არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მალხაზ გველუკაშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyWed Nov 13, 2019 2:37 pm

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Malkha10
Malkhaz Gvelukashvili

მალხაზ გველუკაშვილი

* * *
ღამე დამთხვეულმა სულმა გააღვიძა.
დღეები დაემგვანა უსიცოცხლო სიზმრებს.
სულში მიჯაჭვული ძალთა მოზღვავება ახსნას ელოდება. . .
_ დამთხვეული ხარო, ვერავინ გაგიგებს!

მთვარე საპატარძლო ქალწულს ელოდება,
ფეხზე წამოაცმევს საქორწილო წინდებს.
ეს წინდები არაჩვეულებრივია,
მისი მფლობელი ცაში აფრინდება. . .
-სისულელეაო, ვერავინ გაგიგებს!

მე შენ მიყვარდი, თუმცა არ გიცნობდი,
სასახლედ ვაგებდი ჯადოსნურ ფიქრებს. . .
გამოიყენე სანამ დროა,
თორემ სიზმრად გადგექცევა ბოლოს ეს ცხოვრება!
- ხმა ჩაიკმიდე, ხომ ხედავ, რომ ვერავინ გიგებს!

ერთი მაინც გამოჩნდება ისეთი ამ ქვეყნად
სარგებლის გარეშე კარები გამიღოს.
მე მაინც ვიტყვი, რათა უთქმელობამ არ დამახრჩოს,
არ შეცდეს არავინ და არავინ გამიგოს.


1981 წ.

study


Last edited by Admin on Thu Nov 14, 2019 1:14 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyWed Nov 13, 2019 2:41 pm

მალხაზ გველუკაშვილი

* * *
თურმე ვიღაცას თავის გრძნობა მოუთოკავს და
თუმც სინანულით, გათოკილი უსვრია წყალში.
შემდეგ? მართალი ღმერთმა უწყის, ათასი ხმა ჰქრის. . .
თურმე ვაჟკაცად დარჩენილა ვიღაცის თვალში.

ამქვეყნად არრა იკარგება - ბრძენთაგან თქმულა.
ბედს ხელი ჰკრა და ბედი გაწყრა. . . გახელდა ანცი.
წყალს გრძნობა ხმელზე გაურიყავს. . . ესეც ბედია!
და დარდმა მოჰკლა: ეს რა ვჰქმენო! _ საბრალო კაცი.

1978 წ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyWed Nov 13, 2019 2:44 pm

მალხაზ გველუკაშვილი

არა იყო რა

დრო სწრაფად გავიდა.
და რაც დრო გადის,
უკეთესიაო ცხოვრება.
ისე გამოვედი ბავშვური სიზმრებიდან,
ვერც მოვასწარი გაზმორება.

ათიოდე წლის წინ
ცხოვრებას უფროსები
ზღაპრულ ფერებში მიხატავდნენ.
მეგონა:
გავიზრდები,
ქვესკნელს გავანათებ,
სინათლეს მივაწვდენ - თქო ცათამდე.

ცხოვრებას შევეჭიდე შიშველი მკლავებით,
უჟმურის დამარცხება მინდოდა.
მერე რა? . .
გამოვედი ბავშვური სიზმრებიდან
- იყო და არა იყო რა.

1979 წ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 11:48 am

მალხაზ გველუკაშვილი

***
ასე ცხოვრება თავად ვარჩიე,
მსურდა შემეცნო მთები,
ბევრი მინდოდა,
ცოტა შევძელი,
ყოველმხრივ დარდი მიტევს...
სამყაროს სევდა არ ყოფილიყო,
ვერას მიზამდა წლები,
თუ გსურს შემიცნო,
გულში ჩამხედე,
ის მთელ სამყაროს იტევს.

2.3.2010




***
ჯერ კიდევ ხარხარებს სატანა,
ქვეყანას მოუცვამს თალხი...
ვაი, რომ ისევ ის ხროვაა,
ფეხებზე ჰკიდიათ ხალხი.

ნელ-ნელა აჩენენ სიფათებს.
ისევე მაძღარი ძღება.
მავანი დარდისგან ილევა,
ვიღაცა შიმშილით კვდება.

დაგვცინის სატანა - ბრიყვებო,
გაგათბობთ ოცნების ქურა...
ან კი რა იცვლება, დაფიქრდით,
მგელი შეგჭამთ თუ ტურა.-

ვერ დაგვაჩოქებ, წყეულო,
ვერაფერს, ვერაფერს გვიზამ,
ჩვენ შორი გზიდან მოვდივართ
და მაინც მივაღწევთ მიზანს.

გზა კვლავ გრძელი გვაქვს სავალი,
მოვათრევთ მომავლის ფიქრებს...
ჩვენ სიყვარულით ვთბებოდით,
როცა შენ ვარცხნიდი ვირთხებს.

ჩვენ მოვედებით სამყაროს,
სიყვარულს გავიხდით მუზად,
ბუზისგან შექმნილ გველეშაპს
კვლავ დაგიბრუნებთ ბუზად.

სატანა ჯერ კიდევ ხარხარებს,
დაგვცინის ადამის მოდგმას.
მავანი შიმშილით ბარბაცებს...
ვიღაცა მოუკლავს ბოღმას.





ჯანდაბას!!!

იმდენი ბალღამი დაგროვდა გარშემო,
აფეთქებისთვის უკვეა მზად,
ღმერთო, მომეც ძალა ბოროტს დავულოცო
ჯანდაბისაკენ მავალი გზა.

ღმერთო, მომეც ძალა მივლეწ-მოვლეწო
ბინძური ვირთხების მმართველი ბუნაგი,
ვინც კაცის ცხოვრებას არაფრად მიიჩნევს,
ჯანდაბას სუყველა ხარბი და მსუნაგი.

ღმერთო, მომეც ძალა მიწაზე დავამხო
თავისუფლების მზღუდავი კედლები,
ჯანდაბას სუყველა, ვინც მედლებს არიგებს,
და ისიც, ვისაც რომ ახარებს მედლები.

ჯანდაბას სუყველა, ვისაც რომ ნაგავში
აღუმართია მბრწყინავი სასახლე,
საკუთარ დარბაზებს ოქროთი აივსებს,
მოძმეებს დაბრეცილ ქოხებში ასახლებს.

ამდენ ბოროტებას ვერ უძლებს გარემო,
სიბნელე მოედო ბარსა და მთას,
ღმერთო, ძალა მომეც, რომ გავუყენო
ქაჯი და ავგული ჯანდაბის გზას.

10.11.2009





წუთია წუთისოფელი

წუთია წუთისოფელი,
ისიც ომებში ილევა,..
მთავაზობს მეფისტოფელი
წყალს, რომელიც არ ილევა.

- წყალი ცხოვრებას გაჩუქებს,
ოქრო და ვერცხლი თავამდის...
სანამ მიწაზე იქნები
ბედს ვერ უჩივლებ მანამდის.

- მანამ მიწაზე ვიქნები?
ეს ხომ წუთია სოფლისა,
არა მსურს მე ფუფუნება
ბოროტი მეფისტოფლისა.

თუკი გარემო ნაგვად ყარს,
ვიყო სიმდიდრის მფლობელი,..
მყრალი სუნისგან დამიხსნის
ბოროტი მეფისტოფელი?

შენ სიყვარულის არ გჯერა,
სიცივე შენი წესია,
სხვისი ტკივილის შემყურეს
არასდროს დაგიკვნესია.

არ დაგდენია ცრემლები,
გული არასდროს მოგსვლია,
ან რა ყოფილა ისეთი,
გიცდია, არ გამოგსვლია.

თუ ვერაფერი ვიგრძენი,
არ გამოვცადე ყოველი,
მაშინ რადა ღირს ცხოვრება,
წუთია წუთისოფელი.

სიყვარულისთვის თავს დავდებ,
ბრძოლა ხომ კაცთა წესია...
ჩემი სიმდიდრე გულია
და რაც რომ დამითესია.

3.11.2009



***
ძნელია ცხოვრება უღირსთა შორის,
ახლოს ვერ ამჩნევდე,ხედავდე შორით.

ჯერ ღმერთმა კაცი ღვთის ხატად შექმნა,
შემდგომ, ღირსება აწაპნა ეშმამ.

ვიღაც ხმასა გთხოვს და ხმის სანაცვლოდ
სულ რაღაც ოცდაათ ვერცხლს გთავაზობს.

შენ დათანხმდები, რადგან დღეს გშია,
ჯანი გავარდეს, ფული ჯამშია.

მერე რა, გუშინ მოგექცა უნდოდ,
თუ კი გწამს ღმერთი, უნდა შეუნდო. . .

დღეს ხმასა გთხოვენ, ხმა ხომ სულია, . .
გაყიდი? შენთვის დაკარგულია.

ქვეყანას მართავს აფთრების ხროვა,
ტურა იქადის – ჩვენი დროც მოვა.

ირჯებიან და ვერ გრძნობენ დაღლას
და ჩალის ფასად ჰყიდიან ბაღნარს.

ძნელია ყოფა უღირსთა შორის,
აქ ვერ ცხოვრობდე, გარბოდე შორით.

თუკი რამ მინდა – ღირსების ქონა.
მონად შობილი მოკვდება მონად.

29.04.2008




* * *
ცხოვრება _ როგორც გალა კონცერტი.
კაცნი ირგებენ ნიღბებს.
ამფითეატრში არავინ მაჯენს,
სცენაზეც არვინ მიღებს.

_ სოლისტად შენ არ გამოდგებიო,
გუნდში არ გინდა მღერა.
რომ მოისმინო? ტაშს არ დაუკრავ,
რადგან არაფრის გჯერა. _

წამოვედი და გულდათუთქულმა
ფიქრებს მივეცი თავი,
_ იქნებ მეც ვნახო მღვრიე მდინარე,
მეც დავიჭირო ღლავი. . . _

შემოვიხიე ტანზე პერანგი
_ ვერ დავჯერდები იქნებს!
ოი, არ მინდა მღვრიე მდინარე! . .
ო, ვერ მოვირგებ ნიღბებს!

მე ვერ დავუკრავ ტაშს უნიჭობას,
მე ვერ ვიმღერებ გუნდში,
თუკი სიმღერა ისე ყალბია
რომ ვერ ჩამწვდება გულში. _

ავმღერდი, მაგრამ არ მოეწონათ
ჩემი არცერთი ბგერა. . .
_ თუკი ნოტებზე ვერა მღერიხარ,
ვერ დაგიჯერებთ, ვერა. . . _

1997 წ.




ჩვენ

მე მინდა ვიყო “მე” და
შენ მინდა იყო – “შენ”,
ერთად რომ გვერქვას “ჩვენ” და
ერთად რომ ვიდგეთ ჩვენ.

მე მინდა ჩემი ცა და
მე მინდა ჩემი ზღვა,
არაფერი მსურს სხვისი,
ჩემსას ნუ ითხოვს სხვა.

ჩემსას რომ ერქვას ჩემი
ნუთუ ბევრია ეს?!
ნუ გადაგვიხნავთ მიწას,
ნუ დაგვიბნელებთ მზეს.

ნუ გადაგვიწვავთ სახლ-კარს,
ნუ გაგვიბახებთ ცოლს.
ნუ წაგვიბილწავთ ღვინოს
და ნურც მოზელილ ცომს.

თორემ იყივლებს სისხლი
და შეასკდება ცას,
გაახსენდება – თმენას
თურმე საზღვარი აქვს.

სიკვდილს შეიპყრობს შიში,
შიში შეგიპყრობს შენ,
რადგან გვერქმევა “ჩვენ” და
რადგან ვიქნებით “ჩვენ”.

10.09.2007




ჩემს თამრის
(ციხიდან 5.09.2009)

გაგიკვირდება, მე არა ვწვალობ,
მარტოდენ შენი ნახვა მწყურია.
მწამს მალე გნახავ, მე ღმერთი მწყალობს,
ჩემი მფარველი - სიყვარულია.

მწამს, ღმერთი მწყალობს!..აბა რა ჰქვია
ძალას, შენთან რომ დამიდო ბინა,
ათას ქარ-ცეცხლში გამომაწრთო და
გული ზვარაკად დამადებინა.

ჯურღმულში ვზივარ, შენ მელოდები.
ნუ იტანჯები, მე არა ვწვალობ.
მალე მოვალ და გზას გავუყვებით,
შენც კარგად იცი - მე ღმერთი მწყალობს.

ეს ყველაფერი უნდა გამევლო,
ჩემში მომეკლა ბრიყვული ვნება,
ჩვენ სხვა გზა გვიხმობს, ჩემო ძვირფასო,
ცოცხალ მიწაზე ხე არა ხმება.

გეფიცები, რომ მე არა ვწვალობ,
მარტოდენ შენი ნახვა მწყურია.
მწამს მალე გნახავ, მე ღმერთი მწყალობს,
ჩემი მფარველი სიყვარულია.




ჩემგან ცუდს ნურაფერს ელი

ვიღაცამ დამიდო ფეხი,
კედელს მივამტვრიე ცხვირი,
სხვისი ავიკიდე, თითქოს
ჩემი არ მყოფნიდა ჭირი.

ვიღაც ჩემი ცხოვრების გზას
ბედის ძაფებისგან ართავს,
მე არ მეკითხება, რა მსურს,
თავის მოსაზრებით მმართავს.

შემდეგ დამიკეტეს სივრცე,
ტვინში გამიყარეს წკირი
- გინდა, არ გეტკინოს თავი?..
მათზე უნდა გვითხრა ძვირი.

- ვისზე? - გაოცება მიპყრობს,
- მასზე, ქვეყანა რომ უყვარს...
- ვიცნობ, ვინც ფეხი დამიდო,
პირი სიბინძურით უყარს...

- მაგი შენზე კარგად ვიცით,
ეგ ხომ ბოზი არის ჩვენი...
- ჰოდა, შემომიგდეთ როგორც
საპირველმაისო ძღვენი...

- თავი სად გაყავი, იცი?
- ჩვევად გადამექცა ჟამი...
- ბევრისთვის პრობლემად იქეც,
როგორც პრინციპული გვამი...

არადა, ამბობენ მართალს,
გულს ხომ იმედებით ვათბობ,
მათ მე ვერ დავემგვანები,
რა ვქნა, ღირსებას ვერ დავთმობ.

დრო ხომ წარმავალი არის,
ესეც დამთავრდება, ვიცი,
რომ გზა გავიარე მართლად,
მე არ დამჭირდება ფიცი.

სახლში მიმიღებენ დაღლილს,
თვალზე მომედება რული,
მომეფერებიან, რათა
დარდით არ დაოსდეს გული.

ოი, შენ იდარდე ბოზო,
სულში გიფართხალებს გველი,
შენს გულს შენი შხამი მოსპობს,
ჩემგან ცუდს ნურაფერს ელი.



თამრის

შენდამი გრძნობა რას შევადარო,
არარაობა არის ყოველი,
პოეტი არ ვარ, მე ლექსი მიყვარს
და შენთან, ჩემო, ლექსად მოველი.

ნისლში გაქრება ჩემი ტკივილი,
ჟამს ჩაბარდება სისხლის მწოველი,
გამოვიარე ქარი და დელგმა,
და შენთან, ჩემო, ლექსად მოველი.

მრავალ უგულოს შევხვდი ამ ქვეყნად,
ვერ მომერია ავის მდომელი,
მე მომიწია სიკვდილთან ცეკვამ,
და შენთან, ჩემო, ლექსად მოველი.

მოველ, რომ გული გადაგიშალო,
მე შენთვის მინდა რაც მაქვს,ყოველი,
პოეტი არ ვარ, მე შენ მიყვარხარ
და შენთან, ჩემო, ლექსად მოველი.



* * *
ღამე დამთხვეულმა სულმა გააღვიძა.
დღეები დაემგვანა უსიცოცხლო სიზმრებს.
სულში მიჯაჭვული ძალთა მოზღვავება ახსნას ელოდება. . .
_ დამთხვეული ხარო, ვერავინ გაგიგებს!

მთვარე საპატარძლო ქალწულს ელოდება,
ფეხზე წამოაცმევს საქორწილო წინდებს.
ეს წინდები არაჩვეულებრივია,
მისი მფლობელი ცაში აფრინდება. . .
-სისულელეაო, ვერავინ გაგიგებს!

მე შენ მიყვარდი, თუმცა არ გიცნობდი,
სასახლედ ვაგებდი ჯადოსნურ ფიქრებს. . .
გამოიყენე სანამ დროა,
თორემ სიზმრად გადგექცევა ბოლოს ეს ცხოვრება!
- ხმა ჩაიკმიდე, ხომ ხედავ, რომ ვერავინ გიგებს!

ერთი მაინც გამოჩნდება ისეთი ამ ქვეყნად
სარგებლის გარეშე კარები გამიღოს.
მე მაინც ვიტყვი, რათა უთქმელობამ არ დამახრჩოს,
არ შეცდეს არავინ და არავინ გამიგოს.


1981 წ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 11:49 am

მალხაზ გველუკაშვილი

ულამაზო

ყველანი ვყოფილვართ ალბათ ზღვის სანაპიროზე,
კენჭებიც გვიგროვებია დიდხანს,
ნაწილი გადაგვირჩევია და გადაგვიყრია.
ულამაზოაო _ გვითქვამს.

რანაირნი ვართ ადამის შვილები,
წარსულსაც კარტივით ვაწყობთ,
მახსოვრობაში შემოგვრჩა დღეები,
მხოლოდ ის, რომელიც გვაწყობს.

და ხშირად, წმინდა სიყვარულისთვის
ხელი უგულოდ გვიკრავს,
თავის მართლებას თუკი მოგვთხოვდნენ,
ულამაზოაო _ გვითქვამს.

ხშირად გვივლია სახეზე ნიღბით,
თავისუფლებისთვისაც დაგვისვამს ზღვარი,
გარედან ლამაზნი გამოვჩენილვართ და
შიგნიდან გაგვჩენია ბზარი.

მრავალი ჩავარდნა,
მრავალი ჭაობი,
მრავალი ყორანა რაში.
მრავალი ტკივილი,
სიმწრის ღიმილი და
ბზარის შეპარვა ხმაში.

და მაინც,
ულამაზოა - ვთქვი და
გადავისროლე ზღვაში.
1978 წ.
***
ქვეყანა აავსო ბალღამმა,
შიმშილი ზნეობას ჯაბნის.
ვიღაცამ მომენტი გაუშვა
და ახლა ქვეყნიდან გარბის.

ვიღაცამ ნამუსი გაყიდა,
იმ ფულით გაშალა სუფრა.
ერთი მზის გულზე ნებივრობს,
სხვებისთვის ცა მოიქუფრა.

ვიღაცა წინაპრებს აგინებს,
მომავალს უტოვებს ვალებს,
მერე,რომ ამ მიწას ვერ იტანს,
ავა და ჰაერში დალევს.

ქვეყანა დასივდა ბოღმისგან,
შიმშილი ავიწყებს ტკივილს,
რას ველი ამ ჩვარი მოდგმისგან,
ღრიალის სანაცვლოდ კივის.

ხელგაწვდილს ვერავინ ვერა მცნობს
- რასა გვთხოვ, რაც არ გვაქვს თავად...
- მე თქვენი ერთობა მჭირდება,
სიყვარულს გთავაზობთ წამლად.

ხელს ჩაიქნევენ და გარბიან,
ალბათ და ვგონივართ ხელი
- მე თქვენთვის მოვედი ამ ქვენად,
გზა გამოვიარე გრძელი.

სხვამ მითხრა - მერე და ვინ გთხოვა,
ჩვენ ჩვენი დარდებიც გვთანგავს...
- ვერ ხედავთ, რომ ამ თქვენ ცხოვრებას
სატანა უაზროდ ფლანგავს!?

ქვეყანა გამხდარა თვითმკვლელი,
შიმშილი ზნეობას ჯაბნის,
სატანა გვიწესებს მომავალს
და შემდეგ ფურცელზე ჯღაბნის.

***
სხეულს დაეუფლა მყრალი სინამდვილე,
თითქოს ნაგვის სუნად ვყარვარ,
ვერაფრით მოვერგე ამდენ სიბინძურეს
- მე ამ სამყაროდან არ ვარ!

გარემო მიშორებს უცხო სხეულივით,
მე ხომ მათ არაფრით ვგავარ.
ასე იღუპებით! - ვერ გავაგებინე
- მე ამ სამყაროდან არ ვარ!

თითქოს ჩართულია მტკიცე მექანიზმი
თვითგანადგურების კოდით,
ქუჩას მოსდებიან თვალებამღვრეულნი
რეპით, სექსითა და მოდით.

სულით მდაბიონი, სიტყვით ღარიბები
ხარბად ეძლევიან ვნებას,
კაცი კაცსა ჰკოცნის - უნდა პატივი სცე
კაცთა თავისუფალ ნებას.

სრული სიბნელეა... მე ვერ დავზავდები,
მე ხომ მათ არაფრით ვგავარ.
მე ვერ მოვერგები ამგვარ სიბინძურეს,
მე ამ სამყაროდან არ ვარ!

სიზმარი
უცნაურმა ზმანებამ,
სულთა ორომტრიალით,
ამაფრინა ზესკნელში,
ზეცას შუბლით მახალა.
და გაიხსნა ზეკარი.
ამონათდა ცისკიდე. . .
უცნაური ქალაქის
შესასვლელთან ამყარა
ყველა სულმოკლეობა.
_ უნდა გექნეს მეობა
გამჭვირვალე მინაზე
და მსუბუქი ჰაერზე,
თორემ ხორცის ტყვეობა
და ვიღაცის ჯინაზე
უსასრულო ღრეობა,
ამ ცხოვრების გასაყარს,
მართლაც ძნელად ასატანს,
ამ ქალაქში შეგაგდებს.

და ათასი ვაებით,
ათასების მოლოშვნით,
თუ გახვედი ბოლოში,
იქ დაგხვდება ვეება
ბოროტების ღვთაება
და თუ კიდევ გადარჩი,
დაელოდე დანარჩენს,
სამართლიან განაჩენს,
შენი ნამოქმედარის.

უცნაურმა ზმანებამ
სულთა ორომტრიალში,
იდუმალი ქალაქის
შესასვლელთან დამტოვა.
_ და თუ დღემდე მარტო ვარ,
აწიც ვიყო, რა მოხდა. . . _
ანგარიში არ მადროვეს. . .
ქალაქიდან გამოხდა
შვიდი ჯარისკაცი.

ხაკისფერი ქუდებით
თავებდამშვენებულნი,
მოელვარე შუბებით
დამესია შვიდივე.

არ ვარ _ მეთქი დამნაშავე
თქვენს წინაშე არც რაში. . .
ყურიც კი არ შეიბერტყეს,
იმ უცნაურ ქალაქში
ჭიტლაყებით შემაგდეს.

უსიცოცხლო ქუჩაზე
რა ხე, რის ხე, ნასახიც
არსად ჩანდა ბალახის.
მხოლოდ ქვაფენილი. . .
შემომერტყნენ გარშემო
ვიღაც, კაცისმაგვარნი
და უაზრო ჭყვიტინით
და უაზრო ყაყანით
ტრიალებდნენ მალაყებს.

არ უჩანდა ბოლო
ამ ჩვენს ტანჯვა _ წამებას.
ამდენ ყაყან _ მალაყში
თავგზა სულმთლად ამებნა.

და ვინატრე ჰუნე,
რომ გავცლოდი ქალაქს
_ აგებ ამათ გადავრჩე,
მივსღწიო ალაგს
და მივიღო დანარჩენი
სამართლიან განაჩენად
ჩემი ნამოქმედარის. _

ახლა ჰუნეს გარშემო,
ისევ ჭყვიტინ _ ყაყანით
ტრიალებდნენ მალაყებს
ვიღაც, კაცისმაგვარნი.

დავიწყევლე გაჩენა,
და ავღმართე მარჯვენა
(აღარ მახსოვს საიდან,
ხელთ მეჭირა ხმალი).
ხელის ერთი მოქნევით,
როგორც შემოდგომაზე
ხეს ყვითელი ფოთლები. . ,
ათ კაცს გაძვრა თავი.

ჩემდა გასაოცარად
ცხენი იდგა ბორბლებზე
და უკანა ფეხებზე
შემოწვნოდა გოდორი.

ათ კაცს გაძვრა სული. . .
ათი იქცა ათასად.
ასე გორავ _ ჭენებით
ჩემს გოდორში დაზვავდა
უთვალავი თავი.

ქვაფენილის ბოლოში,
გასასვლელთან ქალაქის,
ქანდაკების მაგვარი თუ
ცოცხლად ნაქანდაკარი,
ბუმბერაზი ურჩხული
დარაჯობდა ალაყაფს.

ატორტმანდა, გამძვინვარდა,
სისხლიანი თვალები
მომანათა, შემომისხა
ცეცხლისფერი ალები.
მომისაჯა წამება.
და შევძახე ურჩხულს მაშინ
_ უსახურო ზმანებავ
ჰა, მიირთვი კაცის ხორცი
და გზა მომე, წავიდე. . . _

და რა ხორცი, გოდორიდან
ამოვიღე ნაგავი. . .
ჩამოინგრა ეს ურჩხული
ქანდაკების მაგვარი თუ
ცოცხლად ნაქანდაკარი.

უსიცოცხლო ქუჩაზე,
ხე კი არა, ნასახიც
რომ არ ჩანდა ბალახის,
აყვავილდა ბაღნარი.
ავმსუბუქდი, ავფრინდი და
ისევ ორომტრიალში. . .
გამეღვიძა დაცემულს.

1980 წ.

***
სასამართლოში ტურა მსაჯულობს,
ბრალმდებელია ვირთხა,
მოწმედ თხუნელა მოუყვანიათ,
მეტი რა უნდა გითხრა.

განსასჯელი ჰყავთ ბებერი ვირი,
რეციდივისტი ძველი
ახლა რაღა ჰქნა? ამ უნამუსოს
შეუჭამია მგელი.

- მე ვირის დასჯას მოვითხოვ მკაცრად! -
ვირთხამ ასწია თათი:
- ადრეც, ხომ გახსოვთ, თხუნელამ ნახა
როგორ შეჭამა დათვი.

კუზიანს მიწა გაასწორებსო,
ოდითგან არის თქმული,
მე მოვითხოვ, რომ ამოვიშანთოთ
ეს ჩირქიანი წყლული. –

ტურა დაფიქრდა: ვაითუ...თუმცა
ცხოვრება გახდა ძვირი:
- ვირთხა სწორს ამბობს, მთელი სიმკაცრით
უნდა დავსაჯოთ ვირი.

სათვალიანი ვირთხა

ერთგან, ვირების სამფლობელოში
ვირთხა მმართველად მოჯდა,
თუ სადმე, ვინმე თვისტომი ჰყავდა,
მთელი ვირთხების მოდგმა

მოიყვანა და გვერდით დაისვა
და გაუმართა ხელი
- ჩვენ, ძმაო, ჯიშის გატანა ვიცით,
ვირთხა ვართ, განა მგელი.-

მაგრამ სადღაცა, ნაგვის ბუნკერში,
ერთი პატარა ვირთხა
თურმე სუყველას გადაავიწყდა,
ვერ შეაწიეს სიტყვა.

ერთხელ, სასუსნავს სადაც ეძებდა,
იქვე სათვალე ნახა,
თავში აენთო ნათურა უცებ
- არ იქნებაო გლახა...

ცხვირზე სათვალეს წამოვისკუპებ
და ბრძნულს მივიღებ იერს,..
მერე? ო, მერე თავადაც ნახავთ...
- ეღიმებოდა ცბიერს.

ისე მიადგა მმართველს კარებზე
არ ეტყობოდა დაღლა,
თათი დაიდო ბრძნულად მუცელზე,
თავი ასწია მაღლა.

ფეხით შეაღო სასახლის კარი,
- შეხეთ, არა აქვს რიდი...
- ცხვირზე სათვალე წამოუცვია,
ალბათ ბრძენია დიდი.

და გადახედა მდიდრულად ჩაცმულ,
გაზულუქებულ ვირთხებს
- თქვენ ნამდვილად ხართ დიდი ბელადი,
ამდენ სულელს რომ ითმენთ...

მმართველს ეამა ვირთხის სიტყვები
- აბა რა ვქნაო, ჩემო,
ჩვენი ჯიშია, თან ყველას უნდა
იგრძნოს ცხოვრების გემო.

და თანაც ვირებს ვმართავ, ხომ იცი,
ტლინკთა იციან აყრა,
ერთად ბევრნი ვართ, არ გამოუვათ
აქედან ჩვენი გაყრა. -

- ო, ან კი რატომ უნდა გაგყარონ?!
... სხვა არაფერი მითხრა!
თქვენ თავად განა ვირები არ ხართ?
მაშ რატომ გქვიათ ვირთხა?

- შენ, ძმაო, მართლა ბრძენი ყოფილხარ!
ამდენ ბრიყვს როგორ ვითმენ...
შენ რომ სამართალს ხელი მოჰკიდო
ვეღარც გაგვყარონ იქნებ. -

ისე ააწყო ვირთხამ საქმე, რომ
ვირი ვირს უწერს დანოსს,
ბოსელში აბამს ურჩ ვირებს, ყველას,
ვერავინ არღვევს კანონს.

ვირთხა ვირია აღმატებულად -
კანონმა ასე გვითხრა
და ვირთხებს იცავს ვირებისაგან
სათვალიანი ვირთხა.

* * *
რომ გავხელდე ერთხელ,
თუნდაც ერთი წამი,
და განგებით, მეყოს
შეძლება და ნება,
გადვიქროლო მერე
მთელი დრო და ჟამი,
ამოვძირკვო წმინდად
უკეთური ვნება.
რომ დავსრისო ყველა
მოღალატე გული,
არ დავინდო არსად
ბოროტების მონა.
და მივუზღო ყოველს
საკადრისი სრული,
რადგან სინდისს უჯობთ
ოქრო _ ვერცხლის ქონა.
რომ გავხელდე ერთხელ
და დავლეწო ბჭენი,
დამამშვიდებს მერე
სუყვარული შენი?!

1997 წ.

* * *
რომ არ დამეძახა, ჩემი სალმობიდან
თავად მოხვიდოდი, მომესალმებოდი.
ისე ვიფიქრებდი, როგორც არასოდეს,
ძალად მომართული აგეფარებოდი.
დამეყრდნობოდი და ჩემი იქნებოდი,
აღარც არასოდეს დამემალებოდი.

1980 წ.
***

როდესაც ძალა ჯაბნის ღირსებას,
გულიდარდით და ბოღმით ივსება...
წარსულსაც ბევრი ახსოვს ასეთი,
კაცთა მოდგმაში არც რამ იცვლება.

როცა მავანი ჩემობს მზეობას,
მაშინ ცუდი დრო უდგას ზნეობას...
მამა - ჯანდაბას, მოკლავენ დედას,
თუკი ხელს უშლის ხორცის ზეობას.

როცა უნიჭო ჩემულობს ბრძნობას,
ნიჭში გიწუნებს გულსა და გრძნობას...
ის თავის მსგავსებს იკრებს გარშემო,
ეფიცებიან ერთმანეთს ძმობას.

ვინც წინ გადუდგათ, ყველა გალახეს,
ზოგი ჩაქოლეს, ზოდიც დამარხეს,
და რა გგონია, თვალს მიაფარეს?
იდიდგულეს და ურცხვად გვანახეს.

ვაი, რომ ფასსა კარგავს ღირსება,
სული დარდით და სევდით ივსება,
კაცს ძაღლის გული გადაუნერგეს
და გამოაჩნდა ძაღლის თვისება.

* * *
რამდენმა მიღალატა,
ყველას ვაპატიე,
რა ცოტამ მაპატია შეცდომა.
ცხოვრებას ვუყურებდი ვარდისფერ სათვალიდან.
ცხოვრება ვარდისფერი მეგონა.

რა სინდისიო,
რის სინდისიო,
ვიღაცა სიცილით კვდებოდა.
რასაცა შესჭამო, შეგერგებაო,
და სული შიმშილით დნებოდა.

დამცირებაო,
დაკნინებაო,
აიტანე, თუ გჭირდება.
პირფერობაო,
მლიქვნელობაო,
ეს მოგიტანსო დიდებას.

იმას მოიმკი ,
ვიღაცას უთქვამს,
რაცა გაქვს დათესილი.
ღმერთო დიდებულო,
იმის ძალა მომეც,
ვიყო კეთილი.


1978 წ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 11:51 am

მალხაზ გველუკაშვილი

***
ორასი წელი შენსკენ გზას ვეძებ.
ორასი წელი, არც თუ ბევრია
და სიყვარული, შენთან რომ მომაქვს,
უსასრულო და ბედნიერია.

ზეცით მოსული მირაჟად მოსჩანს _
მიწაზე ცრუა. . . არაფერია.
მე გაზიარებ მარადისობას
ჩემი ოცნების ნორჩო ფერიავ.

ბევრს არ ვნატრულობ ამ ცხოვრებისგან,
მარტოსულს ქოხიც მეყოფა ისლის.
მიწას რომც მოვწყდე, შენთან ვიქნები,
ვერ შეგაშინებს ჟამი და ნისლი.

ორასი წელი არც თუ ცოტაა.
თითქოს ოცნებაც გადამერია. . .
და სიყვარული, შენთან რომ ვტოვებ,
უსასრულო და ბედნიერია.

1997 წ.

***
მიწის მტვერისგან მე შემქმნეს, კარგო,
ჩემი ნეკნიდან - შენი სხეული,
მე შენმა ვნებამ დამსვა მიწაზე,
შენთან ერთად ვარ, და ვარ ეული.

შენმა თვალებმა მომაჯადოვა,
თითქოს ჩამიძვრა სულში გრძნეული,
- მე შენ მიყვარხარ! - შემოგძახებ და
ცოდვილ მიწაზე დავძრწი ეული.

შენ ხომ ჩემი ხარ, ჩემი ნაწილი...
თითქოს არრა მაქვს მე იჭვნეული.
მიწით შექმნილმა მიწა დავიპყარ
და სამყაროში დავალ ეული.

დღეს მიწას მართავს კაენის მოდგმა,
აბელის სისხლით გადარეული,
და მახსენდება დღე შესაქმისა
- თუ როგორ მოველ ქვეყნად ეული.

მერე კი
მიწყივ რომ კისერზე მომდო საყევარი,
იშელში შემაგდო მონად დაცემული,
ყისმათს არ დავწყევლი,
ვნებათუქონელო,
ავლზე გიგალობებ ვნების გაცემული.
რიალ _ გამოვლილი
ხორცს შევასხამ პათოსს,
ავლესავ სატევარს
რაჟამს გავცოფდები.
. . . მერე კი მიფრთხილდი.

1983 წ.

მე მინდა მწამდეს

მე მინდა მწამდეს,
რწმენა შვებას ანიჭებთ მოკვდავთ.
მე მინდა მწამდეს,
ჩემი სული სითეთრითა და აღმაფრენით ღვთაებრივს ჰგავდეს.
მე მინდა მწამდეს.
რომ სიკვდილმა ვერ შემაშფოთოს.
მე მინდა მწამდეს.

1978 წ.

მე მარტო დავრჩი

მე მარტო დავრჩი,
დავრჩი პირისპირ მთელს სამყაროსთან დედიშობილა.
მე მარტო ვდგავარ
და ჩემთან ერთად დგას სიყვარული_მხოლოდშობილი.
მე შენზე ვფიქრობ:
ისევ თავიდან?..
გაურკვევლობა მძიმე ყოფილა.
შენმა არსობამ შემაძლებინა,
რომ დავრჩე მარად კეთილშობილი.

მე მარტო ვდგავარ.
ჩემს მარტოობას შენზე ფიქრები ავსებს პატარავ.
მე მარტო წავალ
და შენს სახებას თან გავიყოლებ სამყაროს მიღმა.
შენმა ძიებამ გამზარდა ასე
მთელი მსოფლიო შემომატარა.
ამავე სახით შეგვხვდები ისევ,
სხვა სახეს მე ვერ ვიგუებ ნიღბად.

მე მარტო დავრჩი...
ჩემი ნიღაბი ჩემი არსობის ზუსტი ასლია.
დავრჩი პირისპირ მთელს სამყაროსთან
სიყვარულისთვის გადაცდომილი.
როდის ყოფილა, ჩემო პატარავ,
ჭეშმარიტ გრძნობას დრო გადასვლია.
კვლავ რომ გიპოვო,
მე დავბრუნდები ცხოვრებისაგან გამოწრთობილი.

მე მარტო ვდგავარ
და ვერ მაშინებს ქაჯეთის ციხის ყრუ გალავანი.
მე დავბრუნდები ვით ქარიშხალი,
რათა ავხვეტო მდელოზე სილა.
გამოჩნდებიან სილის ქვეშ ვარდნი,
ეს იყოს შენთან ჩემი თავანი...
და დარჩებიან ქაჯნი ზღაპრებში
...ო, ღმერთო, იქით მათი სინსილა.

მე მარტო დავრჩი,
ვდგავარ პირისპირ მთელს სამყაროსთან დედიშობილა.

1998
* * *
მაჯერებ, ასე გგონია,
რომ ერბო ქონი მგონია.
ბოზს ყველა ბოზი ჰგონია,
ვინც ქვეყნად გაუგონია.

მზე პირს იბანს და წარღვნად თვლი.
გუბურა შენთვის ფონია.
ტრაკზე იკერებ სუყველას,
რაც კი ამქვეყნად ქონია.

საჯდომი სკამზე მიგირბის,
მდელო რა დასაჯდომია.
მუცელში იყრი ყველაფერს,
ახალია თუ ყროლია.

თვალებზე ხელებს მაფარებ,
ვერ დავინახავ - გგონია,
რომ ლუკმა ყელზე რომ მადგას
ერბო კი არა, ქონია.

2004

* * *
მაწევარს ველოდი შენი გზიდან,
აგებ არ გამწიროს ჭროღა თვალიანმა,
იახა ჩაიხსნას, ხატზე დამაფიცოს,
არც გამაგულისა და არც დამიამა.

ჟავი მომასხურა, ჟავი აჟივჟავდა,
ღელედ გადაიქცა, ღელე აღვარცოფდა,
ენაზე ვიკბინე, ენა დამიბლაგვდა,
ნირი წამიხდინა, ავლზე მაგალობა:
_ ტანი აიყარეს უკვე ტირიფებმა!
_ ითმენდე სათმენსო _ სულმთლად გამაცოფა.

1983 წ.

* * *

ქვეყანას მართავს მასხარა.
ავი დაგვიდგა ჟამი.
დღეებს ვინ ჩივის, ტკივილად
გვექცა ყოველი წამი.

თითქოსდა ჩვენი არ გვყოფნის,
სხვა ქვეყნის “შუტი” გვჩინჩლავს
და გაწამებულ სამშობლოს
სულ მისხალ-მისხალ გვცინცლავს.

მასხარა სულში გვაფურთხებს.
“შუტი” გვიხვავებს გვამებს:
- მოიშორეთო მასხარა,
მე გაგიმრავლებთ გვარებს.

მასხარა სხვისი კაცია –
“შუტს” ჯანდაბისკენ ვგზავნი.
ვინ ვარ მე, წუთისოფელში
ერთი უბრალო მგზავრი.

სიმდიდრედა მაქვს ღირსება
და არც მქონია სხვა რამ,
რა თავში ვიხლი მასხარას,
“შუტი” რომ გამოთხარა.

ორივ მგლის ლუკმაც გამხდარხარან! . .
ჯანდაბას ავი ჟამი.
მინდა ვიცხოვრო კაცურად,
თუნდაც სულ ერთი წამი.

27.08.2008

მე მაინც მოვალ

ვგრძნობ, რომ ძალიან დავიღალე, ასე აღარ მსურს...
თითქოს ვიღაცა კალენდრიდან ცხოვრებას ხევდა.
ათასი ჟამი იარებად დამმჩნევია სულს.
მიმქრალ თვალებში ჩამმალვია სიცოცხლის სევდა.

ციხის კედლებში ცაკეტილი რაღაცას ველი...
და ვგრძნობ, როგორც აქ, ქვეყანაშიც მეფობს წყვდიადი.
მაგრამ მე მაინც მირჩევნია ცხოვრება მგელის,
თავისუფლება ხომ ნიჭია, ნიჭი დიადი.

გადავიღალე, დრო გაჩერდა, აღარ იძვრება.
გისოსებს მიღმა სივრცე მოსჩანს, არაფრის მთქმელი...
აქ სიყვარული არა ფასობს, ქრება ღირსება
და მოჩვენებებს ვეომები ბებერი მგელი.

მე მაინც მოვალ, ვიცი, კარგო, გავანგრევ კედლებს,
შენთან მოვალ, რომ მომიშუშო ყველა იარა,
და გეტყვი - მიცან!? ისევ ის ვარ, სული მარადის,
უბრალოდ ხორცმა ჯოჯოხეთი გამოიარა.

* * *
“ კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან”
მათე 10. 36
შენ შენს გულს ახრჩობ შენს გარშემო ჩამდგარ ჭაობში.
დრო ბოროტია, კაცის მიერ შექმნილი, ჩემო.
თუ შეიმეცნე სიყვარულის ანი და ჰოე,
მაშინ ყველა სხვას ეკარგება ფერი და გემო.

ენებს ნუ უსმენ, უგულოა მათი ყიყინი
და სოციუმის მქისე სიღრმე _ მოვალეობა.
ჭაობს შიში აქვს, მდინარება სიმყაყეს ართმევს
და სიყვარულში ერითმება სულმოკლეობა.

მწარე სიმართლე: კაცის მტერი _ გარემო მისი.
კუჭის სიმაღლე _ მისი ხედვის თვალსაწიერი.
მათი გრძნობაა _ ნათესავნი, სისხლი და ხორცი.
უცხო მცნებაა სიყვარული, გადამთიელი.

მე ჩემსას ვცდილობ და თუ შევძელ ჭაობის დაძვრა
და შევძლებ, თუკი გავამყარე გულში გონება,
მდინარებაში გამოვწმინდავ დალექილ ნაგავს
და კუჭის ნებას ვეღარავინ დაემონება.


1998 წ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 11:52 am

მალხაზ გველუკაშვილი

კარმიული მისტერია

ჩემს დასაბამში შემოიჭრნენ წყალთა ნაკადნი,
თიამათ აბზუს შეერია შესაქმის ნიჭით.
ცამ მომანიჭა სიყვარული უკიდეგანო,
მიწამ გონება გამიხლიჩა მტანჯველი იჭვით.

დიახ! . . მანამდე არსებული უმოქმედობა
ათასგზის სჯობდა ამ ბობოქარ ხორცის ტყვეობას.
ოი! რაოდენ ძნელი არის ცხოვრობდე ქვეყნად
და გრილი გულით შესცქეროდე ურცხვთა ზეობას.

და ექვსგზის განვვლე ეს ცხოვრება მიწაზე მარტომ.
ოი! რამდენჯერ გამომცადა მაცდურმა ვნებამ!
ხშირად მირევდა გზას გონება უსიერ ტყეში,
მაგრამ არც ერთხელ არ გამწირა ღვთიურმა ნებამ.

შემდეგ? რა შემდეგ! ბევრი რამ ვერ გამირკვევია. . .
შენმა ღიმილმა გამიყვანა ოცნების ცაზე.
ო, ზღაპარივით ტბილიმიყო ის სიყვარული
სული რომ ასე ამიღელვა მეშვიდე გზაზე.

ახლა, ისევ შენ მომევლინე ახლებურ განცდად
და ჩემში შენი სიყვერული მრავალ წელს გასცდა.

1996 წ.

კარმიული მისტერია

სინჯე და ერთხელ ჩაღრმავდი თავში
და გაიხსენე დრო გარდასული,
მაშინ იყავი უმწიკვლო ბავშვი
ჩემს სიყვარულში გამოჯაჭვული.

მე არ გახსენებ გუშინდელ დღეებს:
გრიუნინგენში ჩუმი ნიშნობა. . .
ო, არ გენიშნა?! იმ სიყვარულს ხომ
ახლდა სევდა და მარადისობა.

რა გაგახსენო? ორასი წლის წინ
იასამნების ფოთოლთშრიალში
როგორ შემყავდი ნაზი ქალწული
ფიცის სათქმელად ეკლესიაში.

შემოგტრფოდი და თითქოს ვიცოდი
ბედნიერების არდაცალება.
მინდოდა მძაფრი შეგრძნება შენი
და შენთან ერთად გარდაცვალება.

ორესი წელი. . . დიდი დრო არის
რომ დაგავიწყდეს თითქოს ოცნება.
და ჩემდა ბედად _ ისევ შენ! ისევ. . .
კვლავ სიყვარული. . . და გაოცება.

გავა ცხოვრება. . . ისევ თავიდან. . .
გრიუნინგენი. . . შემდგომ თბილისი. . .
გაგახსენდება გრილი მარტის თვე
და დახუთული, ცხელი ივლისი.

1996 წ.

* * *
იმასვე ვამბობ, რაც ჩემამდე ათასჯერ ითქვა.
არაფერს ახალს.
. . . და ვამბობ, არვის ვალი არა მაქვს.

იმასვე ვფიქრობ, რაც ჩემამდე იფიქრეს უკვე.
მხოლოდ და მხოლოდ ყველას ფიქრი გავხადე ჩემი.
. . . და ვფიქრობ, ყველას მოვალედ ვრჩები.

1980 წ.
* * *
თურმე ვიღაცას თავის გრძნობა მოუთოკავს და
თუმც სინანულით, გათოკილი უსვრია წყალში.
შემდეგ? მართალი ღმერთმა უწყის, ათასი ხმა ჰქრის. . .
თურმე ვაჟკაცად დარჩენილა ვიღაცის თვალში.

ამქვეყნად არრა იკარგება - ბრძენთაგან თქმულა.
ბედს ხელი ჰკრა და ბედი გაწყრა. . . გახელდა ანცი.
წყალს გრძნობა ხმელზე გაურიყავს. . . ესეც ბედია!
და დარდმა მოჰკლა: ეს რა ვჰქმენო! _ საბრალო კაცი.

1978 წ.

თორნიკეს
ჩემო პატარავ!
ჩემმა იარამ
მრავალი ხორცი გამოიარა.

ტანჯვად მარგუნა
დღეს ეს სხეული
და მზის ქვეშეთში დავრძწი ეული.

გზაზე,
რომელიც მარგუნა ღმერთმა,
უნდა ვიარო მე, ერთადერთმა.

ამ გზას,
ტანჯვის გზას,
შვების გზაც ერთვის,
დამილოცნია შვების გზა შენთვის.

ჩემი სავალი გზა ვიწრო იყო.
ეს გზაც მე შენმა დედამ გამიყო.

წინ, წინ გეაროს,
მაღლად და მართლად
და სიყვარული დაგდევდეს ნათლად.

1996 წ.
* * *
თითები შავ-თეთრ კლავიშებს ერკინება
და მე მიფანცქალებს შიშით გული.

- თითები ბროლისაა და ვაი, თუ დაიმსხვრეს. . .
მერე ვით დამაწყონ გულზე თაიგული.

შიშს მოვიშორებ და ოცნებას ვეძლევი. . .
ცისფერი ნისლები სამიზნეს სწვდებიან.

ო, ბროლის თითებო, ნუთუ შენ მღერიხარ,
ან იქნებ ზეციდან მოსული ხმებია.

თითებქვეშ კლავიშები წვებიან მორჩილებით. . .
მათთვის ხომ ცხოვრება სხვა არაფერია.

ო, ბროლის თითებო, ფერიას ეკუთვნით,
ფერიას, რომელიც ოცნების ფერია.
1997წ.

***
თეთრი პერანგით და წითელი ჰალსტუხით
ყველა გაექსპერტდა, ყველა ჭკვიანია,
სამშობლო გველევა შადრენის ტყავივით,
ყურების გამორეცხვა უკვე გვიანია.

პოლიტიკანობენ უნიჭო ბიჭები
- დიდი შვიდეული დიდი რვიანია,
მტერს ხან ცეცხლს გავუხსნით, ხან ერთად ვიქნებით -
ვეღარ დაგიდგებით, უკვე გვიანია.

ყელს იხევს ლიდერი, ეკრანზე ყელყელაობს,
მკერდზე მჯიღს იცემს, ნახეთ რა ფხიანია,
მგელმა გადაგყლაპა, ვეღარ დაგიჯერებთ,
ვეღარ გამოგყვებით, უკვე გვიანია.

ცხოვრება აბსურდის თეატრს დაემსგავსა,
ბნელა და გვიმტკიცებენ - ნახეთ რა მზიანია...
ვინც კარგად არ იცის ათამდე დათვლა
ყველა ჭკვიანია, ყველა ჭკვიანია.

2.10.2009

ვერაფერი გამიგია

ხიდი არსად გაგიდია,
ტაძარი არ აგიგია,
არაფერი მოგიგია,
არაფერი წაგიგია.

არც კეთილი,
არც ბოროტი,
გულში აროს გაგივლია.
ამ ცხოვრების ტრამალებზე
ნამძინარევს ჩაგივლია.

კიდევ ამბობ _ ვიცხოვრეო,
ვერაფერი გამიგია.

1978 წ.

***
ვაფრთხილებდი,
არვის სურდა ჩემი სიტყვის გაგონება,
გადაწყვიტეს ჩემი დასჯა
ქაჯებმა და მამონებმა.
ცხრაკლიტულში გამომკეტეს,
მიხშეს ჭკუა და გონება.
დამამშიეს,
დამაშინეს,
მომინდომეს დამონება.
არც მომკლეს და
არც მაცოცხლეს,
შეძლეს ჩემი დაღონება.

ვაფრთხილებდი
- დაუფიქრდით,
აგებ სწორად არ ირჯებით,
იმ სამართლით,
სხვისთვის რომ ჰქმნით,
ისევე თქვენ დაისჯებით.
მაგ სიძულვილს,
გულში რომ გაქვთ,
კარგს ვერაფერს გამორჩებით,
სამარეში,
სხვებს რომ უთხრით,
ისევ თავად აღმოჩნდებით.

დღემდე ბევრი გავიარე,
ვერაფერმა გადამრია,
დრო დადგება,
ისევ ვიტყვი
- ეს ცხოვრება მაგარია...

ესეც ჩაივლის

ერთხელ დაიპყრო სატანამ ნება
და გაბატონდა მიწაზე ვნება.
ზნეობამ სრულად დაკარგა არსი,
გამეფდა ქვეყნად უსაზღვრო ფარსი.

ხორცია მხოლოდ ჩვენი არსება -
ვიღაცამ ბრძანა და არც ინანა.
რაც თქვა - იცოდა, რომ იყო ფარსი,
რადგან ხორცს სულაც არა აქვს ფასი,

მაგრამ შეეპყრო გონება ვნებას
და დამორჩილდა სატანის ნებას.

ავანსცენაზე გამოჩნდა ვაცი
ვერვინ გაიგო - ქალი თუ კაცი...
და ბაბილონის აგების ჟინით
გამოაღვიძა ბოროტი ჯინი.

შენ დიდი ხარო - ჯინს შეუძახა:
და შეგიძლია ჩაყლაპო ყველა...
მათი აწმყო და მათი წარსული...…
ვერავინ განგსჯის, ამქვეყნად ბნელა.

თუ სადმე ბჟუტავს ღვთისთვის სანთელი,
ჩააქრე, რადგან ბნელს მტრობს ნათელი.
თუ სადმე ზეობს კაცი და ერი,
შთანთქე და იყავ მით ბედნიერი.

ვერვინ გაიგო ვინ იყო ვაცი
კაცი თუ ქალი, ქალი თუ კაცი...
თუ ვისი შხამი უჩქეფდა ძარღვში
ჩინგიზ ყაენის?
ან სად ეძებათ:
ჰეროდეს სახლში?!

ხალხების შთანთქმის მძაფრი მოთხოვნით
და ბაბილონის აგების ჟინით
დედასამყაროს ერთ მეექვსედზე
გაგვიბატონდა ბოროტი ჯინი.

ფარისეველთა ზარ-ზეიმები...
აზრი გლოვობდა, ებურა თალხი
და მოჩვენებით თანასწორობას
ეწირებოდა ბედკრული ხალხი.

კიდევ?.
ვიღაცამ,
დასავლეთიდან,
დედა-შვილობას ჩაუდგა შიში:
- სექსია ფუძე ყოფიერების!..
ამბობენ: ესეც ჰეროდეს ჯიში.

ბოზი იმაგრებს მცნებებით ფესვებს,
გეის ელიტა ტრაკში ჰგონია,
ტაკიმასხარა პატრონობს ქალაქს,
რადგან ”კანონი” გაუგონია.

დღე დღევანდელი მიჰქრის უწყალოდ
ამაოების მყრალი წესებით,
არავინ ფიქრობს შენს მომავალზე,
ვერ გააკვირვებ ვერვის ფესვებით.

ამაო გახდა ცხოვრების არსი
რადგან ზნეობას აქვს ჩალის ფასი,
რადგან სიყვარულს მაყუთზე ცვლიან,
რადგან კაცუნებს სკამებზე ზრდიან.

დიპლომატია ჰქვია ლაჩრობას.
ქვეყანა მართო - ნიშნავს გართობას.

ვაჟკაცობს ასჯერ ჩასვრილი კაცი.
საკურთხეველთან დამდგარა ვაცი.
გაჰყვირის - ღმერთი მე ვარო თქვენი
მომართვით ძრვენი!
მომართვით ძრვენი!
სულები მაინც არრად გჭირდებათ,
უფულოდ უფრო გაგიჭირდებათ.

დამითმეთ სული და სულის ფასად
მე გაქცევთ კაცად, ტრაკიან კაცად!
გექნებათ ფული,
ძალაუფლება,
ბედნიერება დაგეუფლებათ.

ბედნიერება ღალატის,
ცოდვის,
ღამის შეგრძნების,
თქვენთვის რომ მოდის.

გეი, ცახესი, ტაკიმასხარა,
ხალხზე ფიქრით რომ უსკდებათ ტვინი,
ტახტს ეჭიდება სუყველა ერთად,
გამოუთხარეს ქვეყანას ძირი.
ესეც ჩაივლის - ბრძენს ეცინება
- იქნება, როგორც ღმერთმა ინება.


23. 02. 2003.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 11:53 am

მალხაზ გველუკაშვილი

* * *
დამჭრეს!
ო, დამჭრეს!
სასიკვდილო არის ჭრილობა.
წყალს გადავყვები. . .
გამომრიყავს მისი დინება. . .
და რომც ინებოს ზეციერმა ჩემი სიცოცხლე,
მე ვერ ვისურვებ,
ჭრილობა ხომ კვლავ მეტკინება.

ო, როგორ ქრება სატიალო ჩემი სიცოცხლე,
ნასათუთარი ოცნებები როგორ ოხრდება.
მომეცით წყალი! . .
წყალი! . .
წყალი! . .
ფხიზლად მსურს წასვლა!
ო, ჩქარა! . .
ჩქარა! . .
თორემ გული შემიღონდება.

დამჭრეს!
ო, დამჭრეს!
სასიკვდილო არის ჭრილობა.

1998 წ.


დალესის გეგმა

ერთი მიკითხავს დალესის გეგმას
და ტვინს ბრინჯივით მიბნევს,
ვკითხე - მითხარი ასე ცხოვრება
მოეწონება ვინმეს?
არაო - ისე შეიცხადა, რომ
თითქოს არ იყო მონა,
თითქოსდა ტაში ჯერ არ დაუკრავს,
ან მის ხმას ჰქონდეს წონა.

ვკითხე - ერთხელ თუ გითქვამს პროტესტი,
ბოზობა რატომ ფასობს,
ან რატომ ირჩევს, ადრე ლევანი,
ახლა სახელად ტასოს.

რატომ ხდება რომ კაცის ღირსება
ცუდ ტრადიციად რჩება,
უნიჭოს ხვდება ქება-დიდება,
ნიჭი შიმშილით კვდება.

სკოლას ამთავრებს, წიგნს რომ კითხულობს
სიტყვის აზრს ვერა ხვდება,
შემდეგ აშშ-ს კურსებს გაივლის,
მინისტრის სკამზე ჯდება.

ტრანსპორტში მოხუცს სკამს თუ დაუთმობ,
ბრიყვად შეგრაცხენ უცებ,
ქალი ამაყობს, მოკლე კაბის ქვეშ
თუ გამოაჩენს ტრუსებს.

პრესა გვამცნობს, რომ გენიოსთაგან
გეია თითქმის ყველა,
თუ უკანალი მრგვალი არ არის,
თავში უთუოდ ბნელა.

განა სამართალს ფასი აქვს ქვეყნად?
სამყარო ძალას მონებს.
თუკი ესაა დალესის გეგმა,
ჩვენთვის დაწერა,ვგონებ.

გზაზე მიდის ერთი კაცი

გზაზე მიდის ერთი კაცი, მარტო კაცი მიდის.
და თან მოსდევს წარსულიდან ნაზმანები ლანდი:
- ოი, კაცო, რომც გამექცე, გაექცევი სინდისს?
მე კვლავ შენი მეგზური ვარ და მომავლის დარდი.

მე მარადი ოცნება ვარ. დღევანდელი სევდა.
მე ფიცი ვარ გუშინდელი. ვარ მომავლის ბარდი.
და წააგო თავი ყველამ, ვინც რომ არ დამნებდა.
ქალწული ვარ ზმანებიდან, ასე რომ გიყვარდი._

მაშინ კაცმა ჩაიმუხლა, შეისვენა წამით
და ამ წამში ფიქრით გაჰყვა უსასრულო ნებას:
- მჯერა შენი სიყვარულო, თან დამყავხარ გულით.
მაგრამ ვერ გავუჩერდები სიშლეგემდე ვნებას.

გაჩერება სიკვდილია და სატანის ლელო.
ერთად ვლეწოთ ურჩხულები,წისქვილები ქარის.
გამომყევი, თუ გიყვარვარ დულსინეავ ჩემო,
გზაზე სანჩოც დაგვეწევა, მეგობარი არი.


იქნებ ჩეემი სოფია ხარ, ჩემი ფიცის ნიშა...
იქნებ ჩემი ბეატრიჩე... ნესტან-დარეჯანი...
და ვინც უნდა იყო ქალო, სიყვარული გქვია
და ამ გრძნობას შევალიე ჩემი დრო და ჯანი._

გზაზე მიდის ერთი კაცი. მიდის მარტო კაცი.

1998.

***
გზა გამოვიარე გულისხედვით,
დგომა გზის საყარზე, ამბავია...
ჭაობში ვფართხალებ, ვერ ვიხრჩობი,
რა ვქნა, ჩემი წერა ამგვარია.

მავანნი ცდილობდნენ გაველახე
- მცემეთ! მე ტკივილებს ჩვეული ვარ!
მე თქვენ კარგად გხედავთ, სიძულვილნო,
მე ხომ სიყვარულის რჩეული ვარ.

ცხოვრება საბრძოლო ველად მექცა,
მართალი გითხრათ და დავიღალე...
არა, არასოდეს მშინებია,
ჩირგვშიც ვერასოდეს დავიმალე.

ზავიც არავისთან დამიდია,
მე ბოროტებას ვერ დავზავდები...
მშვიდი მარტოობა მომენატრა
თორემ, სიყვარულს არ დავზარდები.

შევძლებ არჩეულ გზას გადვუხვიო?
ჩემი არჩევანი ამგვარია!
მე ვერ დამაჩოქებს კაეშანი,
მე ხომ ეს სამყარო მაბარია!

ოი, ბოროტნო და ხარბნო სულნო,
მე ვერ შემაჩერებთ მორევებით,
თქვენი სიძულვილი ვერ დამახრჩობს,
მე თქვენ სიყვარულით მოგერევით.

რაც რომ ბოროტება აირჩიეთ,
მე თქვენს ნაფეხურებს მოვუყვები,
მალე გამჟღავნდება თქვენი ზრახვა,
ზღაპრებს ქვე - ყანას ვერ მოუყვებით.

სულ ცოტა დრო დაგრჩათ, აგვიანებთ!..
ჩემი ბრძოლის წესი ამგვარია:
მე თქვენ ვერაფერს ვერ გაპატიებთ,
რა ვქნა, ეს სამყარო მაბარია.

7.7.2013

* * *
განვერიდები საწუთროს, რათა
არ წამებილწოს ნება.

გადავეშვები დროთა სიღრმეში
დაუბინდავი თვალით.

რა დაკარგულა! . . შეინახება
ჩემი შენდამი ვნება.

მეც დავბრუნდები! . . დავიბადები
ახალი შობის ძალით.

1996 წ.

***
ბევრჯერ ვეცადე, აღარ გპირდები,
ვერ შეგისრულებ მე დანაპირებს,
ბევრი ვიცურე ცხოვრების ზღვაში,
ბევრჯერ შევასკდი კლდოვან ნაპირებს,
სიკეთეს ვთესავ და ბოროტს ვიმკი,
კვლავ ჩემი სისხლით ვკვებავ ვამპირებს,
სხვას არას ვნატრობ, ვიცხოვრე - მეთქვას,
როცა სიცოცხლე გამინაპირებს.

***
ბავშვობაში ცისფერი მიყვარდა ერთობ,
ცისფერი მიყვარდა მზის სხივებით დაქარგული,
მიყვარდა ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და
ყველა დროზე მეტად მიყვარდა გაზაფხული.

ბავშვობა გამიფრინდა, არ გამოვტირებივარ,
მხრებზე დამეყრდნო ზეცა დაზაფრული. . .
მაწვიმა გაზაფხულმა, მათოვა, მაცახცახა და
მაინც ყველა დროზე მეტად მიყვარდა გაზაფხული.

და კიდევ ერთხელ მოვიდა გაზაფხული,
ვიფიქრე _ ვით ძველი იქნება ალანძული. . .
ამ გაზაფხულზე შენ გიხილე და არ ვიცი რა მელის,
და მაინც ყველა დროზე მეტად მიყვარს გაზაფხული.

იქნებ ამ გაზაფხულმა ჩემთვის იყვავილოს,
ან უფრო დაიხლართო ცხოვრებავ დახლართულო.
რაც უნდა მოხდეს მაინც მეყვარები,
მაინც მეყვარები ჩემო გაზაფხულო.

1980 წ.

***
აღარაფერი დამრჩა,
არც არავისგან ვითხოვ.
გემს ბრიყვი მართავს,მგზავრი
უკეთურ ჟამზე ვფიქრობ.

გემს მიაქროლებს ტალღა
და მორევისკენ ითრევს,..
გადავხტე? ცურვა ვიცი!
თუ, ჩავყვე სნეულ ფიქრებს.

ფიქრით ვერა რა ვპოვე,
ისევ ღმერთს ვთხოვე შველა.
ღმერთმა - ვერ გხედავ,რადგან
შენს სამყაროში ბნელა.

ბრიყვს საჭე როგორ ვანდე,..
თავზე ვიხვავებ ბრალებს
- ღმერთო ერთხელაც მიხსენ,
ნუ მომიხურავ კარებს.

გემს მიაქროლებს ტალღა
და მორევისკენ ითრევს.
იმოქმედეო - მესმის
- გადაგარჩინო იქნებ.

ცერცვისოდენა რწმენა
თუ შეგრჩენია ჩემი,
ბრიყვი მიეცი მორევს,
გადაგირჩება გემი.

***
აქ კაცნი ერთმანეთს ჭამენ,..
ბოროტი ღმუილი ისმის.
შმორიან ჰაერს წამლავს
ერთურთზე შესხმული სისხლი.

გესლი კაცობად ფასობს,
სათაელს უჭირავს სია,..
ამას ყველაფერს სხვა რა,
ვირთხების რბოლა ქვია.

აქ არვის არვინ უყვარს,
თუმცა სუყველა ჰფიცავს,
სხვისი ოქროც ყარს, რადგან
თავის განავალს იცავს.

სიბრძნეს სჭირდება კვება,
ვინ რას არ იყრის კუჭში
და ასე ვხვდებით ყველა
ერთ დიდ სანაგვე ყუთში.

სიმართლე არვის უნდა,
ქვეყანას მართავს ჭორი.
...მე დავიღალე,მომწყდით!
გზები მეძახის შორი.

არა იყო რა
დრო სწრაფად გავიდა.
და რაც დრო გადის,
უკეთესიაო ცხოვრება.
ისე გამოვედი ბავშვური სიზმრებიდან,
ვერც მოვასწარი გაზმორება.

ათიოდე წლის წინ
ცხოვრებას უფროსები
ზღაპრულ ფერებში მიხატავდნენ.
მეგონა:
გავიზრდები,
ქვესკნელს გავანათებ,
სინათლეს მივაწვდენ - თქო ცათამდე.

ცხოვრებას შევეჭიდე შიშველი მკლავებით,
უჟმურის დამარცხება მინდოდა.
მერე რა? . .
გამოვედი ბავშვური სიზმრებიდან
- იყო და არა იყო რა.

1979 წ.

აგება გავჭედე დროში

სიხარბემ მოიცვა სამყარო,
დანისლა სამზერი არე.
მიწაზე ადგილს ვერ ვპოულობ,
დავძრწივარ გარე-გარე.

კაცობა ჩირადაც აღარ ღირს,
სიბრძნეს ფასი აქვს - გროში...
აგებ ამ მიწის არა ვარ...
აგება გავჭედე დროში.

აგება ამემღვრა გონება,
სიკეთეს ვერ ვხედავ მტრისას,
ანდა, რაც ზნეობა მგონია,
სულაც არ სჭირდება მიწას.

ვგონებ რომ, შავბნელო ძალებო
ეძლევით ნაადრევ ლხენას,
სამყარო მორჩილებს სიყვარულს
და არა მამონას რწმენას.

მერე, რომ წამართვით სიმართლე...
მერე, რომ მიხმება კუჭი...
ფუჭია ეგ თქვენი სიმაძღრე...
ეგ თქვენი მცდელობა - ფუჭი...

სამყარო მორჩილებს კანონებს,
იმარჯვებს კეთილი ნება.
მზის შუქზე კარგად სჩანს სიმართლე.
სითბოში ყინული დნება.

ბრძნულია სამყაროს განგება,
სიყვარულს ძალა აქვს დიდი...
ჰადესის სიღრმეში გაქრება
სუყველა - ხარბი და ფლიდი.

სიბრიყვემ მოიცვა სამყარო.
ზნეობას ფასი აქვს - გროში.
მიწაზე ადგილს ვერ ვპოულობ...
აგება გავჭედე დროში.

1.8.2013

***
მგლებმა ისწავლეს ბღავილი ცხვრისგან,
ცხვრები ძაღლივით ყეფენ,
ნიანგი კუდის ქიცინით დარბის,
ასე სდომია მეფეს.

კურდღელი მხედარმთავრობას ლამობს,
ვირთხა გარემოს იცავს,
ამ ხნის კაცი ვარ, ასეთი რამე
ჯერ არ მინახავს, ვფიცავ.

იხვი სცენაზე ცეკვავს პედედეს,
ყვავი დამწვრისას გალობს,
კუ სპრინტერია, რეკორდს ამყარებს,
გინესში შესვლას ლამობს.

ძროხას მგლის მწვადი მონატრებია
და ცეცხლს უკიდებს წალამს:
- აი, ესაა დემოკრატია...
და სიხარულს ვერ მალავს.

ინდაურები ბრძნული იერით
სიბრძნეს აფქვევენ ეთერს.
საოცარია, ეს ყველაფერი
თურმე სდომია მეფეს.

18.01.2010

***
უსამართლობამ ზეცა გადაღალა,
მიწა სიბნელეს შეუპყრია,
კაცს კაცობაზე ხელი აუღია და
ბოზობს, რამდენიც შეუძლია.

ზნეობას ამქვეყნად სახელი გაუტყდა,
ღირსების ქადაგი - ეულია...
კაცი სულზე მეტად მუცელს უფრთხილდება
და ჭამს, რამდენიც შეუძლია.

ქვეყანა ვეებერთელა საგიჟეთს დაემგვანა,
ათში ცხრა მოკვდავი სნეულია,
სიშიშვლე ნიჭიერებად ცხადდება,
იხდის,.. გახდა ყველას შეუძლია.

უსამართლობამ ბუნებაც გადარია,
გულს მიღრღნის მომავლის დარდები,
ჩამქოლეთ, სიმართლეს მაინც ვიტყვი,
ვერავის მონა ვერ გავხდები.

25.1.2010

***
როცა ქვეყანას მართავს უგნური,
როცა სიმართლე იხრჩობა ქაქში,
როცა არ გტკივა სხვისი ტკივილი,
როცა სამშობლო მოვიწყეთ სახლში.

როცა სიკეთეს სიბრიყვეს ვარქმევთ,
არ გვაქვს გარჩევა კარგის და ავის,
მომავალზე ფიქრს შვილებს ვუტოვებთ,
არ გვსურს განძრევა ხელის და თავის.

როცა მუცელი სულზე ძვირია,
გვახარებს განზე გაწევა გავის,
როცა მგოსანი დითირამბს მღერის,
ბოროტი ხარობს და ბოზი ჰყვავის.

როცა გვახურავს თავზე ნიფხავი,
როცა სიყვარულს ედება მტვერი,
ნუღა გვაკვირვებს, თუკი დაგვცინის
და თუ ანგარიშს არ გვიწევს მტერი.

9.2.2010

თამრის

ვიღაცას ვგონივარ ბებერი,
ვიღაცა თავს ჩემზე კარგად გრძნობს,
ვიღაცას ფეხებზე ვკიდივარ,
ვიღაცა საერთოდ არა მცნობს.

ვიღაცა სიცოცხლეს მიწამლავს,
ვიღაცა სიყვარულს მპირდება,
ვიღაცის გულისთვის თავს დავდებ,
ვიღაცა სულ არა მჭირდება.

ვიღაცა მლანძღავს და მაგინებს,
თუმცაღა ნანახიც არ ვყავარ,
ვიღაცა იმედით მიყურებს
და ქებით ზეცაში ავყავარ.

ამდენმა ვიღაცამ დამღალა,
იქნება მართლაც და ვბერდები,
მე შენსკენ მოვილთვი ძვირფასო,
მხოლოდ შენს სიყვარულს ვნებდები.

21.2.2010

***
იცით რამდენი დამრჩა სათქმელი,
მაგრამ სუყველა განა ითქმება,
სხვა სამყაროში გავჭერ სარკმელი
და იქით წავალ, როცა იქნება.

ჯერ აქ მაქვს საქმე, მიწაზე ვრჩები,
უნდა ვაკეთო რაც რომ ნაღდია,
უნდა დავახრჩო ქვესკნელის გველი,
მიწა რომ ასე დაუნაღმია.

უნდა ვებრძოლო ქარის წისქვილებს,
კვლავ დულსინიას ვუთხრა დიდება,
მე სიყვარულით მოვედი ქვეყნად
და სიყვარული არ მომწყინდება.

იცით რამდენი დამრჩა სათქმელი,
მაგრამ სუყველა ითქმება განა,
სიცოცხლე ისე ლამაზი არი,
სამყაროში მსურს მისი გატანა.

2.3.2010



study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 11:54 am

მალხაზ გველუკაშვილი

ჩემი დროც მოვა

მე დღეს ისევე ზედმეტი ვარ, როგორც რომ გუშინ,..
გამომიკეტეს მიწიერი სივრცის კარები.
სიმართლეს ერთი თვისება აქვს, გხვდება შიგ, გულში
და მაინც ხედავ დაიბრმავო თუნდაც თვალები.

მე დღეს ისევე ზედმეტი ვარ, როგორც რომ გუშინ...
გუშინ ჩამკეტეს ოთხ კედელში, ...ეს იცის შიშმა.
მე ვერ ვიტირებ, სიმართლისთვის მოვედი ქვეყნად,
ან კი წარსულში რა შეცვალა ვაიმ და ვიშმა.

მე დღეს ისევე ზედმეტი ვარ, როგორც რომ გუშინ,
რადგან სიცრუეს ფიანდაზად ვერ გავეგები,
რადგან მოყვასს ვერ ვანაცვალებ კუჭის სიმაძღრეს
და სულმდაბლობას მე მალამოდ ვერ დავედები.

მე დღეს ისევე ზედმეტი ვარ, როგორც რომ გუშინ,
რადგანაც ჟინი სიყვარულის ჩემში არ ცხრება,..
ჩემი დროც მოვა, ჯერ ადრეა, და გამიგებენ,
რადგან სიცრუე დროში ქრება, სიმართლე რჩება.

მე დღეს ისევე ზედმეტი ვარ, როგორც რომ გუშინ,
ხვალემ თავის თქვას, გზას ვაგრძელებ, როგორც რომ მწირი,
მე ამ სამყაროს დარდს მივათრევ, ტვირთია მძიმე,
ჯანდაბას ყველა ბოროტი და ურჯუკი გზირი.

მე დღეს ისევე ზედმეტი ვარ, როგორც რომ გუშინ.

7.8.2013

***
გზები მეძახიან შორით,
დრო დაუნდობელი მიდის,
მე შენს ხატებაში ვხედავ,
როგორ ემალები სინდისს.

როგორ აგიტანა შიშმა,
შიშმა ხვალინდელი დღისა,
მე რა შემიძლია, კარგო,
რწმენა იქონიე ღვთისა.

გზებზე მრავლადაა, ვიცი,
რიალ-ალეწილი ხვია
და მე დავამარცხებ სიკვდილს,
რადგან სიყვარული მქვია.

რაც რომ სიხარბისგან მიყავ,
ყველა შემინდვია, ჩემო,
თითქმის დამავიწყდა კიდეც
შენი სიყვარულის გემო.

მე გზას გავუყვები მტკიცედ
და არ შემეტყობა დაღლა.
სიკვდილს დავამარცხებ, რადგან
დავდგები სიკვდილზე მაღლა.


***
ძალმომრეობა მეჯდა ნიღაბით.
ამ ნიღბის ახდა ო, როგორ მსურდა...
ხელი ავწიე, სახეში მომხვდა
- გაბედე? ჰოდა მიიღე ხურდა.

მე გამეცინა, გადაირია.
ოი, კაცობას როგორ ჩემობდა.
- არა მწყენია,.. ისე მცირე ხარ,
შენგან ან როგორ უნდა მწყენოდა.

აბობოქრდა და ფეხქვეშ გამიგდო,
ჩემგან ელოდა განწირულ კივილს,
მე გამეცინა - თავს ნუ იტანჯავ,
მე შემაჩვია ცხოვრებამ ტკივილს.

დაიღალა და ქშენით ჩამოჯდა,
მიხვდა, ვერ არის ჩემი მომრევი,
ვუთხარ - დამშვიდდი, სხვა გზას დაადექ,
ძალმომრეობა არის მორევი.

ახლა ნიღაბი არ გაქვს სახეზე
და დააკვირდი შენს თავს სარკეში,
ბალღამმა როგორ დაგამახინჯა,
როგორ გაგაბა თავის მახეში.

მე ჭრილობები მომიშუშდება,
შენ კი დაგახრჩობს შური და ბოღმა -
აღარ გაჯიქდა, თითქოს დამშვიდდა,
თითქოს დაფიქრდა და თითქოს მოლბა.

მაგრამ მორევმა კვლავ ჩაითრია...
ფეხზე ავდექი, მეყო მხნეობა,
ზურგი ვაქციე და გამოვცილდი,
ძალმომრეობას არ აქვს ზნეობა.

28.10.2009

***
ცა ჩამოინგრა, სარკმელთან ვდგავარ...
ტკივილიან ჟამს ცხოვრება ვერ ცვლის.
ახლა რასა იქმთ? აზრით თქვენთან ვარ
- მე უთქვენობა ვერ მომკლავს, შემშლის.

თითქოს სამყარო მოიცვა სევდამ.
წვიმა ნაკვალევს ყოველთვის ვერ შლის...
და მე გზას ვეძებ, მომავალს თქვენსკენ
- მე უთქვენობა ვერ მომკლავს, შემშლის.

არ მეშინია უხეში ძალის,
არცა მავანის უზნეო გესლის
და ჯურღმულებში ბორკილებს ვლეწავ
- უთქვენობა ხომ ვერ მომკლავს, შემშლის.

მე გამოვანგრევ ამ კედლებს, ვიწროს,
თუ თქვენ მიმიღებთ ტკივილით შეცვლილს
და გზას მოვნახავ თქვენსკენ მომავალს
- უთქვენობა ხომ დამტოვებს შეშლილს.

28.09.2009

***
კიდევ ერთხელ ჩამაყლაპეს მტრისგან ზურგზე დადება,
მამელუკი ქვეყანაში კვლავაც დაიბადება.

კვლავაც სხვისთვის იომებს და აუშენებს ქალაქებს,
შინ მასხარა იფოფინებს, ხარბად გაიბალახებს.

და ყოველდღე ნიშნისგებით გამარჯვებას გვილოცავს,
თვალი არ გცეთ არავინო, ურცხვად გამოგვილოცავს.

ჩვენ ვიცითო რა გჭირდებათ, ჩვენა ვართო ნაცები,
ხალხი დადის დაბოღმილი, ნაწამები, ნაცემი.

ყველაფერს აქვს თავის ბოლო, ზღვა წვეთობით ილევა,
მაინც მჯერა ქვეყანაზე კაცი არ დაილევა.

ვიღაც გადაირევა და ტვირთსაც გასწევს ბოლომდის,
სიყვარულით თავს გასწირავს, გაამართლებს მოლოდინს.

ვერ შეძლებს და არც ჩაყლაპავს მტრისგან ზურგზე დადებას,
ერისშვილი ქვეყანაში კვლავაც დაიბადება.

20.10.2009

***
გნახეთ და საკანში ძლივს დავბრუნდი,
გული სევდით სავსე მქონდა.
ხელით შეგხებოდით მინდოდა და
სივრცეს ბარიერი ჰყოფდა.

ზეცას ცრემლები დასდიოდა,
ალბათ კაცის ცოდვით სწუხდა,
საკანს ნესტის სუნი ასდიოდა,
გარეთ ელავდა და ქუხდა.

ნარზე წამოვწექი, ვიგრძენ შემეპარა
სულში მინორული გამა,
ვინმეს კი სჭირდება ჩემი თავგანწირვა?..
ან ღირს ყველაფერი ამად?..

გნახეთ, სული ფიქრმა დამიმძიმა
... ელვა მოჟამულ ცას ხევდა.
თქვენმა სიყვარულმა გამიქარვა
გულში წუთისოფლის სევდა.

28.10.2009

***
საკანში სიბნელე მეფობს,
სიზმარი მაღვიძებს ავი
- რა გჭირს? - ვიღაცა მკითხავს,
- არ მაქვს მე შენი თავი...

ჟანდარმი მიხსენებს დედას
და მეუბნება - დავი...
სევდა მკლავს, გული მტკივა
- არ მაქვს მე შენი თავი...

შენ მახსენდები ჩემო,
თვალებს მისველებს ჟავი
- ტირიხარ? - ვიღაც მკითხავს,
- არ მაქვს მე შენი თავი...

რად მომისაჯეს კრულვად
ეს უდღეური ჟამი.
დრო დამეკარგა, ვინძლო
გაქრეს ვით ერთი წამი.

საკანს სიბნელე ახრჩობს,
მე გახელება, ავი
- რა გჭირს?.. - თუ ძმა ხარ!.. - ვეტყვი
- არ მაქვს მე შენი თავი...

2.11.2009

***
საკანში ბოლთას ვცემ დაღლილი,
ცხოვრებამ რამდენჯერ გამლახა...
ვიღაცას სძინავს და ხრიალებს,
სხვა ვიღაც მიირთმევს სალაფავს.

ვიღაცა მისტირის სიყვარულს,
თვალებზე ცრემლები ადგია,
სხვა ვიღაც წუწუნებს - მარტო ვარ,
ამ ქვეყნად არავინ მარგია.

ფილოსოფოსობს ვიღაცა
- მიწაზე ბატონობს სატანა.
კაცნი ცხოვრობენ ჯინაზე...
ძნელია ყველაფრის ატანა.

ვიღაცა იხსენებს ანეგდოტს
და მერე სიცილით ბჟირდება.
სხვა ვიღაც წერილს წერს საბედოს,
გამოვსწორდებიო - ჰპირდება.

და ციხე მაგონებს საგიჟეთს,
აქ ვიღაც რაღაცას სულ ელის,
უაზრო რუტინით მიღოღავს
ცხოვრება ათასი სულელის.

3.11.2009

***
გაგიკვირდება, მე არა ვწვალობ,
მარტოდენ შენი ნახვა მწყურია.
მწამს, მალე გნახავ, მე ღმერთი მწყალობს,
ჩემი მფარველი სიყვარულია.

მწამს, ღმერთი მწყალობს!.. აბა რა ჰქვია
ძალას, შენთან რომ დამიდო ბინა,
ათას ქარ-ცეცხლში გამომაწრთო და
გული ზვარაკად დამადებინა.

ჯურღმულში ვზივარ, შენ მელოდები.
ნუ იტანჯები, მე არა ვწვალობ.
მალე მოვალ და სხვა გზას გავყვებით,
შენც კარგად იცი - მე ღმერთი მწყალობს.

ეს ყველაფერი უნდა გამევლო,
ჩემში მომეკლა ბრიყვული ვნება,
ჩვენ სხვა გზა გვიხმობს, ჩემო ძვირფასო,
ცოცხალ მიწაზე ხე არა ხმება.

გეფიცები, რომ მე არა ვწვალობ,
მარტოდენ შენი ნახვა მწყურია.
მწამს, მალე გნახავ, მე ღმერთი მწყალობს,
ჩემი მფარველი - სიყვარულია.

5.09.2009

სულ ჩვენი ბრალია

ძველები ამბობენ, დრო მოვა, როდესაც
დედა არ დაინდობს შვილს,
და თუ რაიმე გვჭირს, სულ ჩვენი ბრალია,
სულ ჩვენი თავისგან გვჭირს.

სამყარო დაიპყრო უძღებმა სიხარბემ,
კაცი სხვის სამარეს თხრის,
არავის გვადარდებს ვიღაცის ტკივილი,
ვიღაცის სიკეთე გვშლის.

ჯერ ნაგვის ბუნკერში ვეჩვევით ცხოვრებას
და მერე ვიბზუებთ ცხვირს,
თუ სუნი მყრალია, სულ ჩვენი ბრალია,
სულ ჩვენი ნაგვისგან გვჭირს.

ვიღაცას მივეცით უფლება - აგვიგდოს,
და მერე გვიბურღავს ტვინს,
დაგვცინის, ტაშს ვუკრავთ, არ გვჯერა, ვჩუმდებით
და გულში რატომღაც გვწყინს.

ძველები ამბობდნენ და ეს დროც მოვიდა,
და დედაც არ ინდობს შვილს.
თუკი რაიმე გვჭირს, სულ ჩვენი ბრალია,
სულ ჩვენი თავისგან გვჭირს.

7.11.2009

ციხის აჩრდილი

ჩაკეტილ სივრცეში, სადაც მე დღეს ვცხოვრობ,
აჩრდილიც ბინადრობს თურმე,
ცოცხალი რომ იყო, შეშლილი ყოფილა,
ცხოვრება ჰქონია მრუმე.

სიკვდილს ვერ გაექცა, სიკვდილის შემდეგაც
ნაცნობ კედლებში დადის,
ნუთუ დრო გაჩერდა, ნუთუ დრომ შეიპყრო,
მიზეზი არ ქრება დარდის.

გარეთ ცხოვრება წვალობს და თუხთუხებს,
აქ არაფერი ხდება,
ვიღაცა დღეს იწყებს ცხოვრებას მიწაზე,
ვიღაცა ამთავრებს, კვდება.

ღმერთს მინდობილი ზეცაში მიფრინავს,
სულის ცხონებისთვის იღწვის,
ბოროტი ქვესკნელში ცეცხლოვან მდინარეს
ერთვება, უკვალოდ იწვის.

აჩრდილო, სიყვარული, რომელსაც დაეძებ
მიწაზე მრავალი წელი,
უკვე აქ არ არის, ზეცაში წასულა,
იგი შენ ზეცაში გელის.

7.11.2009

***
იმდენი ბალღამი დაგროვდა გარშემო,
აფეთქებისთვის უკვეა მზად,
ღმერთო, მომეც ძალა ბოროტს დავულოცო
ჯანდაბისაკენ მავალი გზა.

ღმერთო, მომეც ძალა მივლეწ-მოვლეწო
ბინძური ვირთხების მმართველი ბუნაგი,
ვინც კაცის ცხოვრებას არაფრად მიიჩნევს,
ჯანდაბას სუყველა ხარბი და მსუნაგი.

ღმერთო, მომეც ძალა მიწაზე დავამხო
თავისუფლების მზღუდავი კედლები,
ჯანდაბას სუყველა, ვინც მედლებს არიგებს,
და ისიც, ვისაც რომ ახარებს მედლები.

ჯანდაბას სუყველა, ვისაც რომ ნაგავში
აღუმართია მბრწყინავი სასახლე,
საკუთარ დარბაზებს ოქროთი აავსებს,
მოძმეებს დაბრეცილ ქოხებში ასახლებს.

ამდენ ბოროტებას ვერ უძლებს გარემო,
სიბნელე მოედო ბარსა და მთას,
ღმერთო, მომეც ძალა, რომ გავუყენო
ქაჯი და ავგული ჯანდაბის გზას.


10.11.2009


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 11:55 am

მალხაზ გველუკაშვილი

***
მე უზნეობის ვცხოვრობ ხანაში.
დღეს სულზე მეტად ფასდება ლეში...
და ვეწირები ბინძურ თამაშებს,
როგორც უნდილი, დავდივარ წრეში.

გამოსავალი არ სჩანს არსაით.
დაუფარია ქვეყანა ნისლებს.
ვღრიალებ, მესმის ჩემი ხმის ექო,
ყველა დაყრუვდა, ვერავინ მისმენს.

გზას მოერია ნარი და ბარდი
და მასზე გავლას ვერავინ ბედავს...
და მახსენდება როგორ მიყვარდი,
როგორ მიგგვარეს რჩეული ცვედანს.

შენმა ნაშობმა გაგცვალა ვერცხლში,
მკერდზე დაგასხა უცხო ნაყარი
და სხვის ქორწილში გადედოფლებულს
თავად გამოგყვა, როგორც მაყარი.

მე ორგულობის ვცხოვრობ ხანაში.
კვლავ სულზე მეტად ფასდება ლეში...
და ვეწირები ბინძურ თამაშებს,
გზის ძიებაში დავძრწივარ წრეში.

12.7.2011

***
მხოლოდ მე ვარ სულელი და
ყველა ჭკუას მარიგებს,
მინდა თავი დავაღწიო
თაღლითებს და ბარიგებს.

მინდა ჩემთვის გამოვნახო
ერთი მყუდრო ადგილი.
ვიოცნებო, რომ ცხოვრება
იყოს უფრო ადვილი.

მსურს იმდენი ძალა შემრჩეს,
ჟამს რომ უნდა დანარჩენს,
რომ კვლავ შევძლო შევებრძოლო
ბედის მღვრიე განაჩენს.

ეს დროც გავა - კარგი, ავი,..
ამას ვიტყვი - ვიცხოვრე,
ხან ვიმარჯვე, ხან დავმარცხდი,
მაგრამ მაინც ვიბრძოლე.

მე სიმართლე მინათებს გზას,
... ვიღაც ბოღმით ივსება.
მე მოვდივარ, ის ვარ, ვისაც
შერჩენია ღირსება.

23.9.2011

***
ვისაც არ ეზარება, ყველა ჭკუას მარიგებს:
„მთელი შენი ცხოვრება შეცდომების ჯამია“.
მე ჩემი გზა მომელის, ვიღაც მაინც გამიგებს,
თუ გაქვს ჭკუა-გონება, მოიხმარე ძამია.

ვიღაც ეძებს სიმდიდრეს, ვიღაც - ძალაუფლებას,
ჩემთვის მთელი ცხოვრება შემეცნების წამია.
ამ ქვეყნიდან უკეთესს მე ვერაფერს წავიღებ,
გამეცალე, მოვდივარ გონიერო ძამია!

8.9.2011

***
ადრე წასულზე ახლა რაღა ვთქვა,
ახლა რომაა, ესეც ნავსია,
მოსვლას რომ ცდილობს, აბა ეგ არის,
მტერს არ ვუსურვებ, მას რომ ასხია.

აღარ დამთავრდა მატრაბაზობა,
ქვეყანა ცირკის არენას მოჰგავს,
მასხარა თოკზე მალაყებს გადის,
შეშინებული ბრბო ქვემოთ ბორგავს.

თოკზე კი არა, მიწაზე უჭირს,
გული მიგრძნობს, რომ ჩამოვარდება,
და იქვე, ახლოს ჩასაფრებული,
ათი მასხარა გამოვარდება.

ერთი იტყვის რომ უშიშარია,
თოკს ზემოთ ასწევს, იქნება ტაში,
სხვა გაიცინებს - თოკი რად მინდა,
მე ხომ ისედაც დავფრინავ ცაში.

ადრე ვინც იყო, მასზე რაღა ვთქვა,
ახლა რომაა, ო, რა თარსია,
მოსვლას რომ ცდილობს, აბა ეგ არი,..
მართლა ვცხოვრობ თუ... ესეც ფარსია.

12.9.2011

***
როგორც დროგი, მიგრიხინებს სევდიანი ჟამი.
ამ სევდაშიც გაერევა ნეტარების წამი.
წამებს მუჭში მოვიქცევ და ნეტარებით ვცხოვრობ.
ცოტა მყოფნის, არასოდეს არ ვყოფილვარ ხამი.

მგზავრი ვარ და ცოტა მინდა, პური ერთი ლუკმა,
ვერ დამძლიოს თქეშმა წვიმამ, სიცხემ და ქარბუქმა,
ღამე მთვარე მინათებდეს ვარსკვლავიან ციდან,
გვერდი ჩუმად ამიქციოს ყაჩაღმა და ქურდმა.

მინდა გზაზე არსად შემხვდეს ბალღამი და ბოღმა,
სიყვარული იყოს მხოლოდ ამ სამყაროს დოგმა,
კაცმა კაცის პატიება უშურველად შეძლოს,
სათნოებით იზრდებოდეს ღირსეული მოდგმა.

მინდა, ქვეყნად აღარ იყოს კაცის კვლა და შური,
სტუმრისათვის მუდამ გვქონდეს მარილი და პური.
მაგრამ ჟამი მიგრიხინებს, დაჟანგული რკინა...
რა ვქნა, მიყვარს ეს სამყარო - სევდიანობს გული.

26.8.2011

***
მე წუთისოფლის ვერა გავიგე,
სული ზეცაში ითხოვს ბორიალს.
სანამ ვალი გაქვს, ვერსად ვერ წახვალ,
ძველებისაგან გამიგონია.

მე სიყვარულით მოვივლი ზეცას,
ცეცხლში გამოვწვავ ურჯუკს, ქონიანს.
რწმენას რომ მთების გადადგმაც ძალუძს,
ძველებისაგან გამიგონია.

უშურველია სიკეთე ქვეყნად,
თუმცა ბღენძები ფულით სწონიან.
მადლი ჰქმენი და გზა გააგრძელე,
ძველებისაგან გამიგონია.

13.9.2011

ხე ნაგავსაყრელზე

ნაგავსაყრელზე ერთი ხე იდგა.
წინ ჩაუქროლა მრავალმა წელმა.
დარდი სტანჯავდა,
ტყე, აქ რომ იყო,
როგორ მოაშთო ნაგავსაყრელმა.

ჟრიამულობდა ტოტებზე ჩხართვი,
დასტრიალებდა ტყეს თავზე ქორი,
იფოფრებოდა ავად აფთარი,
არ სურდა სვავთან საერთო მძორი.

ჭოტს დაეთრია ხის ძირში თაგვი,
მგელი ნადავლის სისხლით თვრებოდა,
ტურა უვლიდა მგელს შორი-ახლო,
აგებ საკბილო მასაც რგებოდა.

ახლა, მარტო დგას ამ სიმყრალეში,
ჟამ-მოწამლული ნელ-ნელა ხმება.
დრო გადაივლის...
ნაგავსაყრელიც...
მარადიულად არც არ რამ რჩება.

14.9.2011

***
თუ რამე მტკივა, არც ვის ვაბრალებ,
ჩემი ცხოვრება ჩემი დარდია.
თუ რამ მაცოცხლებს - სიყვარულია,
სხვა რამ ამ ქვეყნად არც მაბადია.

გზაზე, რომელსაც მე დავადექი,
ვარდებს რა უნდათ, ეკალ-ბარდია,
თუ რამე მშველის - ღმერთის რწმენაა,
სხვა იმედები არც რად მარგია.

აღმაფრთოვანებს, ტაშსაც დავუკრავ,
თუ შემხვდა ვინმე, ვინც რომ ნაღდია.
თუ მტკივა რამე - ეს სამყაროა,
მასზე სევდაა, მასზე დარდია.

15.9.2011

***
„ვიღაცა შენზე ცუდათ არი“,
მერედა ვითომ ეს ხეირია?!
„გიხაროდესო“ - მეუბნება,
თითქოსდა ცხოვრება სეირია.

სუფრას უზის და ილუკმება,
მშიერი თვალების არ სრცხვენია,
თანაც ღიმილით მეუბნება:
„იცოდე, ათში ცხრა გამცემია.

ბოღმა ჰკლავთ ჩემს ვაგონში რომ ვერ მოხვდნენ,
ბოლო გაჩერება გოდოლია...
ნაგავი სანაგვეში ჩაიყრება...“
თვალებში სისხლი მოსწოლია.

ხარბად დაეძგერა ხორცის ნაჭერს,
ეტყობა წინდაწინ დაიგულა,
გულში მტკივნეულად გამიელვა
- ალბათ ამას ჰგავდა კალიგულა.

„ახლა ხალხის მტრები მომიხარშეთ“,
ტყემალთან ერთად მოითხოვა,
ჯერ კაცის სისხლით გამოძღა და
შემდეგ ქალები მოინდომა.

ერთი თუ შიმშილმა დაამონა,
სხვას კიდევ სიხარბე მორევია,
ვაი რომ კაცი კუჭს აჰყოლია,
სტომაქი უძირო მორევია.

ბომონდი ხელოვნურ მკერდს გვიღერებს,
ვიღაცა გოლების გამტანია,
ალბათ და საცდელი ვირთხები ვართ,
გვარჩევენ, ვინ უფრო ამტანია.

სიმართლის ეშმაკსაც ეშინია,..
დრო მსგავსებს დროულად აჩერებს.
ალბათ ასეთებიც საჭიროა,
იგი ხომ ჩვენს სახეს გვაჩვენებს.

1.9.2011

***
სწამთ, თუ სიხარბეს შეუპყრიათ...
ამბობენ - მამონა მაგარია.
მონების გონებას ვერ ჩავწვდები,
მე ჩემი ცხოვრება მაბარია.

მე ჩემს გზას ვადგავარ, სხვას არ ვეძებ,
სიხარბის შარა-გზა ნაყარია,
მონები იქ დედას ათხოვებენ,
უკან რომ მოჰყვება, მაყარია.

არ ვიცი მე მაგათ რა დავარქვა,
რა კლასია და რა გვარია,
ღორებს მარგალიტებს ვერ დავუყრი,
მე ჩემი ოჯახი მაბარია.

სიკეთეს სიბრიყვის დამღა ადევს,
მამონამ მონები გადარია.
მათთან რა ხელი მაქვს, პირი ქვისკენ...
მე ჩემი სამშობლო მაბარია.


5.9.2011

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 11:56 am

მალხაზ გველუკაშვილი

გარდუვალისთვის არა ხამს ჭმუნვა

მე დავიღალე, ძალა მეცლება,
მინდა ვილოცო, გამომდის ურვა,
ყურში ვიღაცა მეჩურჩულება
- გარდუვალისთვის არა ხამს ჭმუნვა.

დღეს მე ვისჯები სიყვარულისთვის,
უსამართლობის არ მსურს ატანა,
სურთ, რომ მომიკლან ცხოვრების ჟინი
- სიცოცხლე არის თავის გატანა.

თვალთ მებინდება, ნუთუ ვნებდები,
სხეულს მოედო ცეცხლივით ხურვა,
ვიღაც ჩამძახის - ესეც ჩაივლის,
გარდუვალისთვის არა ხამს ჭმუნვა.

არ დანებება ჩემი წესია,
თუნდაც მივიღო ამისთვის კრულვა,
სიბნელეს მუდამ მოსდევს სინათლე,
გარდუვალისთვის არა ხამს ჭმუნვა.

21.10.2009

***

ვიღაცა დამცინებს, ვეტყვი - მართალი ვარ,
მიხვდებით, როცა დრო გავა,
მხარს ვეღარ დაგიჭერთ, თქვენი აღარ მჯერა,
ქუდს დავიხურავ და წავალ.

წყნარად ავუყვები ცხოვრების ბილიკებს,
მაქვს საკეთებელი ბევრი,
თქვენთან ვერ დავდგები, თქვენს რიგებში სჭარბობს
გრძნობაშეზღუდული წევრი.

სოციოპატები ჰქმნიან პოლიტიკას,
ხალხი უსახსრობით კვდება,
ვინც რომ რამე იცის, ვისაც შეუძლია,
ყველა თამაშგარეთ რჩება.

ვიცი, დამცინებენ დროს რომ ვერ მოვერგე,
მე გზას გავყვები ჩემს სავალს,
დროში განისჯებით, რადგან მართალი ვარ,
მიხვდებით, როცა დრო გავა.

4.11.2009

აპოკალიფსური ღამე

მზე ღრუბლის უკან გადამალულა,
მიწა ნელ ცეცხლში იწვის,
თავს იწონებენ დემაგოგობით
ნაბუშარები სიძვის.

გზას აფთრის ხროვა შემოსევია,
თვრებიან მგზავრთა სისხლით
და მოსდებიან მაჯლაჯუნები
ქალაქს, დაფარულს ნისლით.

კაცნი ერთმანეთს ვეღარა სცნობენ,
ეშმაკს დაუდგამს ტახტი,
ქაჯნი ანცოდენ, შუა ქალაქში
გაუმართიათ ლახტი.

ცოცხზე შემჯდარი ავი სულები
დაკიდებულან ცაში
და აყრანტალებს ენას ყორანი,
არის სიმღერის ცდაში.

ჯარისკაცებად დგანან ჭინკები,
ქალაქს იკლებენ სტვენით,
რიგში დამდგარან ნაბუშარები
ეშმაკის ტახტთან ძღვენით.

თითქოს დღე არის, თანაც ღამეა,
ქალაქს ღრმა ძილით სძინავს,
ვიღაცა ბრიყვი, ოქროს სანაცვლოდ,
ეშმაკს სიცოცხლეს სწირავს.

ქალის წინდებში გამოწყობილი
კაცი კაცს უგებს გემოს,
კაცის ფუნქცია დავიწყებია,
მაინც კაცობას ჩემობს.

ალბათ ღამეა აპოკალიფსის,
ბნელი, უკუნი ღამე,
მწამს, გათენდება დღე სიყვარულის,
ღმერთო, გვიშველე რამე.

14.11.2009

***

მანჭვა-გრეხვის სწავლას ვცდილობ,
სარკეს ვემასხარავები...
დღეს ქვეყანას გადააჯდნენ
კახბები და მასხარები.

ძვირი ჯდება ცხოვრება და
ქალმაც აღარ დაახანა
და შეივსო კიდევ ერთი
კახბით მეფის ჰარამხანა.

კახბა გამინისტრებულა,
მეფე ხარობს მაშხალებით,..
კალიგულას ცხენი ჰყავდა,
ეს ერთობა მასხარებით.

ქვეყნად კვნესა-გლოვა ისმის,
ხალხში აურზაურია,
- ვიღუპებით, მოგვეშველეთ,
ჩვენმა მეფემ აურია.

27.7.2010

თამრის

რომ სიყვარულის ზღვა ვიყო,
ვფიცავ, ტალღებში გაგხვევდი,
შემოგაცლიდი საფარველს,
ზეცის წინაშე გამხელდი.

თოვლი რომ ვიყო, ფანტელებს
სულ თავზე გადმოგაყრიდი,
ღაწვებზე დაგადნებოდი,
დარდებისაგან გაგყრიდი.

სიო რომ ვიყო, ჩურჩულით
ყურში გეტყოდი - ფერია,
ეს ჩემი ლტოლვა შენდამი,
შენს ბედის წიგნში სწერია.

29.7.2010

***

შენ ჩემს ოცნებებს ესროლე ტყვია
და სიბნელისთვის უღვთოდ გამწირე,
მე ამ სამყაროს შვილი არ მქვია,
თუმცა ყველაფრის ვარ მონაწილე.

ხელს ვაფათურებ, ობლად შთენილი
ბნელში გაფანტულს ვეძებ იმედებს,
მითხარი, ვისგან ხარ მოჩენილი,
ასე ხომ მტერიც ვერ გაგიმეტებს.

შენ ჩემს ცხოვრებას ესროლე ტყვია,
არსებობისთვის უღვთოდ გამწირე,
ვაი, რომ თურმე მე ბრიყვი მქვია
და ამ ყველაფრის ვარ მონაწილე.

5.8.2010

***

მე ნარცისების ხანაში ვცხოვრობ,
სულს მოსდებია ყრუ აპათია,
თუ ქვეყნად რამეს სიკეთეს ხედვენ,
სულ ამათია.

სულში სიცივე შემომპარვია,
თუმცა მზე ცაზე ცეცხლად ანთია,
წინ ვიყურები, ვერაფერს ვხედავ,
ვგრძნობ, მომავალი გასამართია.

ყველა მცოდნეა, ყველა ჭკვიანი,
რისთვის და რატომ, კვლავ კამათია,
თუ კიდევ სადმე შენდება რამე,
სულ ამათია.

მე ნარცისების ხანაში ვცხოვრობ...

6.8.2010

***

ცხოვრება ერთი გრძელი ომია,
რწმენით იშუშებს კაცი იარებს,
ომმა დამღალა,
სიმშვიდეს ვნატრობ...
მე სიყვარულის ვარ მოტრფიალე.

ერთი პურისთვის ოფლსა ჰღვრის დღე-ღამ
და სხვა ამ ერთის ოფლზე გრიალებს.
ჩემსას მოვითხოვ,
სხვისი არ მინდა...
მე სიყვარულის ვარ მოტრფიალე.

უსამართლობამ დატბორა მიწა
და ყველგან შმორის სუნი ტრიალებს,
განგებავ,
შენგან ვითხოვ სამართალს...
მე სიყვარულის ვარ მოტრფიალე.

ღმერთო,
დიდია შენი არსება.

11.8.2010

ქარის მოტანილს ქარი წაიღებს

დღეს მასხარების არის ქვეყანა,
ძალაუფლება ძალით აიღეს.
მე ვცდილობ ჩემი შრომით ვიცხოვრო,
ქარის მოტანილს ქარი წაიღებს.

ჯიბეში ხელებს გვიფათურებენ
- ხალხი ბრიყვია, ვერას აიგებს!..
ცივად შევსცქერი და გულს ვიმშვიდებ,
ქარის მოტანილს ქარი წაიღებს.

დაგვცინიან და თან გვაშინებენ,
სინდის-ნამუსი ფეხქვეშ გაიგდეს,
თუ სადმე ვინმემ ხმა ამოიღო
ყველა ჩაქოლეს, არვინ დაინდეს.

მე მშვიდად ვზივარ და ველოდები
გმირს, სიცოცხლეს რომ მსხვერპლად გაიღებს...
ერთი დღე ქვეყნად ვის შერჩენია,
ქარის მოტანილს ქარი წაიღებს.

13.8.2010

***

მთავარსარდლობს კურდღელი და კინოს იღებს თხუნელა,
ყველაფერი იყიდება, ნამუსი და ღირსება,
კანონს სწერენ ვირთხები და ქველმოქმედობს წურბელა,
ვინც არ შრომობს, ყველა ხარობს, ოქრო-ვერცხლით ივსება.

ყვავი მღერის სერენადას, რა, რომ სმენა არა აქვს,
აღტაცებით უკან სდევენ დაუღლელი ფანები,
ვინც ათამდე თვლა არ იცის განაგებენ დროებას,
ყველაფერი დათვლილი აქვთ, წუთები და წამები.

ლომი სახლში წინდებსა ქსოვს, თავს გატანა სჭირდება,
კატა თაგვებს ემალება, ცახცახს აუტანია,
მგელი? კაცი რას არ იზამ როცა გაგიჭირდება,
მინდორს ხნავს და ხორბალს სთესავს, კალოც გაუტანია.

ღორიც შრომობს, ფინანსები ჩააბარეს ღრუტუნას,
თხა კიკინებს, მეც მინდაო მთავრობაში ადგილი,
მხოლოდ ვირი, ძველებურად, ჭაპანს ზიდავს ყოველდღე,
ქვეყანაზე ვირად ყოფნა არ ყოფილა ადვილი.

20.2.2010

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 11:58 am

მალხაზ გველუკაშვილი

***
ღამით ქარი ამოვარდა,
ქარი, თუ ქარბორბალა,
დაჭრილივით ღრიალებდა,
გულზე სევდა მომგვარა.

ხეთ ჭახანი გასდიოდათ,
შველას მთხოვდნენ აგება,
ქარს რა ვუთხრა, ქარს არა აქვს
ცოდვა-მადლის გაგება.

ქარს კი არა, კაცს არ ესმის,
გასწყრომია განგება...
თუმცა, იქნებ მეცადა და
აგებ ქარი ჩადგება.

გარეთ გაველ და შევძახე
- ქარო, შენ თუ მიშველი,
შემომხედე, წინ გიდგავარ
მართალი და შიშველი.

რად მიმატებ გულში ტკივილს,
გინდა მიწას გამყარო?!
ჩვენ, ორთავეს ერთი რამ გვჭირს,
გვიყვარს ჩვენი სამყარო.

მაშინ რაღას მემართლები,
ქარო, არ გეყურება?!
ვერას შეცვლი ბობოქრობით,
გაუძელი ცდუნებას. –

ქარი ჩადგა,.. ნუთუ ესმის?!
აგებ ალღო ავუღე...
ქარს კი, მაგრამ კაცს რა უნდა,
ვერაფერი გავუგე.

18.9.2011

***
ქვეყანა აავსო ბალღამმა,
შიმშილი ზნეობას ჯაბნის.
ვიღაცამ მომენტი გაუშვა
და ახლა ქვეყნიდან გარბის.

ვიღაცამ ნამუსი გაყიდა,
იმ ფულით გაშალა სუფრა.
ერთი თუ მზის გულზე ნებივრობს,
სხვებისთვის ცა მოიქუფრა.

ვიღაცა წინაპრებს აგინებს,
მომავალს უტოვებს ვალებს,
მერე, რომ ამ მიწას ვერ იტანს,
ავა და ჰაერში დალევს.

ქვეყანა დასივდა ბოღმისგან,
შიმშილი ავიწყებს ტკივილს,
რას ველი ამ ჩვარი მოდგმისგან,
ღრიალის სანაცვლოდ კივის.

ხელგაწვდილს ვერავინ ვერა მცნობს
- რასა გვთხოვ, რაც არ გვაქვს თავად...
- მე თქვენი ერთობა მჭირდება,
სიყვარულს გთავაზობთ წამლად.

ხელს ჩაიქნევენ და გარბიან,
ალბათ და ვგონივართ ხელი
- მე თქვენთვის მოვედი ამ ქვეყნად,
გზა გამოვიარე გრძელი.

სხვამ მითხრა - მერე და ვინ გთხოვა,
ჩვენ ჩვენი დარდებიც გვთანგავს...
- ვერ ხედავთ, რომ ამ თქვენს ცხოვრებას
სატანა უაზროდ ფლანგავს!?

ქვეყანა გამხდარა თვითმკვლელი,
შიმშილი ზნეობას სჯაბნის,..
სატანა გვიწესებს მომავალს
და შემდეგ ფურცელზე ჯღაბნის.

16.8.2009

თამრის
ვეძებ, რას ვეძებ არ ვიცი,
ძებნა ან რაში მარგია...
ყოფიერებას განვიცდი,
თითქოს ზედმეტი ბარგია.

გზად მწუხრი შემომეპარა,
ყველა ნაბიჯი დარდია.
მიღმით გამირბის გონება,
კაცთაგან შორით კარგია.

ვეთამაშები სათაელს,
ჩვენი თამაში ნარდია.
ხან მე მიმართლებს, ხან იმას,
გადასახადი ნაღდია.

გზად გავალ, ფეხებს რომ მაგლეჯს
ნარ-ეკალ-ჭინჭარ-ბარდია.
გულის ჯიბეში რომ მიდევს,
შენთვის ნაკრეფი ვარდია.

ამით მოვდივარ შენამდე,
სხვა არც რა რამ მაბადია.
მოვალ და გეტყვი - ძვირფასო,
ყოფა უშენოდ დარდია.

25.8.2011

***
ჟამი იყო მოქუფრული,
ცას ცრემლები სდიოდა,
კაცი მოყვასს სისხლად სცლიდა,
მიწას გული სტკიოდა.

მგელმაც იცის მტერ-მოყვარე,
მტერთან ძალით ასდება,
კაცისათვის კაცზე უფრო
მეტად კატა ფასდება.

აბსურდამდე აკანონებს
ვისაც რა სურს, რაც იცის...
კაცზე უფრო მეტი ფასი
ბაზარზე აქვს დარიჩინს.

ვეღარ ვხვდები სად მივდივართ,
ცა ცრემლებად იღვრება...
უსისხლოდ და უსულგულოდ
რა ცხოვრება იქნება.

20.9.2011

ტკივილის სევდა
თითქოს მზე ისე ვეღარ ანათებს,
ცას დაჰკარგვია ჩვეული ფერი,
გულში შემყრია ტკივილის სევდა
და ამ ტკივილის სიმღერას ვმღერი.

თუ შინაურმა არ მიღალატა,
ვერას დამაკლებს მოსული მტერი,
მე ამ ღალატის ტკივილი მტანჯავს
და ამ ტკივილის სიმღერას ვმღერი.

ვიღაც არ მცნობს და ცდილობს გამსრისოს,
როგორც სუსტი და პატარა მწერი,
მე უმწეობის ტკივილი მახრჩობს
და ამ ტკივილის სიმღერას ვმღერი.

ჩემი სული ხომ უფლის წილია,
ჩემი სხეული სამყაროს მტვერი,
მე ამ სამყაროს ტკივილი მტკივა
და ამ ტკივილის სიმღერას ვმღერი.

8.9.2011

***
ო, ღმერთო, მე შენ მიყვარხარ და მოყვასიც მიყვარს,
მაგრამ ყოველთვის ვერ ვასრულებ შენთვის თქმულ სიტყვას.

ხშირად მიპყრობდა მიწის მტვრით ჰქმნილს სამყაროს სევდა,
და მიტევების ვერშემძლებელ სულს რისხვა სძლევდა.

შურს და სიხარბეს გავურბოდი, იმდენად მძაგდა,
ჩემი ცხოვრება ტრამალის მგლის ცხოვრებას ჰგავდა.

ღმერთო, ძალას გთხოვ, რომ წარმოვთქვა სახელი წმინდა,
გულში სიმშვიდე, სამყაროში ნათელი მინდა.

11.8.2011

ჩემს თამრის
მე მომავალს ჩავუკარი თვალი,
წარსულს ტანზე დავახვიე ხვია,
წინ რომ გზა გვაქვს ერთად განვვლევთ, ჩემო,
შენ ხომ ჩემი სიყვარული გქვია.

ჩვენ ხომ მრავალს გავუძელით ტკივილს,
გვიჭირდა და ერთად ვტეხდით ხმიადს,
მე შენს გამო გადავლეწავ ქაჯეთს,
მკერდს შევუშვერ შენთვის ნასროლ ტყვიას.

წინ რომ გზა გვაქვს, ერთად განვვლევთ, ვიცი,
გაგვიძღვება ჩვენი ანცი ბიჭი
და ავიღებთ ახალ სიმაღლეებს,
რადგან შემრჩა სიყვარულის ნიჭი.

სიყვარულმა მომიყვანა დღემდე,
წარსულს უკვე გადავუგდე ძვალი,
გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ, მჯერა,
მე მომავალს ჩავუკარი თვალი.

8.2.2010

თაგუნა
თაგუნამ კარგად იცოდა -
ოჯახის რჩენა ვალია,
მაგრამ გაჭირდა ცხოვრება,
ყველიც ვერ მოუპარია.

სადე არ დაძრწოდა საწყალი,
დარდებმა ხელი დარია,
მეუღლე სახლში არ უშვებს,
გამოუხურა კარია.

ბევრი ირბინა, თუ ცოტა,
განძი იპოვა ულევი,
თქვა - ოჯახს დავუბრუნდები,
რომ გავუხარო გულები.

ალბათ და, ჩემი წრუწუნა
უკვე ვაჟკაცი კაცია... –
მყისვე შინისკენ მოკურცხლა,
არც აცხელა, არც აცია.

როდესაც სოროს მიადგა,
...გული უცემდა ძალუმად,
კარი სიფრთხილით გააღო,
სახლში შევიდა მალულად.

მაგრამ, რას ხედავს, ოთახებს
მდიდრულ ავეჯით გაწყობილს,
ოქრო-ვერცხლსა და ნუგბარებს
მადის აღმძვრელად დაწყობილს.

შეწუხდა - ვაი ოჯახო,
ალბათ გაყიდეთ ადგილი,
უკაცოდ სულაც არ არის
თავის გატანა ადვილი.

ვინ იცის რასა იქმიან,
ცხოვრება არის მზაკვარი...
აგებ პატრონმა იცოდეს
ჩემი ოჯახის გზა-კვალი.

უცებ მოესმა კისკისი,
ხმა იცნო - ჩემი ცოლია...
ვიღაც სხვა თაგვთან არშიყობს,
თითქოს ქმარი არც ჰყოლია.

თავი ჩაღუნა თაგუნამ,
დრომ დაარღვია პირობა,
დღეს კაცი დანამატია,
ქალია წინაპირობა.


18.2.2010

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 12:02 pm

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Malkha10

მალხაზ გველუკაშვილი

რუბაიები

***
ასე ცხოვრება თავად ვარჩიე, მსურდა შემეცნო მთები,
ბევრი მინდოდა, ცოტა შევძელი, ყოველმხრივ დარდი მიტევს,
სამყაროს სევდა არ ყოფილიყო, ვერას მიზამდა წლები,
თუ გსურს შემიცნო, გულში ჩამხედე, ის მთელ სამყაროს იტევს.

***
თუ ედემიდან გამაძევეს,ჩემი ბრალია,
რადგან ცდუნებამ შეცდომისა ხელი დამრია,
ახლა ვადგავარ გზას,მრავალი ხიფათით სავსეს
და თავს ვიმშვიდებ - ეს გზა უფრო უპრიანია.

***
მახსოვს,მრავალჯერ გადმირბინა მაცდურმა წინ და
ვერასდროს შეძლო უარ-მეყო სახელი წმინდა.
ღმერთო,მე მჯერა შენი ძალის და შენი ნების,
ერთი თხოვნა მაქვს,მე შენს არსში ჩაწვდომა მინდა.

***
ცას ავხედე,ზეცას მოწყდა კიდევ ერთი ვარსკვლავი,
და ვინატრე - დაე,ქვეყნად ბნელი ნათლით მოსილა...
დრო გავიდა,მერედა რა,არაფერი იცვლება,
ცხოვრებაში უბრძოლველად არაფერი ყოფილა.


***
ჟამიანობას მომიწია ცხოვრებამ ქვეყნად,
რასაც ვფიქრობდი ხმამაღლა ვთქვი,რა უნდა მენა,
ხელი ჩამავლეს და დამაბეს ვირის ბაგაზე,
კვლავ ავყროყინდი,რა ვქნა,ღმერთმა ასეთი შემქმნა.

***
გზას მივუყვები ბრძენი კაცის მჭმუნვარე ნიღბით,
შევძელ მრავალის გაოცება არსთ წვდომის სიღრმით,
მაგრამ ჩემს თავს რა დავუმალო - ერთი ბრიყვი ვარ,
გზას რომ მიჰყვება,გზას,რომელიც ისწრაფვის მიღმით


***
თითქოს ხალხი ერთად არის, განზე არვინ დგება.
გამარჯვების ნადავლი ხომ მოთავეებს ხვდება...
თუ დამარცხდა მეთაური, არაფერს არ კარგავს,
ნაგვემი და წაგებული მხოლოდ ხალხი რჩება.

***
ზეცას შეჰყურებ, რადგან ელი მაღლიდან შველას.
გცემენ და დუმხარ, ითმენ, გჯერა - ასე სურს ზენას...
ვფიქრობ, არა ხარ ღმერთის ნებით შექმნილი კაცი,
რადგან ფორთხიალს მიჩვეული ვერ შეძლებ ფრენას.

***
თურმე, ოდესღაც ჩვენ ისეთი ძალა გვქონია,
მოყვარეც გვყავდა, მტერს კი ჩვენი რიდი ჰქონია.
სიყვარული და ინტერესი რომ ვერ მეგობრობს,
მრავალჭირნახულ მოგვებისგან გამიგონია.

***
თუ რამეს ვამბობ, დამიჯერე, არ მინდა ფიცი,
იმას არ ვიტყვი, რაც არ ვიცი - ვიტყვი, რაც ვიცი.
გეკითხებიან? - უპასუხე. არ გიჯერებენ?
გზა გააგრძელე - ვერას შეცვლის ფიცი და მტკიცი.

***
ენატკბილი მოსაუბრე იყო ერთი ქალი,
გამაბრუა, ვერც შევნიშნე, ჰქონდა ავი თვალი,
თვალი სულის სარკეაო - ძველებისგან თქმულა,..
გამძარცვა და გამატყავა, ამირია კვალი.

***
ნისლებმა გზები დაგიბურა? - დღეს ამის დროა.
შეჩერდი ნისლში სიარული სახიფათოა.
დაიცადე, რომ დაიწმინდოს სავალი გზები,
თვალსაწიერი უნისლოდ ხომ უფრო ფართოა.

***
თუ არვინ გიყვარს - შენი თავი არ გყვარებია,
სიყვარული ხომ ამ სამყაროს გასაღებია...
თუ სიყვარულში მეტ-ნაკლები არსებობს, ღმერთო,
მაშ სიყვარული რაღა არის, გამაგებია.

***
ოდესღაც მიწას ამშვენებდნენ ური და ტროა,
ქვიშა, რომელმაც გადაფარა, ეს ქვიშა დროა.
ხალხი აშენებს, ხალხი ჰქმნის და ხალხივე ანგრევს,
რადგან ეს ხალხი, უფრო ხშირად ვაი, რომ ბრბოა.

***
გზა, რომელიც მე ავირჩიე, ეს გზა ჩემია.
ბევრი ვიარე, მასაც გავალ, რაც დამრჩენია.
მე საწუწუნო განგებაზე არაფერი მაქვს,
რადგან ცხოვრება არჩევანის განაჩენია.

***
ჟამთა დინებას ვერ გაუძლო ვერც ზღვამ, ვერც კლდემა.
ამ ქვეყნად ვინც კი იბადება, სუყველა კვდება.
თუ არ შეგიჩნდა შემეცნების მტანჯველი ჭია,
რაა ცხოვრება, თოვლივით რომ სითბოში დნება.

***
ბრიყვს, როგორც ჭკვიანს თუ ღებულობ, ბრიყვდები თავად.
და ნურც დასცინებ, ის ხომ არის სიბრიყვით ავად.
ნუ ედავები, მას ხომ თავი ბრძენი ჰგონია...
დრო ძვირფასია, ნუ დახარჯავ ბრიყვებში დავად.

***
ამ სამყაროდან ვლამობდი გაქცევას მუდამ.
სად გაგვექცევი! - კინჩხში მომხვდა ქვიანი გუნდა.
- საით მირბიხარ, აქაური დაფარე ვალი?
აქ აღებულ ვალს გადახდა აქავე უნდა.

***
ამ ქვეყნად თითქოს ყველაფერი გასაგებია.
თუ უპატრონოდ რამე გდია, ასაღებია.
არაფერს ვიღებ, მოწყალებას არ ვთხოვ არავის.
თუ რამე მინდა, ღმერთო, შენი გასაღებია.

***
მაშინ, როდესაც ქალაქების იწყეს აგება,
გაჩნდა შური და კაცთა შორის გაქრა გაგება.
წაგებულია, მოგებისთვის ვინც იბრძვის მხოლოდ,
რადგან ერთია ქვეყანაზე მოგებ-წაგება.

***
გადავწყვიტე, რომ ლოთობაში ჩამეხრჩო დარდი.
ერთხელაც ფეხი ამერია, ლაფში ჩავვარდი.
თუკი მანამდე მჯეროდა რომ ღვთის ხატი ვიყავ,
ახლა შევნიშნე, რომ უსახურ ურჩხულსა ვგავდი.

***
თუ ფული გაქვს და სიყვარულის გაქვს ნაკლოვნება,
მაშინ გამოდის, ფული არის შენი ცხოვრება.
რად გინდა ოქრო, როცა მოყვასს უხმება კუჭი...
ფულით ვერ შეძლებ მოიპოვო სულის ცხონება.

***
ორი წელია მე ჩემს თავთან ვერ დავრჩი მარტო,
რომ ავიღო და ნაფიქრალი ფურცლებზე დავდო,
თუმც, თავს ვიმართლებ, მე თუ მინდა ხელს ვინ შემიშლის,
როცა მარტო ვარ, მაშინაც კი არა ვარ მარტო.

***
მადლი ჰქმენ, თავი გამანებე, შენს გზაზე წადი,
შენი რად მინდა, საკუთარიც ბევრი მაქვს დარდი,
რას ეძიები, ჩემსას მაინც შენ ვერ გაიგებ,
ჩემი ცხოვრება სიმღერაა, ტკივილის ბარდი.

***
ქვეყანას გონი რომ მართავდა, ის დროც ყოფილა,
ძალა, ერთ მუჭში მოქცეული, არ გაყოფილა,
დაღმართს აღმართი მოჰყოლია, იმედით ვცოცხლობთ,
ჰოს არა - არსის ორი მხარე არ გაყოფილა.

***
ხარბი კაცი ავიცაა, ბოროტი აქვს გული,
მისთვის ფული მთავარია, ვინემ ზნე და სჯული,
კუჭით ფიქრობს, კუჭით ცხოვრობს, კუჭს არაფერს აკლებს,
მხოლოდ კუჭით ეხერხება ხარბ კაცს სიყვარული.

***
ზოგი მეფედ იბადება, ბევრი ხდება ნეფე...
მეფე იყო გორგასალი, ნერონს ერქვა მეფე.
ვახტანგს ქვეყნის ბედი სწვავდა, გულს უგლეჯდა დარდი,
ნერონს - ძალაუფლება და მკერდშიშველი სეფე...

***
უცნაურია, სადაც ჰოა, არაც იქ არი...
უსულგულობას დაუპყრია მთელი სამყარო.
ერთი ცხვირს იმტვრევს, სხვა უყურებს სახემღიმარი...
ო, როგორ მინდა ჰო და არა ერთურთს გავყარო.

***
კაცნი ჰქვიათ და კარგიც, ავიც, ყველა ერთია,..
მხეცის ინსტიქტი თუ არა გაქვს, ვერას გახდები.
როცა გკლავენ და თავს არ იცავ, მითხარ ვინა ხარ?!
შენ თვითმკვლელი ხარ და ამ ცოდვას ვერ გადარჩები.

***
დღეს გამომკეტეს, ხვალემა თქვას, ხვალ რა იქნება.
შეურაცმყოფენ, მოთმინების თასი ივსება.
როგორ მომკლავენ, განა ამას აქვს მნიშვნელობა?!
სად უნახიათ, ანდა ვინ თქვა მონის ღირსება.

***
ზოგი კუჭს სცემს დიდ პატივს და ზოგი კიდევ ძალას,
ზოგს საჯდომი ეძალება, ზოგსაც თავი სძალავს,
გული? გული ვიღას უნდა, მას ფულად ვერ აქცევ,
და თუ კიდევ ვინმეს შერჩა, მონდომებით მალავს.

***
წარსულს ძვალი გადავუგდე, ვცხოვრობ წამით-წამზე...
არ მაცლიან ურჯუკები, გადამასხდნენ თავზე,
ავფეთქდი და მოვისროლე ჯანდაბისკენ ყველა
- გზა მომეცით! გზა, რომელიც გადის მომავალზე.

***
თამრის
მენატრება, ჩემო გარგო, შენი თვალთა კრთომა.
აგებ შენგან მოშორებამ განმიმტკიცა ნდომა.
მერე რა რომ ასაკში ვარ, ტრფობამ დრო არ იცის,
ვინძლო, უფრო სანდო იყოს ჩემი შემოდგომა.


ბმული:
* http://maxo-metaphisic.blogspot.com/2013/07/

study


Last edited by Admin on Thu Nov 14, 2019 2:23 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 1:21 pm

მალხაზ გველუკაშვილი

აზრები

იმასვე ვამბობ, რაც ჩემამდე ათასჯერ ითქვა.
არაფერს ახალს.
. . . და ვამბობ, არვის ვალი არა მაქვს.

იმასვე ვფიქრობ, რაც ჩემამდე იფიქრეს უკვე.
მხოლოდ და მხოლოდ ყველას ფიქრი გავხადე ჩემი.
. . . და ვფიქრობ, ყველას მოვალედ ვრჩები.

1980 წ.


***
არაფერი ხდება შემთხვევით, ყველა შემთხვევითობა კანონზომიერია. ყოველი მარცხი ჩვენი არასწორი არჩევანის და ყოველი უბედურება - ჩვენი გაურკვევლობის შედეგია.
ამიტომ, უნდა გამოვიკვლიოთ საგანთა არსი. არსში წვდომა საშუალებას მოგვცემს - გავაკეთოთ სწორი არჩევანი (ჰო, ან არა). გამოირიცხება შემთხვევითობა და წარმატება გარდუვალი გახდება.


***
ცხოვრება ომია, რომელშიც უნდა გამოვიწრთოთ, თუ გვინდა რომ ბიჯით წავიწიოთ წინ. გამარჯვება თავისით არ მოდის, ის უნდა მოვიპოვოთ.


***
იმისათვის რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა გაძლიერდე.
იმისათვის რომ გაძლიერდე, აუცილებელია რომ გაათავისუფლო ნება მონობისაგან და გონება პირობითობებისაგან.
თუ შენი ბრძოლა სამართალიანია და გჯერა რომ გაიმარჯვებ, აუცილებლად გაიმარჯვებ, რადგან ბოლო სიმართლისაა...
და ბოლოს, ნუ გეშინია, რადგან შიში და სიკვდილი მეგობრები არიან...


***
ყველა განუხორციელებელი მიზანი - ცარიელი მიზანია. მოქმედება მხოლოდ მაშინ იქცევა მოქმედებად, როცა მას განსაზღვრავს ნება. ამიტომ ამბობენ ძველი წმინდა და საკრალური წიგნები, რომ ადამიანები განისჯებიან არა თავიანთი აზრებითა და მიზნებით, არამედ მათი საქმეების მიხედვით. იმისათვის რომ ვიყოთ, უნდა ვიმოქმედოთ.


ე რ თ ი ა ნ ო ბ ი ს კ ა ნ ო ნ ი

ნებისმიერი ფენომენის (ადამიანის, საგნის, სიცოცხლის და თუნდაც ზოგადად პროცესის) არსებობა პირდაპირ ან ირიბად კავშირშია სხვა ფენომენის წარსულთან, აწყმოსთან და მომავალთან. შეგრძნება იმისა, რომ ისინი დამოუკიდებლად არსებობენ და მათ შორის არანაირი კავშირი არ არის, დაფუძნებულია ან არასრულფასოვან ცოდნაზე, ან ფენომენთა არსში წვდომის უუნარობაზე.


***
ლაო ძიმ ბრძანა - სახელებმა დასაზღვრეს საგანთა საზღვრებიო. სახელი დეფინიციაა. ამიტომ ყველაფერს დაარქვით თავის სახელი და ის თავის საზღვრებში მოექცევა... ვეღარ გადმოკვეთავს თქვენს მიერ გავლებულ წითელ ხაზს. ნუ მოგერიდებათ!..
და ჩინელი ბრძენკაცის კიდევ ერთ ფრაზას გაგახსენებთ - უწოდე სნეულებას სნეულება და გაგეცლება სნეულება.


***
გაგება,გაცნობიერება, ცოდნა იძლევა კონტროლის საშუალებას. რაც მეტია ცნობილი ობიექტის შესახებ, მით უფრო იოლია მასზე კონტროლის განხორციელება. ცოდნაა ჭეშმარიტი ძალაუფლება.


***
გააცნობიერეთ საკუთარი "მე". ვერ იქნებით სხვისთვის ბოროტი, თუ გააცნობიერებთ რა საშინელების მოტანა შეუძლია ამა თუ იმ ბოროტებას თქვენთვის... ამიტომაა ნათქვამი - შეიცან თავი შენი.


ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ

ტრანსცენდენტალური სიყვარული ეს არის შესაქმის პირველადი იმპულსი და მიზეზი.
სიყვარული, თავისი არსით, ზეგრძნობადია და მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება გამოვლინებაა სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიებისა.
ტრანსცენდენტალური სიყვარული, როგორც ბინერი, წინააღმდეგობათა ერთიანობაა, რაც მის ნეიტრალურ სახეს განსაზღვრავს. მასში აქტიური და პასიური ელემენტები გაწონასწორებულ მთლიანობაში გვხვდებიან. ე.ი. სამყაროში არსებობს მხოლოდ სიყვარული და მას არ გააჩნია არანაერი და არავითარი წინააღმდეგობა. რაც შეეხება ისეთ გრძნობებს, როგორიცაა სიძულვილი და ვნება, ადამიანთა დაცემული ნების, იგივე ნებელობის შედეგნი არიან. ისინი სიყვარულის საპირწონე (დაპირისპირებულ) მცნებებად ვერ გამოდგებიან: რაც უფრო მოიცავს ადამიანის სამშვინველს სიყვარული, მით უფრო ღრმაა (ინტელექტუალურია) ადამიანი. აკი თქვა კიდეც არისტოტელემ - მთავარია სიღრმე და არა სიფართოვეო.

P.S. როცა ვახსენებ ინტელექტს, მე არ ვგულისხმობ მწიგნობრობას,.. მე ვგულისხმობ ღმერთისა და სამყაროს შეგრძნებასა და ხედვას. ამას სიბრძნე ეწოდება. ჩემს ახალგაზრდობაში ბევრი მოხუცი მინახავს, თავის სოფელს რომ არ გასცდენია და არც არანაირი წიგნი რომ არ წაუკითხავს, სიყვარულითა და სიბრძნით იყვნენ სავსე. სწორედ ისინი იყვნენ ნამდვილი ინტელექტუალები. მათ იცოდნენ ავისა და კარგის გარჩევა. ისინი არც ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსივით, მიწაზე პირქვედამხობილნი რომ ცდილობენ ზეცის დანახვას, და არც თანამედროვე ფანატი-სექტანტებივით, ცაში გულაღმა რომ კიდიან და მიწას ვერ ხედავენ, არ იქცეოდნენ... ისინი ფეხზე იდგნენ, თავს ასწევდნენ და ზეცას ხედავდნენ, დაწევდნენ და მიწას... ისინი არც მატერიალისტები იყვნენ და არც იდეალისტები, ისინი რეალისტები იყვნენ... და ისინი ასეთები იყვნენ იმიტომ, რომ მათ უყვარდათ ღმერთი და სამყარო, ოჯახი და სამშობლო...
ისინი იყვნენ ისეთები, როგორიც უნდა იყოს კაცი იდეაში... და როცა კაცი კაცია, მაშინ ქალიც ქალია... ხოლო კაცი, რომელსაც ქალი არ უყვარს, არც სამყარო უყვარს...


***
ღმერთი უსასრულო სიკეთე და სიყვარულია. მთელი სამყარო ლაპარაკობს მასზე და მის შესახებ; მაგრამ ყველაზე უკეთ მასზე მისი სიმშვიდე და სიჩუმე მეტყველებს.


***
ადამიანურობის ერთერთი არსობრივი საფუძველი თანაგრძნობაა.
თუ ნაგავში ცხოვრობ და ნაგვის სუნი არ გაწუხებს, თავადაც ნაგავი ხარ!
თუ შენს გარშემო ბოროტება ზეიმობს და შენ ეს არ გაწუხებს, უზნეო ხარ!
თუ შენს გარშემო ხალხი შიმშილით იხოცება და შენ ყოველდღე სავსე სუფრასთან თუნდაც სიყვარულის, ანდა სიკეთის სადღეგრძელოს ამბობ, ნაძირალა ხარ!...
ჰოდა, ეცადე იყო ადამიანი!


***
ყველაზე საშიში სამართლიანი მძვინვარებაა,.. განსაუთრებით მაშინ, თუ ეს მძვინვარება საყოველთაოა...
ამიტომ უფრთხილდით სამართლიან მძვინვარებას!


ა ს ო ც ი ა ც ი ი ს კ ა ნ ო ნ ი

თუ ნებისმიერ ორ "სიმრავლეს" აქვთ ერთი ან რამდენიმე საერთო ელემენტი, მაშინ ეს "სიმრავლეები"ერთმანეთზე ზემოქმედებენ ამ საერთო ელემენტის (ან ელემენტთა) მეშვეობით. ასე, რომ ერთი "სიმრავლის" მართვა გვეხმარება მეორე "სიმრავლის" მართვაში,.. მართვის ხარისხი დამოკიდებულია საერთო ელემენტთა რაოდენობაზე.

პ.ს. ეძებეთ დღევანდელ ე.წ. საპარლამენტო პოზიციას და ოპოზიციას შორის საერთო ელემენტები და შეძლებთ როგორც რეალობის შეფასებას, ასევე პროცესების მართვას.


ო კ უ ლ ტ უ რ ი ა ქ ს ი ო მ ა

ყოველი სიტყვა თავის მოქმედების არეალში ჰქმნის იმას, რასაც ამტკიცებს.


***
ანტიქრისტე ჰიპერფიზიკური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავში ატარებს მკაცრად უარყოფით და დამანგრეველ პოტენციალს, მატერიალურ სამყაროში გამოვლენის შესაძლებლობით...
ფრთხილად, მას ჩვენ უკვე ჩვენს ყოველდღიურობაში ვხვდებით!.. ის ყოველდღე ცდილობს სხვადასხვა გზებით ჩვენს განადგურებას,.. ხოლო როცა გკლავენ და თავს არ იცავ, თვითმკვლელი ხარ!.. ჩვენ თუ არ გვინდა, ჩვენ თუ არ დავთანხმდით, ჩვენ ვერავინ მოგვერევა!.. სიყვარულისთვის ბრძოლა კურთხეულია...


***
ერთი და იგივე ქმედება, ერთსა და იმავე პირობებში, ერთსა და იმავე შედეგს იძლევა... გამოიკვლიეთ, რომელი ცვლილებები უფრო აუცილებელია და როგორ უნდა შეინარჩუნოთ იგი (სამუდამოდ თუ არა, რაც შეიძლება დიდხანს მაინც) - ესაა წარმატების ფორმულა.


შ ი შ ი დ ა ს ი კ ვ დ ი ლ ი

კაცი რომ მოკვდება ქართველები ვიტყვით - გარდაიცვალაო, ანუ გადავიდა არსებობის ერთი მდგომარეობიდან მეორეში... საუბედუროდ, ჩვენს ცნობიერებაში ამ სიტყვამ თავისი სიღრმული შეგრძნება დაკარგა,.. "გარდაცვალება" და "სიკვდილი" სინონიმებად იქცნენ. იშვა სიკვდილი და თან მოიტანა "შიში"...
შიში და სიკვდილი ერთმანეთის პროპორციული მცნებებია. სიკვდილის შეგნება ბადებს შიშს და ნებისმიერი შიში - სიკვდილის შიშია.
სიკვდილის შიში კლავს რწმენას, რწმენას სულის მარადიულობის შესახებ. იქმნება ილუზია არსობის ამაოებისა. რწმენის სიკვდილი სიყვარულის სიკვდილია და ამდენად შიში კლავს სიყვარულს.
სიყვარულის სიკვდილი ბადებს ბოროტებას და აქედან, უსიყვარულოდ ადამიანი იქნება ეს თუ საზოგადოება,ბოროტია.
ასე რომ,შიში ურწმუნოებისა და ბოროტების საფუძველია.


***
სოდომის ცოდვა, ყველა ტრადიციის მიხედვით, ყველაზე დიდი ცოდვაა... ჩემის ღრმა რწმენით, ეს არის სვლა სამყაროს კანონების წინააღმდეგ... ამ კანონთა წინააღმდეგ ომში კი ჯერ არავის გაუმარჯვია... უფალი გვასწავლის: "რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც" /მათე 18.18/.დიახ, "ვისაც ყური აქვს, ისმინოს"... არსებობს ტრანცენდენტალური ეთიკა (მორალი, ზნეობა...), და მას ვერავინ გაექცევა... ტრანცენდენტალური სამართლისა და სასამართლოს (ოკულტურ მეცნიერებათა მიხედვით, იგივე - უმაღლესი სასამართლო) წინაშე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, და ისე ნუ ვიზამთ, რომ მთელი სამყარო თავზე დაგვემხოს... ერთიანი მსოფლიური (იგულისხმება, როგორც ფიზიკურ, ასევე ასტრალურ და მენტალურ სივრცეთა ერთიანობა) ველის დაბინძურების უფლებას არავინ მოგვცემს, რადგან ეს იქნება ტრანსცენდენტალური სიყვარულისა და ტრანცენდენტალური სიცოცხლის რღვევის დასაწყისი.სასიცოცხლო ენერგია მხოლოდ ბინერში (ბინერი - წინააღმდეგობათა ერთიანობაა: აქტიური და პასიური, ჰო და არა, მამაკაცი და დედაკაცი, და ა.შ.) იქმნება, და ჩვენ ამ კანონის დარღვევას არ გვაპატიებენ... მე იმას ვამბობ, რაც უეჭველი ვიცი (საიდან, ნუ მკითხავთ) და დაჯერება თქვენი ნებაა... და კვლავ დიდი მოწიწებით გავიმეორებ მაცხოვრის სიტყვებს - "ვისაც ყური აქვს, ისმინოს".


***
დაოსური ფიზიოლოგიის მიხედვით ანუსიდან ხუთი დიაგონალი გამოდის, რომელთა მეორე ბოლო თავის ტვინში, ყიფლიბანდთან იკრიბება, მანამდე გაივლის მთელ ტვინს... დასკვნა თავად გამოიტანე - შესაძლებელია ტვინდაზიანებული კაცი (ანალური სექსი იწვევს ანუსის დაზიანებას და აქედან ტვინის დაზიანებასაც) ნორმალურად აზროვნებდეს?..

ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ფსევდო-ლონგინე წერდა: შემოქმედება, რომელიც ამაღლებულს არ ემსახურება, შემოქმედება არ არისო. უზნეო შემოქმედება არ არსებობს, უბრალოდ ჩვენზე ასაღებენ ყველანაირ უსულგულო, არაესთეტიურ და უზნეო ნაგავს, როგორც გენიალურს, ჩვენ კი ვეყრდნობით რა ავტორიტეტთა ჭეშმარიტებას, ვღებულობთ და ვაღიარებთ ყოველგვარ ნაგავს და გვავიწყდება, რომ მთავარი ჭეშმარიტების ავტორიტეტულობაა...



study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 1:23 pm

მალხაზ გველუკაშვილი

მინიატურები

ამაოება

გრძნობით გახურებულ უდაბნოს გულ-მკერდს უგრილებდა იმედის სიო.

განა საოცარი არ არის! . .
მაგრამ ვნებით შევსვამთ ხოლმე მოწამლულ შარბათს და თუ გადავრჩით, უსიტყვოდ გადავსახლდებით სხვა სამყაროში ამ იმედების მოსაგონებლად.

1981 წ.


ბრწყინვალე ვარსკვლავი

შავს იდუმალებაში ტაატით მიიკვლევდა გზას თეთრი ხომალდი. . . ჭუჭყისფერ კვამლს სტოვებდა გზაზე. კვამლს, რომელიც წარსულში უნდა დარჩენილიყო არდავიწყაბად და მომავლის ტკივილის მიზეზად ქცეულიყო.
- მართლაა ბედნიერება აღთქმულ ვარსკვლავზე, ძია?
- მართლა შვილო.
- მერე და როდის მივაღწევთ?
- მალე, სულ მალე.
- და ეს “მალე” მთელი ცხოვრებაა - ჩაილაპარაკა მოხუცმა კოსმონავტმა.
. . . . .
მრავალმა სინათლის წელმა ჩაიარა მას შემდეგ. ჰადესის ჯურღმულებში გაუჩინარდა მოხუცი კოსმონავტი.
ჰა და ჰა, თითქოს, დღეს თუ არა ხვალ მაინცო. . . და უჩინარდება ვარსკვლავი სამყაროს უსასრულობაში.
შავს იდუმალებაში ტაატით მიიკვლევს გზას თეთრი ხომალდი. უშიშრად მიჰყვება უსასრულობის უცნობ გზებს.
- მივაღწევთ ოდესმე აღთქმულ ვარსკვლავს!
- მალე, სულ მალე!

1981 წ.


გაგრძელება იხილეთ

წლობით ნაწვალები ერთ დღეში დაენგრა: სახლი დაეწვა; შვილები დაეღუპა; მეუღლე გაუგიჟდა.
_ მე მის ადგილზე თავს მოვიკლავდიო.

თავს ვერ მოიკლავს, სიკვდილის შემდეგ უკანასკნელი იმედიც ქრება.

1980 წ.


გამარჯვება

დრაკონის კბილებს სთესავდა მთელი ცხოვრება.
ურჩხულის ლურჯი ბაგეებიდან მოელვარე ეშვებს ღრჭიალით აჩენდა.
წყალი დაგესლა.
ჰაერში აყროლებული სუნი ამოუშვა.
დაიკვნესა დედამიწამ, დაიხრიალა, დაიღრჭიალა და. .

ვაშა! - შესძახა მეცნიერმა - ექსპერიმენტმა ბრწყინვალედ ჩაიარა. ჩვენ გავიმარჯვებთ!

1981 წ.


დამსხვრეული ჩარჩოები

მე შენს ხატებას ვსვამ ოცნების ცისფერ ჩარჩოში.
. . . და სინამდვილემ თუ უქცია ოცნებას ზურგი, რაც სავსებით მოსალოდნელია, თავს დავიმშვიდებ, ვითომ არასდროს ყოფილხარ. . . და ვეცდები ვიოცნებო შეუძლებელზე.
. . . . .
ბედნიერნი ვართ, ყოველივე შესაძლებლის დაკარგვის შემდეგ შეუძლებელზე ოცნების უნარი თუ მაინცა გვრჩება.

1980 წ.


დარდიმანდი

- ქვეყანა რომ თავზე დაექცეს, თუ არ გაეცინა, გაეღიმება, გულს წუხილს არ გააკარებსო.
. . . . .
რატომ გგონია, რომ მისი ღიმილი შენს წუხილზე ბეგნიერია. . .

1980 წ.


დედა

- ოთხი წლის იყო კითხვა რომ ისწავლა. . . მასწავლებელი მეუბნებოდა, შენი შვილი პოეტად არის დაბადებულიო, მაგრამ. . . ჯიუტია. . , ეეჰ, ქვეყანა ვის გაუსწორებია, მაგან რომ გაასწოროს - და დედას თვალები ცრემლებით აევსო.

1981 წ.


ვნებათა სიჭარბე

ანერვიულებულმა მეგობარს მოვუყევი, როგორ გამიუფერულეს ლამაზი წუთები.
- ადამიანში უჩინარად მხეცსა სძინავსო.

რა უსუსური ვყოფილვარ თურმე.

1980 წ.


ზეკაცობის სურვილი

ქარაგოზა მოსდებია ადამიანის თვალებს და მთის გოროზი მდუმარების თავზე მოღრუბლულ ცასა და ნისლს ხედავს მხოლოდ. მე მთის წვერზე ასვლა მწადია, რათა გზა გავაგრძელო ცაში უხილავი ბილიკებით, ღმერთის თანაბრად დავდგე და საფლობში ვსდიო ქაფრებს მოსაბრუნებლად.

1982 წ.


თვალდახუჭული

მთელმა სიკეთემ ტრფობის ჟამს იჩინა თავი და დაუნდობლად ებრძოდა ქარის წისქვილებს. აბუეტივით გავიდა სიყვარულის გზაზე - ცრემლებს სინათლე არა სჭირდებაო.

1980 წ.


თვითმხილების ხიფათი

დიდი ხანი, ძალიან დიდი ხანი დაბოდიალობდა.
მობეზრდა.
გულმისატანი საქმე რომ ვერ გამონახა, გადაწყვიტა, ჩემს ცხოვრებას გადავიტანო ფურცლებზე.
გაშიშვლდა.
ო, რა საშინელი ვყოფილვარო - და კალამი გადადო გვერდზე.
დაწვა და . . . დაიძინა.

1982 წ.


თვითტკბობა

ცისფერ ზმანებაში მზეს რომ გავეჯიბრე, დღეთა გულისწყრომას თავი ავარიდე.
გონებით შევძელ ამეგო სილამაზის ურყევი კოშკი. . . და გამონასკვა ცხოვრებამ სიცოცხლის ძაფი.
მარადიულობამ თავი მომაბეზრა.
. . . . .
გულის სიჩაუქე თუ გსურს დაინახო, უნდა გადმოხედო გრძნობას სიმაღლიდან.

1981 წ.


იდიოტი

ერთხელ აღმაფრენა გადავწყვიტე.
მაღლა მომივიდა.
საკუთარ ძმაში უსუსური მწერი შევნიშნე.
სისულელედ ჩავთვალე მისი აზრები და განცდები, მისი ოცნება და მიზანი.
ნისლს გავუფანტავ გონებაში, გავიფიქრე, მაგრამ გადახრისა შემეშინდა, ვაითუ თვალები ამიჭრელდეს და გადავვარდე-მეთქი.
. . . და მაშინ ვიგრძენი მარტოობა:
- საით მიფრინავ, ხალხის შობილი ხალხშივე დარჩი, ბრიყვო!

1980 წ.


იმპერატორი და ზღვა

ზღვა თავაშვებული გახელებით ეხეთქება ხმელეთს. ერთ მტკაველს წაგლიჯავს, შვებით ამოისუნთქავს და დაწყნარდება, მანამ ისევ არ დაკარგავს მიტაცებულს.
შესძახა ყოფილმა იმპერატორმა, ამღვრეული, შურიანი თვალებით რომ შესცქეროდა ზღვას:
- ოი, ბედნიერო! რამეთუ ყოფიერებას შენთვის კანონები არ დაუწესებიაო.

1981 წ.


ლოგიკა

ქალი, თავისი სულის აღნაღობით, რეალისტია.
ქალი შემიყვარდა. ალბათ გამოგიცდიათ სიყვარული და. . . მოვწყდი დედამიწას. დიდხანს ვაგზავნიდი მოწყვეტილ ვარსკვლავებს, საკუთარი გულის სიმხურვალით გამთბარს, სიყვარულის მისამართით.
ერთხელაც, როცა გადავწყვიტე გამოვტყდომოდი, ათასი ბოდიალის შემდეგ ცოლობა შევთავაზე, . . სიყვარულის შეუთავაზებლად.
ენდო ჩემს სიტყვებს და მოვიფიქრებო. . . ის კი აღარ უფიქრია, რომ კიდევ ათასი რამ მქონდა სათქმელი, მაგრამ უცნობმა ძალამ კრიჭა შემიკრა და ენას მისი სააშკარაოზე გამოტანის საშუალება არ მისცა. . , თავისუფლად შობილი თავისუფლებაში ხომ ადვილად ჰპოვებდა გზას.
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ უარი მსტკიცა.
მე რომ აქეთ - იქით ვედებოდი, თურმე ერთი უბრალო სიტყვა, მხურვალედ თქმული და კარგად გახუნებული ჟესტიც საკმარისი იყო. დიახ, სიტყვა და. . .ეეჰ!
ქალი, თავისი სულის აღნაღობით, რეალისტია.

1983 წ.


მარტოხელა მხატვარი

- უცნაური რამ მესიზმრა: ჯადოსნური ფუნჯი მაჩუქეს, რასაც დახატავ ხორცს შეისხამსო. რა ვჰქმენ? . . პატარა ქოხი დავხატე. პატარა ქოხში პაწაწა აკვანი. . . პაწაწა აკვანში ნამცეცა ბიჭუნა სიზმარში ხედავდა დიდ გზას, რომელზეც დადგება ოდესმე. ქოხს ჟიჟმატი ბაღი ეკრა. . . დედა წითელ ვარდებს ჰკრეფდა, რომ ციცქნა ბიჭისთვის გვირგვინი დაეწნა და. . . ეეჰ!

1982 წ.


მონახაზი

სახლი, რომელშიც ბავშვობა გაატარა, ღრუბლებზე იდგა.

1980 წ.


მწუხარეთათვის

საბაოთ მომკვდარაო, ხარობდა სათაელი, ბოღმამ დაახრჩოო ღმერთი. აღასრულაო ზეციერი დარდამა მიწიერზე, ვეღარ აიტანაო საქმენი ბიწიერთა და მომკვდარაო.

1982 წ.


ნაპოლეონი

მე ნაპოლეონი ვარო - თქვა გიჟმა და ცრემლები დაანთხია.
ყვებოდა გიჟი გამარჯვებას (საკუთარს თუ ნაპოლეონისას), ტრიუმფით შესვლას ქალაქებში. ყვებოდა: როგორ კრთოდნენ მის წინ ადამის ძენი; როგორი წესრიგი ჰქონდა სამხედრო ბანაკებში. ყვებოდა: როგორ დაიპყრო ნახევარი ევროპა და როგორ დამარცხდა; როგორ აჰყარეს პატივი და როგორ გააძევეს; მისი დიდების ვარსკვლავი როგორ გაბაცდა (თუმც სულმთლად მაინც ვერ დააბნელეს).
ეწვოდა გიჟს ვატერლოო და ტიროდა.
თუმც ერთი მაინც ახარებდა: გამარჯვება, ტრიუმფები და დიდება რომ არ მოჰყოლია, და მაინც ყველაზე დიდი გამარჯვება - სიყვარული მარისიასი.

1980 წ.


ნებით თუ უნებლიედ

- გიყვარდათ?
გაეღიმა. . . სული წაულეკა მოზღვავებულმა ბოღმამ.
- აპატიებდით?
თუ რამ მაშინებს, საკუთარი უსასოება. როგორ მინდოდა ღიმილში რომ დამენახა მხოლოდ სიკეთე - მაგრამ არ უთქვამს.
. . . . . .
იგრძნო, რომ სხვადასხვა მხარეს მიდიოდნენ და გაუგეს ერთმანეთს.

1982 წ.


პესიმიზმი

ღმერთი გავაღმერთეთ, რაღა საჭიროა კაცის გაღმერთება.
ტაშით ხვდებიან შიშველ ბელადს - ო, რა ლამაზად გაცვიაო. . . და ბელადიც, ადრე ოქროს, ახლა ვერცხლს ააბრჭყვიალებს თითებში და გადაცვლის ოფლში.
. . . . .
ო, რა უბედურნი ვართ, რამეთუ შეგვიძლია ბედნიერება ვუსურვოთ ერთმანეთს.

1980 წ.


რწმენა

მწვანე მინდორზე მეგონა თავი, საფლავში ვყოფილვარ თურმე. თუმცა ჭაობი ხასხასა ფერით თვალსა მსტაცებდა, ერთ ფეხის დადგმა კუნძულზე შევხტი და გადარჩენილმა თავი განწირულად ვიგრძენ, რაკი ვიფიქრე, მქისე სიღრმე, რომელსაც შემდგომში მაინც ვეაფრით ვერ გავაღწევდი, არათუ მხოლოდ ხორცს, სულსაც წარმტაცებდა და მოხიბლული დავივანებდი საუკუნოდ საფლობის ფსკერზე.
შორს, ბლანტი სიმწვანის ზედაპირზე კაცი მოაბიჯებდა, თავს ნათელი ადგა. მომიახლოვდა და . . .
ოი, მშვენიერების მეუფეო, რაგინდ მტკივნეული უნდა იყოს შენი ჭაპანი, წელზე შემორტყმულმა უნდა ვატარო, რამეთუ ნაქურჩალა შემოღლეტილს არ დავემგვანო და არ შეგზარდეს ჩემი დანახვა უკიდურესი სიშიშვლის ჟამსაც.
მხარზე ხელი დამადო და თვალებში ჩამხედა. ახლად აბიბინებული ბალახივით ხასხასა თვალები ჰქონდა. ვიგრძენ, რომ გავაღწევდი საფლობს, ვითარცა ღმერთმა გაიარა წყალზე და . . . გავიარე.

1982 წ.


სიკვდილის შიშით

სივრცე არ მყოფნის. . .
სული მოდრიკა მობოშებულმა ხორცის სიმძიმემ. გული ავთხლიშე სხეულს უწყალოდ და ჩემებრ მონებს ვუბრძანე მონამ
- მომიოქროვეთ! ! ! მომივარაყეთ! ! !
. . . სულ მუჭა მიწამ დააშოშმინა.

1982 წ.


სინანული

მჯეროდა შენი.
და ერთხელ, როცა მაიძულე გარემოსათვის შემეხედა შენი თვალებით, შემზარდა ყველა და ყველაფერი.

ვაი, რომ მჯეროდა შენი.

1980 წ.


სიყვარული

ცხოვრებამ მარგუნა ეს ლამაზი გრძნობა.
შენ შეგიძლია ძალა მომცე, შევძრა სამყარო,
. . . ანდა ფარხმალი უხმოდ დავყარო.

1983 წ.


ტკივილი

სილა გამაწანი და გაუგებრობას ჰქონდა ადგილიო _ თავი იმართლე.
რომ მოგეკალი!

1980 წ.


უნდობლობა

შენი თვალები მიყვარდა ეგზომ. . .
და ერთხელ გთხოვე, რომ დაგემალა მაგ თვალებში ეს საიდუმლო.
თვალებში მკრთალი ნაპერწკალი აციმციმდა.
შენ საკუთარი საიდუმლო ვერ შეინახე.

1980 წ.


ფიქრიანი

თუ გიფიქრიათ ბნელ-უკუნეთში როგორა ჰყვავის თეთრი ოცნება.
ანდა, აღთქმული ქვეყნის მოძღვრება რით დამთავრდება.
შავი წერტილი თუ გაინთხმება ცისფერ მირაჟზე.
ანდა ქოხმახის შავი ბუხრიდან ამონაბოლქვი თუ დააბნელებს ნათელ ზეცას და ვიღაცის ჯინაზე დედა-დედინაცვალი გერებთან ერთად საკუთარ შვილებსაც დაახრჩობს. . .

1982 წ.


ძაღლი ბატონისა

მთელი ცხოვრება მისი ერთგული იყო. თვალებში შესციცინებდა. ღამეებს უთევდა - ძილი არავინ დაუფრთხოსო.
იმ დღესაც. . .
მან თოფი გადმოიღო. სანადიროდ მივდივართო - გახარებულმა ცქმუტვა დაიწყო, თუმცაღა გრძნობდა, რომ ბებერი მუხლები ძველებურად აღარ ემორჩილებოდა.
ტყეში გავიდნენ.
თოფი გატენა. . .
მეხუმრებაო - გაიფიქრა და წყლიანი თვალებით მიაჩერდა.
თითქოს ტვინი აეხადა. . . თოფის ხმა არ გაუგია. . . რისთვის! - გაიფიქრა და თვალები ცრემლებით აევსო.
. . . . .
ის ვალმოხდილი ბრუნდებოდა შინ.

1981 წ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 1:26 pm

მალხაზ გველუკაშვილი

ჯარისკაცის ანდერძი

ათვალიერებთ. . . მოგწონთ, არა? . . ასეცაა.Aარც შეიძლება არ მოგეწონოთ. აქ ყველა და ყველაფერი მშვენიერია, იმიტომ რომ ბუნებრივია. ტკივილი ხომ გესმით? . . გესმით! რა თქმა უნდა გესმით! გრძნობთ კიდეც! . . თქვენი თვალები ხომ ასეთი სუფთა და მრავლისმეტყველია. . . მე თავად ვინა ვარ? როგორ, ვერ მიცანით! ? კარგად შემომხედეთ და დამაკვირდით! კიდევ ვერ მიცანით? ! მე. . , მე ამ სამყაროს ჯარისკაცი ვარ. . . რომელი სამყაროსი? . . ამ სამყაროს. . , დიახ, დიახ ამ სამყაროს ჯარისკაცი ვარ! . . გეთანხმებით, ვრცელი და თავისუფალი არსებაა სამყარო, მაგრამ მასაც სჭირდება ჯარისკაცი . . . თქვენ ისე შემომცქერით . . . არა! არა! ნუ გებრალებით! მე დამთხვეული არა ვარ! მე მართლა ჯარისკაცი ვარ! იცით, ხშირად სამყაროს კედლებით ვიწრო და ჭუჭყიან ოთახებად ჰყოფენ. . . ისევ არა გჯერათ ჩემი. . . სწორედ ამ ბოროტთა და ჩლუნგთაგან, ძლიერთა და გაუთლელთაგან, თავდაჯერებული ხეპრეებისაგან თავდასაცავად სჭირდება სამყაროს ჯარისკაცი. . . სამყარო ხომ უსასრულოა. . . ისევ უნდოდ მიყურებთ. ნუ გეშინიათ! მეც ადამიანი ვარ, ისეთივე ადამიანი, რორგორც თქვენ. Oოღონდ მე ამ სამყაროს ჯარისკაციც ვარ. არა გჯერათ? ! დამთხვეული გგონივართ, არა? . . ეჰ, ჭეშმარიტება ხომ სიგიჟის თანაზიარია. . . სიმართლე გაინტერესებთ? მე კაცი ვარ და ღმერთი ვარ კიდევ. უკეთეს შემთხვევაში ღმერთების თანატოლი მაინცა ვარ, იმიტომ, რომ მე ადამიანი ვარ და მე ვარ ამ სამყაროს ჯარისკაცი. . . როგორ აგიხსნათ. . , იცით! როდესაც ღმერთები დედამიწაზე ჩამოდიან, ზეცას სტოვებენ, როდესაც მე ზეცაში ავდივარ, დედამიწაზეც ვრჩები, რადგანაც მ\თელი ჩემი სამყარო დედამიწაზე იწუყება და დედამიწაზევე მთავრდება. ღმერთი ზეციერი ადამიანია, ხოლო მე მიწიერი ღმერთი ვარ. . . და მე ამ სამყაროს ჯარისკაცი ვარ. ისევ დამთხვეული გგონივართ, არა?. . ეეჰ, არადა რა დიდებული თვალები გაქვთ. თქვენ. . . თქვენ უნდა გამიგოთ! ვეცდები გამიგოთ! . . მიდიხართ? იმიტომ, რომ არ გინდათ მომისმინოთ. . . ხომ ასეა! . . წაბრძანდით, ბატონო! წაბრძანდით, მაგრამ ერთი მაინც დაიმახსოვრეთ _ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, რამეთუ არც დედამიწას და აღარც სამყაროს არ ექნება ფასი ჩვენს გარეშე!

1982 წ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 1:27 pm

მალხაზ გველუკაშვილი

მეფისა და მათხოვრის ზღაპარი

უხსოვარ დროში ერთი კაცი ცხოვრობდა თურმე. მეფე ყოფილა და ყოფილა კეთილშობილი. მშვიდობიანად გაატარა მთელი ცხოვრება. როცა ეწვია მეფეს სიბერე, გადაწყვიტა, რომ სიკეთე ექმნა, დიდი სიკეთე, რომლის მაგვარიც არ სმენია ადამის მოდგმას.
ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გზას გაუდგა. მიდიოდა და მიდიოდა.
ბევრი სიკეთე დათესა, მაგრამ ვერ იმყოფინა ვერცერთი, რადგან კიდევ ეძებდა.
და ჰა, ერთხელაც დაღლილი მეფე ჩამოხდა ერთი ტაძრის კარებთან. მათხოვარი შენიშნა. ქისაზე იკრა მეფემ ხელი და ერთი ოქრო მისცა მათხოვარს. შეცბა მათხოვარი ოქროს დანახვაზე:
_ დაიბრუნე კეთილო კაცო შენი მონეტა!
_ კი მაგრამ რატომ? _ გაკვირდა მეფე.
_ ოქროა იგი!
_ მე არ შემშლია!
_ მე მესმის შენი, მაგრამ ჩემთვის ოქრო ბევრია!
_ ბევრია ვითომ?!
_ მე ხვალ ამ ოქროს არავინ მომცემს და უფრო მეტად გამიჭირდება!
დაფიქრდა მეფე, ბრძნულს უბნობსო ეს კაცი მართლაც და დაჰპირდა, რომ ყოველდღე ამდენს მისცემდა.
_ დიდი მადლობა, კეთილო კაცო, და ეს ცხოვრება ჭრელია, რადგან ხომ შეიძლება, რომ განმირისხდეთ, ანდა მოგბეზრდეთ და აღარ მომცეთ არცერთი გროში! რა მეშველება მერე მე, უძლურს? რომ დავაგროვო? ო, არა! არა! მე დაგროვებას ჩვეული არ ვარ! მთელი ცხოვრება იმდენი მქონდა, რომ დღიდან დღემდე სული მიმქონდა. და ჩემი თხოვნა იქნება მხოლოდ, რომ სურვილს ჩემსას წინ არ აღუდგეთ!
_ ო, ჭეშმარიტად ბრძენი ხარ ძმაო! _ აღაფრთოვანა კეთილი მეფე მატხოვრის სიბრძნემ და გადაწყვიტა _ ტახტს დავუთმობო. იგი უფრო ღირსია ტახტის და ჭეშმარიტად სამართლიან სამეფოს შექმნის. და ეს იქნება ყველაზე დიდი სიკეთე, რომლის მაგვარიც არ სმენია ადამის მოდგმას.
_ მე მეფე ვარ და მსურს, რომ ჩემს ადგილს შენ დაეუფლო, შენ იყო მეფე!
მათხოვარი წამით გაოგნდა, მაგრამ მალე მოვიდა აზრზე. გაიფიქრა, რომ ეს ყველაფერი ან უადგილო ხუმრობა იყო, ან კი. . . ო. არა! გაფიქრებისაც კი ეშინოდა! Dაემხო მეფის ფეხებთან მაშინ და
_ შემიბრალეთ მეფევ ბატონო! მე ასეც, აქაც კარგად ვარ, რადგან ბედს არ ვემდური! არა ვარ ღირსი. Mეშინია კიდეც, რომ ამხელა ტვირთი ვიკისრო!
_ ოო, ჭეშმარიტად მეფედ შობილხარ! შენი ბედი ასე ყოფილა.
_ არა, მეფეო! აბა, რა ჩემი საქმეა მეფობა! სად გაგონილა მათხოვარი დაესვათ მეფედ?!
_ გვირგვინი მომაწოდეთ! _ შესძახა მეფემ ნაზირ _ ვეზირებს _ არ გაგონილა და დღეის შემდეგ ასე იქნება! იმეფებს, ვინც ეს დაიმსახურა!
_ არა, მეფეო! გთხოვთ შემიბრალოთ! მე მაგ გვირგვინის ღირსი არა ვარ!
_ ღმერთი გფარვიდეთ, მეფევ ბატონო! _ და შემდეგ, მეფემ დატოვა სამეფო და გადაწყვიტა სიმშვიდეში გაეტარებინა დარჩენილი წლები. მათხოვარი მალე მოეგო გონს და შეიფერა მეფის გვირგვინი.
. . . . .
_ აბა მომახსენეთ, ვირისთავებო, ხომ წესრიგშია სუყველა საქმე! ის კაცი, ხარკი არ გადაუხდიაო, რას ფიქრობს! კიდევ ვერ ხვდება, ვისთანა აქვს საქმე, ძაღლიშვილს!
_ ჯერ ჩავაყუდეთ ორი _ სამი დღე, მერე გავროზგეთ, რა თქმა უნდა, მანამდე, “თავის ნებით” მოგვცა ყოველი. . .
და ასე “მშვიდად” ცხოვრობდა მეფე _ ნამათხოვრალი. და რადგან არაფერი არ იმალება, ამ ამბავმაც მიაღწია განდეგილი მეფის ყურამდე. გაგულისდა ნამეფარი და სასახლეში მიეჭრა მეფეს. მათხოვარმა, ო, მაპატიეთ, მეფემ ვერ იცნო ნამეფარი:
_ ვინ ხარ! რა გნებავს! რისთვის მოსულხარ! ჩემი სიმშვიდე რად დაარღვიე?!
_ როგორ თუ ვინ ვარ! ნუთუ ვერ მიცან?! შენ ის არა ხარ, მათხოვარი, ტაძრის წინ რომ ოქრო გაჩუქე?!
_ როგორა ბედავ! სად გაგონილა, რომ ხელქვეითმა აუგი ჰკადროს ღმერთისტოლ მეფეს!
_ რაა?! ხელქვეითი?! ოო, საცოდავო!
_ შეჰკარით! _ იღრიალა ტახტის მფლობელმა _ მოჰკვეთეთ თავი!
. . . დიახ, ცხოვრობდა თურმე ასეთი მეფე დიდი ხნის წინათ.

1984 წ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 1:28 pm

მალხაზ გველუკაშვილი

ზღაპარი მხატვარზე

ეს ამბავი ერთ პატარა ქალაქში მოხდა. ეს ქალაქი ჩვეულებრივი კაცებით ჩვეულ ცხოვრებას ჰქმნიდა დიდი გატაცებით. უყვარდათ და სძულდათ, უხაროდათ და სწყინდათ, და ყველა წუწუნებდა.
ჩვეულებრივი კაცების გარდა, კიდევ ერთი კაცი ცხოვრობდა ამ ქალაქში. მისი სახელი არავინ იცოდა, არც ის, საიდან მოვიდა, რას აკეთებდა, რა ულხინდა და რა უჭირდა. Gგამოვიდოდა სახლიდან და ხმის ამოუღებლად დაეხეტებოდა ქალაქში. სადაც დაინახავდნენ, სტვენით იპდ.აიკლებდნენ იქაურობას. . . ასე იყო თუ ისე, ერთი გიჟი ქალაქს სჭირდებაო და . . . ერთობოდნენ.
Eერთი უცნაურობა სჭირდა ქალაქს: მზე არა ჰქონდა და ლამპიონებით აჩახჩახებდნენ.
ერთ დღეს ეს კაცი, ჩვეულებისამებრ, დაბრუნდა შინ, კარები მიიხურა და . . . გავიდა დრო, არა და არ გამოვიდა სახლიდან. დაინტერესდა ჩვეულებრივი ხალხი _ რა დაემერთაო და კარები შეამტვრიეს. სახლში არავინ იყო. ოთახში იატაკზე პალიტრა ეგდო, ხოლო კედელზე მზე იყო დახატული. განცვიფრდა ჩვეულებრვი ხალხი: დახატულ მზეს ნამდვილი, კაშკაშა სინათლე და სიმხურვალე ჰქონდა. გამოხსნეს ფანჯრები, რომ სიცხისაგან არ დახუთულიყვნენ და. . . ჰოი და საოცრებავ, მზე გადმოგორდა კედლიდან და . . . ცაზე თავისი ადგილი დაიკავა.
მეორე დღესვე ალაპარაკდა პატარა ქალაქის გაზეთები.
ტანსაცმელი პანთეონში დაკრძალეს. ძეგლი აუგეს ქალაქის შუაგულს _ პატარა ქალაქს დიდი კაცი ჰყოლიაო.
მის სახლში მუზეუმი გახსნეს.
. . . ის კი იდგა და იცინოდა.

1983 წ.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 1:30 pm

მალხაზ გველუკაშვილი

სიყვარულის ზღაპარი

ამბავი, რომელიც მიამბო უცნაურმა უცნობმა ანუ სიყვარულის ზღაპარი

ძვირფასო მეგობარო, თუნდ დაუჯერებლად მოგეჩვენოს ჩემი ამბავი, რომელიც მინდა მოგითხრო, ძალა მოიკრიბე და მაჩვენე მაინც, რომ გჯერა ჩემი; ამით პატარა იმედს მაჩუქებ და სიცოცხლესაც გამიადვილებ. მაინც რწმენაა მთავარი, რწმენა ხომ შვებას ანიჭებს მოკვდავს. და ამ რწმენის განმტკიცება მაშინ იქნება, როცა ხორცშესხმას ვიხილავ მისას.

მაგრამ სჯობია ყველაფერი მოგითხრო წვრილად.

ეს მოხდა მაშინ, როს დავრჩი მარტო და საათების ატეხილ მწკრივში ხალხს გავურბოდი. გავექეც ყველას და ოთხ კედელში გამოკეტილმა სულის სიმშვიდის ძიება ვიწყე.

დღე დღეს მისდევდა, ღამე კი ღამეს. და განათენებ ღამეთა რიგმა გადამაქცია ლანდივით გამჭოლ და სიცოცხლესავით მძიმე ფორმულად.

რომ დამცინოდნენ ჩუმ _ ჩუმად, ვგრძნობდი. ყურს არ ვუგდებდი არავის სიცილს. დრო გადიოდა და ასე უხმოდ გადავდიოდი ხმამაღალ ფიქრში. ათასი კითხვა, ათიათასი და არვინ იყო პასუხის მთქმელი.

მაგრამ ყველაფერს აქვს თავის ვადა. და ჰა, ერთხელაც, ერთ ლამაზ ღამეს ვიღაცა, უცხო გამომეცხადა. არა, არც კარი გაუღია და არც ფანჯარა. შიშმა საწოლზე მიმაკრა მძლავრად და ასე ენაგადაყლაპული ვიყავი ერთხანს. ბოლოს, როგორც იქნა ხმა ამოვიღე. პასუხიც იყო _ მე, ეს შენა ვარ, ანუ შენ მე ვარ! წამოვიბღავლე. . . ჩემი ხმა ვიცან! თითქოს თვითონაც მე მგავდა, მაგრამ. . .

დრო გადიოდა.

მთელი ჩემი სამყარო ჩაკირბეტონდა ჩემს ოთხ კედელში. ვიყავით მე და ჩემი ზმანება. მუდამ ვდაობდით, ვარჩევდით ამბავს ცისა და მიწის. მაგრამ ხომ იცით ეჭვნეული კაცის ბუნება _ თუ ორი საპირისპირო მთლიანობას ქმნის, თუ პროტონს ელექტრონი სჭირდება და მზეს პლანეტები, მე რიღათი ვარ გამონაკლისი? შეუძლებელია, ჩემო ერთგულო მეგობარო, რომ მე და მე, ანუ შენ და შენ სივრცეს ვასრულებდეთ!

. . . . .

თუ ზმანებაში შემომეპარა, ჩემი ბრალია, რამეთუ ჩემი ნეკნიდან შევქმენ ვით შემოქმედმა და მივაწერე ყველა ის ხატი, რაც თავად მაკლდა. ვგრძნობ, რადგან თვალახელილი მასში ვარ მხოლოდ.

გადავწყვიტე, რომ მომეძებნა ზმანების გარეთ, თუნდ ეს ძიება დამჯენოდა სიცოცხლის ფასად.

. . . . .

და სწორედ მაშინ, მის ძიებაში, ტყეში წავაწყდი პატარა ოდას. მიტოვებული იყო ეს სახლი. იქ ყოფნა სჯობდა, ვიდრე გამეძღო ნადირთა მოდგმა.

კედელზე საათს ჩამოეყვინთა; კუთხეში ქსელზე თვლემდა ობობა. შუა ოთახში იდგა მაგიდა, შემოწყობილი ჰქონდა სკამები. მე ბუხრის გვერდზე ჩამძინებოდა.

მეზმანებოდა _ ზღვის პირას იდგა და კაბის კალთებს ურხევდა ქარი. . . ო, როგორ მსურდა, რომ ის ზღვა მაშინ მე ვყოფილიყავ. ჯერ ფეხის თითებს დავუკოცნიდი, შემდეგ მუხლებზე მოვეხვეოდი; საწოლივით გავეშლებოდი და ტალღებს გადავაფარებდი დალიანდაგებული საბნის მაგიერ. ჩავეხვეოდი და ჩემი სულისა და ხორცის ნაწილად ვაქცევდი.

ხმაურმა გამაღვიძა. ვიღაც _ ვიღაცეები სახლის კარებთან არაადამიანური ხმით, გასაგებ ენაზე ლაპარაკობდნენ. ბუხარში დავიმალე. და თითქოს ზღაპარს მოჰყვა ზღაპარი: სათითაოდ შემოლაგდნენ ოთახში გველი, კატა, ვირთხა და მგელი. აანთეს ლამპა, შემოუსხდნენ მაგიდას და ბანქო ამოიღეს.

_ ვინ დაარიგებს? _ გველმა იკითხა.

_ ვირთხა ატუზავს! _ ეს იყო მგელი.

_ ვითომ მე რატომ?!

_ ხმა ჩაიკმინდე! _ დააბრიალა თვალები კატამ.

ტუზი გველს შეხვდა. ჩამოარიგა.

_ დღეს სტუმრად ვინ გვყავს? _ იკითხა გველმა.

_ საბაოთი და სათაელი!

_ მეტი არავინ?!

_ კიდევ მეზღაპრე პაპუნა და მისი მეუღლე ბაბილინა!

_ მშვენიერია! ფლეშ _ როიალი! სტუმრები რაღაც იგვიანებენ!

კიბეებზე ფეხის ხმა გაისმა.

_ აქა მშვიდობა! _ ქუდი მოიხადა საბაოთმა.

_ ეგება ომი სჯობდეს მშვიდობას!

_ კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ წყეულ სახლში! _ კუდი გააქიცინა კატამ.

მაგიდიდან თავისთავად ალაგდა ბანქო და გაიშალა ზღაპრული სუფრა.

_ თქვენს მობრძანებას გაუმარჯოს! _ თათები გაშალა მგელმა.

_ მადლობას გიხდით! _ კეთილი ღიმილი აქვს საბაოთს.

_ სასაცილოა! _ ჩაიცინა სათაელმა.

კიბეებზე ფეხის ხმა გაისმა.

_ აი, მეც მოველ! _ შემოაღო კარი მეზღაპრემ.

_ ძალიან კარგი, მაგრამ რატომ დაიგვიანე?

_ ბაბილინას ბრალია. არ იცით ქალების ამბავი, სამჯერ უარყო საკუთარი სახის ფერი!

_ ახლა დასხედით და მერე გვითხარ, რითი გვიპირებ დღეს მოტყუებას!

_ არასდროს ვცრუობ, ღმერთმანი, ვფიცავ! უბრალოდ ისეთ ამბებს ვყვები, რომლის სიმართლე დიაღაც რომ ზღაპრულია.

_ და შენ გინდა სთქვა, რომ შენი ზღაპრები სრული ჭეშმარიტებაა?!

_ ისევე, როგორც თქვენი არსება!

_ საიდან მოდიხართ?

_ ო. შორი გზიდან. იქიდან მოგვაქვს ერთი ამბავი, რომლის სიმართლეში ეჭვიც არ მეპარება.

გველი ჩაეხვა სავარძელში, თავი მაგიდაზე ჩამოსდო და სმენად იქცა; კატა კუდს ეთამაშებოდა; ვირთხა მადიანად იღმურძებოდა; მგელი თვლემდა; საბაოთს მზერა გაურკვევლად გაჰყინვოდა; სათაელი დამცინავი ღიმილით პასეანს შლიდა.

Bბრაჰმასურა

ანუ ამბავი რომელიც მოჰყვა პაპუნამ

ერთი კაცი ცხოვრობდა თურმე. ბრაჰმასურა ერქვა სახელად. ბოროტი კაცი იყო ბრაჰმასურა. ძლევამოსილობას ოცნებობდა, მაგრამ არც ძალა ჰქონდა საამისო და ვერც ჭკუით დაიტრაბახებდა.

მაშინ გადაწყვიტა რომ ელოცა და ღმერთისათვის ეთხოვა ჯადოსნური ძალა. გადაწყვიტა და შეუდგა კიდეც საქმეს. ტყეში, რომელშიც ცხოვრობდა ბრაჰმასურა, ერთი დაბურული ხის ქვეშ ამოარჩია წყნარი ადგილი და შეუდგა ლოცვანის კითხვას. დიდხანს იჯდა და ლოცულობდა. და ბოლოს შივა გამოეცხადა. ბრაჰმასურას გულწრფელი ლოცვით, ბოროტებსაც ახასიათებთ გულწრფელობა, აღფრთოვანებულმა შივამ გადაწყვიტა, რომ რაიმეში დახმარებოდა:

_ მასიამოვნა მე შენმა ლოცვამ, რა შემიძლია, რით დაგეხმარო?

_ ო, ჩემო ბატონო, მე თქვენი ლოცვა _ კურთხევაც მეყოფა! შხვა სურვილი არცა მქონია, ნიადაგ თქვენზე ვილოცო მხოლოდ!

_ აი, ჩემი ლოცვა _ კურთხევა! მაგრამ შენ, ვგონებ, გენდომება კიდევ რაღაცა. მთხოვე რაც გინდა, ნუ გერიდება!

_ მაშინ, რადგან ასე გსურთ რომ დამაჯილდოვოთ, მომეცით ძალა; თუნდაც ისეთი, მარჯვენა ხელით ვისაც არ უნდა შევეხო თავზე, იმ წამსვე მოკვდეს!

_ თუ სულ ეს არის შენი სურვილი, ეგ ადვილია. ამ წუთიდან ვისაც კი მარჯვენა ხელით შეეხები თავზე, მაშინვე მოკვდება!

ბრაჰმასურამ ბედნიერებისაგან გადაიხარხარა, ღმერთმა ის დააჯილდოვა ჯადოსნური ძალით.

_ ბატონო ჩემო, ახლა ნება უნდა დამრთოთ, რომ მოვსინჯო ჩემი ძალა. . . ძალა, რომლითაც დამაჯილდოვეთ _ ეს სიტყვები სთქვა და ასწია ხელი, რათა შივას თავს შეხებოდა. შივა გაიქცა. ბრაჰმასურა გამოეკიდა. გარბოდა შივა მთებზე, ველებზე, გადარბოდა მდინარეებზე, გარბოდა გაუვალ ტყეებში, მაგრამ ბრაჰმასურა ფეხდაფეხ მისდევდა.

გზად შივას მოჰინა შემოხვდა, იმ მხარეში ულამაზესი ქალი. გააჩერა შივა მოჰინამ:

_ რა დაგემართა! ასე დაფეთბული საით გარბიხარ?!

_ ბრაჰმასურა მომდევს სიკვდილის მთესველი ხელით! თუ არ გავექეცი, თავზე შემეხება და ბოლოს მომიღებს!

_ შენ აქ დაიმალე ბრაჰმასურას მე გავაჩერებ!

გააჩერა მოჰინამ ბრაჰმასურა.

_ შივა გამომექცა, ხომ არ დაგინახავს? მთელი გზა ჩემს წინ გარბოდა, ახლა კი სადღაც დამეკარგა!

_ როგორ დაღლილხართ ბატონო ჩემო! ცოტა დაისვენეთ, აქ ჩამოჯექით, აქვე ჩეროში, მე კი ცივი წყლით გულს გაგიგრილებთ და შემდეგ, უკვე დასვენებულმა, გზა გააგრძელეთ!

ბრაჰმასურამ დაკვირვებით ახედ _ დახედა მოჰინას. მისმა სილამაზემ აღაფრთოვანა და როგორც ზღაპრებში ხდება, წამსვე აევსო გული სიყვარულით:

_ ვინა ხარ? აქ საიდან მოხვდი?

_ მე მოჰინა მქვია. მშობლებთან ერთად ვცხოვრობ ამ ტყეში და ვეხმარები გამვლელ _ გამომვლელს. ალბათ მშიერიც იქნებით. მომეცით ნება, წავალ და ცოტაოდენ საჭმელს მოგართმევთ!

_ არა, არ წახვიდე! არცა მშია და არცა მწყურია!

_ როგორც მიბრძანებთ.

_ მე შენ მიყვარხარ, ჩემო მოჰინა და სურვილი მაქვს ცოლად წამომყვე!

_ როგორ გავხდები მე შენი ცოლი, შენ ისეც ბევრი ქალი გყავს ალბათ?

_ ცდები ძვირფასო, არავინა მყავს!

_ თუნდ ასე იყოს! ახლა მარტო ხარ, მაგრამ მერე?! რით დამარწმუნებ?

_ შემოგფიცავ, რომ თუ გამომყვები, მე არ შევხედავ არცერთ ქალს ქვეყნად!

_ მამაკაცები ერთმანეთს ჰგავხართ! ვერ დაგიჯერებ!

_ ო, დამიჯერე! გამომყევი და ჩემთვის სხვა ქალი არც იარსებებს!

_ კარგი! დაგიჯერებ, თუ დაიფიცებ!

_ ვფიცავ!

_ ასე არა! ეს რა ფიცია?! ფიცის არსებობს ათასი წესი, თუნდაც. . . თუნდაც დაიდე თავზე მარჯვენა ხელი და დაიფიცე! აი, მაშინ კი დაგიჯერებ!

_ სწორედ ისე მოვიქცევი, როგორც შენ გინდა! _ ბრაჰმასურამ დაიდო თავზე მარჯვენა ხელი და დაენარცხა მიწაზე მკვდარი.

. . . . .

იქაურობა დუმილმა შეკრა. დაძაბული სიჩუმე საბაოთმა დაარღვია _ არა ბატონებო, შივა მთლად ღმერთულად ვერ მოიქცა, არანაირ კაცს არ უნდა მისცე ნგრევის ძალაო. ამაზე სათაელი ახარხარდა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ არათუ მხოლოდ კაცნი, ამ ქვეყნად ღმერთებიც ცდებიან; რომ ღმერთი იმიტომ ჩამოვიდა მიწაზე, რათა კაცი აეყვანა ცაში; რომ აქ, ჩვენს შემთხვევაში, თუ საერთოდ, ღმერთმა კაცს ნგრევის ძალა მისცა, ანტიღმერთად აქცია და ეს უკანასკნელი შემოუბრუნდა ღმერთს; რომ ღმერთის შეცდომა იწვევს ბოროტებას და ეს ბოროტება აწონასწორებს სამყაროს; და რომ უფრო სწორი იქნებოდა, თუ ამ ზღაპრიდან მოჰინას ამოაგდებდნენ და ასე დაამთავრებდნენ _ რომ იმ დღის შემდეგ მუდამ ასეა, რომ კვალში მისდევს ბრაჰმასურა შივას.

_ აბა სიკეთე რის მაქნისია! სადღაა სიკეთე?! _ გაგულისდა საბაოთი.

_ სიკეთე სიყვარულია. სიყვარული ღმერთებსაც ამარცხებს! _ ჩაისისინა გველმა.

_ ერთ კაცს ვიცნობდი: ბავშვობაში ფრენის ჟინი ჰკლავდა. მოსწყდებოდა მიწას, შემოუფრენდა მთელს სამყაროს და შემდეგ სადმე ღრუბლებზე დაივანებდა. უყვარდა ზღაპრები და გლეხის კეთილ გოგოს ბრძენ მეფეზე ათხოვებდა; ღარიბს ქილა ერბოს სახლში მიურბენინებდა; ქაჯებს ანადგურებდა და გრძნებით შეკრულ მზეთუნახავს ჯადოსაგან ათავისუფლებდა. ერთხელაც გაიფიქრა _ ნუთუ ადამიანებს მეტი სანატრელი არაფერი ჰქონიათო. . . და მიწაზე მოადინა ზღართანი _ ახარხარდა სათაელი.

ბრაჰმასურა

ანუ როგორც მოყვა მგელმა

ვერ გეთანხმები ჩემო პაპუნა, ამბავი სწორად ვერ მოიტანე. ამ ამბავს ახლა თავად მოვყვები, ან რაც მსმენია მოგითხრობთ იმას.

ეს ამბავი ტროპიკულ ტყეში მოხდა დიდი ხნის წინათ. კაცი ცხოვრობდა. კაცს რა უჭირდა _ რუხი სურვილით გამოსტენოდა სული და გული. თუკი გაქვს ძალა, შესაძლებლობა, ან თუ გაქვს ნება, შენს გულქვეშ მდგარი და თავი მისთვის გადადებული, უნდა ეცადო გახვიდე გაღმა და გაარღვიო ყველა სიმტკიცე. აი, ასეთი კაცი ცხოვრობდა, სახელად ბრაჰმასურა. ფიქრობდა _ თუკი კეთილად ვერ ჰქმენ იდეა, მაშინ ბოროტად შეჰქმენი იგი. კაცი ან ღმერთს უნდა ემსახურო, ან ეშმას. და თუ ეშმას აირჩევ, მაშინ ღმერთი უნდა უარყო.

გავიდა ტყეში ბრაჰმასურა და ღმერთი ახსენა _ “ღმერთო მიშველე”. ამოაყოლა ამ სიტყვებს გული. ენდო შივა ბრაჰმასურას გულისთქმას და გამოეცხადა _ “მთხოვე, რაც გინდა”. გაიხარა ბრაჰმასურამ _ “მომეცი ძალა, თუნდაც ისეთი, მარჯვენა ხელით ვისაც არ უნდა შევეხო თავზე, იმ წამსვე მოკვდეს!” ღმერთი ღმერთია, მის პირობასაც ფასი აქვს ჩემო ძვირფასებო და ბრაჰმასურას თხოვნა შეუსრულა.

ასე გადაიკიდა ღმერთმა კაცი და იმ დღის შემდეგ მისდევს ბრაჰმასურა შივას და თუ შეეხო. . .

შივა ანუ რით გააგრძელა ვირთხამ

შეეხო კიდეც! თუ არა გჯერათ, მე მოგიყვებით ამ ამბის შედეგს:

ღმერთიც იღლება. ტყე _ ტყე სირბილით გამოიფიტა ერთხელაც ღმერთი. ჩამოჯდა შივა წყაროს ნაპირას და მდინარებას აუყვა ფიქრით. ვინ იყო იგი, თუ არა კაცი, რომელიც ღმერთად გადიქცა იმით, რომ შესძლო მიწას ასცილებოდა. სჭირდება ვინმეს ასეთი ღმერთი?! ბევრი იფიქრა და დაასკვნა _ “ღმერთი ის არის, ვინც კაცის გვერდით იქცევა ღმერთად!” _ და გადაწყვიტა _ “რომ თუკი მდევარს შევიყვან ხალხში და ხალხის თვალწინ გავანადგურებ, ვიქცევი უფრო დიდად და მძლავრად. და მირწმუნებენ უფრორე მეტად”.

ისე გაიტაცა ამ გეგმამ შივა, რომ ვერც კი იგრძნო, როგორ წამოადგა თავს ბრაჰმასურა.

. . . არვის უნახავს ცოცხალი ღმერთი.

მოჰინა ანუ ვით დაასრულა ამბავი კატამ

მაგრამ იმ წყაროს ნაპირას ბრაჰმასურა კი არა, მოჰინა წამოადგა თავს შივას.

მოჰინამ ჩაფიქრებული შივა რომ დაინახა, ჰკითხა:

_ რას ჩაუფიქრებიხარ უფალო შივა?

_ ბრაჰმასურა მომდევს სიკვდილის მთესველი ხელით ჩემო მოჰინა და როგორღაც თავი უნდა გადავირჩინო.

_ რომ დაგეხმარო?

_ ვეჭვობ, რომ შეძლო.

_ იქ, სადაც კაცის ძალა და ჭკუა ვერაფერს შველის, ქალმა რა უნდა მიშველოსო, ალბათ თუ ფიქრობ!

_ ასეა. და გთხოვ ჩემი თავი მე დამანებო!

_ მომენდე ჩემო! იმედი მაქვს გიშველო რამე!

_ მაინც რას ფიქრობ?

_ დაიმალე აქვე ახლოს და დანარჩენს იხილავ თავად!

შივა დაიმალა. ამ დროს ბრაჰმასურაც გამოჩნდა.

_ შივა ხომ არ დაგინახავს?

_ რომელი შივა?

_ შივა გამომექცა. მთელი გზა ჩემს წინ გარბოდა, ახლა კი სადღაც დამეკარგა!

_ აქ არავის ჩაუვლია!

_ ო, ღმერთო ჩემო!

_ როგორ გახვითქულხარ, ბატონო ჩემო?! აქ ჩამოჯექით, აქვე, ჩეროში. მე კი ცივი წყლით გულს გაგიგრილებთ!

_ რა დროს დასვენებაა! უნდა ვიპოვო!

_ სად გაგექცევათ, მერეც იპოვით!

_ რომ ვერ ვიპოვო! _ გაგულისდა ბრაჰმასურა.

_ მაშინ ეძებეთ! მაგრამ დაღლილი გული აიტანს ამდენს?

ბრაჰმასურამ დაკვირვებით ახედ _ დახედა ნაწყენ მოჰინას და მისმა უღმერთო სილამაზემ აღაფრთოვანა.

_ ვინა ხარ? აქ საიდან მოხვდი?

_ მოჰინა მქვია. მშობლებთან ერთად ვცხოვრობ ამ ტყეში და ვეხმარები გამვლელ _ გამომვლელს. თქვენ კი ხელი მიკარით გამოწვდილ ხელზე.

საოცრებაა _ გაიფიქრა ბრაჰმასურამ და იგრძნო როგორ უთბებოდა გული მოჰინას სიყვარულით.

_ ო, მაპატიეთ!

_ მაშინ მომეცით ნება, წავალ და ცოტაოდენ საჭმელს მოგართმევთ!

_ არა, არ წახვიდე! არცა მშია და არცა მწყურია!

_ როგორც მიბრძანებთ!

_ ჩემო მოჰინა, მე შენ მიყვარხარ!

_ ძალიან კარგი. ასე სჯობია, სიყვარულს ხომ ცაში ავყავართ!

_ არ თანამიგრძნობ?

_ ო, როგორ არა!

_ თუ თანამიგრძნობ, ცოლად წამომყევ!

_ უკვე ბევრია. ასე ერთბაშად?!

_ მე შენ მიყვარხარ!

_ უუჰ, რამდენს უთხარ ეს სიტყვა ალბათ!

_ არვისთვის მითქვამს!

_ სიტყვა ქარია, გაფრინდება და დაიკარგება!

_ რა შემიძლია! რით დაგიმტკიცო!

_ ეს საქმესა ჰგავს. რა გაქვს ძვირფასი?

_ ჩემი სხეული, მის მეტი არ _ რა რა გამაჩნია!

_ თუკი ასეა, მოიკვეთე მარჯვენა ხელი და ძღვნად მომართვი!

_ მერე უხელოდ. . .

_ მე ვიქცევი შენს მარჯვენა ხელად!

_ მომეც მახვილი! _ და ბრაჰმასურას მარჯვენა ხელი მოჰინას ფეხებთან ფართხალებდა.

. . . . .

ფლეშ _ როიალი! ჩემო ფისო, ფლეშ _ როიალი! _ ჩაისისინა გველმა _ მაგრამ ბრაჰმასურას მეორე ხელიც აქვს და შივას გარდა კიდევ არიან ღმერთები!

ოდესღაც კაცად ვცხოვრობდი ქვეყნად და ღვთის შეწევნით არ მაკლდა გონი. მქონდა ნება და ბუნებად ქცევას ვლამობდი მაშინ.

ჭეშმარიტებას ზიარებულს ხშირად დამთხვეულს ეძახიან აზრის თავისუფლებისა და სივრცის გამო. ხოლო ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმა ღმერთში შესვლაა თავად.

მაგრამ რაოდენ სავსეც უნდა იყოს კაცი ამ ქვეყნად, შენი სისრულე ვერ იქნება დინამიური, თუ სიყვარულმა არ აგაღელვა.

ერთი ქალი ცხოვრობდა ჩემს მეზობლად. ქალი, როგორც ქალად ათასში უნდა გამოგერჩია, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვიან შევნიშნე. თავდაპირველად ეს ქალი ჩემში როგორც ინსტიქტი ისე შემოვიდა. შემდეგ, როდესაც დავუახლოვდი, პირობად იქცა და ბოლოს, როცა ჩემი უნიათობის გამო უკვე ვკარგავდი, ცხოვრებად.

ადრე უშფოთველი, აბობოქრებულ ზღვას დავემგვანე. თუმცა, იმ ქალის ფეხებთან უკვე მინელებულ, მისავათებულ ტალღებად მივდიოდი.

ჩემს არსებაში ჩაჯდა ის ქალი, როგორც მშფოთავი ბედნიერება. ბედნიერი ვიყავი, რადგან მთელი არსებით ვგრძნობდი _ მიყვარდა და უბედური, რამეთუ შეიძლებოდა რეალური ბედნიერება დამეკარგა.

ვერავითარი საიმედო ვერ ვიგრძენი მისგან და ვინატრე მარადიული სიგრილე სულსა და გულში. ისმინა უფალმა ჩემი ვედრება და გველად მაქცია.

მზის გულზე წოლაა ჩემი ყველაზე დიდი სიამოვნება.

_ შენი კაცობის სახელი?! _ იკითხა კატამ.

_ სისიგონა!

კატა შეკრთა.

ქალს რაღა ერქვა? _ დაინტერესდა მგელი.

_ ხატაურა!

_ ჰა! ჰა! ჰა! ჰა! ეს ხომ ის ქალია, ჩემი ჯიუტი შეუპოვრობით რომ წავიყვანე. დიდხანს იყო მტკიცე უარზე, მაგრამ _ ძალა აღმართსა ხნავს და გამარჯვებულებს არა სჯიანო _ გაგეგონებათ.

თავიდან ტყის მიუვალ ადგილას მყავდა გამომწყვდეული და როცა ვიგრძენი, რომ მასაც ვუყვარდი, უკან დავბრუნდით. აბა, მთელი ცხოვრება უმეზობლოდ მტერმა იცხოვრა. ო, რა ქალი იყო! ჩემო ჯიქურო _ ისე მომიალერსებდა, რომ პირიდან გემრიელ ლუკმას გამოვიღბდი ხოლმე და იმას ვაძლევდი.

ერთი მეზობელი მყავდა, თურმე გულში ჩავარდნოდა ჩემი ხატაურა. მე რომ გავიგე, უკვე გვიან იყო.

_ ადრე რიმ გაგეგო?!

_ მოვკლავდი!

_ რომელს?! _ შეშინდა ვირთხა.

_ ორივეს!

_ ახლა?

_ რაღა დროსია?!

_ ჰოდა, ის შენი მეზობელი მე ვიყავი _ შვებით ამოისუნთქა ვირთხამ _ ბინძასარი მერქვა სახელად. თქვენ, ჩემო ჯიქურ და ჩემო სისიგონა, სულელები იყავით. იმ ქალს არც თქვენი ცაში ფრენა სჭირდებოდა და არც ვაჟკაცობა. რაც არ გარგებათ, არ შეგერგებათ. ის ქალი ჩემზე იყო ზედგამოჭრილი. ჩემთან არაფერი აკლდა. ცხოვრობდა ფუფუნებაში და . . .

_ უყვარდი? _ შეაწყვეტინა მგელმა.

_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს; მთავარია ლამაზი ცოლი მყავდა და ბედნიერად განვვლეთ ცხოვრება.

_ სცრუობ ბინძასარ! _ სიბრაზით ბალანი აეშალა კატას _ თქვი სიმართლე, რომ ბოლოს მომბეზრდა შენი ერთფეროვანი ფუფუნება და გაგექეცი.

_ როგორ თუ მოგბეზრდა?! _ გაოცდა ბაბილინა.

_ ცოდვა გამხელილი სჯობს და ის ქალი, ხატაურა, მე გახლავართ!

_ თქვენ კი ზღაპრების არა გჯერათ! ძღაპარი არ არის ეს ამბავი, აბა რაა?! _ გაიხარა პაპუნამ.

_ შენ რომელი გიყვარდა? _ ჩააცივდა კატას ბაბილინა.

_ მაშინ ასე მეგონა, რომ სისიგონას ვერ ვიტანდი. ახლა ვიცი, სისიგონა მყვარებია მხოლოდ.

_ გვიანია, ჩემო ფისო! ნაზი ხმითა და თვალების ნაბვით გველს რომ უყვარდე კიდეც, არ გამოადგები. შენ მასავით ვერ ისისინებ და ის შენსავით ვერ იკნავლებს. მაშინ უნდა შეგეწყო ხმა, როცა ამის საშუალება გქონდა _ თვალები უცნაურად აუციმციმდა სათაელს.

_ რატომ, ხომ შეიძლება ყველაფერი თავიდან დავიწყოთ? _ იმედს არ კარგავდა საბაოთი.

_ სისულელეა! ყველაფერი ისევ ისე განმეორდება! თუ ამ სამიდან ერთ კაცს გამოვძერწავთ, მაშინ შეიძლება რაღაცა შეიცვალოს.

_ საოცარი ქაოსი დატრიალდება! . .

_ შემოქმედმა ადამს სხეულიდან გამოგლიჯა ევა. ევამ ხელი ჩაჰკიდა ადამს და მიწაზე დააყენა. თუ ადამი ხელს გაუშვებს ევას, მოსწყდება მიწას და უსასრულო სამყაროში დაიკარგება.

. . . . .

უცნაურია. . .

და რადგან ითქვა, ამ ნათქვამს უნდა ჰქონოდა ძალა. ჰაერი ვიყავ, ვიქეცი ცეცხლად. მიწადქცეულმა ვითხოვე წყალი. მგლიჯეს და მტკეპნეს. მზილეს და მთალეს. და როცა მომცეს სახე და ფორმა, ხორცით შემევსო შიშველი ძვალი.

ხორცი კი ვიყავ, მაგრამ სულიერს ვერ დამარქმევდი. სიტყვა ვიყავი, უსულო სიტყვა, სხვა არაფერი. არ თუ შემეძლო შემეგრძნო ირგვლივ სუფთა ჰაერის გამჭვირვალება. არ თუ შემეძლო შემეგრძნო ცეცხლის დაუნდობლობა, წვა, მრისხანება. არ თუ შემეძლო მიწის სურნელი მეყნოსა როგორც მშობლის ნასუნთქი. ჰაერში ხორცი, ცეცხლშიც, მიწაზეც, უცვლელად წყალშიც ხორცი ვიყავი.

მაგრამ ყველაფერს აქვს თავის ბოლო. მთავრდება რაღაც და სხვა იწყება. თუ ითქვა სიტყვა, მართალი სიტყვა, ამ სიტყვას ელის არდავიწყება.

და კიდევ, მსურს მცირე აზრი გაგიზიარო, მთელი ჩემი არსებობის განმავლობაში გულს რომ მიგლეჯდა.

ახლა კი ვფიქრობ, და რასაც ვფიქრობ, მისი სიმართლე განსაჯე თავად, რომ სიყვარულმა აამოძრავა დაუსაბამო სამყარო ჩვენი, და ეს ყოფილა თურმე ერთობა ღვთის, კაცისა და შემოქმედ გენის.

ის, რაც ერთიან უნდა შემეგრძნო, მე ვღებულობდი მხოლოდრე გონით. ო, თურმე როგორ ახლოს ყოფილა, რასაც ვეძებდი სხვაგან და შორით.

წარმოიდგინე, სიტყვაც არ გითქვამს, აქ შეხებაზე აღარას ვამბობ, იგრძენი ქალი, იგრძენი მისი სუნთქვა და მზერა, მისი სხეულის ყოველი ნაკვთი. შემოხედვაში _ უსაზღვროება და სიარულში _ არც მყოფნის სიტყვა. . . ო, შეიძლება არც დამიჯერო, თუნდ წამიერად, ის ქალი გიყვარს.

შემდეგ? ო, შემდეგ ხმას ამოიღებს, და თუკი იგრძნობ, რომ ეს ის ხმაა, რომელიც სადღაც, შორიდან გახსოვს. და თუკი მისი ყოველი სიტყვა გრძნობის უხილავ სიმებშიც გაკრთობს, აქ უკვე გიყვარს არათუ წამით, მასთან ყოფიერს მარად და მარად.

მერე წამოხვალ და თუ ის მთელად სულის სიღრმეში წამოგყვა სევდად, თუ გამოგაგდო ამ სევდამ გარეთ ქარს და დელგმაში თავისდა ძებნად, ის ქალი გიყვარს, გიყვარს და მზად ხარ, რომ შენის ხორცით მას შეუერთდე.

და შემდგომ უკვე აქ გონი გმართებს, რომ სიყვარული აღარსად გაქრეს. რომ შეენივთო სულით და ხორცით, ისევე უნდა აზიარო ის ამ სიყვარულს, როგორც შენ გაზიარა დედა ბუნებამ.

და ყველაფერი თუკი ასეა, მე კი მინდა, რომ ეს იყოს ასე, მიწაზე მყარად მდგარს გაზრდილი ძალით გძალუძს ცას მოეჭიდო და იქცე კაცი _ კაცად და ღმერთად, ღმერთად და კაცად, არარაობა ჩათვალო არად და რაობას თავისი ღირსი საზღაური მიაგო წილად.

შენი გული სამყარო გულია, შენი სხეული სამყაროს თავშესაფარი. Gგაათავისუფლე ისინი ყოველგვარი უღირსობისა და ბოროტებისაგან, რათა სამყარომ, შენმა და ჩვენმა სამყარომ სიმშვიდე არ დაკარგოს.

ცხოვრება ხომ ძალიან კარგი რამ არის. . .

1984 წ.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 1:32 pm

მალხაზ გველუკაშვილი

ესმერალდა

ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა.
მაშინ, როდესაც თიხით გამოძერწილმა ადამის მოდგმამ, ყველა სიკეთესთან ერთად, უხვად ისუნთქა უდაბნოს მტვერიც, დედამიწაზე იშვა ესმერალდა.
ლამაზი იყო ესმერალდა. კრაველი აეშლებოდათ ძეთ მისი დანახვისას. . . და თუ რომელიმე გზას გადაცდენილი გიჟმაჟი აედევნებოდა, თავს გამოიდებდა, მოთოკავდა, გააბრუებდა და შემდეგ კუდს ხელში დააჭერინებდა.
ბევრს ეპრიანებოდა, მაგრამ. . .
ღმერთსაც მოსწონსო _ ამბობდნენ (მაშინდელი ღმერთები გრძნობებში თურმე არაფრით ჩამორჩებოდნენ ადამიანებს) _ უჩუმრად ჩამოფრინდება ცის კაბადონიდან ღამ _ ღამობით და ესმერალდას ფანჯრებთან აიტუზებაო. მისი ცქერით ვერა ძღებაო ღმერთი.
ოჰოი და, რომ ყველა ლამაზი არაა! ჰოდა, იყო კიდევ ერთი საოცრად მახინჯი კაცი; წელში ოთხად მოკეცილიყო, ცალი ფეხი მეორეზე თითქმის მთელი ადლით მოკლე ჰქონდა, თავზე თმა გასცვენოდა და ქოსა სახე დანაოჭებოდა. ერთის სიტყვით, კვაზიმოდო იყო.
კვაზიმოდოსაც უყვარდა ესმერალდა.
. . . . .
ერთხელაც ღმერთმა გადაწყვიტა მოესპო ადამიანები. რატომ? ეს ღმერთმა იცის. მაგრამ, რადგან გადაწყვიტა _ მოსპო კიდეც. დასტოვა მხოლოდ კვაზიმოდო და ესმერალდა.
გვიანი გაზაფხული იდგა. მზის გახელება ენას უშრობდა აჟივჟავებულ ბალახს და ცეცხლსა ჰკიდებდა. სიცხისაგან აცრემლებული სხეული დასამშვიდებლად ლურჯ ტბას მიანდო ესმერალდამ. ო, რა გრილი და სასიამოვნო იყო წყალი. ესმერალდა ისეთივე ლამაზი იყო, როგორც ამ რამოდენიმე ხნის წინ. არა, შიშველი კიდევ უფრო ლამაზი იყო. ეალერსებოდა ტბა თავისი სველი ხელებით ესმერალდას სხეულს და თავბრუდახვეული, თავადაც ამ სილამაზეში ეხვეოდა.
დაიღალა. ნაპირზე გამოვიდა და დედიშობილა ქვიშაზე დაწვა. თაყვანისმცემლები დაესიზმრა, ერთმანეთს დარეოდნენ და ერთი ვაი _ ვიში ჰქონდათ. ბოლოს ერთმა იმარჯვა, ჩამოიშორა დანარჩენები და დედიშობილა ესმერალდას მიუწვა გვერდით. ათლეტური აღნაღობის მამაკაცი იყო. მამაკაცმა ფრთხილად შეუცურა ხელი თავქვეშ და ტუჩებზე დაეკონა. ესმერალდა ვნებათა მორევში გაეხვია. სხეულები ერთმანეთში გადაეხლართათ მამაკაცსა და ესმერალდას. უეცრად, ჰოიდა საშინელებავ, ესმერალდამ იგრძნო, რომ მამაკაცს ცალი ფეხი მეორეზე მთელი ადლით მოკლე ჰქონდა, ტანიც საოცრად დაგრეხოდა. . . შეშინებულმა წამოიკივლა და თვალები გაახილა. კვაზიმოდოს მკლავებს ვეღარ დაუსხლტებოდა ესმერალდა. დანებდა. . .
დაღლილი, ვნებით დამთვრალი კვაზიმოდო ესმერალდას გვერდით, ქვიშაზე გაიშხლართა. თვალი შეავლო ესმერალდამ კვაზიმოდოს _ არც ისეთი საშინელი ყოფილა, როგორც ეგონა.
. . . . .
გადიოდა დრო.
კიდევ ერთი ადამიანი დაიბადა დედამიწაზე. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და. . . გამრავლდნენ დედამიწაზე ადამიანები.
ლამაზი იყო ესმერალდა, მაგრამ არც კვაზიმოდო იყო მახინჯი.
ბედნიერი იყო ესმერალდა.
. . . . .
რას გაუგებ კაცი ღმერთის ხუშტურებს. . . და ერთხელ მეუფემ რატომღაც მოისურვა დედამიწაზე ჩამოსულიყო, ღმერთმა მამაკაცის სახე მიიღო, ისეთი მამაკაცისა, მთელი თავისი ცხოვრება რომ ოცნებობდა ესმერალდა.
. . . . .
მარტო იყო სახლში ესმერალდა. კვაზიმოდო საქმეზე წასულიყო. ვიღაცამ კარებზე დააკაკუნა.
_ რომელი ხარ?
_ სტუმარი!
გაუკვირდა ესმერალდას _ ნუთუ ჩემსა და ჩემს შობილთ გარდა კიდევ არიან ადამიანებიო?!
_ მობრძანდით!
სახტად დარჩა ესმერალდა, მას წინ უღვთოდ ლამაზი მამაკაცი წარუდგა. ერთხანს დაბნეული იდგა, შემდეგ. . .
_ დაბრძანდით!
დაბრძანდა.
_ დაღლილი იქნებით, . . მოშიებულიც, რას ინებებთ?
არჩევანის უფლება მისცა სტუმარს.
_ თქვენს სიყვარულს! _ და გაიღიმა.
სიწითლემ გადაჰკრა სახეზე ესმერალდას.
_ მე მყავს მეუღლე!
_ მერე რა!
ესმერალდა დაბნეული იდგა. მამაკაცი მიუახლოვდა, მხრებზე ხელი მოხვია, მეორე ხელი ნიკაპში მოსდო და თავი ააწევინა. ცოტა გაუძალიანდა ესმერალდა და შემდეგ მინებდა მამაკაცის ძლიერ მკლავებს. ო,Oრა ტკბილი იყო უცნობის ბაგეები.
უეცრად კარები გაიღო და კვაზიმოდოც გამოჩნდა. ესმერალდა გაუსხლტა უცნობს. კვაზიმოდო განრისხებული ათვალიერებდა მამაკაცს. უცნობი ღიმილით მიუახლოვდა და
_ მე და ესმერალდას ერთმანეთი გვიყვარს. . . მე მის წასაყვანად მოვედი.
_ მართალია? _ შეძრწუნებული სახით მოუბრუნდა კვაზიმოდო. ესმერალდას ხმა არ ამოუღია.
_ დუმილი თანხმობის ნიშანია _ ჩაიღიმა მამაკაცმა _ არჩევანი ესმერალდას ვარგუნოთ.
ესმერალდა ხან უცნობს შესცქეროდა, ხან კვაზიმოდოს. ო, რა საოცრად მახინჯია კვაზიმოდო, არა, უცნაურია, როგორ ივხოვრა აქამდე მასთან ესმერალდამ.
უცნობს გვერდში ამიუდგა ესმერალდა და თავი მხარზე მიაყრდნო.
. . . . .
შემდეგ? ღმერთმა იცის. ერთი კი ცხადია, გაჰყვა ესმერალდა ცასი ღმერთს.

1980 წ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 1:36 pm

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Malkha13

მალხაზ გველუკაშვილი

სამსჯავრო, ანუ უმისამართო წერილი ტყიდან

შორიდან გესალმები უცნობო მეგობარო! ბევრი ვიფიქრე, სანამ წერილის წერას დავიწყებდი, მაგრამ დაწყებისთანავე თავში ყველაფერი ამერია და ვფიქრობ, მაპატიებ, თუ სიტყვათა გამას ისე ვერ დავალაგებ, როგორც ამას გრამატიკა მოითხოვს.
მე ტყეში ვცხოვრობ. . . თუმცა, სჯობია ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვე.
ტყე (სადაც ვცხოვრობ) სადღაც ქვემოთ ბარში იწყება და მთაზე ადის. გადაშლილია ქვემოდან ზემოთ. ხარობს ურთხმელი, წიფელი, ვერხვი, მუხა თუ ნაძვი და ათასგვარი მათი მოყვარე; სარეველანიც უხვად არიან.
მი, მი _ სი, მღერის. . . და ყოფიერის მი _ მაჟორ გამა მხიარულ ნოტებს ტოტებში ხლართავს. მზე ააცეკვებს მიწაზე ჩრდილებს. მი, მი _ სი, მღერის; ფა _ დო, მი _ სი. . . და ჩრდილებს შორის თავს წამოყოფს რომელიმე ლამაზმანი და გულს გადაშლის, რათა მედღეურ ფარვანას სიამტკბილობის წუთი აჩუქოს. ეს ყველაფერი გაზაფხულია.
შემდეგ ზაფხული. მზე ხელებს მოჰხვევს ქვეყანას ეგზომ, თითქოს ეჭვოანობის ნიადაგზე დახრჩობას უპირებდეს. ტყე გაზანტდება და მხიარული მი, მი _ სის ნაცვლად გაიწელება სი _ მი _ სი, რე _ სი, დო _ ლა _ სი. მაგრამ უეცრად აქაც მოვარდება საიდანღაც გამოსხლეტილი ანცი სიო, ჩაუქროლებს, გამოაცოცხლებს ტყეს და დაამთავრებს ამ საოცარ მაჟორ _ მინორულ წყობას: ფა _ ლა _Mფა, სი _ ფა, ლა _ ფა _ მი.
მაგრამ, მი, მი _ სი, მღერის. . . შემოდგომა გადააყვითლებს სიმწვანეს. ააკვნესებს ვიოლინოს ქარი და მინორული განწყობილებით შემოურბენს ტყეს. ქარს ყინვა მოჰყვება, აახმიანებს ფლეიტას და ჩამოურიგებს გახდილ _ გაძარცვულ ხეებს ზამთრის საჩუქარს. მაგრამ ეს ყველაფერი დიდებული მაშინაა, როცა მთელი ბუნება ერთიანად ამღერდება. ფაგოტი გაიბუტება, კონტრაბასი აბუბუნდება, სიყვარულის მომლოდინე ვიოლინო გაინაბება, კლარნეტი აჭორავდება: სი _ მი _ სი, რე _სი, დო _ ლა _ სი; ფა _ ლა _ ფა, სი _ ფა, ლა _ ფა _ მი.
. . . . .
ერთი კაცი ცხოვრობს ჩვენს ტყეში. კომედიანტია. მაჩაბელა ჰქვია. დასი ჰყავს. დაეხეტება ტყეში და წარმოდგენებს მართავს. სწორედ ერთ _ ერთი მისი, ამას წინათ გამართული წარმოდგენის შესახებ მინდა მოგითხრო.
. . . შეარჩია სამი დიდი ხე მაჩაბელამ და მის ქვეშ გამართა “სცენა”. ხეები იყვნენ განლაგებულნი, რომ ტოლფერდა, ბლაგვკუთხა სამკუთხედს ჰკრავდნენ. “სცენას” სამი კუნძი და ერთი წაქცეული ხე წარმოადგენდა.
ერთი კუნძი მარჩხენა ხესთან იდო. Mმეორე _ სამკუთხედის ბლაგვი კუთხის წვეროსთან. ხოლო მესამე _ მარგვენა ხესტან. მასთან ახლოს, “სცენის” სიღრმეში ხე იყო წამოწოლილი. კარგი დრო შეერჩია მაჩაბელას წარმოდგენისათვის. გაზაფხულზე ტყე ხომ ძალიან ლამაზია.
მოლედ, თავი რომ არ შეგაწყინო, პირდაპირ წარმოდგენაზე გადავალ.
მაჩაბელა _ პატივცემულო საზოგადოებავ, ფრიად მოხარული გახლავართ თქვენის მობრძანებით და წინასწარ გიხდით მოკრძალებულ მადლობას იმ გულახდილი აღფრთოვანებისათვის, რომელსაც გამოხატავთ ამ უჩვეულოდ ჩვეული ამბის წარმოდგენის დასასრულს.
მაგრამ ხომ იცით, ოჰ! მაპატიეთ! როგორ არ იცით! არც მიფიქრია თქვენს ცოდნაში ეჭვის შეტანა, მხოლოდ მინდოდა შემეხსენებინა, რომ ჭრელია კაცის ბუნება და შეიძლება, თუმცა ძალიან მეეჭვება, აქ, ჩვენს შორის აღმოჩნდეს ისეთი კაცი, რომელიც წარმოდგენის განქიქებას მოინდომებს: აქაოდა, რეალური სახე არა აქვსო; ვერც მიზანსცენებია მაინცდამაინც კარგად შერჩეულიო; ანდა, ეს წარმოდგენა ამათ მაგიერ იმათ რომ ეთამაშათ, უკეთესი გამოვიდოდაო და მრავალი სხვა მსგავსი. არა, არ უნდა ვლაპარაკობდე ამას. ამისთანა კაცი მეტად საეჭვოა აღმოჩნდეს ჩვენს შორის, ჭეშმარიტად დიდებულ საზოგადოებაში; მაგრამ ხომ იცით, რა არ ხდება. . .
მაშ ასე! ხალხნო და ჯამაათნო! ბატონებო და ბატონების ცოლებო! კარგებო! ლამაზებო! კუზიანებო და ბრუციანებო! იჩქარეთ და იქეცით სმენად და მზერად! თქვენ გელოდებათ წარმოდგენა: სიამოვნება და სიმართლე, რომლის გაგებასაც ასე ელოდებით და გაგების შემდეგ შეიძლება სიცილით გაიგუდოთ _ ნუთუ ეს იყო სიმართლეო?!
მოემზადეთ, პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ! წარმოგიდგებიან კომედიანტი მაჩაბელა და ქალბატონი ბუბუ!
ბუბუ _ საღამო მშვიდობისა, პატივცემულო საზოგადოებავ! მიუხედავად მთელი დღის დაძაბულობისა, გთხოვთ მაქსიმალურად დაიძაბოთ და მოემზადოთ აქტიური დასვენებისათვის, რომელსაც გპირდებათ ჩვენი დღევანდელი წარმოდგენა.
წარმოდგენა გადავწყვიტეთ ზღაპრის ფორმით წარმოგვედგინა.
ზღაპარი, განსაკუთრებით ძილის წინ, ფრიად სასარგებლოდ მოქმედებს ტვინის უჯრედებზე, ათავისუფლებს მათ მთელი დღის დაძაბულობისაგან და ახვევს “ცისფერ ბურუსში”, რასაც ტექნიკურად და ჩვენთვის გასაგებ ენაზე “ოცნებას” უწოდებენ. ოცნებას, განსაკუთრებით მის ცისფერ სახესხვაობას, რა სასიკეთო შედეგის მოტანა შეუძლია, ყველასათვის ცნობილია. იგი შეიცავს “ა”, “ბ”, “ც” და ყველა სხვა ვიტამინს, კვლავ უიმედობის ბაქტერიებს და ძირშივე სპობს ფრიად საშიშ ავადმყოფობას _ “მიზანთოპიას”.
სიტყვა გამიგრძელდა და თავი რომ არ შეგაწყინოთ, შევეცდები, შევუდგე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას.
უჩვეულო სასამართლო მოეწყო ტყეში, მდინარის პირას. სასამართლოს წარმართავდა ინდიფერენტული მოსამართლე. განსასჯელის სკამზე ისხდნენ პეტრე და პავლე.
მაგრამ, სანამ წარმოდგენას დავიწყებდეთ, გავეცნოთ რამოდენიმე ნიუანსს სასამართლოს წესიდან.
პოლი _ წესი, ბატონებო! წესი! წესს უნდა დავემორჩილოთ ყველა! ! !
ბუბუ _ ეს გახლავთ პოლიციელი პოლი _ ფრიად ერთგული დამცველი ყოველგვარი წესისა და წესრიგისა! მაგრამ დავუბრუნდეთ სასამართლოს _ განსასჯელებს, ჩვენს შემთხვევაში პეტრესა და პავლეს, საჭიროა წავუყენოთ ბრალდება, რის შედეგადაც ისინი ბრალდებულებად იქცევიან. ხოლო შემდგომ დანაშაული განვსაჯოთ და ბრალდებულები ანუ უკვე დამნაშავენი დავსაჯოთ წესისდა მიხედვით.
მაჩაბელა _ სასამართლოს პრაქტიკაში ცნობილია განსასჯელების რამიდენიმე სახე: ბრალდებულები, ბრალ _ დადებულები და ბრალს _ დადებულები. მაგრამ სამივე შემთხვევაში სასამართლოს წესის წასამართავად საჭიროა ერთი ან რამოდენიმე მოწმე, ესე იგი კაცი ან _ ები, რომელიც ან რომელნიც პირდაპირ ან ირიბ დამოკიდებულებაში იმყოფება ან იმყოფებიან განსასჯელთან ან განსასჯელებთან.
ყოველი მოწმე დაკითხვის ან ჩვენების მიცემის წინ იძლევა სუბიექტურ ფიცს, რომელსაც ობიექტურად ასრულებს და თან ცდილობს პროპორციული მდგომარეობა შეინარჩუნოს ბოლომდე, რადგან გადაჭარბებულმა მისწრაფებამ იმისა, რომ სასამართლოს დაეხმაროს, ან ხელი შეუშალოს დანაშაულის მხილებაში, შეიძლება საქმე შემოატრიალოს მისი სურვილისა თუ ნების საწინააღმდეგოდ და მან, იგივე მოწმემ და განსასჯელმა ადგილები გასცვალონ. ამიტომ ყოველი მოწმე ვალდებულია იცოდეს, რომ სიფრთხილეს თავი არა სტკივა.
სასამართლოს შემდეგი, კანონზომიერი სვლა _ ბრალმდებელია. აღნიშნულის პოზიცია დასახელებისთანავე გასაგებია _ მან ბრალი უნდა დასდოს თუნდაც უბრალოს, მაგრამ განსასჯელს, და უნდა ეცადოს თავისი ბრალდების მართებულობის დამტკიცებას.
რაც შეეხება დამცველს, მისი პროფესია ყველაზე ჰუმანურია. მას ავალია დაამტკიცოს ბრალდებულის უდანაშაულობა; უკიდურეს შემთხვევაში უნებური დანაშაული მაინც. . . ხშირად ამის გამო იძულებულია ისარგებლოს ენის ისეთი მიღწევებით, როგორიცაა: შემოელახა, შემოეპატიურა, შემოაკვდა და მრავალი სხვა მსგავსი.
და ბოლოს სიტყვა ეძლევა მოსამართლეს, რომელმაც ამდენი აბდაუბდის მოსმენის შემდეგ უნდა მოიკრიფოს გონება და სამართლიანი სასჯელი მიუზღოს განსასჯელს.
ახლა კი ბატონ სასამართლოს ვთხოვთ დაიკავოს თავისი ადგილი! ბრალმდებელი ჰამლეტა! დამცველი ბონდო! შენ დაუკა! ! !
ყურადღება! ვიწყებთ!
პოლი _ მოწმე ბრმა!
. . . . .
ბრალმდებელი მარცხენა ხის ქვეშ, კუნძზე დაჯდა. მოსამართლე შუაში. მარჯვნივ დამცველი, ხოლო წაქცეულ ხეზე პეტრე და პავლე ჩამოსხდნენ.
რაც შეეხება პოლის, ჩვენი ტყის პოლიციელია და უიმისოდ წარმოდგენა არ დაიდგმება. თანაც მთელი ცხოვრება კომედიანტობაზე ოცნებობდა და თუ შესაძლებლობა მიეცა, ცდილობს სცენაზე მოხვდეს. კომედიანტი მაჩაბელა კი საკმაოდ მოხერხებული კაცია და. . .
. . . . .
ხელი ჩამოუსვა გიტარის სიმებს მაჩაბელამ. გახურებულ სხეულზე თოვლის უმსუბუქესი ფანტელები თუ დაგცემია, სწორედ ასეთი დაცემა იგრძნო ჩემმა სხეულმა ბგერებისა. სუსხმა გულ _ მუცელში დამიარა, ერთიანად გამყინა და შემდეგ ასევე ერთიანად გამახურა. აცეკვდნენ ბგერები ნერვებზე. თითქოს ჭიანჭველები დამესია. ჯერ მხოლოდ ხელისგულებზე და თმებში დაცოცავდნენ. შემდეგ მთელს სხეულს მოედნენ. ერთ ალაგას ვეღარ ვჩერდებოდი. ლენტო ანდანტემ შესცვალა. ალეგრო _ პრესტომ. ჩემს თვალწინ ყველაფერი დაიკარგა. ყურში ბგერები დაჰქროდნენ, თვალებში ფერები. Eრთმანეთში აიზილა შავი და თეთრი, წითელი თუ ყვითელი; მწვანე ან ლურჯი. . . უზარმაზარი ცეცხლი ბრიალებდა. ცეცხლს უკანა მხრიდან ვიღაცა უახლოვდებოდა, რაღაცა მოჰქონდა. ვიცანი! სინდისი, . . სინდისი მოჰქონდა. არა, თავისი არა, ჩემი სინდისი მოჰქონდა და ცეცხლში უპირებდა ჩაგდებას. არა _ მეთქი, დავიღრიალე, არ დაგანებებ! ! ! და უეცრად გონს მოვეგე. . . ყველამ ჩემსკენ მოიხედა. მაჩაბელას გიტარა დაედო და მე შემომცქეროდა. გავიღიმე. ჰმ, იმდენად მიყვარს საკუთარი თავი, რომ შეიძლება ოვიკლა კიდეც, თუკი ამას ჩემივე აუცილებლობა მოითხოვს. მაჩაბელამ დაკვრა გააგრძელა.
. . . . .
ბრმა _ /შემოდის, მეგზურად ჰყავს გოგონა / მე პეტრემ მომატყუა!
პოლი _ შენ ეი! ბებერო! წესი არ იცი? ჯერ შეჰფიცო სასამართლოს, რომ სიმართლეს იტყვი, მხოლოდ სიმართლეს და მერე რაც გინდა, ის ილაპარაკე!@
ბუბუ _ დაიფიცე, ძვირფასო, ეს ხომ მარტივი ფორმალობაა!
პოლი _ /წიგნს მოუტანს ბრმას/ აჰა, დაადე ხელი და დაიფიცე!
ბრმა _ ვფიცავ, ვიტყვი სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს!
პოლი _ ახლა შეგიძლია დაიწყო!
ბრმა _ რა დავიწყო?!
პოლი _ სიმღერა! რაზე მოგიყვანეს, არ იცი?! დაიწყე დროზე, სანამ ჩამიყუდებიხარ!
ბრმა _ ჰოო! პეტრემ მომატყუა! /გაჩერდება/.
პოლი _ რა მოგატყუა?
ბრმაB_ დამაცადეთ, ბატონო! ეს ამბავი ასე დაიწყო. აი, ამ მდინარეს თუ ჩაუყვებით მოსახვევამდე და შემდეგ მარცხნივ თუ გადაუხვევთ, ათიოდე ხის გავლით, ერთ ძველსა და პაპაჩემივით ჯანმაგარ მუხას შეხვდებით.
პოლი _ რამდენი წლისაა პაპაშენი?
ბრმა _ პაპაჩემი დიდიხანია პაპამისთან გაემგზავრა საიქიოში. იმ დროს მე ჯერ კიდევ არ ვიყავი მოვლინებული ამ ქვეყანაზე.
პოლი _ აბა, ამდენი ცნობა საიდან პაპაშენის ჯანზე?!
ბრმა _ მომაყოლებ ბოლოსდაბოლოს, თუ არა!
პოლი _ ჰო, კარგი, კარგი, გააგრძელე!
ბრმა _ ჰოდა, სწორედ იმ მუხის ძირში ვიჯექით მაშინ. /გოგონას/ დავიწყოთ, შვილო?
გოგონა _ დავიწყოთ, ბაბუ!
ბრმა _ მე მგონი, მაშინ ვმღეროდი, არა?
გოგონა _ მღეროდი, ბაბუ!
ბრმა _ რაზე ვმღეროდი?
გოგონა _ ღამეზე, ვგონებ!
ბრმა _ იქნებ, მოვთქვამდი?
გოგონა _ სიმღერას ჰგავდა. . .
ბრმა _ კარგია ღამე. . . თუმცა დღე მე ბუნდოვნად მახსოვს. პატარა ვიყავ, სინათლე რომ წამართვა ღმერთმა. და იმის შემდეგ ღამეზე ვმღერი, უკუნ ღამეზე. ღამეზე, როცა ყველაფერს გრძნობ და ვერაფერს ხედავ.
გოგონა _ მაშინ ასე მღეროდი, ბაბუ, რომ ღამე ძლიერ ჩამოჰგავს ურჩხულს, ბრჭყალებში რომ მოუქცევია ცოდვილი მიწა. . .
ბრმა _ ამიტომაა ადამიანთა უმრავლესობა ასე ბოროტი. . .
გოგონა _ რატომ, ბაბუ?! რამდენმა სიკეთემ ჩამოიარა იმ მუხის ძირში!
ბრმა _ თითოეული სიკეთის მხოლოდ ნიღაბი იყო, თორემ ისე ტანსაცმლიანად ყარდა. . .
გოგონა _ ისინი უხვად გვაჯილდოვებდნენ!
ბრმა _ და ესეც ყველა იმისთვის მხოლოდ, რომ მეტნი იყვნენ ჩვენზე რაღაცით. ჰოო! სწორედ ღამეს ვუმღერდი მაშინ, რამეთუ ამ სამყაროში ჭეშმარიტი ღამეა მხოლოდ.
გოგონა _ და სწორედ ამ დროს პეტრემ ჩამოიარა! ღვთიური სახე ჰქონდა ამ კაცს, სიკეთით ანთებული!
ბრმა _ /აღგზნებული/ ანთებული! ამაღლებული! ლიტონი სიტყვებია, ადამიანის მოსაღორებლად მოგონებული! ფარსია ყველა და ყველაფერი, დღე სინანულია ილუზიისა, მხოლოდ ღამეა ჭეშმარიტება. /წყნარდება/ მომიახლოვდა პეტრე და მითხრა. . .
პეტრე _ სიკეთე მოგცეს ღმერთმა, მოხუცო!
ბრმა _ მადლობა ვუთხარ და მოწყალების გაღება ვთხოვე.
გოგონა _ მან ხელი წამსვე ჯიბეზე იკრა. . .
ბრმა _ ქისის ჩხრიალზე ვიგრძენი მისი გულუხვობა. . .
პეტრე _ ცოტა იმედიანი და ნათელი რამ იმღერე კეთილო კაცო!
ბრმა _ მე თუ არ მჯერა, უკუნი ღამე ოდესმე თუ გათენდება _ მეთქი.
პეტრე _ ღამესაცა ჰყავს მანათობელი. ნუთუ ოდესმე გადააბიჯე უფსკრულში ფეხი. . .
ბრმა _ /გოგონაზე მიუთითებს/ მე ღმერთმა მხსნელად მომივლინა ეს ანგელოზი!
პეტრე _ და თუკი ვინმემ გაგაჩერა უფსკრულის პირას, თუ სიყვარული წაგჩურჩულა ვიღაცამ ყურში, დაივიწყე ვინ იყავ გუშინ და გაახილე ოცნების თვალი.
ბრმა _ თუ არარა გინახია, ოცნება გაგიჭირდება _ ვუპასუხე.
პეტრე _ მე გზას გასწავლი მაშინ, მოხუცო! ეს გზა მიგიყვანს შვების წყაროსთან. ჭყალს ამოიღებ წყაროდან პეშვით და შეისხურებ ორსავე თვალზე. და შემდეგ ზეცას უნდა ახედო და დაინახავ დიდ, ნათელ მთვარეს. და შემდეგ უცებ მზე მოგჭრის თვალებს. . .
ბრმა _ ვერ მოვითმინე და სიხარულით: სასწრაფოდ _ მეთქი, გზა მიმასწავლე!
პეტრე _ მდინარის ნაპირს აჰყვები მაღლა. ტყე დამთავრდება და დაიწყება მაღალი მთები. ერთ მთას გადახვალ, ორ მთას გადახვალ და შეუყვები მესამეს მერე. მესამე მათში უმაღლესია. მთას შეუყვები უმოკლესი გზით და რომ დაგრჩება სამი ნაბიჯი მთის მწვერვალამდე, შეხვდები ქვაბულს, რომელშიც არის აღქმული წყარო.
გოგონა _ მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი, ისე დამტაცა ხელი ბაბუამ და გამაქცია ვით თვალხილულმა.
ბრმა _ ძალიან დიდხანს ვეძებდი ამ წყალს, ძალიან დიდხანს. გზად პავლე შემხვდა და რომ გაიგო, თუ რა მინდოდა, გადიხარხარა. . .
პავლე _ პეტრე?! ჰა! ჰა! ჰა! ჰა! ჰა! ვიცნობ პეტრეს! დიდი მასხარა ვინმეა! ჰა! ჰა! ჰა! ჰა! ჰა! ო, რა ხუმარაა!
ბრმა _ საგონებელში ჩავარდნილმა ისევ დავიწყე ღამის სიმღერა. დიდხანს ვმღეროდი, ვმღეროდი მოთქმით. . .
პავლე _ საკმარისია! შენი ხსნა ახლა ჩემს მეტს ამ ქვეყნად არავის ძალუძს! გინდა გიშველო?
ბრმა _ ოღონდაც, მეთქი. . . მხოლოდ ის ვიგრძენი, როგორ გამიგრილა ცივმა ლითონმა გული. . .
გოგონა _ ამ სისასტიკემ თვალთ დამიბნელა!
ბრმა _ მე პეტრემ მომატყუა და მკვლელიც ის არის!
ბურძგლა _ თუკი არ ჰყოფნის საკუთარი სიმაღლე მდაბალს, უკეთუ მთაზე უთუოდ ავა, მოემატება სიმაღლე განა?!
აბო _ ცხოვრება ბანქოს თამაშია და თუ არ გაგიმართლებს ქაღალდში, ხიმანკლობაც დასაშვებია!
. . . . .
არა, უცნობო მეგობარო, არ იფიქრო, რომ ბოლო ორი კაცი წარმოდგენის გმირები იყვნენ. პირველი პოეტი ბურძგლაა, ჩვენს ტყეში ცხოვრობს. ამბობენ, დიდი დარეკილი ვინმეაო. მეორე _ ფილოსოფოსია, ბურძგლას მეგობარი, სახელად აბო. ისე კი, როგორც მსმენია, დიდი აუტანელი ვინმე ყოფილა.
ასე იყო თუ ისე, ამ ორი კაცის გამოხტომამ კინაღამ წარმოდგენა ჩაშალა. მაჩაბელა მგრძნობიარე კაცია და არ უყვარს, როცა წარმოდგენაში მაყურებელი საკუთარი სურვილით შეიჭრება, ანთება და გამოკიდება იცის. ჰოდა, ახლაც ასე მოხდა. . .
. . . . .
მაჩაბელა _ რაღაცას ამბობდით, ბატონო აბო!
აბო _ ერთი _ ორი სიტყვა ჩემთვისა ვსთქვი!
მაჩაბელა _ ჩვენთვის არ შეიძლება გაიმეოროთ ეგ ერთი _ ორი სიტყვა?!
აბო _ თქვენ არაფერს მოგცემთ. . .
მაჩაბელა _ ვითომ?!!
აბო _ ვფიქრობ, რომ ჩემი აზრი თქვენთვის მისაღები არ უნდა იყოს. . .
მაჩაბელა _ საიდანღაც მახსოვს რომ, როგორც წესი, კარგ საზოგადოებაში ყველა აზრი მისაღები უნდა იყოს.
პოლი _ ჭეშმარიტი ბრძანებაა! /მაჩაბელასM/ ხომ არ დაგვეპატიმრებინა ეს ბატონები საზოგადოებისათვის მიუღებელ აზრთათვის?!
. . . . .
და ამას მოჰყვა უგვანი ბრძოლა. ავიშვიშდა ტყე. თურმე ვერც თავდაყირა დადგომა შველის საქმეს. სისხლი საფეთქლებში მოგაწვება, ლამის დახეთქოს; აგიწითლდება სამზერი არე და მანამდე უნახავ სიბნელეს ნახავ. ყველაფერი დავიწყწბას მიეცა. სინდისი? რომელი სინდისი?! სირცხვილი? უგზო _ უკვლოდ გადაიკარგა. . . თუ დამარხეს. პრინციპი _ ომი! ომი არაფრისათვის! სიტყვათა თამაში და დაძაბული, დასაწყვეტად გამზადებული ნერვები მხოლოდ და მხოლოდ. . . და მე საკუთარ ამაოებას შევხედე ვითარც თეთრი ოცნების ხორცშესხმას. აბო დაოსელი ბრძენივით სიმშვიდის პოზიციაზე იდგა, მაგრამ დათმობა არც მას შეეძლო. ერთხანს სეირი მსიამოვნებდა. შემდეგ შუბლის ძარღვი დაძაბულობისაგან კინაღამ გამიწყდა. სულ ერთი წუთით დამატყვევა შმაგი განცხრომის ბილწმა სურვილმა: მომინდა შავ სილაში დამეფლა თითოეული მათგანი; მომინდა ცხელი შანთით დამედაღა ასპიტი ენა; გულის ძებნაში გამომეშიგნა დამპალი ხორცი და მეგრძნო შვება. . . გული ამოვარდნას ლამობდა და გადავწყვიტე, თვითდამშვიდებისათვის მიმემართა: სხვისი თვალებით დავლანდე, თავად ვინ ვიყავ. შემოეძარცვა ჩემს ოცნებას უეცრად ხორცი; დავმშვიდდი. გავიგონე, როგორ გადაულაპარაკა აბომ ბურძგლას _ ყველაფერს სჯობია, ჩემო ბურძგლა, არაფრით გამოირჩეოდე სხვებისაგან. ცხოვრება თავცარიელია და თავცარიელები სრული სიმშვიდით პირდაღებულნი შესცქერიან თვალსაწიერზე გადაშლილ წარმოდგენას. არც გამარჯვების ეშინიათ და არც დამარცხების _ მათ არცერთი არ ელოდებათ. ჰოდა, რა გენაღვლება, ვითომ მშვიდად ხარ. . .
. . . . .
პოლი _ მოწმე უიღბლო.
უიღბლო _ /შემოდის მეუღლითურთ/ პირდაპირ დავიწყო?
პოლი _ არა! ჯერ უნდა დაიფიცო!
უიღბლო _ ვფიცავ, ვიტყვი სიმართლეს, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს! დავიწყო?
პოლი _ უიღბლო ვინ დაგარქვა?
უიღბლო _ ასე ადრე მეძახდნენ, და ახლაც შემომრჩა. სახელს რა ჭკუა აქვს! ჰო, ეს ჩემი ცოლია, შუშიკას ვეძახით; სახლში არ გაჩერდა, გინდა თუ არა, რამოდენიმე სიტყვა სასამართლოს მეც უნდა ვუთხრაო და. . .
პოლი _ საკმარისია! დაიწყე!
უიღბლო _ პეტრეს ადრიდანვე ვიცნობ. მოქარგული და ტკბილი ენის პატრონია და მეც გამხვია ეგრეთ წოდებულ, ”სიკეთის კეთების” ბადეში. ბრმად ვუჯერებდი პეტრეს, მისი პრინციპებით ვცხოვრობდი. . . და რა გამოვიდა _ ცოლი გამექცა, ჰოო, ჩემი შუშიკა, ბავშვები შიმშილით ამომიწყდა! თვად გაჭირვებული, სხვა გაჭირვებულებს ვეხმარებოდი. . .
შუშიკა _ ო, რა საშინელი დრო იყო! პეტრეს თავად არაფერი გააჩნია და ამიტომაა ასე ადვილი მისთვის სიკეთის კეთება, როცა არაფერი გაქვს, მისაცემიც არაფერია; სიტყვა კი არც სასმელ _ საჭმელად გამოგადგება და ვერც სიშიშვლეს დაგიფარავს. გააბრიყვა ჩემი მეუღლე. რამდენი არ ვუჩუჩუნე, არ დაუჯერო, არაა ეგ სანდო კაცი_მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერა. ქალს მოკლე ჭკუა აქვსო. . . ზოგიერთ ქალსაც აქვს ჭკუა! მამაკაცზე მეტიც! ვეღარ მოვითმინე და გავიქეცი. ჩემი საცოდავი. . . ნეტავ ისინიც თან წამეყვანა! არა, როგორ. . . წაყვანა როგორ არ მინდოდა, მაგრამ ვინ გამატანა! რომ წამეყვანა, ახლაც ცოცხლები მეყოლებოდნენ.
უიღბლო _ საკმარისია, შუშიკ, ნუ დაახრჩვე ეს პატიოსანი ხალხი ცრემლებით!
შუშიკა _ შენთვის ადვილი სათქმელია, თქვენ, მამაკაცებს, ქვის გული გაქვს!
უიღბლო _ აი, ხომ ხედავთ, სულ ამ დღეში ვართ!
პოლი _ გააგრძელე! გააგრძელე!
უიღბლო _ ღმერთმა დალოცოს პავლე, ეგ რომ არა, ახლაც იმ დღეში ვიქნებოდი. ეგაა ჩემი მშველელი. . .
ბუბუ _ არ მესმის?!
უიღბლო _ მოვიდა, დამარიგა და მითხრა. . .
პავლე _ განა ღირს იმად ეს მოკლე წუთისოფელი, რომ სიცოცხლე გაიმწარო რაღაც უსუსური სიკეთის გამო?! ასე ცხოვრება არ გამოგადგება. გაიგე და დაიმახსოვრე _ ადამიანები ხშირად იღუპებიან იმის გამო, რომ ვერ ახერხებენ შეიცვალონ თაციანთი ჩვეულებები. თუ გინდა იცხოვრო, საზოგადოების შვილი უნდა იყო და მათსავით უნდა იცრუო, მოკლა და წაგლიჯო.
უიღბლო _ ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ჩემი შუშიკაც კმაყოფილი მყავს! /შუშიკას/ არა, ჩემო ძვირფასო?!
შუშიკა _ ეეჰ! /ამოიოხრებს/
პოლი _ აღარაფერი გაქვთ სათქმელი?
უიღბლო _ არა! ახლა წავალთ, კარგად ბრძანდებოდეთ! თუ საჭირო ვიყოთ, თქვენს განკარგულებაში ვართ, კარგად ბრძანდებოდეთ!
. . . . .
ბურძგლა _ ერთი კაცი ცხოვრობდა თურმე, ცოლიც ჰყოლია და შვილებიც. ხელმოკლედ უცხოვრია, მაგრამ უცხოვრია. . . ერთხელ, დილით სამსახურისკენ მიმავალს რაღაც ნივთი უპოვია. ძვირფასი ნივთი ყოფილა. რა ვქნაო, უფიქრია, გავყიდო თუ პატრონი მოვძებნო და დავუბრუნოო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სინდისს უჯობნია და. . . მეორე დღეს გაზეთები აჭრელებულა _ სენსაცია! ! ! სენსაცია! ! ! ამა და ამ კაცმა ასეთი და ასეთი ძვირფასი ნივთი იპოვა და პატრონს დაუბრუნაო.
ერთმა თქვა: სულელიაო. მეორემ: ამისთანა კაცი ოჯახში არ ივარგებსო. სამსახურში თქვეს: სანდო არ არის, ერიდეთ, პატიოსანიაო. ოჯახში:Yვერა ხედავ, შენი შვილები შიშველ _ თითველნი დადიანო და . . . გაგდარეულა საწყალი კაცი.
ერთ დღესაც კვლავ აჭრელებულა გაზეთები _ ნეკროლოგებით პატიოსან კაცზე. თავი ჩამოუხრჩვია. . .
აბო _ ვერც ეგ კაცი დარჩა ბოლომდე პატიოსანი!
პოლი _ მე მგონი, თქვენ ცდილობთ საზოგადოებრივი აზრის დამახინჯებას!
აბო _ არა, ძვირფასო პოლი, ღმერთმა დამიფაროს მსგავსი უმსგავსოებისაგან. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მაიმუნებს რომ ეხარხარათ, ალბათ ისტორია სხვა გზით წავიდოდა. . .
პოლი _ მაიმუნები რა შუაშია?! მიგდებთ?!
მაჩაბელა _ დაწყნარდი, პოლი! ნუ ბრაზობ, არავინ გიგდებს! თქვენ კი, ბატონო ბურძგლა, თუ გინდათ, რომ ვინმე ასიამოვნოთ, ცრემლები არ უნდა ღვაროთ. ხოლო თქვენ, ბატონო აბო, ნუ გვაშინებთ, მეტად ულმობელი და სასტიკია თქვენი ლოგიკა. გინდათ, რომ სინდისამოიღლიავებულებმა კვალში ვსდიოთ ჩადენილ ცოდვას. არა, რეალობა ჩემთან და თქვენთან შედარებით ობიექტურია და მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა, ბოროტთა და ცოდვილთ არ სჯის და არც ალალ _ მართალთ აჯილდოვებს. ძალა ყოველთვის ხნავდა აღმართს. . . პოლი, ვინაა მესამე მოწმე?
პოლი _ ახლავე! მოწმე ბრიყვი!
. . . . .
ბრიყვი _ შეიძლება?
პოლი _ სწრაფად! სწრაფად! გამოადგი ფეხი და აი აქ დადექი! ყველამ უნდა დაგინახოს! ახლა გავეცნოთ ერთმანეთს, მე პოლიციელი გახლავართ, პოლი მქვია. თქვენი სახელი?!
ბრიყვი _ ბრიყვი!
პოლი _ გვარი!
ბრიყვი _ ბრიყვი!
პოლი _ ახლა დაიფიცე, რომ იტყვი სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს და მერე რაც გინდა ის ილაპარაკე!
ბრიყვი _ ვიტყვი სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს და მერე რასაც მინდა ვილაპარაკებ!
პოლი _ ასე არა! დადექი, დაადე წიგნს მარჯვენა ხელი და თქვი _ ვფიცავ, ვიტყვი სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს!
ბრიყვი _ ვფიცავ, ვიტყვი სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს!
პოლი _ ახლა კი მოყევი, რაც გინდა, ოღონდ ძალიან არ მიედ _ მოედო!
ბრიყვი _ ბრიყვი ვიყავი და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ერთხელ პეტრე გამოჩნდა და ამიხირდა _ ცოდნა ბედნიერებას მოგიტანსო და . . . სწავლა დავიწყე. ჟერ ღრამატიკის შესწავლა დავიწყე, ყველაფერი შევისწავლე: ობიექტური თუ სუბიექტური, სახელთა ბრუნებაც კი. . . შემდეგ მათემატიკას მოვკიდე ხელი, ოთხივე მოქმედება ვიცი, დამატებით ფესვის ამოღებაც. მაგრამ არც ამან დამაკმაყოფილა და ისტორიას დავეწაფე. ასე მივყევი _ ლოღიკა, ეთიკა, ფიზიკა, ასტრონომია. . . ბევრი, ბევრი ვისწავლე; დიდი ცოდნა დავაგროვე. აღარ მახსოვს და უკანასკნელად, მგონი, ფილოსოფიას ვსწავლობდი. . . /გაჩუმდება/
პოლი _ მერე! მერე! გააგრძელე!
ბრიყვი _ თურმე, რაც უფრო მეტს სწავლობ, მით უფრო ნაკლები იცი. . . /გაჩუმდება/
პოლი _ ნუ გაგვტანჯე! ყოველი სიტყვა ძალით უნდა ამოგგლიჯო პირიდან?! თუ ყვები, მოყევი!
ბრიყვი _ თურმე, რაც უფრო მეტს სწავლობ, მით უფრო ნაკლები იცი და ვიგრძენი, თუ რაოდენ უბედური ვიყავი.
პოლი _ სულ ეს არის?!
ბრიყვი _ ბრიყვი ვიყავი პეტრეს გამოჩენამდე და თავს ბედნიერად ვგრძნობდი.
პოლი _ დაამთავრე? /ბრიყვი თანხმობის ნიშნად თავს დაიქნევს; დაღონებულია/ ჩხირი კედელს! Aახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ! დიდი მადლობა და, თუ შეიძლება, მიბრძანდით!
მაჩაბელა _ პოლი! კიდევ არის მოწმე?
პოლი _ არა! სიტყვა ბრალმდებელს ეკუთვნის!
. . . . .

(გაგრძელება ქვემოთ)

study


Last edited by Admin on Thu Nov 14, 2019 2:26 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 1:37 pm

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Malkha13

მალხაზ გველუკაშვილი

სამსჯავრო, ანუ უმისამართო წერილი ტყიდან

(გაგრძელება)

.....
ჰამლეტა _ ყველაფერი დღესავით ნათელია. პეტრეს მიზანდასახულმა სიცრუემ მიიყვანა ეს ადამიანები პავლემდე. გავადევნოთ თვალი მომხდარ მოვლენებს: დაზარალებული ბრმა. . .
ბურძგლა _ დაზარალებული კი არა, მოკლული!
პოლი _ წესი, წესი დაიცავი!
ჰამლეტა _ დიახ! დაზარალებული ბრმა! იჯდა მუხის ძირში და მღეროდა. და ელოდა გამვლელ _ გამომვლელს, რათა მიეღო თავისი წილი; ის მცირედი, რომელიც მისი არსებობის სახსარს შეადგენდა. სწორედ ამ დროს პეტრემ ჩამოიარა. იმის მაგიერ, რომ მიეცა ის, რის მიცემასაც აპირებდა და გაეარა, წასულიყო თავისი გზით, უარყო ელემენტარული ადამიანური წესი და გადაწყვიტა მისი მოღორება. დიახ! მოღორება! უკეთესი სიტყვა ამ საქციელს არ მიესადაგება. მიასწავლა რაღაც არარსებული შვების წყარო და მისცა ფუჭი იმედი _ თვალი აგეხილებაო. და ამასთან, საოცრად არაადამიანური გზებით გაგზავნა ამ წყაროსაკენ. მან, ესე იგი პეტრემ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა ის, რომ ბრმა ვერ იპოვიდა ამ წყაროს, ან როგორ იპოვი იმას, რაც არ არსებობს, და სადმე მიუვალ კლდეებზე გადაიჩეხებოდა. მან ეს დასაწყისშივე იცოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კაცმა ჭირი მალა _ მალაო, ხომ გაგიგიათ, გზა მოუნახა თავის შავბნელ ზრახვებს. . . ერთი უბედურება მეორემ შეცვალა _ ბრმას გზად პავლე შეხვდა, რომ გაიგო, რასაც ეძებდა _ გადაიხარხარა და აუწყა არანაკლებ საშინელი. . . ს ი მ ა რ თ ლ ე! . . დიახ! სიმართლე! კი, მაგრამ, ვის რაში სჭირდებოდა მისი სიმართლე?! ყოფილიყო თავისთვის და ევლო თავის გზაზე! და კიდევ მკვლელობა. . . პავლემ დაასრულა პეტრეს დაწყებული საქმე.
სწორედ ასეთი ჩარევის, უფრო სწორად, არასაჭირო ჩარევის შედეგია უიღბლო და ბრიყვიც.
ვის სჭირდება დღეს შენი ცოდნა, თუ რამე იცი შენთვის შეინახე. თუ მის გამოყენებასაც მოახერხებ, ხომ კარგი. . . მაგრამ, რომ აიკვიატებენ, დიახ! ამათმა აკვიატებულმა ჭკუის სწავლებამ ჯერ დაანგრია უიღბლოს ოჯახი, სასამართლოს შევახსენებ, რომ უიღბლოს შიმშილით ამოუწყდა შვილები, და შემდეგ რას დაამგვანა, თავადაც ნახეთ.
ხოლო რაც შეეხება ბრიყვს, რაში სჭირდება ბრიყვს ცოდნა, გაანებონ რა თავი! რა გატანჯეს ეს კაცი?! “ცოდნა ბედნიერებას მოგიტანსო” და კიდევ ათასი სხვა სისულელეებით გააბრუეს.
ჭეშმარიტად ბრძნული ნათქვამია _ არამკითხე მიამბეო. .
ყველაფერი დღესავით ნათელია: პეტრეს მიზანდასახულმა სიცრუემ მიიყვანა ეს ადამიანები პავლემდე, ხოლო პავლე მათ მისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით გაუმასპინძლდა.
მკვლელია პავლე, ხოლო პეტრე მისი ხელშემწყობია. მოვითხოვ მთელი სიმკაცრით დაისაჯონ პეტრე და პავლე.
მე დავამთავრე.
. . . . .
მთვარე გამოგორებულიყო ცაზე. ხის ტოტებიდან შემოგვცქეროდა.
დაიკივლებდა სადღაცა ბუ და ფოთოლთა ჩურჩულს იდუმალს ხდიდა. რასა ჰყვებოდა ასეთ ამაზრზენს ტყე, ბუ რომ კიოდა. თუ საკუთარი ტკივილი ჰკლავდა. იქნებ მღეროდა. . . მერე, ასეთი მძიმე სიმღერა?! შეუძლებელია! უნდა გწყდებოდეს გულმკერდში რაღაც და მოწყვეტის წამი ცხოვრება იყოს. აი მაშინ კი, მაშინ კი იმღერებ ასე. . .
ძნელი ყოფილა ლამაზად ლაპარაკი.
წამოიკივლებდა ბუ და იდუმალის შიში ხელ _ ფეხს მართმევდა. თუ ამათსავით ფიქრობს ყოველი, ან კი ფიქრობს? ახლა დავრწმუნდი, რაც უფრო მეტადაა კაცი ჩაკეტილი საკუთარ თავში და ნაკლებ სწამს აზრის, რომელიც მისგან მომდინარეობს, მით უფრო ღირებულია მისი აზრი. . . მე კი დავრწმუნდი, მაგრამ. . .
რა უნდა გტკიოდეს ნეტავი ასე. . .
. . . . .
პოლი _ სიტყვას იტყვის დამცველი!
ბონდო _ ვერ დავეთანხმები ბატონ ჰამლეტას მიერ აქ მოტანილ ბრალდებას! დამნაშავე არც ერთი არ არის. პეტრე მთელი გულით ცდილობდა სიკეთე ეთესა; ასევე ცდილობდა პავლე. ამის დასტურია მათ მიერ ჩადენილი ყოველი ქმედობა. თანმიმდევრულად გავადევნოთ თვალი მომხდარ მოვლენებს და დავრწმუნდებით მათ კეთილქმედობაში. მოწმე ბრმა იჯდა მუხის ძირში და მღეროდა. რაზე მღეროდა? ღამეზე! მისი სიტყვებით _ ღამეზე, როცა ყველაფერს გრძნობ და ვერაფერს ხედავ. ბრმისთვის სიბნელის მეტი სინათლე ამ სამყაროში არ არსებობს, იმიტომ, რომ ცხადად სხვა არაფერი ახსოვს. მისთვის სიკეთეც ნიღაბია. არა სჯერა არავითარი ამაღლებული. . . სწორედ ასეთი კაცია ბრმა და სწორედ ამ კაცთან მოვიდა პეტრე, რომ მისთვის მიეცა იმედი, იმედი იმისა, რომ საკუთარი თვალებით იხილავდა იმას, რაც სხვებისაგან გაუგონია. იმედი კი რაცაა, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ხოლო რაც შეეხება პავლეს, პავლე მართალი კაცია. მასაც აქვს გული სიკეთით სავსე, მაგრამ, პეტრესაგან განსხვავებით, ძალიან კარგად იცის, რომ მხოლოდ სიკეთით ამ ქვეყანაზე ვერ იცხოვრებ, და ამიტომ ამ გულნამცეცა ადამიანებს მიწასთან ასწორებდა. ესეც თავისებური სიკეთეა. . . სიკეთეა, როცა ძირმაგარას ძირიანად ამორწყავ, ანდა მუწუკის ლპობას დააჩქარებ, ასე უფრო მალე მორჩება.
კაცი, რომელიც ღრმადაა დარწმუნებული, რომ მეორე დღე არ გაუთენდება, იმავ ღამეს დალევს სულს. რაც შეეხება უიღბლოს, პეტრეს ნუ დავაბრალებთ მისი ოჯახის დანგრევას. პეტრე მხოლოდ სიკეთეს ასწავლიდა. მაგრამ ცოდნა თავისთავად არაფრის მაქნისია, თუ მისი გამოყენება ვერ შესძელი. . . აქ, სიმართლე რომ გითხრათ, მშურს პავლეს მოხერეხებულობა. დაინახა რა პავლემ უიღბლოს მოუხერხებელი და უხეში ნატურა, მისცა იმისი ცოდნა, რისი გამოყენების შესაძლებლობაც უიღბლოს ტვინს ჰქონდა.
ხოლო რაც შეეხება ბრიყვს, ბრიყვი ბრიყვად დარჩება, რამეთუ ცოდნაში ბედნიერებას ეძებს. მე მასზე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.
მაშასადამე დამნაშავე არც ერთი არ არის.
მე დავამთავრე.
. . . . .
პოლი _ სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად!
მაჩაბელა _ ბევრი იფიქრა მოსამართლემ და /პოლიმ რაღაც წასჩურჩულა ყურში მაჩაბელას/. . . უგზო _უკვლოდ დაიკარგა. იმის გამო, რომ მეტი მოსამართლე არ გვყავს ტყეში, პეტრეს და პავლეს ვათავისუფლებთ, ხოლო მტყუან _ მართალი დაე დამსწრე საზოგადოებამ თავად განსაჯოს!
. . . . .
მაგრამ ამით როდი დამთავრდა ეს ამასწინანდელი წარმოდგენა. პოეტი აკივლდა _ შემოქმედო, განა იმად არ გამოაპინტრიშე ადამ და ევა სამოთხიდან, რომ შეგეშინდა, კაცობრიობამ ჭეშმარიტებას თვალებში არ შეხედოსო?! ამას მოჰყვა ერთი რია _ რია და ბოლოს და ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ცხოვრება თავის სათქმელს თავად იტყოდა.
ჩააბარა რა წარმოდგენა დავიწყებას, უცნობო მეგობარო, ტყემ გააგრძელა მშვიდი ცხოვრება. ერთხანს ასე იყო. ოღონდაც, კარგად გემახსოვრება: დღეს ღამე მოსდევს უცილობლად. მიწის შვილნი ვართ ამ ქვეყნად ყველა, და არ შეიძლება არ გეტკინოს ის სატკივარი, მოყვასს რომ ახრჩობს.
. . . გაგიჭირდება ცხოვრება მარტოს.
. . . . .
გავიდა დრო და ერთ დღეს, როდესაც მზე ცის ტატნობის ზენიტში იდგა, დღე დაგვიბნელდა, ასე, ნელ _ ნელა, დღე სულს ღაფავდა და მოდიოდა ბნელი ზრახვებით დაუვიწყარი უგრძესი ღამე. ტყეში სისხლისმსმელი ბელიარი დასახლებულა. თურმე ამ ავსულს გაუძევებია ცის კაბადონიდან მზე.
როგორც მაშინ პოეტი ბურძგლა ამბობდა:
ობლად იდგა ცის გუმბათზე მთვარე.
არასოდეს არ ყოფილა ამისთანა ღამე.
არასოდეს არ ყოფილა ამისთანა გრძნობა.
ხის ტოტებში შიშისაგან სისინებდა სიო
და ათასი ჭორ _ მართალი გაჰქონდ _ გამოჰქონდა.
ბუ კიოდა, შიშისაგან ასწეოდა წნევა.
შიში ტყეში ჩამოსახლდა, გაიმართა წელში.
შიშის გამო არ ინდობდა მსგავსი მსგავსის ძვალ_ტყავს.
ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა ტყეში.
. . . . .
ერთხელაც ტყეში ხმა დაირხა _ ფილოსოფოსმა აბომ ამ შავი დღიდან გამოსავალი თავის მძიმე წიგნებში ამოიკითხაო.
აი ისიც: ბელიარის მოშორების ორი გზა არსებობს.
პირველი, თუ სისხლისმსმელის თვალწინ ამოიგლეჯავთ საკუთარ გულს, მას თავგზა აებნევა და თავისით გადაიკარგება.
მეორე გზა ბელიარის სიკვდილში მდგომარეობს, მახვილით მკერდი უნდა გადაუხსნათ, გული ამოგლიჯოთ და ჯერ კიდევ ცოცხალი ბელიარის თვალწინ შესანსლოთ.
მძიმე იყო გამოსავალი.
. . . . .
როგორც კი ბოროტი აზევდება სიკეთეც იჩენს თავს.
ბილიკს დაადგა პეტრე, ბილიკს, რომელიც ბელიარის საცხოვრისისკენ მიდიოდა. გზად პავლე შეხვდა:
_ საით გაგიწევია, პეტრე _ ბატონო?
_ ბელიარი უნდა ვნახო!
_ შენ რა, მოკვლას უპირებ?! _ გადაიხარხარა პავლემ.
_ ვფიქრობ გავაგდო!
_ თავად აპირებ სიკვდილს?!
_ თუკი სიკეთეს სჭირდება! . .
_ სისულელეა! ! !
_ შენთან კამათის დრო არ მაქვს, პავლე! ჩემს გზაზე წავალ. კარგად იყავი!
_ ღმერთმა ხელი მოგიმართოს! _ ჩაიცინა პავლემ.
პეტრე გაუყვა ბილიკს. პავლემ ერთხანს სტკეპნა ადგილი და შემდეგ უეცარი გადაწყვეტილებით პეტრეს აედევნა.
. . . . .
უეცრად საშინელი ქარი ამოვარდა. ცა ღრუბლებმა დაფარა. ამას მოჰყვა ჭექა _ ქუხილი, ელვა და კოკისპირული წვიმა. თითქოს მეორედ მოსვლა დაიწყო. მაგრამ ყველაფერმა ამან ცოტა ხანს გასტანა. მზე გამოჩნდა მთის წვერზე და ახალფეხადგმულ ბავშვის გაუბედავი ნაბიჯებით გააგრძელა გზა ცის გუმბათზე.
გათენდა.
დათბა.
გაიხარა ტყემ. გახალისდა, ამღერდა. კაცი კაცს და ხე ხეს ულოცავდა გათენებას.
. . . . .

ჩვენს ტყეს ძალიან უნდოდა თავისი გმირი ჰყოლოდა. მთელი ტყე გამოეფინა მხსნელის საზებრად. ბევრი ეძებეს თუ ცოტა, სამი გვამის მეტი ვერაფერი იპოვეს. აქედან ორი მაშინათვე იცნეს: პეტრე და პავლე იყვნენ. მესამეზე დიდხანს იმტვრიეს თავი, ვინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სანამ ფილოსოფოსმა აბომ არ მოიტანა თავისი ყველაზე მძიმე წიგნი “ავსულების სრული დასურათებული ენციკლოპედია” და იქ არ ნახა, რომ ეს კაცი თურმე ბელიარი ყოფილა, ვერაფრით ვერ დაადგინეს მისი ვინაობა.
აღაფრთოვანა ხალხი ბელიარის სილამაზემ. უცნაურია ბუნება, ციურ ხეულში ამოგუდავს ქვესკნელის დემონს და გახრწნილ რისხვას თვალებიდან გამოასხივებს. ხოლო ლამაზ სულს დაფლეთილ ხორცს დაუტოვებს სატკივარად.
ბელიარის გვამს მკერდი ჰქონდა გადახეული და გული ამოგლეჯილი. ასევე პეტრეს გვამს. მაგრამ პავლეს ჭრილობის ნასახიც არსად აჩნდა, და ყველასათვის საიდუმლოებით მოსილი რჩებოდა მისი სიკვდილის მიზეზი.
დასადგენი გახდა ვინ იყო გმირი, პეტრე თუ პავლე.
შედგა კომპეტენტური კომისია პატივცემული პირებისაგან. კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს ტყის ბურგომისტრი არდავიკლო სუჩემია. კომისიის წევრებად _ პოლიციელი პოლი და პატივცემული ბატონები: ჩლახო მკელობელი, ქუში ბრუტიანი და ბუტი ტეტია.
დაიწყო დამქანცველი და გაჭიანურებული დავა.
მაგრამ ყველაფერს საკუთარი ბოლო აქვს და გადაწყვიტეს, რომ მთელი ტყე შეეკრიბათ, ემსჯელათ და გამოერკვიათ, ან აერჩიათ, ვინ იყო გმირი.
. . . . .
დიდი მუხის ძირში შეიკრიბნენ ტყის შვილები. სხდომი დაწყება რატომღაც გაჭიანურდა (შემდგომ გაირკვა _ ბურგომისტრს სადილი საოცრად გაგრძელებოდა). ბოლოს, როგორც იქნა ტრიბუნაზე ავიდა არდავიკლო სუჩემია. პოლი მოვალეობის შესრულებას შეუდგა:
_ წესი დავიცვათ, ბატონებო და ქალბატონებო, წესი!
_ არავინ გვაკლია? _ იკითხა ბურგომისტრმა
_ მხოლოდ ფილოსოფოსი აბო!
_ სად არის?
_ სახლშია ჩაკეტილი და არც თვითონ გამოდის, და არც კარს გვიღებს!
_ სხდომას გახსნილად ვაცხადებ! სიტყვას ვიტყვი მე! _ ბურგომისტრმა რამდენჯერმე ჩაახველა და წყალი მოსვა _ ბატონებო და ქალბატონებო, კომპეტენტურმა კომისიამ ჩემის ხელმძღვანელობით გამოიყენა მთელი თავისი გამოცდილება, ცოდნა და უნარი სიმართლის დადგენისა. არაფერი დაგვიკლია, რათა გამოგვერკვია ვინ არის გმირი _ პეტრე თუ პავლე. დღევანდელი სხდომის მიზეზიც სწორედ ეს არის: შევაჯამოთ ჩვენი კომისიის შედეგები, ვიმსჯელოთ და გამოვარკვიოთ, ან ავარჩიოთ გმირი. მაგრამ, სანამ გავარჩევდეთ ამ საკითხს მოკლედ მიმოვიხილოთ ჩვენი ტყის სხდომების ისტორია. სიტყვას ვაძლევ ამ საკითხის ბრწყინვალე მცოდნეს, სხდომების ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრს, ბუტი ტეტიას! . . ტაში, მეგობრებო, ტაში! ! 1
_ გმადლობთ, ძვირფასო ბატონებო! მაგრამ ტყის სხდომები ისტორიამდე მსურს ორიოდ სიტყვით გაგაცნოთ დეტალები საკუთარი ცხოვრებიდან. _ მაგისტრმა ცხვირზე სათვალე შეისწორა _ მე დავიბადე თითქმის ტყის ცენტრში, ყველაზე გაშლილ ნაძვის ხის ძირში და ვიზრდებოდი ისე, როგორც არვინ და ყველა. დედად უბრალო ქალი მყავდა, კარგი დიასახლისი და განათლებული, აცხონოს მისი სული უფალმა. მამა ადრე გარდამეცვალა და ამიტომ კარგად არც მახსოვს, მაგრამ კარგი კაცი იყოო _ დიდედა ამბობს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დიდედა მარგოს და დედა არვარგოს კარგმა აღზრდამ და მზრუნველმა დამოკიდებულებამ შედეგი გამოიღო. Dდიახ, ჩვენს ხალხს არ დაუკარგეს ჩემი ნიჭი და ინტელექტი.
ახლა მოკლედ ტყის სხდომების ისტორიის შესახებ.
პირველი სხდომა ტყის, რიგით მეცამეტე ბურგომისტრმა თოხლი მშივამ ჩაატარა. სხდომაზე განხილული საკითხები დღესაც აღელვებს კაცობრიობას. დიახ ბატონებო, დიახ! ეს საკითხები კუჭის ამოყორვას შეეხებოდა. ზოგიერთბს ახსოვთ კიდეც ალბათ მაშინდელი დევიზები. აქაც გვქონდა, დიდი მუხის ძირში, ერთი მათგანი _ “მთავარია არაა რას შესჭამ, მთავარია გაძღე”, ანდა “თუ არა გაქვს, ნუ შესჭამ”, ან “რაც გაქვს, ისა სჭამე”. დიდხანს რომარ მომიწიოს ტრიალმა პირველი სხდომის გარშემო, ბატონებო, მხოლოდ ერთს ვიტყვი, ვიტყვი, რომ ყველამ ვიცით პირველი სხდომის ისტორიული მნიშვნელობა და გადავალ მეორე სხდომაზე.
მეორე სხდომა ტყის რიგით მეთოთხმეტე ბურგომისტრმა, ჩვენმა სახელოვანმა წინაპარმა, ზორბეგ უნამუსომ მოიწვია. სხდომა ჩვენი ტყის განათლების საქმეს შეეხებოდა და რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს საქმე და საერთოდ ნებისმიერი საქმე ამ კაცისათვის, მისი სიტყვებიდანაც ჩანს. აი, რას ამბობდა იგი: “ტყის კანონები, სიტყვა და საქმე ერთია და ყველაფერი ტყის შვილების კეთილდღეობისთვისაა გამიზნული. ეს უნდა იცოდეთ ყველამ და ისწავლოთ ის, რასაც ტყე გასწავლით” (აქ ზოგ დამსწრეთაგანმა მთქნარება დაიწყო. აქა _ იქ გაისამა: დროზე დაამთავრე და საქმეზე გადავიდეთო _ რის გამოც სხდომების მაგისტრი იძულებული შეიქნა სიტყვა შეემოკლებინა).
რომელი ერთი სხდომა ჩამოვთვალო _ მესამე, მეოთხე, მეხუთმეტე და ასე შემდეგ. . . ყოველი სხდომის მიზანი ხალხის კეთილდღეობა იყო. მაგრამ სიტყვა როდის მისცემია დავიწყებას, ჩვენ მათ ყოველთვის კეთილად ვიხსენებთ.
დღეს ჩვენს წინ კიდევ ერთი მეტად საპასუხისმგებლო სხდომაა და ჩვენს ნიჭიერებაზე და სამართლიანობაზეა დამოკიდებული, როგორ გაიხსენებს ჩვენი მომავალი ამ სხდომას.
გმადლობთ, ძვირფასო მეგობრებო! ! !
. . . . .
შემდეგ დიდხანს იმსჯელეს ჩლახო მკელობელმა და ქუში ბრუტიანმა. დიდხანს იდავეს ისტორიისათვის გმირის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. რომ ყოველ გმირს ხალხი შობს და რომ ის ხალხი, რომელმაც გმირი შობა, დიდი ხალხია და სხავა მრავალი და სხვა მრავალი. . .
შესაძლებელია, განცვიფრებს უცნობო მეგობარო ტყის ცხოვრების ასეთი რიგი, მაგრამ ერთ რამეში შეგიძლია მერწმუნო, რომ თავად ისე შევენივთე ამ ხალხს, მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია. მე მიყვარს ტყე მთელი თავისი ტკივილებით და მგონია, რომ მისი მთლიანობის უმნიშვნელო, მაგრამ განუყოფელი ნაწილი ვარ. სრულყოფილება ხომ დადებითის და უარყოფითის ჰარმონიულ ერთიანობაში ვლინდება. ისე ვერ შეიგრძნობ გამარჯვების ნეტარებას, თუ მრავალჯერ არ დამარცხდი. ეგებ ხანდახან დამარცხებაც სჯობდეს! ეს ღმერთმა იცის. . .
რომ ვთქვა, წყნარად ვიჯექი რომელიმე ხის ტოტზე და განდეგილი ბერივით მშვიდად შევცქეროდი ტყის გმირის ძიებას, სისულელე იქნება. მთელი ცხოვრება რაც ყველაფერზე მეტად მიჭირდა, გაურკვევლობა იყო.
. . . აღელდნენ ტყის შვილები, მოითხოვდნენ გმირის დასახელებას. ტრიბუნა პოეტმა ბურძგლამ ჩაიგდო ხელში და ჯერ კიდევ უცნობი გმირისადმი მიძღვნილი ლექსის კითხვა დაიწყო. მეორე მხარეს კომედიანტმა მაჩაბელამ გამართა სასწრაფოდ სცენა, რათა იმ ღამით მოფიქრებული წარმოდგენა მზის სინათლეზე გამოეტანა.
მაგრამ მაინც, ვინ იყო გმირი, ამაზე პასუხს არავინ იძლეოდა. იმის მეტი რა შეუძლია კაცს, რაც იცის!
. . . . .
ისინი, ვისაც ოცნებად სიღრმე გადაქცევიათ, რომელთა შინაგანი სიღარიბის მიზეზსაც წარმოსახვის ნაკლებობა წარმოადგენს, ცხადად განიცდიან ამაღლებული ვნებების მოთხოვნილებას და თუ გამოჩნდა ვინმე, ვისაც ძალუძს გზა გაუხსნას მათ ვიწრო ხედვას, ან მოჩვენებითი ჰორიზონტი დაანახოს, საბელს აიხსნის უბედურება და ისინიც თავს მანიაკურ თვითგვემაში და ფანატიკურ სასოწარკვეთილებაში ჰპოვებენ.
ხალხში უცნობი შემოიჭრა, მუჯლუგუნებით გაიკვლია გზა და ტრიბუნაზე ამოჰყო თავი. უცნობმა ხელი ჰკრა ბურძგლას, ტრიბუნიდან გადააგდო და მისი ადგილი დაიკავა:
_ ყურადღებით მომისმინეთ ბატონებო, და გაიგებთ ვინაა გმირი! (სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა) ყველას კარგად ახსოვს ბელიარის განადგურების რა გზა იპოვა თავის მძიმე წიგნებში ფილოსოფოსმა აბომ. ისიც კარგად გახსოვთ, რა კაცი იყო პეტრე. მან გული საკუთარი ხელით ამოიგლიჯა მკერდიდან და სიცოცხლე შესწირა ტყის ბედნიერებას.
_ როგორც ბატონმა აბომ წაგვიკითხა, თვითმკვლელის დანახვაზე ბელიარს თავგზა უნდა აბნეოდა და გადაკარგულიყო ტყიდან. ეს უკანასკნელი კი მოკვდა. არ მითხრა, თუ კაცი ხარ, გულსუსტი უყოო ბელიარი.
_ მარტო წიგნზე დაყრდნობაც არ ივარგებს!
_ გული ბელიარსაც ჰქონდა ამოგლეჯილი. პავლემ მოკლა ბელიარი. მახვილით გადაუხსნა მკერდი და გული ამოგლიჯა.
_ პავლეც ხომ მკვდარია.
_ განა პეტრეს გარეშე მის სიცოცხლე ფასი ექნებოდა?!
და ამას მოჰყვა უგვანი დავა. ტყე ორ ნაწილად გაიყო. ერთნი უცნობს მიემხრნენ, სხვანი ეჭვიან კაცს. საქმე იქამდე მივიდა, რომ მუშტი _ კრივიც კი გაიმართა. . .
. . . . .
ხანძარი ნაპერწკლიდან ჩნდებაო და გაჩაღდა სატყეო ომი. მთელი ტყე ორად დაბანაკდა. თუ სადმე შეეჩეხებოდნენ მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლები, “პეტრეს მოციქული”, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ის, მახვილს იშიშვლებდა, მკერდს გადაიხსნიდა და გულს ამოიგლეჯავდა, ხოლო თავზარდაცემული “პავლეს მიმდევარი” ტყიდან გარბოდა.
გაჩანაგდა ტყე. გამრავლდა გლოვა. თითქმის ყოველ ხის ძირას ხორცგაცლილი კაცი ეგდო.
ერთი მხრიდან სასოწარკვეთილი ბურძგლა გაიძახოდა _ არ გვინდა გმირი, რომელიც ჩვენვე ამოგვაგდებსო.
სხვა მხრით მაჩაბელა დარბოდა და ტყის შვილებს მშვიდობისაკენ მოუწოდებდა.
ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ეს ამბავი, რომ არ მიხვედრილიყვნენ _ ასე ერთიანად ამოწწყდებოდნენ და ზავისათვის შეიკრიბნენ.

ამბავი, რომელიც მოყვა აბომ, ანუ ვინ მოკლა ბელიარი
ბელიარი ჰამაკში ნებივრობდა, პეტრე რომ წამოადგა თავს. პეტრე ჩვეული თავაზიანობით მიესალმა:
_ გამარჯვებას მოგახსენებთ, ბატონო ჩემო!
_ გამარჯვება ნუ მოგშლოდეთ! _ თავაზიანობას თავაზიანობითვე უპასუხა ბელიარმა.
_ მაპატიეთ, ჩემო ბატონო, სიმშვიდე დაგირღვიეთ! . .
_ ოჰ, რასა ბრძანებთ?!
_ ბელიარს ვეძებ, სადღაც აქ ცხოვრობს, იქნებ იცოდეთ და მიმასწავლოთ!
ბელიარმა აათვალ _ ჩაათვალიერა პეტრე, ჰამაკიდან გადმოვიდა და
_ მაგაზე უარს როგორ გეტყვით, ეგ ადვილია!
_ მადლობელს დაგრჩებით!
_ არ ღირს მადლობად! თქვენს წინ დგას იგი!
_ ნუ დამცინით! შეუძლებელია, ასეთი წარმოსადეგი და ლამაზი ყმაწვილი ბელიარი იყოთ!
_ რატომაა შეუძლებელი, _ გაიცინა ბელიარმა _ განა ყველა მახინჯი სისხლისმსმელია?!
_ ამას არ ვამბობ!
_ მაშინ უნდა დამიჯერო, რომ ვისაც ეძებ, სწორედ ისა ვარ!
_ ვერ დაგიჯერებ!
_ როთ დავამტკიცო?!
_ მზე დააბრუნე!
_ ესე იგი, მე წავიდე ტყიდან. რა ხეირია?!
_ არა! შეუძლებელია! ბელიარი შენ ვერ იქნები! . .
_ სასაცილო ხარ, ღამესა ვფიცავ!
_ თუკი შენა ხარ ბელიარი, აი მახვილი! მზეს დავაბრუნებ უცილობელად! და თუ შენ არ ხარ, მთელი სიავე სიცრუისა სინდისზე გქონდეს!
_ რას სჩადი, გესმის! ! ! _ ხელებში ეცა პეტრეს ფერდაკარგული ბელიარი, მაგრამ უკვე გვიან იყო, საკუთარი გული ყელზე დადგომოდა პეტრეს.
ხეებს ასკდებოდა თავზარდაცემული ბელიარი, პავლე რომ წამოადგა თავს, პეტრეს გვამის დანახვისთანავე მიხვდა ყველაფერს, დაშნა იშიშვლა და . . .
ბელიარი სისხლცრემლიანი თვალებით შესცქეროდა პავლეს ყბებში მოქცეულ საკუთარ გულს.
ასე რომ, ძვირფასო ბატონებო, ორი გმირი გვყოლია ტყეში _ პეტრე და პავლე!
_ აგებ, ისიც იცოდე, აბო, რამ მოკლა პავლე!
_ ბელიარის გულს სისხლის მაგიერ შხამი კვებავდა, ჩემო ბურძგლა.
. . . . .
თუ ეძებ ჭეშმარიტებას, ჩემო უცნობო მეგობარო, ეძებ ერთგულებას, თანადგომას ან ნუგეშს, ეს ყველაფერი უსაზღვრიდაა მასში. თუ გსურს სათნოება, უსათნოესია იგი. თუ გსურს სილამაზე, ულამაზესია, უმდიდრესი და უძლიერესია. რასაც ინატრებ, ყველაფერს ნახავ სიკეთეში _ სიყვარული რომ ჰქვია.
და სწორედ მისი მიზეზით და მის შემდეგ, მთელი თავისი უფლებებით ჩამოსახლდა ტყეში მშვიდობა.
მზე ტყის თავზეა უწინდებურად.
ბურძგლა ლექსებს წერს.
აბო წიგნებთან ათენებს ღამეს.
მაჩაბელა წარმოდგენებს დგამს ტყის ყოველ მხარეს.
პოლი წესრიგს დარაჯობს და ბურგომისტრი თავის რჩეულებთან ერთად ხვავ _ ბარაქიან სუფრას უზის.
ასე და ამრიგად ტყის ცხოვრება მარადისობის ადამიანურ კანონებს იცავს.
. . . . .
ალბათ ძალიან შეგაწყინე თავი, უცნობო მეგობარო! მაგრამ ახლა კი ნამდვილად დავამთავრე. თუ რამ ისე ვერ დავწერე, როგორც მოხდა, ვფიქრობ, მაპატიებ. . . არც ლამაზად წერაა ადვილი. ერთსი კი უნდა მერწმუნო, რომ აქ მე არც არაფერი მომიგონია და არც დამიმატებია. ეს ამბავი ჩვენს ტყეში მოხდა; მე შენ გიამბე, მისი განსჯა შენი ნებაა.
პატივისცემით ტყიდან! . .


(დასასრული)

1984

study


Last edited by Admin on Thu Nov 14, 2019 2:26 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 1:39 pm

მალხაზ გველუკაშვილი

წერილი

წერილი, რომელიც შენთვის უნდა მომეწერა, ნაკუწებად ვაქციე ჯერ კიდევ გუმანში, რომელიც ასე ხშირად მღალატობს. და გადავწყვიტე გადმომეხატა სულის სიღრმიდან ორიოდ სიტყვა, ჩემს მარტოობას რომ მოსდევენ დასაწყისიდან.
არ მახსოვს როდის ამმტეხიარდა, სული მორჩილად მჯდომარე ადრე. აგებ შენ იყავ ამის მიზეზი! წყლული შენამდის გამიჩნდა აგებ, რათა შამანმა დასტოვოს ძარღვნი და წმინდა სისხლით ამევსოს ბაგე.
თუკი ასეა, არ კი გეძრახვი, მაშინ რატომღაც უნდა მახსოვდე. . . და ჩემს შემდეგაც ჩემი ტკივილი ათას სხეულში გაიღვარცოფებს.
ანდა, აგება მე ვიყო იგი ბოლო სხეული, რომლის შემდეგაც პირისწყალი აორთქლდება და გაიშლება სამყაროს სულში.
თურმე როგორც კი განვსულიერდი, ამოჟივჟავდა წამწამზე ჟავი, ამიფრთხიალდა პატარა გული და ეს იყო პირველი ტკივილი და სიხარული დაბადებისა.
მძიმეა სული, თუკი გაგაჩნია.
და ახლა, როცა მოვწყდი ბავშვობას, მიწაზე ჩემი გზები მოვნახე, ფიქრებში წასულს მეწვევა ნიჭი, მახსენებს წარსულს, ჩემს განხორციელებამდე გასულს და მანიშნებს:
_არ გაქვს უფლება იცხოვრო ისე, როგორც იცხოვრე უკვე. არ გაქვს უფლება ის იყო ისევ, იმით ჩაბარდი უკუნს. ნუღა გიკვირდეს, გიკვირდეს მაინც, და გიხაროდეს ამით, რამეთუ უფრო დიდია აწი შენი ცხოვრების ჟამი.
და მე თუ ისევ ის ვარ, რაც ვიყავ, აგებ შენა ხარ ამის მიზეზი! აგებ შენამდის გამიჩნდა დარდად შენი სხეულის სითბო და სევდა. თუკი ასეა (ვერ დავიფიცებ, ეს შეგრძნება მაქვს _ უნდა მახსოვდე), ცრემლი, რომელსაც უხმოდ ჩაყლაპავ, ამ ჩემს სხეულში გაიღვარცოფებს.

1983 წ.

study


Last edited by Admin on Mon Nov 18, 2019 11:21 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 1:40 pm

მალხაზ გველუკაშვილი

როგორ იპოვა და დაკარგა ტახტი მათხოვარმა

ოდესღაც ერთ მათხოვარს, რომელიც სხვა მათხოვრებთან ერთად მათხოვართა უბანში ცხოვრობდა, ნაგავში მეფის ტახტი უპოვია. წამოუღია ეს ტახტი, გამოსაჩენ ალაგას დაუდგამს, ზედ წამოსკუპებულა და დანარჩენებისთვის განუცხდებია - განგებამ თქვენს მეფედ მაკურთხა და დღეის იქით თქვენთვის ჩემი სიტყვა კანონი უნდა იყოსო. საცოდავებს დაუჯერებიათ და იმ დღის შემდეგ მათი ცხოვრება ათასჯერ უფრო გასაცოდავებულა. რაც რამეს საუკეთესოს იმათხოვრებდნენ, თუ ნაგავში მოქექავდნენ,
მეფე-მათხოვრისთვის უნდა მიერთმიათ. და ვაი იმის ტყავის ბრალი, ვინც ვერაფერს იშოვიდა. ასე იყო, მანამ ეს ამბავი ნამდვილი მეფის ყურამდე მივიდა.

მათხოვარო! - დაიღრიალა მეფემ - როგორ გაბედე ჩემი უფლებებით სარგებლობაო, და მეფე - მათხოვარი ტახტიდან გადმოაგდო. დაინახეს რა ეს მათხოვრებმა, ეძგერნენ თვითმარქვია მეფეს და ცემით კინაღამ სული გააფრთხობინეს. შემდეგ ყველამ მიატოვა. მათხოვარმა მოთქმა დაიწყო - დამიბრუნე მეფეო ჩემი ტახტი, მე შენ არაფერში გეცილებიო! მეფემ უპასუხა - სახელმწიფოში მხოლოდ ერთი ტახტი შეიძლება იყოსო. სასოწარკვეთილმა მათხოვარმა შესძახა მეფეს - მართალია, მე მათხოვართა მეფე ვიყავი, მაგრამ შენ მათხოვარი მეფე ხარ, რადგან მე თუ სი მათხოვარი მემსახურებოდა და მარჩენდა, შენ მილიონ კაცს შეჰყურებ ხელებშიო. გაგულისებულა მეფე და მათხოვარი საპყრობილეში დაუმწყვდევია. მათხოვარი არც აქ დაწყნარებულა, რაღაც სიმღერა შეუთხზია. ეს სიმღერა ასე ყოფილა:

შენ უღონობა მოგიღებს ბოლოს,
თუმც ასე ფიქრობ, მოგკლავენ სხვები.
დიდების გვირგვინს დაგაფარებენ,
შეგაგინებენ ზურგსუკან მტრები.
ტაშს დაგიკრავენ, ცად აგისვრიან,
გაგაღმერთებენ რეგვენი ძმები.
მოკვდები, შენივე თესლი მოგთხრის,
შეგინებული დაგრჩება ძვლები.
შენ? უღონობა მოგიღებს ბოლოს,
თუმც ძლიერი გაქვს ზურგი და მხრები.

მერე? მერე რა მოხდა ალბათ აღარაა საინტერესო. მაგრამ როგორც ამბობენ, მეფემ მათხოვარი ჩამოჰკიდა.

1983 წ.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 EmptyThu Nov 14, 2019 1:44 pm

მალხაზ გველუკაშვილი

„შიში“ და „სიკვდილი“

კაცი რომ მოკვდება ქართველები ვიტყვით - გარდაიცვალაო, ანუ გადავიდა არსებობის ერთი მდგომარეობიდან მეორეში... საუბედუროდ,ჩვენს ცნობიერებაში ამ სიტყვამ თავისი სიღრმული შეგრძნება დაკარგა,.. "გარდაცვალება" და "სიკვდილი" სინონიმებად იქცნენ. იშვა სიკვდილი და თან მოიტანა "შიში"...
შიში და სიკვდილი ერთმანეთის პროპორციული მცნებებია. სიკვდილის შეგნება ბადებს შიშს და ნებისმიერი შიში - სიკვდილის შიშია.
სიკვდილის შიში კლავს რწმენას, რწმენას სიცოცხლის მარადიულობის შესახებ. იქმნება ილუზია არსობის ამაოებისა. რწმენის სიკვდილი სიყვარულის სიკვდილია და ამდენად შიში კლავს სიყვარულს.
სიყვარულის სიკვდილი ბადებს ბოროტებას და აქედან, უსიყვარულოდ, ადამიანი იქნება ეს თუ საზოგადოება, ბოროტია.
ასე რომ, შიში ურწმუნოებისა და ბოროტების საფუძველია.

2017


study


Last edited by Admin on Mon Nov 18, 2019 11:24 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
მალხაზ გველუკაშვილი
Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: