Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
Subject: რენე კალანდია Wed Aug 16, 2017 8:24 am
Rene Kalandia
საუბარი ქარონთან
„ვაი, შენ, ჩვენო საუკუნევ, ცეტო და კახპავ!..“ კატულუსი
მამისეული ეზოს ასფალტიც დაბერდა და დახეთქილია, როგორც სამყაროს რუკა: აქა-იქ ამოდის ბალახი... წავიდნენ! - აჰა, მეც მოვდივარ (მოლოდინის მზეც მიილია): - ქარონ, არ მიდევს პირში მონეტა (თუმცა ჩარჩივით კი ხარ ჩათლახი) გადამიყვანე, გაღმა ნისიად! - აბა რა ვქნა, როცა არა მაქვს, ერთი კოლხურაც?!* - ლექსი? - ლექსში მე რას მიხდიან, როცა სტრიქონთა სტრიქონში ამბოხება, შრეში - ქარაგმა იყო ჩაწნული და ცვედანი "მგოსნებივით" არ ჩამიხდია - "ამა ქვეყნისა ძლიერთა" თუ კერპთა წინაშე... ბოლომდე დავრჩი შლეგ პოეტად - ჯიუტი და არაფრის მქონე, ჰა, მოველ შენთან: გავექეცი ცრუ საწუთროს ტაშებს და მარშებს... გინდა, შენ და სტიქსს წაგიკითხავთ - უჰონორაროდ, წყეულ სტრიქონებს!
რენე კალანდია (1944-2014)
რენე კალანდია სოხუმელი გახლდათ და მის პოეზიაშიც ერთ-ერთი მთავარი აფხაზეთის თემატიკა იყო. პოეტის პირველი კრებული სახელწოდებით „ხსოვნის ყვავილები“ აფხაზეთში ჯერ კიდევ 1972 წელს დაიბეჭდა. შემდეგ იყო არაერთი საინტერესო და ორიგინალური პოეტური კრებული. რენე კალანდიასლექსები მსოფლიოს სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი და მის შემოქმედებას კარგად იცნობდნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. 2011 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ სერია „ასი ლექსის“ ფარგლებში პოეტის განახლებული კრებული გამოსცა, რომელშიც მანამდე გამოუქვეყნებელი ლექსებიც შევიდა. კრებულის შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორი ივანე ამირხანაშვილი წერს, რომ პოეტის შემოქმედებას წითელ ხაზად გასდევს „მძაფრი თემები“, როგორიცაა სამოქალაქო ომი, დიქტატურა, ტერორი, სოხუმი, ზუგდიდი, აყრილი ღირსება, შიში, შიმშილი, ზნეობის კრიზისი.
ლანა კალანდია
საით მიდიან დიდი ადამიანები?
სად იყრიან თავს სიტყვის მაგიას შეწირულები? იქ იყო, ზუგდიდში, თავის საგვარეულო ბიბლიოთეკაში ჩაკეტილი. აღარ გამოდიოდა, თუმცა, არც არასოდეს ჰყვარებია `საჩინო“ ადგილზე ყოფნა. ყოველთვის დროის გარეშე იცხოვრა. დროის და პირობითობების გარეშე. იმ უამრავ გაყვითლებულ ქაღალდებს ჰგავდა, რომლებსაც წლები აგროვებდა და რომელთა გამხმარი ყვავილების სუნი ასე ძალიან მაგონებს მის ერთადერთ წუხილს _ სიტყვაზე წუხილს. ბაბუას სახლში მისი ადრეული ახალგაზრდობის სურათი ეკიდა: მეზღვაურის ყელსახვევი უკეთია, ჩამოთლილი, შეუდარებელი პრიფილით დგას და სიგარეტს ფიქრიანად ეწევა. ლამაზია. ეს კი, ალბათ, მისი ყველაზე სიმბოლური ფოტოა. ასე იცხოვრა მშობლების დამწვარი სახლის ფერფლში - ფიქრიანად, უსასრულობას მიბჯენილი თვალებით. წლებია აღარ მინახავს. ტელეფონით ვსაუბრობდით. გოლიათის ხმა ჰქონდა _ მაღალი და მთრთოლვარე. იქ იყო, ზუგდიდში. დაუძლურებული, უღონი, მაგრამ ყველას გვამაგრებდა, როგორც მითი, როგორ ჩვენი საყვარელი ლეგენდა… რენე წავიდა…
Last edited by Admin on Mon Jun 01, 2020 9:38 am; edited 16 times in total
Admin Into Armury
Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
Subject: Re: რენე კალანდია Wed Aug 16, 2017 8:26 am
რენე კალანდია
საუკუნის მიწურული
მტვერში მივათრევ ცალ ფრთას, — მიმზერს ერი და ბერი, ზღვა დარდი მძიძგნის, ხოლო მეორე — ცისარტყელა — შვიდი ხმით მღერის — ცაზე — ღვთის წიგნი... ეტყობა, პოეტს არ ეკუთვნის აღარაფერი, — ტკივილის გარდა... აქაც და იქაც — თავზე გადგას ჟამი — ცერბერი, რომელიც ყარდა — აჰ, სა... უკუნ... ე!.. დროდადრო კი ამოდიოდა ბორცვაკზე ია — ცრემლის სხივივით... წამს, რომელიც ასე მტკიოდა, უცნაურია: ლექსები ჰქვია!..
კრებულიდან „გამოთხოვება ალკოჰოლთან“, 1990 წ.
Рене Каландия на фестивале "Европейские дни в Самаре" cirkolimptv გამოქვეყნდა 8 აპრ. 2012-ში Международный арт-фестиваль "Европейские дни в Самаре", посвященный Карлу Микаэлю Бельману. Куратор и режиссёр - поэт Сергей Лейбград. Самара, 21 марта 1997 года. В самарском Доме кино выступает поэт Рене Каландия, который читает свои стихи на грузинском и русском языках.
Last edited by Admin on Mon Jun 01, 2020 10:48 am; edited 3 times in total
Admin Into Armury
Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
Subject: Re: რენე კალანდია Wed Aug 16, 2017 8:29 am
რენე კალანდია
ნაწვიმარი დღე
შემოეჩვივნენ ეზოს შაშვები და ჭახჭახებენ: ,,რენე, რას შვრები''!.. - რა ვქნა?.. ლექსებს ვწერ, ჩემო შაშვებო, თუმც ვის სჭირდება?!. თავს ვიბავშვებ, ჰო, რა თქმა უნდა, და... ვკითხულობ ტომებს კლასიკოსების... რომ შემატოვეს ამ ჭრელ საწუთროს - სავსებით ფუჭად, თუმცა წიგნებით მასვეს თაფლუჭა... მკითხველო, მინდა, რომ გავამართლო ბრძენთა წასვლა, თან ცის სასამართლოს ვერ წარვუდგები ცოტა ხანს, რათა აღარ გაუსკდეს გული სამ ქათამს, რომლებიც სიმწრის ოფლით იყიდა დედამ და ყოველ დილას იმკიდა ოჯახი სამ კვერცხს... მე ვწერდი ლექსებს - არალეგალურს - ვერმოალერსეს... ქუხს ანარქია, დაქრის ბრმა ტყვია, ძმათაკვლის შხამი თეთრ სიშორიდან მოედინება... ბნელ მოსახვევში მოყვასისათვის აგურით თავის გაბრტყელებას კი ,,უბედური შემთხვევა'' ჰქვია: ეზოს შაშვებო, უფრთხილდით ტყვიას, რადგანაც თოვლი მოვიდა...
Карнавальное шествие поэтов в Самаре
Арт-фестиваль "Европейские дни в Самаре", посвященный Карлу-Микаэлю Бельману. Куратор и режиссер - Сергей Лейбград 22 марта 1997 года. Карнавальное шествие от Дома актера к памятнику А.С.Пушкину и перформанс "Установка памятника Бельману в Самаре" с духовым оркестром, песнями, чтением и распитием вина.
Last edited by Admin on Sat May 30, 2020 10:24 am; edited 2 times in total
Admin Into Armury
Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
Subject: Re: რენე კალანდია Wed Aug 16, 2017 8:30 am
რენე კალანდია
თივის და გოგოს ბალადა
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა… (თითქოს ყვება ისტორიულ ამბავს), ყველაფერში დამნაშავე იყო თივა, ზაფხული და შენი მოკლე კაბა. ყველაფერში დამნაშავე იყო თივა, ვარსკვლავები უპირველეს ღამის… ყველაფერში დამნაშავე იყო თივა, უცნაურად მოცახცახე წამი… ყველაფერში დამნაშავე იყო თივა… თივის სუნი და ნაცნობი სუნთქვა… ყველაფერში დამნაშავე იყო თივა, წავიდა და არაფერი უთქვამს…
Admin Into Armury
Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
Subject: Re: რენე კალანდია Wed Aug 16, 2017 11:01 am
წვიმიან დღეთა უსასრულობის სიზმარ-ცხადს უცებ აკრთობს სტრიქონის ელვა და გიპყრობს, არათუ ფლობაგაცემის ჟამი, არამედ გონის დაკარგვის ჟინი: შენ უკვე სხვა ხარ, აღარ ეკუთვნი სამყაროს სულაც: უფალი უსმენს შეშლილის ხარხარს, _ შენში დემონი აღზევებულა...
Пресс-конференция участников арт-фестиваля "Европейские дни в Самаре" (куратор и режиссер Сергей Лейбград). 22 марта 1997 года. На сцене - Леонард Нойгер, Ханс Бъеркегрен, Геннадий Айги, Рене Каландия, Александра Афиногенова, Лев Рубинштейн, Александр Макаров-Кротков, Сергей Лейбград
Last edited by Admin on Mon Jun 01, 2020 9:40 am; edited 3 times in total
Admin Into Armury
Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
Subject: Re: რენე კალანდია Wed Aug 16, 2017 11:02 am
რენე კალანდია
***
არც სიძულვილით, არც სიყვარულით, არც შეძრწუნებით: უბრალოდ, გელი _ მშვიდად, არც ვფიქრობ, რომ მომჩვარული შეგხვდე _ ღარიბი და უქონელი დაგხვდები: შეშლილთ ჟამიც ხომ დგება იქ _ ცათა შინა, რადგან აქ _ ძნელი დრო მეფობს: სული ნაგვიანდება: _ სადღაა შენი მსახვრალი ხელი?!
*** როდესაც იცი: ეს დღეც მოკვდება, ბინდში გადავა, როგორც სურნელის სასოწარკვეთა... კვლავ მეორდება შენში ტკივილი, შავი კუნელის ეკლის სიმძაფრით: რას ელოდები, საბრალო ხორცო _ ტანჯვის ჭურჭელო?.. დაბადებიდან რისხვის ლოდებით ნაგვემო, ძილშიც უსმელ-უჭმელო!..
*** აჰა, აყვავდა ისევ, დალის ოცნების ბაღი!.. ვკვნესი: უფალო, მიხსენ, როცა წერისგან დაღლილს, სიკვდილი მომენატრება, თავის მოკვლაზე ვფიქრობ... უეცრად აშრიალდება, სატანა სანთელს მიქრობს _ ტვინში... იღვიძებს ბუნება _ ჩემში... მეც ვიგრძენ, ბაღმაც: აჰანდე, შემობრუნება დაღმა მავალის აღმა...
Last edited by Admin on Mon Jun 01, 2020 3:13 am; edited 4 times in total
Admin Into Armury
Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
Subject: Re: რენე კალანდია Wed Aug 16, 2017 11:03 am
რენე კალანდია
***
ახლახან მივხვდი: ჩემი წარსული დამარცხებათა ნუსხაა მხოლოდ _ ამბოხებულის და დაღდასმულის გამათხოვრება _ ბოლოს და ბოლოს ფალიაშვილის ბგერა _ გოდების წამი: სულისა და ხორცის გაყრა... შემდეგ _ საფლავის მტვრიან ლოდიდან ასხლეტილ სხივის ზეცისკენ აყრა...
Last edited by Admin on Mon Jun 01, 2020 10:48 am; edited 1 time in total
Admin Into Armury
Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
Subject: Re: რენე კალანდია Wed Aug 16, 2017 11:05 am
რენე კალანდია
მელანქოლიის გამოქვაბული (სკეპტიციზმის თეორიიდან)
„გეშინოდეთ სიმარტოვისა, გეშინოდეთ მცონარობისა!“ რობერტ ბერტონი, „მელანქოლიის ანატომია“
ჩამოწერილი კელაპტრებია: ბჟუტავენ, წყვდიადს ვერ ანათებენ... მოწყენილობა _ გადამდებია სურდოსებრ... ბეჭზე _ ბასრი თათები გაწევს სატანის: `ყოფნა-არყოფნის~ საკითხი _ მარად გადაუჭრელი გიძიძგნის გულკაჟს: რა ცოტა ყოფნის მოკვდავს, როდესაც გატყვრა მუცელი?!
Admin Into Armury
Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
Subject: Re: რენე კალანდია Wed Aug 16, 2017 11:07 am
რენე კალანდია
პანორამა
სახლების ჭრილში შავი ზღვა მოჩანს, სახლების ნისლში სუნთქავს შავი ზღვა _ სახლების ფონზე _ ფოთლად და.. მორჩა!.. სახლების ქვებთან ერთი შავი ქვაც... ჰა, მოვშორდები წყეულ აივანს, მაინც ძველი გზით ივლის ცხოვრება და იწრიალებს დასაბამიდან ჩემი ერთგული განმარტოება... იქით, ყრუ კედლის მიღმა ხმაურობს დღე დაბადების... და აღშფოთების სევდა ანათებს, როგორც ამური _ ლარნაკზე ღამით და სათნოებით...
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 474 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: რენე კალანდია Thu Mar 14, 2019 9:10 pm
Rene Kalandia
რენე კალანდია
დალი ყალიჩავას
ძვირფასო, ფერფლის გემო აქვს ანდერძს, უჟამო ჟამი როგორც არ ქროდეს - ამ სიბილწეში თუ რამდენს გავძლებ, არც მიფიქრია, აღარასოდეს… რა აზრი ჰქონდა? - გვიან თუ ადრე წავალ, რას ვტოვებ? - სევდას რაოდენს, მხოლოდ მე ვიცი: ქვეყნად რა მკადრეს, შენ არ გისურვებ, იმედი გქონდეს!..
_________________ Nicoletta La Chatte
Admin Into Armury
Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
Subject: Re: რენე კალანდია Mon Jun 01, 2020 2:55 am
Last edited by Admin on Mon Jun 01, 2020 9:43 am; edited 1 time in total
Admin Into Armury
Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
Subject: Re: რენე კალანდია Mon Jun 01, 2020 9:17 am
რენე კალანდია
ტიციანის და პაოლოს ლექსი
„მე რა მაქვს ახლა, რა მექნება, ან რა მებადა...“ ტ. ტაბიძე „აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება...“ პ. იაშვილი
როდესაც სხივი ასტკივდება ვიოლინოს სიმს, როდესაც სული სიღრმეებში აწრიალდება, როდესაც სევდა მოაწვება ფრთათა სილუეტს - გვიგლოვეთ მაშინ... ............................................................................... .............................................................................. რაღას მოგვიტანს შუარამე? რა ჰქვია იმ დღეს, რომ ველოდებით და წამებას არ უჩანს ბოლო... რისთვის ფუთფუთებს სისხლი ჩვენი- გადარეული - მოარულ გვამში? ............................................................................... ............................................................................... სიცოცხლე? იგი არც გვქონია და რას დავკარგავთ? ჩვენს ცრემლთა გორგალს ვერ აწონის ის საწყაული, თქვენ რომ დაგქონდათ, ხელოვნების საჭურისებო, „მქუხარე ტასით...“ ................................................................................. ................................................................................. როდესაც სხივი ასტკივდება ვიოლინოს სიმს, როდესაც სული სიღრმეებში აწრიალდება, როდესაც სევდა მოაწვება ფრთათა სილუეტს - გვეძებეთ ქარში...
Admin Into Armury
Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
Subject: Re: რენე კალანდია Mon Jun 01, 2020 9:21 am
რენე კალანდია
რითმიანი ლექსის კვირეული
1. ქალიშვილი ხაპირით,- ზღვა. აღარ ჩანდა ნაპირი,- სხვა.
3. სიზმარეთის ქვეყანა - მქუხარი. დრო - დედინაცვლის „ნანა“- მწუხარე.
4. სურვილის ფიფქი- ტოტი,- მწვანე აფრა. ხომალდის წვეტი -გროტი- დაიხაფრა.
5. შუბლი მელოტი იყო,- ფართო გვეგონა. გული ორად გაგიყო ლაზმა გოგონამ.
6. ენგური კვლავ დიოდა, სულივით ფერადი... და რატომღაც გტკიოდა,- „მტვერი ჩვენს ერამდე...“
7. კვირა გიმთავრდებოდა უდიდესი სიკეთით, აღარავინ კვდებოდა - ცოცხლდებოდნენ მითები.
Admin Into Armury
Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
Subject: Re: რენე კალანდია Mon Jun 01, 2020 9:24 am
რენე კალანდია
1959. ჩვიდმეტი მარტი
წვიმს სიმარტოვე. წვიმს სიცივე - სიცარიელე... წვიმს უღონობა. წვიმს დუმილი -სიგიჟის ფონი დაკარგულია, ვეღარ ხედავ ნაპირის ხელებს, წვიმს ჟამის ტყვია, წვიმს სიკვდილი - ცხელი სტრიქონი... წვიმს ამოკვნესა. წვიმს სიშორე - უკანასკნელი... წვიმს ბიდისფერი. წვიმს თვალები - ფოთლები ქარში... წვიმს დასასრული. წვიმს ბაგე და შენი სახელი უკვე გადადის სივრცის ხიდით უკვდავებაში...
მთავრობები და პოეტი
ყველა მთავრობის ჯინაზე აღარ ვყოფილვარ სინაზე დაბმული ძაღლი: რკინაზე, ოქრო-ვერცხლზე, კარგ ბინაზე. არ გამიცვლია მამული ტრამალზე*- ქინაქინაზე, არ ამიწონავს წარსული აწმყო - „ბარიგის“ პინაზე... არ ვმდგარვარ- სულგანაბული მათ ტყორინ-ბუზინ-რსინაზე*... ..................................................... ..................................................... ყოვლადძლიერო, ყაბულს ვარ შენს სხივზე - პაწაწინაზე...
აჰა, ნისიად დამითმეს თქვენი ნათარგმნი პლატონი!- კვლავ ცალ-ცალკე ვართ - მე, ფული, შვეიცარიის კანტონი... უფულოდ როგორ კეთდება საქმენი სადიადონი, კარგად უწყოდა პლატონმა, მეც ვიცი, თუმცა მარტო ვარ... ვნახავ: სულ შესვა სოკრატემ, თუ ორი წვეთი ჩატოვა - ჩემთვის?.. ზემოთ - დუმს უფალი, ქვეშ - ეშმამ დამიმარტოვა!..
Admin Into Armury
Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
Subject: Re: რენე კალანდია Mon Jun 01, 2020 9:41 am
რენე კალანდია - პრელჲუდია •May 31, 2020
პრელჲუდია რენე კალანდია, 1997 (კითხულობს ავტორი) ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020 მუსიკა - ანტონიო ვივალდი - „შტორმი“.
*** Prelude The verse by Rene Kalandia (in Georgian), 1997 This clip is made with: 'Storm' by Antonio Vivaldi, performed by Ji-Hae Park. This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020