ამ ნოველის - არაერთი ქართული თარგმანი არსებობს... ჩემი ვარიანტი, ეძღვნება - ჩემს უსაყვარლეს მწერალს!... თარგმნილია, თითქმის - სიტყვასიტყვით... შეძლებისდაგვარად, სასვენი ნიშნებიც კი - არ შემიცვლია... მოკლედ, უფრო - სიყვარულის ახსნაა!... 
ერნესტ ჰემინგუეი
კატა წვიმაში.
სასტუმროში - სულ ორი ამერიკელი იყო. ისინი, არც ერთ მათგანს არ იცნობდნენ - ვისაც კიბეებზე ხვდებოდნენ... როდესაც - ნომერში ადიოდნენ.
მათი ოთახი - მეორე(ბრიტ. მესამე)სართულზე იყო და ზღვას გადაჰყურებდა. მათი ფანჯრიდან, ასევე მოსჩანდა - ქალაქის პარკი, ცენტრში - ომის მონუმენტით. პარკი სავსე იყო - მაღალი პალმებითა და გრძელი, მწვანე სკამებით. კარგ ამინდში, იქ ყოველთვის იყო - რომელიმე მხატვარი, გაშლილი მოლბერტით. მხატვრებს მოსწონდათ - უზარმაზარი პალმების ხედი და სასტუმროების ფერადი ფასადები... რომლებიც - ბაღებსა და ზღვას გადმოჰყურებდნენ.
იტალიელები, საიდან არ ჩამოდიოდნენ - ომის მონუმენტის მოსანახულებლად. იგი ბრინჯაოსგან იყო ჩამოსხმული და წვიმისგან - სულ მთლად ლაპლაპებდა. წვიმდა.
წვეთები, პალმის ტოტებს ბზრიალ - ტრიალით სწყდებოდნენ და ძირს ტყაპატყუპით ეცემოდნენ. წყალი, ბაღის ბილიკებს ავსებდა - გაპიპინებული გუბეებით.
ზღვა, წვიმის გრძელ ჰორიზონტად იშლებოდა... და გადარეცხავდა რა - ქვედა ნაპირს... უკან ბრუნდებოდა, ამობრუნებული - რომ ისევ დაშლილიყო... წვიმის - უსასრულო ხაზებად.
ავტომობილები, შხეფების ფრქვევით ჩაიქროლებდნენ რა - პარკთან, ომის მონუმენტის ახლოს... წვიმაში უჩინარდებოდნენ. მოპირდაპირე მხარეს, კაფეტერიის - კარებში, მიმტანი იდგა და ცარიელ სკვერს გაჰყურებდა.
ამერიკელის ცოლი - ფანჯრიდან იყურებოდა. ზუსტად მათი ფანჯრის ქვეშ - კატა იჯდა... ერთ - ერთი მწვეთავი, მწვანე მაგიდის ქვეშ. იგი ცდილობდა... ისე შეეფარებინა თავი, ისე შეყუჟულიყო - რომ არ დასველებულიყო.
"ქვემოთ ჩავალ და ამ ფისოს ამოვიყვან," - თქვა ცოლმა.
"თუ გინდა მე ჩავალ," - საწოლიდან შეთავაზა ქმარმა.
"არა, მე - თვითონ." "საცოდავი ფისო, მაგიდის ქვეშ - ეფარება წვიმას."
ქმარი კითხვას აგრძელებდა, მოხერხებულად მოკალათებულიყო რა - ორ ბალიშზე.
"არ დასველდე!" - თქვა მან.
ცოლი დაბლა ჩავიდა, სასტუმროს მეპატრონე წამოდგა და მიესალმა, როდესაც - ქალმა გვერდზე ჩაუარა. მისი მაგიდა - მისაღების შორეულ კუთხეში იდგა. იგი მოხუცი იყო და ძალიან მაღალი.
"Il piove!"(ისევ წვიმს) - თქვა ქალმა. მას მოსწონდა - სასტუმროს მეპატრონე.
"Si, Si, Signora, brutto tempo!" (დიახ, დიახ, სენიორა, საშინელი ამინდია) იგი - თავის მაგიდასთან იდგა... ოთახის შორეული კუთხის - ბინდბუნდში. ამერიკელის ცოლს - იგი მოსწონდა.
ქალს მოსწონდა, თუ როგორი სრული სერიოზულობით უსმენდა იგი - ნებისმიერ მომჩივანს. მოსწონდა - მისი სიდარბაისლე. მოსწონდა - მისი მცდელობა, ქალისთვის ყველანაირად ეამებინა. მოსწონდა იგი - როგორც მეპატრონე. მოსწონდა - მისი ასაკოვანი, უხეში ნაკვთები და დიდი ხელები.
კვლავ მასზე ფიქრობდა - როცა კარი გააღო და გარეთ გაიხედა. უფრო ძლიერ წვიმდა. რეზინის საწვიმარში გამოწყობილი კაცი, უკაცრიელ სკვერს ჰკვეთდა - კაფეტერიისკენ. კატა, სადღაც მარჯვნივ უნდა მჯდარიყო. შეიძლება, სადმე სხვაგან შეეფარა - კიდეც. სანამ ქალი კარებში იდგა, უკნიდან - ქოლგის გახსნის ხმა მოისმა. ეს იყო მოსამსახურე, რომელიც - მათ ნომერს ალაგებდა.
"ასე ხომ დასველდებით!" - იგი იღიმებოდა. რა თქმა უნდა - სასტუროს მეპატრონემ გამოაგზავნა. მოსამსახურე ქალთან ერთად - რომელიც ქოლგით მიჰყვებოდა, მან გადაკვეთა ბაღის ბილიკი და თავისი ფანჯრის ქვეშ აღმოჩნდა. მაგიდა იდგა და მწვანედ ლაპლაპებდა - წვიმისგან გარეცხილი, მაგრამ კატა იქ აღარ იყო. ქალი - გულდაწყვეტილი ჩანდა. მოსამსახურემ ქვემოდან ამოხედა.
"Ha perduto qualque cosa, Signora?" (რამე დაკარგეთ, სენიორა?)
"აქ კატა იყო," - თქვა ქალმა.
"კატა?"
"Si, il gatto." (კი, კატა)
"კატა?" - მოსამსახურემ გაიცინა. "კატა - წვიმაში?"
"კი," - უპასუხა მან, "მაგიდის ქვეშ", და "ოჰ, მე - ისე მინდოდა, ისე მინდოდა - ის ფისო."
როცა - ქალი ინგლისურად საუბრობდა, მოსამსახურე იღიმებოდა.
"წავიდეთ სენიორა!" - თქვა მან. "დავბრუნდეთ, თორემ - თქვენ სულ დასველდებით."
"კი, რა თქმა უნდა," - უპასუხა ქალმა.
ისინი, უკან გამოუყვნენ სველ ბილიკს და კარს მიადგნენ. მოსამსახურე, ოდნავ ჩამორჩა - რათა ქოლგა დაეკეცა. როცა ქალმა - მისაღების ახლოს ჩაიარა... "პადრონი", თავის მაგიდიდან წამოიწია და თავაზიანად დაუკრა თავი. გულში, რაღაცა - ნაპერწკალივით აენთო. მის გვერდით, თავი - სულ ერთი ციდა ეჩვენებოდა... მაგრამ, ამავე დროს - ყველაზე მნიშვნელოვანი. ასეთ წუთებში, ქალი გრძნობდა... თავის - რაღაც უმაღლეს დანიშნულებას. იგი - ზემოთ ავიდა. ოთახის კარი შეაღო. ჯორჯი - საწოლზე იწვა და კითხულობდა.
"იპოვე კატა?" - იკითხა მან, გადაფურცლა რა - წიგნი.
"არა, გაიქცა."
"საინტერესოა - სად?!" - თქვა მან, მოაშორა რა თვალი - წიგნს.
ცოლი საწოლზე ჩამოჯდა.
"ისე მინდოდა - ის ფისო," - თქვა ქალმა. "არ ვიცი, რატომ მინდოდა - ასე ძალიან." "როგორ მინდოდა - ის საბრალო ფისუნია." "ალბათ რა ცუდია, იყო უსახლკარო კატა - წვიმაში."
ჯორჯი - ისევ კითხულობდა.
ქალი, ტუალეტის მაგიდას მიუჯდა, პატარა სარკე აიღო და საკუთარი პროფილის შესწავლას შეუდგა, ჯერ - ერთი მხრიდან, შემდეგ - მეორედან. შემდეგ კი - საკუთარი კეფისა და კისრის.
"როგორ ფიქრობ, ღირს, თმა - რომ გავიზარდო?" - იკითხა მან, პროფილის თვალიერებაში გართულმა.
ჯორჯმა თავი ასწია და მის - ბიჭივით მოკლედ გაკრეჭილ კეფას შეხედა.
"მომწონს ისე - როგორც არის."
"მე კი მომბეზრდა!" - თქვა ქალმა. "მომბეზრდა, ბიჭივით - რომ გამოვიყურები."
ჯორჯს, ცოლისთვის თვალი არ მოუშორებია - ისე იცვალა მხარი.
"შესანიშნავად გამოიყურები," - თქვა ქმარმა.
ქალმა, პატარა სარკე - ტუალეტის მაგიდაზე დადო, ფანჯარასთან მივიდა და გადაიხედა. ღამდებოდა.
"მინდა - რომ კეფაზე დავიხვიო... გრძელი, სრიალა თმების - ფუმფულა გორგალი, ძალიან მინდა!" - თქვა მან.
"მინდა - რომ ფისო კალთაში მეჯდეს და კრუტუნებდეს... როდესაც ხელს გადავუსვამ."
"ხო - ო?" - საწოლიდან გაეპასუხა ჯორჯი.
"აგრეთვე მინდა - საკუთარ მაგიდასთან ვიჯდე, საკუთარი - ვერცხლის ჭურჭლიდან მივირთმევდე და გარშემო სანთლები ენთოს. მინდა - რომ იყოს გაზაფხული და სარკესთან - გრძელ თმას ვივარცხნიდე, და მინდა - ფისო, ახალი ტანსაცმელიც - მინდა!"
ოჰ, მოკეტე უკვე და რამე წაიკითხე!" - უფასუხა ჯორჯმა. მან, კვლავ - საკითხავში ჩარგო თავი.
ცოლი ფანჯრიდან იყურებოდა. უკვე - სულ დაბნელებულიყო, წვიმა კი - ისევ ისე წვეთავდა... პალმის ფოთლებიდან.
"ნებისმიერ შემთხვევაში - მინდა კატა. მინდა. ახლავე მინდა - კატა. და თუ არ შემიძლია - გრძელი თმა მქონდეს... ან სხვა რაიმე - სასურველი, კატა ხომ მაინც შეიძლება - რომ მყავდეს!"
ჯორჯი არ უსმენდა. იგი კითხულობდა. ცოლი - ფანჯრიდან იყურებოდა, ფანჯრის მიღმა - პარკში, ლამპიონები აინთო.
კარზე - ვიღაცამ დააკაკუნა.
"Avanti!" (შემოდით) - გასძახა ჯორჯმა. მოსწყვიტა რა წიგნს - თვალი.
კარებში მოსამსახურე იდგა. მას, მკერდზე - დიდი, ჟღალი კატა ჰყავდა მიხუტებული და მაგრად ეჭირა... ხელიდან - რომ არ გასხლტომოდა.
"უკაცრავად," - თქვა მან, ""პადრონმა" მთხოვა, ეს - სენიორასთვის გადმომეცა."
ინგლისურიდან თარგმნა - ეკა ჩიჩუამErnest Hemingway / Cat in the Rain
http://maksi-m-a.wix.com/eka777#!hemingway/c1jtj 