არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ლია სტურუა

Go down 
3 posters
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

ლია სტურუა - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლია სტურუა   ლია სტურუა - Page 2 EmptyTue Aug 24, 2021 9:58 am

ლია სტურუა - Page 2 Lia_st12

ლია სტურუა

ავტოპორტრეტი

და ასე ვცხოვრობ _
თავი, მაგიდაზე დამხობილი,
რომელშიც ტკივილი გუბდება
და ორ თვალს იკეთებს
ესეც შენი შინაგანი ხედვა,
ხერხემალი მარილის სვეტად იქცევა,
სითეთრეშელახული ქაღალდი _
სინათლის წყაროდ,
ხოლო ჩემი ყველა თითის ბოლოში
ია იზრდება
მელანთან განუწყვეტელი ურთიერთობის გამო,
მაგრამ ქაღალდს ხომ არ ვეყვარები,
ან მაგიდას,
ხალხს მომღერალი ურჩევნია,
პირიდან რომ ვარდებს აფრქვევს,
მე კი ყელში
ბგერების ძვალი მაქვს გაჩხერილი
და ყრუ-მუნჯს უფრო ვგავარ,
ვიდრე სიტყვის მოყვარულს...
ერთადერთი იმედი მაცოცხლებს,
ასე მგონია, ვაჟა-ფშაველას ვუყვარვარ,
რადგან ყვავილის თავგანწირულებას
ვამჩნევ უპირველესად
და მერე იისფერობას,
მაგრამ მას ქვაც უყვარს,
რომელსაც მესვრიან,
ამიტომ შუა გზაში გააჩერებს,
ბოროტებას არ ჩაადენინებს...

study


Last edited by Admin on Tue Aug 24, 2021 10:11 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

ლია სტურუა - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლია სტურუა   ლია სტურუა - Page 2 EmptyTue Aug 24, 2021 9:59 am

ლია სტურუა

პლატონის მოტივებზე

ისეთი თოვლი მედო ამ ხორცზე,
რომ, ჯობდა, ამოეჭრათ,
ცარიელი ადგილები აუცილებელია რუკაზე,
ტერრა ინცოგრიტა-ს დაარქმევენ
და აღმოაჩენენ,
ახალი მიწის რანგში გაგიყვანენ;
აბა, სინატიფისგან და სტილების სიმრავლისგან
რა სახელმწიფოს ააშენებ?
შიგ პოეტები რომ შეუშვა?
მშიერ კუჭზე ისეთ
ლიტერატურულ პოპ არტ-ს მოგიწყობენ,
ვერ გაარჩევ,
სად გაზეთებში შეხვეული ტარანია
სად იალბუზით გაოცებული სინტაქსი _
შენი კანონიერი სახლი,
კედელი, რომლის სიმაღლეს
ბავშვის ტირილით ამოწმებ,
დიდი ხნის ჩაუცმელი წითელი კაბა _
გაუთოებული რევოლუცია კარადაში...
ან რა თოვლი გედო იმ ხორცზე?
ან რა უნდათ პოეტებს
იდეალურ სახელმწიფოში?


study


Last edited by Admin on Tue Aug 24, 2021 10:08 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

ლია სტურუა - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლია სტურუა   ლია სტურუა - Page 2 EmptyTue Aug 24, 2021 10:00 am

ლია სტურუა - Page 2 0513

ლია სტურუა

სხვა რა გითხრა?

ჩავიდოდი ჰადესში
ცალ ხელში _ ქნარით, მეორეში _ რევმატიზმით,
თანახმა ვარ,
ყველაზე ცოცხალი, რაც გამაჩნია, _
სიტყვები, _ გამიქვავდეს
თაბაშირის დილასავით,
სამხატვრო კომბინატი რომ გიგზავნის,
ბრინჯაოში ვერ ჩამოასხეს,
პენსია 38 ლარია,
ქარხნის ცეცხლს
ვინ მომცემს, რომ გაზაფხული
ბრინჯაოს ფეხებზე შევაყენო,
შეგახედო, როგორი ბრიალაა,
როგორ აბრეშუმის ქოლგებივით
შლის ხეებს მოსახვევში...
რატომ იმტვრევი
დაუმთავრებელ ცხენთან ერთად,
რომ არ მოაკლდეს სასფლაოს
თაბაშირს დილები?
მინუსიან თვალებთან
ისე ახლოს მიგიტან, თითქოს
ლოცვას ვკითხულობ...
ელენე ორკესტრს ხატავს,
შენსკენ კისერმოღრეცილს,
საყვირებიდან თაფლი მოწვეთავს,
ტკბილ მუსიკას გჩუქნის,
პირდაპირი გაგებით...


* * *

მომკლეს, გავრბივარ,
სისხლით სავსე ჭიქასავით
და მომდევენ
ბოლო საშუალება მომცეს
მჭახედ აყვავების
ასეთი ფერის, ყელზე რომ შევახტე,
ხომ გავუფუჭე
სუფთა წერის გაკვეთილივით
ლამაზი ცხოვრება!
როცა რძეს პლასტმასის გემო აქვს,
ზიხარ პურის და წყლის საპყრობილეში,
ისეთ უჰაერობაში,
რომ პირიდან ფილტვები გიჩანს,
ჩაისუნთქე აღორძინებული ჭლექი!
ხომ ჭირდება თვალის სეირი
ბაბუაწვერასავით ამჩატებულ,
ჩიტის პენსიაზე მყოფ მოსახლეობას
სისხლით სავსე მორბენალი ჭიქები,
ჩოქვით რომ უვლიან
ყოფილ ყვავილების ქვეყანას
და სტატისტიკური მდიდრები
შეშურდებათ კაშკაშა პარანოის,
აბა, რა იქნება!

study


Last edited by Admin on Tue Aug 24, 2021 10:29 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

ლია სტურუა - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლია სტურუა   ლია სტურუა - Page 2 EmptyTue Aug 24, 2021 10:02 am

ლია სტურუა

* * *
შეიძლება
ეკალს საწყალს, შეუხედავს,
სულ ნეიტრალური ფონი რომ იყო
ვარდის ფენოვანი სილამაზისთვის,
პოეტის უკუღმართი ტვინი აღმოაჩნდეს
და დაგაჯეროს, რომ ბუმბულმა მოკლა,
ისეთი გავარვარებული მკერდით შეასკდა?
მისი სიმღერა პირში ჩაგდიოდა
ვარდისფერი ღვინოსავით,
სისხლი, ცოტა უფრო, მუქი ფერისაა
ამ სიმართლესაც შეეჩვევი,
ტკივილი პირველივე კლასში გასწავლეს...



* * *

იდაყვი, ჩამორტყმული მაგიდაზე,
თვალებიდან ნაპრწკლები...
ტკივილიც შუქით თავდება,
როგორც ყვირილი რომელიმე
გახეული ხმოვნით?
ამ შუქიდან იმ შუქამდე
ერთი დერეფანი მარტოობა,
ბოლოში ცოდვილები გაზქურით ხელში,
უცოდველები ნარგიზის ეგო-თი,
აქეთ _ ღვინიდან ამოსული მეტაფორა:
_ ნათელში ამყოფოს ღმერთმა!
მიწა შავია და ტალახიანი,
პოეზიისთვის, მაინც, მადლობელი ვარ.


study


Last edited by Admin on Tue Aug 24, 2021 10:04 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

ლია სტურუა - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლია სტურუა   ლია სტურუა - Page 2 EmptyTue Aug 24, 2021 10:03 am

ლია სტურუა

გუშინ ჩვენი ვახშამი დამესიზმრა

გვიან დავბრუნდით, წამლის და შიშის
ლორწოთი მიწებებულები ერთმანეთს,
მარტო ფეხებს ვიწმენდდით ცალ-ცალკე,
ერთი ტელევიზორი ინფორმაციას უჩვენებდა,
მეორე _ სერიალს,
დედაჩემი რეკავდა,
პირდაპირ, სისხლძარღვებით კრეფდა ნომერს,
ხელები გაუცვდა ჩემი შვილის მოვლაში,
ახლა, მისი ახალგაზრდობა თვალებს ჭრიდა,
მე უფრო მეგუებოდა, გათლილი ვაშლივით.
ლიფტი არ მუშაობდა,
მეთორმეტე სართულის ფანჯრიდან
შენ არ გამიშვი, დანა აიღე
და ჩემი ნევროზის დაჭრა დაიწყე,
როგორც კარტოფილის,
ხახვი უმად იდო,
გუმბათებივით, ჩემი ტირილის გამართლებასავით
გუშინ ეს ვახშამი დამესიზმრა, ისე ტკბილად,
თითქოს არაფერი უკეთესი
არ მინახავს ცხოვრებაში.



პლენერი

რა ჭარბყვავილიანი გაზფხულია!
ყველა საფლავიდან
მიცვალებულები იხედებიან,
სულ ვამბობდი,
თოვლი კინოში მირჩევნია,
ან ტელევიზორში,
ახლა, მოდი და გაუძელი
ამ იასამნისფერ გამოხედვებს!
თავის გამხეთქი მზეც მუქთადაა,
არავითარი პლენერზე წასვლა!
მე რა, მე მაგიდაზეც მაქვს ეს პლენერი,
მხოლოდ, გადათეთრება ჭირდება,
მხატვრები მცოდება, ვინც მიწაშია,
ახლა უფრო, ვიდრე წვიმაში, ან თოვლში,
როცა ბუნაგი გატკბილებულია,
იასამნის ბუჩქს რომ ცეცხლი წავუკიდო,
შუქი თუ არა, რაღაც დაუშვებელი,
აღმაშფოთებელი ხომ ჩამოაღწევს შენამდე,
ბოლო ნახატებისვის უჩარჩოობა შევუკვეთე
და ვეღარ ვიყიდე
ხელოსნები რეალური ადამიანები არიან
იასამნისფერზე ფეხი უცდებათ...


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

ლია სტურუა - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლია სტურუა   ლია სტურუა - Page 2 EmptyTue Aug 24, 2021 10:03 am

ლია სტურუა

ადამიანის ხმა

ცნობათა ბიუროში ვრეკავ,
რომ ადამიანის ხმა გავიგონო,
არავის არ ვბაძავ, არავითარ კოკტოს!
ყველას თავისი სიჩუმე აქვს,
მეტ-ნაკლები სიმწარის ხარისხით.
ჯერ მრავალსიტყვაობა, ენამჭევრობა,
ლექციები კათედრების ბარიკადებზე,
ზედ, სისხლის წვეთებივით,
ციტატები ლექსებიდან,
მერე, მისი მარტოობა ბეჭდებიანი თითებით
ეხება გეზისტენციას,
მე სარეველა ბალახს ვებღაუჭები,
ის ურეკავს კაცს, რომელმაც მიატოვა,
მაგრამ სადღაც არის, ყავას სვამს,
იასამანზე ლაპარაკობს, როგორც ქალზე
და, პირიქით, ესთეტიკას ეთამაშება!
მე ცნობათა ბიუროში ვრეკავ,
სადაც, მხოლოდ,
ცოცხლების ტელეფონების ნომრებს იძლევიან...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

ლია სტურუა - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლია სტურუა   ლია სტურუა - Page 2 EmptyTue Aug 24, 2021 10:06 am

ლია სტურუა

ხე ფანჯრის წინ

ეს ვან-გოგობა რისი მაქნისია?
შვილს ვერ იყოლიებ, ხეს _ სიხარულით,
უფრო რომ ყვითელია, მნათობივითაა,
მერე გვიანი შემოდგომა,
როცა ქვევით იყურები,
ჩამოღვენთილი დადიხარ,
ისიც ხომ შეგიძლია, ტუჩების კუთხეები,
სახის გამომეტყველება, ზევით ასწიო,
მოსპო კლიშე!
ქსეროქსზე გადაიღო ის ხე
და ფანჯრის წინ დააყენო...
კარგი ასლი გამოდის,
სიპრიალეს ხორკლი უჩანს,
მსხვილ ფუნჯებს გაგრძნობინებს,
ცოტა, ღვიძლიც აწუხებს,
40 წლის მერე რაღაც
ხომ უნდა გეტკინოს,
სათბური დაიდო, ამასობაში,
უყურო, როგორ აჭმევს მზე
თავისთავს ხეებს,
საიდან ეს თვისება არხეინ სტიქიას?
თავგანწირვა, რომელიც შენ დაგაკლო,
მხატვრის მოსეირნე თვალივით
ბუდიდან ამოგიღო, შიგ საღებავი ჩაასხა,
ხატე, მკრთალი აკვარელი რომ
სისხლს ამოახველებს, ისეთი ფერის
ცოფიანი პეიზაჟები, რომლებიც იკბინებიან
ტილოდან, მუზეუმიდან, აუქციონიდან...
ვან-გოგები და კლიშეები!
მარცხნივ წახვალ, ნანებ,
მარჯვნივ _ მშვიდად და მაძღრად იქნები.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

ლია სტურუა - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლია სტურუა   ლია სტურუა - Page 2 EmptyTue Aug 24, 2021 10:07 am

ლია სტურუა

ფანჯარა დამიკეტეს

აუცილებელი წუწუნი, რომ
ყოველდღიურობა მოგბეზრდა:
სახლი, ჩაი, სამსახური და პირიქით,
შუაში _ ტაფაზე მოცურავე კარაქივით,
ქორწილები, დაბადების დღეები,
სიმღერები, რომლებშიც
ნაღველს აქცევ
და შემსუბუქებული ამოდიხარ,
განურჩეველი,
ორშაბათის მოლოდინში:
მერე:
_ ცოტა ხნით კიდევ გამიგრძელეთ ჩაისსმა!
თხელი ფინჯნიდან ქარვების ყლაპვა,
ჩინური ბალიშების და მუთაქების
პრიალა, ანუ სახლი,
სამსახურის ფანჯარაში ეკლესია _
ერთი აგური, ერთი მტრედი,
ასე აშენებული.
ორი აგური ერთად არ დაუწყვიათ,
არც ორი ჰაერი,
შუაში _ სინათლე,
აქეთ-იქით ჩემი იდაყვები...
ფანჯარა დამიკეტეს,
იმ ქუჩაში გავლა აღარ მინდა,
ასეთ უბრალო რაღაცეებშიც
მექცევა ნაღველი
კიდევ ერთი კვირა გადავაგორე,
ორშაბათს ველოდები...


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

ლია სტურუა - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლია სტურუა   ლია სტურუა - Page 2 EmptyTue Aug 24, 2021 10:08 am


ლია სტურუა - სონეტი წინაპრებს
•Aug 24, 2021

სონეტი წინაპრებს
© ლია სტურუა
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2021

***

ლია სტურუა

სონეტი წინაპრებს

მე ვიცი, ახლა გაიღება სამოთხის კარი,
ერთი მინდორი, კოინდარი, ქონება მთელი.
გამოანათებს ცვილის გუნდა და ჩვილი ყველი,
შარავანდედი გაწურული და უმარილო,
მშრომელი ქალის, თავწაკრული მშრომელი ქალის,
ნატალიასი, მამის მხრიდან ჩემი ბებიის.
მის ხელებს ჰქონდათ ქინძის სუნი და ფერი ბიის
ტყემლის სიცხადე და ჯავარი უმძრახი წყალის,
ხოლო დიდედას ია ეცხო, ვარდი ესხურა,
ციციშვილების გაქანებით და ოქროს ძაფით
სიტყვებს მიმაბა, მომისაჯა სალი კლდეობა,
მეორემ - შრომა, თავწაკლული, სუფთა, გლეხური.
ხოლო ორივემ - მარტოობა ისეთი მძაფრი,
მხოლოდ საქონელს რომ მიყვება სასაკლაოზე.

***
Sonnet to ancestors
The verse by Lia Sturua (in Georgian)
This clip is made with: George Gershwin - Rhapsody in Blue.
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2021

ბმული:
* https://youtu.be/rRuuAuJ4fXo

ლია სტურუა - Page 2 0310

ლია სტურუა - Page 2 08-0110

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ლია სტურუა - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლია სტურუა   ლია სტურუა - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ლია სტურუა
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: