის ქორწილში, მიმოვიხედო ჩემი გულის სახლის კედლებით, დავჯდე ჩემ გულის სახლის ტახტზე, ვით დედოფალი და ვთქვა: მზე ჩემთან, დაბლა მთვარეც და ვარსკვლავები. წარვედით ჩემგან, მტრის მეომარნო – უკეთურნო გულის სიტყვებო, ჩემი მოთხრობის შემარცხვენელნო, ჩამოვედ ამ თქვენს სამტრედეში თეთრო მტრედებო, მამათქვენია ამ ქორწილში ნეფე ნათელი, დედათქვენია ეს სამტრედე – თქვენით იხარებს, ჩამოვედ, ამ თქვენს სამტრედეში თეთრო მტრედებო, ამ სამტრედეში თქვენ ხელახლა დაიბადებით.

ალილო და ოი ალილოი და… ეჩდოხუთსუ დეკემბერსუ ქრისტექ დებად ბეთლემსია ო ალილო და… ჭყვიშეფ იკვირუანდესუ სასწაული ვძირითია ო ალილო და… ოი ალილოი და… მურიცხები ბარჩხალანდეს, ანათენდეს ბეთლემსია ო ალილო და ოი ალილო და…

ვინ განაგებს ამ ჩვენს სიყვარულს, ან რატომ არის უთვალავი ცდომილებები ამ სიყვარულის სახელით და ამ სიყვარულში…

ვისაც ვუყვარდი, ის არ მიყვარდა, მე სხვა მიყვარდა და იმან, ვისაც მე ვუყვარდი წლების მერე გადამიყვარა, სხვა შეიყვარა. ვინც მე შევიყვარე, იმანაც სხვა შეიყვარა, ამიტომ გადავიყვარე ის, ვინც მიყვარდა და შევიყვარე ის, ვისაც ვუყვარდი, გადავუყვარდი და სხვა შეუყვარდა. ამასობაში იმან, ვინც მე მიყვარდა, გადაიყვარა ის, ვინც უყვარდა და შემიყვარა მე – ვისაც მიყვარდა. მეც გადავწყვიტე გადამეყვარებინა ის, ვისაც ვუყვარდი, გადავუყვარდი და სხვა შეუყვარდა და შემეყვარებინა ის, ვინც მიყვარდა, ვისაც სხვა უყვარდა და ვინც შემიყვარა. მაგრამ რომ დავფიქრდი, სულ დავიბენი, ამერია და ვეღარ გავიგე, ვინ მიყვარდა და ვინ არ მიყვარდა. ვის ვუყვარდი და ვის არ ვუყვარდი, რამდენად იყო ჩემი ნება გადაყვარება ან შეყვარება, ან რისთვის იყო ეს ანგარიში: ამას ვუყვარვარ, იმას კი არა. და ვთქვი: როგორ გადავიყვარო ვისაც ვუყვარდი, გადავუყვარდი და სხვა შეუყვარდა და როგორ შევიყვარო მხოლოდ ის, ვისაც არ ვუყვარდი, სხვა უყვარდა და მე შემიყვარა. და ჰე, იყოს ეს სიყვარულიც, ის სიყვარულიც, სხვა სიყვარულიც და ჰგავდეს იგი იმ სიყვარულს, ზეციდან რომ დაგვცქერის მარად, რადგან ძნელია ადამიანის ყოფნა მიწაზე, რადგან ძნელია ეს სიყვარული და როცა ასე გადავწყვიტე, თავადმა მკითხა (იმ დიდ გზაზე, ლამპრით ხელში გზას რომ ვადექი, ზამთრის ჩიტებიც ღობეებზე როცა გალობდნენ, თავადმა მკითხა): გიყუარ მეა? – თქვი – გიყუარ მეა? – მე ვუპასუხე: ჰე, უფალო, უწყი… რაოდენ.

ალილო და ოი ალილოი დაა… აღუსია მაღუსია ღუჯ მიკობუ კალესია ო ალილო და… ჩქიმ მენძელი, ჯგირ მენძელი ჭიჭეს ქიმიკვანთესია ოი ალილო და ქრისტეს შობამ მეგახვამანთ შობაში მახორობელ ვორდათ-ოო.

არა, არ მოიკოჭლებდა ჩემი მასპინძელი, ის ყველაზე კარგი მასპინძელი იყო, რომელიც კი მიწაზე დამხვდა. ყველაზე დიდი მასპინძელი და მასწავლებელი ამ უცნაურ სამფლობელოსი. მისით გავყევი მე, ივდითი გზას მონდომებით და შეუპოვრად, თვალახელილი ბრმის სიხარულით, რათა ჩემს მახვილს, როგორც ელვას, მტრის ქედი ორად გადაეკვეთა.

***

ამის შემდეგ იოანი ისევ წინ გამიძღვა და ჩვენ გამოქვაბულიდან გვირაბში შევედით. წუთით მომეჩვენა, რომ ეს გვირაბი ძალიან ჰგავდა თბილისის მეტროპოლიტენის ჩასასვლელებს. იმ ლამპრისა და იოანის შუქის წყალობით შევამჩნიე ფირნიში, რომელზეც ასეთი რამ ეწერა: შეხვალ – ინანებ, არ შეხვალ – მაინც ინანებ. მე წინ წარვდგი ნაბიჯი და იოანიმ მკითხა: სიძულვილისათვის თვისთა და ქვეყანათა ჩვენთასა შეხვალ-ა?

– ნუ იყოფინ! – მივუგე მე გაბზარული ხმით – მხოლოდ შევარდნაძის ბოროტი რეჟიმის მიერ ჩვენ ზედაცა მომავალისა ვნებისა და დახრწევისათვის მოღვაწებისაგან…

აი, ასე, ჩემი სიმშვიდის დიდი მწვანე კუბოდან, რომლის შესახებ ზოგიერთს სიტყვიერად უკვე ვუამბე, კლდის ჭრილში შესვლისა და იმ გამოქვაბულის გავლის შემდეგ, რომელშიც მამაი იოანი დიდხანს იყო დაყუდებული, აღმოვჩნდი გვირაბში.

დამავიწყდა მეთქვა, რომ გვირაბის შესასვლელშივე მომიწია გამეყიდა ჩემი სამოსის ღილები: ნება და თვითნებობა, ისინი მე ოქროზე გავცვალე. სამაგიეროდ, ჩემი მასწავლებლის, იოანის პატივსაცემად ვიყიდე სათნოების ყვავილები: მორჩილება და სიმდაბლე, რომლებიც შემეძლო იმ ღილების ნაცვლად ღილკილოებში ჩამებნია. შემდეგ და ახლაც ბევრს ეპარება ეჭვი, ვიყიდე თუ არა მე ეს ყვავილები დანამდვილებით. მეც არაერთხელ შევეჭვდი, რადგან ის ყვავილები შემდეგ ვეღარსად ვნახე. მაგრამ ბუნდოვნად ჩამრჩა ხსოვნაში, როგორ გადავიხადე ოქრო გვირაბის შესასვლელთან. თან რომ ორი ღილი ახლაც მაკლია სამოსზე? იმ დაეჭვებულ ადამიანებს რაც შეეხება, რა უნდა ვთქვა? მე ბედმა გამიღიმა, რომ ვიპოვე ისეთი მასწავლებელი, როგორიც იყო და არის იოანი, რომლის იმედით ღილებს კი არა, სიცოცხლესაც დავთმობდი. მათ კი ბედმა არ გაუღიმათ.

– ახლა რა ვქნა? – ვკითხე მასწავლებელს.

– ემსგავსე მოგზაურს, – მითხრა მან, – ფარულად გამოსცადე საქმე მუნ მყოფი სენთა შენთა… შეხედე.

და მე დავინახე მცირე შემოღობილში მდგარი ჯარისკაცი. არა, ის ჟორა არ იყო, ძველ ბუშლატში გახვეული, მოკლე ბათინკებში მიჭერილი, მოკრუნჩხული ფეხის თითებით, დაჩაჩანაკებული, მშიერ-მწყურვალი, ძალიან ჰგავდა შევარდნაძის რეჟიმის ჯარისკაცს, ისეთს, როგორიც მე კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის გადმოღმა ვნახე. კვერცხს რომ ეძებდა მეზობლებში, ნაჩუქარი ფულით რომ ეყიდა და ერბო-კვერცხი შეეწვა.

– ვინაა ეს? – ვკითხე მასწავლებელს.

– ეს შენი სინდისია, – მითხრა მასწავლებელმა, შენი პირადი მცველი, შენი გუშაგი, შენი სულის ჯარისკაცი.

ამ დროს ჯარისკაცმაც მომკრა თვალი, ჩემსკენ გადმოდგა სუსტი ნაბიჯები, ერთი, მეორე და შემოღობილთან წაიქცა.

– მოკვდა… – აღმომხდა მე.

– არა, – თქვა მასწავლებელმა, – უბრალოდ დაიღალა, რადგან მარტო დარჩა, როგორც პატიმარი. ის ხომ მთელი ცხოვრება გეძახდა თავისთან, გიხმობდა, გამხილებდა, არ გესმოდა და გეგონა შენი სიწმიდის გამო დაცხრომილ იყო. ახლა კი მოსწყინდა, დაიღალა, ამიტომ აღარ გამხილებს.

იწვა ჩემი მეგობარი, ჩემი პირადი მცველი, ჩემი გუშაგიც და მეომარიც, იწვა დასუსტებული, მისავათებული, ძალაგამოლეული.

მინდოდა მივვარდნოდი, ფეხზე წამომეყენებინა, მინდოდა მეთქვა მილიონი სიტყვა, რომ ვიყავი ბრმა და ყრუ, როცა ზურგი ვაქციე, როცა არ მოვუსმინე, რომ ვიყავი მისი მიწის ტალახი, მისი საცოდავი ნაწილი, მისი დაუვიწყებელი ტკივილი, მისი სამაჩაბლო და აფხაზეთი, დაკარგული, განწირული და გასხვისებული. მილიონს ვეტყოდი, მაგრამ მასწავლებელმა შემაჩერა და ხელით მანიშნა რაღაც არსებაზე. ხესაც ჰგავდა, ქალსაც ჰგავდა ჩამოყრილი ტოტებით თუ წინ გადმოხრილი თავიდან გადმოშვებული თმებით.

– ეს ვინ ქალია?

– ეს ქალი არ არის, ეს შენი სინანულია, – მითხრა მასწავლებელმა. მე შევხედე და მომეწონა ეს სინანული. მერე, როცა „ქალმა“ ჩემს პირად მცველს მტვრიანი კალთები დაუბერტყა და მის შუბლს შეეხო, მაშინ ვიფიქრე: ეს ვინ ყოფილა, ეს სინანული?

და მე გულში ზეიმით ვთქვი: რაკი ჩემი პირადი მცველი გადარჩა, მისი თანხლებით მე გავივლი ყველა საფეხურს ამ გვირაბში და უსათუოდ გავალ შუქნიშანთან, როგორც ნამდვილი მწერალი.

აი, ასე დაიწყო ეს ყველაფერი.

***

ასე შევაბიჯე სიზმრიდან სიზმარში და არც მახსოვს, რა დრო გავიდა, როცა დარაჯმა მითხრა: – გამოვედ, შვილები გიხმობენ.

მე მიმოვიხედე ამ გვირაბში, სიზმრის სიზმარში და ვთქვი: აჰა, დედა ჩემი და აჰა, მამა ჩემი და აჰა, შვილები ჩემი.

– დედა, სახალხო მოძრაობაა საქართველოში, ჩვენ კი კუბოში ვართ, – თქვეს შვილებმა.

– ყველაზე დიდ ომს ადამიანი თავის თავთან იგებს. მე საკუთარ თავთან ანგარიშსწორების დრო დამიდგა. თქვენ კი, თუ ეს მოძრაობა დამარცხდა, თუ დამარცხდა, გავა დრო და სამნი მიხვალთ ერთის ნაცვლად და ხმას მისცემთ შევარდნაძის ბოროტი რეჟიმის წინააღმდეგ, – ვუთხარი მე.

***

ჩავდგი თუ არა ფეხი ესკალატორზე, უფრო სწორად იმ დროს, როცა გადავწყვიტე გავმხდარიყავი ნამდვილი მწერალი და დამეწერა ნამდვილი მოთხრობა, იოანიმ მითხრა ჩემს და ჩემი მოთხრობის მტრებზე: მტრის მეომარნი – ცათა შინა შფოთის ამტეხნი პირველ გონების დაბნელებად მოისწრაფიან და მერმე ვინადგან გონება დაგიბნელონ, რაიცა ენებოს აქმნევენ. რამეთუ უკეთუ გონების თვალნი არა დაგიყვნიან, ვერ წარგიპარონ საუნჯე იგი. არ გაიკარო, არ თანაუგრძნო, არ შეითვისო ეს გველები, იქცევიან ასიათასად, დაგინგრევენ კეთილწყობილ სულის სამტრედეს, თავს წამოყოფენ მუდმივ ჩვევად და ხასიათად და გამაფრთხილა, განსაკუთრებით შევბრძოლებოდი ეკლიან ბალახთან ჩასაფრებულ მზვაობრობის გველს. – არ დაუთმო მზაკვარს, – მითხრა იოანიმ, – მაშინაც, როცა ლამაზად შეიმოსები და მაშინაც, როცა ძველმანებს შეიმოსავ; მაშინაც, როცა მოთხრობის წერას დაიწყებ და მაშინაც, როცა ამას ყველაფერს განასრულებ. თუნდაც მარადის გამარცხებდეს, მარადის მზად იყოს შენი ქუსლი მისი თავის გასაჭეჭყად, რამდენჯერაც არ უნდა წამოყოს თავი წყეულმა, რადგან მის კისერზეა პოეტთა გულისშემაწუხებელი სევდები, სიგიჟეები და თვითმკვლელობები. – და მასწავლა, როგორ გავმკლავებოდი ამ გველებს. პირველად პირადი დაცვა უნდა გამეძლიერებინა, რადგან ამ საქმეს მხოლოდ ერთი ჯარისკაცი – სინდისი არ ეყოფოდა, სხვა მშველელებიც მჭირდებოდა – მაცნე ჯარისკაცები – სახელებად სიფხიზლე და გონიერება და სამტრედეს წინ აღმართული ორი გოდოლი, ბორბლებიანი ორი კოშკი მტრის მეომრებზე საკადრისის მისაგებელად.

და როს ივდითის მახვილივით აღიმართები, – მითხრა იოანიმ, – და ეს მახვილი როს მიაგებს შენს მტერს მისაგებს, შენი ლოცვები – ეს მტრედები და ეს ფურცლები გაფრინდებიან თავადისაკენ.

ავიღე ისევ ჩემი ლამპარი, გავუდექი გზას, თან მტკიცედ გადავწყვიტე შევბრძოლებოდი ჩემი მოთხრობის მტრებს, როცა ჩემსკენ დაიძვრებოდნენ. მხოლოდ მტრედები, თეთრი ფურცლები, აღარც მტრები და არც მეგობრები, – ვთქვი ჩემთვის.

მაგრამ არ მახსოვს, რა დრო გავიდა, ან როდის და როგორ შემოსრიალდა, ვით ძილბურანი და ტკბილად მიჩურჩულა: სამოსლითა შეგმოსავ ჭრელითა, თითოფერით და შენ რომ ლიტერატურული კაფე მოგწონს, იქ მოგიწყობ ამ მოთხრობის პრეზენტაციას, ჩაგაცმევ ფეხზე სანდლებ, შეგაბამ ფარღულ, სამაჯურებ ხელთგაგიყრი, ბეჭდებ და საყურეებ გაგიკეთებ, იქნები ივდითივით ამაყი ქალი – ქალდეველთა შთამომავალი.

მივდივარ, თუ მძინავს, თუ რაღაცნაირი ძილბურანია და ვტკბები… ივდითივით ამაყი ქალი.

თითქოს ვიღაცამ ხელი მკრა. უთუოდ ერთ-ერთი გუშაგი იყო. საწყალი! ალბათ რამდენ ხანს მეჯაჯგურა, სანამ შემაფხიზლებდა. გავახილე თვალი, ვხედავ ლამპარი დაქრობის პირასაა. თურმე ძარცვავს ჩემს გონებას ეს გველი – მტრისგან მოგზავნილი მსტოვარი, მტოვებს ბნელში. მაშინვე გამოვფხიზლდი და გუნებაში ვთქვი: იოანი, მიშველე, ზეთი მითავდება. ჩემმა მასწავლებელმა თუ გულისხმაჰყო – მაშინვე აინთო ლამპარი. მე სად მახსოვდა მახვილი, ხმალი, ხანჯალი, თოფი და არც შურდული გოლიათის დამმარცხებელი, რისხვით ავყვირდი: წა-დი, წა-დი, გა-და-დე-ქი, გა-და-დე-ქი.

და ვთქვი: ვუპოვო იქნებ წამალი ამ ჩემს სამეფოს, როცა ის ზვავობს, ავდგე და დავაწერო კედელსა ზედა კატაკომბისასა სახელები სრულთა მწერალთა.

ავდექი, მივანათე ლამპარი გვირაბის კედელს და დავაწერე დიდი ასოებით შემდეგი სახელები: იოანი, სვიმეონი, სილუანი, თეოფანი, სემუელი, უილიამი და ჰერმანი. მერე დავბრუნდი ჩემს თავში და ვუთხარ ჩემს თავს: – გვალე, წარვიდე სამხილებელისა მიმართ, მივიდეთ და აღმოვიკითხოთ სახელები იგი.

მივედით სამხილებელ კედელთან და ამოვიკითხეთ და მაშინ ვუთხარი ჩემს თავს: ჰოი საწყალობელო და ჰოი უგუნურო, რაჟამს ესე ყოველნი მოიგნი, რაც მათ მოიგეს, მაშინ ჯერეთ შორსვე ხარ ნამდვილი მწერლობისაგან, ვითარც ნეკნის ნარჩენი, ხოლო ვინათგან ფრჩხილისოდენი ამათგანი ჯერეთ არა გაქვს, ვითარ ზვაობ?

ავტორის მესამე დარაჯის

გულისსიტყვები

ჩვენ არ ვიცოდით, რას ფიქრობდა იოანი, ან რატომ გამოიყოლა ამ გვირაბში ქალი, რომელიც ვერ ხვდებოდა, რომ ეს გზა თავის ეკალ-ბარდით მხოლოდ რჩეულთათვის გამზადებულა. და საერთოდაც, ეს გვირაბი არ იყო, უფრო გრძელ, დახვეულ და უცნაურ ბაღს ჰგავდა და ეს ბაღი მოუვლელი, სავსე გველებით, სავსე მსტოვრებით წინ გადაუშალა იოანიმ ავტორს. ქალი კი უცნაურად იქცეოდა, ხშირად არათუ ვერ ამჩნევდა ბაღის ბინადრებს, უფრო მეტიც, გაურბოდა მათ დანახვას და სანაცვლოდ აკვიატებულ სიტყვების სახლში იმალებოდა. ვინ აღიმართებოდა, ვინ ივდითი, რის მახვილი?! ქალი საწყალი მსტოვართა წრეში და ეს მსტოვრებიც – ცათა შინა შფოთის ამტეხნი – ჰადესის ბინადარი ძაღლები, მარად მზადმყოფნი წვდომოდნენ ყელში.

(გაგრძელება ქვემოთ)

ბმული:
* https://tsira.wordpress.com/2017/01/10/მასწავლე-როგორ-გავხდე-მწ/

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptyWed Nov 11, 2020 12:16 pm

ცირა ყურაშვილი

მასწავლე, როგორ გავხდე მწერალი

(დასასრული)


***

მალე შენს ბაღში შევალთ, – მითხრა იოანიმ, – და როცა იმ ბაღს იხილავ, აღარ გეცლება საჯარეში გამოსასვლელად, არც წყაროსთან ჩამოსაჯდომად, რათა განკითხვის ქვიშა მიაყარო გამვლელ-გამომვლელს. ხეთა შრიალი, ბაღის სუნთქვა დაიძრება რადგან გულამდე. შეიყუჟები შენს სამტრედეში, კარს მიიხურავ და ხეობიდან დაძრულ ქარებს მიაყურადებ.

მივდიოდი და მივიჩქაროდი, რათა მენახა ჩემი ბაღი, სადაც იდგა ჩემი ცხოვრების ხე, ჩემი სიცოცხლის შრიალა ხე და ყველაფერი მეწეოდა ამ ბაღისკენ: არიადნეს გორგალიც, ნატვრისთვალიც, მფრინავი ხალიჩაც.

– მოვედით, – თქა იოანიმ, – აი, ბაღიც.

მაგრამ სად იყო ბაღი, რის ბაღი, ერთი გაძრცვილი, გავერანებული ადგილი იყო, გამხმარი ტირიფებით, გამხმარ-გაშეშებული ყვავილებით და ქვეწარმავლებით.

შევცბუნდი, გავწითლდი, როგორც მჩვეოდა და ვთქვი: ეს არის ჩემი ბაღი?

იოანიმ შემხედა, მერე შორს გაიხედა და თქვა – ეს.

მოვიჩქაროდი გახარებული, ბაღი მქონდა, მეგონა, ცვარდანამული თუ ნამგადაკრეფილი, როგორც პოეტები იტყოდნენ ხოლმე. ნორჩ ყვითელ-მწვანეში არეული, ფერად-ფერადიც, გულგასახარად სურნელიანი, ეს კი, ეს ჩამხმარი, ეს უდაბური, გველებით სავსე ჩემი ბაღი როგორ იქნება?

იოანიმ – დიდმა მასწავლებელმა კვლავ შემომხედა თავის ყოვლისმხედველი თვალებით და დაბეჯითებით გამიმეორა – შენია.

და მაშინ ვთქვი: რისთვის მოვსულვარ მე ამ მიწაზე, მაშინ, როდესაც მიწა გადახმა და ახლა უნდა პასუხი ვაგო, როგორც ფოთოლმა, ანდა ბალახმა.

– არა, – მითხრა იოანიმ, – დრო არაფერ შუაშია, ეს ბაღი შენი დაუდევრობის გამო გადახმა, რადგან აღზევდი შენს ფიქრებში, შეჭამე შენი ფოთლები, დაღუპე ნაყოფი და დარჩი გამხმარ ხესავით.

მაშინ ვთქვი: აქ დავსვამ წერტილს, გავბრუნდები უკან და მუხლებში ჩავუვარდები ჩემს მკითხველს, რადგანაც სული გავუმწარე უნუგეშო ისტორიებით, რადგან შეცდომებით აივსო ჩემი ცხოვრების წიგნი, რადგან შეცდომა იყო ეს გზაც, ეს გვირაბიც, ეს ბაღიც, შეცდომა იყო ჩემი მწერლობა და ეს მოთხრობაც არის შეცდომა. შეცდომა იყო ბრმის ხეტიალიც, შეცდომა არის თვალის ახელაც, აღარ მაქვს ძალა, მე ისევ ბრმა ვარ, მე ამ ბრძოლაში აღარ შემოვალ.

– არ დანებდები, – თქვა იოანიმ, – მტრის დანებება კვლავ ძეგლად გაქცევს, რაც უნდა ყველა მზემ გადიმზევოს და მთვარეებმაც გადაიმთვარონ, შენ მწერალი ხარ და გეკისრება მტრისთვის მოჭრილი თავები თვალო.

ასე გავყევი დიდ მასწავლებელს ჩემს სათნოებათა ბაღში გულმოკლული.

***

ეს ტირიფები სინანულის ტირიფებია, – თქვა იოანიმ, – უწყლობითა და უცრემლობით ფესვებგამხმარი, ეს ქრისტესცრემლა გადამხმარი გლოვის ყვავილია, ეს ქრისტესსისხლას ყვავილები კი სისხლის ხსენებაა, თავადის სისხლის და სულ სხვა სისხლის და რამდენჯერაც არ უნდა მოვკვდეთ, იმ სისხლს მაინც ვერ გადავიხდით, ვერ გადავიხდით, ვერ გადავიხდით. ეს დუმფარები დუმილის ყვავილებია – მისი თვალების გუბურებიდან გადმორგული და ეს მსხვრევადი თეთრი შროშნები – სიმშვიდისა და სისპეტაკის სათნოებანი. აქ კი შეხედე – მორცხვი მიმოზა. და იოანიმ პატარა, ხმობაშემდგარი მცენარის წინ დამაყენა, რომლის მოგრძო ფოთლები მართლაც ჰგავდნენ მიმოზის ფოთლებს – დააკვირდი, ნახე როგორ გგავს. უთხარი რამე, აბა, ერთი უსაყვედურე!

მზად ვიყავ მთელი ჩემი ჯავრი მასზე მეყარა და ამიტომაც მივმართე ყვავილს: ურცხვო, ბოროტო, ცოდვილო მონავ, ნუთუ ვერ ხვდები, დედამიწას როგორ ამძიმებ? აგჭრი, აგკუწავ შავტარიანი დანითა, ჩაგაგდებ გარესკნელის მდუღარე ქვაბსა, ნაკუწებს… ნაფოტებს გავატან სტიქსის წყალსა… ვუთხარი ეს რისხვით და რას ვხედავ: მოიხარა ეს საწყალი მცენარე, მოიკუჭა, მოკუჭა ფოთლები, დაპატარავდა და ლამის მიწაში ჩაძვრა საწყალი.

და აქ მოულოდნელად გამახსენდა, რომ ეს შავტარიანი დანა, ქვაბი, მდუღარე, ხარშვა – ჯადოსნური ატრიბუტიკის ნაწილი იყო, იმ ჯადოსნობის, რომლის მსგავსი არაერთხელ გამეგონა და წამეკითხა. ეს სიყვარულზე მოძალადენი, სიყვარულის ძირის გამხმობნი ხომ ყველგან იყვნენ. კედლის ხვრელების სიბინძურით ამომქოლნი და კაცის ბოტასებში წიპწების ჩამკერებელნი. ნეტა ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში თუ ღებულობდნენ მონაწილეობას? ვიცნობდი ერთ ქალს, მასზე ამბობდნენ, მიცვალებულთან ბოლო იმიტომ რჩება, რომ ყინულის დნობისას ჩამოწვეთილი წყალი ქილით ხელს გააყოლოსო. არ მინახავს, მართლა იპარავდა თუ არა მიცვალებულის წყალს, მაგრამ ვხედავდი, ნელ-ნელა როგორ გაუცივდა თვალები, როგორ წაეწვეტა ნიკაპი და ზღაპრის ერთ ცნობილ, უსიმპათიო პერსონაჟს დაემგვანა.

ეს და კიდევ ბევრი რამ იმ დროს და სხვა დროს გამახსენდა და ეს პატარა მცენარე მაშინაც და მერეც ისე შემეცოდა, როგორც გადაგრილებულ თონეს ცეცხლში ჩაბუგული ჩალა და ვუთხარი: ხელში აგიღებს ჩემი თავადი, დიდი ქალაქის ხუროთმოძღვარი ქალაქის ნიშში მიგიჩენს ადგილს, თუკი გაუძლებ ყინვებს და თოვლებს, თუკი გაუძლებ წვიმებს და ქარებს და თუ გაუძლებ მზეებს და დღეებს ან ბრალიანებს, ან უბრალოებს. ვუთხარი ეს და რას ვხედავ: წამოიმართა ნელ-ნელა ეს პატარა მცენარე, ასწია ეს პაწია ტოტები და გაიმართა წელში.

ახლა ამას შეხედე, – მითხრა იოანიმ და ბუერას ფოთლები დამანახა. უცნაური იყო, რომ ამ ბაღში, სადაც ყველაფერი ჩამხმარ-ჩათუშულიყო, როგორ მწვანედ, ხორციანად, სავსედ და ქედმაღლურად გამოიყურებოდნენ ეს ფოთლები.

ეს ბუერა შენი დიდების წყურვილია, რომლის ჩრდილქვეშაც დასკუპულა მორცხვი მიმოზა და გარს უვლიან მზვაობრობის მწვანე გველები, ისინი, ვისზეც გაფრთხილებდი განსაკუთრებით და თუ გინდა ძირი გაუხმო, თვითშეფასება ამოძირკვე – ხიბლის სათავე – უკუაქციე სხვათა შეფასებებიც, რომლებიც, როგორც თვითშეფასება, არასოდეს არ არის ზუსტი და დაელოდე, თუ რას გეტყვის შენი თავადი.

ახლა დაიხარე და ეს მოთხარე, მის სანაცვლოდ ეს ნერგი დარგე, – მითხრა იოანიმ და რაღაც დაბალი, პატარა ნერგი მომაწოდა.

მე დავიხარე, დიდხანს ვეჯაჯგურე ამ ღონიერ მცენარეს, მერე სანახევროდ ამოვაგდე ისე, რომ კინაღამ წავიქეცი და როცა მიწაში სანახევროდ ჩარჩენილ ფესვს დავაკვირდი, გამეცინა – ეს ვეება მცენარე ჩემი თავმოყვარეობის პატარა, ჭიებით შეჭმულ და დამპალ ფესვზე ამოზრდილიყო.

ამის მერე წყნარად, ნელ-ნელა და გულმოდგინედ ვმუშაობდი. ამოვთხარე დიდი ორმო. შიგ შავი მიწა ჩავყარე. ორივე ხელით ავიღე ნერგი, მივბრუნდი აღმოსავლეთისკენ პირით და ვთქვი: სახელითა მამისათა… მერე ჩავუშვი ნერგი ორმოში, დავაყარე მიწა, მოვუტკეპნე თავი და ვთქვი: ი ხ ა რ ე ბ ს.

იმ ბაღის მოვლა, რომელიც იოანიმ დამაკისრა, უძნელესი საქმე იყო. ეს ნიშნავდა გამეცოცხლებინა სათნოების ყველა მკვდარი ყვავილი, ამომეთხარა ვნებათა სარეველები, გამენადგურებინა ქვეწარმავლები, რომლებიც ირგვლივ ყველაფერს შხამავდნენ და თავწაწყვეტილნი ბაღის იქით გადამეყარა და მე ავმოქმედდი. ოღონდ ეს ამოქმედება უფრო უშედეგო მიწყდომ-მოწყდომას ჰგავდა და ცოტა ხანში მივხვდი მთელი ჩემი საქმიანობის უაზრობას. მაშინ გადავწყვიტე ამომერჩია რამდენიმე, მხოლოდ რამდენიმე, რომელთაც თავს დაატყდებოდათ ივდითის მახვილი, რაც წელში გასტეხდა მტერს. მერე კი მათი დამარცხება აღარ იყო სათუო და ეს ნიშნავდა, რომ ჩემი მოთხრობა უსათუოდ შედგებოდა.

ეს იყო უმძიმესი საქმე, უძნელესი, მათ შორის, რომელიც კი მე ოდესმე მიკეთებია. თავბედს ვიწყევლიდი ამ გვირაბში, ამ ბაღში შემოსვლისთვის, იმისთვის, რომ ხელი მოვკიდე ისეთ საქმეს, რომელიც მავალდებულებდა მტრისთვის თავები კიდეც მომეჭრა, კიდეც დამეთვალა და აღმეწერა. ეს მოითხოვდა ჩემში ბევრ ივდითს, მე კი ერთი ივდითიც არ ვიყავი. ბევრჯერ გადავწყვიტე, უკანვე გავბრუნებულიყავ ჩვეულებრივ სიმსუბუქეში, სადაც აღვწერდი მზეში ტყემლის ხის ყვავილობას, მაგრამ რაღაც ძალა კვლავ წინ მიბიძგებდა და რა იყო ეს რაღაც ძალა, თუ არა ის, რომ გვირაბის თავში ჩემი ხუროთმოძღვარი მელოდა, ჩემი მთავარსარდალი, ჩემი თავადი და სანამ მისი სისხლი, მისი ხორცი, მისი ოფლი, მისი ცრემლი ჩემში ბრუნავდა, ამ კატაკომბში უსახელოდ ჩამარხვა არ მსურდა.

ასე გადავწყვიტე კიდევ ერთხელ და მარადის დავდარაჯებოდი ჩემს გულის ზღურბლზე შემოპარულ მტრის პარტიზანებს, ამ საიდუმლო განმზრახველებს მკრეხელური, მრუში ზრახვების, რომელთაგან ზოგიერთნი ჩემში მტრის მიერ საგანგებოდ იბადებოდნენ წარმოდგენებად, ვარაუდებად, სურვილებად, მოგონებებად და მათზე მიმეტანა იერიში.

სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველისაგან (რომელმაც მომცა კომპასი ჩემი მასწავლებლის საპოვნელად) ვიცოდი, რომ გულის ეს ზრახვები, საერთოდ ყოველგვარი სახის ოცნება და განსაკუთრებით ფანტაზიები მაბნელებდნენ და ჩემში ხურავდნენ იმ კარს, რომელშიც რიგრიგობით წითელფეხება პაწია არსებები უნდა შემოსულიყვნენ. მათ ნისკარტებით უნდა მოეტანათ სატრფიალო ბარათები თავადისაგან, იქნებ მოდიოდნენ კიდეც, აკაკუნებდნენ, აკაკუნებდნენ და ბარათები უკანვე მიჰქონდათ. მე რას გავიგებდი ჩემი საავტორო უფლების მქონე სერიალებით გართული.

არადა უამათოდ, ოცნებათაგან თავისუფალს, სუფთა გონებით, არაფერს რომ არ გამოსახავს, როგორიც იყო ჩვენი საერთო მშობლების გონება, სანამ მცურავი არ ჩაუსახლდათ, სირბილი, ფრენაც კი შემეძლო თავადის გზებზე. ოცნებათაგან თავისუფალს ხომ ჩვეულებრივი მგზავრი აღარ მეთქმოდა. უფრო მდევარი ვიქნებოდი მძიმე ტვირთჩამოხსნილი, მტვრიანფეხსაცმლიანი, ტვიროსისა და სიდონის გზებზე ნაფჩხვენებისთვის ჩასაფრებული და დავიწყება-გახსენებისთვის ემაუსის გზებზე მავალი.

ასე ნელ-ნელა დავიწყე დაკვირვება და უცნაური რამ შევამჩნიე. ეს ჩემებური სერიალები – ოცნებათა ხატები მიაღწევდნენ სრულ გამომსახველობას თუ არა, ისეთივე მოსაწყენი და უგემურნი ხდებოდნენ, როგორც არაერთი ფუჭი საგანი ჩვენს გარშემო, მაშინ, როდესაც თავადის სახე არასოდეს ხდებოდა მოსაწყენი, უბრალოდ, ზოგჯერ მის სახეს საავდრო ღრუბლები ეფარებოდნენ. მთავარი იყო მოთმინება და გაძლება ამ ფშუტე ნეტარების მოთხოვნილებისადმი, რომელსაც თავადის სახისგან განსხვავებით არც სიხარული მოჰქონდა, არც სიმშვიდე – პირიქითაც, ამ ფანტაზიებს, ოცნების მრავალრიცხოვან ხატებს ჩემი ნებართვით ჰადესის გველი, ხელმოცარული ხელოსანი როცა ქმნიდა და ხალისობდა, შეეძლოთ მხოლოდ სასოწარკვეთა ღვედით ჩაებათ სახლის წინკართან.

ხელლამპრიანი მგზავრიდან ასე ვიქეცი მთავარ დარაჯად.

-ერთი ამას შეხედე, მითხრა მეორე დარაჯმა: მე შევწყვიტე ხუროთმოძღვართან საუბარი, რადგან მაინც უგულისყურო იყო და რას ვხედავ: მე რომ აგერ საუბრებს აღვავლენ და თან ერთი ფილარმონია ხალხი მშიერ-მწყურვალი მწვანე მოლზე მიცდის*,

სქოლიო

*ადრე, ათი-თორმეტი წლის წინ ქუთაისში, მწერალთა სახლში ერთი ხანდაზმული, ყოჩაღი ქალი დადიოდა – ცენტრალური გასტრონომის გამყიდველი – ჟენია დეიდა. მარსიანიც იცნობდა იმ ქალს. თავის ხილვებზე ბევრს გვიამბობდა, თან უამრავი რვეული მოჰქონდა ჟენია დეიდას და მაკითხებდა. მაშინ ესა თუ ის ფენომენი მკითხველთა დიდ დაინტერესებას და მითქმა-მოთქმას იწვევდა და მისი ხილვების შესახებ მოზრდილი წერილიც დავწერე. რამდენიმე ადამიანმა წერილის წაკითხვის შემდეგ მითხრა, ეს ქალი ხიბლშიაო. მაშინ არ ვიცოდი, რა იყო ხიბლი, ძალიან შევწუხდი და დამენანა მისთვის ჟენია დეიდა. გავიდა დრო და როცა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მკაცრ შეფასებას მოვუსმინე ხიბლის შესახებ, დავრწმუნდი, რომ თუ ამ სახადს მხოლოდ წმინდანები განერენ, ჩემი კეთილი ჟენია დეიდა – ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ცენტრალური გასტრონომის ერთ-ერთი სექციის დახლზე თავდადებული ასი, თუნდ ორასი და თუნდ ათასი „უფალო შემიწყალეთი“ რას განერებოდა, ანუ გადაურჩებოდა, ანუ განერიდებოდა.

ჟენია დეიდას სქოლიოს ეს მდაბალი ადგილი იმიტომ მივუჩინე, რომ მის ერთ-ერთ რვეულში ასეთი რამ მაქვს ამოკითხული: ჩვენგან წასულები მწვანე მოლზე სხედან და ჩვენს ლოცვას ელიან. თუ მოვიხსენიებთ – მათ წინ გემრიელი ტრაპეზი გაიშლება თუ არადა, როგორც ძაღლებს – პურს ხელუკუღმა ესვრიანო. მე არ ვიცოდი, იშლებოდა თუ არა მათთვის მადლის ტრაპეზი, იდგნენ, ისხდნენ, პურს ხელწაღმა ესროდნენ თუ ხელუკუღმა, ეს მთავარი არც იყო. მთავარი იყო ის, რომ ჩვენი უმწეო მიცვალებულნი ჩვენგან კავშირს მართლა ელოდნენ და უჩვენოდ მართლაც გაუჭირდებოდათ. მათ ხომ თავის დროზე მძიმე ცხოვრება ერგოთ. ვინ დამბეზღებელი იყო და ვინ დაბეზღებული, ვინ მოუსავლეთში გადაკარგული და ვინ გადამკარგველი. ერთი ჩემი მეგვარე – ეკლესიიდან ზარის ჩამომგდები ხომ ყველას თვალწინ ცოცხლად შეჭამეს მატლებმა.

_______________

მოკლედ, ეს ჩემი რაციო დადის და დაიძურწება მაწანწალა ძაღლივით, ხან მწერალთა სახლში შეეხეტება, ხან გასტრონომში შესუნსულდება, ხან ნაგავსაყრელზე გადის, ხან ერთგან ამოკრავს დრუნჩს, ხან მეორეგან. რა უნდა მექნა – მოვკიდე ხელი საყელურში, წამოვათრიე შინ და კვლავ საუბარი განვაგრძე. გავიხედე მეორე წუთში, გაუწყვეტია საყელური და გარბის. ისევ მოვათრევ – ისევ გარბის და ასე დაუსრულებლად.

– გონებაგაუფანტველ საუბრებს მე რას შევძლებ, ან როდის შევძლებ, – ვამბობ უიმედოდ.

– ოდესმე შეძლებ, – ამბობს იოანი, – არათუ მადლით, სასყიდელი იგი მოქმედსა მას შეერაცხების თანანადებით.

***

– მასწავლე, როგორ გავარჩიო – ამ გულისსიტყვებს და ზოგ გულისთქმას ნათლის საუფლო ბადებს, თუ ბნელის, – ვთხოვე იოანის.

გულს თვალები აქვს, – მითხრა იოანიმ, – და იმ თვალებით განიკითხავს იმ გულისსიტყვებს. როცა გექნება ის თავდადება, რაც იმ ბრმას ჰქონდა, შენი გულის სახლს თვალები მაშინ აეხილება, მაშინ გაარჩევ.

და აი, ერთხელ, ხშირად თუ იშვიათად, როცა ჩასაფრდნენ ჩემი გუშაგები, არც მე ჩამეძინა და ამოცურდა შავპალტოიანი კაცის სახე ვერცხლისფერი საფეთქლებით და ელვამ დამკრა. ან სხვა რამემ. ელვა იყოს, ელვად სახელსდებდა მას იოანი და ეს იყო ერთადერთი რამ, რომელიც ჩემმა მასწავლებელმა ვერ ამოხსნა, ეს ელვა, რომელიც დაგკრავს და გაგივლის, ვერც სადმე შეასწრებ და ვერც დაემალები, ვერც ჩაუსაფრდები და ვერც მოიხელთებ, რადგან არ იცი, როდის მოვა და როდის გიმტრობს.

და ამოცურდა შავპალტოიანი კაცის სახე ვერცხლისფერი საფეთქლებით და ჩემმა გუშაგებმა შეაჩერეს ჩემებური სერიალის მარადმოძრავი ლენტები და უკან გააბრუნეს სიძვის გველი და მეც ჩემს მგრძნობელობით ნებას ცხრა კარი გადავუკეტე და აღარ მივეცი ძალა ჩემთვის ძვირფასი ხატის დაბნელება-გაბინძურების და ამ ხატის ვერცხლისფერ საფეთქლებს ვუთხარი, რადგან სიყვარულის ძირი ჯერ არ გამხმარა, მე გიპოვე შენ, შენ ჩემი ცხოვრების წამალი ხარ, შენ თავადის ანარეკლი ხარ და აქ დავსვი წერტილი, რადგან მწერლობას ვაპირებდი და როგორც ვხვდებოდი, მწერლობაში მთავარი წერტილის დასმის ხელოვნება იყო და მივუბრუნდი ჰადესის გველს, მივაშვირე თითი, სამჯერ მბრძანებლურად დავუძახე: გადადექი, გადადექი, გადადექი. და მართლუკუნ სატანა… ის გადადგა.

***

და ამის მერეც და მანამდეც ბევრი ვიარე, როგორც ივდითმა, არაერთხელ ავმაღლდი ჩემი სულის ბეთულიაზე, მერე დავეშვი, მერე ავმაღლდი ერთხელ და ბევრჯერ. მთის კენწეროზე საყდარი ვნახე, საყდარში შეველ, ჩემი სულის ზარებს ჩამოვკარ. მაშინ ამღერდნენ ჩვენებური, ძველებური, ძველი ზარები, მე-6 საუკუნის წვერის წმიდა გიორგის საყდრის ზარების მსგავსი, ღრუბლებში ჩაფლული საყდრის, მომთავრო და პატარა ზომისანი, ალაგ მწვანით, ალაგ ვერცხლისფრით, ალაგ ჟანგით დაფარული, შიგნიდანაც ამოტკეჩილი, მაინც ხმაკეთილი და ხმაკეთილობით ჩრდილოეთის ქარისგან დაწუნებულნი, ოცდაშვიდის ნაცვლად ამღერდა ორი და მაინც ხომ ამღერდა ორი და იმღერეს ჩემმა ზარებმა ორ ხმაში და თქვეს: ქრისტე მოდის, ქრისტე მოდის, მოდის, მოდის, მოდის, მოდის… ქრისტე მოდის, ქრისტე მოდის, მოდის, მოდის, მოდის, მოდის…

***

იმ სანეტარო დღეს კი გუშაგმა მითხრა: ოლოფერნე კარავშია. ივდითს ელის.

– შემიყვანე!.. – ვუთხარი მე გუშაგს, გუშაგმა ხელი მომკიდა და მთავარი წიგნის 462-ე გვერდზე შემიძღვა.

ოლოფერნე იჯდა, მეწამულ კარავში სპილენძისფრად ელავდნენ მისი შიშველი მხრები.

– მოვედი, – ვუთხარი მე, – ივდითი მოვიდა.

მაშინ ალმური ავარდა ოლოფერნეს დაბანგული, სპილენძისფერი სხეულიდან, ხოლო წითლად ანთებული, გამბურღველი თვალებიდან ჩემს მხარეს მილიონი ელვა გამოკრთა.

მაშინ მიმითითა ოლოფერნემ – სიძვის გველმა ჩემს დარაჯზე, ჩემი სულის პირველ ჯარისკაცზე და მაცდურად მითხრა: აღიღე, აღიღე და ჯუარს აცუ ეგე. მე შევხედე ჩემი სულის პირველ ჯარისკაცს, ჩემს მცველს, ჩემს გუშაგს და ოლოფერნეს ვკითხე: უფალი ჩემი ჯუარს ვაცუა?

– აღიღე, აღიღე! – მითხრა ჩურჩულით, მაცდურად.

მაშინ მე ვიხადე მახვილი, იმ წუთს და მას შემდეგაც ბევრჯერ და უსასრულოდ დავჰკარ კისერზე ოლოფერნეს – სიძვის გველს, წარვკვეთე თავი, გადავაგორე გვამი საწოლიდან, სვეტებიდან ჩამოვაგდე გავალაკი და ვთქვი:

– ისმინეთ ჩემი ძმებო, მწერლებო… აიღეთ ამ სიძვის კერპის მოკვეთილი თავი და გამოჰკიდეთ თქვენი გალავნის ქონგურებზე… მაშინ გათენდება, მზე ამოანათებს ქვეყანაზე და გაანათებს თქვენს საბრძოლო აღჭურვილობას. მაშინ სიყვარული გვიცნობს, ვეღარსად დავეკარგებით და მისი ძირი აღარ გახმება.

***

– ნუ მიიჩქარი მოთხრობის დასასრულისკენ. მოთხრობა თვითონ დაასრულებს თავის თავს. შენ შენს ხელსაქმეს ნუ ააჩქარებ, რადგან უკვე მგზავრი აღარ ხარ, შენ ამ ბაღის ბინადარი ხარ. გაიხედე და თავადის დაქსოვილი ფარდაგები იხილე, მისი სიტყვით დაქსოვილი ხალიჩები იხილე. მისი სიტყვით შემოსილი ცა და მიწა იხილე, რადგან ის არის უპირველესი ხელოვანი, მისია პირველი სიტყვა და გ ე შ ი ნ ო დ ე ს ს ი ტ ყ ვ ი ს, – ეს მითხრა იოანიმ, ჩემმა მასწავლებელმა. მე დიდხანს ვფიქრობდი, მერე გადავფხიკე დაქცეული სანთელი 30-ე თავზე და წიგნი დავხურე.

ვიჯექი და ვქსოვდი იმ ბაღში, რომელშიც ჩემი გულის სახლი იყო ჩადგმული, ვქსოვდი ჩემს სამოსელს, ველოდი კაკუნს და როცა ფერები შემომაკლდებოდა, ვდგებოდი, ხახვის ნაფცქვენებში ვხარშავდი ძაფებს, ატმის ფოთლებშიც ვხარშავდი, კოწახურის ტოტებშიც ვხარშავდი, რომ პირველ ფერებს დავახლოებოდი. დროდადრო სიტყვებითაც ვქსოვდი, რათა დიდი მონატრების ჟამს, როცა თავადი მკითხავდა: – და რაია არსებაი შენი? მე ამეღო და გამეწოდებინა ეს ფურცლები.

2003 წელი

ბმული:
* https://tsira.wordpress.com/2017/01/10/მასწავლე-როგორ-გავხდე-მწ/

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ცირა ყურაშვილი
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: