Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: გელა ჩქვანავა Mon Nov 10, 2008 3:31 pm
Gela Chqvanava
გელა ჩქვანავა
დაიბადა 1967 წელს. დაამთავრა სოხუმის მე-17 საშუალო სკოლა და თსუ სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1986-88 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. აფხაზეთის ომის შემდეგ ცხოვრობს თბილისში დევნილის სტატუსით. ომის შემდეგ გამოიცვალა მრავალი პროფესია. 2002 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ პერიოდულ პრესაში. 2007-2009 წლებში გელა ჩქვანავას ნაწარმოებები დაიბეჭდა რუსულ ლიტერატურულ პერიოდიკაშიც, ჟურნალებში: ნევა, დრუჟბა ნაროდოვ და კრეშატიკი. 2002 წლის აპრილში გაიმარჯვა გამომცემლობა დიოგენეს მოწყობილ პირველ კონკურსში Pen მარათონი 2002 და მოიპოვა პირველი ადგილი. იმავე წელს ლიტერატურული ასოციაცია კვალის კონკურსში მესამე ადგილი დაიმსახურა. 2004 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია საბა წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში წიგნისათვის კოლორიტები. გამოცემული აქვს წიგნები: კოლორიტები (მოთხრობების კრებული, გამომცემლობა დიოგენე, 2004.), ტორეადორები (ორენოვანი გამოცემა, ქართულად და რუსულად. დიოგენე, 2006), ფეისბუკზე (მოთხრობების კრებული, ინტელექტი, 2014), მკვდარი ქვიშის უდაბნო (რომანი, ინტელექტი, 2014).
გელა ჩქვანავა - აფერისტები ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - ბაკო ხვიჩია
მონაწილეობენ: რუსუდან ბოლქვაძე, ზურაბ ცინცქილაძე, მერაბ ბრეკაშვილი, დათო ბერაძე, პაატა კიკვაძე, პაატა ვახტანგიშვილი, ნანა ხურითი, დავით ველიჯანაშვილი.
ჩაწერილია 2009 წელს.
Last edited by Admin on Thu Feb 14, 2019 9:51 pm; edited 18 times in total
არგანი
Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
Subject: Re: გელა ჩქვანავა Fri Dec 19, 2008 7:17 pm
ეკა ქევანიშვილი
გელა ჩქვანავა – კოლორიტების შემგროვებელი
ინტერვიუ გელა ჩქანავასთან
საბავშვო ბაღის ასაკის – ბაღიდან იპარებოდა, ყვითელ ავტობუსებს ახტებოდა და სოხუმის ქუჩებში აღმა-დაღმა დაქროდა, სკოლაში სულ ბოლო მერხზე იჯდა და ალგებრის წიგნის ყდა ფოლკნერის “სოფელზე” ჰქონდა შემოკრული, მასწავლებელს რომ არ დაენახა. სკოლის დამთავრების მერე კი კაფე “ლედნიკის” ხშირი სტუმარი, მეგობრებთან ერთად შამპანურის ბოთლით ხელში მაგიდაზე შემხტარიც ბევრს ეყოლება შემჩნეული. იქაურებს ეხსომებათ, თორემ, ჩვენ რა ვიცით.
ჯერ პენ-მარათონიდან გაიჟღერა მისმა სახელმა, მერე “არილიდან”, ბოლოს ვიღაცამ მითხრა, აფხაზეთიდან არისო. ან თქმა რად უნდოდა, მაშინვე ცხადი იყო – ვიღაც აქამდე უცნობმა ბიჭმა თავისი კოლორიტული მოთხრობებით მთელი სოხუმი თავზე დააპირქვავა მკითხველს. კარგი მეამბე გამოდგა, თანაც, მოთხრობები რამაზოზე და მე-14 ა კორპუსზე, ძიძარიას ქუჩაზე და კაფე “ლედნიკზე” ზუსტად იმ დროს დაიბეჭდა, ომის დამთავრებიდან მეცხრე წელს, როცა აფხაზეთი უკვე ყველას ენატრებოდა.
“იცი, რა ქუჩა იყო ეს ძიძარიას ქუჩა? უცნაური, ცოცხალი, თავგადასავლების, ამბების ქუჩა იყო – მოქეიფე ხალხით სავსე. თითქმის არაფერს ვიგონებ, რასაც ვწერ. მხოლოდ ვიხსენებ”.
13 სექტემბერს 40-ის ხდება. ომი რომ დაიწყო, 25-26 წლის ბიჭი იყო. იმ ბიჭის თვალებით ეს ორმოცი წლის კაცი მართლა რაღაცნაირად დიდი ჩანს…
“- ორმოცი წლის იუბილის გადახდა არ შეიძლებაო და..
- არ მითხრა, რომ ცრურწმენების გჯერა.
- ცრურწმენების არა, მაგრამ სიზმრების კი.
- სანთლებიანი ტორტი გქონია ოდესმე?
- არა, ეგეთები არ მიყვარს. არაყი მიყვარდა, მაგრამ ერთხელაც გულმა “დამარტყა” და ავიკრძალე. ეგეც და ყავაც. ვინ იფიქრებდა.”
ან იმას ვინ იფიქრებდა, რომ ბაგების სტუდქალაქში, ერთ ოთახში წლები იცხოვრებდა. წყალს მეორედან მეცხრე სართულამდე ყოველდღე ხელით აზიდავდა, უშუქობის გამო, ცოლ-შვილს სოფელში, ახალციხეში გაუშვებდა და მერე თვითონაც თბილისსა და სულ სხვა კუთხეს, სამცხეს შორის ივლიდა. ისე კი, აქაც დამკვირვებლად დარჩა: “ახალციხეში რომ მივდივარ ხოლმე, სულ უკან ვჯდები სამარშრუტო ტაქსიში, მიყვარს ადამიანების თვალიერება, მათ ურთიერთობებზე დაკვირვება. მარტო მგზავრებს კი არა, პოლიტიკასაც, პოლიტიკოსებსაც ვაკვირდები.. და სულ ცარიელ თვალებს ვაწყდები ყველგან. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, რაც უნდა ცუდი გააკეთონ, სინანულის გრძნობა არ ექნებათ, იქნებ ძალიან ახალგაზრდები არიან და ესაა მიზეზი?”.
დღეს უკვე მეტს ფიქრობს. თუმცა, იმ ბიჭს, ჭუჭრუტანიდან რომ უთვალთვალებდა მთელ სოხუმს და ამ კაცს შორის, რომელიც დღემდე იქ ცხოვრობს, დიდი არაფერი განსხვავებაა. მაშინ ხედავდა და თავად იყო მონაწილე, ახლა უბრალოდ ყველაფერს იხსენებს და წერს, იქნებ იმიტომაც, რომ არასოდეს დაავიწყდეს.
“პირველი მოთხრობა საფოსტო ყუთზე დავწერე. ადრე ყველას ერთნაირი, საბჭოური ყუთები გვედგა და ერთ დღესაც მამაჩემმა მოიტანა, ლამაზი, განსხვავებული. მეც ავდექი და დავწერე. მაგის მერე სულ ვწერდი, ოღონდ, უფრო პიესებს.
- სკოლის ბოლო მერხიდან რა ჩანდა ხოლმე?
- ჩემი კლასელები, მათი ხმები მახსოვს, ყველა მოძრაობა, ქცევა. რომელმა როდის რა თქვა. ამასწინათ ერ-ერთი დამეღუპა და იმ ბიჭზე ყველაფერი გამახსენდა. ჩემს კლასზეც მინდა დავწერო. როგორები ვიყავით და როგორები გავხდით. დღეს მათი 70% რუსეთშია გადახვეწილი. მე კი ვიჯექი ბოლო მერზე, ჩემს საყვარელ წიგნებს ვკითხულობდი და ხან ალგებრის, ხან ფიზიკის ცარიელი ყდებით ვფარავდი”.
მერე, წლების მერე, უკვე თავმომწონე ბიჭობაში საყვარელი წიგნების და “ინოსტრანნაია ლიტერატურას” ახალი-ნომრების დამალვა აღარ მოუწევს. საქვეყნოდ კითხვა კაფე “ლედნიკში” ისეთი მიღებული ამბავი იყო, როგორც ლუდის წრუპვა ან ყავაზე მკითხაობა.
გელას სოხუმი, ისევე როგორც ყველა სოხუმელის – ქვიშაზე მოდუღებული ყავის სურნელიანი, კაფეების ქალაქი იყო. დღესაც ასე იხსენებს, თუ თბილისელები უბნელობის მიხედვით ზომა-წონიან ერთმანეთს, სოხუმში, ამის გარკვევა ერთი კითხვით ხდებოდა, “რომელ კაფეში აბირჟავებო”. გელა “ლედნიკის” მუშტარი იყო. ეს ზამთარ-ზაფხულ ღია კაფე, სულ სავსე ხალხით, სამედიცინო სასწავლებელს ესაზღვრებოდა. გოგოები ყავის დასალევად მიდიოდნენ და ბიჭებსაც მეტი რა უნდოდათ: “დალევდნენ ყავას, მერე ჭიქებს იპარავდნენ და სამკითხაოდ…მიჰქონდათ. ოღონდ უკან ყოველთვის აბრუნებდნენ. ამაზე სულ ვხალისობდით ხოლმე”.
მაგრამ ეს ყველაფერი ომამდე იყო.
თვითონ სოხუმიდან, ქალაქის დაცემის შემდეგ ერთი თვის მერე გამოაღწია. ტყვედ იყო აფხაზებთან. ამბობს, რომ გაუმართლა და გადარჩა. თუმცა ახსოვს ის აუტანელი აურა, დაყრუებული ქალაქის. სხვანაირი სოხუმის. ყველაზე ცუდი ამბები ჯერ არ დაუწერია. არც იცის დაწერს თუ არა ოდესმე.
პირად კომპიუტერში, რომელიც ბოლო ლიტერატურული პრემიით იყიდა, თავისი სახლის სურათებს ეძებს. აჰა, იპოვა. სახლი. მხოლოდ კედლები. მაგრამ იმ მეზობელს მაინც მადლობა, რადგან სურათი გადაუღო და გამოუგზავნა.
“აქეთ კორპუსი იდგა, აქ სამკერვალო ფაბრიკა იყო… ახლა ვიცი, ჩემს სახლს, რაც დარჩა, იმასაც აგურებად შლიან და მიაქვთ. სხვა სახლს ააშენებენ ჩემი სახლისგან ალბათ..
- ემოციები შეგისუსტდა ამ წლების მანძილზე? – მიკვირს და ვეკითხები.
- ექვსი წლის წინ რომ ეთქვათ, რომ შენს სახლს შლიანო, არ ვიცი რას ვიზამდი.. მაგრამ ახლა.. დგას მიტოვებული სახლი, რას უზამენ აბა? ვიზე გავბრაზდე? ისე კი, სახლის შეგრძნება არ მაქვს აქ, მენატრება. და იმ ჩემი სახლის შენების პროცესი მახსოვს კიდევ, დაბრუნებაც იცი როგორი მინდა? ჭიშკარს რომ შეაღებ და შენ ხარ ბატონ-პატრონი.”
აქ კია, ცხოვრობს, მაგრამ რა განსხვავებაა? ეს კითხვა გელასთან შეხვედრისას აუცილებლად გაგიჩნდებათ. თუ არ გჯერათ, თავად შეხვდით და ნახავთ. თვითონაც მაგას არ ამბობს? ისევ სოხუმში ვცხოვრობო. ძველი მეზობლები თუ შეხვდებიან ქუჩაში, აქ თბილისში, ესეც იშვიათზე იშვიათად, ერთმანეთს არც ესალმებიან წესიერად, ისე იწყებენ (თუ აგრძელებენ) საუბარს, თითქოს გუშინ ერთად აგორებდნენ კამათელს ძიძარიას ქუჩაზე.
“თბილისში ხშირად არ ჩამოვდიოდით, მამას რუსეთში დავყავდი. ერთხელ როსტოვში წავედით, ცივი, ღრუბლიანი ქალაქი დამხვდა. ხორცის უზარმაზარ მაცივარს მაგონებდა. თბილისში რომ ჩამოვედი პირველად, ომის მერე, მაშინაც ასეთი შეგრძნება მქონდა. არ მიყვარს დიდი ქალაქები… მაგრამ თბილისი მაინც შემიყვარდა.”
იქნებ იმიტომაც, რომ ბოლოს მაინც გამოძებნა მსგავსება თბილისსა და სოხუმს შორის. თბილისელის “თავისი” ტიპაჟი ჩამოიყალიბა და ახლაც რომ ჰკითხო გელას, გეტყვის, რომ ქუჩაზე გადარბენისას, ის მძღოლი, რომელიც მანქანას ანელებს და ხელით გითმობს გზას, ნაღდი თბილისელი უნდა იყოს. სოხუმელობაც დახვეწილობას, კულტურულობას, ზრდილობიანობას ნიშნავდაო, ამბობს.
“იცი, როგორი დამოკიდებულებები იყო? მახსოვს, მამაჩემმა ჩვენი სომეხი მეზობლის ქორწილში ღომი გააკეთა. რად უნდოდათ ღომი სომხურ ქორწილში, მაგრამ მაინც. ურთიერთობა იყო სხვანაირი, ლაღი, გულიანი”.
ხო, მართლა, ის ამბავიც უნდა გავუხსენო, ქორწილებზე გელა თურმე სულ ფულის ამკრეფის როლზე იყო დამტკიცებული. გაგანია ცეკვა-თამაშის დროს ის ოთახში იჯდა ხოლმე. დღესაც ვერ მიმხვდარა, ასე რატომ “გაანაწილეს”: “ეგ კი არა, მესაფლავეებადაც ჩვენ მივდიოდით. მაგაში ფულს ვინ გადაუხდიდა ადამიანს. ომის დროს ოცი საფლავი მაინც მექნება გათხრილი”.
სად, რომელ მოთხრობაში რომელი ამბავი და კადრი გაცოცხლდა, ეს გელას მკითხველმა გამოიცნოს. ჯერჯერობით ყველა ამბავი არც დაუწერია. სიუჟეტი რომ მოაფიქრდება, უცებ, ტელეფონში ჩაინიშნავს ხოლმე – მთავარია, არ დაავიწყდეს. დავიწყებით ტელეფონის ნომრები, დაბადების დღეები და სხვა მსგავსი თარიღები ავიწყდება, თორემ, ბამბუკების და აკაციების ტევრს სოხუმის ერთ-ერთ ქუჩაზე, აი, გორას რომ ეძახდნენ, რა დაავიწყებს.
“- რაზე დარდობ ხოლმე?
- ძალიან რომ გაჭიანურდეს ეს დაბრუნების პროცესი, სახლი აღსადგენია და სანამ ახალგაზრდა ვარ, მინდოდა მომესწრო.
- მიზნები?
- სანამ ბავშვები სკოლაში წავლენ, სოხუმში დავბრუნდები მეთქი. ეს ადრე, ახლა აღარ ვიცი.
- და ღმერთი?
- სამართლიანია ღმერთი… მაგრამ მას ჩემისთანა უბრალო კაცი რას გაუგებს? ნიჭი უნდა მის შემეცნებას. შემეცნება კი ლოგიკის დაჭერაა. გააჩნია, ვინ როდის იჭერს ამ ლოგიკას. მე, ამ გზაზე, ალბათ, სადღაც შუაში ვარ.
- რამეს ნანობ?
- ხანდახან კი ვნანობ ხოლმე რუსეთში რომ არ წავედი. ჩემი პირველადი პროფესია ფილოლოგიაა, მაგრამ მშენებელიც ვარ. ყველაფერის კეთება ვიცი.. შეიძლება კიდეც წავიდე.
- უფრო მეტს წერ თუ უფრო მეტს კითხულობ?
- წერით სულ ვწერ, ნარკოტიკივითაა. ვერ შეეშვები. კითხვა კი… ადრე უფრო ბევრს ვკითხულობდი. თან არათანმიმდევრულად, არეულად. “პეპი გრძელიწინდა” ისე პატარამ წავიკითხე, რომ სიუჟეტი საერთოდ არ მახსოვს.
ამ დილით ვნატრობდი – ერთი სოხუმური სიგარეტი “კოსმოსი” მომცა და კიდევ, ნეტავ, ფოლკნერი არ მქონდეს წაკითხული მეთქი. მისი “სოფელი” რომ წავიკითხე პირველად, შოკში ჩავვარდი: ვკითხულობდი ფოლკნერს და ნამდვილ მეგრულ სოფელში ამოვყავი თავი. ჩეხოვი მიყვარს კიდევ ძალიან.
თანამედროვეებს ნაკლებად ვკითხულობ. განსაკუთრებით ე.წ. ინტელექტუალური პროზა არ მომწონს. კუნდერა მაჩუქეს ამასწინათ, ვერა რა! ძალიან ბევრი ფილოსოფიაა შიგ. ბევრს ლაპარაკობენ.
პენ-მარათონის გამარჯვებული და ლიტერატურული პრემია “საბას” ლაურეატი გელა ჩქვანავა ამბობს, რომ წარმატება მასაც სიამოვნებს, ერთი, ორი და ხანაც სამი დღე. მერე ნაბახუსევზე გამოდიხარ და მთავრდება… არ მთავრდება მხოლოდ ის, რაც გელას ყველაზე მეტად აკლია:
“კაფე. აი, ისეთი კაფე, ათასი პრობლემით და უფულობით და უშუქობით გაწვალებული რომ გახვალ სახლიდან და თავს შეაფარებ. “ლედნიკი” მაკლია”…
მეც ისე დავამთავრებ გელაზე დღეს, როგორც თვითონ დაამთავრა ერთ-ერთი თავისი ყველაზე კოლორიტული მოთხრობა მე-14-ე ა კორპუსი: “ასე იყო ეს ამბავი, “დინასტიასავით” დალაგებული და სწორხაზოვანი ვერ არის მთლად, არც “ფორსაიტების საგაა”, მაგრამ ჩვენში რომ დარჩეს, ხომ იკითხება გვარიანად? ჰოდა, გადაწყვეტილი მაქვს სერიალი გადავიღო, სინოფსისი მზად მაქვს როგორც ხედავთ. მხოლოდ სოხუმში დაბრუნებაღა დარჩა.”
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გელა ჩქვანავა Fri Feb 18, 2011 2:13 am
გელა ჩქვანავა
ბრილიანტი (ციკლიდან "ავტომოთხრობები")
ტანადი კაცი იყო ლავრენტი თოდუა, სადღეგრძელოს წარმოთქმისას ჭიქას რომ აწევდა, ერთ შეხედვად ღირდა (ფოტოგენურიც გახლდათ და ყველა სურათში ჭიქით ხელში იყო გამოსახული, რასაც ისე მიეჩვია, რომ ფოტოაპარატის დანახვისას მაშინათვე ჭიქისკენ იწევდა). თავის ძაღლს, "გრაფსაც" ძალიან კოხტად უბაკუნებდა ფეხებს, როცა უწყრებოდა, მაგრამ ულვაშები სრულიად უვარგისი ჰქონდა - რაღაცნაირი მოდუნებული, ბებერი ქალის ძუძუებივით ჩამოდღლეზილი, თითქოს ეზარებოდა იმ მისიის შესრულება, რისთვისაც გაზარდეს, ანუ პატრონის სქელი ტუჩების დაფარვა. მაღალი კაცი იყო ლავრენტი, თავის უფროს ბიჭზეც ერთი თავით მაღალი, რომელიც თავის მხრივ ნახევარი თავით მაღალი იყო თავის უმცროს ძმაზე, რომელსაც, იქიდან გამომდინარე თუ როგორ ეძახდა თავის ნახევარი თავით მაღალ ძმას, მივაკერე მეტსახელი, მერე ჩემდამოულოდნელად ძალიან პოპულარული რომ გახდა მთელს ჩვენს ქუჩაზე, ანუ "ბრატანკოტე" (თან ბრატანკოტეს, როცა თავის უფროს ძმას "ბრატან მოი კოტეს" ეძახდა, ვერ შეატყობდი ირონიული იყო ამ დროს, თუ ზომიერად ალერსიანი). ხოლო თვითონ კოტე - ისიც ულვაშა როგორც მამამისი და უმცროსი ძმა, ბრატანკოტე - მაგარი მექალთანე გახლდათ, კარგი ქალის დანახვაზე, შეიძლება ითქვას რომ, თავს კარგავდა, შეხედვა არ მოგინდებოდა. ისე კი კარგი კაცი იყო, უცოლო (როგორც მისი უმცროსი ძმა) და ამასთანავე განათლებულიც, ქალაქის ბანკში მსახურობდა, თეთრ შარვლებს ატარებდა, თეთრ პერანგებზე უცნაურად მოხატულ ჰალსტუხებს იკეთებდა, რომელსაც მე "მწვავესიუჟეტიანებს" ვუწოდებდი, ხოლო რაც შეეხება მის ცხვირაპრეხილ თეთრ მაკასინებს, ლავრენტიმ მათ "ნე ვეშაი ნოსა" და "ზადირაი ნოს"-ი შეარქვა. ლავრენტი თავის შვილებზე ამბობდა, ჩემი ცუდი კარიკატურები არიანო, შვილებმა კი საპასუხოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მათი დედა ლავრენტის ბიბლიური სახელით, იროდით მოიხსენიებდა, მამას "ირორდი" შეარქვეს, რაც მეგრულად "შენ ყოველთვის იყავის" ნიშნავს. ისე კი სამივენი - მამაცა და მისი ვაჟები კარგები იყვნენ. მამაჩემი ამბობდა, ირორდი და მაგის ბიჭები რობინზონ კრუზოსავით დაუსახლებელ კუნძულზე რომ მოხვდნენ, საკვებსა და სასმელ წყალზე ადრე ქალების ძებნას დაიწყებენ და დარწმუნებული ვარ იპოვნიან თუ მაშინვე არა, მომავალ პარასკევს მაინცო. მე კი მიმაჩნდა რომ თოდუები იმიტომ იყვნენ კარგები, რომ ჩემთან მეგობრობას არ უკადრისობდნენ, და ეს მაშინ, როცა მე მთელი ჩვიდმეტი წლით ვიყავი უმცროსი ირორდის უმცროს ბიჭზე და ორმოცდაექვსი წლით თვითონ ირორდიზე. ჩვენს ქუჩაზე ვასოც ცხოვრობდა, არც თუ უსაფუძვლოდ თავდაჯერებული კაცი, დაახლოებით ორმოცი წლის და ირორდის ბიჭებისაგან განსხვავებით ცოლიანი გახლდათ, მაგრამ ეს სულ არ უშლიდა ხელს "ირორდიევიჩების" მსგავსად ქალებში ევლო. იმდენად, რამდენადაც ჩვენი განუმეორებელი (ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვაცხადებ) და დაუვიწყარი ვასო არა მარტო გულიანი, არამედ ფულიანი კაციც იყო. სანამ სამსახური არ დაკარგა, მისთვის ქალების მოხიბვლა არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა. მაგრამ იმ წელს ვასოს ერთბაშად ორი უბედურება შეემთხვა - სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო ერთ-ერთმა მისმა ქალთაგანმა საშუალო სიმწვავის ვენერიალური დაავადებით "დაასაჩუქრა". ქალები ჩვენთვის, ზღვისპირელთათვის ორ ტიპად იყოფიან: 1 - სარაფნიანი ტურისტები, რომელთაც სარაფნისა და ლიფის ბრეტელებს ქვემოდან გაურუჯავი და ისეთი თავბრუდამხვევად თეთრი კანი მოუჩანთ, რომ ყოველი ზღვისპირელი თავს ვალდებულად თვლის, მას საკუთარი ხელით შეეხოს და, 2 - ყველა დანარჩენი. ტურისტი ქალებიც ორ ტიპად იყოფიან: პირველები გამოუცდელობის გამო ზღვისპირა ქალაქში ჩამოსვლის პირველასავე დღეს მზის აბაზანების გადაჭარბებული დოზით მიღების გამო პამიდვრებივით წითლდებიან, კანი წყლიანი ბუშტუკებით ეფარებათ და ადგილობრივების რჩევით ტანზე ორმოც კაპიკად ნაყიდ მაწონს ისვამენ; ხოლო მეორენი, მზის აბაზანების მიღებისას ზომიერებას იჩენენ და ცხვირზეც კი გაზეთის ნაჭერს იფარებენ, რომ არ აექერცლოთ და ორმოცკაპიკიან მაწონს მხოლოდ დანიშნულებისამებრ ხმარობენ, ანუ შაქარს აყრიან და ისე ჭამენ. რაც შეეხება ზღვისპირელ მამაკაცებს, ისინიც ექვემდებარებიან გარკვეულ კლასიფიკაციას და ორ ტიპად იყოფიან: პირველები, ანუ ახალგაზრდები, უპირატესობას ანიჭებენ გამოცდილ ტურისტ ქალებს, გაზეთისაგან კოხტად გამოჭრილ სამკუთხედებს რომ იმაგრებენ სათვალეზე ცხვირების დასაცავად; ზღვისპირელ მამაკაცთა მეორე ტიპს, ანუ ასაკოვნებს ძალიან სიამოვნებთ თავიანთი ბანჯგვლინი მკერდის გამოუცდელ ტურისტ ქალების სხეულზე წასმული მაწონით გასვრა. ჩვენი ვასო ზღვისპირელ მამაკაცთა მეორე კატეგორიას განეკუთვნებოდა და იმდენად რამდენადაც საქმე გამოუცდელ ქალებთან ჰქონდა, დიდად არ იწუხებდა თავს უსაფრთხოების ზომების მისაღებად, ანუ რეზინის "კომბინიზონებს" არ ხმარობდა. ტურისტი ქალები სიცოცხლისმოყვარული და მხიარული ხალხია - ეჩვენებათ, რომ ზღვისპირული ცხოვრება მხიარული რამაა და თანაც უბრალო. ამბობენ დიდი ქალაქების დაძაბულმა რიტმა დაგვღალა და სმოგით მოგვწამლა, სიმშვიდე და ყველაფერი ნატურალური მოგვანატრაო და რატომღაც ფეხებს არ იპარსავენ, მართლა სჯერათ, რომ ტრიფოლიატის პატარა ყვითელი ნაყოფი ველური ლიმონია, რომ ამ ქალაქში მართლა დაბრუნდებიან, თუ წასვლის წინ ზღვაში მონეტას ჩააგდებენ, რომ, მართლა დედოფლებს თუ არა მაჰარაჯების რჩეულებს მაინც გვანან, როგორც მათ ულვაშა ფოტოგრაფი არწმუნებს, სანატორიუმში კაცის სიმაღლე ჭადრაკის ფიგურებით თამაშისას რომ იღებს და რომ მეეშმაკისბორბლე ასევე ულვაშა ძიას, მკლავზე სვირინგი რომ აქვს "ნე ზაბუდუ მატ როდნუიუ", მართლა ძალიან უყვარდა დედა, რომლის სიკვდილიც სინამდვილეში მანვე დააჩქარა იმით, რომ ახალგაზრდობის ნახევარი ციხეში გაატარა. ტურისტ ქალებს ძალიან უყვართ მწვადები, შამფურზე შემწვარი წიწილები, ბუნების წიაღში, გუმისთის პირას შამპანურის წრუპვა და ისიც რომ ადგილობრივი მამაკაცები მათ "მოი ციპლიონოჩეკს" ეძახიან, სახლებში დაბრუნების წინ როცა თავიანთ ადგილობრივ კავალრებს მისამართს უტოვებენ მათგან წერილების მისაღებად რატომღაც იმ სართულსაც უთითებენ, რომელზეც ცხოვრობენ და იმასაც, მათი ბინა ლიფტიდან ხელმარჯვნივაა თუ ხელმარცხნივ. გარდა ამისა ზოგჯერ თავიანთ ზღვისპირელ საყვარლებს მოსაგონრად რესტორნებში დაგროვილ ვალებს გარდა უფრო მნიშვნელოვანსა და ღირსახსოვარ რამეს უტოვებენ - ვენერიალურ დაავადებებს. ზღვისპირელი მამაკაცები კი ზოგჯერ იმდენად გაუფრთხილებლად იქცევიან, რომ აღნიშნულ დაავადებებს თავიანთ ცოლებსაც გადასდებენ ხოლმე, ეს უკანასკნელნი კი რატომღაც ერთი და იგივეს ამბობენ. - ქმარმა წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მომაყენა! - ამბობენ თვალცრემლიანი ზღვისპირელი ცოლები. "წარმოუდგენელი შეურაცხყოფა" ზღვისპირულ ქალურ ენაზე ქმრისაგან გადადებულ ვენერიალურ დაავადებას ნიშნავს. ვასოს ცოლმაც, იამზემაც, მკლავზე ბავშვობისდროინდელი აცრების ორი კი არა სამი, ჩვეულებრივზე ღრმა ნაკვალევები რომ აჩნდა ორმოებივით, "ქმარმა წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მომაყენას" შემდეგ წარმოსათქმელი მეორე ტრადიციული ფრაზაც მოაყოლა, რომელსაც ჩვეულებრივ მაღალინტელექტუალური და გოგოლწაკითხული ქალები ამბობდნენ. - ჩემმა ქმარმა ცოცხლად დამმარხა! - განაცხადა იამზემ. - მე ახლა გულმოკლული მოარული გვამი ვარ! ამის შემდეგ იამზე თავჩახრილი დადიოდა. სხვა ქალები იამზეს როგორც კეთროვანს ისე უყურებდნენ და ბავშვებს მასთან მიახლოებას უკრძალავდნენ. მაგრამ იამზემ, რომელსაც აგერ უკვე შვიდი წელი იყო, შვილს ვერ აჩენდა და ძალიან უყვარდა ბავშვები, მათთვის კამფეტების ჩუქება და თავზე ხელის გადასმა არ მოიშალა. ვასო კი ირორდისთან რჩევის საკითხავად მოვიდა. მე იმ დროს ირორდისთან ვიყავი. - მე პადლეცი ვარ! - მანერულად განაცხადა ვასომ და ამრეზით შემათვალიერა. - ხუთ წუთში მოვალ, - ვთქვი მე და ირორდის თვალი ჩავუკარი ისე, რომ ვასოსაც ენახა. - Пассажир с нашего вагона!.. Я ручаюсь! - ამაყად განაცხადა ჩემზე ლავრენტიმ და მხარზე ხელი დამკრა. - Я мигом! - არ ჩამოვრჩი მეც და ირორდის ჭიშკრისკენ გავქანდი. ზუსტად ხუთი წუთის შემდეგ ირორდის სახლში დავბრუნდი სამლიტრიანი დოქით ხელში, მამაჩემის მარნიდან მოპარული ადესის ღვინით რომ იყო სავსე. ირორდის ძალიან უყვარდა, როცა მამაჩემის ღვინით პირთამდე გაალიცლიცებდა ჭიქას, მაღლა ასწევდა და მზეს გახედავდა, სწორედ ისე, როგორც მზის დაბნელებას შევსცქეროდით ხოლმე ბავშვები ელექტროშემდუღებელი ნიკოლაი ლუცენკოს ნიღბის დაბურული მინით. ერთი სიტყვით, ნიკოლაი ლუცენკოსა და ირორდის სახლები ერთმანეთს შეჰყურებდნენ. ჰოდა, ირორდი, ბრატანკოტე და ვასო სმას რომ შეუდგნენ, ნიკოლაიმ თავისი წითელსახურავიანი სახლის მეორე სართულის აივნიდან ძალიან გაკვირვებული მზერით შეათვალიერა თავისი კარის მეზობლებიცა და მათი სტუმარიც. ბრატანკოტემ, როგორც ყოველთვის მწყურვალი ნიკოლაი ლუცენკოს მზერა ზურგით იგრძნო. - ეს ჩათლახი რომ არ დავპატიჟოთ სლოკინი მოგვკლავს! - თქვა ბრატანკოტემ და ნიკოლაი ლუცენკო ხელით მოიპატიჟა. ნიკოლაი ლუცენკომ ჩვენთან მოსვლამდე ლურჯზოლებიანი თეთრი პერანგი გადაიცვა, რომლის ღილებიც ჩვენთან მოსვლის შემდეგ შეიკრა. მერე ონკანს მოუშვა, რკინის სავარცხელი დაასველა და თმები გადაივარცხნა. უყვარდა ხოლმე თმების გადავარცხნა სველი სავარცხლით. - Пассажир с нашего вагона!.. Я ручаюсь! - თქვა ირორდიმ თავის კარის მეზობელზე. - ძალიან ბევრი მგზავრი ყოლია თქვენს ვაგონს! - შენიშნა ვასომ და ნიკოლაი ლუცენკოს წითელ ცხვირს მიაჩერდა. - მატარებელში სტოპ-კრანებსაც წითლად ღებავენ, ასე არ არის? ნიკოლაი ლუცენკომ ირორდის წაბაძვით იზაბელით გალიცლიცებული ჭიქიდან შეხედა მზეს და პირთან მიიტანა. - ჲриллиант!.. ჲриллиант и все тут! - თქვა ნიკოლაიმ, როცა ჭიქა გამოცალა და მაგიდას დაჰკრა ხელი. - უ ტებია, ჩტო, ბელაია? - უთანაგრძნო ბრატანკოტემ კარის მეზობელს. - ვასომ ცოლს ბრილიანტი უნდა უყიდოს და დარწმუნებული ვარ, იამზე მაშინვე შეურიგდება, ის კი არადა პერანგებსაც გაურეცხავს და წინდებსაც და ასე ძალიან არ ყარდეს იქნება ეს კაცი! - მიუგო ნიკოლაიმ. - ქალები ბრილიანტის დანახვაზე ყველა წყენას ივიწყებენ... საკუთარი ძმის გამოცდილებიდან ვიცი. ვასოსნაირი ცოდვა ცხონებულმა ჩემმა ძმამ თავისი ცოლისაგან ბრილიანტის ბეჭდით გამოისყიდა, მაგრამ მერე უფრო საშინელი რამ მოხდა! - მეორედაც ხომ არ "დააჯილდოვა"? - ჰკითხა ირორდიმ. - უარესი. აღმოჩნდა, რომ მართლა კი არ "დაუჯილდოვებია", უბრალოდ მოეჩვენა, რომ "დააჯილდოვა", მაგრამ ჩემს რძალს ბრილიანტის ბეჭედი მაინც არ დაუბრუნებია!.. ქალები ნაჩუქარ ბრილიანტს არ აბრუნებენ, წესი აქვთ ასეთი! ამ სიტყვების შემდეგ მე, ბრატანკოტემ და ირორდიმ ერთდროულად ამოვიოხრეთ და ვასოს შევხედეთ. - ვასოს ცოლი ვასოსგან ერთ რაღაცას მოელის... მოელის, რომ ვასომ იმაზე უფრო დაიმციროს თავი ხალხის წინაშე, ვიდრე დაამცირა თავისი ცოლი. მოკლედ იამზე ელის, რომ ქმარმა მუხლებზე სახალხოდ დაჩოქილმა ითხოვოს პატიება, ხოლო სახალხოდ მუხლებზე დადგომის საუკეთესო საშუალება ცოლისთვის ბრილიანტის ყიდვაა. უკეთესი იქნება თუ ბრილიანტი ორი იქნება, ანუ, ბეჭედი კი არა, არამედ საყურეები! - თქვა ნიკოლაი ლუცენკომ. - რატომ ორი! - აღშფოთდა ვასო. - საიდან მოვიტანო მე, სამსახურდაკარგულმა კაცმა ბრილიანტის საყურეების საყიდელი ფული? ამის შემდეგ სუფრაზე სიჩუმე ჩამოვარდა. ორი ჭიქის შემდეგ კი ნიკოლაი ლუცენკო ისევ ალაპარაკდა. - ფული უნდა იშოვო! - გათამამდა ნიკოლაი. - მეზობლები ავკრიფავთ და გასესხებთ... მე პირადად ოც მანეთს ჩამოვალ! ირორდიმ თქვა, რომ ოცდაათი მანეთის სესხება შეეძლო, ოღონდ ერთი კვირის შემდეგ, როცა ჰონორარს აიღებდა თავისი სტატიისათვის სათაურით "კოლმეურნეობაში მხოლოდ მოწინავეები მუშაობენ", რომელიც საქალაქო გაზეთში დაიბეჭდა, სადაც ის სოფლის მეურნეობის კორესპონდენტად მუშაობდა. ბრატანკოტემ კი განაცხადა, დარწმუნებული ვარ ჩემი ძამიკო კოტე ამ საქმისთვის ორმოცდაათი მანეთის სესხებაზეც კი არ იტყვის უარს, რომლის ნახევარს, ანუ ოცდახუთ მანეთს ჩემს მაგივრად ჩამოვა და შენც, ჩემო ვასო, მე დამიბრუნებ ჩემს წილ ვალსო. - მე ვერაფერს გასესხებთ ვასო ბიძია, კაპიკი არ მიდევს ჯიბეში, - ვუთხარი მე ვასოს. - სამაგიეროდ კიდევ ერთ დოქ ღვინოს მოგირბენინებთ ახლავე! ნიკოლაი ლუცენკომ და ბრატანკოტემ მოწონების ნიშნად ერთდროულად დამკრეს მხარზე ხელი. ირორდი და ვასო მხოლოდ მზერით მომეფერნენ. სამი დღის შემდეგ ვასომ ირორდის უთხრა, რომ საიუველირო მაღაზიასთან ერთი კაცი გაეცნო, რომელიც მოპარული ბრილიანტის სამკაულებით ვაჭრობდა და ორას მანეთად ისეთ საყურეებს ყიდდა, როგორიც საიუველირო მაღაზიაში ზუსტად ოთხას სამოცი მანეთი ღირდა. მეოთხე დღეს ვასო, ირორდი და ბრატანკოტე ნიკოლაი ლუცენკოს ყვითელ "მოსკვიჩში" ჩასხდნენ და ვასოს მიერ გაჭირვებით ნასესხები ასოთხმოცდაათი მანეთით კერძო პირისაგან სწორედ ისეთი ბრილიანტის საყურეები იყიდეს, როგორიც საიუველირო მაღაზიაში ოთხას სამოცი მანეთი ღირდა. მეხუთე დღეს ირორდიმ (მთელს ქალაქში დაფასებულმა პოეტმა და ჟურნალისტმა, რომელიც ყავას დღეში ექვსჯერ სამ სხვადასხვა კაფეში მიირთმევდა) საგანგებოდ შეკრებილი მეზობლების თვალწინ მხნედ შეაღო ვასოს ეზოს ჭიშკარი და ოჯახის დიასახლისს დაუძახა. იამზე სტუმარს თავჩაქინდრული გაეგება, მდუმარედ მოისმინა მისგან ცნობა იმის შესახებ, რომ მისი ქმარი მზად იყო თავი მოეკლა "მაუზერით", თუკი იამზე მისგან მორთმეულ საჩუქარს არ აიღებდა. იამზე მაშინაც დუმდა, როცა ირორდიმ აუხსნა, პატიების ბრილიანტის საყურეების საშუალებით თხოვნა მუხლზე დადგომის ტოლფასიაო, რის შემდეგ ჯერ თავის ნაღვლიანთვალება ბებერ ბულდოგს გადახედა, მერე მეზობლებს და სალაპარაკოდ მოემზადა. - ვინ იცის, რამდენი ასეთი საყურეები აჩუქა ჩემმა ქმარმა თავის საყვარლებს... ჰოდა, წამდაუწუმ მუხლებზე დაჩოქებას რომ გადაეჩვევა, მერე მოვიდეს ჩემთან! - თქვა იამზემ. ირორდი ასეთ საქმეებში შუამავალ კაცად ითვლებოდა, "ირორდის სიტყვა მიწაზე არ დაიგდებაო", ამბობდნენ მასზე, ჰოდა, გასაკვირიც არ იყო, ირორდის საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შექმნოდა, დიასახლისს მისგან ბებერ ბულდოგზე რომ გადაჰქონდა მზერა, ეს ერთგვარ ირონიულ მინიშნებად ჩათვალა და ძალიან გაბრაზდა. - ჰოდა, ის საყვარლები, იმის შემდეგ, რაც გაიგეს, ვასოს ცოლი სახლში არ უშვებსო, სულ გახარებულები დადიან რომ იცოდე!.. - უპასუხა მაშინ ირორდიმ და თითქმის მაშინათვე შერცხვა თავისი საქციელის. იამზემ ცრემლები გაჭირვებით შეიკავა და სახლში შებრუნდა. ირორდი დიასახლისს უკან აედევნა, აივნამდე მისდია და საყურეები მაგიდაზე დადო. იამზე კი ისე შევიდა სახლში, რომ ვერავინ მიხვდა, შეამჩნია თუ არა რისთვის აედევნა ირორდი უკან. ირორდიმ, ვასოს ჭიშკარი რომ გამოიარა და მეზობლები შეათვალიერა, მეზობლები მიხვდნენ, რომ ვერც ის მიხვდა, იცოდა თუ არა იამზემ, რომ მან საყურეები მაგიდაზე დატოვა.
ბრილიანტი ქალს აკეთილშობილებს... მე კი "საბჭოთა ენციკლოპედიის" ალუბლისფერყდიან ერთტომეულში ამოვიკითხე და მთელ ჩვენს ქუჩასაც ვამცნე იმის შესახებ, რომ ნამდვილ ბრილიანტს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 54 წახნაგისა. ხოლო მეზობელი ქალები იმასაც კი ამტკიცებდნენ, იამზეს ბრილიანტის საყურეები არ უხდება, რადგან დაბალი კისერი და მრგვალი და მიმქრალი თვალები აქვს, თვითონ კი უნიათო ვინმეაო, რის შემდეგაც იამზეს თვალები გამოუცოცხლდა და ძალიან ამაყი ნაბიჯებით დაიწყო სიარული გასტრონომში დღეში ორჯერ და სულაც არ ანაღვლებდა, თუ არავინ იჯერებდა, რომ ის ბოლო დროს იმდენად გულმავიწყი გახდა, რომ დილით გასტრონომში მისულს რაღაც ავიწყდებოდა და იძულებული იყო, ნაშუადღევსაც მობრუნებულიყო. ბოლოს კი იამზე ისე გაამაყდა, რომ მას მამაკაცები მზერით მიაცილებდნენ ხოლმე. ჰოდა, მაშინ იყო გოგიტა შეროზიამ თქვა, ცხოვრებისგან ისეთი დასკვნების გამოტანა შეიძლება, რომელიც არცერთ წიგნში, თუნდაც ენციკლობედიაში არ წერია, კერძოდ ის, რომ ბრილიანტი ქალს აკეთილშობილებსო. - ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, მუხლზე დაჩოქების ნიშნად მორთმეული ბრილიანტის საყურეების დაკიდება ქალს რაღაც ერთ კვირაში გავის ისეთ ქნევას ასწავლის, რომ კაცებს თვალებს უფართოვებსო, არ დავიჯერებდი! - შენიშნა ერთხელ ბრატანკოტემ. - იამზეს გაგებაც შეიძლება, - შეეპასუხა ირორდი. - ხომ უნდა გახეთქოს გულზე მეზობლის ქალები, როგორც კეთროვანს ისე რომ უყურებდნენ!.. წარმოიდგინე იამზეს ადგილას თავი და ყველაფერს მიხვდები! - ტრიპერიანი ქალის ადგილას შენ წარმოიდგინე თავი თუ კარგია! - აღშფოთდა ბრატანკოტე, მაგრამ მაინც წარმოიდგინა თავი იამზეს ადგილას და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მამამისი სადღაც მართალი იყო. აი, ნიკოლაი ლუცენკოს კი არავის ადგილას არ წარმოუდგენია თავი, თავისი "მოსკვიჩი" გზისპირა თხრილში რომ გადაეჩეხა, როდესაც ცდილობდა გვერდი აექცია შემხვედრი მანქანისათვის, რომლის მძღოლი იამზეს ცქერით გართულიყო. უნდა ითქვას, რომ ნიკოლაი ლუცენკო თავის მანქანას თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, ის კი არადა, ცოლს იმის უფლებასაც კი არ აძლევდა სახლის დასალაგებლად გამოეყენებინა მტვერსასრუტი "იანტარი", რომელსაც მანქანის სალონის დასასუფთავებლად ხმარობდა. - გავის ქნევასაც კი აქვს საზღვარი... და საერთოდაც, მე თუ მკითხავთ, დროა ვასომ თვალები გაახილოს! - თქვა მაშინ ნიკოლაი ლუცენკომ. გოგიტა შეროზიამ კი თქვა, ნიკოლაი ლუცენკოს "მოსკვიჩის" გაბზარული კარტერიდან გამოდენილი ზეთის ნაკვალევი, რომელიც მანქანის სახლში ბუქსირით მითრევის შემდეგ დარჩა კიდევ დიდხანს დარჩება ასფალტზეო. საქმე ის იყო, რომ თვითონ გოგიტაც არცთუ იშვიათად ტოვებდა ხოლმე "სერპანტინებს" ასფალტზე, როცა ღამით უწევდა ჩვენს ქუჩაზე გავლა და პირდაპირ სიარულის დროს იცლიდა შარდის ბუშტს, მეორე დღეს კი ამავ "სერპანტინს" რაღაცნაირი იდიოტური ღიმილით ათვალიერებდა. მოდა იყო მაშინ ასეთი ჩვენს ქუჩაზე. - იმედი მაქვს ამის შემდეგ მაინც აეხილება ვასოს თავისი ახალშემორიგებული ცოლის მიერ გახამებული პერანგების სიქათქათით დაბრმავებული თვალი! - განაცხადა ირორდიმ, რომელიც ზოგჯერ კერძო საუბრებშიც კი ლიტერატურული ენით მეტყველებდა. ირორდი ძალიან იშვიათად თუ ცდებოდა - ძალიან დაკვირვებული კაცი იყო და იმიტომ - ერთი შეხედვით შეეძლო განესაზღვრა, თუ როგორ სუფრას გააწყობდა ჟურნალისტის საპატივცემლოდ კოლმეურნეობის თავმჯდომარე: საშუალოს თუ ნაკვერჩხლებზე შემწვარი ფეხზე დამდგარი ციკნით. მაგრამ მიუხედავად ამისა ირორდი ამჯერად შეცდა - ვასოს გახამებული პერანგების სიქათქათით დაბრმავებული თვალები არ ახელია. ვასოს არც მაშინ ახელია თვალები, როცა თავისი ავტომანქანის გაფუჭებული კარტერისა და პატრონის აკარდეონივით დაჭყლეტილი ფრთის გამო ბოღმად ქცეული ნიკოლაი ლუცენკო ყოველი დათრობის შემდეგ ხელში აკარდეონს იღებდა, ანუ ყოველ საღამოს მთელი ხმით ბღაოდა, მაშინ ძალზე მოდურ ალა პუგაჩოვას სიმღერის "ჲез меня тебе любымый мой, лететь одным крылом..."-ს. - რითი დამთავრდება ეს ისტორია? - ვკითხე მე ირორდის გოგიტა შეროზიას წაქეზებით, რადგან გოგიტას ძალიან აინტერესებდა რითი დამთავრდებოდა მთელი ეს ისტორია. - ერთი დიდი ავარიით, ვასოს რომ გამოაღვიძებს ისეთით! - მიპასუხა ირორდიმ. მაგრამ ირორდი, რომელიც ძალიან იშვიათად თუ ცდებოდა, კიდევ ერთხელ შეცდა - ეს ისტორია სულ სხვანაირად დამთავრდა, მაგრამ მანამდე გოგიტა შეროზიამ თავის სენტეციაში შესწორება შეიტანა და გაუჩნდა პრეტენზია, რომ ამ შესწორებით სრულყო ის. - ბრილიანტი ქალს აკეთილშობილებს, თუ ქმარი ბრმა არა ყავს! - თქვა გოგიტა შეროზიამ. ნიკოლაი ლუცენკომ, თავისი "მოსკვიჩის" სალონს საგანგებოდა ამისთვის ნაყიდი მტვერსასრუტ "იანტარით" რომ ასუფთავებდა, მანქანის შესაკეთებლად თავის ახალგაზრდობის დროინდელ მეგობრებს მიმართა. ახალგაზრდობის დროინდელმა მეგობარებმა - ავტოშემკეთებელმა ძმებმა ნიკოლაის მარტო კარტერის გამოცვლაში ორმოცი მანეთი მოსთხოვეს, ამის შემდეგ ნიკოლაი ლუცენკომ, წარმოთქვა ფრაზა, რომელმაც იამზეს კუდაბზიკობას წერტილი დაუსვა. - лучше имет сто фальшивых бриллиантов, чем сто лжедрузей, шоб вы знали! - თქვა ნიკოლაი ლუცენკომ. ნიკოლაი ლუცენკომ იგივე რამდენიმეჯერ გაიმეორა, ხოლო იამზემ, დარწმუნებულმა იმაში, რომ მისი საყურეების ბრილიანტები ნამდვილი იყო, ნატალია შეროზიასთან კაბის შესაკერად ნაჭერს რომ ყიდულობდა მელარიოკე ნაირას გოგოსთან ერთად ვასოს საჩუქარი იუველირს შეამოწმებინა. აღმოჩნდა, რომ ვასოს ნაჩუქარ საყურეებს ყალბი ბრილიანტის თვლები ჰქონდა. არადა ვასოს, ჩვენს უიღბლო ვასოს ფიქრადაც არ გაუვლია ცოლის მოტყუება, მაგრამ მას არავინ დაუჯერა, თვით ირორდიმაც კი, რადგან ვასომ ვერაფრით მიაგნო იმას, ვისგანაც ბრილიანტები იყიდა. ირორდიმ, ბრატანკოტემ და მე გადავწყვიტეთ, ვასო მამაჩემის ღვინით დაგვეთრო და მისთვის სიმართლე დაგვეტყუა. ჩვენ ვასოს დათრობა ორჯერ ვსცადეთ, მაგრამ ვასო რატომღაც არ თვრებოდა, სამაგიეროდ ბრატანკოტე დათვრა ისე, რომ ვასოს ჩვენს ბოროტ განაზრახში გამოუტყდა. ვასო ატირდა და სულ ტირილ-ტირილით გვაგინა დედები. მერე ჩვენც ავტირდით (ძალიან მთვრალები ვიყავით), ბოლოს ვასომ ირორდის და ბრატანკოტეს სთხოვა ოთხას სამოცი მანეთის შოვნაში დახმარებოდნენ, რათა ვასოს ნამდვილი ბრილიანტები ეყიდა და ცოლისთვის ყალბის ნაცვლად შეეტყუებინა და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ შეემოწმებინა ის იუველირისთვის. - მიშველეთ, ხალხო, და თქვენზე ვილოცებ! - თქვა ვასომ. ხოლო ჩვენმა რამაზომ, დიდი გაქანების ბიჭმა, მაგრამ უიღბლომ, თავისი გულკეთილობითაც რომ გამოირჩეოდა, ასე თქვა, კაცი არ ვიყო თუ ყალბი ბრილიანტები ნამდვილით არ შევცვალო პირდაპირ საიუველირო მაღაზიაშიო. რამაზომ დანაპირები ვერ შეასრულა, სამაგიეროდ ვასოს ოთხას სამოცი მანეთი ასესხებინა. ვასომ მადლიერების ნიშნად რამაზოს ყალბი ბრილიანტის საყურეები აჩუქა, ჰოდა, რამაზომ მათი გაყიდვა სცადა, რა დროსაც დაიჭირეს და ყალბი ბრილიანტებით იმ მოვაჭრის ცოდვებიც აჰკიდეს, ვისგანაც ვასომ ყალბბრილიანტიანი საყურეები იყიდა. რამაზოს ციხიდან დახსნაში თითქმის ყველა მეზობელმა მიიღო ფულადი მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არავის სჯეროდა რამაზოს ნათქვამის, ყალბი ბრილიანტის გაყიდვით მიღებული ორასი მანეთიდან ას ორმოცდაათის მიცემას ვასოსთვის ვაპირებდიო. ირორდიმ, ბრატანკოტემ, ნიკოლაი ლუცენკომ და მე გადავწყვიტეთ რამაზო დაგვეთრო და მისგან სიმართლე გაგვეგო. რამაზო დათვრა და თქვა, რომ ვასოსთვის მხოლოდ ორმოცდაათი მანეთის მიცემას აპირებდა. ხოლო ჩემს დაბადების დღეზე მამაჩემის მეგობრებმა ისე დამათვრეს, რომ მე მამაჩემს გამოვუტყდი, ღვინოს გპარავდი, მაგრამ მხოლოდ კეთილშობილური განზრახვით, რათა კეთილ ხალხს გავმასპინძლებოდი და იმათ კეთილი საქმეები ეკეთებინათ-მეთქი. მამაჩემმა ისე შემომხედა, როგორც ლენინი უყურებდა ბურჟუაზიას. მე შემრცხვა, თანაც მეწყინა და ამიტომ ავტირდი. ქუჩაში გამოვედი და ავყვირდი. ვყვიროდი იმაზე, რომ ვასო კარგი კაცია, რომ ვასოს სულაც არ უნდოდა ცოლის მოტყუება და რომ რამაზო ორმოცდაათი მანეთის მიცემას აპირებდა ვასოსთვის, მაგრამ არავინ დამიჯერა, რის გამოც მე კიდევ უფრო საწყალობრივ ავტირდი და მეზობლებს "შაკლები" და "ურწმუნო თომები" ვუწოდე. მეზობლებს ეს ძალიან ეწყინათ და არ დაიჯერეს, რომ ვასოს თუ არა რამაზოს წაქეზებით მაინც არ ვმოქმედებდი. არადა, არავის წაქეზებით არ ვმოქმედებდი და არც არავის დაქოქილი არ ვიყავი, უბრალოდ ყვირილი მინდოდა და ვყვიროდი.
Last edited by Admin on Thu Feb 14, 2019 10:05 pm; edited 3 times in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გელა ჩქვანავა Fri Feb 18, 2011 2:16 am
გელა ჩქვანავა
პიანინოს სკამი, ანუ შემოდგომის ესკიზი
ყრუ-მუნჯი მამაკაცი პიანინოს ტრიალა სკამზე იჯდა ვაზის ტალავერქვეშ. ეტყობა უქმად ყოფნას არ იყო მიჩვეული, იჯდა და თვალები აქეთ-იქეთ გაურბოდა. მისი ქალიშვილი პროფესიონალი დალაქივით ხმარობდა მაკრატელს. - რა ოხრობად მოათრიე ეგ სკამი, ნიავიც კი გატრიალებს და მეშინია ყურები არ მოგაჭრა! - უსაყვედურა ცალკე მამისა და ცალკე სკამის დაუდგრომლობით გაბრაზებულმა ქალმა, - ნორმალურ სკამზე ვერ დაჯდები?!... რომელი პაგანინი შენ მყავხარ! მამაკაცი მაშინათვე მიხვდა, რომ რაღაცა უთხრეს. სველი, თამბაქოსფერი თვალები მიაპყრო ქალიშვილს. ქალმა მამის თავი ხელების ენერგიული მოძრაობით დაუბრუნა საწყისს მდგომარეობას, დაიხარა და ტრიალა სკამის ხრახნიანი სადგარის ფიქსატორს გადაუჭირა. ესტატე სწორედ სკამის წასაღებად მოსულიყო, ახალი მეზობლების საზიარო ღობესთან იდგა და ყოველივე ამას შორიდან შესცქეროდა. უნდოდა დაეძახა, მაგრამ გაბრაზებული ქალის მოერიდა, ამ დროს ასთმის შეტევამაც წამოუარა და სახლისკენ წავიდა. მოგვიანებით, ვაჟიშვილის მეგობართან რომ მიემართებოდა ვალის ამოსაღებად, გზაზე ყრუ-მუნჯს გადაეყარა. ყრუ-მუნჯი კმაყოფილი ჩანდა ახალი ვარცხნილობით. ჭკვიანი და მოძრავი თვალები ჰქონდა და მისთვის ჯერ კიდევ უცნობი მეზობლების სახლებს ათვალიერებდა გასტრონომიდან მომავალი. გზა გადაუჭრა, ყურებამდე გაღიმებული დაუდგა წინ და მაშინვე ინანა, რომ გააჩერა, რადგან მიხვდა, სათქმელს ვერ ავუხსნიო. - მისმინე! - უთხრა და ხანგრძლივი გაღიმებისაგან დაღლილი მიმიკა ისევ გასაღიმებლად მომართა, - დღეს რომ იჯექი პიანინოს ტრიალა სკამზე, - ოდნავ ჩაჯდა და გავა გააქან-გამოაქანა, თითქოს ტრიალა სკამზე ზისო და თითებიც ისე აათამაშა, თითქოს პიანინოზე უკრავდა, - ჰოდა, ჩემი სკამია ის სკამი! - ხელი მკერდზე მიიდო და ისევ გაუღიმა, უფრო სწორად ტუჩები გაწელა და კბილები გამოაჩინა. ყრუ-მუნჯს სველ თვალებში ძაღლური ერთგულება ჩაუდგა და თავის ქნევას მოჰყვა - ეგონა მსუქან მწყერებზე სანადიროდ მეპატიჟებიანო. მოსწავლის ფორმის შარვალი ემოსა, ფეხებზე ჩინური კედები ეცვა და თვითონაც თხუთმეტი წლის მოზარდს გავდა არა მარტო ტანმორჩილობის გამო, რაღაცა ბავშვურიც იყო მასში - შეიძლება გულწრფელი გაოცების უნარი. - თქვენ რომ იყიდეთ სახლი, იმ სახლის პატრონი ქურდბაცაცა იყო... ომმა გააგიჟა, ვიეტნამის ომმა და კლეპტომანია ჭირდა... - სიტყვა კლეპტომანია დამარცვლით წარმოთქვა, იმიტომ კი არა, რომ ყრუსთვის გაეგონებინა, იმიტომ რომ თვითონაც გაჭირვებით წარმოთქვამდა ამ სიტყვას, - ყველაფერს იპარავდა ძაღლის ქაქიდან დაწყებული და თოვლით დამთავრებული, თუკი მეზობლის ეზოში წააწყდებოდა... ჰოდა, ჩემი პიანინოს სკამიც მაგის მოპარულია! - ისევ გააქან-გამოაქანა გავა მუხლებში ოდნავ მოხრილმა და თითებიც აათამაშა. ყრუ-მუნჯი ხელებით რაღაც ნიშნების გამოყვანას შეუდგა. პური იღლიაში ამოეჩარა და თავდავიწყებით იქნევდა ხელებს იდაყვს ქვემოთ. სველი თვალები სიყვარულით მიაპყრო მოსაუბრეს. ესტატე ნაჩქარევად დაემშვიდობა ყრუ-მუნჯს და გზა გააგრძელა. მოსახვევთან უკან მოიხედა და ნახა, რომ ახალი მეზობელი ისევ იქ იდგა სადაც დატოვა, მთელი ტანით შემოტრიალებულიყო მისკენ და ხელიც დაუქნია. ვაჟიშვილის მეგობარი შინ არ დახვდა, დედამისმა კი ლეღვი და არაყი გამოუტანა. - ხომ იცით, რომ ასთმიანი ვარ და ვერ დავლევ! - უთხრა ესტატემ დიასახლისს. დიასახლისმა ამოიოხრა. - თქვენს შვილს რომ კარგი მეგობრობა გაეწია, ჩემი შვილი არ გალოთდებოდა!...- თქვა ქალმა და სანამ ის საუბარს გააგრძელებდა, ახლა ესტატემ ამოიოხრა, იმის ნიშნად, რომ მასპინძელს თანაუგრძნობდა, - მაგრამ, ეტყობა, ვერაფერს გახდა ჩემს შვილთან და თავი გაანება! ესტატე სიამაყით აღივსო იმის გამო, რომ ჭკვიანი შვილი ყავდა, მაგრამ დიასახლისთან არ შეიმჩნია. თავდაპირველად ეგონა, თვითონ მევალე სახლშია და მემალებაო, მაგრამ მერე მიხვდა, რომ დიასახლისი თავისი ვაჟის დასანახად არაყს არ გამოაჩენდა. იმასაც მიხვდა, დიასახლისმა რომ იცოდა რისთვისაც ეწვია ესტატე და ამიტომ გაისარჯა მის გასამასპინძლებლად. ვალი არც უხსენებია ისე წამოვიდა იქიდან. სახლს რომ მიუახლოვდა, ასთმამ ისევ შემოუტია. - ისევ ჩვენი შვილი თუ დაიბრუნებს იმ ვალს, რუსეთიდან რომ ჩამოვა, თორემ მე და შენ ვერაფერს გავხდებით! - უთხრა ცოლს და იმანაც თავი დააქნია. თავის ქნევით ის ბევრ რამეს გამოხატავდა, თითქმის ყველაფერს, ამჯერად კი იმას იტყობინებოდა, რომ წინასწარ იცოდა ვალის დაბრუნების მცდელობის უშედეგობა. ესტატე ტყემლის ქვეშ შეზლონგზე გაიშხლართა და თვალები მილულა. ის ასთმის შემოტევას ებრძოდა. მკერდს შიგნით, სიცარიელეში, უკონტროლოდ დატივტივებდნენ და დამოუკიდებლად დასეირნობდნენ აქეთ-იქით წონადაკარგული გული და ფილტვები - სწორედ ისე, როგორც კოსმონავტები კოსმოსურ ხომალდში. იქნებ ამიტომაც ესიზმრებოდა ესტატეს ხშირად, თითქოს კოსმონავტი იყო, სიზმრის ბოლოს კი რაკეტას, რომელშიც ის იჯდა დედამიწაზე დასაბრუნებელი საწვავი უთავდებოდა.... ეხლაც, ესტატემ მთელი ყურადღება იქეთკენ მიმართა, წონა არ დაეკარგა და არ აფრენილიყო. ქუჩაში უგონოდ მთვრალი ელექტრომონტიორი მიდიოდა. დრო და დრო შეჩერდებოდა, ძალას მოიკრებდა და რამდენიმე ნაბიჯს სწრაფად გადადგამდა, მაგრამ ნარმანიებთან დალეული ღვინო უკან ექაჩებოდა და ისიც თითქმის საწყისს პოზიციას უბრუნდებოდა. ნარმანიებისთვის გაწყვეტილი სადენი შეეკეთებინა და იქიდან მოდიოდა. ბოძებზე ასასვლელ რკინის ბრჭყალებს მიათრევდა. ბრჭყალები ასფალტს ედებოდნენ და გულის გამაწვრილებელ ხმას გამოსცემდნენ. ესტატემ ვერ მოითმინა და ელექტრომონტიორს დაუღრიალა, წამოკრიფე ეგ შენი რკინეულობა და ისე იარეო. ელექტრომონტიორს ეგონა ახალგარდაცვლილი მამის სული ჩამომძახის მაღლიდან, დათრობას მსაყვედურობსო, გული დაეწვა, ტირილი აუვარდა და შუა ტირილში ისტერიული სლოკინი დააწყებინა. გზაზე გარდიგარდმო გაწვა, ეგებ სლოკინმა გადამიაროსო, მაგრამ უშედეგოდ. ესტატეს შეეშინდა სლოკინს არ გადაყვესო, ღუმელში, ნაცრიდან სამი ცალი მუგუზალი გამოჩხრიკა, წყლიან ჭიქაში \\\"ჩაახრჩო\\\" და ელექტრომონტიორს მიუტანა. ელექტრომონტიორს ხალხური მეთოდით მომზადებულმა წამალმა უშველა, სლოკინმა გადაუარა და უარესად ატირდა. - მამაჩემმა ჩამომძახა ეხლა ციდან, ბრჭყალები ასფალტზე რომ დაგთრევს, პირდაპირ გულში მესობაო!... - უთხრა მან ესტატეს, ბრჭყალები ერთმანეთს გადააბა, ხურჯინივით გადაიკიდა და ათი ნაბიჯიც არ ქონდა გავლილი, რომ გზისპირა თხრილში გადაიჩეხა. ესტატეს შეეცოდა ელექტრომონტიორი, თავისი შორი მეზობელი, შინ შეათრია და ტყემლის ძირში შეზლონგზე წამოაწვინა. სტუმარმა მაშინათვე ხვრინვა ამოუშვა. ესტატეს ცოლი, გალეშილი ელექტრომონტიორის მიმართ ვერშეკავებული ზიზღის გამოსახატავად მოურწყავად შეუდგა ბეტონის ლაფაროს დაგვას და ისეთი მტვერი დააყენა, ძაღლმა ერთი წაყმუვლება წაიყმუვლა კიდეც, რადგან მზის დაბნელება ეგონა. ესტატეს ცოლი დაბადებიდან ბეცი იყო, წარმოდგენილი არც ქონდა ნორმალური მხედველობის მქონე კაცის თვალსაწიერი - ასე ეგონა, რახანს მე ვერ ვხედავ ადამიანებს შორიდან, ვერც ისინი მხედავენო და ამიტომ არ ერიდებოდა, თვალებით იმის გამოხატვას, რასაც გულში ფიქრობდა. - სად მიდიხარ? - კითხა მან ქმარს. - საქმე მაქვს! - მიუგო ესტატემ. არ გაუმხილა პიანინოს სკამის დასაბრუნებლად რომ მიდიოდა, რადგან იმის ეშინოდა, ვაითუ ახალ პატრონს სკამი არ დაეთმო. ცოლმა ისიც არ იცოდა ესტატემ სკამს თუ მიაგნო. ესტატეს ეშინოდა, რომ ცოლი სკამის გამოჩენის ამბავს გაიგებდა და ახალ პატრონს რომ ნაპოვნი არ დაეთმო, ესტატეს ვარაუდით ძალიან დაიძაბებოდა მდგომარეობა. - მე მარტო მტოვებ ამ მძორთან? - დოინჯი შემოიყარა და ისე ჰკითხა ცოლმა. რიტორიკული კითხვების დასმა მისი სტიქია იყო. ესტატე შინ შევიდა და ტელევიზორი ჩართო, მაგრამ ოთახში ჰაერი არ ეყო და ისევ გარეთ გამოვიდა. ელექტრომონტიორი ძილში რაღაცას თუ ვიღაცას უღიმოდა (შეიძლება ძაღლს, რომელმაც ოფლიანი სახე აულოკა და მალევე თავი გაანება, რადგან მარილის ნაკლებობას არ განიცდიდა) და ამტკიცებდა, მამაჩემი მთვარეაო. - როდის გაივლის ეს წყეული შემოდგომა, რომ მეც ამოვისუნთქო ცოტა, ასთმამ არ მომიღოს ბოლო! - თქვა ესტატემ. ცოლმა ისე გადახედა ელექტრომონტიორს, თითქოს ის შემოდგომა ყოფილიყო, რომელიც წელიწადის სხვა დროზე უფრო უხუთავდა სულს მის ქმარს. - სულთამხუთავო! - წარმოთქვა ესტატემ. უნდოდა ცოლისთვის რამე სასიამოვნო ეთქვა, რომ მას, ელექტრომონტიორზე გაბრაზებულს, ძაღლი ძალიან არ ეცემა, იმისთვის, რომ ლაფაროს დაგვისას მტვრით შეშფოთებულმა მეორეჯერაც წამოიყმუვლა. სულთამხუთავს ესტატე სიყვარულით უწოდებდა თავის ცოლს ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგაც, დაახლოებით წელიწად-ნახევარი. მერე კი ამ სიტყვას უფრო და უფრო პირდაპირი მნიშვნელობით ხმარობდა, სარკაზმის ჩატევასაც ახერხებდა, მაგრამ ზოგჯერ სიყვარულითაც იტყოდა ათასში ერთხელ. მართალია ისეთი სიყვარულით ვერა, როგორც ქორწინებამდე, მიუხედავად ამისა მაინც ცდილობდა და, ამჯერადაც იშვიათი გამონაკლისი დაუშვა, მაგრამ ცოლს თავი ისე მოაჩვენა, თითქოს შემოდგომას მიმართავდა. - მე მეუბნები, თუ შემოდგომას? - ჰკითხა ცოლმა. ესტატე ზოგჯერ შემოდგომასაც სულთამხუთავს უწოდებდა. - შემოდგომას! - მიუგო ესტატემ. ქალი მიხვდა, რომ შემოდგომას კი არა მას მიმართეს, და ისიც მოსაფერებლად, მაგრამ არ შეიმჩნია. ესტატე ისევ სახლში შევიდა ტელევიზორის გამოსართავად. ქალი ელექტრომონტიორთან მივიდა, გააღვიძა და შინ წადიო უბრძანა. დიასახლისის ნებას მთვრალი უსიტყვოდ დამორჩილდა, დაუხმარებლად გავიდა ქუჩაში და შინისაკენ წაბანცალდა. ბრჭყალებიც მოითხოვა, მაგრამ დიასახლისმა არ გაატანა, სიარულში შეგიშლის ხელს, ხვალ მოდი და გაგატანო. ესტატე მიხვდა, მთვრალ მონტიორს ცოლი ძალით რომ გააგდებდა, მაგრამ თავი ისე დაიჭირა, თითქოს ცოლის ნათქვამი, - სტუმარი თავისით წავიდაო - დაეჯერებინოს. ჭიშკართან მივიდა და ქუჩაში გაიხედა. ელექტრომონტიორს ხელები ჯიბეებში ჩაეყო და იქ ბრჭყალებს ეძებდა. - ჩემი ბრჭყალები სად არის? - შორიდან ჰკითხა მან ესტატეს. - ნარმანიებთან დაგრჩა! - უთხრა ესტატემ. ელექტრომონტიორმა მისი ნათქვამი დაიჯერა და უკან მოტრიალდა, ნარმანიების სახლისკენ. ესტატე მაშინათვე მასთან გაჩნდა, ელექტრომონტიორი რამოდენიმეჯერ შემოატრიალა საკუთარი ღერძის გარშემო, რომ მხარი ექცია მისთვის და ისევ სახლისკენ მიმავალ გზაზე დააყენა. მონტიორს ეგონა ნარმანიებთან მიდიოდა და ამიტომ მორჩილად გაუყვა საკუთარი სახლისკენ მიმავალ გზას. ესტატე ახალი მეზობლების სახლს მიადგა. ყრუ-მუნჯის ქალიშვილს ახალი, ყვითელი კაბა ეცვა. მამაკაცური ნაბიჯებით დააბოტებდა ეზოში. ტანსრულს მკერდი ტანის გაბარიტებთან შედარებით პატარა ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში ქალურ მიმზიდველობასაც არ იყო მოკლებული. მაღალი კისრის გამო დილით ესტატემ ჩინურ, კისერტიტველა ქათამს შეადარა გუნებაში, მაგრამ ახლა აზრი ქალის სასარგებლოდ შეიცვალა, რადგან კისრის მოღერებაში თავისებური გრაცია აღმოუჩინა. - ქურდბაცაცა იყო ამ სახლის წინანდელი პატრონი, ვიეტნამის ომის მერე გაგიჟდა და ამის ნიადაგზე კლეპტომანია განუვითარდა, - თქვა ესტატემ და მასპინძელს თვალებში შეხედა, იმის გასარკვევად, სიტყვა კლეპტომანიის მნიშვნელობა თუ ესმისო. ქალმა სტუმარს თვალის თვალში გაყრა უხეშ არშიყობაში ჩაუთვალა და გაბრაზდა, - ჰოდა, რომ არ მოეპარა არ შეეძლო...ბოლო დროს სახლშიც შემოდიოდა, რომ იცოდეთ.!.. - მერე? - ჰკითხა ქალმა. - ყველაფერს იპარავდა, თოვლსაც კი, თუ კი სხვის ეზოში იდო... - მერე? - ისევ ჰკითხა ქალმა. - პიანინოს სკამი მომპარა ერთი, იქნებ ეგდოს სადმე... აცხონოს ღმერთმა, კლეპტომანი იყო... - ცივი თვალებით შესცქეროდა ქალი როგორ იწერდა პირჯვარს. - ჩვენი ნათესავი იყო ის კაცი, დედაჩემის ბიძაშვილია, თითქმის ღვიძლი! - თქვა ქალმა. - არ ვიცოდი, ბოდიშით! - უკუსვლით დაიძრა ჭიშკრისკენ და თანდათან შეტრიალდა. ეზო ათასგვარი უსარგებლო ნივთებით იყო მოფენილი, მათ ალაგებას იწყებდა ქალი, როცა ესტატე ეწვია. საბოლოოდ სანამ შეტრიალდებოდა, მასპინძელს თავი დაუკრა და ეზოც შეათვალიერა, თითქოს სკამს ეძებსო. - გვაქვს ის სკამი! - თქვა უცებ ქალმა. - ჩემს შვილიშვილს უყვარდა ის სკამი ძალიან და იმიტომ მოვიკითხე, თორემ რა დიდი რამე ეგ არის! - უნებლიედ წარმოთქვა ეს ტყუილი. შვილიშვილები დაბადებულები არც იყვნენ, პიანინოს სკამი რომ დაეკარგა. - გვაქვს! - გაიმეორა ქალმა, ისე რომ გამომეტყველება არ შეცვლია ლიმონისნაირ მოყვანილობის თვალებში. თვალების ჭრილი ჰქონდა ლამაზი, თორემ თვალები არც ისე, - მაგრამ ხომ უნდა ვკითხო ქალბატონ ანეტას? - ანეტა სახლის ძველი პატრონის და იყო, ვინც ეს სახლი გაყიდა ძმის სიკვდილის შემდეგ. - რა თქმა უნდა! - უპასუხა ესტატემ და სკამის დაბრუნების იმედი გადაეწურა. - მწყერებზე სანადიროდ დაგიპატიჟებიათ მამაჩემი! - უთხრა ქალმა. - მწყერებზეო? - გაოცება ვერ დამალა ესტატემ და ჭიშკრის სახელური კინაღამ საწინააღმდეგო მიმართულებით დაატრიალა. - არ ენდა დაგეპატიჟებინათ! - რბილად უსაყვედურა ქალმა. ეტყობა სიამოვნებდა მამამისს პატივი რომ სცეს და სადღაც დაპატიჟეს, მაგრამ, როგორც ესტატე მიხვდა, ეჭვიც აწუხებდა, ეს დაპატიჟება სკამის დასაბრუნებლად გაღებული ქრთამი ხომ არ არისო. - ყრუ-მუნჯს სანადიროდ რა უნდა? თოფის ხმასაც ვერ გაიგებს, ყურთან რომ დაუცალო მაინც... ასე რომ, თქვენს თავს დააბრალეთ, მანამ არ მოგშორდებათ, სანამ სანადიროდ არ წაიყვანთ! ესტატემ პასუხად ისე გაუღიმა, თითქოს მართლა აპირებდა ყრუ-მუნჯის სანადიროდ წაყვანას. - ეს სახლი ნაყიდი გქონდათ მეგონა და იმიტომ შეგაწუხეთ სკამის თაობაზე, თორემ არ შეგაწუხებდით!- უთხრა ქალს. - ნაყიდი გვაქვს, მე და მამაჩემმა ვიყიდეთ! - მიუგო ქალმა. ესტატე ვერ მიხვდა, თუ სახლი უკვე ქალს ეკუთვნოდა, რატომ უნდა ეკითხა მას სახლის ძველი პატრონისთვის სკამის მიცემა-არ მიცემის ამბავი. ან გიჟი ვგონივარ ან მატყუარაო, გადაწყვიტა ბოლოს და ხასიათგაფუჭებული შინისაკენ გაემართა. ეზო, რომელშიც ესტატე ცხოვრობდა, სწორედ კლეპტომანი მეზობლისგან იყიდა, რომელმაც პიანინოს სამოცდაათი წლის წინ დამზადებული ანტიკვარული სკამი მოპარა. მაშინ ესტატეს სახლის ადგილას ბამბუკების რაყა იყო. ვიეტნამის ომგამოვლილი მეზობელი, რაც გაგიჟდა მას მერე მთელი ოცდახუთი წელი სიკვდილამდე სულ იმ ბამბუკების რაყას ეძებდა. გაგიჟების შემდეგ ყველაფერი დავიწყნოდა, დის სახელიც კი, რომელიც მას პატრონობდა და მხოლოდ ორი რამე ახსოვდა კარგად - ბამბუკების ტევრი და იმ პოლკის ნომერი, რომელშიც ომის დროს მსახურობდა. გავიდოდა ქუჩაში, გამვლელ-გამომვლელებს თავს წარუდგენდა, ამა და ამ პოლკის ლეინტენანტი ვარ, ბამბუკების ტევრს ვეძებ და ხომ ვერ მიმასწავლითო. რომ კითხავდნენ, ბამბუკების ტევრი რად გინდაო, იქ ვიეტკონგები იმალებიან და მათ თუ დავეხმარები ალყის გარღვევაში, შვებულებას მომცემენ, სახლს მოვინახულებო, ხოლო სახლი სად ქონდა, ვერაფრით იხსენებდა. ვერავინ ხვდებოდა, ბამბუკები საკუთარ ბავშვობას თუ აგონებდა. ესტატემ სცადა ერთხელ ამის გარკვევა, მაგრამ ვერ გაარკვია და როცა ჩააჟინდა კარგი სილაც მიიღო მისგან, ვიეტნამის ომში ხელჩართულ ბრძოლებში გაწვრთნილი ხელით გაწნული. მას მერე იყო ეჭვი რომ ღრნიდა, იქნებ სულაც არ არის ჩემი მეზობელი გიჟი, თავს იგიჟიანებს მხოლოდო....
* * * გათენდა და მანდარინის ხეთა ღამის ცვარნაპკურები ფოთლები და ნაყოფი დღის შუქზე ზეთწასმულებს დაემსგავსნენ. ესტატე სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გარეთ გამოვიდა. სანამ კარს გააღებდა ძაღლმა ხმაურით ჩაირბინა კიბეები და გარეთ გამოსულს ისეთი თვალებით შემოაცქერდა, თითქოს არც წოლილიყოს აივანზე. ძაღლს ასეთი მზერა დიასახლისისათვის ჰქონდა გამზადებული, რადგან ის აივანზე წოლას უშლიდა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯოხით ცემდა. ძაღლს სიბერის გამო ძალიან უყვარდა ძილი და ეგონა აივანზე წოლით ორ საქმეს ერთად გააკეთებდა - პატრონებსაც უკეთ უდარაჯებდა, თუ მათთან ახლოს მოკალათდებოდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ძილიც უფრო მშვიდი გამოუვიდოდა, თუკი დარწმუნებული იქნებოდა, რომ პატრონებთან მისასვლელი ერთადერთი გზა მის სადარაჯოზე გადიოდა. ძაღლმა ასეთი ტაქტიკა სიბერისას შეიმუშავა და არ ესმოდა რატომ არ აღიარებდა დიასახლისი მისი სტრატეგიის უპირატესობას წინანდელთან შედარებით, როცა მთელი ეზოს შემოვლა უწევდა და ამის გამო საძინებელი ოთახის შესასვლელი ზოგჯერ დაუცველი რჩებოდა.
ესტატემ გადაწყვიტა ძმისშვილთან მისულიყო ფულის სასესხებლად.
ძმისშვილი ავტობუსების გაჩერებასთან მდგარი კორპუსის მესამე სართულზე ცხოვრობდა. აივანზე იდგა წელს ზევით გაშიშვლებული, ინტელიგენტური, მსუბუქი ჰანტელებით ვარჯიშობდა და თან გაჩერებაზე შეკრებილ ხალხს ათვალიერებდა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ადამიანებზე უფრო მეტი სცოდნოდა, ვიდრე იმათ, ვინც სხვებს პირისპირ, მხოლოდ ანფასში ან პროფილში შესცქერის. - ხომ მშვიდობაა? - ჩამოსძახა ბიძას აივნიდან და გაჩერებასთან მდგარი მოქალაქეების ნახევარმა ბახვასკენ აიხედა. ბახვა დედამისს უფრო გავდა, ვიდრე მამას და ამაზე ესტატეს გული სწყდებოდა. ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს გარდაცვლილ ძმას რაღაცა აკლდებოდა. იქნებ ასეთი გრძნობა იმიტომ ეუფლებოდა, რომ გარდაცვლილი ძმა ენატრებოდა. - რას შვრება შენი ასთმა? - ჰკითხა ბახვამ, როცა სამზარეულოში დასხდნენ. - გმადლობთ, არა უშავს... არის რა! - უპასუხა ესტატემ და ხელი ფანჯარაში გაიშვირა, - ახლანდელი საკონსერვო ქარხნიკენ, ძველი შუქურა რომაა, იმის თავზე... აი, იქ დავდიოდით მე და მამაშენი სათევზაოდ! ბახვამ გულგრილად გააყოლა ბიძის, თოფივით რაღაცაზე გულდაგულ დამიზნებულ ხელს თვალი. ეტყობა მსგავსი რამ მამისაგან არ გაეგონა, მაგრამ დიდად მაინც არ დაინტერესებულა. - იყო თევზი? - იკითხა მცირე ხნის შემდეგ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძამისს არ გონებოდა მამამისის ბავშვობის ამბავი არ აინტერესებსო.. - ჩემი სახლი რომ დგას ახლა... იქ ვიპარავდით ბამბუკებს. ბამბუკების ტყე იყო. მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ იქ მომიწევდა დასახლება!... ასეთია ეს ცხოვრება, სად მოგისვრის ვერ გაიგებ! - იპარავდით? - ისევ გულგარეთ იკითხა ბახვამ. ესტატეს დიდად არ სწყენია მისი უყურადღებობა, სამსახურზე ფიქრობს ალბათო, გაიმხნევა თავი. ბახვას ესტატეს წარმოდგენით ძნელი სამსახური ჰქონდა. ბახვა ქირურგი იყო და ზოგჯერ საოპერაციოში პაციენტები კვდებოდნენ კიდეც. ერთხელ ისიც თქვეს, პაციენტის სიკვდილი ბახვას ბრალი იყოო. ესტატეს ძმას მამისეული ორსართულიანი სახლი გააყიდინა ცოლმა, რომ ვაჟიშვილისთვის სამედიცინო განათლება მიეცა. ძალის ძალათი დალია ბახვას ცოლის მიერ მორთმეული რძე. უყვარდა ბახვას თავის მოვლა, კალორიული საჭმელებით იკვებებოდა, ყოველ დილით სოფლის რძე მოჰქონდათ მისთვის. - აქეთ ვიყავი რაღაც საქმეზე გამოსული და ვიფიქრე გავუვლი, ვინახულებ-მეთქი! - ბახვას ცოლის გასაგონად თქვა ესტატემ. ბახვას ცოლი გაკვირვებული იყო ქმრის ბიძის ვიზიტით. მას ქმრის ნათესავები ისედაც არ ეხატებოდა გულზე. ესტატემ წამოსვლის წინ ძმის მძინარე შვილიშვილებს დახედა და საკუთარი მოენატრა. ძმის შვილიშვილები ბახვაზე უფრო ნაკლებად გავდნენ ბაბუას. ესტატე და ბახვა გაჩერებაზე ერთად მივიდნენ, ბახვას ავტომანქანა გაფუჭებოდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა ბოლო ერთი კვირა. ესტატე ფეხით აპირებდა შინ წასვლას. არც გაუმხელია ფულის სასესხებლად რომ იყო მოსული. - რა მინდა გკითხო?! - უთხრა ესტატემ ძმის შვილს, - ვიეტნამის ომში ჩვენი ჯარები თუ მონაწილეობდნენ? ბახვა ყველაფერს ელოდა, მაგრამ ვიეტნამის ომით თუ დაინტერესდებოდა ბიძამისი, ამას ვერ წარმოიდგენდა. თეთრი, გახამებული პერანგი ეცვა და თვითონაც მთლიანად გასტერილებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რაღაცნაირად უკარებასაც ემსგავსებოდა თითქოს. ამაში დედას გავდა. ზოგჯერ მამის სისხლიც იყივლებდა მასში და მაშინ უფრო უშუალო ხდებოდა, როგორც ამ დილით, აივნიდან რომ დაუძახა ხომ მშვიდობააო? კარგი იქნებოდა ჩემი ვაჟისთვისაც ექიმობა მესწავლებინა, მაგრამ ფული არ მქონდაო, გაიფიქრა სინანულით ესტატემ. - ჩემი მეზობელი როგორ გაგიჟდა აბა ვიეტნამის ომში, თუ საბჭოთა კავშირის ჯარები ამ ომში არ მონაწილეობდნენ, ის მაინტერესებს, მეტი კი არაფერი! - რაღაცნაირი გაბრაზებით წარმოთქვა ესტატემ. - შეიძლება ინსტრუქტორად იყო გაგზავნილი არაოფიციალურად და საიდუმლოდ... საბჭოთა კავშირი ვიეტნამს თანაუგრძნობდა! - თქვა ბახვამ. ამასობაში ავტობუსიც ჩამოდგა, ბახვას ეჩქარებოდა და ამიტომ არ დაუზუსტებია კერძოდ რომელ მხარეს და რატომ თანაუგრძნობდა საბჭოთა კავშირი, - გამოიარე ხოლმე! - უთხრა ბიძას და ავტობუსს შეახტა. უფულოდ რომ იყო მოსული, ცოლმა მაშინათვე შეატყო და თავისი საფირმო ღიმილი მოირგო სახეზე. ამ ღიმილს ესტატემ გულში \\\"ასეც ვიცოდი\\\" შეარქვა. - ვერ მივუსწარი ბახვას, სასწრაფო ოპერაციაზე გამოუძახებიათ წუხელ! - უთხრა ცოლს. ცოლი საგარეოდ გამოეწყო და თავის დასთან გაემართა ფულის სასესხებლად. ესტატე მანდარინების დათვალიერებას შეუდგა. ნაყოფი ერთ თვეში დასაკრეფად მზად იქნებოდა. გაყიდდა და ფულსაც იშოვიდა. ძაღლმა ყეფა დაიწყო და ვიღაცის ძახილიც შემოესმა. ჭიშკრისკენ რომ მიემართებოდა, კარს ზემოდან ახალი მეზობელი ქალის მამაკაცურად თმაშეკორტნილ თავს მოკრა თვალი. ჭიშკარი რომ გააღო, ყრუ-მუნჯიც იქ დაუხვდა, პიანინოს სკამთან იდგა და იღიმოდა. - სკამი მოგიტანეთ! - უთხრა ქალმა, - ანეტას ვეტყვი-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე! ესტატემ ახლაც ვერ გაიგო, რატომ უნდა შეკითხვოდნენ ანეტას, სახლთან ერთად ნაყიდი სკამის შემდგომ ბედზე რამეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სკამი მოპარული იყო, მაგრამ არაფერი უთქვამს. ყრუ-მუნჯს შეხედა და მიხვდა, რა არ ესიამოვნა გუშინ მის ჩაცმულობაში - ჩინური კედები. ჩინეთმა ვიეტნამის ომი და ის მეზობელი გაახსენა, პიანინოს სკამი რომ მოპარა. ყრუ-მუნჯი თავისი ბავშვური ღიმილით უღიმოდა. - მამას აინტერესებს, როდის წაიყვანთ სანადიროდ? - თარგმნა ქალმა მამამისის ღიმილი, - მწყერი რომ არ იყოს და ისე გაასროლინოთ თოფი, ეგეც საკმარისი იქნება, ჯერ არასოდეს უნადირია... წუხელაც მთელი ღამე არ უძინია, ისე უხარია სანადიროდ რომ უნდა წაიყვანოთ... მწყერებისაგან კარგი ჩახოხბილის გაკეთება ვიცი, თითებს ჩაიკვნეტთ! - თქვა ამაყად და მამამისს შეხედა. ისიც ხელების ქნევას მოჰყვა მაშინათვე, - როდის წავალთო გეკითხებათ! - ხვალ! - თქვა ესტატემ, - ხვალ წავალთ! - თოფი ისე გაასროლინეთ, თუ გინდათ მწყერებზე ნურც ასროლინებთ! - გაიმეორა ქალმა და ხელებაფრიალებული მამის ჟესტების სათარგმნელად გაემზადა, მაგრამ გადაიფიქრა და დააყოლა - ოღონდ ფრთხილად იყავით! - რა თქმა უნდა ქალბატონო, რა შეხსენება ამას უნდა! - მკითხავი ვარ მე... კარტზე ვმკითხაობ, ყავაზე, სანთელზეც... თქვენ ცოლს როცა მოუნდეს მკითხაობა, ყოველთვის მზად ვარ! - თქვა ქალმა. ენდროსფერი კაბა ეცვა და ცოტათი ეპრანჭებოდა კიდეც ესტატეს. - ამ სკამზე ქეთევან ხუბულავა და ემზარ როდონაია მსხდარან! - უთხრა ქალს. ქეთევან ხუბულავა მოსკოვში მოღვაწე პიანისტი გახლდათ. ემზარ როდონაია სახალხო მთქმელი და უცვლელი თამადა და ცნობილი შულერი იყო, რომელმაც იმით გაითქვა სახელი, რომ კარტში წაგებული მილიონი მანეთი თორმეტი წლის განმავლობაში უკანანასკნელ კაპიკამდე პატიოსნად გადაიხადა. ბოლოს თვითმფრინავის ტრაპიდან გადმოვარდა სიმთვრალისას და დაიღუპა. მაგრამ ქალს არც ერთზე სმენოდა რამე და არც მეორეზე. სტუმრები რომ წავიდნენ, ესტატემ პიანინოს სკამი ტყემლის ხის ქვეშ დადგა და მის დათვალიერებას შეუდგა. სკამის რკინას ჟანგი მოსდებოდა, მაგრამ არც ისე ძალიან. ამასობაში ცოლმაც შემოაღო ჭიშკარი. კმაყოფილი სახე ჰქონდა, ეტყობა ფული ეშოვა. ნიშნისმოგებითაც იღიმოდა, აქაოდა, როგორც ყოველთვის, ისევ ჩემმა ნათესავებმა გვიშველესო. - ღმერთო ჩემო! - აღმოხდა მას სკამის დანახვაზე. - გუშინ ვნახე შემთხვევით... ვიფიქრე, ახალ მეზობლებს ვთხოვ, სახლში მოიძიონ, ეგებ იპოვონ-მეთქი, მათ კი უკვე ნაპოვნი ჰქონიათ თურმე... სხვენზე ყოფილა შემოდებული და იქიდან ჩამოუტანიათ! - რაც ჩვენ ამ სკამზე ვინერვიულეთ! - თქვა ქალმა და მოგონებებში გადაეშვა მცირე ხნით. პიანინოს სკამი ცოლის ნამზითვარ გერმანულ პიანინოს მოჰყვა. პიანინო ისეთი კარგი იყო, რომ თვით ქეთევან ხუბულავაც კი აღაფრთოვანა. პიანინო ესტატეს ცოლმა ქალიშვილს გაატანა მზითევში, რითაც რძლის - ვაჟიშვილის მეუღლის რისხვა დაიმსახურა. - შეიძლება არც ტყუოდა ანეტა, როცა გვეუბნებოდა, სკამი ვერ ვიპოვეო! - თქვა ესტატემ, - თოფი უნდა ვიშოვო სასწრაფოდ! - რა უნდა ვიშოვოო? - გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა ესტატეს ცოლს. - თოფი უნდა ვიშოვო ხვალისთვის, სანადიროდ ვაპირებთ ბიჭები წასვლას... იქნებ მოვახერხო და მწყერებიც მოვიტანო სახლში! - თქვა ესტატემ, - ძაღლიც თუ იქნება მთლად უკეთესი! მსუბუქმა ქარმა დაჰქროლა ამ დროს. არც ნიავი იყო და ნამდვილ ქართან შედარებითაც უფრო გრაციოზულად უბერავდა. ესტატე პიანინოს სკამზე ჩამოჯდა, აინტერესებდა ნიავ-ქარი თუ დამატრიალებსო, მაგრამ ქარი უეცრად ჩადგა და ექსპერიმენტი ჩაეფუშა. - ძნელია ნეტა მწყერებზე ნადირობა? - უმისამართოდ იკითხა ესტატემ.
Last edited by Admin on Thu Feb 14, 2019 9:44 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გელა ჩქვანავა Fri Feb 08, 2019 9:22 pm
წიგნის დასახელება – "კოლორიტები" ავტორი – გელა ჩქვანავა ISBN 99928-953-9-X გამომცემლობა – "დიოგენე" ყდა – რბილი გვერდების რაოდენობა – 380 წელი – 2004 ფასი– 6.50 პრემია – ლიტერატურული პრემია "საბა–2005" ნომინაციაში "წლის საუკეთესო დებიუტი".
წიგნი ავტოგრაფით.
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გელა ჩქვანავა Thu Feb 14, 2019 10:04 pm
Gela Tschkwanawa – Unerledigte Geschichten (Buch) VON NORMAN R
Gela Tschkwanawa - Unerledigte Geschichten (Cover Voland & Quist)Ende August dieses Jahres besuchte die Bundeskanzlerin die Kaukasus-Region. Was blieb in den Nachrichten davon hängen? Ein verwehrtes Visum für die Einreise eines Merkel-Vertrauten nach Aserbaidschan und (leider auch bei der Außenpolitik Thema Nummer eins) die Anerkennung Georgiens als sicheres Herkunftsland. Die Region spielt in den geopolitischen Zielen der Weltmächte eine zunehmende Rolle, doch für die tiefschürfende Berichterstattung über die Herausforderungen und interessanten Zusammenhänge liegen die Postsowjet-Staaten immer noch zu sehr an der Peripherie. Daran kann leider auch Gela Tschkwanawa nichts ändern, denn „Unerledigte Geschichten“ wird seinem Titel auf unangenehme Weise gerecht. Das Buch wirkt zerfahren und kann seine aufklärerische Idee nicht anregend umsetzen.
Die Lage in Georgien ist verzwickt. In direkter Grenznachbarschaft zu Russland kommt dem Südkaukasus-Staat eine besondere Rolle in der Region zu, denn in seinen wirtschaftlichen und politischen Bemühungen gen Süden, beispielsweise eine ausgeweitete Einflussnahme auf Armenien, kommt Putins Russland geographisch nur schwerlich an Georgien vorbei. Dieses orientiert sich aber wiederum zunehmend Richtung Westen, also den USA und der EU. In Georgien selbst herrscht momentan Frieden, doch der Kurz-Krieg mit Russland 2008 zeigt, auf welch provisorischem Fundament dieser gebaut ist. Damals ging es um die Region Südossetien, ein De-facto-Staat, der sich nach dem Zusammenbruch der Sowjetunion entwickelt hat und mittlerweile unabhängig agiert, völkerrechtlich aber noch zu Georgien gehört.
Gleiches gilt in der Region für Bergkarabach zwischen Armenien und Aserbaidschan sowie für den zweiten von Georgien abgespaltenen Landesteil Abchasien. Die „autonome Republik“ liegt im Nordwesten Georgiens und nah an der russischen Olympia-Stadt Sotchi. Abchasien wird in seinen Unabhängigkeitsbestrebungen von Russland anerkannt und unterstützt, da es seinen Einfluss auf die ehemaligen Sowjetstaaten aufrechterhalten will. Zwischen 1992 und 1994 kam es zu einem Krieg zwischen Abchasien und Georgien, der heute auf Eis liegt, wie jeder Konflikt in der Region, aber von heute auf morgen wieder aufflammen kann. Vor diesem Hintergrund spielt „Unerledigte Geschichten“, doch leider wird dieser kaum erklärt.
Der mittlerweile 51-jährige Autor Gela Tschkwanawa ist selbst in Sochumi, der Hauptstadt Abchasiens, geboren, diente als sowjetischer Soldat und wurde noch während seines Studiums der Philologie im Zuge des Abchasienkrieges als Georgier vertrieben. In seinem bereits 2008 erschienenen Buch „Unerledigte Geschichten“, das nun von Susanne Kihm und Nikoloz Lomtadze ins Deutsche übersetzt wurde, berichtet der Autor durch seine Hauptfigur Gepetto über die Zeit rund um den Krieg und versucht sich dabei dem Alltäglichen der kaum zu fassenden Situation zu nähern. Tschkwanawa kann dabei Authentizität attestiert werden, einem mit den politischen Zusammenhängen nicht vertrauten Leser gibt er dabei aber nur wenig Hilfestellung.
Gepetto ist ein bemitleidenswerter Mann, der sich so durchschlägt. Der Krieg hat ihn psychisch und die Arbeit physisch gezeichnet, doch vor allem sind ihm stabile Beziehungen fremd geworden. Seine Familie ist mehrfach auseinandergebrochen, seine Freunde vor seinen Augen im Krieg gefallen und seine Lieben verflossen. Um Gepetto spinnt sich ein verwickeltes Netz an Ereignissen und menschlichen Verbindungen, das kaum zu überblicken ist. Tschkwanawa glaubt, dass sich die Verhältnisse im Laufe der Geschichte selbst erklären, doch er verliert dabei seine Leser*innen wie auch seinen Plot aus dem Blick. Immer wieder fällt Gepetto in Erinnerungen zurück, diese sind aber zu anekdotenhaft, als dass sich ein nachvollziehbarer Bewusstseinsstrom entfalten könnte.
Dieser ist angesichts der traumatischen Erlebnisse vollkommen angebracht, um die pathologische Ununterscheidbarkeit zwischen Gegenwart und Vergangenheit unter Wegfall einer Zukunft greifbar zu machen, wenn er denn stilistisch auszumachen wäre. Ohne den Klappentext gäbe es kaum einen Anhaltspunkt für einen roten Faden (Gepetto sucht nach seinem Stiefvater, der wiederum das Grab seiner Frau besuchen möchte), aber selbst die unerledigten Geschichten sind in sich so bruchstückhaft, dass ihnen kaum zu folgen ist. Vielleicht hätten statt der neun Kapitel neun Kurzgeschichten besser funktioniert, um den verschiedenen Schicksalen gerecht zu werden. Eine Einbettung in den Gesamtkontext ist nämlich nur schwerlich anhand der Charaktere möglich, die in ihrer schieren Zahl wiederum weitere Verwirrung stiften.
Tschkwanawa nimmt sich der kleinen Leute an und zeichnet sie mit Mut zur schroffen Authentizität. Drogen und Alkohol sind an der Tagesordnung, Gepetto schwärmt regelmäßig von großen Titten, über den Tod eines Kumpels im Krieg wird nicht lange nachgedacht, alles vor der ländlichen, vom Krieg gezeichneten Folie durchaus legitim. Ebenso kann die Unabgeschlossenheit ein angebrachtes Stilmittel sein, um die wahren Ausmaße des Krieges zu zeigen, die ein ganzes Volk soweit traumatisieren und auseinanderbringen kann, dass sie keine Erzählungen über sich zu Ende bringen können. Es wird jedoch nicht Tschkwanawas Intention gewesen sein, dass seine Geschichten sich kaum festsetzen.
Unter Umständen geht durch die Übersetzung Wichtiges verloren, weil es schlicht nicht zu übersetzen ist, aber davon abgesehen fehlt „Unerledigte Geschichten“ der klare stilistische Plan. Immer wieder fällt Gepetto in seine Anekdoten zurück, was es schwierig werden lässt, nachzuvollziehen, in welchem Erzählstrang er sich gerade befindet und zu welcher Zeit dieser spielt. Wahrscheinlich webt Tschkwanawa einige Informationen in seine Erzählung ein, die sich nur für den gemeinen Kaukasier erschließen. In diesem Fall hätte es zusätzlich zum vorhandenen Glossar weitere Informationen gebraucht, damit die Zusammenhänge verfolgbar bleiben.
Doch die Vermutung liegt nahe, dass auch das „Unerledigte Geschichten“ nicht zu einem überzeugenden Leseerlebnis hätte werden lassen. Dem Roman fehlt es an Klarheit an den passenden Stellen, um über die Besonderheit des Abchasienkonflikts und die von ihm Betroffenen zu vermitteln. Größtenteils könnte Gepetto auch Opfer eines ganz anderen Krieges geworden sein, wofür sich mit dem Universalitätsverdacht von Krieg und seiner Ortlosigkeit argumentieren lässt. Zu selten aber kommt Tschkwanawa auf die Identität seiner Figuren zurück. Häufig steigt der Autor nicht tief genug ein, dann sind Russen Russen und Georgier Georgier, dabei gehört es zu den beeindruckendsten Momenten, wenn Anaida, Gepettos verflossene Liebe, sich laut Herkunftsdefinition zwischen Armenierin, Griechin und Georgierin definieren könnte, angesichts der gegenwärtigen Realität jedoch zu dem Schluss kommt: Ich bin niemand!
