მიკა ალექსიძე Mika Alexidse
დაიბადა 1954 წლის 3 ოქტომბრს, თბილისში. მისი განსაკუთრებული ნიჭი გამოჩნდა სკოლის წლებშივე. თამაშობდა ჭადრაკს და გადიოდა თბილისი ჩემპინატის ფინალებში. იმავდროულად, ცნობილი იყო, როგორც პერსპექტიული წყალბურთელი. მალე ის აუჯანყდა საბჭოთა სისტემაში პიროვნების ჩაგვრას და კოლექტიურ დამცირებას და ჩვიდმეტი წლისა გასამართლდა 1971 წელს და მიესჯა ათი წლით თავისუფლების აღკვეთა: შვიდი წელი ციხეში და სამი წელი - გამოსაცდელი ვადით.
მიკა ალექსიძემ ციხეში დაიწყო მოთხრობების, ლექსებისა და ესეების წერა. პატიმრობის შემდეგ უფრო ინტენსიურად დაიწყო მოღვაწეობა, როგორც მწერალმა. რაკი პატიმრობა ჰქონდა მოხდილი, თანამდებობა არ მიუღია. ამის მიუხედავად, ის რეგულარულად ბეჭდავდა ლიტერატურულ ტექსტებს პრესტიჟულ თბილისურ ჟურნალებში.
1981-1986 წელბში ის სწავლობდა მოსკოვში სწავლობდა კინოსცენარის ოსტატობასა და კინომცოდნეობას.
1985 წელს თბილისში გამოვიდა მის სიცოცხლეში პირველი და უკანასკნელი წიგნი. ოთხმოცდაათიან წლებში, საბჭოთა კავშირის დანგრევიდან რამდენიმე წლით ადრე, მიკა ალექსიძე მიემხრო საქართველოს ეროვნულ მოძრაობას და მონაწილეობდა მრავალრიცხოვან დემონსტრაციებში და შიმშილობებში.
მიკა ალექსიძე 1994 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა გულის შეტევით.
მიკა ალექსიძე არის მხატვრული ფილმის „პროლოგი (წინათქმა)“ (1986, რეჟისორი ზაზა (როინ) ილურიძე, 29 წუთი, „დებიუტი“) სცენარის ავტორი.
ბმული:
*
http://wp.pop-verlag.com/?cat=11 