Number of posts : 6406 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მაიკო მიქაია Wed Jan 23, 2019 2:32 pm
მაიკო მიქაია
ვეჩვევი
ღამის ცის არაქნიდს ფიფქების რძისფერი ქსელები გაუბამს, მგონია, თითებით მივწვდები, თითებით მივწვდები თვალუბამს. მთელი დღე ხმას უწყობს მონოტონს ეს მწყობრი კაკუნი პლანშეტთან. თითქმის არ ვსაუბრობ ბოლო დროს, ბოლო დროს დუმილი დამჩემდა. ფანჯრიდან ტაძარი სამების მოჩანს და სივრცეებს ნაღრუბლარს ვეჩვევი დაღლილი თვალებით... თვალებით ვეჩვევი საუბარს. როცა ვერცხლისფერი ბინდია, ბინდი თვალუწვდენი კბოდეა... მოდიან და მერე მიდიან, მიდიან და აღარ მოდიან... ეს სიყვარულისგან არ არი, ეს არც სიძულვილის გამოა, უბრალოდ, არ მოვა არავინ, საერთოდ არავინ არ მოვა.
2019
Last edited by Admin on Mon Jul 27, 2020 10:23 am; edited 1 time in total
Admin Into Armury
Number of posts : 6406 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მაიკო მიქაია Sun Feb 03, 2019 10:35 am
მაიკო მიქაია
ცა მშვიდობისა...
ცა მშვიდობისა, ფრთა დაელოცოს იმ თეთრ ანგელოზს, შენ რომ გაცილებს! და ყოვლისშემძლე სვე-ბედი როცა წაშლის დროსა და წაშლის მანძილებს, უფლის წყალობით, ისევ შევხვდებით, ცრემლის კი არა, ღიმილის ღვარით, არ დაგვჭირდება გასაღებები _ იქ ბოლო სუნთქვით იღება კარი.
ცა მშვიდობისა, მშვიდობა შენს სულს! ვიცი, ცხოვრებას სხვაგან აგრძელებ და ვგრძნობ შენს ალერსს _ თვლემაში შესულ წამწამებზე რომ მაფენ ფანტელებს. ვინ იცის, როგორ, ვინ იცის, როდის, თვალს დაგვიხუჭავს სწრაფი და მალი... თოვლი კი, ალბათ, იმიტომ მოდის, რომ მასზე მაინც დავტოვოთ კვალი.
2019
Admin Into Armury
Number of posts : 6406 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მაიკო მიქაია Tue Feb 12, 2019 9:18 pm
მაიკო მიქაია
შაპიტო და ბოშათა ბანაკი
შაპიტო. თვალებს შესეული უცხო ვნებანი, ლილიპუტები... ტანმოქნილი აკრობატები, მოღრუბლულ ცასაც წითელ-ყვითელ ფერად ღებავდნენ, აკორდეონის და გიჟური როკვის თანხლებით... .... რომც მოვინდომო, ვეღარ აღვწერ, ალბათ, იმ ამბებს, როგორ იკლებდა ჟრიამულით ქალაქს რომალე. მე მხოლოდ ერთი მცირე ლექსით შემოვიფარგლე, არადა, ალბათ, სიუჟეტი იყო რომანის... მე, ჩემი კბილა ბოშა დები, ლილა და სტრელა, (ისე გათხოვდნენ, დაქალებაც აღარ აცალეს) საღამოობით სასეიროს ვუჭვრეტდით სცენებს, ვნებიან ცეკვებს, ხმაურიან აყალმაყალებს... ნაცნობი ხმებით იწყებოდა დილა ყოველი, არ იფუჭებდნენ არასოდეს დარდით გუნებას. როგორ მხიბლავდა ჩემთვის მუდამ მიუწვდომელი, საერთოდ, მაშინ, უჩვეულო თავისუფლება... დილიდან ბაზარს შესეულნი ყიდიდნენ წვრილმანს, მოყინულ გზაზე ფეხშიშველა დატანტალებდნენ. საღეჭ რეზინებს ასაღებდა ყველაზე ძვირად მამაჩი _ ბიჭი, მომნუსხავად ლურჯი თვალებით. ხან მკითხაობდნენ, ქურდობასაც არ თაკილობდნენ, სულ ჟრიამული, სულ წანწალი ჰქონდათ მისჯილი, უცხო ცნებები იყო მათთვის _ ქცევა, ზრდილობა, აჟღარუნებდნენ ჩამოძონძილ მკერდზე ჯინჯილებს. .... ერთხელაც, ქალაქს მოევლინა ცირკი შაპიტო, დათვის ბელებით, ბაფთიანი მოტოციკლებით, შავი პუდელი დაათრევდა წითელ მაკინტოშს, თოკზე შიმპანზე დარბოდა და გუმბათს იკლებდა. _ მაიმუნს ჰგავდა ის „ცირკაჩკაც“, მოკლე კაბითო, _ ჩვენმა ბოშებმა შეაჩვენეს ლანძღვა-გინებით, _ ბოშები ვართო, აბა, თქვან და აბა გაბედონ, ბოშები ჩვენ ვართ, ესენი კი _ ვიღაც ციგნები! ცირკზე ბრაზობდნენ და გზადაგზა ასე „გვმოძღვრავდნენ“, სტუმარ-მასპინძელს აწუხებდა შუღლი ორმხრივად. ჩვენ ჩვენი გვქონდა, რა თქმა უნდა, ესეც მოძრავი და მაინც ცირკი, მუდმივი და ადგილობრივი... .... ბავშვობა ნისლებს შეერია და გამირაჟდა, ყოფამ წარსული უმოწყალო ფიქრქვეშ გაიგდო, სანამ ჩემს ქალაქს... ოღონდ უკვე ფერად სიზმარში, ხმაურიანი არ ეწვია ცირკი შაპიტო.
2019
Admin Into Armury
Number of posts : 6406 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მაიკო მიქაია Fri Mar 15, 2019 9:13 pm
მაიკო მიქაია
*** ...ვეტყვი ჩემს უხილავ თანამგზავრს, მზერით რომ ერთმანეთს გავივლით, _ სულის უკვდავების რადგან გწამს, იცოდე, რომ ჰკლავდა წადილი, როცა ცად ილტვოდა, თანაც ხან, საუკუნისწინა მკვდარივით, სიმშვიდეს ეძებდა, გზადაგზა გაცისკროვნებული არილით. უყვარდა... კვდებოდა... გადარჩა... მიხვდა მრავალსიკვდილგავლილი, რომ მიწა პურია, თანაც ცა _ პურის ჩასაწობი მარილი.
2019
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 473 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
"გარა" - მაიკო მიქაია "შურიმშინე" გამოქვეყნდა 16 აპრ. 2014-ში
_________________ Nicoletta La Chatte
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 473 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მაიკო მიქაია Tue Sep 10, 2019 8:58 am
მაიკო მიქაია
ნუ მწერ
„ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში...“ მირზა
ნუ მწერ, დღეიდან აღარ იღებს გული შენს წერილს... უღმერთოდ ცხელა, ესიზმრებათ ბალახებს წვიმა და გამოხრუკულ მიწის სიღრმეს ფესვების რწევით ეფინებიან, არ იციან ჯერ კიდევ იმათ, რომ მალე მოვლენ სამართებლისტუჩება ცელით, დაუსერავენ შიშველ კეფას, დაჭიმულს სიმად... ფესვები ისევ გრძნობენ სხეულს, მიწაზე ფენილს და ცხელ მიწაზე დაფენილი სხეული სტკივათ.
ნუ მწერ... მარტის სუსხს შეეწირა ყვავილი ნუშის, ჩამონაცრული დაემსგავსა ნაკვალევს ცეცხლის. ნუ მწერ... ან თუ მწერ, ნუ აწვალებ, ათასჯერ ნუ შლი, სიტყვების შეცვლით, შენც ხომ იცი, ვერაფერს შეცვლი. თეთრ ყელზე ხალი _ გახამებულ პერანგზე ტუში; ცა _ შენი მხარი და „მშვიდობით!“ _ ღრუბელი სველი... ნუ მწერ, ცხოვრებას აბარბაცებს მსუბუქი ბრუჟი _ სხვა მისამართზე მიიტანენ საჩემო წერილს.
2019
_________________ Nicoletta La Chatte
Admin Into Armury
Number of posts : 6406 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მაიკო მიქაია Fri Jul 24, 2020 8:04 am
მაიკო მიქაია - შურიმშინე •July 26, 2020
შურიმშინე მაიკო მიქაია (კითხულობს ავტორი) ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020 მუსიკა - ბიროლ თოფალოღლუ (ხატიფხეში) - „კარკალაკი“
***
მაიკო მიქაია
შურიმშინე (ლაზურად: „სულის მახსენებელი“)
ცისფერ ზაფხულს შემოდგომა გადაება, ზღვას ქარებმა ღრუბლის გული შეუშვირეს და შენსავით ბაგეტკბილი გულაბების და შენსავით ბაგეტკბილი გულაბების ყვითელ ფოთლებს აშრიალებს, შურიმშინე.
გითხარი, რომ ვერ დავრჩები, მალე წავალ, შენ თვალები დახარე და მოიწყინე. როგორ ვდარდობ, მაგრამ შენთან მე არა ვარ, როგორ გნატრობ, რადგან შენთან მე არა ვარ, მე არა ვარ, შენთან ზღვაა, შურიმშინე.
ახლაც გხედავ მხარმიყრდნობილს სევდის ლოდთან, ზღვის ნაპირზე რომ იდექი მომლოდინე, მიმწუხრისას მზე დასავლეთს მიდიოდა, სხივჩამქრალი მზე დასავლეთს მიდიოდა, მზესთან ერთად მეც წავედი, შურიმშინე.
სიშორეში რადგან მე ვარ დამნაშავე, გავჩუმდი და უშენობა მოვითმინე. ზღვის ტალღებზე მიტორტმანებს შენი ნავი, უიალქნოდ მიტორტმანებს შენი ნავი, მეც დინებას მივუყვები, შურიმშინე.
დედამიწას, მრგვალს და მრავალწახნაგოვანს, გარს ვუვლი და გული ვეღარ მოგაწვდინე. დღეს ჩვენს შორის ბინდისფერი სამყაროა, გზებით შორით დასერილი სამყაროა შენს კუთხიდან ჩემს კუთხემდე, შურიმშინე.
მაგრამ იცი, ვერასოდეს მიგატოვებს, ვისაც ერთხელ ასე თბილად გაუცინე. მიყვარს, როცა ცა ირეკლავს ღიღილოებს, შენს თვალებში მოციმციმე ღიღილოებს, შეყვარებულ შენს თვალებში, შურიმშინე.
ღმერთო ჩემო, რა მძიმეა ქალის ტვირთი! მე კი შენით უფრო მეტად დავიმძიმე. ზღვას მზის ჩასვლით შეეფაკლა ლაზურიტი, ზღვას მზის ჩასვლით შეეფაკლა ლაზურიტი და ნაპირი გაირინდა, შურიმშინე!
*** Shurimshine ('Someone who would be prayed for your soul' in the Laz language) The verse by Maiko Mikaia (in Georgian) This clip is made with: 'Karkalaki' by Birol Topaloglu (Khatipeshi). This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020
Number of posts : 6406 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მაიკო მიქაია Today at 4:39 pm
მაიკო მიქაია
*** რაღაც ძალიან სანუკვარს ვკარგავთ. ნეტავ, რომელი უფრო ვინანებთ?! უკვე არასდროს ვიქნებით კარგად, მიზეზებიდან გამომდინარე. ეს აბლაბუდა, ნაქსოვი მტკიცედ _ ნერვების, პეპლის ფრთებივით მითრთის... მეც შემოვრჩები შენს ხსოვნას ისე, როგორც გაძარცვულ ხის ტოტებს ფითრი.