Natürlich begibt sich Gela Tschkwanawa in ein nobles und schwieriges Unterfangen, weil er den Vergessenen und Übersehenen in einer höchstkomplexen Lage eine Stimme geben möchte. Am ehesten eignet sich der Roman noch als Artefakt, um die verlernte Artikulation und die fehlenden Erzählungen der Opfer zu erklären. Doch Tschkwanawa wiederum fehlt es in diesem Fall an Raffinesse, um dies mit literarischen Mitteln in ein packendes Werk umzusetzen. Aus den unerledigten werden schnell vergessene Geschichten, die es nicht schaffen, beim nächsten Blick auf die Weltkarte an Abchasien hängen zu bleiben. Vielleicht ist der Entzug der Identität die wahre Brutalität, die der Krieg einem Volk antut, aber trotzdem: Der Roman hätte spannender sein können.
Fazit: Man kann sich des Eindrucks nicht erwehren, dass „Unerledigte Geschichten“ ein unvollendetes Buch ist. Gela Tschkwanawa nimmt sich in seinem Roman, der zehn Jahre später nun auch auf Deutsch erscheint, seiner Heimat Abchasien und des Krieges an, der dort von 1992 bis 1994 wütete. Leider aber verrennt sich der Autor in den anekdotenhaften Erinnerungen seiner Hauptfigur und weiß die unerledigten Geschichten nicht stilistisch packend umzusetzen. Dabei kann die Region Aufmerksamkeit dringend gebrauchen, um nicht an der Peripherie vergessen zu werden. „Unerledigte Geschichten“ ist ein düsteres Buch, von dem bis auf ein paar Momente des Schicksals leider kaum etwas haften bleibt. Vielleicht ist es die Sichtbarmachung der verunmöglichten Artikulation der Abchasen über ihr Leben, die das Buch letztendlich auszeichnet, doch das macht es eher zu einem interessanten Artefakt als zu einem spannenden Roman.
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გელა ჩქვანავა Fri Feb 15, 2019 8:38 am
გელა ჩქვანავა
მეთევზის სიმღერა
ეს ზღვაა ეს მე ვარ ზვირთსაქცევზე და სადღაც ახლოს დაცურავს თევზი მიწა ახურავს ახლა საბნად ჩემს ხუჭუჭა ბიჭს ჩემი ცოლი დარდისგან დადნა
ეს ზღვაა ეს მე ვარ ზვირთსაქცევზე აქ ბავშვობაში მიბანავია
ეს ზღვაა ეს მე ვარ და არც კი ვიცი ვარ თუ არა ვარ სამაგიეროდ სადღაც ახლოს დაცურავს თევზი
*** მკვდარმა ძმაკაცმა მკვდარი ხელი დამიქნია და გაქრა ვერ მოვასწარი მეთქვა რომ მომენატრა
ეცვა თეთრი პერანგი და შავი პიჯაკი იმავე ნაჭრის შარვალი მისი ცოლის შერჩეული უკვე მკვდარს რომ ჩავაცვი კუბოში ჩასვენებამდე
მკვდარმა ძმაკაცმა მკვდარი ხელი დამიქნია და გაქრა ვერ მოვასწარი გამეფიქრა რომ ჩემი და მისი ბავშვობაც მოკვდება როცა მე მოვკვდები
მკვდარმა ძმაკაცმა მკვდარი ხელი დამიქნია და გაქრა
*** ეს ლექსი მინდა ვუძღვნა ფოსტალიონს რომლის სახელსაც ახლა ვეღარ ვიხსენებ დიდი ხნის მკვდარია უკვე ლურჯი მანქანა ჰყავდა და ჩვენი კეთილი ჯეკა გაავებული უყეფდა ხოლმე ალბათ იმიტომ რომ ერთხელ ჩვენს რკინის ღობეს მიაფსა ძალიან უჭირდა ალბათ და იქნებ შებუჟბუჟებულიც კი გახლდათ როგორც თვითონ უყვარდა თქმა ჰოდა ჩვენმა ჯეკამ შეაძულა ჩვენს ჩიხში შემოსვლა ტანდაბალსა და ვერცხლისწყალივით მოძრავს თავისნაირი ეშმაკი ცოლისა და ტლუ შვილის პატრონს რომელსაც ცოლის ხელისმომკიდე ქორწილის დღესვე უცდუნეს მეზობლის ბიჭებმა და რომელიც რაკი მართვის მოწმობის გამოცდები ვერ ჩააბარა რათა მერე მამამისის ლურჯი მანქანით წაეყვანა ხოლმე ბოზი ცოლი ბაზარში დაუნდობელი პოლიციელი გახდა და ყველას შეაძულა თავი რა მინდოდა ძალოვან სტრუქტურაში მამაჩემივით ფოსტალიონობას დავჯერებულვიყავიო წამოსცდენია ერთხელ როცა სპეცოპერაციის დროს მისი ტყვიით შემთხვევით მისი კოლეგა მოკვდა რა უბედური ვყოფილვარო ეთქვა თვითონ ფოსტალიონს როცა სიკვდილის წინ განვლილი ცხოვრებისთვის ერთი წამით გონების თვალი გადაევლო ალბათ იმის თქმაც ღირს რომ ახალი გაზეთის სუნზე სულ ის ფოსტალიონი მაგონდება და მიუხედავად ამისა ახლა ამ წუთას მის სახელს ვეღარ ვიხსენებ მისი ნემსებივით თვალებიც მახსოვს და მისი მზერაც როცა შეიტყო რომ რძლის მეჯვარე ქორწილის დღესვე მეზობლის ხვითო ბიჭებმა შამპანურით გამოათვრეს და მერე აკვნესეს აუწყობელი ფანდურივით მისი მანქანაც მახსოვს გაზეთების დარიგებისას ყოველ ოცდაათ მეტრში რომ აჩერებდა და ჩვენს ვიწრო ქუჩას თუ შეიძლება ასე ითქვას ყელში თევზის ფხასავით ადგა გამვლელ ავტოთა შოფრებს პატრონის დედას აგინებინებდა მეც შენც ისიც ყველანი ვიღაცის მახსოვრობაში ვილექებით რომელიც მერე ჩვენს სახელს ვერ გაიხსენებს
*** ჩემი მეზობელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ენერგიული ქალბატონი რომელიც აივანზე გამზეურებულ ქვეშაგს დიდი ხმაურით ფერთხავდა მაწვნის გამყიდველს კი ქოქოლას აყრიდა შენი ყვირილით ხალხს აფორიაქებო გუშინწინ ცალთვალა მესაფლავემ და მისმა შვილმა დაკრძალეს მამა საქმიანად აყრიდა მიწას ძვირფას კუბოს რომელიც მიცვალებულის ბიზნესმენმა სიძემ შეუკვეთა ვისაც კორპუსში სოფელოს ეძახიან შვილი მესაფლავე მთლად გაჭრილი ვაშლივით ვერა მაგრამ მაინც ერთ ცნობილ მსახიობს ჰგავდა ადგილობრივს ანუ არა ჰოლივუდისას მზერა უშტერდებოდა ვინმეს ენატრებოდა ალბათ მიწა იყო მშრალი და მეზობლებისთვის ხელი არც კი დაუსვრია როცა მისი თითო მუჭი თუნუქის სახურავზე აცეკვებულ წვიმასავით მხიარულად კუბოს თავზე ავახმაურეთ ქელეხის სუფრას ფულიანი სიძის წყალობით ჩიტის რძეც არ აკლდა გეახელით სოკოს კეცზე და ფიქრობდი რომ დამეწერა ცალთვალა მესაფლავესა და მის ვაჟზე კიდევ იმაზე რომ სიცოცხლე სასჯელიცაა რომ სიყვარული არც ისე ბრმაა რომ მდინარეები ზღვებს თავიანთ თავგადასავალს უყვებიან როცა ერწყმიან და ერთსულ და ერთხორც ხდებიან რომ სულაც არ არის ცუდი თუ ჩვენ ყველანი ვგავართ ერთმანეთს და რომ სადღაც ჩვენი შვილმკვდარი ოქროსკბილება მემაწვნის ორეულიც დადის
ამაყები კვდებიან ადრე
ჩემი სიმამრის ბებერსა და ამაყ ფინიას, რომელიც უგზოუკვლოდ გადაიკარგა მას შემდეგ, რაც პატრონებმა სახლში სხვა ახალგაზრდა ძაღლი მოიყვანეს
ალბათ უკვე მკვდარი ხარ იქნებ დაგგლიჯეს მაწანწალა ძაღლებმა რომლებსაც ყოველთვის შურდათ შენი და შენც სისხლისგან დაცლილს წყურვილისაგან პირი გაგიშრა როცა კვდებოდი ან იქნებ შიმშილმა მოგიღო ბოლო ან ყინვამ სიკვდილის წინ კი მხოლოდ ერთი წამით ინანე რომ შენი სიამაყე ვერ დათმე ასეთი წამიერი სისუსტის უფლება ყველა კარგ ძაღლს და ადამიანს აქვს მახსოვს როგორ ცნობისმოყვარედ ასცქეროდი ცაში მავანი პოლიტიკოსის შვეულმფრენს რომელიც მშობლიურ ქალაქში მისი თაოსნობით წამოწყებული გრანდიოზული მშენებლობის დასათვალიერებლად მობრძანდა რათა მერე დედამისს ეამაყა ამ ფაქტით იქნებ ჩემი არ იყოს შენც წარმოიდგინე მაშინ თუ როგორ ელაპარაკებოდა ის პოლიტიკოსი თავისი სახლის აივანზე გადმომდგარ სიამაყისცრემლებთვალზემომდგარ დედიკოს მობილურით შვეულმფრენიდან როცა შენი და ჩემი სიმამრის ქალაქის თავზე ეკიდა ჰო დე ეს მე ვარ როგორა ხარ წნევა ხომ არ გაწუხებს ახლა აღარ მცალია და კვირის ბოლოს ჩამოვალ ბავშვებთან ერთად და გაგახარებ ეტყოდა ის დედამისს და სევდიანად გაიღიმებდა მერე პილოტს უკნიდან მხარზე ხელს დაკრავდა და ეს იმის ნიშანი იქნებოდა რომ დედაქალაქში დაბრუნების დრო მოვიდა პილოტს ალბათ თავისი დედა გაახსენდებოდა ალბათ შენც მოგაგონდა შენი დედა რომელსაც ჩვენ არ ვიცნობდით ვიცი რომ ძაღლებსაც უყვართ თავიანთი პატარა ქალაქები და ქუჩებიც რომელზეც გაიზარდნენ
2018
Last edited by Admin on Fri Feb 15, 2019 8:45 am; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გელა ჩქვანავა Sat Jan 18, 2020 1:56 pm
გელა ჩქვანავა
მე დავწერ თქვენზე
მე დავწერ თქვენზე ჩემო მკვდრებო რომ მიწამ ამოგიჭამათ უკვე თვალები წვიმაში დასველებულ თქვენს საფლავებზე დავწერ მე დავწერ თქვენზე თქვენი კუბოს ფიცრებზე დავწერ ისეთი გზნებით თითქოს სწორედ ზედ გამომყავდეს სიტყვები წაბლის თუ უბრალო წიფელის ფიცრებზე რომლებიც დალპნენ ან დალპებიან მე დავწერ თქვენზე რადგან მენატრებით ჩემო კარგებო ჩემო ძვირფასებო ჩემო მკვდრებო მე დავწერ თქვენზე რადგან მახსოვხართ ისევ მახსოვს თქვენი ხმა თქვენი თვალები და გამოხედვა თქვენი სუნი და სურვილები მე დავწერ თქვენზე რადგან მიყვარდით ან კი უბრალოდ თვალში არ მომდიოდით მე დავწერ თქვენზე რადგან მახსოვს თქვენი ხელების სითბო ოფლიანი ხელისგულებიც მე დავწერ თქვენზეც ვინც საუბრისას უნებურად ნერწყვის შხეფებს ისროდით და მეც ოდესღაც დამისველეთ სახე მე დავწერ თქვენზე ვინც მოკვდით ავადმყოფი გულით მაგრამ მიწაში წაიღეთ ჯანმრთელი კბილები ან კიდევ ღვიძლი ნაწლავები კუჭი მე დავწერ თქვენზე მზეს რომ უჭუტავდით თვალებს და მერე სამუდამოდ დაემალეთ მე დავწერ თქვენზე კალმით გამოვიყვან თქვენს სახელებს ლამაზად კოხტად რომ ფურცელზე გაკრულ ტექსტში ჩანდეს მკაფიოდ რადგან სახელია ალბთ მთავარი მე დავწერ თქვენზე თქვენს ჭორფლებზე სიგარეტის დაჭერის მანერაზე თქვენ თმაგაცვენილ თავებზე დავწერ დავწერ იმაზე თუ როგორ სვამდით ჩაის მე დავწერ თქვენზე ვინც ქმრებს უთმენდით ვინც ისე მოკვდით ვერც კი გაიგეთ რომ ცოლი რქებით გამკობდათ მე დავწერ თქვენზე ვისაც შვილები ომში გაგექცათ და იქ მოკვდნენ მე დავწერ თქვენზე ვინც არ იცოდით რა არის შიში ვინც თვითმფრინავს ცაზე სევდიან მზერას გააყოლებდით მე დავწერ თქვენზე ჩემო მკვდრებო ჩემო კარგებო ლამაზად გამოვიყვან თქვენ სახელს მე დავწერ თქვენზე ჩემო მკვდრებო როგორც მკვდრებზე დავწერ როგორ აჭყლიტავდით სიგარეტის ნამწვს საფერფლეებში მე დავწერ თქვენზე როგორც მკვდრებზე მე დავწერ თქვენზე ჩემო მკვდრებო მაცივარ-სასახლეში რომ იწექით მშვიდად ან კი უბრალოდ შიგნეულობა გამოგაცალეს და ქლოროფორმი შეგიტუმბეს უსიცოცხლო სისხლძარღვებში რათა დამარხვამდე თქვენი ცხედრის სუნით არ შეგეწუხებინათ ცოცხლად დარჩენილები მე დავწერ თქვენზე სიყვარულით გამოვიყვან ქაღალდზე თქვენს სახელს მე დავწერე თქვენზე ჩემო მკვდრებო მე დავწერ თქვენზე ვისაც შვილები ომში გაგექცათ და იქ მოკვდნენ