
Soso Nemsadze
სოსო ნემსაძესაქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სამსახიობო მიმართულებით.
დაიბადა 1970 წლის 17 მაისს. დაამთავრა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, სარეჟისორო სპეციალობა; შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასისტენტურა-სტაჟირება სპეციალობით მსახიობის ხელოვნება.
მიღებული აქვს სერთიფიკატი “კულტურის მენეჯმენტის” კურსით.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა გააგრძელა კათედრაზე პედაგოგად,
აგრეთვე მუშაობდა კინოხელოვნების კოლეჯში.
მუშაობდა ა. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად, გორის თეატრის მთავარ რეჟისორად, აგრეთვე შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად.
დადგმული აქვს სპექტაკლები: "თავისუფალი თეატრის:, "გლობუსის", ახმეტელის, ბათუმი, ოზურგეთის, ჭიათურის, ქუთაისის, გორის, ახალციხის თეატრის სცენებზე.
მონაწილეობა აქვს მიღებული სტუდენტურ ფესტივალებზე, სადაც დაჯილდოვებული არის ორჯერ მთავარი პრიზით (გრანპრი), “ყველაზე პერსპექტიული შემოქმედის” პრიზით.
გამოშვებული ჰყავს ორი ჯგუფი.
დადგმული აქვს: 19 სპექტაკლი და 5 პრეზენტაცია;
2005 წელს წარდგენილი იყო სახელწიფო პრემიაზე.
დამდგმელი რეჟისორი:
ახმეტელის თეატრი
1 - მოთმინება და იმედი
სოხუმის თეატრი
2 - კომანის გულწითელა, თეთრი მტრედი
ბმულები:
*
http://ka.wikipedia.org/wiki/სოსო_ნემსაძე*
http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=257*
http://ka.wikipedia.org/wiki/მოპარული_ახალი_წლის_ზღაპარი_(პიესა)*
https://www.facebook.com/soso.nemsadze.39