Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: თამარ ბართაია Wed Dec 12, 2012 1:59 am
Tamar Bartaia
თამარ ბართაია დრამატურგი, რეჟისორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
დაბადების დღე - 1959 წლის 9 თებერვალი. 2010 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია "საბა", პიესისათვის მთავარი როლი. თამარ ბართაიას ქართველი მკითხველი ასევე იცნობს, როგორც სხვადასხვა თეატრალური დადგმებისა და სატელევიზიო სცენარების ავტორს. მისი სცენარებით გადაღებულია 20-ზე მეტი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი. პიესები დადგმულია ლონდონში, ნიუ იორკში, ედინბურგში, რუსეთში, უკრაინაში, ლიტვაში. 2017 წელს ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდა წლის საუკეთესო სცენარისტის პრიზით. გადაღებული აქვს 7 დოკუმენტური ფილმი.
ბიბლიოგრაფია * (2009) მთავარი როლი - პიესა * (2007) პეიზაჟს აკლია სითბო - მოთხრობებისა და პიესების კრებული
ჯილდოები * 2010 - საბა საუკეთესო პიესისათვის „მთავარი როლი"
,,ნიღბებს მიღმა" თამარ ბართაია 07-06-2017 TV4. ge Published on Jun 8, 2017
Last edited by Admin on Tue Mar 19, 2019 9:30 pm; edited 5 times in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თამარ ბართაია Wed Dec 12, 2012 2:13 am
თამარ ბართაია
მთავარი როლი
სარჩევი
ყდა I მოქმედება - 1 სცენა მე 2-ე სცენა მე 3-ე სცენა II მოქმედება პაუზა რეპეტიცია *** ***
I მოქმედება - 1 სცენა მოქმედი გმირები:
მამია - ახალგაზრდა რეჟისორი ბუბუსია - რეჟისორის ასისტენტი რეზო - დურგალი (განათლებით ფილოსოფოსი) ნუკა - გრიმიორი, რეკვიზიტორი ცოტნე - მაკოს მეგობარი მაკო - მსახიობი
სცენა წარმოადგენს კულისებს. მამია სკამზეა მისვენებული, ფეხები მეორე სკამზე აქვს შეწყობილი. ბუბუსია წნევას უსინჯავს, ნუკა ფურცლებით უნიავებს, საიდანღაც ისმის ჩაქუჩის ხმა.
ბუბუსია: (ფონენდოსკოპს მოიხსნის) რეზო! რეზო! ძია რეზო! ნუკა: რამდენი აქვს? ბუბუსია: გაიგებ?! ტუკტუკტუკ. წაიღო ტვინი, მგონი, სამოცდაათიოცდაათზე. ნუკა: აუუუ, ისე, მთავარია, მაღალი არ ქონდეს, არა? (ბუბუსია თავიდან იწყებს წნევის გაზომვას) მამია: მომხსენი, აღარ მინდა... ეგ სოფლელი, ეგ მათხოვარი... ჰმ... ქალად ვაქციე, ქვეყანა ვაჩვენე. ვინ იყო, ვინ იცნობდა... ბუბუსია: ღირსი ხარ. მამია: ღირსი ვარ, ღირსი. უარესის ღირსი ვარ. (მოიგლეჯს ფხრიწს) ბუბუსია: კარგი, დაწყნარდი, ნუ ნერვიულობ. მამია: როგორ დავწყნარდე, ყველა ბილეთი გაყიდულია, რა ვუთხრა მაყურებელს, აი ასე, დაკრა ფეხი და თავისზე 20 წლით ახალგაზრდას ძუკნასავით აეკიდამეთქი, ეს ვუთხრა? (შემოდის რეზო ხელში ჩაქუჩით) რეზო: რაშია საქმე, ბატონი მამია მეძახდა? მამია: რაა? მე გეძახდით? ბუბუსია: წაიღო ტვინი კაკკუკ, კაკკუკ, თავი ამეხადა. ბუბუსია: წაიღო ტვინი კაკკუკ, კაკკუკ, თავი ამეხადა. რეზო: არ გინდათ, და აჰა, იყოს, (დააწყობს ჩაქუჩს და ლურსმნებს და გატრიალდება) ჩემს საქმეს კი არ ვაკეთებ. მამია: სად მიდის? რეზო! ბატონო რეზო? ვინ გითხრათ, გაჩერდითო? რეზო: ვინ, და აგერ, ამ პატიოსანმა ადამიანმა. მამია: ვინ ჰკითხავს მაგას, აქ მე ვარ რეჟისორი, გაიგეთ?! აიღეთ თქვენი ჩაქუჩი და გააგრძელეთ, რასაც აკეთებდით. რეზო: გასაოცარი, თუ გნებავთ, ჩემთვის ხომ არ ვაკეთებ? „დონჟუანის“ ნავია გატეხილი. ერთი საათი დარჩა სპექტაკლამდე. თუ არ გჭირდებათ... მამია: გააკეთეთ, გააკეთეთ, სხვას ნუ უსმენთ, აქ მე ვწყვეტ ყველაფერს. (რეზო ჩაქუჩს და ლურსმნებს წამოკრეფს და გადის) მამია: რა ვქნათ? ბუბუსია: გადაწყვიტეთ, ბატონო, აქ თქვენ არ წყვეტთ ყველაფერს? მამია: ო, კარგი რა, ახლა მაგის დროა? ისედაც გაგიჟებას ვარ, გამოსავალს ვერ ვხედავ. ეს როგორ გამიკეთა?! ეს როგორ გამიკეთა?! ეს როგორ გამიბედა?! ბუბუსია: უარესის ღირსი ხართ, უარესის... მაგისთანას მთავარი როლები კი არა... ერთს რომ მოვკიდებდი ხელს, აქედან... მამია: ეს დღევანდელი სპექტაკლი არ ჩამშლოდა და მერე მე ვიცი. ბუბუსია: გაცივდა კაცი, გასწიე ეს ფურცლები. ნუკა: თვითონ ვერ იტყვის? მამია: მეც არა ვთქვი, რა მაწუხებს... ნუკა: კი ბატონო, მე კი არ მეხალისება (ამოიღებს სიგარეტს და გააბოლებს). აუ, მითხარით რა, არის დღეს თუ არა სპექტაკლი? წასვლა მინდა. ბუბუსია: ვიცით?! მამია: არის, არის! ბუბუსია: შენ კიდევ გაქვს იმედი? მამია: ერთხელაც დაურეკე, მიდი აკრიფე. ბუბუსია: (რეკავს) არ იღებს, მთელი დღეა ვრეკავ, ვერ ხედავთ? მამია: იქნებ მესიჯი გაგვეგზავნა? ბუბუსია: მესიჯის გაგზავნა არ ვიცი. ნუკა: მოიტა, მოიტა. (ბუბუსია უკმაყოფილო სახით აწვდის მობილურს) ნუკა: რა მივწერო? ბუბუსია: შე დამპალო... გათახსირებულო, უსინდისო... ნუკა: აუ, მოიცა რა?! მამია: მისწერე, რას გვიშვრები? ვიღუპებით, ყველა ბილეთი გაყიდულია, ნუთუ ადამიანის გული არა გაქვს? ნუკა: (იმეორებს დამარცვლით) გაყიდულია... მამია: გაგვაგებინე, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? ნუკა: მერე? მამია: მეტი არაფერი. გელოდებით. ბუბუსია: ჰმ, გელოდებით, გკოცნით, საყვარელო, მწუ, მწუ, მწუ... ნუკა: ისე, მე შემიძლია მაგარი იდეა მოგაწოდოთ. ბუბუსია: დაარტყამს ახლა რაღაცას. ნუკა: აუ, ეს ვინ არი? ჯერ იცი, რას ვამბობ? მამია: სთქვი, თუ ამბობ. ნუკა: ჩემს ოთახში ვიჯექით მე და მაკო. ბუბუსია: ვისხედით. ნუკა: არ გინდა, რა. ვიცით, რომ ჩახრუხაძის ენით მეტყველებთ: მუნ ჭმუნვით ვისხედით. მამია: იტყვი თუ არა, რას მაიმუნობ?! ნუკა: შემეშვას და ვიტყვი. ბუბუსია: შეშვებული არა ვარ? მამია: კაი, ნუ გადაგვაყოლეთ. თქვი, თუ ამბობ. ნუკა: მე და მაკო... მამია: მაკო ვინღა ოხერია? ნუკა: მაკო არ იცით, ბატონო მამია? ბუბუსია: იცის, შტატგარეშე მსახიობი, გიჟივით რომ იცვამს. ნუკა: სხვათა შორის, მაგარ საკაიფოდ აცვია და მაგარ საკაიფო ვიდზეა. არ გინდა, რაა?! მამია: ვერ ვიხსენებ, მერე? ბუბუსია: ახალგაზრდა, სიმპათიური, თუმცა თქვენ ხომ ახალგაზრდებს ვერ ამჩნევთ, სულ დამავიწყდა. მამია: მერე, გისმენთ. ნუკა: მაცდის? მამია: დააცადე. ნუკა: მოკლედ, ეს პალაჟენია რო გაიასნდა, რაც აქ ხდება, მაკომ სთქვა, მაგ როლსო, მე ვთამაშობდიო; დედას ვფიცავარ, მეც გამახსენდა, ძაან მაგარი იყო. მამია: დონა ელვირას? სად თამაშობდა? ნუკა: საკურსო სპექტაკლში, მთელი ტექსტი იცის ზეპირად და ესეც, რაც აქ ხდება, ყველაფრის აზრზეა. მამია: მერე რა, რას ნიშნავს, რატომ მოგვიყევი ეს ამბავი? ნუკა: პროსტო რაა, შეეძლო ეთამაშა, დღეს რახან... ბუბუსია: ოო, რა...
Last edited by Admin on Tue Mar 19, 2019 9:27 pm; edited 2 times in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თამარ ბართაია Thu Dec 13, 2012 10:57 pm
Published on Dec 13, 2012
სალომე გელაშვილის სიუჟეტი პირველი არხის გადაცემაში "ჩვენი დილა" 12 დეკემბერი, 2012
თუმანიშვილის სახელობის ფონდის, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ერთობლივი პროექტის „ახალი ქართული პიესა 2012"-ის ჟიურის (ჟიური: მანანა ანთაძე, მანანა ანასაშვილი, ირინა ღოღობერიძე, გიორგი ყაჯრიშვილი, ნიკა წულუკიძე) წევრები და გამარჯვებულები:
ზურაბ გეწაძე - თუმანიშვილის თეატრის მმართველი ნიკა წულუკიძე - ჟიურის წევრი
გამარჯვებულების ერთი ნაწილი: ირაკლი ცხადაია - ,,ლურჯი თოვლი" (პიესა) თამარ ბართაია - ,,სტალინის სანუკვარი სარდაფი" (პიესა) მიხო მოსულიშვილი - ,,ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა" (პიესა)
Number of posts : 524 Age : 31 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: თამარ ბართაია Tue Mar 19, 2019 8:52 pm
წიგნის დასახელება - "პეიზაჟს აკლია სითბო" ავტორი - ბართაია თამარ ISBN 9789994045129 გამომცემლობა - დიოგენე ყდა - რბილი გვერდების რ-ბა - 252 წელი ღირებულება: 12.99 ლარი
თანამედროვე ქართველი ავტორის მოთხრობებისა და პიესების კრებული. მისი სცენარებით გადაღებულია 20-ზე მეტი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი. მიღებული აქვს: წლის საუკეთესო სცენარისტის პრიზი ტელესერიალებისათვის "დიდების ზღაპარი" და "ძილის წინ"; გრან-პრი ევრაზიის ტელეფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, 2000წ. წინამდებარე წიგნი მისი ნაწარმოებების პირველი კრებულია.
წიგნის დასახელება - "მთავარი როლი" ავტორი - ბართაია თამარ ISBN 978-99941-11-156-3 გამომცემლობა - დიოგენე ყდა - რბილი გვერდების რ-ბა - 48 წელი - ღირებულება: 6.20 ლარი
თანამედროვე ქართველი ავტორის პიესა; კომედია ორ მოქმედებად. წიგნს 2010 წელს მიღებული აქვს საბას პრემია წლის საუკეთესო პიესისათვის.
წიგნის დასახელება: პიესები ავტორი: თამარ ბართაია ISBN: 978–9941–466-75-5 კატეგორია: ქართული დრამატურგია გვერდები: 238 ფორმატი: 14.8x21 ყდა: რბილი ფასი: 7.00 გამოცემის თარიღი: 2016
მწერალი, დრამატურგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
დრამატურგ ქალთა მსოფლიო ასოციაციის წევრი.
20-ზე მეტი მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმის სცენარის ავტორი.
ევრაზიის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის გრან-პრის მფლობელი.
საქართველოს ეროვნული კონოცენტრის პირველი პრემიის ორგზის ლაურეატი.
თუმანიშვილის ფონდის დრამატურგიული კონკურსის ოთხგზის ლაურეატი.
მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა და ედინბურგის ოთხი ვარსკვლავი.
მისი პიესები იდგმება საქარველოში და მის ფარგლებს გარეთ (ლიტვა, რუსეთი, ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები).
თარგმნილია: ინგლისურ, რუსულ, ლიტვურ, იტალიურ, სომხურ, თურქულ და გერმანულ ენებზე.
შესულია სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ გამოცემებსა და კრებულებში.
არის ავტორი წიგნებისა: პეიზაჟს აკლია სითბო, Fourplays, A toy Gun.
Number of posts : 524 Age : 31 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: თამარ ბართაია Tue Mar 19, 2019 9:00 pm
„სათამაშო პისტოლეტი“ ინგლისურად ითარგმნა
ქართველი დრამატურგისა და მწერლის, თამარ ბართაიას ნაწარმოები “სათამაშო პისტოლეტი” ინგლისურად ითარგმნა. ინგლისურ ენაზე თარგმნილი ნაწარმოების პრეზენტაცია და ინგლისურენოვანი სპექტაკლის პრემიერა 20 იანვარს თავისუფალ თეატრში გაიმართება.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, თავისუფალი თეატრის სცენაზე პიესას ინგლისურ ენაზე გაითამაშებენ მსახიობები ანი ალადაშვილი და გიორგი აბაშიძე. სპექტაკლის „სათამაშო პისტოლეტი“ რეჟისორი გიორგი შალუტაშვილია. სპექტაკლს მუსიკალურად ცოცხლად გააფორმებს კომპოზიტორი ლექსო ტურიაშვილი. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.
თამარ ბართაიას პიესა „სათამაშო პისტოლეტი“ ინგლისურად ცნობილმა ქართველოლოგმა, ლონდონის დედოფლის უნივერსიტეტის პროფესორმა დონალდ რეიფილდმა თარგმნა. პიესა საერთაშორისო თანამედროვე დრამატურგიის კრებულშია შესული და არაერთი პრემია აქვს მოპოვებული. პიესის ინგლისურად თარგმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2013 წელს „სათამაშო პისტოლეტი“ ლონდონში, ჩელსის თეატრში სახელდახელო თარგმანით დიდი წარმატებით წარმოადგინეს. 2014 წელს „სათამაშო პისტოლეტს“ წარმატება ხვდა ასევე ლიტვაში, კლაიპედას სასახლის თეატრის სცენაზე. გარდა ინგლისურისა, პიესა თარგმნილია რუსულ, სომხურ, ლიტვურ, იტალიურ და გერმანულ ენებზე. პიესა ინგლისურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.
Number of posts : 524 Age : 31 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: თამარ ბართაია Thu Apr 02, 2020 1:32 pm
თამარ ბართაია მონაწილეობას მიიღებს სტოქჰოლმში გამართულ ქალ-დრამატურგთა საერთაშორისო კონფერენციაში
15-20 აგვისტოს, სტოქჰოლმში, გაიმართება ქალ-დრამატურგთა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია Women Playwrights International (WPI). კონფერენცია მიზანია მსოფლიო ქალ-დრამატურგთა და სხვა თეატრის სპეციალისტთა შორის კონტაქტების დამყარება, თანამშრომლობის გამტკიცება და მათი ინიციატივების მხარდაჭერა. წინასწარი მონაცემებით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს კონკურსის შედეგად შერჩეული 400-მდე დელეგატი სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციაზე საქართველოს წარმოადგენს გამოჩენილი ქართველი ქალი-დრამატურგი, პრესტიჟული პრემია „საბა“-ს ლაურეატი თამარ ბართაია.
კონფერენციაზე მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ მასტერ-კლასებისა და დისკუსიების ვრცელ პროგრამაში. წელს კონფერენციის მთავარი თემაა დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ: პიროვნება და საზოგადოება, ომი და საზოგადოება, სამუშაო და კარიერა და მრავალი სხვა.
მსგავსი კონფერენცია პირველად 1988 წელს ჩატარდა აშშ-ში. მასში მონაწილეობა მიიღო 200-მდე ქალმა 30 ქვეყნიდან. მოგვიანებით მსგავსი კონფერენციები ტარდებოდა კანადაში, ავსტრალიაში, ირლანდიაში, საბერძნეთში, ფილიპინებზე, ინდონეზიასა და ინდოეთში.
წყარო: პორტალი GINSC კატეგორია: ქალი და კულტურა 2012-07-25
Number of posts : 524 Age : 31 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: თამარ ბართაია Tue Oct 06, 2020 12:43 pm
ქალის პრიორიტეტი
„რაც უნდა დიდ წარმატებას მიაღწიოს ქალმა, ყველაფერი ერთი პატარას გულისტკენადაც არ ღირს. ალბათ არსებობენ ქალები, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ და ყველგან ყველაფერი გამოსდით“.
თამარ ბართაია _ დრამატურგი, სცენარისტი დაბადების დღე _ 9 თებერვალი
სცენარისტის პროფესია დამოუკიდებლად არ ამირჩევია. თავიდან თეატრის რეჟისორობა მინდოდა, მაგრამ პროფესია მიხეილ თუმანიშვილმა შემირჩია და მითხრა, შენი ბუნების ადამიანს გაუჭირდება თეატრში მუშაობა, მაგრამ ისე წერ, რომ დარწმუნებული ვარ, დრამატურგიაში წარმატებას მიაღწევო. პირველადი პროფესიით კინოსცენარისტი ვარ და მიმაჩნია, რომ ეს საქმე ყველაზე უკეთ გამომდის, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში კინოინდუსტრია თითქმის აღარ არსებობს. ამიტომაც ტელევიზიიდან პირველივე შემოთავაზებაზე დავთანხმდი და დღემდე იქ ვაგრძელებ მუშაობას, რამდენიმე წარმატებული პროექტის სცენარის ავტორი ვარ და წლის საუკეთესო ტელესცენარისტის პრიზიცა მაქვს მიღებული, მაგრამ ამ სფეროში ჩემი ადგილი არ არის და რომ არა ფინანსური ინტერესი, გულწრფელად ვამბობ, ერთი დღეც არ გავჩერდებოდი ტელევიზიაში. თუმცა, ღმერთს ყოველდღე მადლობას ვწირავ, რომ უნარი მომცა და ასეთ მძიმე დროს, ასე თუ ისე, თავი გამაქვს. გაჩერების უფლება თავისთვის არასდროს მიმიცია. ტელევიზიის ერთფეროვნება ჩემს საქმიანობაში რამდენიმე დოკუმენტურ ფილმზე მუშაობამ გააცოცხლა, რომლის პროდიუსერი და სცენარის ავტორი ვარ. მეგობრებთან ერთად ამ საქმიანობას ახლაც დიდი სიხარულით ვაგრძელებ. ამ პროექტებს ძირითადად საეკლესიო თემაზე ვაკეთებთ, მთელი საქართველო ფეხით მაქვს მოვლილი და მიმაჩნია, რომ რამდენიმე კარგი ფილმიც გადავიღეთ. დიდი ხანი არ არის, რაც თეატრის დრამატურგიაშიც ვცადე ბედი და პიესებს ვწერ. თითქმის ყველა პიესა დაიდგა ან იდგმება საქართველოში, ზოგიც-ბრიტანეთში. ძალიან მიხარია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლების პრემიერებსაც ასეთივე სიხარულით ვესწრები. ამ დროს ისე ვნერვიულობ, რომ სიხარულისთვის ადგილი აღარ მრჩება. განვიცდი, რომ ვინმეს რამე არ დაავიწყდეს, მაყურებელს მოეწონება თუ არა – თეატრი ხომ ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ ყველაფერია მოსალოდნელი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს სპექტაკლებს მხოლოდ რეპეტიციებზე ვნახულობ და როცა სპექტაკლი ახალი აღარ არის, მაშინ, როგორც რიგითი მაყურებელი ვჯდები სადღაც კუთხეში და დიდი სიამოვნებით ვუყურებ იმ ამბავს, რომელიც, თურმე, დამვიწყებია, არადა ეს ყველაფერი ხომ ერთხელ უკვე მოხდა, მე ხომ თითქმის არაფერს ვიგონებ. ხშირად ამბობენ, რომ ესა თუ ის პროფესია არ არის ქალის საქმე, დრამატურგობაზეც იგივე აზრია. ალბათ, ასეც არის, რადგან ამ პროფესიას ძალიან დიდი დრო და ენერგია მიაქვს. ქალისთვის კი მთავარი ბავშვია, ოჯახი და როცა ოჯახზე გადავერთვები, პროფესიული საქმიანობა უკვე ,,მოსაცდელში აღმოჩნდება ხოლმე”, მელოდება. ხშირად ისეთი მიზეზები გამომჩენია, რომ უარი მითქვამს პროფესიულ საქმიანობაზე. მაქვს პროფესიული დაბრკოლებაც, არ გამომდის, რომ ყველა პიესის კითხვას დავესწრო, ყველა გამოქვეყნებული ახალი პიესა წავიკითხო, ყველა სპეკტაკლზე წავიდე... ამას ვერ ვაკეთებ, რადგან შვილი მყავს და ყველა პირად პრობლემას პროფესიაზე წინ ვაყენებ. თუ რამე კარგი და წარმატებული გამიკეთებია, ხშირად, იმის ხარჯზე, რომ ოჯახში რაღაც გამიფუჭებია. ერთხელ ჩემმა შვილმა, როცა ვკითხე, დაბადების დღეზე რა გაჩუქო-მეთქი, მიპასუხა, შენ იყავი მთელი დღე ჩემთან, სხვა საჩუქარი არ მინდაო. იმ პერიოდში ძალიან ვიყავი გადართული შემოქმედებით საქმიანობაზე. ფილმებიც გამახსენდა პატარების გულისტკენაზე, თითქოს არ ამბობენ, მაგრამ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოკლებული საათი. წარმოიდგინეთ? როგორ იქნებით: მიდიხარ დედასთან, გინდა რაღაც უამბო და მას არ აქვს მოსმენის დრო, გეუბნება, თავი დამანებე, ახლა არ მცალიაო. ვითომც არაფერი?! ძალიან დიდი გულისტკენაა!!! დღემდე მუსირებს ის აზრიც, რომ კაცი უფრო ჭკვიანია, ვიდრე ქალი, მე ასე არ ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ კაცს მეტი დრო აქვს, ოჯახის გარეთ აკეთოს საქმე. თუ კაცი უფრო ჭკვიანია, მაშინ რატომაა ირგვლივ ასეთი ქაოსი. დღეს ხომ ქალები უფრო ძლიერებიც აღმოჩნდნენ, უფრო უნარიანები, პასუხისმგებლობიანი და თურმე ძალიან მძიმე ტვირთის ტარება შეძლებიათ. ქალი დედაა, ქალი დაა, შვილია –ქალი სუსტია?! მაშინ ქალის ფუნქცია… სისუსტით გაძლიერებაა, საუკეთესო გაგებით. ის პოლიტიკაშიც თავისი ქალური მომხიბვლელობით, კეთილი ვნებით მოქმედებს, რომელსაც შეუძლია მოშუღართა შორის მანდილი ჩააგდოს. ქალური მომხიბვლელობა კი ისაა, რაც კაცს არ აქვს. იდეალური ქალი არის ის, ვისაც შეუძლია სწორად დასახოს თავისი პრიორიტეტები და შეასრულოს ისინი. მე დღემდე მიჭირს ხოლმე გადაწყვეტა, ვფიქრობ და მერე ხშირად ვნანობ კიდეც, აი, მაშინ ისე რომ მოვქცეულიყავი... იდეალური ქალი არის ის, რომელსაც სახლში ყველაფერი ისე აქვს აწყობილი, რომ მას ყველა პატივს ცემს. ეს, ალბათ, ქალის დამსახურებაა. არასოდეს აზრად არ მომსვლია კაცობა მენატრა. ქალს „სისუსტის პრიორიტეტი“ აქვს და ამითია მომხიბვლელი. ამიტომაც მგონია, რომ რაც უნდა დიდ წარმატებას მიაღწიოს ქალმა, ყველაფერი ერთი პატარას გულისტკენადაც არ ღირს. ალბათ არსებობენ ქალები, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ და ყველგან ყველაფერი გამოსდით. ჩემს შემთხვევაში ეს ასე არ არის, მე პირველ რიგში დედა ვარ და შემდეგ შემოქმედი.