არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 თუმანიშვილის ფონდის კონკურსები

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 Empty
PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 EmptyThu Jun 09, 2016 9:28 am

თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 Apple%20of%20Tumanishvili_zpsbhc3lf8i

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი
Tumanishvili Theatre Foundation

კონკურსი „ახალი ქართული პიესა-2017“



დრამატურგთა საყურადღებოდ!

ცხადდება კონკურსი!!!

'ახალი ქართული პიესა - 2017' საერთაშორისო ფორმატით.

კონკურსი ეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლის იუბილეს, რომელიც აღინიშნება 2018 წელს.

პროექტი მიმდინარეობს 4 ეტაპად:

1. კონკურსი ჩატარდება ტრადიციულად სამი პრემიით და პრიზით - თუმანიშვილის ვაშლი. ოღონდ, ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან უცხოელი რეჟისორები და ამის გამო, პიესა უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ და ინგლისურ ენაზე. პიესების მიღება 2016 წლის 1-30 დეკემბერი.

2. სამი შერჩეული პიესა წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ითარგმნება გერმანულ ენაზე 2017 წელს.

3. გამომცემლობა 'კენტავრი' დაბეჭდავს ორენოვან კრებულს 2017 წელს.

4. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარდგენილი წიგნი და ჩატარდება წაკითხვა გერმანულ ენაზე 2018 წელს.
შერჩეული პიესები დაიდგმება ევროპის ნაციონალური თეატრების სცენებზე.

თუმანიშვილის ფონდის გენერალური სპონსორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

დეტალებს დაწვრილებით გაცნობებთ.

მოემზადეთ და გისურვებთ წარმატებას.

თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 12814052_903960139717945_6501949235558261218_n_zpsnrprkzqt


თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 12783603_903956893051603_5176252371362782718_o_zpsgyouajr3

Arrow

Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 Empty
PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 EmptyMon Nov 07, 2016 5:38 pm

თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 Tumanishvili%20apl_zps4yy8pxeg


„ახალი ქართული პიესა 2017“ პრესკონფერენცია

07.11.2016

7 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებულ კონკურსთან „ახალი ქართული პიესა 2017“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი გაუძღვნენ.

კონკურსი ახალი ქართული პიესა ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. კონკურსის მიზანი თანამედროვე ორიგინალი და ნათარგმნი პიესების გამოვლენა, ავტორების წახალისება და ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა.

მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდი თანამშრომლობას იწყებს ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან და წელს, კონკურსი „ახალი ქართული პიესა 2017“ ვრცელ, საერთაშორისო ფორმატში იქნება წარმოდგენილი. სამი გამარჯვებული პიესა დაჯილდოვდება ფულადი პრემიით და პრიზით „თუმანიშვილის ვაშლი“, სამივე ითარგმნება გერმანულ ენაზე, გამოიცემა და წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყანაა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში მოხდება პიესების წაკითხვა და დადგმა.

პიესების მიღება 2017 წლის 1 თებერვალს დაიწყება.

წარმოდგენილი პიესა უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს დაბეჭდილი ან დადგმული.

ბმული - http://www.culture.gov.ge/News/akhali-qartuli-piesa-2017-preskonferencia.aspx

Arrow

Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 Empty
PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 EmptyFri Feb 10, 2017 4:09 pm

„ახალი ქართული პიესა 2017“

დრამატურგების საყურადღებოდ!
როგორც იცით, უკვე გამოცხადებულია კონკურსი "ახალი ქართული პიესა-2017", რომელიც ტრადიციულად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

ამჯერად კონკურსს უფრო გაშლილი ფორმატით გთავაზობთ, რადგან ფონდი იწყებს თანამშრომლობას ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან /დირექტორი დეა მეტრეველი/.

პიესების მიღება იწარმოებს 1-10 თებერვალი, 2017. ელექტრონული ვერსია გამოაგზავნეთ მისამართზე geodrama2017@yahoo.com. ხოლო ამობეჭდილი მოიტანეთ ფონდში აღმაშენებლის გამზ. 164. თუმანიშვილის თეატრის შენობაში.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზით "თუმანიშვილის ვაშლი" და მიიღებენ სამ ფულად პრემიას:
I პრემია 2500 ლარი,
IIპრემია 1500 ლარი
III პრემია1000 ლარი .

გამარჯვებული პიესები წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ითარგმნება გერმანულ ენაზე, / ეს იქნება მაღალი დონის თარგმანი/, დაიბეჭდება კრებულის სახით და წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს. იქვე მოხდება მათი საჯარო წაკითხვა.ამას გარდა, დაეგზავნება გერმანულენოვანი ქვეყნების თეატრებს.

წარმოდგენილი პიესა არ უნდა იყოს დაბეჭდილი და/ან დადგმული.
გისურვებთ წარმატებას!

ბმული - https://www.facebook.com/TumanishviliTheatreFoundation/posts/1085237561590201


10 თებერვალს, ღამის 12 საათზე მთავრდება პიესების მიღება კონკურსისთვის
'ახალი ქართული პიესა 2017' !
geodrama2017@yahoo.com
ხვალიდან ჟიურის 5 წევრი შეუდგება მათ კითხვას!
შედეგებს მარტის შუა რიცხვებში /დაზუსტებით მოგვიანებით გაცნობებთ!/ გამოვაცხადებთ.
გისურვებთ წარმატებას.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, უკვე დაწყებულია და
მიმდინარებს მორიგი კონკურსი
'ახალი ქართული პიესა 2017'
10 თებერვალს დასრულდა პიესების მიღება.
შემოსული იყო 19 პიესა, მაგრამ ერთი მოიხსნა კონკურსიდან, რადგან პირობების თანახმად დადგმული პიესა /და დაბეჭდილი!/ მონაწილეობას ვერ მიიღებს.
18 ახალი ქართული პიესა უკვე ჟიურის წევრებს გადაეცა.
შედეგებს მარტის შუა რიცხვებში გაცნობებთ!

11.03.2017 -- დასრულდა კონკურსი „ახალი ქართული პიესა - 2017“
გამარჯვებულთა ვინაობა გამოცხადდება ა/წ 13 მარტს (ორშაბათს), 12:00 სთ-ზე,
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სააქტო დარბაზში
მისამართი - თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4, V სართული

"ქართული პიესა -2017"
პირველი პრემია: ალექს ჩიღვინაძე - „უხერხემლო“
მეორე პრემია: ირმა ტაველიძე - „კედელი სტალინის პორტრეტისთვის“
მესამე პრემია: დავით ხორბალაძე - „შობის ტოლმა“

ჟიური: თამარ ბართაია, დათა თავაძე, თეა კახიანი, მანანა ტურიაშვილი, გიორგი ყაჯრიშვილი

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 Empty
PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 EmptyMon Apr 16, 2018 10:46 pm

„ახალი ქართული პიესა 2018“

დრამატურგთა საყურადღებოდ!
თუმანიშვილის ფონდი აცხადებს მორიგ კონკურსს "ქართული პიესა-2018"
პიესების მიღება დაიწყება 10 ნოემბერს და დასრულდება 15 ნოემბერს.
ველოდებით ახალ, საინტერესო პიესებს!
მალე შეგატყობინებთ რა სიახლე გელოდებათ!

16.04.2018

ბმული:
* https://www.facebook.com/manana.antadze

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 Empty
PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 EmptyThu Apr 19, 2018 2:49 pm

კონკურსი ერთაქტიან პიესაზე 2018


დრამატურგთა საყურადღებოდ!
რუსთავის თეატრი რუსთავის მერიის დაფინანსებით და თუმანიშვილის ფონდის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ერთაქტიან პიესაზე, რომელშიც ასახული იქნება ჟიული შარტავას ცხოვრების ბოლო დღეები.
პრემია 3000 ლარია.
პიესა დაიდგმება რუსთავის თეატრში (რეჟისორი სოსო ნემსაძე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი).
პრემიერა შედგება 2018 წლის 27 სექტემბერს.

პიესა უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით ორ მისამართზე: geodrama2018@yahoo.com და rustavitheatre.files@gmail.com 2018 წლის 5 აგვისტომდე.

19.04.2018

ბმული:
* https://www.facebook.com/manana.antadze

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 Empty
PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 EmptyFri Sep 14, 2018 1:19 pm

'ახალი ქართული პიესა -2018'

დრამატურგთა საყურადღებოდ!
თუმანიშვილის ფონდის კონკურსი
'ახალი ქართული პიესა -2018'
10 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით მიიღებს პიესებს
მისამართზე: geodrama2018@yahoo.com.
სამი გამარჯვებული მიიღებს ფულად პრემიას და პრიზს
'თუმანიშვილის ვაშლი'
პირველი პრემია -3000 ლარი
მეორე პრემია - 2000 ლარი
მესამე პრემია - 1000 ლარი
შეგახსენებთ, რომ პიესა უნდა იყოს ახალი, არუნდა იყოს დაბეჭდილი და/ან დადგმული.
ფინალი დაგეგმილია დეკემბრის შუა რიცხვებში.
გისურვებთ წარმატებას!

14.09.2018

***
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2018“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

სამ გამარჯვებულს, რომელიც 22 პიესიდან შეირჩა, ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცათ.

I პრემია - დავით ნაცვლიშვილი - “MShT-15”(მტვერსასრუტის მისტერიული დრამა);

II პრემია -ალექს ჩიღვინაძე - „თქვენთანაც აბრახუნებენ?“

III პრემია - „ხუთშაბათი“ - თამარ ბართაიას ჯგუფი.

კონკურსის მიზანი თანამედროვე ორიგინალი და ნათარგმნი პიესების გამოვლენა, ავტორების წახალისება და ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა.

13.12.2018

ბმული:
* https://www.facebook.com/manana.antadze

Arrow


Last edited by Admin on Thu Dec 13, 2018 4:06 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 Empty
PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 EmptyFri Dec 07, 2018 12:10 pm

თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 00_kon10


კონკურსი - თემაზე „მცხეთის მამასახლისი“

დრამატურგთა საყურადღებოდ!

ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოება და ჟურნალი „თეატრი“ აცხადებენ კონკურსს - თემაზე „მცხეთის მამასახლისი“, საქართველო-ისრაელისა და საქართველოში ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრობის შესახებ.

პიესის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 მარტი.

27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს გამოცხადდება სამი გამარჯვებული პიესა:

პირველი პრემია - 5000 ლარი
მეორე პრემია - 3000 ლარი
მესამე პრემია - 2000 ლარი

თითოეულ მათგანს რეკომენდაცია მიეცემა საქართველოსა და ისრაელის თეატრებში დასადგმელად.

მისამართი: 0105, თბილისი, ლეონიძის 11-ა, ტელ: +995 599 072 721
theatricalsosiety90@gmail.com

29.11.2018

ბმული:
* https://www.facebook.com/photo.php?fbid=359667744842468&set=a.310867546389155&type=3&theater

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 Empty
PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 EmptyFri Nov 01, 2019 8:46 pm

'ახალი ქართული პიესა -2019'

დრამატურგთა საყურადღებოდ!
თუმანიშვილის ფონდის კონკურსი
'ახალი ქართული პიესა-2019'
1 ნოემბერს დაიწყებს პიესების მიღებას.
პირობები უცვლელია: პიესა უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს დაბეჭდილი და/ან დადგმული.
4 ნოემბერს დასრულდება პიესების მიღება.
ელ. ფოსტა geodrama2019@yahoo.com
პიესას უნდა ახლდეს თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
თითოეულ ავტორს მხოლოდ ერთი პიესის გამოგზავნა შეუძლია.
გაიცემა სამი ფულადი პრემია /3000, 2000 და 1000 ლარი/ და პრიზი 'თუმანიშვილის ვაშლი'
გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილი გახდება დეკემბრის შუა რიცხვებში.
გისურვებთ წარმატებას!
ველოდებით საინტერესო პიესებს.

September 17, 2019

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი გაცნობებთ:
დამთავრდა კონკურსი "ქართული პიესა - 2019".
წარმოდგენილი იყო 15 პიესა.
ჟიურის წევრები: გოგი ყაჯრიშვილი, მანანა ტურიაშვილი, მანანა ანასაშვილი.
ფულადი პრემიის (3000, 2000, 1000 ლარი) და პრიზის "თუმანიშვილის ვაშლი" მფლობელი გახდა სამი ლაურეატი:

* ანა-მარია გურგენიშვილი ("ბიოციდი" Biocidium)
* დავით ტურაშვილი ("არის ასეთი ქალაქი")
* გურამ მაცხონაშვილი ("ASAP")

ფონდი ულოცავს გამარჯვებულებს.

„თუმანიშვილის ვაშლი“ – დამატებითი პრიზი – განსაკუთრებულად საინტერესო ნაშრომისთვის პროექტის მონაწილეს გოგი ყაჯრიშვილს გადაეცა.

03,12.2019

ბმული:
* https://www.facebook.com/manana.antadze

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 486
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 Empty
PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 EmptyTue May 26, 2020 2:22 am

'ახალი ქართული პიესა -2020'

დრამატურგთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ!

თუმანიშვილის ფონდის მორიგი კონკურსი

"ქართული პიესა2020" შემოდგომაზე გაიმართება.

პიესების მიღება დაიწყება ნოემბრის პირველ რიცხვებში.

ხომ ხედავთ რა საინტერესო და ურთულეს დროში ვცხოვრობთ.

დაწერეთ თამამი, თანამედროვე პიესები. გვიამბეთ, რა პრობლემები გაქვთ თქვენ, თქვენს მეგობრებს, თქვენს თაობას. არ დაივიწყოთ, რომ პიესა სცენისთვის შექმნილი ტექსტია, მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი სათქმელი გჭირდებათ! თან ლიტერატურაა და მკითხველი უნდა დააინტერესოთ.

შარშან ძალიან კარგი პიესები მოიტანეს ახალგაზრდებმა.

გელოდებათ სამი პრემია ( 3000, 2000 და 1000 ლარი!)

ბმული:
* https://www.facebook.com/manana.antadze

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 Empty
PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 EmptyThu Dec 17, 2020 7:30 pm

'ახალი ქართული პიესა -2021'

თუმანიშვილის ფონდის დრამატურგიული კონკურსები გრძელდება!
მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, ყურადღებით წაიკითხონ ფონდის საგანგებო განცხადება:
2021 მიხეილ თუმანიშვილის საიუბილეო წელია /100!/.
ფონდის ორივე კონკურსი 2021 წელს მიეძღვნება ბატონ მიშას - ქართული თეატრის რეფორმატორს, უდიდეს რეჟისორს, თეორეტიკოსს და განუმეორებელ პედაგოგს!
კონკურსების რიგითობა 2021 იცვლება და ასე გამოიყურება:

1. წლის დასაწყისში ვაცხადებთ კონკურსს "ახალი ქართული პიესა 2021".
პიესებს მივიღებთ მარტის პირველ რიცხვებში
უცვლელია პირობა, რომ წარმოდგენილი პიესა არ უნდა იყოს დაბეჭდილი და/ან დადგმული. ამას ემატება ახალი მოთხოვნა. პიესა უნდა იყოს ერთაქტიანი და მაქსიმუმ 4 მოქმედი პირით.
ვაპირებთ კონკურსს მოჰყვეს გაგრძელება, რის შესახებაც მოგვიანებით გაცნობებთ

2. კონკურსი "თარგმნილი პიესა 2021" შემოდგომაზე გაიმართება.
თარგმნილ პიესებს მივიღებთ ნოემბრის დასაწყისში.

იმედია, გადაივლის ეს ჭირ-ვარამი და თეატრები კარს გაუღებენ მონატრებულ მაყურებელს. ჰოდა, მინდა შეგახსენოთ მიხეილ თუმანიშვილის გამონათქვამი, რომელსაც ის ხშირად იმეორებდა : " თეატრმა უნდა დაუბრუნოს ადამიანებს მშვენიერების რწმენა. მოაგონოს ხალხს, რომ ყოველივეში ჩადებულია უმაღლესი აზრი. მისია. ჩვენ მისიონერები ვართ. რწმენა და იმედი უნდა ვიქადაგოთ' და ასევე, " რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ, პიესა, ლიტერატურა, თეატრალური წარმოდგენის ფუძეთა ფუძეა. ჩვენ კარგი პიესების დაბადების მუდმივ მოლოდინში ვართ".
ჩვენ არ გვჯერა, რომ ქვემეხების გრუხუნში მუზების ხმა არ ისმის! უბრალოდ, ეს ხმა ისედაც ძალიან ცოტას ესმის!
არც იმ აზრს ვეთანხმებით, რომ ჟამიანობის დროს შედევრები არ იქმნება. ამის ბევრი მაგალითია ცნობილი, მაგრამ, როგორც თეატრის განვითარებისათვის მოღვაწე ფონდი, მსოფლიოს უდიდეს დრამატურგს მოგიყვანთ მაგალითად
შექსპირის 25 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ლონდონის თეატრები ოთხჯერ დაიკეტა შავი ჭირის გამო
პირველად 1592 წელს და მან დაწერა სონეტები, "ჭირვეულის მორჯულება', "რიჩარდ მესამე'., მომდევნო წელს კი"რომეო და ჯულიეტა" "ზაფხულის ღამის სიზმარი". 1603 წელს. ამ დროს დაიწერა "ოტელო", "ლირი" და "მაკბეთი", 1608 წელს. ანტონიოსი და კლეოპატრა", 1609 წელს ისევ შავი ჭირი და შექსპირმა დაწერა "ციმბელინი", "ზამთრის ზღაპარი" და "ქარიშხალი". შავი ჭირის თარიღები ზუსტია, პიესების თარიღები, სავარაუდოდ მოძრაობს /ამაზე არ გამომედევნოთ!/,მაგრამ ძირითადად ასე ნაწილდება
.
ველოდებით ძალიან კარგ პიესებს.
პატივისცემით, მანანა ანთაძე, ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

P.S. ვინც პირველად გაიგო ფონდის არსებობა /მაგალითად, წლევანდელი ლაურეატი გვყავდა ასეთი!/ მათთვის ვწერ: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ფონდი დაფუძნდა 1998 წლის 27 მარტს.
ანუ, 22 წელია არსებობს და ბოლო 15 წელია უწყვეტად ატარებს დრამატურგიულ კონკურსებს. შედეგად გვაქვს 300 ახალი ქართული პიესა და 225 ახლად თარგმნილი, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური პიესა. მსოფლიო თეატრების სცენებზე გავიდა რამოდენიმე საკონკურსო პიესა, ხოლო ქართულ თეატრში კი 60 ზე მეტია საგანგებოდ ამ კონკურსისთვის დაწერილი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი
კონკურსების დეტალებს მალე გაცნობებთ!
წარმატებას გისურვებთ ყველას

Manana Antadze
17 დეკემბერი, 2020

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 Empty
PostSubject: Re: თუმანიშვილის ფონდის კონკურსები   თუმანიშვილის ფონდის კონკურსები - Page 2 Empty

Back to top Go down
 
თუმანიშვილის ფონდის კონკურსები
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: