საცდელი თარგმანები
საცდელი თარგმანების პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის და გამოცემის პოპულარიზაციას.
1. პროგრამის პირობები
1.1 პროგრამა განკუთვნილია გამომცემლებისთვის, მთარგმნელებისთვის და ლიტერატურის აგენტებისთვის, როლებსაც სურთ ქართული ლიტერატურის გერმანულ და ინგლისურ ენებზე თარგმნა და საზღვარგარეთ პოპულარიზაცია;
1.2 სათარგმნად შერჩეული ქართული ლიტერატურა არ უნდა იყოს ნათარგმნი და წიგნად გამოცემული შესაბამის უცხო ენაზე;
1.3 სათარგმნად შერჩეული ქართული ლიტერატურა უნდა იყოს წიგნად გამოცემული საქართველოში;
1.4 სათარგმნად შერჩეული ქართული ლიტერატურა უნდა განეკუთვნებოდეს შემდეგ ლიტერატურულ ჟანრებს: პროზა, პოეზია, დრამატურიგია, ესეისტური ლიტერატურა, საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურა (პროგრამა არ ითვალისწინებს სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის და ლექსიკონების თარგმანების ხელშეწყობას);
1.5 საცდელი თარგმანის პროგრამის განაცხადი განკუთვნილია მხოლოდ ერთი ნაწარმოებისთვის (პოეზიის შემთხვევაში, განაცხადი ივსება ერთ ავტორზე). 1-ზე მეტი საცდელი თარგმანის დაფინანსების თხოვნის შემთხვევაში, განაცხადი ივსება ახლიდან (ერთ განმცხადებელს შეუძლია მაქსიმუმ 3 განაცხადის შემოტანა);
1.6 პროზის, არამხატვრული ლიტერატურის და საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის შემთხვევაში დაფინანდება საცდელი თარგმანის არაუმეტეს 15 გვერდისა. პოეზიის შემთხვევაში, არაუმეტეს 4 გვერდისა;
1.7 2015 წელს დაფინანსებული საცდელი თარგმანები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2015 წლის 1 მაისისა.
2. დაფინანსება
2.1 საცდელი თარგმანები დაფინანსება ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს*:
ა) პროზის, არამხატვრული და საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის შემთხვევაში, 1 სტანდარტული გვერდი (არანაკლებ 400 სიტყვა) დაფინანსდება 18 ევროთი;
ბ) პოეზიის შემთხვევაში 1 გვერდი (არანაკლებ 35 სტრიქონი) დაფინანსდება 35 ევროთი;
* განაცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადებს, რომელთა მიერ გათვალისწინებული ქართული ლიტერატურის მიმართ არსებობს კონკრეტული უცხოური გამომცემლობის ინტერესი.
3. საკონკურსო დოკუმენტაციის რეგისტრაციის პროცედურა
3.1 საკონკურსო დოკუმენტაცია ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს მთარგმნელმა, ლიტერატურის აგენტმა ან გამომცემლობის დირექტორმა;
3.2 საკონკურსო განცხადების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან
www.book.gov.ge; 3.3 საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონული სახით ცენტრის ელ-ფოსტაზე:
book@mcs.gov.ge;
3.4 საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში (ელ-ფოსტა:
book@mcs.gov.ge) 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 5 თებერვლის ჩათვლით;
3.5 საკონკურსო განაცხადების წარმოდგენა უნდა მოხდეს გამოცხადებული ვადების დაცვით;
3.6 საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები აღარ მიიღება.
4. საკონკურსო განაცხადების შეფასების პროცედურები
4.1 ვადების დაცვით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები განსახილველად გადაეცემა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრთან არსებულ სპეციალურ კომისიას, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ განაცხადებს;
4.2 შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2015 წლის 1 მარტამდე.
5. სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია*
5.1 შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
5.2 მთარგმნელის რეზიუმე / CV (რეზიუმეში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მთარგმნელობითი გამოცდილება);
5.3 სათარგმნად შერჩეული ქართული ლიტერატურის თარგმანის ნიმუში - 3 სტანდარტული გვერდი (1200 სიტყვა). პოეზიის შემთხვევაში, არანაკლებ 35 სტრიქონი;.
5.4 სათარგმნად შერჩეული ტექსტის დედანი (შესაბამისი გვერდები);
5.5 საავტორო უფლებების მფლობელისგან თანხმობის წერილი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი მთარგმნელია);
5.6 ოფიციალური საბანკო რეკვიზიტები დამოწმებული ბანკის მიერ (საბანკო ანგარიშის მფლობელის სახელის, ბანკის დასახელების და მისამართის, IBAN, SWIFT მითითებით);
5.7 პირადობის მოწმობის ასლი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი მთარგმნელია).
* საჭიროების შემთხვევაში, ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა შეიძლება მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
6. დაფინანსების და ხელშეკრულების პირობები
6.1 გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შემდგომ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი კონკურსში გამარჯვებულ განმცხადებელთან აფორმებს ხელშეკრულებას;
6.2 ხელშეკრულებას ხელს აწერს ორივე მხარის წარმომადგენელი: ერთის მხრივ, ცენტრის დირექტორი, ხოლო, მეორეს მხრივ, განმცხადებელი (მთარგმნელი, ლიტერატურის აგენტი, გამომცემლობის დირექტორი);
6.3 პროექტის განხორციელება უნდა დაექვემდებაროს ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობებს;
6.4 დაფინანსება მოხდება პროექტის განხორციელების და ორივე მხარის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ;
6.5 ხელშეკრულების პირობები შესრულებულად ითვლება მას შემდეგ, რაც ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილი იქნება შესრულებული საცდელი თარგმანის ელექტრონული ვერსია;
6.6 ცენტრის მიერ დაფინანსებული საცდელი თარგმანის საფუძველზე ქართული ლიტერატურის სრულად თარგმნის და საზღვარგარეთ გამოცემის შემთხვევაში უცხოური გამომცემლობა ვალდებულია, გამოცემულ წიგნში აღნიშნოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მხარდაჭერის შესახებ და წიგნში განათავსოს ცენტრის ლოგო.
6.7 ცენტრი უფლებამოსილია პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საცდელი თარგმანები გამოიყენოს სარეკლამო მასალებში (კატალოგები, ინტერნეტი და ა.შ.)
სააპლიკაციო ფორმა გადავიწეროთ ამ ბმულიდან -
*
http://book.gov.ge/ka/programs/translation_program/2/10/ 