არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ნინო დარბაისელი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი Empty
PostSubject: ნინო დარბაისელი   ნინო დარბაისელი EmptySat Dec 20, 2008 5:32 pm

როგორ ვმუშაობ ლექსზე

უნდა ვაღიარო, რომ არასოდეს მივეკუთვნებოდი იმ ბედნიერ პოეტთა რიცხვს, რომელნიც შეიძლება ''მუზის ნებიერად'' იწოდებოდნენ.იმთავითვე ჩემი ყოველი ლექსი ხანგრძლივი ფიქრისა და მუშაობის შედეგია., საწყის ეტაპზე , ჩვეულებრივ, მაქვს ხოლმე ის, რასაც ანგლო-ამერიკულ ლექსმცოდნეობაში''პრე პოემს '' ანუ წინარე ლექსს უწოდებენ. ეს არის რაღაც მონახაზი, ,რამდენიმესტრიქონიანი რიტმული ჩანაწერი,რომელიც შესაძლოა, გარითმულიც იყოს ან ფრაგმენტი პირადი დღიურიდან ,რომელსაც არცთუ რეგულარულად ვწერ.შემდგომ ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ რა არის საჭირო, რომ ეს ფრაგმენტი ლექსს საფუძვლად დაედოს.(ყოფილა შემთხვევები, რომ მუშაობის პროცესში საწყისი კონცეპტი უკუმიგდია და სრულიად სხვა მიმართულებით წამიყვანია ლექსი).
როცა თემა მონიშნული მაქვს, ვიწყებ ლიტერატურის დამუშავებას, ახლიდან ვეცნობი, შეძლებისდაგვარად, ყველა იმ ქართულს თუ უცხოურ ლექსს, რომელიც რაღაცით უკავშირდება ჩემს ჩანაფიქრს, ვეძიებ ახალ მასალებს.ვაანალიზებ, ვცდილობ დავადგინო, რა ეტაპამდე არის დამუშავებული ჩემთვის საინტერესო კონცეპტი, რა შეიძლება შევმატო მას, როგორც პოეტმა ინდივიდმა.თუ დავადგენ , რომ რაღაც საჩემო მართლაც არსებობს, ვიწყებ მუშაობას ლექსიკონებში. ვაგროვებ სიტყვიერ მასალას, ვადგენ მნიშვნელობებს, ვცდილობ, შემოვსაზღვრო კონოტაციური ველი.
ჩემი სამუშაო ფურცელი თავდაპირველად ასე გამოიყურება:ფურცლის შუაში არათანამიმდევრულად, ერთმანეთს მოსდევს სიტყვათა სინონომები, ანტონიმები, ფრაგმენტები, ველებზე მეტ-ნაკლები წესრიგით ჩამოწერილი მაქვს ფრაზები, რომელიც სავარაუდოდ დამჭირდება.
როცა დავრწმუნდები, რომ კოლექტირების ანუ მასალის მოგროვების პროცესი ჩამოვიტოვე, ვიწყებ სელექცირებას, ანუ არჩევას ოპტიმალური ვარიანტებისა. ვსინჯავ, როგორ ჩაჯდებიან ისინი ჯერ მცირე კომპოზიციურ მონაკვეთებში, ამასობაში ლექსის უამრავჯერ გადათეთრება მიხდება. საშუალოდ ოციდან ოცდაათ ფურცლამდე.
(მერე ამ ფურცლებს სახსოვრად ვჩუქნი ჩემს ერთ უფროს კოლეგა-მეგობარს, რომელსაც მრავალი პოეტის მიერ ნაჩუქარ ასეთ ხელნაწერთა კარგი კოლექცია აქვს.აქ არ დავასახელებ ვინაობას, რადგან დარწმუნებული არა ვარ, ამჟამად დაინტერესებული იყოსიმ პროექტის დეტალების გამხელით, რომელზეც წლების მანძილზე მუშაობს).
განვაგრძობ:როდესაც ცალკეული , მეტნაკლებად დასრულებული ფრაგმენტები მზად მაქვს, ვიწყებ ფიქრს მთელი კომპოზიციის მონტაჟირებაზე., ვადგენ, რით სჯობია დაიწყოს ლექსი, როგორ განვითარდეს სახეობრივი დინამიკა, რომ ფინალამდე ეფექტურად მივიდეს.
ამ ეტაპზე მყოფ ნამუშევარს მე მოქანდაკეთა პრაქტიკაში ცნობილ სახელს ""ბალვანკას''ვუწოდებ''.და იგი ასე გამოიყურება:კომპოზიცია შეკრულია, მაგრაშ ცალკეული ფრაგმენტების კონფიგურაციის გამო საჭირო ხდება ცვლილებების შეტანა მათში, რათა საერთო ბმა ბუნებრივი გამოვიდეს.ამის გამო ხშირად მიხდება თითქოსდა დალაგებული პასაჟის მთლიანად "'აყირავება"'. ნეოლოგიზმებიც ანუ სიტყვები, რომელთაც თავად ვაწარმოებ, ქართული ენის ბუნების გათვალისწინებით, ამ დროს იბადება.მაგრამ ვიდრე მათ ლექსში შევიტანდე, ვცდილობ, რაც შეიძლება მარჯვედ ჩავსვა, სხვადასხვა დონის კავშირი დავუმყარო სხვა სიტყვიერ მასალასთან, რომ უცხო სხეულად არ გამოიყურებოდნენ.ამის გამო მიხდება ხოლმე დამატებითი სიტყვების, წინადადებების შეტანა ტექსტში.
ბოლო ეტაპის სამუშაო უკვე ხარაჩოების მოხსნაა, ანუ წაშლა იმისა, რაც თავისთავად, მხატვრულ ღირებულებას მოკლებული არ არის, მუშაობაშიც ძალიან დამეხმარა, მაგრამ საბოლოო ვარიანტს ხელს უშლის, სიმსუბუქეს ართმევს.როცა ამ ეტაპს გადავლახავ, ვამბობ ხოლმე, რომ როგორც იქნა, ''ლექსი ამოვასუნთქე''.
საბოლოო სამუშაო ინტონაციაა.სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებების მორგება, რომ ლექსი უშუალობის შთაბეჭდილებას ქმნიდეს მკითხველში.ამ დროსვე ზუსტდება ლექსის გრაფიკა და პუნქტუაცია.
საბოლოოდ გადათეთრებულ ლექსს ''ვასვენებ'', ვცდილობ , რაღაც ხნით , გავგრილდე ,დავივიწყო, რათა''მტრული თვალით ''წაკითხვის საშუალება მომეცეს.თუ ამ ''მტრულ'', კრიტიკულ თვალს გაუძლო და მასთან საბოდიშო არაფერი აქვს.ვასკვნი, რომ გამომივიდა.და საკუთარ თავს ''ხელს ვართმევ''.
ცხადია, ეს ყოველივე ჩემი შემოქმედებითი პროცესის ყველა მხარეზე სრულ წარმოდგენას ვერ იძლევა, მაგრამ მეთოდის შესახებ კი , ვფიქრობ გარკვეული სურათი შეექმნება წამკითხავს, რომელიც შესაძლოა ჩემი, როგორც პოეტის "'თვითდემითოლოგიზაციამ "'ორჭოფულადაც დააფიქროს.მაგრამ რას ვიზამ!
ასე არამიმზიდველად გამოიყურება გულწრფელად გადმოცემული რეალობა.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
არგანი
Into Armury
Into Armury
არგანი

Male
Number of posts : 293
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

ნინო დარბაისელი Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   ნინო დარბაისელი EmptySat Dec 20, 2008 8:53 pm

ვერ ვასწრებ ყველაფრის წაკითხვას, მაგრამ ეს წაკითხული მქონდა და თითქოს იოლად გამოვედი.
ვრცლად ცოტა მოგვიანებით... pirat
Back to top Go down
 
ნინო დარბაისელი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: