კარგი და საინტერესო თემაა.
ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც ხალხური პოეზიის ნიმუშების მოსაძიებლად ექსპედიციები გახშირდა, ილია ჭავჭავაძე დაეჭვებით შეხვდა ხალხოსნების ამ მოძრაობას, ილიას კონკრეტული არგუმენტს იშველიებს ამ "გატაცების" საწინაღმდეგოდ, თუმცა წერილში "სხვა რიგის შიშიც " იგრძნობა (თუმცა ამაზე ქვემოთ, თუ საჭიროება მოითხოვს), ახალი იდეოლოგია (რომელსაც ხალხოსნები ამკვიდრებდნენ)ხალხის პრიმატს ამკვიდრებდა, გამოთქმა "ხალხი ბრძენია" კარგ საფუძველს ამზადებდა "ხალხის ხელისუფლების" დასამყარებლად, ამ დროიდან იწყება ინდივიდუალური შემოქმედების "გახალხურება", ხალხური შემოქმედების "უძირო ზღვის" გაფართოება...
საბჭოთა წყობის პერიოდში, რამდენიმე რეპრესირებული პოეტის შემოქმედების გარევა (მათი გადარძენის მიზნით) ფოლკლორულ სიმრავლეში, მხოლოდ წვეთია ზღვაში...
ჩვენში ანონიმური ავტორის ცნება თითქმის არ არსებობს, არადა წარმოუდგენელი რამ არის, გქონდეს მდიდარი ხალხური შემოქმედება და არ გყავდეს ანონიმური ავტორები.
ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ:
შეიძლება ლექსს ჰყავდეს ავტორი (ანუ ცნობილი იყოს მისი ავტორი), მაგრამ მსოფმხედველობით მაინც ხალხურ შემოქმედებას ეკუთვნოდეს.
"მოსემ თქვა პატაშურთამა.
ნეტავ, დრო გამასცვალანო,
ჯაჭვით დააბან სიკვდილი.
ბორკილიმც ჩაუყარანო"
შეიძლება ლექსის ავტორი ცნობილი არ იყოს, ამავე დროს ის მთლიანად აკმაყოფილებდეს ხალხური ლექსის აუცილებელ კრიტერიუმებს, მაგრამ ამკვიდრებდეს ხალხური ცნობიერებისგან განსხვავებულ მოსაზრებას და ინდივიდუალ შემოქმედებას განეკუთვნებოდეს.
ამ მხრივ, მიხა ხელაშვილის "დედას ვუყვარვართ შვილები" ხალხურია, ხოლო უცნობი ავტორის "დედავ, დედაშვილობასა, სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე..." ინდივიდუალური შემოქმედების ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში, რომელიც აუცილებლად დაემკვიდრება "ანონიმურ ავტორთ კრებულში", რომლის მომზადება, ჩემი აზრით, მალე უნდა დაიწყოს...
(ვეცადე ძალზე მოკლედ ჩამომეყალიბებინა ჩემი მოსაზრება, თუმცა სათქმელი ბევრია და უფრო ვრცელ მიმოხილვას ითხოვს...)
