ციური მელიქიძე
***
შენს ცაზე მღერის სევდა ამაყი,
შენს მიწას დარდის ბელტები უჩანს,
შენს მკერდზე ვიცი ხარობს იმედი,
ჩემო საუნჯევ, პატარა ჩუნჩხა!
სუნტქვის პატარა მონარჩენები
თავს აფარებენ შენს ხეთა ჩრდილებს,
მზერა დამრჩალი შენსკენ, დალოცე,
დიდი დღე მიეც გაფანტულ შვილებს!
ისევ თამაშობს შენს ორღობეში,
ბავშვობა ანცი და სევდით სავსე,
ისევ ჩარბიან მოგონებები
და ძეწნის ჩრდილში წყალს პეშვით სვამენ...
ქარაფებს უვლის კვლავ ბედისწერა,
შენით გამაძღარს გასცქერის წარსულს,
ისევ თვალდახრით ეტრფის ვიღაცა
''თავფარავნელი'' ჩვენებურ ასულს!
შენს დაღლილ ბილიკს როგორ ატყვია,
იმ ''ვინმე მესხის'' სტრიქონის ტერფი,
თმას და სულს თითქმის ჩამოათოვა,
მე ისევ ბავშვურ განცდებით გეტრფი!...
შენს სულის ხავსზე ქარვისფერ წარსულს
ჩაჰკიდებია ხვალის იმედი,
''ხატითავით'' და ''ოხერა''გზებით
მე სიკვდილებთან ბევრჯერ მივედი!
შენით იწონებს სამყარო თავს და
შენს მკერდზე ღვივის მზერა ამაყი,
''ცა-ფირუზ-ხმელეთ'' - ბადალი შენი
ამ სამყაროში მართლა არ არის...
შენს ცაზე მღერის სევდა ამაყი,
შენს მიწას დარდის ბელტები უჩანს,
შენს მკერდზე ისევ ხარობს იმედი,
ჩემო საუნჯევ, პატარა ჩუნჩხა!
(18. მარიამობისთვე, ათენი. 2012)
"ეს სოფელი ჩუნჩხა ჯავახეთშია..." - ავტორის შენიშვნა.