არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 რუსუდან კაიშაური

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

რუსუდან კაიშაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   რუსუდან კაიშაური - Page 2 EmptyMon May 17, 2021 10:44 am

რუსუდან კაიშაური - Page 2 3-0010

რუსუდან კაიშაური

მე ვარ კომბლე

დატვირთული დღის ბოლოს
შავ დღეში ვარ ჩავარდნილი:
დალილავებული, დაწურული,
თოკზე გაფენილი
ერთი დღის გამოფენა ვარ,
ჩემს ნაცვლად
სარეცხი იქნევს
ხელ-ფეხს ბეჯითად.
ღამით მე,
რაც ვარ დარჩენილი,
შვილებს დავისვამ წინ,
კბილებს ვაკრეჭინებ:
ხუთივეს ჩემი ჩიჩია აქვს
კბილში ჩარჩენილი.


Arrow


Last edited by Admin on Mon May 17, 2021 11:04 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

რუსუდან კაიშაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   რუსუდან კაიშაური - Page 2 EmptyMon May 17, 2021 10:49 am

რუსუდან კაიშაური

დაჭერობანა თამაში არაა

რადგან ასე დავიწყეთ
მე და ბებიამ ერთმანეთში
არსებობა,
ჩემთვის რომ იცლიდა.
გული დამწყდა, ყველაფრიდან
ერთბაშად გავიდა,
ხავსად ამომეწოდა მიწიდან.
მაშინვე დედაჩემი ჩაენაცვლა,
შაქარივით შემერგო.
ერთად ყოფნის დიდხანობას
რაღაც სახელიც დავარქვით ორივემ,
მაგრამ მე ტყუილად მიხაროდა.
მერე შვილები გამომეკიდნენ
დასაჭერად,
თავიდან მათ მე დავდევდი.
ტანჯვით ამომყავდნენ ჩაცვენილები
მაინცდამაინც ეკალ-ბარდებში.
ახლა ისევ დაჭერობანას ვამზეურებ,
ვერ დავეხსნები სხვებს ისე, როგორც
წინსაფარი მოახლეს.
გასაქცევში ადგილი აღარ დარჩა,
მერანს ყურები დაუგრძელდა,
ჩემს გაუქმებულ გოგოობას
უნდა მოვახტე.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

რუსუდან კაიშაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   რუსუდან კაიშაური - Page 2 EmptyMon May 17, 2021 10:50 am

რუსუდან კაიშაური

დაღლილობა

ქალი ვარ,
ყველაზე ბუნებრივად
დაღლილობისკენ მივდივარ,
თორემ ქორწილში,
მაყრებს შორის ჩავლისას
ხმლები მაღლა რომ ეჭირათ,
არაბუნებრივად ვუღიმოდი მათ,
ვინც ვარდებს და
კანფეტებს მესროდა,
რადგან ვარდები ბენებრივად იჩხვლიტებოდნენ,
კანფეტის ქაღალდშიც
ბუნებრივი ქვები იყო გახვეული
და ნეფემ ვერ გაუძლო,
არაბუნებრივად გამექცა,
შუამდეც არ მომყოლია.
წამოვიწყე მარტოობის
აქცია:
თვითონ გავტეხე თეფში,
თაფლითაც ჩავიტკბე
მჟავე ხასიათი.
სარეცელთან დაღლილობა მელოდა,
მომეხვია და საწოლზე წამომაქცია.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

რუსუდან კაიშაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   რუსუდან კაიშაური - Page 2 EmptyMon May 17, 2021 10:51 am

რუსუდან კაიშაური

გამეორება

პირველი შვილი
რომ გავაჩინე,
მივხვდი, თავი გავყიდე,
ძალიან განვმეორდი,
მეორე უკუღმა დავბადე,
მესამე – საკეისროთი,
მეოთხეც მე ვიყავი
და მეხუთემდე ავედი.
ცოცხი და ლექსიც
დავიმგვანე,
ამიტომ ყველაფერში
ვიქექები,
რაშიც ჩემი თავი დავინახე
ან ჩავაქციე.
დედაჩემსაც ვუთვალთვალებ,
ვარდებით ვაჩუქურთმებ,
ეკალსაც ვუჩხვლეტ ხოლმე,
რომ სურათად არ გადაიქცეს.
დედაჩემიც თურმე გამიმეორებია,
ახლა უკვე ნასწავლს ვიმეორებ,
ხელებითაც ავყვებ-ჩავყვები,
რომ არ დამავიწყდეს.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

რუსუდან კაიშაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   რუსუდან კაიშაური - Page 2 EmptyMon May 17, 2021 10:52 am

რუსუდან კაიშაური

თვითმკვლელი

ჩემი სახლიდან
საჭმელების სუნი არ გამოდის,
აქ ლექსები დუღს
და ორთქლი
თვალებს მიწყლიანებს.
ბავშვობაში, როცა მამწარებდნენ,
საშველად დედასთან კი არა,
ლექსებთან გავრბოდი,
თავზე ხელის გადასმით
შურისსაძიებლად რომ მაბრუნებდნენ ადამიანებთან.
აუტანელს მეძახდნენ ყველანი,
რადგან ვლეწდი და ვშლიდი,
ვძარცვავდი მათ,
პირი რომ მქონოდა
ლექსებთან მისასვლელად -
იქ ვინელებდი ნაძარცვ-ნაქურდალს.
რა ვქნა ახლა,
ყველა და ყველაფერი
ლექსებში ავრეკლე -
ასე შური ვიძიერ მათზე
და ახლა მოსაკლავად
დამდევენ ლექსები.
ვზივარ, წინ მიდევს
ფურცელი და კალამი -
თვითმკვლელის იარაღია
ესენი.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

რუსუდან კაიშაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   რუსუდან კაიშაური - Page 2 EmptyMon May 17, 2021 10:52 am

რუსუდან კაიშაური

ღუზა

ძილში ჩავიძირე,
მაშველი რგოლია
ჩემი სიზმარი,
როგორმე უნდა მოვიხელთო.
ქინძისთავივით გავეყრები
უდროო დროს
და მეღვიძება.
ძილის ტალღებით ვარ
აწეწილ-დაწეწილი,
მოულოდნელ დილაში
ამოყვინთული.
ბალიშის კუნძულს
ჩაფრენილი,
ზეწარს გადავფერთხავ
სარკმელში -
ასე მყარზე გადასვლას
განვიცდი,
ღუზასავით მოვბარბაცებ აქეთ,
ისე მღვრიეა ცხადი,
სად ჩავეშვა,
არ ვიცი.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

რუსუდან კაიშაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   რუსუდან კაიშაური - Page 2 EmptyMon May 17, 2021 10:53 am

რუსუდან კაიშაური

შეტოპვა

სიბერეს მოვიზომებ – მეთქი
და ისე ჩავიცვი,
მხოლოდ თვალები მიჩანს.
ხელს მაძლევს კიდეც,
ჩემი მდევრებისგან მიცავს.
თავს დამტყდარ სიმშვიდეს
ხელში ვატრიალებ სახრედ,
სიბერით გავიმართლებ
ხელებაფარებულ სახეს.
რამდენმა შეჩვეულმა ჭირმა
მომასვენა,
რომ ვეღარ მიცნო,
შვილებს ბებია ვგონივარ,
ქალობა მადგია ტანზე,
ვიწროდ.
სიბერე გაუგებრობაა,
გარს შემომერტყა
ფარღარღალა შენობას
და თავს ვეღარ ვიძვრენ მისგან.
მგონი, ძალიან შევტოპე.


უკანდახევა

უკანდახევა რომ დავიწყე,
დედამიწა მაინც წაღმა
ტრიალებდა,
თავი ვერ გავიტანე.
უკან-უკან მოსიარულეს
აწმყო მესობოდა თვალში,
ვერაფერს წამოვედე შესაჩერებლად.
უკუღმა რომ ვიარე,
გვერდში აღარავინ შემრჩა,
ჩემს წარსულში გაიხლართნენ.
ბედუკუღმართობას თვალები
ავუჭრელე,
ვითომ უკან ვიხევ,
მაგრამ ასე მანძილს ვკრეფ,
წინ გასაჭრელად.


არჩევანი

ბოშასავით ვცხოვრობ
ავტობუსიდან ავტობუსში,
აქ ვჭამ, აქ ვწერ
და მიყვარს.
უკან მომდევენ ქუჩები,
ფლორა-ფაუნა.
საერთოდ, ქალაქი
მომდევს უკან
და მეც ვეღარ ვწუწუნებ მასზე:
მისი თუ უიმისო ვარ.
მახსოვს: ბავშვობას თავს
ვერ გაფარებდი,
მცემდნენ ხოლმე
და დიდობას მივეტმასნე კი არა,
გულამოღებული კაბით
შემიტყუეს და დამცინოდნენ,
წესებს რომ ვარღვევდი.
ახლა სიბერისკენ ვიხრები,
მაგრამ თუ ვრისკავ,
იქიდან ვინღა გამომაჩოჩებს.
ამიტომ ბოშასავით
ბორბლებზე ვდგავარ,
ავტობუსის ფანჯარას აკრული
ვეჯღანები სახლებს: ბებრებს და ახალგაზრდებს,
ადამიანებსაც.
,,ბარემ ცირკი იყავი!” – ჩემს თავს ვეუბნები.
ისედაც, განა ცირკმა
საქმე არ გამიჭირა?
გრძელსაყურებიანს,
ჭრელი კაბა მიფრიალებს, მგონია და
თურმე დროშა მიჭირავს.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

რუსუდან კაიშაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   რუსუდან კაიშაური - Page 2 EmptyMon May 17, 2021 10:54 am

რუსუდან კაიშაური

სასიკვდილო ორთაბრძოლები

ატმისკენ პირი არ მიქნია,
მარტო გული გავუსინჯე,
სადაც წვეტიანი კურკის
მუშტი დევს
ვაშლისგან განსხვავებით,
ვისაც გული ისე გაუწვრილდა,
რომ თვითონ იქცა მუშტად
ეს ხავერდოვანი სეზონი
ატმის კურკებს უჭირავთ,
მიწაშიც რომ აგრძელებენ
სასიკვდილო ორთაბრძოლებს.
გადაპარსული ვარდისფერი თავები
და ტკბილი სურნელი კი
მაშრიყით მოსული მტრის მსგავსია,
ნელ-ნელა ქართლის
გზისპირებს მოედება.
ვაშლები უფრო ქართველებს გვანან,
ცარიელა მუშტები არიან.
მაგრამ თუ მკვახე-მკვახე ლაპარაკი
ნაადრევია,
მაშინ წავიბაზროთ,
ვაშლ-ატამი ბლომად,
ხოლო მუშტარი
განა ბევრია.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

რუსუდან კაიშაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   რუსუდან კაიშაური - Page 2 EmptyMon May 17, 2021 10:55 am

რუსუდან კაიშაური

პეიზაჟი

ქარი გამაზავებს
პეიზაჟში,
სხვა რა ვქნა?
სისხლნაკლულ სამშობლოს
ფერით ვავსებ.
ვიდრე ქარი აქტიურად ავდარობს
მე ვეკითხები ჩემს თავს:
,,სადა ვარ?”
სამშობლო ადგილზე ფეხმოუცვლელად
სახლობს,
მეც იქვე, ნაირ-ნაირი
ბუნებით,
ვშორიახლობ.
წინაპრებისკენ რომ მოვიხედო,
მასწავლიან:
ერთად უნდა ვიყოთ
მე და სამშობლო,
და თან ერთმანეთი
ვერ მოვიხელთოთ.


გიორგობისთვე

ნოემბერი გიორგობაში
ეძებს თავისგამართლებას,
საკუთარ ზიზილპიპილოებს
ასე თუ გადათელავს.
ნოემბერში ღრუბლები
იქცევიან ჩანჩურებად,
მაგრამ ვერ დასცინებ,
თოვლ-ჭყაპით გაჩუმებენ.
ერთი დღესასწაულის ამარა
გაცივდება ნოემბერი,
წმინდა გიორგის ერთი მახვილი
რამდენ გველეშაპს მოერევა.
ისედაც, რთველის შემდეგ
სამშობლო დამბარბაცებია,
ხეები, ტაშს რომ გვიკრავდნენ,
გაძარცული და ნაცემია.


მასწავლებელი

დავბერდი, ადგილზე
ვერ ვჩერდები,
საათობას ვჯერდები,
დღე-ღამეს ვასწორებ.
ისრებს აღარ ვისვრი,
მიმართულებებს ვაჩვენებ
და ჭკუის დარიგებები დამჩემდა.
შემაწუხეს სხვების ჭირებმა,
ისრებით ვაჩვენებ, რომ
არსებობა მექნიკურია,
ხელ-ფეხის განძრევა გვჭირდება.


შუშანიკი

ჩემთვის ყოფნას რომ ვცდილობ,
იმ ციხე-კოშკში ვიმალები,
ლოგინი რომ ჰქვია.
თვალებს არ გავახელ,
რაც ნიშნავს: შეზღუდული
და დაკეტილი ვარ.
ასე მთელ დღეს
შემიძლია ვიტრიალო ჩემთვის,
ვიდრე ბრახუნს არ ამიტეხენ
იმის გასარკვევად -
შუშანიკივით, შუა ოჯახში
სენაკი ხომ არ აღვმართე.
ლოგინსა და ფიქრებში
ამაოდ ჩავეფალი,
რადგან ისევ მათ უნდა დავუბრუნდე დიასახლისად,
ყოფილი დედოფალი.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

რუსუდან კაიშაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   რუსუდან კაიშაური - Page 2 EmptyMon May 17, 2021 10:56 am

რუსუდან კაიშაური

ჩაის სუფრა

სიმშვიდე შემოვდგი ჩაიდნით
და ფინჯნებით,
ჭერისკენ ორთქლის ფესვები გავიდგი.…
ვერ ვთოკავ ჯერ ჩვევებს მხეცურებს,
ვერ ავიტან,
თუ ჩაის სულისბერივით არ ვეჩხუბე.
და ვგრძნობ, არაფრის დიდებისთვის
ხმაურიდან ორცხობილი,
ჩაიში რომ ვრბილდები,
მხოლოდ ჩაი აღმოვაჩინე,
თან რომ მოჰყვა
სიმშვიდე და ბებიის დარიჩინი.


პასუხი

მე, უკვე ზრდასრული,
ყველა კითხვაზე
გაცემული პასუხი ვარ.
აწმყოში უხერხულად გაჩენილი,
ზოგჯერ კითხვაც ვარ
არასაჩემო.
სულსწრაფობის გამო
დაბადების დღეს
სხაპასხუპით ვეპასუხე.
ამომწურავი პასუხისთვის
ძალა რომ მოვიკრიბო,
საკუთარი თავი
უნდა მივკიბ-მოვკიბო.


ბოღჩა

გამონაკული ბოღჩა ვარ,
მუხლებზე ხელებმოხვეული,
წუწუნის კაბაჩაცმულმა
ჩემს ფერგადასულ ნოხებში
გინდაც ვიარო წინ და უკან,
არვინ იქნება ჩემი გამომხსნელი,
რადგან ხელი აქვთ დაკავებული,
თავის ჭირისას უკრავენ.
ამიტომ ვზივარ
ლექსების ძაძებში გამოკრული.
დანარჩენებო, გაგრძელდით
ყოფნა-არყოფნის ჩამონათვალში,
მე ვიქნები ასე დამოკლებული.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

რუსუდან კაიშაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   რუსუდან კაიშაური - Page 2 EmptyMon May 17, 2021 10:57 am

რუსუდან კაიშაური

შებრუნება

ფიქრისაგან აღდგომილმა,
მოვიხილე სამკალი,
ჯეჯილს კალამი დავკარი.
სანამ ლექსის ანგელოზებს
ფეხებში ვებლანდები,
ჩემი ყანა გააცოცხლა
ფიქრის მეხმა,
მზეკაბანი ჩამაცვა,
ცხადში რომ გამოვწიე,
კალამზე გამომეხა.
ფიქრისაგან, უძილობით
რომ მემუქრება,
ისევ ქალობისკენ ჩავიჩოჩე,
ძვალ-რბილში შევიბუდე.
ფიქრი აბრასავით მკიდია,
როცა ცხადი ითარსება -
ძილივით შევიბრუნებ.


მე და მამა

გულმოდგინედ ვაღიარე შეცდომები,
თავს არ ვიმართლებდი,
ალალ-მართალი სახე მქონდა
იმიტომ, რომ ისინი
არ ჩამიდენია, ჩამადენინეს მაშინ,
როცა მშობლები გარეთ
გასვლას მიკრძალავდნენ
და მგლით მაშინებდნენ.
მაგრამ მგელი სადღა იყო,
ცხვრები მევლებოდნენ თავს
გაცხარებამდე.
და ერთხელ მამამ,
ეს მიტევების დღეს იყო,
მოიცალა ჩემთვის
და სახეში შემომცინა,
მაგრამ მისთვის აღარ მეცალა,
ცოდვებს ვამზეურებდი
სახეზე ჩამოწერილს
და შეცბა მამა,
არ ელოდა ჩემგან
ასეთ უტიფრობას,
გაბრაზებულმა
სახე მომიჭმუჭნა,
რასაც დედა
არ ანებებდა
და მისი მცდელობებით დავისაჯე.
არ მიღირს
ჩემი დაბრეცილი სახის გასწორება,
ასე უფრო გულწრფელი ვარ:
როცა ჩემი ალმაცერი მზერა
მიემართება მამისაკენ.


ცოცხალ მკვდრებში

მკვდრებს დაეკარგათ ცოცხლები,
სიზმრის მატარებლით
მოჰყვებიან ცოცხლების კვალს და
წყლიან ბამბებში გატრუნულ
ხორბლის მარცვლებში ამოიწვერებიან.
მკვდრები მაინც ვერ პოულობენ
ცოცხალ ჭირისუფლებს,
რომლებიც ისე გამრავლდნენ,
რომ ტირილს ვეღარ იყოფენ
და სიცოცხლის მხარეს გადადიან
მერყევად მგლოვიარენი.
მათში კი ძნელია ნამდვილი
ჭირისუფალი გამოარჩიო,
ამისათვის ცოცხალ-მკვდრის
გამოცდილებაა საჭირო.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

რუსუდან კაიშაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   რუსუდან კაიშაური - Page 2 EmptyMon May 17, 2021 10:58 am


რუსუდან კაიშაური - ქალი-მაგიდა
•May 15, 2021

ქალი-მაგიდა
© რუსუდან კაიშაური
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2021

***

რუსუდან კაიშაური

ქალი-მაგიდა

ერთ დროს ქალი იყო
საწერი მაგიდა,
დანებით ტრიალებდა ქურასთან.
სარეცხის თოკებით
ქარებს რომ აბამდა,
ოჯახურ ოცნებებს წურავდა.
ყველა უჯრაში შვილები ეჯდა,
გულს იტრიალებდა გასაღებით.
ლექსებს ღამეებად ათეთრებდა,
რადგან გრძნობა ჰქონდა დასაღლელი.
ეს ქალი ერთხელ
წელში მოიხარა,
დარჩა ასე და არ აფრინდა.
მიადგა სკამი უტიფრად – არც იკითხა:
ეს ქალი იყო თუ მაგიდა.

***
WOMAN AS A TABLE
The verse by Rusudan Kaishauri (in Georgian)
This clip is made with: Jazz Violin Solo - "Sunny Side of The Street".
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2021

ბმული:
* https://youtu.be/AMo1H6i__ls

რუსუდან კაიშაური - Page 2 115

რუსუდან კაიშაური - Page 2 Ot-01_10

რუსუდან კაიშაური - Page 2 214


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




რუსუდან კაიშაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   რუსუდან კაიშაური - Page 2 Empty

Back to top Go down
 
რუსუდან კაიშაური
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: