Number of posts : 7006 Registration date : 09.11.08
Subject: აზა მდინარაძე Thu May 30, 2013 12:07 am
Aza Mdinaradze
აზა მდინარაძე
დავიბადე თბილისში და დღემდე აქ ვცხოვრობ.
ვსწავლობდი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. 53–ე სკოლასა და ამავე მეცნიერის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიისა და კინოხელოვნების (მეორეულ, კინოსასცენარო სპეციალობით) ფაკულტეტებზე. დავამთავრე აღნიშნული ფაკულტეტები და შოთა რუსთველის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა.
ვმუშაობ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
გახლდით ახალგაზრდობის საგანმანათლებლო ასოციაცია "მთენის" გამგეობის თავმჯდომარე, ორი რესპუბლიკური შემოქმედ ბავშვთა ფესტივალის დირექტორი, საბავშვო გაზეთი "მთენის", საინფორმაციო სააგენტოსა და ჟურნალისტური სკოლის დირექტორი, საგამოძიებო ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო ჯგუფის პროექტის დირექტორი და ბავშვთა საზაფხულო ბანაკების ტრენერი და მენეჯერი.
გატაცებული ვიყავი ალპინიზმით – 30–ჯერ ავსულვარ კავკასიონის (მათ შორის საქართველოს უმაღლეს მწვერვალ შხარაზე), ფანების მთებისა და ტატრების მწვერვალებზე.
ჩემი ჰობია ინტერიერის დიზაინი – გახლავართ ავტორი სხვადასხვა ბინის, ოფისის, სილამაზის სალონის (33ა), ბარის ("ჯოილენდი", ბაკურიანი) ინტერიერის დიზაინისა.
მიყვარს წიგნები, მოგზაურობა, მუსიკა, კინო და ცხოველები.
Number of posts : 17 Age : 116 Location : Tbilisi Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner Humor : rocky elephant Registration date : 30.05.13
Subject: Re: აზა მდინარაძე Thu May 30, 2013 10:38 am
ბექას
ო, არ იდარდო, მე შენზე მეტი ცუდი მინახავს. გაძელი მარტო – მაინც ვერავინ გეტყვის, ვინა ხარ. აწიე თავი – შენ თვითონ უნდა იღონო რამე, აჰყვე აღმართებს და მზის ლოდინში ათიო ღამე.
ო, არ იდარდო – სადარდელი დარდს მეტი მოაქვს. ვინც დარდს ივიწყებს, დამიჯერე, მას მეტი დრო აქვს! მას მეტი დრო აქვს, გაიაზროს – დრო ან ჩავლილი, ან ჩასავლელი.
Aza Mdinaradze
Number of posts : 17 Age : 116 Location : Tbilisi Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner Humor : rocky elephant Registration date : 30.05.13
Subject: Re: აზა მდინარაძე Thu May 30, 2013 10:40 am
დილა
თრთვილმა დათრთვილა ყველა ფოთოლი, ყველა სამყურა ერთად ატირდა და განთიადმა მთები ტყიანი უცებ ამოსხა ნისლის აკვნიდან.
Aza Mdinaradze
Number of posts : 17 Age : 116 Location : Tbilisi Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner Humor : rocky elephant Registration date : 30.05.13
Subject: Re: აზა მდინარაძე Thu May 30, 2013 10:43 am
აზა მდინარაძე
უშენოდ
უშენოდ ჩამოსხდნენ ნისლები ფანჯრის რაფებზე, უშენოდ დააფარეს საბანი მოლურჯო ქედებს, უშენოდ თვლემენ ჩემ გარშემო და ღრმად სუნთქავენ, უშენოდ ევლებიან თავს ხეებს, ჩიტებს, ჩემს ფიქრებსა და სიყვარულს,
უშენოდ შემოდიან ჩემს ოთახში - ბავშვების სულებით ავსებულ ლარნაკში, სადაც ყვავილების ადგილი აღარ დარჩა, რადგან ბავშვების სულებმა აავსეს ყოველივე - ყველა გრძნობა და ყველა ჭურჭელი, ყველა ნატვრა და საფიქრალი, ბავშვი შემოსახლდა ჩემში და ბავშვურად მოფერებას მთხოვს...
ეს ნისლები კი, უშენოდ მოცურებულნი, მოახლოებულნი და მოდარაჯებულნი, უფრო მახსენებენ უშენობას, უფრო მატკიებენ უშენობას, უფრო ჭრილობებივით იხსნებიან, ვიდრე ადრე - მალამოსავით რომ მესალბუნებოდნენ მწვანე თვალებსა და მწვანე შეგრძნებებზე...
უშენოდ მოდის გაზაფხულიც - მარტი მარტობს და გული ყვავილობს; უშენოდ რეკავს ზარი და მეძახის სადღაც - იქ, უშენოდ რომ უნდა მივიდე!
Last edited by Aza Mdinaradze on Wed May 18, 2022 6:41 pm; edited 1 time in total
Aza Mdinaradze
Number of posts : 17 Age : 116 Location : Tbilisi Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner Humor : rocky elephant Registration date : 30.05.13
Subject: ise eZaxdnen Wed Jun 05, 2013 8:18 pm
აზა მდინარაძე
ისე ეძახდნენ
ისე ეძახდნენ იებს იები, ხეებს - ხეები, ბუჩქებს - ბუჩქები, ისე დაბერდნენ მაგნოლიები, თეთრი ხელები, მკრთალი ტუჩები და ისე დარჩა თოვლში ფარული ყინვით დამსკდარი ზღვა სიყვარული,
ისე ეძებდნენ ალერსს თვალები, გზები - შეხვედრას, გრძნობას - ალები და ისე დაჭკნენ იასამნები, რომ არ მოვიდა მზე გაზაფხულის. დარჩა სიცივე და დაზაფრული ტრიალ მინდორზე მარტო დამტოვა. მას შემდეგ აღარ შემწყდარა თოვა...
Last edited by Aza Mdinaradze on Wed May 18, 2022 6:39 pm; edited 1 time in total
Aza Mdinaradze
Number of posts : 17 Age : 116 Location : Tbilisi Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner Humor : rocky elephant Registration date : 30.05.13
Subject: Re: აზა მდინარაძე Wed Jun 05, 2013 8:25 pm
მესხეთში
მწვანე სერებით დამესერება სული ეული, განსასვენები გამიცოცხლდება სველი სხეული, როცა შორეთის ციხის ქიმთან გადარეული შენს სუნთქვას ვუსმენ და დაგცქერი, მესხეთის მიწავ!
Last edited by Aza Mdinaradze on Wed May 18, 2022 6:39 pm; edited 2 times in total
Aza Mdinaradze
Number of posts : 17 Age : 116 Location : Tbilisi Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner Humor : rocky elephant Registration date : 30.05.13
Subject: Re: აზა მდინარაძე Wed Jun 05, 2013 8:30 pm
აზა მდინარაძე
თუ ჩემთან არ იქნები
როცა ფოთლები შეყვითლდება და აცივდება, როგორც ტანსაცმელს ზაფხულისას, ისე დავკეცავ და კიდობანში ჩავალაგებ ბავშვობის დღეებს - ზაფხულებივით მხიარულებს და მცხუნვარეებს.
ჩუმად ჩაივლის შემოდგომა, ზამთარი მოვა, მერე, თუ ჩემთან არ იქნები, დამიტანს თოვა.
Last edited by Aza Mdinaradze on Wed May 18, 2022 6:40 pm; edited 1 time in total
Aza Mdinaradze
Number of posts : 17 Age : 116 Location : Tbilisi Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner Humor : rocky elephant Registration date : 30.05.13
Subject: როგორ ვიარო Wed Jun 05, 2013 8:52 pm
აზა მდინარაძე
როგორ ვიარო
არ მეშინია შენი მეწყერის,
არც ქარიშხლების და არც სიმაღლის,
არც შენი სიღრმის და ნაპრალების...
მხოლოდ ერთი რამ მაფიქრებს მარტოს –
როდემდე უნდა ვიარო კიდევ,
კიდევ რამდენი
და კიდევ რ ო გ ო რ,
ვიდრე მოვაღწევ, მიწავ, შენამდე?
Last edited by Aza Mdinaradze on Wed May 18, 2022 6:38 pm; edited 1 time in total
Aza Mdinaradze
Number of posts : 17 Age : 116 Location : Tbilisi Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner Humor : rocky elephant Registration date : 30.05.13
Subject: Re: აზა მდინარაძე Wed Jun 05, 2013 9:09 pm
დედას
შენ – ყველა ქალზე უფრო ქალურო
და ყველა ცრემლზე უფრო მალულო,
სულ მთლად ჭაღარა, ჩემო დედიკო,
მინდა, სიცოცხლის ბოლომდე ვიყო ისე ძლიერი, სანდო და წმინდა,
როგორიც გინდა!..
Last edited by Aza Mdinaradze on Wed May 18, 2022 6:37 pm; edited 2 times in total
Aza Mdinaradze
Number of posts : 17 Age : 116 Location : Tbilisi Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner Humor : rocky elephant Registration date : 30.05.13
Subject: იასამნისფერი გაზაფხული Tue Jun 11, 2013 11:10 am
იასამნისფერი გაზაფხული
იასამნის ტოტებში ქარი ჩრჩილავს სევდის საბანს,
იასამნის ფერებში გახვეულა სიმარტოვე
და იასამნის სუნი იასამნისფერი გაზაფხულის
ისე აბრუებს სევდიან სულს,
აღარ მოგინდება სიზმრების ხილვა.
ცხადს მოსდევს ცხადი
და ყოველივე სიზმრად დარჩება.
გარდაიცვლები და მეორედ რომ გაცოცხლდები,
ახალ სიცოცხლეს ვეღარ შეიგრძნობ.
დილა აღგავსებს მხოლოდ დილის დევურ სიმძლავრით,
საღამო ისევ გაგაბრუებს იასამნებში,
დევებს ექნებათ დიდი ხორუმი გამოქვაბულში,
შენ კი ხის წვერზე დაიძინებ
და მოყუჟული შეხვდები აისს,
აპრილი კარგავს უკვე სილურჯეს
და ვარდისფერი შემოაქვს მაისს
იასამნებით გაბრუებულ საცერა სულში.
Last edited by Aza Mdinaradze on Wed May 18, 2022 6:37 pm; edited 4 times in total
Aza Mdinaradze
Number of posts : 17 Age : 116 Location : Tbilisi Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner Humor : rocky elephant Registration date : 30.05.13
Subject: Re: აზა მდინარაძე Sat Jun 15, 2013 9:41 am
***
მიყვარხარ!
ნუთუ სადმე არსებობს
ამაზე მეტის დამტევი სიტყვა?
და თუ არსებობს,
მე მინდა - გითხრა.
Aza Mdinaradze
Number of posts : 17 Age : 116 Location : Tbilisi Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner Humor : rocky elephant Registration date : 30.05.13
Subject: Re: აზა მდინარაძე Sun Jun 16, 2013 4:33 pm
აზა მდინარაძე
გელოდები
ფართოდ გახელილი თვალებით გელოდები -
თვალებში ჩაღვრილი ტყისფერი სიმწვანით,
ტყეებზე გაყუჩებული სევდისფერი ნისლებით,
ნისლებში ყელამდე ჩაფლული მომავლის მწვერვალებით,
მწვერვალებზე გრაგნილად ასული ოცნების ბილიკებით,
ცით - ჩემი ლურჯი იმედების სკივრით
და მზით - ჩემი სიყვარულით...
შენკენ გამოწვდილი ხელებით გელოდები...
Last edited by Aza Mdinaradze on Wed May 18, 2022 6:36 pm; edited 2 times in total
Aza Mdinaradze
Number of posts : 17 Age : 116 Location : Tbilisi Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner Humor : rocky elephant Registration date : 30.05.13
Last edited by Aza Mdinaradze on Wed May 18, 2022 6:36 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7006 Registration date : 09.11.08
Subject: Re: აზა მდინარაძე Mon Jan 17, 2022 6:03 pm
აზა მდინარაძე - როგორ მიყვარდე ისე?.. •Jun 20, 2022
როგორ მიყვარდე ისე?.. აზა მდინარაძე (კითხულობს ავტორი) ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2022
***
აზა მდინარაძე
როგორ მიყვარდე ისე?..
ძაღლებმა სულ სხვანაირი სიყვარული იციან - არაფერი უნდათ შენგან ყურადღების მეტი. მოვლენ, დაგსუნავენ, გვერდით მოგიწვებიან, იქნებ თავიც მოგადონ ფეხზე და ბედნიერი არიან...
ძაღლებმა სულ სხვანაირი შემოხედვა იციან - გაირინდებიან და გიყურებენ დიდხანს დაჟინებით და გამჭოლად, გეუბნებიან ტკივილსა და ფიქრებზე, შენი თვალების ფსკერებამდე ჩასულ სურვილზე, რომ მათ ადგილას წარმოიდგინო თავი და მიხვდე, რაზე გელაპარაკება...
ძაღლებმა სულ სხვანაირი გაბრაზება იციან - შეგიღრენენ, იქნებ კბილიც გაგკრან, თუ იეჭვეს, რომ მათ სიმშვიდეს გარეთ აგდებ და რამით ემუქრები. გაგაფრთხილებენ, ისე არასდროს მოგვარდებიან...
ძაღლებმა სულ სხვანაირი პატიება იციან - პატარა ბავშვებივით შემოგციცინებენ და შენ თვითონ გრცხვენია, თუ ოდესმე გაუბრაზდი ან რამით დასაჯე. ოღონდ არ უნდა ატკინო მათ არც ტანი, არც გული - ამას იმახსოვრებენ, რომ მეტად აღარ ეტკინოთ, ეს მათი ინსტინქტია...
ძაღლებმა სულ სხვანაირი წასვლა იციან - ჩუმად, ხმისამოუღებლად, იქნებ ცოტა ქშენით და თვალებში ჩამდგარი უფსკრულით, მაგრამ ისე, თითქოს გებოდიშებიან, რომ თავიანთი წასვლით გული უნდა გატკინონ... ხვდებიან, რომ ძნელი იქნება, როცა მოგენატრება, როცა მისი ნაფეხურებიანი ქუჩით თავს გაგახსენებს, მისი მოთელილი დივნის გადასაფარებლით, მაგიდასთან ახლოს ჩამომჯდარი მისი ლანდით... რომ სულ სხვანაირი იყო ცხოვრება მათიანად...
და მე როგორ დავემსგავსო მათ? რომ ისე მიყვარდე, რომ სულ ერთი იყოს, სად იყავი ან რას აკეთებ? ან ისე როგორ შემოგხედო, რომ გიყურო და გიყურო და მიხვდე, რა მინდა და რაზე გელაპარაკები? ან ისე როგორ გაგიბრაზდე, რომ მხოლოდ გაგაფრთხილო, თუ შენგან გამოსროლილი სიტყვების ტყვია მომხვდება, გატკენ, მაგრამ ისევ ძველებურად მეყვარები-მეთქი?
ეს გზა კი ნელ-ნელა ვიწროვდება, ნაპრალებზე დადებული თოვლი დნება და უფსკრულები ჩნდებიან - აქამდე თოვლქვეშ გარინდულები... წინ მივდივართ და არავინ იცის, როგორ გავბედავთ წასვლას ჩვენ - ჩვენი ძაღლების პატრონები - იმ ძაღლებისა, ამდენი რამე რომ გვასწავლეს ადამიანებს.
*** How can I love you without that? The verse by Aza Mdinaradze (in Georgian) This clip is made with: meditate, think, sleep - N°020 - relaxdaily. This clip was made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020
Number of posts : 17 Age : 116 Location : Tbilisi Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner Humor : rocky elephant Registration date : 30.05.13
Subject: Re: აზა მდინარაძე Mon Mar 21, 2022 9:41 am
აზა მდინარაძე
შენ სად წახვედი?
ხან ერთ ეკრანზე, ხან - მეორეზე, ტელეფონსა თუ კომპიუტერში, ტელევიზორსა თუ პლანშეტის „ცნობის ფურცლებზე“ ხშირად ჩანს ხოლმე შენს სამშობლოში კერპად გამხდარი, საყვარელი მოხუცი ქალი, მომღერალი... წლიდან წლამდე რომ აჰყავთ ცამდე. და გახსენდება, რომ ოდესღაც, როცა იყავი წლის, ალბათ, შვიდის და მის ფირფიტებს გადმოიღებდი, საკრავს ნემსის ფრთას მლოცველივით გამოუწვდიდი, აღმოხდებოდა საკრავს ამ ქალის - შორეულ სევდად - ტალღოვანი ხმა - და ის მაშინაც ასეთი იყო...
ან სხვა ქალები? როგორ ან როდის ახერხებდნენ არასდროს შეცვლას? ან შენი სკოლის დირექტორი - ლამაზი, შმაგი, ქალი - აფთარი, მხეცის თვალებით, პატარა გოგო ერთხელ პერანგის საყელოთი რომ დაგითრია მხოლოდ იმიტომ, რომ კლასელზე ცუდი რამ არ თქვი და გაჯანჯღარა; უკვე გაზრდილს კი სტუდენტებით ავსებულ გზაზე „სტუდენტურ კაფეს“ კართან შეგხვდა, გიცნო და დადნა სიყვარულისგან. შენ გაგიკვირდა - რამ შეცვალა მისი სიშმაგე, ან შეინახა ეს აფთარი ისევ ისეთად?..
ან ის შავთვალა, ანგელოზისნაკვთებიანი, გონიერი და საკმაოდ მკაცრი - შენი ქართულის მასწავლებელი - დღესაც ისევე ლამაზია, ისევ ასწავლის და ისევ იმ ხმით - თითქოს სადღაც იქ, იქით გეძახის, სადაც ისეთი ამბებია, რომ სულ მოსმენა გინდება და სულ იქ დარჩენა; აზრად არ მოგდის გადამალვა ანდა გაქცევა და სადაც ყველა კარგია და სამართლიანი... მაგრამ თუ შეცდა, ბოლოს და ბოლოს ხვდება თავის საშინელ ცოდვას და ინანიებს... მაგრამ ეს მხოლოდ სურვილია, გრძნობა, რომელიც რამდენიმე წელს იქცა ლამაზ გაკვეთილებად ხოლო შემდეგ კი - მოგონებად... მოგონებად და სიყვარულად... სიყვარულად და საყვარელ საქმედ... საყვარელ საქმედ და ცხოვრებაში ამ საყვარელი საქმის კეთებად - რომ სურვილებად და სიკეთეებად აქციო სიტყვები და მოსწავლეების გულებისკენ მოციქულებივით ჩიტებად აფრინო - გულები ხომ ბუდეებია! ხოლო ის შენი მასწავლებელი ისევ ისეთია. ისევ მისი სიტყვების ბუდეა შენი გული. ისევ იმ ქალებზე ფიქრობ, რომ დაბერდნენ და ისევ ისეთები არიან... და ხვდები, რომ არაფერიც არ დაბერებულან!
ეს შენ დაბერდი და ახლა დროა, გამოიღვიძო! რადგან ახლა და შენ გარშემო სიბერის დრო და მისი ადგილი საერთოდ გაქრა! აბა, შენ რაღა დაგემართა? რატომ ვერ გცნობენ შენი ძველები? რომ გიყურებენ, გიყურებენ და გაოცებულნი ტრიალდებიან - „ალბათ, რაღაცა შეგეშალათ, ქალბატონოო“. შენ სად წახვედი ამ სხეულიდან? სად გაქრი, ანდა გადაიკარგე? სადაა შენი მწვანე თვალები და შავი თმები? სადაა შენი გიტარა და სიმღერა - ფრენა?.. ან შენი სუნთქვა, დაჟინების, მოლიპულ კლდეზე აცოცებისას?.. სად, სად წახვედი? - მეკითხებიან ეკრანებიდან სულ სხვების წლები - ლამაზი და შეუმუსრავნი.
:::
Last edited by Aza Mdinaradze on Wed May 18, 2022 6:33 pm; edited 1 time in total
Aza Mdinaradze
Number of posts : 17 Age : 116 Location : Tbilisi Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner Humor : rocky elephant Registration date : 30.05.13
Subject: Re: აზა მდინარაძე Sat Apr 23, 2022 8:51 pm
აზა მდინარაძე
სად?
სად, სად მელიან, ნეტავ ვიცოდე, სად ოცნებობენ ჩემს დანახვაზე, სად ეღიმებათ სიყვარულით ჩემი სახელის გაგონებისას; სად არის იგი - ჩემი მწვანე ნავსაყუდელი? ქარში ცახცახებს წვიმისაგან სველი კედელი...
Last edited by Aza Mdinaradze on Wed May 18, 2022 6:34 pm; edited 1 time in total
Aza Mdinaradze
Number of posts : 17 Age : 116 Location : Tbilisi Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner Humor : rocky elephant Registration date : 30.05.13
Subject: Re: აზა მდინარაძე Sat Apr 23, 2022 9:12 pm
აზა მდინარაძე
შხარაზე
(მე ვყოფილვარ შხარაზე... მხარბეჭიანი ცხრათავიანი მთის ერთ-ერთ მწვერვალზე. მისი კალთებისკენ სულ ორჯერ გავწიე, ორ სხვადასხვა ზაფხულს, სხვადასხვა ხალხთან ერთად და ორივეჯერ ვაჟა ძიამ, ალპინისტების ბანაკის უფროსმა, დაგეგმილი მარშრუტები ჩემ გამო შეცვალა, რადგან მიხვდა (თუ იგრძნო), რომ ძალიან მინდოდა, ჩუმი ოცნებით მივწვდენოდი ამ მთის კამარას...)
შხარაზე ასვლამდე მის ხეობაში სხვა მთებზე უნდა გვევარჯიშა. ხეობის ქედის ერთ თოვლიან მთას ვახუშტი ერქვა, თოვლიანი ფერდით შევუყევით, ყინულის ნაპრალებს გვერდს ვუვლიდით, მწვერვალზე ასულებს ჭექა-ქუხილის შავი ღრუბელი წამოგვეწია, ჩვენ თვალწინ სკდებოდა მეხი მირანგულასა და ნამურყვამზე, გიჟებივით ჩამოვდიოდით თხემზე, სეტყვა სახეში გვცემდა და მეხის ხმა - ყურებს გვიხეთქავდა... შხარა გადაიდო... მეორედ წავედი. ისევ გადავედით ვახუშტის ულამაზეს უღელტეხილზე, რომელზეც, წინა წელს თოვლი რომ იდო ივლისში, ახლა ხელისგულისხელა იასამნისფერი გვირილები გაშლილიყო ყვითელი გულებით... ამ ჯერზე შხარამდე ორი მთა გველოდა - ორი კლდოვანი მწვერვალი საოცარი კედლებით, რომლებზე ცოცვა ცალკე სიამოვნებაა - გარშემორტყმული ხარ თოვლიანი მწვერვალებით, რომლებიც სულ ერთი ხელის გაწვდენაზე არიან, თითქოს შემოგცქერიან და გეკითხებიან: - აბა, ჩვენო ლამაზო გოგო, როგორ მოგწონს აქაურობაო? ოქროს ჩარდახი და ქარიშხალა გადავიარეთ და ჩამოვედით, ჩამოვედით და კარავს მივაშურეთ... უკვე სამშვიდობოს მეგონა თავი, როცა ზემოდან მიწამოყრილ ყინულის ნაპრალში ჩავაბიჯე და ჩავვარდი მკერდამდე, ფეხები სადღაც სიცარიელეში დამეკიდა, ვიგრძენი, თითქოს დამალული უფსკრული მყლაპავდა! შიშითა და წვალებით ამოვედი. ბანაკში გაცნობილმა ბიჭებმა ახლოს მოსვლა ვერ გაბედეს - არ ჩანს, სადაა ნაპრალი და ჩვენც არ ჩავცვივდეთო. მაშინ ვინატრე, ის ბიჭები მყოლოდნენ გვერდით, ვისთან ერთადაც ხშირად მივლია... გაბრაზების დროც არ იყო და რომ ამოვბობღდი, გამიხარდა, რომ ნაპრალის ნაპირს მივაგენი (და ის აღარ ჩატყდა).
მეორე დღეს კი გეზი ყველას შხარისკენ გვქონდა. ჩახრამულ ხევში, სადაც ენგური იბადებოდა, ჩემზე დიდი ლოდები ფეხის შედგმისას ქანაობდნენ, მძიმე ზურგჩანთა ხანდახან უკან ისეთი ძალით მექაჩებოდა, თავდაყირა გადავარდნას რომ არაფერი მიკლდა. კარგა მაღლა ავედით ღამის გასათევად. ყოველ ხუთ წუთში სკდებოდა მაღლა კალთებიდან ყინული და ზვავის ჩამოყრის ხმა კარგა ხანს ისმოდა - თითქოს მთა გველაპარაკებაო.
ამ ხმების ქვეშ გვეძინა. დილის ხუთზე ავდექით, მე არც მძინებია, უფრო ადრე ადგომაც შემეძლო, გაყურსული ვიწექი კარავში და ზვავების გასკდომისა და ჩამოყრის ჩხრიალს ყურს ვუგდებდი. მერე სიბნელეში თეთრ ფირნზე ავდიოდით... ფირნი გაყინული თოვლია, ფერდი ძალიან დახრილია, ჩვენ წრიაპები არ გვიკეთია და შეიძლება მოწყდე... - შეიძლება მოწყდე! - რეკავს ტვინში ეს ორი სიტყვა და ბიჭებს ვეკითხები - წრიაპები რატომ არ ჩავიცვით? აქ რომ მოწყდე, ხომ გაფრინდები? - არა, არ უნდა მოწყდე, ფირნი გიჭერს, თუ კარგად დადგამ... და მახსენდება, რომ იშვიათად, როცა თბილისში თოვლი მოდიოდა, როგორ მეშინოდა დაღმართზე სიარული, როგორ ვეცემოდი ხოლმე, ბაკურიანში კი რატომღაც მხოლოდ ზაფხულში დავდიოდით... ასე რომ, თოვლი ახლოს მხოლოდ აქ, მთებში გავიცანი. და ახლა გაყინულ თოვლზე მხოლოდ ბათინკების წვერებით ვაბიჯებ, უნდა დამიჭიროს, უნდა ავიდე, უნდა დავმშვიდდე, შიში კი მიშლის. შიში მიშლის და აღარ მჭირდება. წავიდა, მორჩა. და მიდის... მიდის შიში და მოდის აღტაცება - ცა რიჟრაჟდება, შხარას ყინულები ალისფრად ელავენ, თვალი გამირბის... ფირნს კლდეები ცვლის და ვხვდები, რატომ არ გვაცვია წრიაპები, აქ ხომ საცოცია, ფრიალო ფერდზე, უცებ ამოჩრილ კლდეებზე... მე მიყვარს ცოცვა - ზევით და მაღლა, როცა გზის ცქერისას ცას და მზეს ხედავ! მე მიყვარს ასვლა!
კლდეების თხემზე ლამაზი ხედია - ზემო სვანეთის სოფლები ჩანან და მწვერვალები. დგახარ ქედზე და ყველა მთა თითქოს შენ გიყურებს - მესალმებიან და ისევ იმას მეკითხებიან - აბა, როგორ მოგწონვართ, ჩემო ლამაზოო? - თქვენ გვერდით მე როგორ უნდა ვიყო ლამაზი-მეთქი, - გულში ვპასუხობ, მომენატრეთ-მეთქი, რამდენჯერ დამსიზმრებიხართ!.. უხარიათ ბავშვებივით და ცივ სიოს მილამუნებენ აწითლებულ ღაწვებზე. მწვერვალი გამოჩნდა და სამივე ბიჭი ჩერდება - მითმობენ, რომ პირველი ავიდე, დაღლილი ფეხები და ხელები თავისით მიჰქრიან კლდეების თხემზე და მგონია, რომ სული ამომხდება, ისე მინდა, უფრო ჩქარა ვისუნთქო, რადგან ჰაერი აღარ მყოფნის...
და, აჰა, აქ ვარ - ესაა მწვერვალი, ყველა მხრიდან ქარი მცემს და მილოცავს. და წერილს ვპოულობ ქვებში. ჩვენსას ვწერ ორ ენაზე და ვამთავრებ ასე (როგორც ყოველთვის): „ბედნიერ დაშვებას გისურვებთ!“ და ძალიან მინდა, გაუხარდეს, ვინც ჩემს ნაწერს ნახავს... და აი, ახლაც მერამდენედ, თითქოს ვიდექი ისევ იმ მწვერვალზე, რომელიც, ვინ იცის, ახლა როგორია, ვინ იცის, ვინ აიღო ის ჩემი წერილი, ვის დავულოცე უკან დასაბრუნებელი გზა და ამით გავახარე... კიდევ ვინ გადახედა ყინულით აპრიალებულ მთებსა და საკუთარ თავს ზემოდან... ვინ იცის, ჩემს შემდეგ ვინ გაიტარა ნერვებსა და კუნთებში ფირნზე მოწყვეტის შიში და სადღაც მოისროლა... ვინ ჩაეხუტა ალიონს თხემზე და მიხვდა, რომ ფრენა უფრთებოდაც შეიძლება თურმე, როცა მიწას არ სცილდები... ვინ იგრძნო ჩემსავით, რომ თუკი ფრიალო და მოლიპული ფირნის შიშს დაივიწყებ, თუ იფიქრებ კარგზე და მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ აივლი გზას, მოეჭიდები ნებისმიერ წიბოს ნოტიო კლდეზე, უფრო მყარად დადგამ ფეხის წვერებს შვერილებზე და ნება-ნება, მტკიცე ნაბიჯით აუყვები განთიადამდე - დიდხანს ნანატრ მწვერვალზე ახვალ!..
მას შემდეგ კარგა ხანი გასულა... მაგრამ არ მტოვებს იმის განცდა, რომ - მე მაშინ, მაღლა, ვიყავი, შხარაზე და არასოდეს ჩამოვალ იქიდან!
Last edited by Aza Mdinaradze on Wed May 18, 2022 6:34 pm; edited 5 times in total
Aza Mdinaradze
Number of posts : 17 Age : 116 Location : Tbilisi Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner Humor : rocky elephant Registration date : 30.05.13
Subject: Re: აზა მდინარაძე Wed May 18, 2022 6:20 pm
აზა მდინარაძე
მარტოობისა
დადგება კიდევ ერთი ბრჭყვიალა ახალი წელი და ჩემს უკვე ქონმოკიდებულ, ოდესღაც კი მშვენიერი ფორმის სხეულში ღრმად ჩამალულ და ჩაუფსკრულებულ პატარა გოგოს მიახვედრებს, რომ (მიუხედავად იმისა, რომ ახლა მარტოა და მარტო ხვდება ახალ წელსაც და პირველი-ორი იანვრის დილებს, მაშინ, როდესაც ქმარიც ჰყავს, უყვარს, ოთხი შვილიც და სამი შვილიშვილიც...) ...მიახვედრებს, რომ როცა ახალ წლებს სხვებთან ერთად ან საკუთარ მშობლებთან ხვდებოდა, მაშინაც ასე მარტო იყო - და არა მხოლოდ ახალწლის ღამეს... რომ სულ ყოველთვის მარტო იყო და ასე ყოფნა მოსწონდა კიდეც. მარტო ყოფნა ხომ სხვებთან ყოფნის დასაწყისია, ისევე, როგორც ჩუმად ყოფნა - საუბრისა, უმოქმედება - მოქმედების, შიმშილი - ჭამის... თუმცა, ხანდახან ეს ყოველივე შეიძლება, რომ სულაც ყველაფრის დასასრულს გჰავდეს.