| | ელზა მეტრეველი | |
| Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: ელზა მეტრეველი Mon Oct 23, 2017 6:50 pm | |
|
Last edited by Admin on Mon Oct 23, 2017 8:01 pm; edited 2 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ელზა მეტრეველი Mon Oct 23, 2017 7:54 pm | |
|  ელზა მეტრეველი „ბენდელას“ შესახებ(გამოხმაურება) მიხო მოსულიშვილი – ეს სახელი და გვარი ბევრს ეუბნება იმათ, ვინც ახალგაზრდა მწერლის თუნდაც ერთ ნაწარმოებს გასცნობია – იგი ავტორია მოთხრობების, პიესების, რადიოპიესების, კინოსცენარების, მხატვრულობის თვალსაზრისით უზადოდ შესრულებული ესეებისა და გამორჩეულად საინტერესო ინტერვიუებისა. მარტო ბოლო სამ წელიწადში ქართველმა მკითხველმა მიიღო ჟანრობრივად და სტილისტურად ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული მისი ორი რომანი: „უჟამო ჟამის რაინდი“ (რომელმაც ქალაქ თბილისის მერიის, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის და წიგნის მოყვარულთა საზოგადოება „ბესტსელერის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში პირველი პრემია მიიღო) და „ფრენა უკასროდ“ (რომელიც გამოსვლისთანავე იქცა ბესტსელერად და რომლის მეორე გამოცემას მალე მიიღებს მკითხველი). ბოლო სამი წლის დაუღალავი შრომით შეიქმნა კიდევ ერთი, ამჯერად დოკუმენტური რომანი „ბენდელა, ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე“, რომელიც საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეუძლია ჭეშმარიტ შემოქმედებას განუყოფელ მთლიანობად აქციოს ნაწყვეტ-ნაწყვეტი მოგონებები და მკითხველს მოუთხროს ამაღელვებელი ისტორია სამშობლოსათვის შეწირული მისი ერთი ჯარისკაცისა. „ბენდელა“ აფხაზეთის ომში დაღუპული ზაზა ბენდელიანის ახლობლების, მეგობრების, მწვრთნელების თუ თანაგუნდელების (თანამებრძოლების) მონათხრობზეა აგებული. მწერალს რთული სამუშაოს შესრულება მოუწია: სხვადასხვა სტილის, განწყობის მონათხრობი უბრალო ამბად კი არ უნდა დარჩენილიყო, არამედ ზაზასთვის, მისი თანამებრძოლებისთვის, გნებავთ, მთელი თაობისთვის დამახასიათებელ შტრიხებად ქცეულიყო და... მიხო მოსულიშვილის ნიჭმა თითქმის შეუძლებელი შეძლო – სხვადასხვა ამბები, მათ შორის, ნაწყვეტები ქართველი მწერლების ნაწარმოებებიდან, წიგნის ერთგვერდიან (ხშირად უფრო მცირე მოცულობის) ჩანართებითა და კომენტარებით შეუმცდარად განალაგა, ერთ მთლიან, დასრულებულ ისტორიად აქცია და რომანის სახე მისცა. ვისაც მიხო მოსულიშვილის ნოველა „არღარა ეყივლოს ქათამსა...“ და დოკუმენტური მოთხრობა „მშობლიური სიტყვების ფეხთით დაცემული ჯარისკაცები“ წაუკითხავს, მან იცის, რაოდენ ახლობელია და მტკივნეული მწერლისთვის აფხაზეთის თემა. „ბენდელაც“ ამის დასტურია – რომ არა ეს ტკივილი, ეს სიყვარული, ალბათ, არ გვექნებოდა ეს შესანიშნავი ნაწარმოები, რომლის მკითხველი გრძნობს – ეს არ არის წიგნი მხოლოდ ზაზა ბენდელიანზე და მის გმირობაზე – იგი სამშობლოსათვის დაღუპულ ყველა მებრძოლს ეძღვნება; ნიჭმა და გარჯამ მწერალს შესაძლებლობა მისცა, განეზოგადებინა და საერთო ტკივილის, სიამაყის, აღტაცების საგნად ექცია ზაზა ბენდელიანისადმი მიძღვნილი ეს მოგონებები. ერთგან, ჩვეულ მოკლე ავტორისეულ კომენტარში იტყვის: „ზაზა ბენდელიანმა უფრო მძაფრად იგრძნო, რომ გმირობა ის წამია, ის ერთადერთი გაელვება, როცა იცი, - შენი წინ წასვლით შეგიძლია უამრავი თანამებრძოლი იხსნა – მე წავალო! – შესძახა და, მეთაურის თანხმობას აღარ დალოდებია, ისე გაიქცა წინ, მარადისობისაკენ...“ ჩანართი სულ ოთხიოდე სტრიქონია, მაგრამ იმდენად ორგანულად ერწყმის სხვათა მონათხრობს, იმდენად მიესადაგება გმირის (და მისი თანამებრძოლების) ხასიათს, მწერლის სიტყვებში არაფერი ჟღერს ყალბად, დაუჯერებლად. ეს და მსგავსი სტრიქონები აქცევს ამ წიგნს ერთ განუმეორებელ მთლიანობად; ეს და მსგავსი სტრიქონები გვაფიქრებინებს: ალბათ, სწორედ ასე უნდა იქმნებოდეს თანამედროვე დოკუმენტური, გნებავთ, პუბლიცისტური რომანი. ესაა რომანი, სადაც „უვლიან ორსართულიან ფერხულს და ომახიანად გოდებენ გმირის დაღუპვის ამბავს“, სადაც ღამე „იმდენს იტირებს, რომ ვარსკვლავებს სულ ცრემლებად დაღვრის“. ესაა რომანი, რომელიც „თავიდანვე წაგებულ ომში“ დაღუპული ბიჭების სიტყვიერ ძეგლად იქცა, ძეგლად, რომელიც ასე სჭირდებათ გმირებს და უფრო მეტად – ჩვენ, ცოცხლად დარჩენილებს. ვფიქრობთ, მიხო მოსულიშვილის დოკუმენტური რომანი „ბენდელა, ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე“ ერთ-ერთი საუკეთესოა (იქნებ - გამონაკლისიც) ბოლო წლებში შექმნილ ამ ჟანრის ნაწარმოებთაგან. 2003 ბმული: * https://ka.wikipedia.org/wiki/ბენდელა 
Last edited by Admin on Mon Mar 19, 2018 11:27 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ელზა მეტრეველი Mon Oct 23, 2017 8:14 pm | |
| მილორად პავიჩი უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლშიISBN:978-9941-454-84-4 კატეგორია:პავიჩი ქართულად გვერდები:144 ფორმატი:14.8x21 ყდა:რბილი ფასი:10.40 თარგმნა ელზა მეტრეველმა „– თქვენ, ადამიანებს, არ გეხერხებათ საკუთარი დღეების გაზომვა. ზომავთ მხოლოდ მათ სიგრძეს და ამბობთ, რომ დღე 24 საათს გრძელდება. არადა, თქვენს დღეებს ზოგჯერ სიღრმეც აქვთ, თანაც უფრო დიდი, ვიდრე სიგრძე, და ამ სიღრმეს შეუძლია გაუტოლდეს დღის სიგრძის თვესა და წელსაც კი. ამის გამოა, რომ არ ძალგიძთ, თვალი გაადევნოთ საკუთარ სიცოცხლეს, სიკვდილზე რომ აღარაფერი ვთქვათ...“ უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში – ეს არის რომანი თავგანწირულ სიყვარულსა და სიძულვილზე, ღალატზე, ერთგულებასა და შურისძიებაზე, წარმატებასა და ბედნიერებაზე, ადამიანებზე, რომელთა სახეც „სუნთქავს – ის ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს დროს“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მილორად პავიჩის წიგნი ტაროს კარტზე დაფუძნებული მკითხაობის სახელმძღვანელოა, მაგრამ როგორც პავიჩი ამბობს, რომანი წიგნის გმირთა მომავალს კი არ განჭვრეტს, არამედ მკითხველისას. სწორედ მკითხველს აქვს ის რამდენიმე გასაღები, რომლითაც რომანის გმირების ბედ-იღბალი იხსნება. პავიჩის გმირებს უყვართ, სძულთ, იბრძვიან, მარცხდებიან, იმარჯვებენ მანამ სანამ „ქვა გაილახება და ქარი წონაში მოიმატებს“. თხრობა და კარტების განლაგება თანმიმდევრულია, სწორედ ეს განსაზღვრავს რომანის ფორმის ორიგინალურობას. ბმული: * https://www.intelekti.ge/book_ge.php?id=435 
Last edited by Admin on Mon Oct 23, 2017 8:17 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ელზა მეტრეველი Mon Oct 23, 2017 8:16 pm | |
| მილორად პავიჩი ჩაით დახატული პეიზაჟიISBN:978-9941-458-49-1 კატეგორია:პავიჩი ქართულად გვერდები:400 ფორმატი:14.8x21 ყდა:რბილი ფასი:12.20 თარგმნა ელზა მეტრეველმა მილორად პავიჩის ჩაით დახატული პეიზაჟი – მრავალწახნაგოვანი რომანი, წიგნი, რომელიც ნებისმიერი მონაკვეთიდან შეგიძლია წაიკითხო. ეს არის რომანი-კროსვორდი, რომანი-ლაბირინთი, რომელშიც ხელის ცეცებით მიიკვლევ გზას. გზადაგზა ჩნდებიან უჩვეულო და იდუმალი პერსონაჟები, და ერთი მთავარი გმირიც - მწერლის უსაყვარლესი ქალაქი ბელგრადი, რომლის ქუჩები სავსეა მისტიკური საიდუმლოებებით. ბმული: * https://www.intelekti.ge/book_ge.php?id=434  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ელზა მეტრეველი  | |
| |
|  | | | ელზა მეტრეველი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|