არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 გრიგოლ ორბელიანი

Go down 
2 posters
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

გრიგოლ ორბელიანი Empty
PostSubject: გრიგოლ ორბელიანი   გრიგოლ ორბელიანი EmptySat Dec 20, 2008 10:08 pm

ამოიყარა შამილის ჯავრი ღენერალმა?

Very Happy
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
არგანი

არგანი

Male
Number of posts : 293
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

გრიგოლ ორბელიანი Empty
PostSubject: Re: გრიგოლ ორბელიანი   გრიგოლ ორბელიანი EmptySat Dec 20, 2008 11:38 pm

აბა,ამხელა პოეტი თუ იცით სხვა?
პოეტი და არა მგოსანი, მესტვირე, მოშაირე ან ფილასოფოსი. king
Back to top Go down
არგანი

არგანი

Male
Number of posts : 293
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

გრიგოლ ორბელიანი Empty
PostSubject: Re: გრიგოლ ორბელიანი   გრიგოლ ორბელიანი EmptyFri Feb 27, 2009 6:09 pm

გრიგოლ ორბელიანი

საღამო გამოსალმებისა

მზე ჩაესვენა: მის შუქი გამოსალმის ჟამს კავკასსა,

თავსა ეხვევა ალერსით, ვით ქალი მამას მოხუცსა!

ბუმბერაზ მთანი მდუმარედ ცათამდის აყუდებულნი,

ჰსხედან, ვით დევნი, სპეტაკის ყინულ გვირგვინით შემკულნი!


მათ კლდოვან გვერდთა შავადა ღრუბელნი ზედ დაჰსწოლიან,

და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან.

გაზაფხულისა ველითა ტყე შემოსილი სიმწვანით,

მთებისა კალთებს შეამკობს სატკბო სუნნელთა მოფენით.

წყალნი მთით დაქანებულნი, ალმასებრ უფსკრულს ჰსცვივიან,

თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!


შეწუხებული ვუმზერ გზას და მასზე ეტლსა მიმსრბოლსა,

მიმტაცსა ყოვლის კეთილის, რაცა გვაქვს ამა სოფელსა,

რაცა გვიშვენებს სიცოცხლეს ზეციურისა სხივითა,

და აღგვამაღლებს ამ სოფლით სულისა აღმაფრენითა!

მიდიხარ სატრფოვ? მშვიდობით! მარად დღე ჩემი კურთხევა

ცად მიმართ შენთვის მექნება, ვიდრემდის სული მელევა.

არღა აამონ აწ თვალთა გული შენისა ხილვითა,

წარვიდეს ჩემი სიცოცხლე უშენოდ შრომით, ზრუნვითა.


ეტლი ჰრბის, სატრფო მშორდების... თანა ჰსდევს ჩემი მას სული,

ვმზერ... შორს ძლივსღა ჰსჩანს... აღარ ჰსჩანს... რაღასა ვუმზერ

შმაგ-ქმნილი?

სიშორის ნისლმა მიჰფარა თვალთაგან ეტლი მიმსრბოლი,

და გულით ოხრვა სიმწარის აღმოუტევე უნებლი...

მშვიდობით! ვინცა დამატკბე სიცოცხლის ნეტარებითა,

აწ ვისთვის გული მიკვნესის, სული ჰსწუხს განშორებითა,

ვის ხილვა არღა შემმოსავს სიხარულისა ნათლითა,

არ განმასვენებს მწუხარეს ალერსის ხმითა ტკბილითა!

მარამ ამ სოფელს შენს გარდა ვინა მყავს მანუგეშებლად,

რომ შენც განმშორდი, დამტოვე, მწუხარებისა მე მსხვერპლად?

წახველ, წარმტაცე ყოველი საამებელი სულისა,

და ვინ განმიღოს აწ კარი ბედისა დაკარგულისა?

ან მე უგუნურს რად მრწამდა ბედისა დაუსრულება?

აწ დავჰშთი მარტოდ... მშვიდობით! შენს გულს ნუ ჰშორდეს

მშვიდობა!

არს მწუხარება სულისა, არ აქვს ნუგეში რომელსა,

ჰსჯობს ენა ჰსდუმდეს, ხმა შესწყდეს, მოთქმით რა ერგოს

გულ-წყლულსა?

შეღამდა... მარტო ვზი ჭმუნვით; ჩემი ჩივილი ვის ესმის?

დაყრუვდა არე... მხოლოდა ხმა ისმის ზოგჯერ გუშაგის.

მხოლოდ ჰსჩანს, მთანი მდუმარედ აყუდებულან ცათამდის,

და ყაზიბეგსა საამოდ ზედა ვარსკვლავი დაჰნათის!

წყალნი მთით დაქანებულნი, უფსკრულსა იკარგებიან,

თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!


1840 წ.
Back to top Go down
არგანი

არგანი

Male
Number of posts : 293
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

გრიგოლ ორბელიანი Empty
PostSubject: Re: გრიგოლ ორბელიანი   გრიგოლ ორბელიანი EmptyFri Feb 27, 2009 6:13 pm

გრიგოლ ორბელიანი

(ჰე, ივერიავ!..)

ჰე, ივერიავ! ვიდრე იყო ქედმოდრეკილი,

ვიდრემდის სხვათა ყვედრებითა გფარვიდეს ძალი,

რად არა გახსოვს ძეთა შენთა ხრმალთა კრიალი,

ძლევათა მათგან, როს დიდებით იყავ მოსილი.

წინაპართ სისხლი აწ ჩვენს შორის არღა მდინარებს,

თავისუფლება განქრა ჩვენთვის, რაღა გვახარებს!


შორით მოსული ჩემს მამულში მყვედრის ცხოვრებას,

მოყვრულად გვმტერობს, გვტაცებს ყოველს, გვიქმს ალერსობას...

ესე ნაყოფი აქვს მარადის ცუდსა მონებას.

ბედო! ნუ გძინავს, განიღვიძე, ისმენდ ვაებას!


ცხოვარს ვემსგავსეთ, რომელსაცა მწყემსი არ უვის,

ვითარცა მგლისა, ეგრეთ მშიერ კაცის ეშინის,

ვინცა განაგდებს საღმრთოს ვალსა და გზის პატივის,

დასასრულ მაინც საშინელად ესრეთ წარხდების.


1832 წ.
Back to top Go down
Sponsored content




გრიგოლ ორბელიანი Empty
PostSubject: Re: გრიგოლ ორბელიანი   გრიგოლ ორბელიანი Empty

Back to top Go down
 
გრიგოლ ორბელიანი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: სტუმრები და მასპინძლები (ერთნიც და მეორენიც ფეისბუკზე დაიკარგნენ) :: ამაოდ არც მთაწმინდაზე უსეირნიათ - სტუმრად გია არგანაშვილთან-
Jump to: