არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ალექსანდრე მიშელაშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next
AuthorMessage
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyMon May 26, 2014 10:35 am

სანთელი ჯოჯოხეთში

რა ჯოჯოხეთი შეაშინებს ,
უფალო, იმ კაცს?!
მომაკვდავმა რომ
ჩაიბუტბუტა:
ზოგი სიზმრისთვის
მადლობელი ვარ.
******
ორი კვირაა ძინავს შაველოს, ორი კვირაა სიზმარში ცხოვრობს. მხოლოდღა ღამით გამოიფხიზლებს, პურ-ღვინოს მიიღებს და ისევე ძილს შეუბრუნდება.
ერთ ლამაზ სოფელში ცხოვრობს შაველო, ახლა კი ადრე გაზაფხულია,  მიწა იხვნება, გუთანს ისე მისდევენ უკან გუთნისდედა ჩიტები, ისე ყურადღებით აკვირდებიან ყოველი ბელტის გადაბრუნებას, თითქოს მიწაში ჩამარხული განძი დაეკარგოთ. ამ მინდორს რომ უყურებთ, მიწის ქვეშ ყვავილთა უთვალავი ჯარი იცდის, მიწის ზემოთ ამოხედვა, მათგან ტანად ყველაზე სუსტ ენძელებს გაუბედავთ მხოლოდ. გაუბედავ კაცს ხომ ჩვენთანაც ყველგან აგვიანდება?!
ახალგაზრდა კაცია შაველო,
დედის იმედად დარჩენილი, მამა კი მის დაბადებამდე მოეკლათ. ეს ამბავი კი ასე იყო:
სოფლის ზემოთ საორბე სერი რომ მოსდევს , სათიბი ადგილი ვერ გაეყო მეზობელთან, უბრალო შელაპარაკებას, ხელჩართული ბრძოლა მოჰყვა, მთელი სოფელი თავზე დასდგომოდათ, თავიდან თითქოს სცადეს გაშველება, მაგრამ მერე ჯიბეში ხელი ჩაიწყეს და თითქოს მამლების ძიძგილს უყურებდენო, ისე მიაჩერდენ სანახაობას. გულში იქნებ ფიქრობდნენ კიდეც, ერთმანეთიც დაგიხოციათ, სათიბი იქნებ ჩვენ დაგვრჩესო.
ბაჭუას, შაველოს მამის მოკვლა გულშიც არ გაუვლია, უბრალოდ გული ქონდა მოსული და ახალგაზრდა კაცის სიფიცხით შეება ხელჩართულ ბრძოლაში, მაგრამ წაქცევისას  ქვას ისე ძლიერად დაარტყა თავი თევდორემ, რომ ტვინიც მიანთხია ზედ.
ბაჭუა ერთ ხანს გაშეშებული იყო, მერე კი როცა ყველაფერი გაიაზრა, როცა ხალხი და ფეხმძიმე ცოლი თევდორეს ცხედარს შემოეხვია, იქვე საყორნე უფსკრულისკენ, ისე დაიძრა ყურადღებაც არავის მიუქცევია, ჯერ ნელი ნაბიჯით მიდიოდა, მერე ნაბიჯს მოუმატა და თითქმის სირბილით, ისე რომ უკან არც მოუხედავს გადაეშვა ქარაფებში. ყველაზე მთავარი კი იმ წელს მოხდა, როცა ხანგრძლივი წვიმებისგან, მთელი  ეს სადაო მიწა მეწყერმა წამოიღო და ჩაიტანა იმ საყორნე უფსკრულში სადაც ბაჭუა გადაეშვა.
ობლად გაიზარდა შაველო, მისი დაბადება იმ ყვავილის დაბადებას გავდა მარტის მზე რომ ამოიტყუებს და ამოსვლის თანავე ყინვა და თოვლი დაატყდება თავს. საშინლად უჭირდა ოჯახს, ამ გაჭირვებაში დავაჟკაცდა შაველო, ოჯახს სარჩოც გაუჩინა და ალბათ ბედნიერიც იყო, სანამ მის ცხოვრებაში რამდენიმე ფაქტი არ მოხდა.
ძაღლი გაზარდა შაველომ, საკუთარი ოჯახის წევრივით უყვარდა,  ძაღლმაც ერთგულად შეიყვარა შაველო და ერთ ზამთარს როცა მეზობელ სოფლიდან საკმაოდ მთვრალი შაველო სახლში გამოისტუმრეს, ძაღლის მეტს არც არავის გახსენებია, მისი სახლამდე მიცილება. 
დიდი ტყე იყო  გზად გასავლელი, ასეთ ზამთრის ტყეს შაშვებიც კი მიატოვებენ, სოფელში გადაინაცვლებენ, კაცს მიუახლოვდებიან, რომ იქ მაინც იშოვონ საკვები.
დიდი მოთმენით დგანან ხეები,
მთის წვერზე ამოსულები მალი მალ თვალს ჭალისაკენ გააპარებენ, იციან რომ იქიდან უნდა მოვიდეს გაზაფხული, ჯერ ჭალის ხეები უნდა აყვავდნენ. მათ ფესვებთან დაბადებულ მდინარეს აბარებენ ამბის მოტანას, მაგრამ მდინარეს მარტო მიაქვს დანაბარები, უკან არასდროს არაფერი მოუტანია.
ძალიან მოერია სასმელი შაველოს  , ტყეში ერთ წიფელს თოვლი მოუქექა ჩამოუჯდა და თავიც მიადო, ალბათ დაიძინებდა კიდეც, მაგრამ ამ დროს ძაღლმა ყურები დაცქვიტა, ყური მიუგდო და თავადაც  გაიგონა თოვლზე ფეხის ხმა,  ბნელი ღამიდან ცოფიანი მგლის ორმა თვალმა გამოანათა, მგელი არც კი დაყოვნებულა პირდაპირ თავდასხმაზე გადმოვიდა, მაგრამ ბუღარა სიმთვრალისგან ძალა გამოცლილ პატრონს, რომელსაც ჯერ ვერც გაეგო რა ხდებოდა, წინ გადაეფარა. დიდხანს იბრძოლეს მგელმა და ბუღარამ , ბოლოს როგორც იქნა მოახერხა ყელის დაჭერა ბუღარამ და დახრჩობის მერეც აღარ უშვებდა პირს, ფერთხავდა მგელს სისხლიან თოვლზე. სწორედ ამ დროს მოაგნოთ  შაველოს დედამ, შვილს გვერდში შეუდგა და სახლისკენ გაუძღვა.
ბუღარა მხოლოდ მეორე დღეს მოიკითხეს, ბევრი არაფერი ჭირდა ნაავადმყოფარი დასუსტებული მგლის დახრჩობა, მაინც და მაინც არ გასჭირვებოდა, მაგრამ რამდენგანმე კბილი მაინც ქონდა გაკრული, რასაც სასწრაფო ყურადღება უნდოდა, მაგრამ ყურადღება არც მიაქციეს, ან და რას გაიგებდენ რომ მგელი ცოფიანი იყო?! გაილოკავს და მოურჩებაო და მიატოვეს ძაღლი მგელზე უფრო საშიშ დაავადებასთან. პირველი დღეები ბუღარა კარგად იყო, მაგრამ მერე დაავადება რომ მოერია აგრესიული გახდა , უმიზეზოდ იწევდა ყველას დასაგლეჯად, გამოიყვანა შაველომ კრა თოფი და მოკლა.
რამდენიმე თვე მდუმარედ იყო შაველო, შემდეგ კი უცებ ყველაფერი შეიცვალა, მას შემდეგ რაც ბედისა გაიცნო და სიგიჟემდე შეუყვარდა, ბედისასაც უყვარდა შაველო და თითქოს ბედი მთელ აქამდე მოტანილ დუხჭირისთვის სამაგიეროს უხდის, დიდ ბედნიერებას პირდებაო, ისე ეჩვენებოდა შაველოს, სანამ ერთ დღისით ბედისა არ გამოუტყდა რომ სანამ შაველას სიყვარული შეეყრებოდა სხვა უყვარდა, მან კი ბედისას სიყვარულით ბოროტად ისარგებლა, მისი უბიწოება შებღალა და გაუჩინარდა.
ახლად აყვავებულ ხეს რომ ქარიშხალი დაატყდეს და ერთი ყვავილი არ შეარჩინოს ზედ, ისე იდგა შაველა, მთელი თვე სახლში ჩაიკეტა, ფიქრობდა ყველაფერი დაევიწყებინა, მაგრამ გული ბედისასკენ გაუწევდა თუ არა , აეშლებოდა თავში ფიქრები, თითქოს ბზიკებით სავსე ფუღუროში შეეყო თავი, იმის გაფიქრებაც კი რომ ბედისა ვიღაცას კოცნიდა, ვიღაცას ეფერებოდა, სიკვდილის ტოლფასი იყო და ეს ფიქრები  ისე გასჯდომოდა უკვე ტვინში, როგორც სიკვდილზე ფიქრი სიმსივნე შეყრილ ახალგაზრდას.
გული ვერაფერს ვეღარ დაუდო, გალიაში მყოფი ჩიტის გალობაც, ცუდად ხდიდა და ერთ დილითაც გალიის კარი გაუღო, ჩიტი ერთ ხანს გაუნძრევლად იჯდა, მერე შეკრა კამარა გამოიჭრა გალიიდან და ცაში გაუჩინარდა,
ალბათ აღარც არასდროს გაახსენდებოდა  ჩიტი შაველოს,
მაგრამ ორი დღის შემდეგ დილით რომ გაიღვიძა, ჩიტი ღია გალიაში შეფრენილი იჯდა და თითქოს ევედრებოდა შაველოს, ოღონდაც ეს კარი მომიხურე, თორემ ქვეყნად იმდენი ცოდვა ბრალი ვნახე, ასეთ თავისუფლებას ისევ ეს გალია მირჩევნიაო.
ჩიტის საქციელმა დააფიქრა შაველო, ამას ისიც დაერთო, რომ
ყოველ ღამით სიზმრებს ხედავდა, სადაც ბედისასთან ერთად ხელ ჩაკიდებული უთვალავი ყვავილით მორთულ მინდორზე მიაბიჯებდა, გვერდით კი ბუღარა მისდევდათ პეპლებთან თამაშით.
სამოთხე სიზმარია, ლამაზი სიზმარი, ჯოჯოხეთიც სიზმარია , კოშმარული სიზმარი, რაც სულში გიდევს სიზმარში ხომ ის გესიზმრება?! ხო და სიკვდილი სხვა არაფერია თუ არა მარადიული სიზმარი.
ამ ჩიტივით გაექცა ამ ქვეყნიურ ცოდვა, ბრალს შაველა, სიზმრის გალიაში შეიკეტა და როგორც ჩიტი ითხოვდა იმ კარის მოხურვას , ისე ნატრობდა რომ არც არასდროს გამოფხიზლებულიყო.
თავიდან ექიმიც მოუყვანეს, მაგრამ აბა ჯამრთელი კაცისთვის რა დიაგნოზი უნდა დაესვა?!
სოფელში ყველას შაველას ამბავი ეკერა პირზე, ზოგს ღიმილს მოჰგვრიდა,  ზოგმა სიზმარაც დაარქვა,  სოფლის მღვდელმა კი როცა მძინარე შაველა მოინახულა რომელსაც , სიზმარში წასულს ბედნიერების ღიმილი ეკრა სახეზე, როგორც ყვავილი გაზაფხულს და დედამისმა ყველაფერი მოუყვა,
მხოლოდ ერთი წინადადება წაიბუტბუტა: ეს კაცი როგორც სანთელი ჯოჯოხეთში ისეა ამ ქვეყანაზეო.
ჯოჯოხეთში სალოცავად ანთებულ სანთელს რა უნდაო ალბათ ბევრი იტყვის , მაგრამ
სანთელი ალბათ ჯოჯოხეთში,
სამოთხეზე მეტი ანთია,
სანამ სჭირდება, კაცი ღმერთზეც
მანამ ლოცულობს.
დედა მალევე გარდაეცვალა, ერთნი ამბობდნენ: მძინარეს ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდანო, რამდენიმე დღე ბედნიერების ღიმილიც წაერთვაო , მაგრამ მერე ალბათ დედაც სიზმარში დაიგულა და სიზმარში ხომ ყველაფერი ადვილია?! თითქოს დედა და ბედისა ერთად  ეფერებიან სახეზეო ისეთი ღიმილი დაუბრუნდა.
სოფელში ამბობდენ: დედის სიკვდილის მერე ბედისა უწყობს ყოველ ღამ პურს და ღვინოს სასთუმალთანო. 
ერთ დღეს კი როცა სოფელმა შაველას სიყვარულის ბოლომდე ერთგული, მარტოობაში გალეული ბედისა მიაბარა მიწას, მეორე დღეს საფლავზე მისულთ საკვირველი სურათი დახვდათ, შაველას მთელი ღამე ეთხარა მიწა, მისი საფლავის გვერდით, მეორე საფლავი გაეთხარა, შიგ ჩაწოლილიყო, გვერდით ჩიტის გალია ედგა. იწვა ასე და ეძინა, საშინელი შესახედი იყო, გძელ თმაში და წვერში, მაგრამ სახეზე ისეთი ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა, ზოგმა მისი ბედიც კი ინატრა.
დიდხანს იფიქრეს რა მოეხერხებინათ, ერთნი ამბობდენ ისევ სახლში გადაეყვანათ, ზოგი ასევე დავტოვოთო ამბობდა, თუმცა მათ შორის ისეთებიც ბევრი იყო, მიწას რომ სიამოვნებით მიაყრიდნენ.
ბოლოს ისევე დატოვეს როგორც იყო და სახლებში დაბრუნდენ.
საღამოს კი ერთმანეთისგან ჩუმად, თითქმის ყველა ოჯახიდან გამოვიდა პურით და ღვინით ხელში, სასაფლაოსკენ წამსვლელი კაცი. შაველას სასთუმალთან ერთმანეთს ისე შესცქეროდნენ თითქოს დანაშაულზე წაესწროთ ერთმანეთისთვის.
კაცი ხომ ასეა მოწყობილი, თემის დასანახად შეიძლება გაგკიცხოს კიდეც, მაგრამ გულში შენი საქციელი მაინც მოსწონდეს.
მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა , პატარა ნაკადულები დიდ მდინარეებად ქცეულიყვნენ, დავიწყებოდათ თავისი წარსული და თავისი დამბადებელი არე-მარე ერთიანად მოგლეჯილი ხეებით მიჰქონდათ ზღვისკენ.
იმ ზამთარს დიდი თოვლი მოვიდა, ნელა დაიწყო შაველას სასთუმალმა ფიფქებით ამოვსება, მერე უმატა, დილამდე კი ისე გადაავსო აქ თუ ოდესმე მიწა იყო გათხრილი ვერც ვერავინ წარმოიდგენდა. მიწის მაგივრად რომელიც სოფელმა ვერ მიაყარა, თითქოს ციდან დედამ და ბედისამ ითავეს მისი დაკრძალვაო, თითქოს მუჭიდან მიწის ნაცვლად ფიფქი სცვიოდათ და გულზე ეყრებოდა შაველოს, სანამ საფლავი მთლიანად არ ამოივსო.
გაზაფხულამდე არც არავის გახსენებია, გაზაფხულზე კი როცა თოვლი მთლიანად ადნა, თოვლ ქვეშ უხწნელად შენახული სიზმრის კაცი და ღია გალიაში მკვდარი ჩიტი დახვდათ.
ჯოჯოხეთის სანთელი ჩაქრაო, თქვა ისევ მღვდელმა და პარაკლისი გადაუხადა, სოფელი კი მიწას აყრიდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ეს ჩიტი მაინც რატომ არ გამოფრინდა ამ ღია გალიიდანო.
ბევრმა გაზაფხულმა ჩაიარა, ორი მუხა დარგო შაველოს და ბედისას საფლავზე ბაჭუას შვილმა, მუხებსაც შაველო და ბედისა დაარქვა, შაველო დიდი გაიზარდა, ტოტებ განიერი, ბედისა შედარებით მომცრო, ერთმანეთში ქონდათ ტოტები გადაჯაჭვული.
მათი შემხედვარე სოფელი ფიქრობდა, ხეები უფრო ბედნიერები არიან ვიდრე ადამიანებიო.
გადიოდა ათწლეულები და აბა ან რა გაახმობდათ?! -ერთ დღეს რომ მათი ჩრდილის ქვეშ, ბედისას პირველი სიყვარულის
შემზარავი ისტორია არ განმეორებულიყო.
ადამიანობისას დაკარგული,
ხეებმა იპოვეს, მაგრამ ისევ კაცმა წაართვათ.








Last edited by aleksandre on Fri Mar 27, 2020 5:42 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyThu May 29, 2014 10:40 am

**************


Last edited by aleksandre on Fri Apr 07, 2017 1:55 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyTue Jun 03, 2014 10:27 am

***************


Last edited by aleksandre on Fri Apr 07, 2017 1:55 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyThu Jun 05, 2014 11:32 am

*********


Last edited by aleksandre on Mon Mar 23, 2020 5:51 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyThu Jun 12, 2014 11:34 am

**


Last edited by aleksandre on Mon Mar 23, 2020 5:52 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyTue Jun 17, 2014 10:00 am

**************


Last edited by aleksandre on Fri Apr 07, 2017 1:57 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyFri Jun 20, 2014 10:52 am

*************


Last edited by aleksandre on Fri Apr 07, 2017 1:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptySun Jun 22, 2014 8:32 am

ლამაზებს არ ვეძებ , არ ვეძებ ქალაო,
მე უფრო უბიწო თვალები მწყურია.
წუხელაც ქარებმა გათელეს ჭალა და
შენ ფიქრობ რომ ვითომ არავის უვლია.
წუხელაც დამტორეს ქალაო ფიქრებმა,
ნუ გგონავს რომ ჩემი სხეული სრულია,
სხეულზე რას ეძებ თვალებში ჩამხედე,
თვალებში ჩამხედე რამდენი წყლულია.
თავს რომ ანგელოზად მაჩვენებ ქალაო,
ეგ თვალნი ეშმაკის უძირო ტბებია.
დღეს მინდა მაია წყნეთელის თვალები,
რადგანაც კარებთან მომდგარი მტერია.
ქალაო შეხედე ძირიდან აჰყვა და
ნისლებმა მთა თითქოს ნახევრად შეჭამა,
მთებია სამყაროს თავი და თვალები,
თავი დაიქნია ჭალაზე ჭერამმა.
ქალაო ლამაზი თვალები არ მინდა,
მთებივით უბრალო თვალები მწყურია.
ანგელოზს თვალები სულ არ აქვს ძვირფასო,
რადგანაც ბრმებისთვის სულ გზაზე უწყვია.











Last edited by aleksandre on Sat Aug 09, 2014 10:13 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyMon Jun 23, 2014 8:08 am

**


Last edited by aleksandre on Mon Mar 23, 2020 5:52 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyTue Jun 24, 2014 8:30 pm

შენც დაგღლის ერთხელ, დაგღლის ღიღილოვ,
სხვაზე წუხილით გზაზე ყურება,
შენ როცა გიჭირს, შენი ტირილი,
ქვეყნად არავის არ ეყურება.
მე ვერ გავუძლე , ჩემო ღიღილო,
ჩემი ცა უკვე მრუმედ ხუნდება.
იქმებ შენ მაინც სადმე იხილო,
მადლი რომელიც უკან ბრუნდება.
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyTue Jul 01, 2014 2:35 pm

****


Last edited by aleksandre on Mon Mar 23, 2020 5:52 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyMon Jul 07, 2014 10:14 am

************


Last edited by aleksandre on Fri Apr 07, 2017 1:58 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptySun Jul 13, 2014 12:13 pm

************


Last edited by aleksandre on Fri Apr 07, 2017 1:58 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptySat Jul 19, 2014 9:43 am

***********


Last edited by aleksandre on Wed Oct 15, 2014 7:31 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptySun Jul 20, 2014 11:53 am

ვერ გაგიგებენ ჭიამაია,
შენ ჯერ არ ნახულ სიყვარულს ეტრფი,
სად გაგონილა უბრალო ჭიას,
ჭრელ პეპელასთან გაებას ფლირტი
იჭორავებენ, ნუ გიკვირს ჩემო,
ნუ გიკვირს ასე გვირგვინი ეკლის,
სიყვარულს სისხლის შემორჩა გემო,
სხვის ტანში, შენი ნაკლული ნეკნის.













Last edited by aleksandre on Fri Apr 01, 2016 12:34 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyTue Jul 22, 2014 9:50 am

*88


Last edited by aleksandre on Mon Mar 23, 2020 5:52 pm; edited 11 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyThu Aug 14, 2014 10:55 am

ხევსურებივით ღრეობენ მთები,
ერთმანეთს ღრუბლის ტიკებს ესვრიან.
აქ დგანან ჩემი ჩავლილი წლები
და ხარებივით მიწას ტკეპნიან.

აქ დგანან ვხედავ, ვხედავ და ვიცი,
მწვერვალზე სიკვდილს როგორ ეტრფიან.
საფლავს შეამკობს დეკა და დუცი
და ქარი როგორც ეპიტაფია.

ქარია ჩემი მათდამი ფიცი
და მწვერვალებმა კარგად იციან,
უნდა შეიშრონ ნისლივით ძვლები,
ამიტომ დგანან, დგანან იცდიან.



Last edited by aleksandre on Thu Jan 08, 2015 7:54 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyTue Aug 19, 2014 6:41 pm

თავს ზოგჯერ საკუთარ ზურგს ვუმალავთ,
ოცნებაში გაფრენილებმა, უფრთოობა რომ არ შევნიშნოთ.
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptySat Aug 23, 2014 9:43 am

მთაო მე და შენ გარიყული გვქვია სახელად.
შენ ნასროლ ქვებზე აიწიე, ცამდე ამაღლდი.
დგანან დღეს შენი მონატრება ბევრში გახელდა
შენც მონატრების წერილს წერდი მერე მალავდი.
მალავდი რადგან სიამაყემ ორივეს გვძლია,
რადგან ორივეს კაცი გვერქვა უნდა გვეთმინა.
ნისლები ალბათ ტკივილების ნაჟური რძეა ,
არა დევს ჩემში ვმდგარიყავი შორით მემზირა,
სხვისი ტკივილი, არა ნაკლებ ჩემს სულსაც მარცვლის.
მოვედი რადგან, ჩუმად, მარტოს აღარ გეტირა
და ეს ტირილიც დავამთხვიოთ როდესაც ცაც ცრის.
მოვედი მთაო გარიყული მქვია სახელად,
და სიამაყეს, სიყვარულზე შენსავით ვერ ვცვლი.







Last edited by aleksandre on Tue May 23, 2017 8:32 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyFri Sep 05, 2014 10:11 am

*************


Last edited by aleksandre on Fri Apr 07, 2017 1:59 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyWed Sep 10, 2014 9:41 am

" "შემოდგომა"
მკვდარი ფოთლები მიაბარეს მიწას ქარებმა,
ორსული ზეცა, შემოდგომას მუცლით ატარებს.
ამოიბღავლეს ენკენის თვე ირმის ხარებმა
და ფიწალ რქებით, მშობიარე ზეცა გაფატრეს.
დაავადმყოფეს მთები სუსხის ურცხვმა თარეშმა,
ზედ ბოტკინივით, სულ ყვითელი პლედი დაფარეს.
კუდს აქიცინებს ცხვარში ძაღლი, ძაღლი თარეშა,
და კუდით უკრავს შემოდგომის მოსვლას დაფ-დაფებს.
სამყარომ ქარი ხის ფოთლებზე ისე დაგეშა,
ხეებს გაძარცვავს მოაწყდება მერე დარაბებს.
მწვერვალებიდან თოვლის ფარდა ქვემოთ დაეშვა,
ნისლს აუვსია, ბამბის გზაა, გადაივლი თავზე ქარაფებს.
ბაღებში უკვე, სულ გაკორტნეს ხურმა შაშვებმა,
შორს წეროს ფრთები, ქნევით თითქოს ღრუბლებს აქაფებს.
მკვდარი ფოთლები მიაბარეს მიწას ქარებმა,
ორსული ზეცა შემოდგომას მუცლით ატარებს,
ამოიბღავლეს ენკენის თვე ირმის ხარებმა,
და შემოდგომა გადმოვარდა, ზეცა რქებით ისე გაფატრეს.
















Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyMon Sep 15, 2014 10:39 am

მგლები და ადამიანები
ზამთარია, შეჰყივლა მამალმა და შეწყდა მგლის ყმუილი, თითქოს ქვეყანას ამცნო , სინათლის დრო მოვიდა, ქურდებს და ავაზაკებს აღარაფერი გესაქმებათო, მაგრამ უთუოდ შეცდა მამალი, სადღაც მთაზე ორი მონადირე წელამდე თოვლს მიარღვევს. ადამიანის მტაცებლური ბუნება თანაბრად აქტიურია დღისითაც და ღამითაც, ცხოველისაგან განსხვავებით.
ეს ის დრო და ის სოფელია ადამიანის ძირითად საზრდოს მონადირებული ხორცი რომ წარმოადგენდა,
სახნავიც ჰქონდათ და სათესიც, შინაური პირუტყვის მოსაშენებლადაც ყველა პირობა, მაგრამ არა, მათ მხოლოდ ერთად- ერთი პროფესია ჰქონდათ "მონადირე". ნადირობდნენ განუწყვეტლივ, თოვლსა თუ ავდარში, გაზაფხულსა თუ შემოდგომაზე, არად დაგიდევდნენ მაკედ მყოფსა თუ უკანასკნელ ინდივიდს. ამ ყოველივემ თავისი შედეგი გამოიღო და დროთა განმავლობაში ნანადირევმა საგრძნობლად იკლო.
აი ახლაც მიარღვევს თოვლს ორი მონადირე და სახლში სიმშილისაგან აბოჟირებული ცოლ-შვილი ელოდება.
ერთი კვირაა უკვე , ყოველ დილას გადიან სახლიდან და გვიან ღამით ბრუნდებიან, კვალსაც ვერსად მიაგნეს ნადირისა. იციან დღესაც ტყუილად მიდიან, მაგრამ მიდიან.
უშედეგო აღმოჩნდა ის დღეც , იმ წელიწადს უსაშველოდ მკაცრი ზამთარია, ძლიერი ყინვითა და დიდი თოვლით. მთელი ღამე ბჭობდნენ სოფლის თავ- კაცები , რა გამოსავალი მოენახათ, საკუთარი გაუმაძღრობა , გაჭირვების მიზეზად არცერთ მათგანს არ დასცდენია, ყველანი ბუნებას აგინებდნენ, რომელმაც საზრდო აღარ გაიმეტა. არცერთ მათგანს არ გახსენებია და არ დაბადებია კითხვა, რატომ მოკლეს ხუთი ირემი , როდესაც ადგილიდან მხოლოდ ერთის წამოღება შეძლეს, ასეთი ფაქტები კი მრავლად იყო წარსულში.
მეორე დღეს კი მოხდა სასწაული, როდესაც ისევ აიკაზმნენ სანადიროთ და ეზოში გავიდნენ, ჰოი საოცრებავ მთიდან ირმების ჯოგი პირდაპირ სოფლისკენ ეშვებოდა. ეშვებოდნენ მკაცრი ზამთრისაგან გაწირულები, მშივრები. ზანტად მოაპობდნენ ნამქერს და უახლოვდებოდნენ ადამიანს მათი ხსნის ბოლო იმედს.
ერთ ხანს ყველანი გაიყინნენ ადგილზე , ხდებოდა ბრძოლა ჰუმანიზმს, სიკეთესა და ადამიანის მტაცებლურ ბუნებას შორის, ბრძოლა უფალსა და სატანას შორის.
სულ ახლოს მოვიდნენ, თოფის აწევა და მიზანში ამოღება ვერავის გაებედა. ტიროდა სიმშილისგან აბოჟირებული ცოლ-შვილი და გარეთ ადამიანის თვალებიდან თითქოს ღმერთი უცინოდა გაბეჩავებულ ირმებს.
ზოგჯერ ცხოველმაც უნდა აჯობოს ვაჟკაცობით ადამიანს რომ, თვალი აუხილოს, საკუთარ საქციელზე და ხვალინდელ დღეზე დააფიქროს, მტაცებლებშიც არიან ღირსეულები, იოლად მოსაპოვებელსა და დაცემულს ახლოსაც რომ არ ეკარებიან, ეს ყვავ-ყორნისა და სვავების საქმეა, ძირს დაცემულისა და წახდენილის გამოშიგვნა.
საღამოა მამალი დუმს , მგლები კვლავ ყმუიან, კიდევ ერთი ტოტია შეეწირება ალბათ , თანამოძმეთა შიმშილს, სოფელიდან კი საამური თამაშში გართული , ირმის რძით დაპურებული ბაღანების ჟივილ- ხივილი ისმის.
ზის სატანა სადღაც სოფლის თავზე, შავი ღრუბლის კიდეზე და სოფლიდან გამოსულ პატარების უდარდელ ჟღურტულსა და ტოტიას უკანასკნელ ამოკნავლებას წონის, ხვალ ალბათ სოფლის თონის ნაცარში, შავი ღრუბლებიდან გადმოვარდნილ კოვზს იპოვნიან, მამალი კი მგლების ჯინაზე სიყვარულს დაიყივლებს.
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyThu Sep 18, 2014 8:35 am

დღეს უკვე შეშლილი მიწოდეს ლექსებმა,
ხვალიდან შენს აჩრდილს დამარქმევს სამყარო,
მთებს როგორც ჩვილები გასტაცონ ლეკებმა,
ქარებმა ნისლები მკერდიდან აჰყარონ.
ჭლექიან მწვერვალმა ხველებით შეღება,
ცისკარი და ღრუბლის ხელები აღაპყრო,
ხელები აღაპყრო რომ ღმერთსაც ენება,
მარტოსულს სხეული სიკვდილმა გაღადროს.
სიკვდილი ჩემთვისაც შვებაა ეგება,
რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი გავა დრო,
როცა პაემანი მიწაზე არ დგება,
სჯობია ღრუბლებში ლოდინმა დამადნოს.












Last edited by aleksandre on Sat Oct 18, 2014 8:42 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptyFri Sep 19, 2014 8:58 am

მიდიხარ, ნაბიჯებს სიკვდილის სუნი აქვს,
არ ვნანობ მაინც რომ სიცოცხლე გიწოდე.
მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია,
ჩუმად ჩურჩულით, რომ ერთ სიტყვას იტყოდე,
რომ ნანობ, რომ წასვლა შენთვისაც რთულია,
ჩემს ტანჯვას სულ ოდნავ მაინც რომ იყოფდე.
მოწვდება ყურსა და მერე კი სრულიად,
დანარჩენ ქვეყნისა თუნდ არც რა ვიცოდე.
მოგარგებ ნაბადს და მომდევდეს დუნია,
ქალს არა, ვიტაცებ საკუთარ სიცოცხლეს.
ნუ მეტყვი მიტაცებ?! ეგ სადაურია ?!
ის სადაურია წამართვა სიცოცხლე ? !
მე შენი სხეული კი არა მწყურია,
თვალებზე კოცნით მსურს, მაგ შენს სულს ვიწოვდე.
მიდიხარ ნაბიჯებს სიკვდილის სუნი აქვს,
არ ვნანობ მაინც რომ სიცოცხლე გიწოდე,
მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია,
ეგება , ეგება ერთ სიტყვას იტყოდე.









Last edited by aleksandre on Mon Sep 22, 2014 8:25 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
aleksandre
Into Armury
Into Armury
aleksandre

Male
Number of posts : 184
Age : 31
Location : დუშეთი
Job/hobbies : ნადირობა, თევზაობა.
Humor : მთები
Registration date : 14.01.14

ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 EmptySat Sep 20, 2014 9:54 am

"ჯიხვთა ჭიდილი"



ქარი ზუზუნებს გვიანი შემოდგომაა, სოფელს ღრმა ძილით ძინავს და ირგვლივ მხოლოდ ნიავზე აცეკვებული უკანასკნელი ფოთლები ასრულებენ , გამოსათხოვებელ ცეკვას. თითქოს სამყარო კიდევ ერთ იავნანას უმღერის, დედამიწას ზამთრის ძილის წინ.
სოფელშიც ფხიზლობს ერთი ადამიანი, ბათირასც არ ეკარება ძილი, არ მოქმედებს მასზე შემოდგომის იავნანა,
წევს გულაღმა და ფიქრობს. ავი ზრახვები აქვს გულში ჩადებული და ორივე ჭერზე მიპყრობილი თვალიდან ეშმაკი ხარხარებს.
მეხუთე წელია ბათირას თავის სოფლელი სანათა შეჰყვარებია, შეჰყვარებია და თავიც დაუკარგავს, აი თქმით კი დღემდე ვერ უთქვია სანათასთვის და არც მეგობრებისთვის გაუმჟღავნებია. მეხუთე წელია ბათირას ვერავინ ვეღარ სცნობს, იმდენად შესცვლია ხასიათი და ვერც მიზეზს მიხვედრილა ვინმე. ძველი მხიარული, ხალისიანი ბათირა აბსოლიტურად სხვა ადამიანს ჩაენაცვლებინა. ერიდებოდა სოფელში ყველას და ყველაფერს , ამ ყოველივესგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა კი სანადიროთ წასვლა იყო.
გასცდებოდა თუ არა სოფელს ჩამოჯდებოდა ერთ ამოჩემებულ ადგილას და თვალ მოუწყვეტლივ მისჩერებოდა , სოფლის განაპირას სანათას პატარა ფიცრულ სახლს, იმ წუთებში ბათირასთვის ამ სახლზე დიდი არც სასახლე არსებობდა და არც რაიმე სიმდიდრე უფრო ფასეული, ეს ფიცრული იყო მისი ჯადოსნური ზარდაშხა.
რამდენჯერ დაკრიფა მთის ფერდზე, სიცოცხლისა და სიყვარულის ნიშნად ამოსული ია , ღიღილო და დეკის ყვავილები, შეკრავდა თაიგულს და დამალავდა გულის ჯიბეში. მთელი გზა ფიქრობდა მივიდოდა და მისცემდა სანათას ყვავილებს, ყველაფერი ძალიან იოლი ეჩვენებოდა, მაგრამ როგორც კი სანათას სახლს მიუახლოვდებოდა, ამის გაკეთებას სიკვდილი ერჩია რატომღაც, დაიწყებდა გული ძალუმად ფეთქვას და ლამის იყო გულის ფეთქვას ამოესროლა, გულის ჯიბიდან ლამაზად შეკრული თაიგული.
თაიგულს ყოველთვის ერთი ბოლო ჰქონდა, სახლში მისული საკუთარ თავზე გაჯავრებული ბათირა მთელ ჯავრს თაიგულზე იყრიდა, ამოიგლეჯდა გულის ჯიბიდან და შეუძახებდა გახურებულ ბუხარში, შემდეგ კი აბრიალებულ თაიგულს ისე გადახედავდა, თითქოს მისი ბედნიერება ძალით შეეგდო ვინმეს ცეცხლის ალზე.
ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ახლა კი უფრო მძიმედაა საქმე, სანათას მეზობელ სოფლიდან მთხოვნელი გამოუჩნდა.
შიშია მეზობელ სოფელში ცხოვრობდა , სანათას და ბათირას ორივეს კარგად იცნობდა. ჩაუვარდა ქალი გულში და არც დააყოვნა, გოგოს მხარეც თანახმა იყო ნიშნობაზე, სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა ქორწილისა.
ახლა კი გამოცოცხლდა ბათირა, დღე და ღამ ერთი საფიქრალი ჰქონდა რა ეღონა და როგორ ჩამოეშორებინა უშიშა სანათასთვის, რა არ იფიქრა, მაგრამ ბოლოს ყველაზე ცუდი გამოსავალი მონახა, გამოსავალი კი შემდეგი იყო : უშიშა უნდა სანადიროდ დაეპატიჯა და ნადირობისას მინდობილ კაცზე რაიმე უბედურება დაემართნა.
აი ახლა წევს ბათირა და ელოდება გათენებისას უშიშას მოსვლას, თავში ათასი აზრი უტრიალებს მაგრამ კარგი და კეთილი არაფერი.
მოვიდა უშიშა და შეუყვნენ ნაბილიკარს მთისკენ, მთელი გზა სანათაზე ილაპარაკა უშიშამ, ბათირა კი უჩუმრად უსმენდა.
არ გყვარებია ბიჭო არავინ ? ! ჩაეკითხებოდა შიგა და შიგ და მერე ისევ თვითონ აგრძელებდა შეყვარებული კაცის გახელებით , სიცოცხლესა და სიყვარულზე დაუსრულებელ საუბარს.
აამთავრეს ბილიკი და ავიდნენ სანადიროში, შესასვენებლად გაჩერდნენ, უყურებდნენ მთიდან ძირს მოტოვებულ სივრცეს, შეხედავდნენ მთის ფერდზე ნაფლეთ-ნაფლეთ შერჩენილ თეთრ ნისლებს და ორივეს საპატარძლო კაბაში გამოწყობილი სანათა ელანდებოდა და აი მათი მყუდროებაც დაირღვა , თითქოს კლდე -კლდეს ვინმემ შეანარცხაო ისეთი ხმა გაისმა და ექომ გადაიარა ხევ-ხუვები. ქერშილობა იყო და ხარ- ჯიხვები შუნის მოსაპოვებლად, სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას მართავდნენ. დაეკარგათ ყოველგვარი სიფრთხილე და ისეთ ფრიალოზე ეჯახებოდნენ ერთმანეთს , ერთ ერთი შეჯახებისას ორივენი უთუოდ უფსკრულში გადაიჩეხებოდნენ. ასეც მოხდა შეეჯახნენ ერთმანეთს და უმტყუნა ნაპრალთან მდგომს ძლიერმა ფეხებმა, დიდ ხანს უყურეს როგორ მიფრინავდა უფსკრულისკენ მიწა გამოცლილი ხარი და როგორ დაენარცხა ალესილ სიპებს. გამარჯვებული კი ფხის თავზე შემომდგარიყო და გამარჯვებული კაცის იერით, იქედნურად იმზირებოდა, თითქოს კიდევ ბრძოლა სურდა და იწვევდა მეტოქეებს, რადგან იოლად მოპოვებული, სიყვარულიც კი არ სურდა.
ერთ ხანს გაშტერებულები იყვნენ ბათირაც და უშიშაც , დუმილი უშიშამ დაარღვია , მზერა კლდის ქიმზე წამომდგარ გამარჯვებულს მიაპყრო და ზიზღით გამოსცრა კბილებში: ფუი, გაგიწყრა გამჩენი, ეგაა შენი სიყვარული და ვაჟკაცობა ? ! მოძმის სისხლზე აგებული ბედნიერება, ქალის სიყვარულმა ნამუსი და მოძმის სიყვარული როგორ უნდა დაგაკარგინოს, არ ხარ შენ სიცოცხლის ღირსი და ამ სიტყვებზე კარაბინი შემართა, აიყვანა ჯიხვი ნიშანზე და იარაღმაც იჭექა. იჭექა და ჯიხვი და ბათირა ერთდროულად ჩაკეცა მიწაზე.
უშიშა გაოგნებული ასულიერებდა მკვდრის ფერ დადებულ მეგობარს , რომელიც შეშლილი თვალებით აკვირდებოდა და ხმამაღლა ღრიალებდა , მე მომხვდა ტყვია, მე. უშიშამ დაკვირვებით გასინჯა გაკვირვებულმა, მაგრამ ნატყვიარი არსად ეტყობოდა. ბოლოს როგორც იქნა გონს მოეგო, ჯიხვი ჩამოატყავეს, გაინაწილეს და დაეშვნენ სოფლისკენ, მოდიოდნენ ოღონთ ბათირა გაცილებით მძიმედ რადგან, ჯიხვის მაგივრად საკუთარი მკვდარი სხეული ეკიდა თითქოს ზურგზე.
მოდიოდნენ და ყვავილებს მხოლოდ უშიშა კრეფდა. მოდიოდნენ და ღმერთმაც არ იცოდა რომელს მეტად უყვარდა სანათა. ბათირას რომელსაც მეგობრის მოკვლაც კი შეეძლო მისთვის, თუ უშიშას რომელსაც მოძმის წვეთ სისხლს , საკუთარი სიკვდილი ერჩია.
მიდიოდნენ და უკან ორივე ხარის ნარჩენებს სვავები ჯიჯგნიდნენ, შუნი კი ბრძოლის დროს განზე მდგომ ხარს შეწყვილებოდა.



Back to top Go down
https://www.facebook.com/aleko.mishelashvili
Sponsored content




ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე მიშელაშვილი    ალექსანდრე მიშელაშვილი  - Page 6 Empty

Back to top Go down
 
ალექსანდრე მიშელაშვილი
Back to top 
Page 6 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: