| | ციცინო ბუკია | |
| | Author | Message |
---|
ციცინო ბუკია

 Number of posts : 4 Age : 41 Location : Tbilisi Job/hobbies : Poetry Humor : humor Registration date : 28.08.13
 | Subject: ციცინო ბუკია Fri Aug 30, 2013 10:00 pm | |
| მე მალე წავალ... (ფუნე ნედაის ჰანგზე)
ჩემო შავო საღამოებო, ცას აეკარით, გზა დაუთმეთ ღამეების პირქუშ აჩრდილებს, შუბლგახვრეტილებს მთვარეების ოქროვანი ნატყვიარებით... ჩემო მშიერო ოცნებებო, გულს აეკარით, აქ უფრო თბილა, ვიდრე გარეთ, სადაც მლაშეა ყველა ცრემლი და დამძღარი ხორცი და თვალი... ახალშობილო იმედებო, ჩაიდგით ჩემი სული და გული, შეისხით ჩემი ხორცი და ძვალი და დაემალეთ ერთხანს ქვეყანას... ოღონდ არ გეცეთ „კეთილების“ წყევლა და თვალი, ოღონდ არ გეცეთ „კეთილების“ ლოცვა და თვალი, ოღონდ იცოცხლეთ ასეთებად და ასეთებმა... ...უკვე ვიცი, რომ არ აქ არაა ჩემი ადგილი, უკვე ვიცი, რომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს მე და ქვეყნიერებამ, ეს არაა ჩემი სახლი და ჩემი სივრცე _ მე მალე წავალ... 23.07.2013წ. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ციცინო ბუკია Sat Aug 31, 2013 5:07 pm | |
| ციცინო ბუკია
კაცები
ფესვგაუდგმელ ხეებს ჰგვანან კაცები, კოჟრით, ნაჩეხით, სიმაღლით და სახეზე დროის ნაბრჭყალევით, ცისკენ აწვდილი საფიქრალით, გულზე _ რგოლებით, წლებთან ერთად რომ უმრავლდებათ, თუმცა გული რჩება გულადვე და არ იზრდება ხის ტანივით სისქეში, თუმცა ესაა, რომ მძიმდება ძლიერ და იღარება, როგორც კანი ჟამგამოვლილი...
ფესვგაუდგმელ ხეებს ჰგვანან კაცები, როგორც შიშველი ბერმუხაა შტორმით დევნილი და იგერიებს აბორგებულ ჰაერის ცუნამს... ...იციან ცურვა და უძლებენ ღელვას კაცები! იციან ცურვა...
ფესვგაუდგმელ ხეებს ჰგვანან კაცები, მხოლოდ... ილუზიაა ეს _ მცირეხნით არიან ასე, სიკვდილის შემდეგ ფესვს იდგამენ მიწაში, გულში და ჩვენს თვალებში და გაძვალებულ მოგონებად ყელს ადგებიან!... ...ადგებიან გულს და გონებას, მანამდე, სანამ უფესვონი ფესვს არ გავიდგამთ და აქ დამრჩენებს, ტკივილად არ გამოვადგებით!
16.03. 2013
| |
|  | | ციცინო ბუკია

 Number of posts : 4 Age : 41 Location : Tbilisi Job/hobbies : Poetry Humor : humor Registration date : 28.08.13
 | Subject: Re: ციცინო ბუკია Sat Aug 31, 2013 9:35 pm | |
| ციცინო ბუკია
ჩემი უშენობა
{გალს)
ჯერ სავსე მთვარე გადაექცა თავზე ცივ ქალაქს, მე შემცივდა და სველი სული ცეცხლს მივუფიცხე, ფიქრს გავეკიდე, ყველა ქუჩით შენამდე მავალს, ... მივხვდი, არ სივრცობს ამ ქალაქში უშენოდ სივრცე და შენ კი, ვიცი, ახლა ალბათ ასე გგონია, უცხო სიცხადეს აეხიოს ხსოვნის მძივები, ჩემი სულისთვის, ყოველი რომ მონაჭორია, მინდა იცოდე, მე უბრალოდ აწმყოს მივები და ვერ მოვდივარ, შლაგბაუმის შიშველი მკლავი და მკვდარი ხიდი, ჩემო თბილო, აწმყოა მწარე, სულ მეშინია, იქნებ ჩაქრა „იმედი დიდი“, მზარავს დავრწმუნდე, რომ შენ მაინც გარდამეცვალე და გარდაცვლილი ახლა სადღაც გულაღმა წევხარ, ელი რომ მოვალ, უშედეგოდ მოგძებნი შენში, ჩემს უშენობას, თუ იპოვი – ტკივილით მკვეხარს, მთვარე დაიქცა, გარეთ ისევ წვიმაა, თქეში და უშენობა ამინდია, წყევლაა, გვემა, აწიოკება იმ ციხისა, მე რომ ავაგე, მაინც ჯიუტად დავდივარ და სიცოცხლეს ვბედავ... და ვედევნები შენკენ მომქროლ ფიქრთა ქარავნებს. 22.11. 2011წ. | |
|  | | ციცინო ბუკია

 Number of posts : 4 Age : 41 Location : Tbilisi Job/hobbies : Poetry Humor : humor Registration date : 28.08.13
 | Subject: Re: ციცინო ბუკია Sat Aug 31, 2013 10:05 pm | |
| ციცინო ბუკია
***
ხანდახან სუნთქვა მავიწყდება, ანდა ვივიწყებ, როგორც შორეულ მოგონებას და ინსტიქტურად ვეძებ დასასრულს, დასაწყისად რომ მოერგება, რაღაც იდუმალს, რაღაც ახალს და მონათლისფროს...
ხანდახან სივრცე მავიწყდება, ანდა ვივიწყებ, როგორც იმ სიტყვებს, უთქმელად რომ გაღმა გავიდნენ და ვერ ვიხსენებ, სად მოქსოვა ბედმა დრო-ჟამი...
ხანდახან... არა... უფრო ხშირად ბოლო დროს უკვე, ვნატრობ ტკივილებს, უფრო მძაფრად, გულის არეში, რომ დაიფლითოს და გაყუჩდეს ერთბაშად, მერე... გაქრეს ყოველი... ზეცას შევრჩე მე ჩემ გარეშე!
ხანდახან სუნთქვა მავიწყდება, ანდა ვივიწყებ, როგორც შორეულ მოგონებას და ინსტიქტურად ვეძებ დასასრულს, დასაწყისად რომ გამოდგება...
29.04. 2013წ. | |
|  | | ციცინო ბუკია

 Number of posts : 4 Age : 41 Location : Tbilisi Job/hobbies : Poetry Humor : humor Registration date : 28.08.13
 | Subject: Re: ციცინო ბუკია Sat Aug 31, 2013 10:11 pm | |
| ციცინო ბუკია
ეს გაზაფხული
ბოლო დროს ისე მენატრები... აღარ გიგონებ, არ შემიძლია ამ მოძრავი სივრცის ატანა, ეს გაზაფხული უფრო მეტად წააგავს ყმაწვილს, რომელსაც ტანზე სიხარული გამოაყარა... და ეს მარტივი და ბეჩავი და უამური, დამყვება ისე მონატრება, რომ არ ვიგონებ ისეთ სიხარულს, დროშასავით, ზეიმით, ქარში ტანმოფრიალეს, როცა მხოლოდ გზას და სიშორეს შეეძლო ნისლის გამოწვევა და გაავდრება, თითქოს სუდარა მოიცვაო ნებით ქალაქმა... დრომ ყველა წყალი უსასრულო სიღრმეებს მისცა, ყველა სიცხადე თვითნებურად გადაალაგა... ბოლო დროს ისე მენატრები... აღარ გიგონებ, არ შემიძლია ამ მოძრავი სივრცის ატანა, ეს გაზაფხული უფრო მეტად წააგავს ყმაწვილს, რომელსაც ტანზე სიხარული გამოაყარა... 25.03.2013წ. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ციცინო ბუკია  | |
| |
|  | | | ციცინო ბუკია | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|