არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მწერალთა სახლი

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

მწერალთა სახლი Empty
PostSubject: მწერალთა სახლი   მწერალთა სახლი EmptyWed Feb 21, 2018 8:04 pm


21 თებერვალი 2018
კულტურის და სპორტის სამინისტრო სამი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას დააფინანსებს


მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც არიან:

რატი ამაღლობელი,
ლევან ბერძენიშვილი,
ზვიად კვარაცხელია,
თინა მამულაშვილი,
ზვიად რატიანი,
ხათუნა ცხადაძე,
ბესო ხვედელიძე,

გამოავლინა ჟურნალები, რომელთაც კულტურის და სპორტის სამინისტრო 2018 წელს დააფინანსებს. ესენია:
საბავშვო ლიტერატურული ჟურნალი - „დილა“ და
ლიტერატურული ჟურნალები:
„არილი“ და
„ახალი საუნჯე“.

კონკურსი ლიტერატურული ჟურნალებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად მწერალთა სახლმა ამა წლის 31 იანვარს გამოაცხადა. სულ შემოვიდა ხუთი განაცხადი. საბავშვო ჟურნალების კონკურსზე წარდგენილი იყო ერთი ჟურნალი: „დილა“. ლიტერატურული ჟურნალების კონკურსზე - ოთხი ჟურნალი: „არილი“; „ცისკარი“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ახალი საუნჯე“.

ბმული:
* http://writershouse.ge/geo/new/1000

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

მწერალთა სახლი Empty
PostSubject: Re: მწერალთა სახლი   მწერალთა სახლი EmptyWed Feb 21, 2018 8:21 pm

20 თებერვალი 2018
კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მწერალთა სახლის ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“


მწერალთა სახლი კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს 6 ნომინაციაში:

წლის საუკეთესო პროზაული კრებული
წლის საუკეთესო რომანი
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
წლის საუკეთესო წიგნის ყდის დიზაინი
წლის საუკეთესო დებიუტი

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით.
ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2017 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები;
პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა;
წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ;
თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ წარმოდგენილი წიგნების რაოდენობა შეზღუდული არაა;
საკონკურსოდ წარმოდგენილ წიგნებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; გამარჯვებულებს ჟიური ფარული კენჭისყრით გამოავლენს. ჟიური იტოვებს უფლებას, გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 მარტი.
კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური ივნისის დასაწყისში წარადგენს. გამარჯვებულები 7 ან 8 ივნისს გამოვლინდებიან.
გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის მწერალთა სახლის მისამართზე (მაჩაბლის ქ. 13) უნდა წარმოადგინონ:
- განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, მწერალთა სახლის დირექტორის, ნატალია ლომოურის სახელზე;
- საკონკურსოდ შერჩეული წიგნები (3 ეგზემპლარად);
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით info@writershouse.ge

ტელ: +99532 297 41 01; 297 41 02

ბმული:
* http://writershouse.ge/geo/new/999

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
 
მწერალთა სახლი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: