"სამანიშვილის დედინაცვალში" პლატონი - კაენია, ელენე -სარა.
მეცხრამეტე საუკუნეში კაენი თურმე იმერეთში ყოფილა, ჩვენ კი სად არ ვეძებდით...
როგორი სანახავია სადედინაცვლოს ძებნით დაღლილი, პირველი მკვლელი?!
ყოველ შემთხვევაში, არა ისეთი, როგორსაც ჩვენი რეჟისორები წარმოგვიდგენენ-ხოლმე.
გაიხსენეთ ივანე გვერდევანიძესთან საუბარი, მალთუსის თეორიას რომ აყალიბებს პლატონი.
კლდიაშვილმა კარგად იცოდა რას წერდა, მაგრამ მკითხველმა როგორ წაიკითხა?!
აი, კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხი.
თქვენ რას იტყვით?