არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ბათუ დანელია

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ბათუ დანელია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბათუ დანელია   ბათუ დანელია - Page 2 EmptySat Nov 30, 2019 8:47 pm

ბათუ დანელია - Page 2 Batu10

ბათუ დანელია

მესამე ნაწილი: სიცოცხლე
(ციკლიდან "ჯვალოები")

უ ლ ტ ი მ ა ტ უ მ ი ს ე ბ უ რ ი

მე ვარსკვლავებთან ვამყარებ კავშირს ლექსებით
და მათ არსს ვიდრე არ ჩავწვდი, არდავეხსნები
ამ მეტაფორებს, ამ ტროპებს, რითმებს, ფრთებზეკი
მერე ვიფიქრებ! და რახან პოეტად გავჩნდი,
მე ვდგავარ ქვეყნის ბოლოშიც, შუაშიც, თავშიც
და მხოლოდ ღმერთი, უფალი არის ჩემზევით.
მე უფალთანაც ლექსებით ვამყარებ კავშირს.

მე ვარსკვლავებთან ლექსებით კავშირს ვამყარებ
და ერთდროულად ვუცქერ და ვხედავ სამმხარეს,
როგორც გორაკის მხრებიდან ციცქნა სამყურა...
თქვენ კი უგზავნეთ ელჩები ვენერას, მარიხს,
რომ გიბრუნდებათ იქიდან გიჟი ან მკვდარი...
და თუ ლპობისგან რაიმე იხსნის სამყაროს -
ქარივით მსუნთქავ პოეტის ლექსების ქარი!..

ბათუ შარელი
1993 წ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ბათუ დანელია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბათუ დანელია   ბათუ დანელია - Page 2 EmptyFri Dec 06, 2019 12:22 pm

ბათუ დანელია

მოსათოვი ლექსი
(ციკლიდან "ძველებურები")

ამას დავწერ და თოვლი წამოვა -
გაიხსნებიან ღრუბლის ფუთები...
და შენ და მე და ღმერთი - სამივე
ერთმანეთს ისევ ჩავეხუტებით...

ამას დავწერ და თოვას დაიწყებს
და დღე ღამის ჯავრს შეჭამს ვეებას...
და ჯვარს მიწასთან ზეცა დაიწერს
და ჩვენ გვაქცევენ მეჯვარეებად...

და ზეცისა და მიწის ქორწილი
აგვაწევინებს მაღლა თამასებს...
და თოვლი შიშველ სულზე ხორცივით
შეგვესხმევა და გაგვალამაზებს...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ბათუ დანელია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბათუ დანელია   ბათუ დანელია - Page 2 EmptyFri May 29, 2020 5:18 pm


ბათუ დანელია - მთაწმინდის წერილი მეტეხს
•May 29, 2020

მთაწმინდის წერილი მეტეხს
© ბათუ დანელია
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020
მუსიკა - იოჰანეს ბრამსი - „უნგრული ცეკვა“.

***
ბათუ დანელია

მთაწმინდის წერილი მეტეხს

როდესაც გადათოვს მადათოვს,
თბილისმა სხვა საქმე გადადოს,
შეეშვას სათითე-სათათეს _
როგორც კი მადათოვს გადათოვს.
მტკვრისაკენ არ მისცე გზა ტატოს,
ვისთვისაც ვარამი ადათობს...
უთხარი, ფიქრები გადადოს...
ელოდოს თიბათვეს, მკათათვეს
და გულში დაგროვილ წვათათვის
დაზოგოს გაძლება ცხრა დათვის...
არ მისცე, არ მისცე გზა ტატოს, _
უთხარი, დარდები გადადოს,
როდესაც გადათოვს მადათოვს!
როდესაც მადათოვს გადათოვს!

***
Letter from Mtatsminda to Metekh
The verse by Batu Danelia (in Georgian)
This clip is made with: Johannes Brahms - Hungarian Dances No. 5 & 6 conducted by Maciej Tomasiewicz.
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

ბმული:
https://youtu.be/nkOl0fjkcCc


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ბათუ დანელია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბათუ დანელია   ბათუ დანელია - Page 2 EmptyMon Jun 01, 2020 8:20 am

ბათუ დანელია

თოვლის მეფე

მე თოვლის მეფე ვარ, მე თოვლის ხელმწიფე ვარ.
მე მიყვარს, რომ თოვლი აქა-იქ შემწიფდება,
როდესაც ქვეყანა მის გახდას აგვიანებს
და ჰგვანან ხეები ქაღალდის ფრაკიანებს...
მიყვარს, რომ ფიფქები სიჩუმის ჩამიჩებად
მოფრენენ და ფრენის სურვილი გამიჩნდება...
მე მიყვარს!.. მე თოვლი თვალიდან ჩაცვენილი
მაქვს სულში და სული მას მიცრის საცერივით,
რომ უფალს მივართვა, შესაფერ მოსასხამად,
იმ დღესვე, იმწუთას _ აქედან როცა წავალ...
მე მიყვარს!.. მე თოვლის ასეთი შეყვარებით
გადავვლე ზედმეტი განცდების ზეკარები... _
მე თოვლის მეფე ვარ, უტახტო, უგვირგვინო.
მინდა სულ თოვას და ფანტელებს ვუღიღინო,
და როცა მათ ციურ სახეებს ვაცქერდები,
მინდება _ მათებრი გამოსცენ გაზეთები,
რომ ყველა სიტყვა და სტრიქონი მღეროდეს და _
არ ეყმონ პილატეს, არ ბჭობდნენ ჰეროდესთან...
და კიდევ იმიტომ შევხარი ამ ფანტელებს,
რომ, როცა მოვკვდები, თავიდან დამბადებენ,
ისევე მაქცევენ ვალმოხდილ ხმელ წიფელად...
მე თოვლის მეფე ვარ, მე თოვლის ხელმწიფე ვარ,
ავუვლი ქარ-წვიმებს, აბეზრებს, ამპარტავნებს
და _ თუკი დღეები დამშლიან, დამფანტავენ,
თოვაში მექნება იმედი გამთელების...
და როცა ზემოდან მოფრენენ ფანტელები _
ლომივით მაცხრება სურვილი _ მივფრინავდე
ზემოთკენ, ზემოთკენ, ზემოთკენ სიკვდილამდე.

study


Last edited by Admin on Mon Jun 01, 2020 9:02 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ბათუ დანელია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბათუ დანელია   ბათუ დანელია - Page 2 EmptyMon Jun 01, 2020 8:40 am


ლიტერატურული კუთხე - ბათუ დანელია
•Mar 28, 2016


Trialeti Tbilisi


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ბათუ დანელია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბათუ დანელია   ბათუ დანელია - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ბათუ დანელია
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: