| | მაია რუხაძე | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: მაია რუხაძე Wed Feb 22, 2017 12:31 am | |
|  Maia Rukhadze მაია რუხაძე პოეტი დაიბადა თბილისში, 1968 წლის 30 მარტს. წიგნები: * „სიყვარულის ერთი უბრალო პარაკლისი ვარ“ (ლექსები), მხატვ. ეკა რუხაძე. - თბ. : საზოგადოება ცოდნა, 2011 - 88 გვ. : ნახ. ; 20 სმ.. - ISBN 978-9941-0-2482-5 * „როცა წახვედი“ (ლექსები), მხატვ. ეკა რუხაძე. - თბ. 2019 - 72 გვ. : ნახ. ; 20 სმ.. - ISBN 978-9941-8-1210-1 ბმულები: * https://www.facebook.com/Maia.Rukhadz3
Last edited by Admin on Wed May 29, 2019 12:22 pm; edited 3 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed Feb 22, 2017 12:32 am | |
| მაია რუხაძე იმ ღამესიმ ღამეს თურმე რეკდნენ ზარები, ზამთარს ქალების ემართა ხურდა, და ფერმიხდილი განთიადები გზაგასაყარზე გეძებდნენ თურმე... გაუხედნავი იწვა ღალატი მაშინ ჩვენ შორის როგორც გორგონა, თავჩაქინდრული ჭადრების ჩრდილი შენი ძლიერი მხრები მეგონა... თურმე ჩატეხილ კიბესთან მდგარი თითებზე ისევ ვთვლიდი მზის სხივებს, გათიბულ წლების ამფითეატრში ზამთარი იდგა როგორც ივდითი... იმ ღამეს თურმე რეკდნენ ზარები, ზამთარს კი უკვე მზე ყავარჯნობდა, და ფერმიხდილი განთიადებიც ნარექვიემებ ოდებს ამბობდნენ... 20.2.2017  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed Feb 22, 2017 12:39 am | |
| მაია რუხაძე შენშენ - ჩემო ისევ უბელო ბოდვა, და ქარიშხალის ზანტო ზმორება, დაუნდობელო სიჩუმის შფოთვა ცრემლებმიღმეთის თანასწორება! შენ- ხრამის კიდედ ეკალში ვარდო, გაზაფხულებო - წვიმით მაძღარო, ფილტვში სიმსივნედ მოსულო დარდო, სიღატაკეში - ნერვებმდიდარო... შენ - უიღბალო მასხრის ცრემლებო, ჩემში მოხეთქილ თიბათვის ტალღად, ზამთარში თოვლო ვერნასესხებო, სიზმრების გერო ჩემში მომთბარო... შენ - ჩემო რითმავ ვერშეწყობილო, იარავ გულში - კორძად გამხმარო, ირმის ბალახო ვაჟას მთებიდან, შავი ნისლებით მკერდში გამდნარო... 2017  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed Feb 22, 2017 12:41 am | |
| მაია რუხაძე წერილები რიუნოსკე აკუტაგავას(წიგნიდან " სიკვდილი უსიერ ტყეში") წერილი მეხუთე სად არის ნეტავი ის ხე? არ დამეკარგოს... არ ამერიოს , არ დაათოვოს და ან კიდევ არ მოჭრან.... ასე დუდუნებდა მაკიკო ყოველ დილას და ნელა მიიპარებოდა ტყის პირისკენ. გაიშლიდა თმას , ასკილის გვირგვინს დაიდებდა, მივიდოდა ერთ დაგრეხილ ხესთან და იმ ხეს უყვებოდა თავის ისტორიას . როცა გშიოდა, დაგაპურე... როცა გციოდა, ჩაგაცვი... როცა არავის არ სჯეროდა შენი, მე დაგიჯერე.... ასე დუდუნებდა, მერე ჩაეხუტებოდა ხეს და მის მერქანს ჰკოცნიდა და ეხვეწებოდა არ გამიქროო ჩემი სანატრელის სუნი, შემინახეო იქო, ჩვენ რომ ვიცითო... დაემხობოდა მუხლებზე და ჩუმად იწყებდა სიმღერას, შემოახვევდა ხეს თმას და ასე გაშეშდებოდა ქვასავით... -საით, ვისკენ, რატომ?-ისმოდა ტყიდან... 16.2.2017  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed Feb 22, 2017 12:43 am | |
