არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 საზოგადოებრივი მაუწყებელი მხატვრული და დოკუმენტური სერიალების სცენარებისთვის

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

საზოგადოებრივი მაუწყებელი მხატვრული და დოკუმენტური სერიალების სცენარებისთვის Empty
PostSubject: საზოგადოებრივი მაუწყებელი მხატვრული და დოკუმენტური სერიალების სცენარებისთვის   საზოგადოებრივი მაუწყებელი მხატვრული და დოკუმენტური სერიალების სცენარებისთვის EmptyMon Aug 01, 2016 5:48 pm

საზოგადოებრივი მაუწყებელი მხატვრული და დოკუმენტური სერიალების სცენარებისთვის E862007793e4d15c2befe0d1128c15d4


საზოგადოებრივი მაუწყებელი მხატვრული და დოკუმენტური სერიალების სცენარებისთვის აცხადებს კონკურსს!

გამოქვეყნებულია 2016-07-25 10:38:00


ახალი სატელევიზიო სეზონიდან დაგეგმილია ქართული ორიგინალური წარმოების მხატვრული და დოკუმენტური სერიალების გადაღება, რომელთა სცენარებიც კონკურსის შედეგად შეირჩევა.

მხატვრული სერიალი
ჟანრი: დეტექტიური/ ფანტასტიკურ-დეტექტიური/ დრამა/ სიტუაციური კომედია
ქრონომეტრაჟი: 45 წუთი
სერიების რაოდენობა: 66, მინიმუმ 22.

დოკუმენტური სერიალი
თემატიკა: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
ქრონომეტრაჟი: 26 წუთი
სერიების რაოდენობა: 66, მინიმუმ 22.

კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე drama@gpb.ge უნდა გამოგზავნონ შემდეგი მასალები:

1. შევსებული აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვაც შეგიძლიათ შემდეგი ბმულის საშუალებით:
https://goo.gl/YjqiWE
2. რეზიუმე / ავტობიოგრაფია
3. სამოტივაციო წერილი
4. ერთი სერიის სცენარი

აპლიკანტებმა უნდა გამოგზავნონ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი ერთიანად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი განაცხადი არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს 18 წლის ზემოთ.

განაცხადების გაკეთება შესაძლებელია 25 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით. კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 40 94 77 .

ჟიური: გიორგი ვასაძე, ნათია წულაძე, ბასა ჯანიკაშვილი, ლანა ქუთათელაძე

ბმული:
* http://gpb.ge/ge/news/view/131868
* https://youtu.be/NscBRwtXr3w
* https://on.ge/story/9842-ტიფლისის-და-ქერჩის-სცენარისტები-საზოგადოებრივ-მაუწყებელს-ტყუილსა-და-ჩაგვრაში-ადანაშაულებენ

study


Last edited by Admin on Sun Apr 16, 2017 3:09 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

საზოგადოებრივი მაუწყებელი მხატვრული და დოკუმენტური სერიალების სცენარებისთვის Empty
PostSubject: Re: საზოგადოებრივი მაუწყებელი მხატვრული და დოკუმენტური სერიალების სცენარებისთვის   საზოგადოებრივი მაუწყებელი მხატვრული და დოკუმენტური სერიალების სცენარებისთვის EmptyFri Apr 14, 2017 9:25 pm

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევ
კონკურსს აცხადებს


გამოქვეყნებულია 2017-04-13 18:20:00

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2017-2018 წლის საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების
სცენარების (სრული სერიალის კონცეფცია, ერთი ეპიზოდის სცენარი დიალოგებით და სარეჟისორო ხედვა)
შესარჩევად (ორ ჟანრში - მძაფრსიუჟეტიანი/დეტექტიური და მელოდრამა) კონკურსს აცხადებს.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. კონკურსის
ფარგლებში უნდა შეირჩეს ორ ჟანრში თითო სერიალის სცენარი.


საკონკურსო დავალება

მძაფრსიუჟეტიანი/დეტექტიური ჟანრის სერიალი

საკონკურსო დავალება: მძაფრსიუჟეტიანი/დეტექტიური ჟანრის სერიალის სცენარი (სრული სერიალის
კონცეფცია, ერთი ეპიზოდის სცენარი დიალოგებით და სარეჟისორო ხედვა)
პერიოდულობა: კვირაში 2-ჯერ
ეპიზოდების რაოდენობა: 24
ეთერში გასვლის ხანგრძლივობა: 3 თვე ( ოქტომბერი - დეკემბერი)
ქრონომეტრაჟი: 50 წუთი საეთერო დრო
სცენარისტის და რეჟისორის ანაზღაურება (8 თვიანი ხელშეკრულების საფუძველზე): 48 000 ლარი
(დარიცხული)


მელოდრამატული ჟანრის სერიალი

საკონკურსო დავალება: მელოდრამატული ჟანრის სერიალის სცენარი (სრული სერიალის კონცეფცია,
ერთი ეპიზოდის სცენარი დიალოგებით და სარეჟისორო ხედვა)
პერიოდულობა: კვირაში 4-ჯერ
ეპიზოდების რაოდენობა: 48
ეთერში გასვლის ხანგრძლივობა: 3 თვე ( ოქტომბერი - დეკემბერი)
ქრონომეტრაჟი: 30 წუთი საეთერო დრო
სცენარისტის და რეჟისორის ანაზღაურება (8 თვიანი ხელშეკრულების საფუძველზე): 60 000 ლარი
(დარიცხული)

განაცხადები მიიღება 30 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე drama@gpb.ge; მსურველებმა
საკონკურსოდ უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

• სცენარისტის და რეჟისორის რეზიუმე/ავტობიოგრაფია
• სრული სერიალის კონცეფცია (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
• ერთი სერიის სცენარი დიალოგებით
• სრული სერიალის სარეჟისორო ხედვა

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
წარმოდგენილი განაცხადების შერჩევა/შეფასებას ახორციელებს საკონკურსო კომისია.
შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად - ტურად. შერჩევის პირველ ეტაპზე კომისიის წევრები
ინდივიდუალურად, ქულებით აფასებენ წარმოდგენილ სცენარებს, განსაზღვრული კრიტერიუმების
მიხედვით, პირველ ტურში, კომისიის წევრები აპლიკანტის მიერ წარმოდგენილ მასალებს შეაფასებენ შემდეგი
კრიტერიუმების საფუძველზე:

1. იდეის ორიგინალურობა
2. დრამატურგიული გამართულობა
3. მოქმედების დინამიკა
4. დიალოგების ხარისხი
5. პერსონაჟების მრავალფეროვნება
6. სარეჟისორო ხედვა

მეორე ტურში გადასული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან პროექტის საპრეზენტაციოდ.

კომისიის წევრები, კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენენ თითოეულ ჟანრში თითო საუკეთსო სცენარს.
საუკეთესოდ დასახელდება სცენარი, რომლიც კენჭისყრის შედეგად მიიღებს კომისიის წევრთა სრული
შემადგენლობის უბრალო უმრავლესობას.
დამატებითი ინფრომაციისთვის გთხოვთ დარეკოთ ნომერზე - 2 40 94 77

ბმული:
* http://gpb.ge/files/documents/2017/04/1b5c9345ad59a8dcfdd3738cb4d75853.pdf
* http://gpb.ge/ge/news/view/156973

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
 
საზოგადოებრივი მაუწყებელი მხატვრული და დოკუმენტური სერიალების სცენარებისთვის
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: