თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი განაგრძობს განაცხადების მიღებას თავისუფალი თეატრალური პროექტების დასაფინანსებლად
თავისუფალი თეატრალური პროექტების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია: ქალაქში არსებული თეატრების რეპერტუარის გამდიდრება; როგორც გამოჩენილი ასევე ახალგაზრდა რეჟისორების ხელშეწყობა; თეატრალურ სივრცეში მოღვაწე ახალგაზრდების სტიმულირება, ქალაქში მოქმედი თეატრების ხელშეწყობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპექტაკლების შექმნა, თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარება, თეატრალური ცხოვრების ნაყოფიერი წარმართვა.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება 2007 წლიდან. ამ წლების მანძილზე ინტერესი პროგრამის მიმართ ყოველ წლიურად იზრდებოდა, ბოლო წლებში კი ფინანსდებოდა ყოველ წლიურად მინიმუმ ათი სპექტაკლი.
თავისუფალი თეატრალური პროექტების განაცხადისათვის საჭირო დოკუმენტები
1. განაცხადი ქ.თბილისის მერის სახელზე
2. რეჟისორის შემოქმედებითი ბიოგრაფია
3. პიესა
4. პროექტის ანოტაცია (მიზანი და მნიშვნელობა)
5. ხარჯთაღრიცხვა
ბმული -
http://www.tbilisiculture.com/index.php?pg=prs&tp=25&id=105