| მაია რუხაძე ზამთრის ეიფორიაფიფქებშორისი, რითმებშორისი ქალი და ქუჩა, ფერთამძარცველი ზამთრის მონები, დამარხულ მიწას ენძელები უკრავენ პერანგს, და მეც წარსულში, ვით სარკეში კვლავ ვიყურები. ეს ფერთა გამა ლანცეტივით ჭრის დიაფრაგმას, და მაინც ჰაერს მიწის სუნი მიჰყვება კენტად- ნაფაზებს შორის შენი სუნთქვა მიმოიფანტა, და ამ ნაბიჯებს ისევ ზამთარს ვუტოვებ მძევლად... და ისევ ქალი აგლეჯს ღილებს მიწის სურვილით, დამარხულ მიწას თოვლი ლოშნის ვით შლეგი კაცი, ზურგშექცეული და მიწამდე წრეგადასული, რითმებშორისი რეკს წარსული ადამის სახით... 12.2.2017  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 11:19 am | |
| მაია რუხაძე ფუფალას ცრემლებსჩვენი წარსული ისე ჰგავდა ფუფალას ცრემლებს- დანისლულ ჭალებს, წვიმებში დამბალს, მე მახსოვს შენი მკაცრი პროფილი და შენთან ერთად გაღვიძება როგორ მიყვარდა... მახსოვს საღამო, ჩაძირული წითელ ღვინოში, კესანეს სუნით გათანგული შენი ჭაღარა, მოულოდნელი სიხარულის მომწარო გემო და ნაწვიმარში დარჩენილი ჩვენი ჭადარი; ჩვენ თვითონ კიდევ ისე ვგავდით ფუფალას ცრემლებს- შემკრთალი გულით რო ავსებდნენ ნუშების უბეს, დავდივარ მარტო უშენობის გრილი პირბადით და არსაიდან აღარ ველი გასუდრულ ნუგეშს... ხო, იმ ფუფალას, რომ გაენდო თავის ოცნებებს, ხო, იმ ფუფალას, სიკეთით რომ ალბობდა ღალატს! დაღარულ შუბლსაც რომ უშვერდა მაისის წვიმას, იმის ნასიზმრალ და ნავაგლახარ ცხოვრებას ვგავარ. 28.5.2019  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 11:22 am | |
| მაია რუხაძე რატორატო შემეყარე სახადივით- მაშინ, იმ წვიმიან აპრილობას, დამირჩა სულში ნახატივით ნოტიო ნუშების ცერად თოვა... შენ კი ასეთი ნაცრემლარი, თვალებით როცა შემომხედე, სახე ნაქარალი აგარიდე, ოცნების ნამსხვრევებს მივეფერე! ხო, იმ წვიმიან აპრილობას, ბოლო სიყვარულით მოვინათლე, ჩუმი სინანულის ნაპირებით შენსკენ მოვდიოდი ბევრი ღამე... ხო, იმ წვიმიან აპრილობას პაწია ბატკანივით მოგეჩვიე, მანამდე დაკარგულ ობოლივით რაღაც თბილი გრძნობა დამეწია... რატო შემეყარე სახადივით მაშინ, იმ ნუშიან აპრილობას, რატო მოგეჩვიე ბატკანივით თუ გული ასე უნდა გამტეხოდა... 3.5.2019  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 11:55 am | |
|  წიგნის დასახელება – „როცა წახვედი“ (ლექსები) ავტორი - მაია რუხაძე მხატვარი - ეკა რუხაძე გამომცემელი - სვეტა კორბესაშვილი, პაატა ახრახაძე ISBN 978-9941-8-1210-1 ყდა – რბილი გამოცემის წელი – 2019 გვერდების რაოდენობა – 72 ანოტაცია - ეს ტკივილის და სიხარულის პროექციაა, ქცეული პოეზიად.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 12:30 pm | |
| მაია რუხაძე ჩვენჩვენ- უტყვი კინოს გამწყდარი კადრი, უშაქრო ყავის მომწარო გემო, ქარსგაყოლილი, მტვრიანი ჩადრი, არითმიული ცეკვების ექო; ჩვენ - მყისიერად დაკარგულები ცხოვრების მწარე ნაფაზებს შორის, თრიაქის ხიბლით გათანგულები, დაბნეულები ნედლი სიშორით! ჩვენ - აუსვლელნი იღბლის მწვერვალზე, ერთგული გედის სიკვდილს მომსწრენი, ჩვენ ორთან მუდამ იდგა მესამე ჩვენგან ნაქურდალ ველურ ნოტებით... ჩვენ - პილიგრიმთა უბელო ბოდვა, რუბიკონებთან ახდენილ ნატვრის, ჩვენ ერთმანეთის უჩვენო შფოთვა ნერვებაკინძულ კრიალოსანზე... 6.2.2019  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 12:31 pm | |
| მაია რუხაძე მე შენში მიყვარსმე შენში მიყვარს დანისლული ტყეების ექო- ტანში ჩაღვრილი მდუმარება სევდის ოქტავად, ადამის ჟინით გასუდრული ვნების სამრეკლო და თეთრი ცეკვის მოლოდინი, შენ რომ გიყვარდა... კახპა ლილიტის სუნიც მიყვარს შენს საყელოსთან, სტენდალის ბლუზი, ეჭვიანი პასტორალები, მიტოვებული ყავის ჭიქა თეთრ ვერანდაზე და შეღებული ქარისაგან შენი კარები! მზიან ზამთარში ვეძებ თოვას ფითრი ხელებით- და კედელ-კედელ ნაწარსულებს ვეხები წამებს, მე შენში მიყვარს დამალული თოვლის ქვეშ ია და გაზაფხულის უეცარი, კამკამა წვიმა... 29.1.2019  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 12:33 pm | |
| მაია რუხაძე *** მე დაგიკოცნი შენს თვალებში ჩაძირულ სევდას, დამშრალს ცრემლებად - როცა გადაღლის თოვა ნუშებს წელში მოხრილებს, როცა ჩემს სახლში ორპირის გარდა არავინ მოვა და ძველებურად წარსული კართან მოინაპირებს... გადამათოვოს, იქნებ შევრჩე ფოთლებად ხეებს, ან გამიტანოს ნაავდრალმა ქარმა ფიქრებად; გავყვები სიზმრებს - ივდითივით უღვთოდ მოსულებს, და მივეცემი აკორდებად გადავიწყებას... არაფერს არ გთხოვ , ერთი პეშვი ჰაერის გარდა, შენს საფეთქლებთან გაჩერებულ განთიადებში, რაღა ფასი აქვს უთქმელ სიტყვებს, როცა გვიყვარდა- როდესაც რეკენ ჩვენს განშორებას ძველი ზარები! 12.1.2019  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 12:34 pm | |
| მაია რუხაძე როგორ ახლოს აღრიალებულ სიჩუმეში ვიწექი ერთი, ცას შეერია ნანისლარი შენთვის სათქმელი, როგორ თამამად შემოვიდა ზამთარი სულში, და როგორ ახლოს, როგორ ახლოს იყო გრანელი! როგორ შფოთავდა ორპირ ქარში ღალატის სოლო, და როგორ რეკდნენ უშენობას სულში ზარები, როგორ მოქსოვა მარტოობამ მარადისობა, და როგორ ახლოს, როგორ ახლოს იყო გრანელი... თავისმკვლელობის უადვილეს გზაგასაყარზე ფითრი ხელებით ძლივსღა ჩაქრა ბოლო სანთელი, როგორ თამამად შემოვიდა სიკვდილი ტანში, და როგორ ახლოს, როგორ ახლოს იყო გრანელი... 8.1.2018  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 12:35 pm | |
| მაია რუხაძე ისე უეცრად ვარ შენი უღვთო გადავიწყება, მონაზონების ლოცვა ეული, ფითრი ხელები შენს საფეთქლებთან- ნაზამთრევს წვიმა რითმმორღვეული. ვარ თეთრი ღამე, სიზმრად მოსული, ასკილის გვირგვინს დატანებული, ამოხეთქილი თოვლის ქვეშ ია, შენს ფითრ ტუჩებთან კოცნად ქცეული... ვარ შიში ბავშვის ჭექის პირისპირ- და ზამბახების ყინვაში კვდომა, ზარი ვარ ცის პირს მოსულ სიკვდილის და სიყვარულად მერე აღდგომა; ვარ ნელი შფოთვა მარადისობის, აუღებელი აკორდის ვალი, ვარ სინანულის კარებთან მდგარი ცხენცაქცეული, მაგრამ მხედარი... ვარ ბოლო სუნთქვა ვინმე მოხუცის- ვერხვის ჩრდილების უტყვი ტანდემი, მე ვარ უბრალოდ შენი ღიმილი და ის რაც ჩემთვის დაგრჩა სათქმელი... 16.12.2018  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 12:37 pm | |
| მაია რუხაძე ისე არ წახვიდე ისე არ წახვიდე, რომ არ დამანახო თეთრი იალქნები- სობოროს თავზე თეთრი წეროები შაგალის ფრენით, ფერმიხდილ თითებით მიჭირავს შავლი მწარე მონატრებით, ნესტიან დეკემბერს გაუცვდა ლანჩები სულებში ფენით... ზამთარი ინელებს მელნისფერ წყვდიადს ჭაღარა სულით, მუყაოს დღეები უშენოდ მიდიან- რჩებიან წარსულში, ისე არ წახვიდე, დრო არ გააჩერო ნედლი დანანებით, ზამთარი დაარწევს სევდას ნაზამბახევს დაღლილი გულით... ისე არ წახვიდე, რომ უკანასკნელად ხელი არ მოგხვიო, ნათოვლარ ტროტუარს ბოლოჯერ კიდევ არ გავყვეთ ორნი- წახვედი მაინც და თეთრი წეროებიც სითბოში მიდიან- ზამთარი მაწნის თმაში გამეტებით უეცარ ჭორებს... ისე არ წახვიდე... 5.12. 2018  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 12:39 pm | |
| მაია რუხაძე შენამდე სიკვდილსაც ვებარებოდე, თუ გზა ვერ ვნახე შენამდე, ფერდში დაჭრილი ნუკრივით მზის შუქს ვეღარა ვხედავდე... მიწიდან ამონახეთქი ია ვერ მწმენნდეს ცრემლებსა, შენამდე თუ ვერ ვიარე სიკვდილიმც მკრავდეს ღვედებსა! მუხლები მეკვეთებოდეს წლებით გათიბულ ხრიოკში- შენამდე თუ ვერ ვიარე ნუში მტიროდეს წიოკით... შენამდე თუ ვერ ვიარე, თვითონ სიკვდილიც ტიროდეს, შენთან მოსასვლელ ბილიკზე თვითონ მიხვევდეს იარებს... რა ვქნა, ვერ მოველ შენამდე გზა აირია, დამწყევლა, ტირიფის ჩრდილში მიპოვნა გზააბნეულმა გამვლელმა- მიპოვნა, გვიანი იყო, გული გაჩერდა ტიალი, გზა ვერა ვნახე შენამდე, ფოთლებს გაჰქონდათ შრიალი. 22.11. 2018  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 12:41 pm | |
| მაია რუხაძე მე თვითონ ჰერბარიუმი წასული წლების- ქირომანტების ჩუმი ტრაპეზი, უსიყვარულო ინტერიერში გადაკარგული სადღაც პავეზე... ნაშემოდგომევს ზამბახთა კვდომა, შემოღამების ნასუფრალები- არ დამიძახო, მე თვითონ მოვალ უძილოობით დაღლილ თვალებით... მოვალ, მოგძებნი გათიბულ წლებში- ალბათ გადაღლილს და უიმედოს და დამაწყდება მარგალიტები შემოდგომის მზით გამთბარ კისერზე! მოვალ, დაგხედავ ისევ მძინარეს- სიტყვებს გააბნევს დილის სისველე, ამედევნება ჩვენი ჩრდილები და ვიცი მაშინ გამოიმზევებს. 7.10. 2018  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 12:43 pm | |
| მაია რუხაძე შემოდგომის მისტერია წვიმის წვეთები- სველი კადეტები მოდიან, მოდიან, სავსეა ფუჟერი გრილი კაბერნეთი, მისიე მორუა- სავსეა სხეული სევდის ქარტეხილით, სიცრუით, ღალატით, გრილი გაქვთ ხელები და თან გაკანკალებთ, მოისხით ხალათი! ხო საქართველოში იისფრად ღამდება- მართალი ბრძანდებით, აქ სხვა სიყვარული იციან ქალებმა, სხვა არის აღმართიც, არ მხიბლავს მისიე ეგ თქვენი გრაფიკა- აკლია ექსტაზი, ნუ მიშლით ამბორით რომ გითხრათ რას ვფიქრობ- მწარეა ნაფაზი... თვალები დახუჭეთ მყისიერ წყენაზე- ამბობენ ბრძენები, ტუჩებზე მაშრება ამინდის სისველე წასული დღეების... და მაინც დავეძებ წარსულის აჩრდილებს თქვენი დახმარებით, ცრემლები ეცემა გადაღლილ ხელებზე, მიმტყუნეს ნერვებმაც... როდის გათენდება, მითხარით მისიე, როდის გათენდება? წვიმამ დაგვაოსა, სევდამ გადათქერა იმედის აგორა; ქარები, სხეულში ჩამდგარი სიცივე და მელანქოლია- მითხარით, ისევე ჩამოხვალთ ოდესმე მისიე მორუა... 26.10. 2018  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 12:43 pm | |
| მაია რუხაძე ვიცი შენი ჭიქიდან გამასინჯე ყავა ონორე, მე მოგიყვები ჩემს დანისლულ, უმზეო სიზმრებს, ქუჩებში ბორგავს შემოდგომის წყნარი მინორი- ვიცი ამაღამ ტავერნაში მელიან ისევ... ვიცი ზამთარი ჩემს სხეულში დაიდებს ბინას, და გასცვივდებათ აკაციებს ბოლო ფოთლები, ნელი ნაბიჯით გავუყვები ქუჩას ნაწვიმარს და ბოლო-ბოლო მოგონებებს შევეხიზნები... ვიცი თითები დამეწვება ვედრებით შენზე და ხეივანში გავიყოლებ დამჭკნარ კესანეს, ვიცი ამაღამ მენდომება დალევა მარტოს და საბოლოოდ უშენობას შიშად ვიწამებ... შენი ჭიქიდან გამასინჯე ყავა ონორე- ქალის ცრემლებზე მომიყევი ამაღამ ისევ, ქუჩებში ბორგავს შემოდგომის მთვრალი მინორი, და სული მიაქვთ სადღაც შორეთს გადაღლილ ნისლებს... 20.10.2018  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 12:45 pm | |
| მაია რუხაძე როცა როცა ალუჩებს ქარიშხალი მიწამდე დახრის და ნაწარსულებ არითმიას გამატანს საგზლად, მე მომინდება ცოტა ხანიც რომ ვიყო ბავშვი და გამითენდეს როგორც უწინ დედის მაჯებთან... მე მომინდება ნაწვიმარზე დამიცდეს ფეხი- როცა ჩავუვლი შენს აივანს ჩქარი ნაბიჯით, როცა სიზმრები გახედნიან ოცნების ნაკადს, შენ კი მომხედავ სინანულის ჩვეული ნიჭით... მე მომინდება გაფანტული გაზაფხულები- ნუშების თეთრი ხეივანი ჩვენი ჩრდილებით, მე მომინდება ცოტა ხანი ვიყო ის ქალი, შენ რომ კოცნიდი გადაცრეცილ ბალდახინებში; და მაინც ისევ ალუჩები გამწყდარი წელში- შენს საფეთქლებთან მოხეთქილი ნედლი ორპირი, კერპი წვივებით გადაღლილი მივდივარ არსად, უკიდეგანო მონატრებით დანაღმულ მიწით. 23.9.2018  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 12:46 pm | |
| მაია რუხაძე დღეები დღეები უშენობით დასერილი- თეთრი კესანები გამიშავდა, ღვინოში პულსირებს შემოდგომა, წარსულის სიზმრები ქარებს გაჰყვა... ჭრელი შემოდგომის ფოთოლცვენა სულში აკორდებად გაიფანტა, დღეები უშენობით დასერილი შემოდგომის იქცნენ თარჯიმანად... 23. 8. 2018  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 12:48 pm | |
| მაია რუხაძე ამინდი ამინდი ჰგავდა გარდაცვლილ მოცარტს- ჭრელი ფოთლებით გადაღლილ ვალსში, აკორდებს შორის კვდებოდა ექო უსიყვარულო წამთაწრიალში... ორპირში დგომამ გამაცალა ბოლო იმედი- ბოლო იმედი ნაქარალი და შემცივნული, სადღაც მღეროდნენ მარტოსული, თეთრი ნიმფები, კი არ მღეროდნენ, უფრო რამეს თუ მისტიროდნენ... და ლურჯი ღამე ეცემოდა მაშინ ჩემს თეთრ მკლავებზე, მაშინ როდესაც გათენების არ იყო აზრი, როცა ჩრდილებიც გამირბოდნენ როგორც ავაზა, აუღებელი აკორდების წამთაწრიალში... 17.7.2018  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია რუხაძე Wed May 29, 2019 12:50 pm | |
| მაია რუხაძე ვარდები არა ვარდები არა, გვირილები მაჩუქე ისევ- შენი ხელების სითბო იქნებ გამოიყოლონ, მოვწნავ გვირგვინებს, ჩემებურად მოვწნავ გვირგვინებს, და ქიმერებში გამებნევა ნაღველის სოლო... მთებისკენ არა, თბილი ზღვისკენ წავიდეთ ისევ- სადაც ტალღები შეგვეხება ნამზევარ მხრებზე, სადაც ქარები გადახვეტენ ნაწვიმარ ნისლებს და სადაც მე შენ, როგორც უწინ გაგითბობ ხელებს... შავი კი არა, მოიხდინე თეთრი პერანგი, და ჩემი სითბო მიკარგული ზამთრის ნისლებში, გამზევებული გვირილები ჩამაჭკნა ხელში- შენ კი ვარდებით გაუხვიე სხვისი სახლისკენ... ვარდები არა... 25.6.2018  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: მაია რუხაძე  | |
| |
|  | | | მაია რუხაძე | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|