არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 კობა არაბული

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: კობა არაბული   კობა არაბული EmptyMon Aug 29, 2011 9:10 am

კობა არაბული Koba_a10
Koba Arabuli

***
ხელი თუ არა – შენთვის დარჩეს ჩემი ბეჭედი,
უსახელოა ჩემი ხელის ხუთივე თითი...
ამოდის მთვარე ნაისრალი თორღვას ბეჭიდან,
ნათდება უცებ ჩემი ერის სიზმარი – მითი...



კობა არაბული
მწერალი, პუბლიცისტი, ფილოლოგი

კობა არაბული (ფსევდონიმი: გველის-მჭამელი) დაიბადა 1945 წლის 19 თებერვალს, ხევსურეთში, დუშეთის რაიონის სოფელი დათვისში. 1964-1977 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის და ხელოვნების ფაკულტეტებზე.
1992 წელს დააარსა ერის სულიერ ფასეულობათა და ტრადიციათა დაცვის ცენტრი "სერაფიტა" ("ოქროს აკვანი").
1990-1996 წლებში გამოსცემდა მშობლიური მიწის მოვლის და კულტურულ მემკვიდრეობათა ხელშემწყობ გაზეთს - "წუთისოფელი".
მოამზადა "ხოგაის მინდიას სახლის" პროექტი: "ტრადიციული სოფელი ჩაკეტილ ისტორიულ სივრცეში".
1979-1991 წლებში მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ჯერ სცენარისტად და შემდგომ უფროს რედაქტორად, პირველ შემოქმედებით გაერთიანებაში.
ამჟამად არის პროფესიონალ მწერალთა დაცვის ცენტრის პრეზიდენტი, ჟურნალ "მითი და ტრადიციის" რედაქტორი. მისი ფსევდონიმია - "გველისმჭამელი".

სცენარის ავტორი:
* "ხევსურეთი - მითის გაცოცხლება", რეჟისორები შალვა და მერაბ ჩაგუნავები, 1991
* "კაშხალი მთაში", რეჟისორი ნოდარ მანაგაძე, სცენარის თანაავტორები - გურამ გეგეშიძე, ნოდარ მანაგაძე, 1977

წიგნები:
* "გველის მჭამელის წელიწადი" (ლექსები და პოემები). - თბ. : საბჭ. საქართველო, 1990. - 125გვ. ; შინაარსი: ციკლები: "კარი სიცხადისა"; "კარი სიზმრისა და სიცხადისა"; "კარი ფიქრისა და სინანულისა".
* "სულთა შეკრების ჟამი" (ლექსები / რედ.: ევა ჩიკაშუა). - თბ. : მერანი, 1993 (სტ. N1). - 120გვ.
* "კვირიას ხილვები ფხოვის გზებზე" (ლექსები). - თბ. : მერანი, 1987. - 109გვ.
* "ორშაბათი" (ლექსები / წინასიტყვ. ავტ.: გ. ალხაზიშვილი). - თბ. : მერანი, 1982. - 69გვ.
* "გარდამხდარიყო ენკენისთვე" (ლექსები). - თბ. : ნაკადული, 1984. - 61გვ.
* "მყივანა წისქვილები" (ხევსურეთი ხვალინდელი დღე). - თბ. : საბჭ. საქართველო, 1984. - 102გვ.

ბმულები:
* http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=215
* http://lib.ge/authors.php?1535
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000494/
* https://www.facebook.com/კობა-არაბული-Koba-Arabuli-215338321882482/



კობა არაბული
•Sep 19, 2019


study


Last edited by Admin on Thu Feb 20, 2020 2:17 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptyMon Aug 29, 2011 9:13 am

კობა არაბული

გაუცხოვება

„იმ ზამთარს შატილში
მერცხალმა თავი მოიკლა...“
(ბერდედას ტექსტიდან)

იხრება საათის ისარი ჩემსკენ –
სხვისი დრო დგება ჩემს სივრცეში...
ჩემი ადგილი მოსჩანს ფრესკის _
სინათლის მიღმა – სამკუთხედში...
ორი მერცხალი სინათლეს კენკავს _
შატილის კოშკზე წვრილი ნისკარტით (?!)
ცას არ აქვს კარი, მაინც ცის კარი _
იხსნება, როგორც ლურჯი ეკრანი...
სიტყვა-სიტყვაზე შევდგი და, შედგნენ
სიტყვის გოდოლზე ზარის მრეკავნი!..
რეკავენ ზარებს და, ამის შემდეგ,
ქვებზე მერცხლები სხივებს კენკავენ...
. . . .
თუ კი მერცხალი თავს მოიკლავს _
სხივი დარჩება ასაკენკი...
გულზე დარჩება მერცხლებს დარდი _
მხოლოდ სინათლის ერთი წვეთი !?
თუ გადაშენდა სამერცხლეთი _
მერცხლის სანაცვლოდ მოვა ყვავი...
დარჩება “ვერცხლის მაკრატელი”
და გაზაფხული მოსაყვანი...
ჩიტის დარდი და ჩემი ლექსი –
მხოლოდ ხოგაის მინდის ესმის...
მხოლოდ ხოგაის მინდიმ იცის
ჩვენი ამქვეყნად ყოფნის მითი!..
. . . .
იხრება საათის ისარი ჩემსკენ:
ჩემი დრო დგება წაშლილ კადრში...
ჩემი ადგილი მოსჩანს ფრესკის _
სინათლის სხივთა თეთრ კვადრატში...

29. V. 1998

study


Last edited by Admin on Thu Feb 20, 2020 2:48 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
გაგა
Into Armury
Into Armury
გაგა

Male
Number of posts : 146
Age : 109
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptyMon Aug 29, 2011 9:48 am

ძალიან მიყვარს კობას პოეზია Smile

კობა არაბული Koba_a10

კობა არაბული

მე არ მეგონა...

ლიფოდა...
ხადუ...
ხალდე...
ახადი...
მე არ მეგონა თუ აქ გნახავდით –
შუმერის ჯვრებო ქვებზე ნახატო!..
თუ მეყოფოდა პური მცხეთამდე,
ძველი ღმერთიდან ახალ ღმერთამდე,
ერთი ნაბიჯი მრჩება ლეთამდე _
ახალი დროის საგიჟეთამდე!..

როცა ჟინვანთან წყალზე გადახვალ –
მაშინ იფიქრებ – ნეტავ სადა ხარ!?
რომელი ჯვარი ჰქონდა იახსარს –
დევის სისხლში რომ არ დაიმარხა...
გაფიქრებს ქარდუს ქვების დანახვა, –
და მუცოს კედლის გვერდზე გადახრა –
გატკივებს გულს და ლოცვას განდომებს,
ეს ქვები სიტყვას აღარ განდობენ...
ხერთვისის ჭალებს ჟამი გადახნავს –
ბედისწერული ძალის თანახმად:
წყალში ეფლობა ჯვარი ჟინვანის:
შენი “ნანი” და შენი “ინანი”...
გვიან მიხვდები - როგორ დაგმარხეს(!)
როცა მიხვდები მერე ინანი...

წინხადუ...
ხალდე...
ხადუ...
ახადი...
ხეთური ჯვრები ქვებზე ნახატი!..
ეს მოკლე გზაა მცხეთის სახლამდე,
და ერთი სუნთქვა – ქრისტეს კვართამდე!..
გაფითრებს მცხეთის ჯვარის დანახვა –
ანუ – ჟრიალი სახვთო სამარხთა...
სიცოცხლის სხივი ორად გაყრილი:
როგორც ხოგაის – მინდის აჩრდილი...

მთებზე ანათებს სული მეოხი –
ის საქართველო დავით IV – ის!..

Smile
Back to top Go down
http://www.saqartvelovgaikhare.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury
მხოლოდ მთებშია თვისუფლება

Female
Number of posts : 77
Age : 29
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptyWed Nov 09, 2011 7:39 pm

*****

მას მერე სამოცჯერ კიდევ დაღამდა და გათენდა,
ე.ი. გარდახდა წლის მეექვსედი წილი,
გადაისიზმრეს მზით დაბინდულმა დღეებმა ...
ბევრი ღამე უმთვაროც იყო,
მერე მოვიდა ზამთარი და შემოათოვა მთების გუმბათებს,–
სითეთრე მშვიდი იყო და გაუგონარი სევდით გაფოთლილი...
გაღმა სოფელი ისე ჩანდა, როგორც საცერში...და იცრებოდა,
თითქოს სახლები ცაში საკვამურიდან ამოსული კვამლით ეკიდნენ,
მერე საკვამურებიც ჩაიძირნენ და მხოლოდ კვამლი დარჩა...
შეშინებული შვლები სახლებში შემოცვივდნენ.
მარტოობისა და სამყაროს მთლიანობის
ისეთი განცდა დამეუფლა,
რომელიც ბუნების ჩემთვის მანამდე უცნობმა
მდგომარეობამ მაგრძნობინა...
რა ყოფილა ბუნება:
როგორ გეცხადება თავისი მრავალგვარი სახით.
"ჩვენ მასში ვართ და იგი ჩვენშია"
თუმცა არასოდეს არ ვიცით, ვინა ვართ
და რატომა ვართ...
Back to top Go down
http://dadala.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptySat Sep 15, 2018 8:21 am

კობა არაბული

***
მე ვიხილე სამოსელი ქრისტეს ნახმარი,
და ქრისტეს დედის ნასახლარი – მცირე სახლაკი...
ჩემი წინაპრის მამულები მზის-შუქ-ნაწნავი,
ვეფხის და მოყმის ნალექსარი – ცრემლით ნარწყავი...

თუმცა ვერ შევძელ: ვერ ვისწავლე, ვერც შენ გასწავლე –
როგორ იკვრება ვაზის ჯვარი ნინოს ნაწნავით!?.
ან როგორ წვება გახუასთან ქალი წაწალი,
ქალის ლამაზი ნაკოჭარის – კოცნით დამწვარი...


study


Last edited by Admin on Thu Feb 20, 2020 12:31 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptySat Sep 15, 2018 8:22 am

კობა არაბული

წუთისოფელი

ხომ ლამაზია შატილი –
კოშკები ცაზე ნახატი...
ბერდედას ცრემლით ნატირი
იგი სულ სხვაა – არხვატი!..

ხომ ლამაზია არხვატი –
დარბაზი მოკალმახული...
მაგრამ სულ სხვაა სანატრი –
ცა, როშკის თავზე განხმული...

ხომ მწუხარეა ბალახი –
ანატორს სული ნათლისი...
ქვაზე მტირალი კალმახი –
იგი სულ სხვაა – დათვისი...

ჩემი დარდია ნამალი –
მთები შუაზე გახსნილი...
ფიქრია ჩემი წამალი –
შენს ჭრილობებში ჩაშლილი...

ხომ ყველასა ჰყავს თავისი –
გმირი, ხატი და ღალატი...
ჩვენცა გვაქვს ჩვენი კრწანისი,
ვეფხვი, მოყმე და კარატი...

მე ჩემი მიყვარს თვალ-ჭრელი –
ყანა და ქალი სწორფერი...
ჩემი ღალატის ვაშლები
და ჭრელი წუთისოფელი...

study


Last edited by Admin on Thu Feb 20, 2020 2:46 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptySat Sep 15, 2018 8:26 am

კობა არაბული Koba_a11

კობა არაბული

ენგადი – ქაჯებთან ომის მითი

დაწვა სამძიმარა ხოგაისთან – იმ ღამეს სულთაკრეფისას...
ვერცხლის ყელსაბამი ჩაუფინა ლოგინში
და მზისფერი თმები ქერის ძნებივით დააბერტყა ლავიწზე, -
ქალმა “ვერცხლის ღილი” მოსთხოვა ხოგაის:
“ჩამიშალე ოქროს თესლი ყანაშიო” – შესცინა...
ხოგაი მიხვდა, რასაც ნიშნავდა ეს _ “ვერცხლის ღილი” _ ქადაგის ენით-
მთელი ღამე რძიან ბურუსში ტოპავდა იგი
და იწვოდა ვნების ცეცხლში...
. . . . . .
როდესაც თვალი გაახილა:
ლოგინში მხოლოდ ყელსაბამი იხილა,-
არსად სჩანდა ქალი – სამძიმარა...
მოეჩვენა რომ რძისფერი ღრუბელი თრთოდა სარკმელში
და იქ გაუჩინარდა მისი ტანი...
სამკაულის ჟრიალმა კი მთებზე გადავლო!
ქალი არსად იყო:
ხოგაი მიხვდა რომ ქალმა წაიღო ნაყოფი მუცლის ნაკრაულით
და გაუჩინარდა...
„ეგ ისევ დაბრუნდებაო“ – გაიფიქრა ხოგაიმ.
. . . . . .
მეთორმეტე წლისთავზე დიდი ომი დაიწყო ქაჯებთან,-
ხოგაი საომრად წაიყვანეს ხახმატის დროშით:
მიდიოდნენ ყმანი სალოცავის ძველი დროშებით,
მიჰყვებოდნენ ხვთიშვილნი –
და მიჰყავდათ ხოგაი – გვამიდან გასული(?!) –
ხოგაი „გვამიდან გაიყვანეს“ ხვთიშვილებმა,
უხორცო წარიტანეს თანა საომრად!..
ვინათგან: ხორციელნი ვერ შევიდოდნენ ქაჯთა ციხეში –
სრულიად უხორცონი და ხვთიშვილნი შემოკრბნენ, -
წმინდანი...
გაწმენდილნი მეომარნი უფლისანი მოადგნენ ქაჯთა ქალაქს –
ციხე – სიმაგრეს ქრისტეს მტრებისას!!
. . . . . .
ვერ გადალახეს ჯანგის კედელი,-
ვერ შევიდნენ ვერც კარებიდან,
ვერცა სარკმლიდან –
ვინადგან ქაჯნი შეასხმიდნენ სისხლსა კატისას...
. . . . . .
ხოგაი შეეცადა ცხენის გვამში შესვლას და შეპარვას-
მაგრამ ქაჯებმა ,,ობი“ დააყარეს!?
ხოგაიმ გვამში ვერ გაძლო
და გამოვიდა გარე – მზეზე...
. . . . . .
მაშინ ხოგაის 12 წლის უწვერული ყრმაი დაუდგა თვალწინ-
გამოეცხადა ჭიმად!-
მას ახალ ასხმული ჰქონდა აბჯარი
და პერანგის დაბლა ჯერ კიდევ არ მოუჩანდა მუქასარი ?!-
ჯერ მთლიანად მოწიფული ვერ იყო კაცად და მეომრად...
,,მე შევაღწევ ქაჯთა ქალაქში – უთხრა ამ ყრმამ ხოგაის –
და შიგნიდან ჩავკაფავო ჩემი მახვილით”...
,, ვერ შეძლებო?”-უთხრა ხოგაიმ!
,,კი, ვიზამო ?!”- მიუგო ყრმამ-
და ,,ვერცხლის მძივი” დაანახა ხოგაის... ………
. . . . . .
ხოგაის გაახსენდა სამძიმარასთან ნაწოლი ღამე ...
,,მე ხვთის ნასახი ვარო!” _ უთხრა ვაჟმა...
,,მაშ კი შეხვალ და შეაღწეო!... - მიუგო ხოგაიმ _
შენ შვილი ხარ ჩემი _
და ეს ნაზმანები მქონდა ძილის-შორისშიო”...
. . . . . .
და განვლო ქაჯთა ციხის კედელი ყრმამ, ვითარცა ფხვენმა _
და სარკმლიდან გარდავიდა!..
დედა სამძიმარა საფარველს სდებდა და ქათიბის კალთას
უჩრდილებდა...………………………
. . . . . .
ზირწუ გამოისმა შიგნიდან, ზირწუ-
ეს მოზრიალე ხმა იყო შეძრწუნებულთა,-
და ორი თავი გადმოვარდა ციხის სარკმლიდან!!
იტყოდნენ: ერთი ქაჯთა დედისაE
და ერთი ქაჯთა მამისა იყო – და ორივე თევზივით დამპალი-ო!!
და კარი გაიღო-
და ომი დასრულდა!?!

როცა ,,თევზის თავები“ ლპება და იჭრება-
ომი მთავრდება!..
. . . . . .
აურაცხელი ხუასტაგი იხილეს, მეომრებმა უფლისამ, ,,ქაჯთა ქალაქში“,-
და-ხორციელმა ხოგაიმ:
დატყვევებული ოქროს ფანდურები,-
დატყვევებული ქალები...
დატყვევებული ვერცხლის აკვნები!
დატყვევებული მჭედლები და მემჭედურები,
ციხის ხურონი ... მლოცველნი და მკურნალნი...
განახვნეს კარნი და გამოლალეს ხვასტაგი
და მოლალეს ხახმატის ჯვარში-
და საყმოში განაწესეს ომით ნაოტი
. . . . . .
გაანთავისუფლეს ფერისა და სევადის ოსტატნი...
გაანთავისუფლეს აქიმნი და სიტყვით მკურნალნი...
გაანთავისუფლეს დატყვევებული ან-ბანი
და განავრცეს იგი!..
. . . . . .
ხვთიშვილთ, სახოიშნოდ მოხმობილი ხოგაი, გვამში ჩააბრუნეს!-
თუმცა მისი გვამი შეჭმული იყო ჩრჩილისგან,-
ხოაგი ნებით შევიდა ნაცნობ სამოსელში...

ერთი წამი მოეჩვენა ქაჯებთან ომი ხოგაის,-
თუმცა ერთი საუკუნის ჟამი გასულიყო-
დრო თამთამებდა: დღევანდელი გუშინდელს ჰგავდა,
1 000- ერთს!
და ერთი, როგორც ათასი-იხილვებოდა!?
და მის წინ იდგა მისი მემკვიდრე,
ხვთისნაბადი - ხოგაის მინდი - და იღიმებოდა გადარჩენის ნიშნად,
ხოლო ხოგაი კი გადიოდა ამა სოფლიდან!..
. . . . . .
საუკუნეზე მოკლე არ იქნება არც ერთი ომი ჩვენს მამულში,
და ვერც ვერავინ დაამარცხებს მტერს უფრო ადრე:
ჩვენი ომი მუდმივია და გრძელდება დიდხანს,
თუმცა შესაძლებელია მისი ერთ წამში დასრულება _
და ეს ნუ იქნება მოულოდნელი ჩვენთვის?!

ესე ანდრეზი ,,ვერცხლის ღილია “ დამარხული სხვათა მიერ,
სხვა დროში,
და გამორჩეულია ჩემს მიერ-რელიგიათა და სექტათა ომებიდან-
ახალი აპოკალიფსის ბეჭდით.../
და გაბრწყინებულია მაშინ,
როდესაც გამოდის ახალი ათასწლეულის-III- მთვარე,
როდესაც ცოცხლებს სურთ მიცვალებულთა საქმეების გახსენება
და ემზადებიან უფლის ახალი აღდგომისთვის...


Smile

Engad - the Myth of the war with Devils

That night Samdzimar1 slept with Khogai
She spread a silver necklace in his bed,
And splashed her sun – colowred hair like barley bales on his shoulders.
The woman asked for a “silver button”.2
“Sow your golden seed in my field”, she said with a smile.
Khogai understood what “the silver button” meant...
All night long he had been walking in milky mist,
All night long he had been burning with passion fire.

***
When he opened his eyes
He saw only the necklace in his bed.
The woman – Samdzimar was seen nowhere.
It seemed to him that a milky – coloured cloud was trembling beyond the window,
Where her body disappeared.
And the tickle of her jewelry had walked over the mountains.
The woman was nowhere.
Khogai understood that she had taken the fetus with her body
And disappeared...
“She will come again”, thought Khogai.

***
On the twelfth anniversary of that event
A great war with devils began.
Khogai was taken to fight under the banner of the Khakhmati sanctuary.3
Warriors, servants of God with old flags were marching.
The sons of God4 were with them too.
The sons of God had taken Khogai out of his body,
They took incorporial Khogai along with them to fight;
For men with flesh could not enter the devils’ fortress.
The cleansed warriors of God, all incorporial
And sons of God reached the devils’ castle –
The fortress of Christ’s enemies.

***
They could not overcome the wall of rusty fog .
They could not enter the castle neither through the gate
Nor through the windows,
For the devils had sprinkled everything with the blood of a cat 5.

***
Khogai tried to enter the corpse of horse
And thus penetrate into the castle.
But the devils threw down mold 6.
Khogai could not endure being in the corpse of horse
And left it.

***
A twelve year old youth stood before Khogai.
The lad was still too young to be a warrior.
“I can penetrate in the devils’ castle”, he said.
“You can not” , was Khogai’s answer to that.
“Yes, I can”, said the lad.
And he showed him a silver button that he had.

***
Khogai remembered the night spent with Samdzimar.
“I am a fetus of God”, said his son.
“Now I believe you can do it”, Khogai said;
“You are my son and I had a dream about that”.

***
The lad had crept on the wall like a lizard
And entered the castle through the window
His mother Samdzimar shielded him with her robe.

***
Screams arose from the fortress:
Voices of fear;
And two heads were cast from inside:
One was the head of the mother of the devils.
And the other was their father’s head.
Both of them were rotten like a spoiled fish 7
The gate was opened.
The war had ended.
When the heads of fish are cut and become rotten
The war ends.

***
The warriors of God saw countless treasure and people in the devils’ fortress:
Imprisoned colden mandolins,
Imprisoned women,
Imprisoned silver cradles!
Imprisoned smiths and blacksmiths;
Castle builders, pilgrims and healers...
They opened the door and drove out the people
And directed them to the Khakhmati sanctuary.
The masters of colors and decoration were freed,
the healers that healed with medicines and the healers that healed with word were freed.
The imprisoned Alphabet was freed and spread!...

***
The sons of God returned Khogai in his corpse,
Though his corpse was already eaten by moths.
Khogai entered the familiar clothing of his own free will.
He thought the war with devils lasted one second,
Though a century had passed...
Time was shivering: Today was like Yesterday.
A thousand was like one.
And one was seen as a thousand.
And his heir stood before him,
Born with God’s will.
And his name was Khogai’s Mindi 8.
He was smiling as sign of survival,
But Khogai was leaving this word.

***
No war will last less than a century in our land.
And no one can defeat the enemy earlier than that.
Our war is eternal, lasting for a long time,
Though it is possible to end it in a second.
This myth is a “silver button” buried by others
In other time.
And it is distinguished by me from the wars of religions and sects
With a new apocalypse seal.
And it shines
When the third moon of a new millennium appears,
When those who are alive want to recollect the deeds of d,
And when they are preparing for a new resurrection of Christ.

1. Samdzimar - she is believed to be daughter of God.
2. Silver button – allegorically means “a son”.
3. The Khakhmati sanctuary – Santuary in Khevsureti (Georgia), where 53 tribes
of the Caucasus go and pray.
4. The sons of God – God’s angels.
5. The blood of a cat – the blood of a cat was believed to be impure and had a magic power against clean and saint people.
6. mold - a kind of magic arms of the one epoch.
7. Khogai’s Mindi – Mindi, son of Khogai.

ეს ლექსი ინგლისურად გამოიცა ამერიკაში; 'INTERNATIONAL POETRY REVIEW'-ში
SPRING-2009. Editor - Mark Smith-soto.
Translated by Tina Arabuli


study


Last edited by Admin on Thu Feb 20, 2020 2:13 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptySat Sep 15, 2018 8:29 am

კობა არაბული

დაბრუნება

ენკენიობას –
კიდობნის გახსნის დღეს,
მოულოდნელად ხოგაის მინდი დაბრუნდა თავის სამშობლოში!..
პირველად ღვთიშობლის ნიშმა იცნო მოსული!?
მერე – პირიმზის ყვავილმა,
რომელიც ის ის იყო ამოდიოდა თოვლიდან –
და მერე ქალმა,
რომელსაც მთვარის შუქი ედგა სახეზე...

სიბრძნე დაკარგულ ხოგაის მინდისაც არ ახსოვდა ბევრი რამ:
ის თანდათან იხსენებდა ქალს, რომელიც მის ხსოვნაში ენთო...
იხსენებდა: ძაღლს, რომელსაც წმინდა გიორგის მწევარი ერქვა...
იხსენებდა: ცხენს, რომელიც მტრის მდევარი იყო...
და თავის სამშობლოს ნიშებს-სულში რომ ედგნენ...
და იხსენებდა: აბჯარს და, დავითფერულს...
და ბოლო ომს, რომელიც მისთვის ბედისწერით დასრულდა...
. . . . . .
ბრუნდებოდა ხოგაის მინდი:
თანდათან ჩამოდიოდა სინათლე მთებზე,
ბრუნდებოდა ღამე – ღამეში,
დღე – დღეში,
სიხარული – სიხარულში,
დარდი – დარდში,
ზამთარი – ზამთარში,
ყვავილი – თოვლში,
ყველაფერი თავის ადგილზე დგებოდა...

მინდი ხელებს ითბობდა ყვავილის შუქზე _
თოვლიდან ცეცხლივით ამოღვივებულ ყვავილებზე,
მათ მოცისფრო, მომწვანო ალზე...

ირგვლივ კვირიონები დაფრინავდნენ –
რადიაციული ღრუბლებიდან ჩამოყრილი ჩიტები...
მიწაზე უანდრეზო ტაროსი იდგა...
„კაცს ვაქცევ-კაცად!
ქალს ვაქცევ-ქალად!
და სიტყვას ჩემი მამულის ფარად!“ -
გაახსენდა მას ძველი ანდრეზი
და დაიწყო აბჯრის ასხმა და ცხენის შეკაზმვა...
სულ სხვა იყო მისი აბჯარი-ფერნაცვალი-
დაფარული ახალი დროთა სევადით-
ჟანგდაცვენილი...

ბრუნდებოდა ხოგაის მინდი:
შედიოდა ქვებში სინათლე,
ჭვიოდა სინათლე მდინარეში,
მდინარიდან ისმოდა ორაგულების მუსიკა -
თევზები უმღერდნენ ცაზე გამოსულ
ხოგაის მინდის ახალ მთვარეს...

იალ-კიალებდა ცაზე მთიების შუქი -
ეს იყო ჟამთა ცვლის ჟამი,
აპოკალიფსური დრო -
როდესაც I-საუკუნე კვდებოდა XXI-საუკუნეში...
იდგა ხევისბრის საკარცხული _
უკუღმა მბრუნავი ბორჯღლით,
რომელიც უცდიდა – III ათასწლეულის წარღვნას...

2001

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptySat Sep 15, 2018 8:33 am

კობა არაბული

წარწერა მდინარეზე

გამოვა ხოგაის მინდის გველი და
სამას მეერთე მეომარი აისხამს აბჯარს...
სამოსს გაჰყიდის ჩემი ერი... და გავა ომში!!

თქვენ თუ იქნებით, – ჩვენც ვიქნებით...
თქვენ თუ წახვალთ, – ჩვენ აქ დავრჩებით!
არ იფრენენ ჩვენს ჰაერში დირიჟაბრები,
ვერც კერძოვირი აფრინდება შვეულმფრენივით...
იჭრიალებს მხოლოდ ურემი
არდოტიდან ტარიმანამდე...
. . . . . .
ფხოვის ჭალებიდან გამოკრთება რბილი სინათლე:
მისი ყველა ქვიდან...
მისი სულის წყაროებიდან
და მცენარეთა კვირტებიდან...
ხეობაზე იდენს თევზისფერი მდინარე
და თვით მდინარეზე იქმნება
წარწერა ასომთავრულით:
“დამარხულ არს ენაი იგი,
დღემდე მეორედ მოსვლისა, მისისა, საწამებლად-..
. . . . . . . . . . . . ”
და გამოვა ხოგაის მინდის გველი ჭრელი ნიშიდან,
ჩაფიქრდება და ბრძანებს (იტყვის) იგი:
“ხელს ნუ შეახებთ –
რაც ლამაზია
და რაც სხვისია ამ ქვეყანაზე,
ყველას თავისი სული პატრონობს...
შენი ის არის, რაც შენშია შეუცნობელი
და თუკი ის ფორმასა და სახეს შეიძენს,
თუკი მუსიკით შეიმოსება
და ნიშივით გამოვა მზეზე, _
იგი იქნება შენი ხატი!..
მასაც ექნება თავისი გველი,
დადგება და ილოცებს შენთვის...
და თუ სიბრძნე დაკარგული გაქვს,
შეიძლება მოხარშო და მიირთვა კიდეც” ...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptySat Sep 15, 2018 8:34 am

კობა არაბული

თალალა

უშობლის შარდით იბანდა თმას ქალი თალალა
და ებურა ღვინისფერი დალალები აქერტილი ლოყების ქიმზე.
შეიტყუებდა ყმაწვილკაცებს _ მიაჭყლეტდა ჩალის ლაჭანზე _
და მიჰქონდა თაფლიანი ქოთნები უბით...
მის ახლო-მახლო ყვავილები იერს ჰკარგავდნენ,
იქაურები სულ “თალალა-თალალაო” – გაიძახოდნენ!…

... იმ ზამთარს ქალი შეიწირა თოვლის უდაბნომ:
დედიშობილა მოემწყვდია ჩალის ლაჭანში,
მოეწურა ჭყინტი ყველივით,
დასტეხოდნენ თაფლის ქოთნები...
მისი რძისფერი ტანის სითეთრე შეეწოვა თოვლს
და თოვლი იყო რძისფერი.

კაცები თვალცრემლიანი მოსდგომოდნენ
გაწურულ სხეულს ქალისას, –
როგორც სკიდან გადმოვარდნილ ხილილოს ფუტკრები, –
და ზლუქუნებდნენ...
ო, რა სინანულის ტბები ედგათ თვალებში...

იმ ზამთარს ჩემი ლამაზი ცხენიც გაჰქრა თოვლში
და კიდევ _ რქაჟანგიანი ხარი,
ისე სტიროდა ჩემი ბებერი მამა ხარს, როგორც ძმას,
ხოლო გველეთელებს კარგად ესმოდათ ცხენის ჭიხვინი,
რომელიც ხეობებიდან ამოხდა
და თეთრად შესუდრული მწვერვალები გადიარა...
.....
ცოცხლები სწრაფად ივიწყებენ უბედურებას
და ბუნებაც უცვლელი რჩება...
ის ზამთარი და სხვაც, –
რომელიც ესოდენ მწუხარე იყო ჩვენთვის, –
ხსოვნაში გაჰქრება,
ყოველივეს დაუდგება თავისი ზამთარი
და მარადიულ სითეთრეს შეერწყმის...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptySat Sep 15, 2018 8:35 am

კობა არაბული

მე არ მეგონა...

ლიფოდა...
ხადუ...
ხალდე...
ახადი...
მე არ მეგონა თუ აქ გნახავდით –
შუმერის ჯვრებო ქვებზე ნახატო!..
თუ მეყოფოდა პური მცხეთამდე,
ძველი ღმერთიდან ახალ ღმერთამდე,
ერთი ნაბიჯი მრჩება ლეთამდე _
ახალი დროის საგიჟეთამდე!..

როცა ჟინვანთან წყალზე გადახვალ –
მაშინ იფიქრებ – ნეტავ სადა ხარ!?
რომელი ჯვარი ჰქონდა იახსარს –
დევის სისხლში რომ არ დაიმარხა...
გაფიქრებს ქარდუს ქვების დანახვა, –
და მუცოს კედლის გვერდზე გადახრა –
გატკივებს გულს და ლოცვას განდომებს,
ეს ქვები სიტყვას აღარ განდობენ...
ხერთვისის ჭალებს ჟამი გადახნავს –
ბედისწერული ძალის თანახმად:
წყალში ეფლობა ჯვარი ჟინვანის:
შენი “ნანი” და შენი “ინანი”...
გვიან მიხვდები - როგორ დაგმარხეს(!)
როცა მიხვდები მერე ინანი...

წინხადუ...
ხალდე...
ხადუ...
ახადი...
ხეთური ჯვრები ქვებზე ნახატი!..
ეს მოკლე გზაა მცხეთის სახლამდე,
და ერთი სუნთქვა – ქრისტეს კვართამდე!..
გაფითრებს მცხეთის ჯვარის დანახვა –
ანუ – ჟრიალი სახვთო სამარხთა...
სიცოცხლის სხივი ორად გაყრილი:
როგორც ხოგაის – მინდის აჩრდილი...

მთებზე ანათებს სული მეოხი –
ის საქართველო დავით IV – ის!..

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptySat Sep 15, 2018 8:36 am

კობა არაბული

სულკალმახი
(მისტიური პეიზაჟი)

დაფარულია სული ბალახით,
ჭალა-მდინარით...
წყალი-ყინულით...
მდინარის პირას დგას სულკალმახი –
ეს მოკალმახე ჯერ არ ხილული...

მდინარის პირას დგას სულკალმახი –
ურწყში ნაწვიმი სველი ხალათით...
დგას ნაუქმარი, ჩალის კალათით, –
ძველი მეთევზე, აწ-ამანათი!?

ეს სულ სხვა დროა
და სხვა მდინარე:
თევზის ლპობის და წყალთა ზამთრობის...
დღეს სხვა უქმია – ქრისტეს წინარე, –
უქმი ცოცხალთა ბედოვლათობის!..

მდინარე ყვითლად ლპება ქვირითით
და ჩნდება ხავსი წყალთა ბრუნვაში...
მდინარის გლოვას ისმენს ტირიფი,
მოხუცის ქოხი თვლემს ძილ-ბურანში...

წყალი იძინებს მთვარის ნათელში:
თევზებს მთვარიდან ითვლის ყამარი...
ირგვლივ ყანაა, – (პეტრეს ნათესი?), –
სამი მამალი ყივის ყანაში...

ჩვენ ზოგჯერ წყალი მიგვაქვს კალათით
და პირშიც წყალი გვიდგა თევზივით...
მდინარის პირას დგას სულკალმახი -
დავიწყებული დროის ვეზირი...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptyThu Feb 20, 2020 12:47 pm

კობა არაბული

ხილვა: შესვლა პანტომიმის თეატრში

შენ გამოხვედი პანტომიმის თეატრიდან
პოეტის ნიღბით _
დაასრულე გრძელი სპექტაკლი...
გადახვედი მეტეხის ხიდით
აიარე ღვინის აღმართი...

გორგასლის ძეგლთან იდგა მოხუცი პატრიარქი.
ცხარედ ტიროდა _ `მზეს ცვარს ხოცავდა!..~
`ეს სისხლიაო!..~ _ ჩაიხედა მდინარისაკენ _
სისხლიანი მიდიოდა მდინარის წყალი...

მომიახლოვდა:
`წადი, ერთი ხბო იყიდეო,
ყველამ გაზარდეთ თითო ხბოო...
დაანებეთ პანტომიმის სპექტაკლებს თავი!..~
. . .
გამეღვიძა სხვა უბანში:
საშინელი ვირუსით და ემოციით...
ჟრიალებდნენ სიცხის ეჟვნები:
დუღდა ჩემი საკეკის ქარი,
როგორც ლუდი სვიით შემთვრალი...
. . .
რა მესიზმრა,
ანუ რა იყო ეს სიზმარი:
რა ატირებდა მხცოვან პატრიარქს მეტეხის ხიდზე?..
რა იყო ის ხბო:
იქნებ_ სიკეთე...
ან _ სიმშვიდე...
ან _ ძველი წიგნი...
თუნდაც იმედი...

მართლაც მომინდა, ხბო რომ მეყიდა!..
. . .
ჩამძინებოდა ცოტა ხანს კიდევ:
რაღაც ცხოველი დადიოდა ჩემს ძველ სახლში,
თითქოს შველი... თუ ხის თოჯინა?_
ანგელოზივით მიყურებდა სარკის ჩარჩოდან?.. _

`გულის ადგილას ბუდე მაქვსო_მეუბნებდა_

ნუ გეშინია, გადავრჩითო!..~ _
ტიტინებდა, როგორც ბავშვი,
ფრთხილად...
ფრთხილად წარმოსთქვამდა ქართულ სიტყვებს...
მიხაროდა, ეს არსება ქართულად რომ ლაპარაკობდა...
`თავიდან ვსწავლობ ქართულ ენასო...~
თითქოს ტიროდა ვაჟას შველივით...
. . .
გამეღვიძა: კარგად ვიყავი...
რა ხილვა იყო, რა სიზმარი, მულტფილმივით...
ჩამცხრალიყო ჰაიმორიტი...
გარეთ ხე ჩანდა _ ჩიტის ბუდით_ვიწრო სარკმლიდან…...
. . .
ძლიერ მომინდა პანტომიმის თეატრში წასვლა,
გამახსენდა ერთი შემთხვევა:
ჩემი ახლო მეგობარი სულ მპატიჟებდა
ამ თეატრში _ ვერის დაღმართთან...
და ერთ სისხამზე ბედისწერამ დადგა სპექტაკლი:
ერთი მანქანა და ერთი კაცი
ვერ ასცდნენ ერთურთს მეტეხის ხიდთან...
ბალდახინმა გაიტანა?! ეს არტისტი ოქროსთმიანი:
“პანტომიმის ოლივიე”_
ძვლებ დატეხილი მიასვენეს ღამის სპექტაკლზე...
. . .
ამის მერე:
აღარ მინდოდა ეს თეატრი.
ახლა მომინდა, 20 წლის შემდეგ _
თეატრში წასვლა: ძველი ტკივილის გაცოცხლება...
ვის ჩაუტყდა დროის ხიდი ამ სცენაზე
ეს თეატრი ცხოვრებაა, თუ სახიობა...

რა სპექტაკლია ეს სპექტაკლი _
რეჟისორი, თუ ბედისწერა რომ ადგმევინებს?!.
ვინ მიიჩნევს უფლის ნებას, როგორც იღბალს...
...
გადავდივარ მეტეხის ხიდით_
აბოს ნიშთან ლაკლაკი იჯდა,
მტკვარი მართლა წითელი იყო...
ეს მდინარე ჩვენი ამბის მიმტანია წარსულ დროში(!?)
თუ_ მომავალში...…
. . . .
“მემენტო მორი”_აწერია ყვიტელ აფიშას_
როგორც მაშინ?..
მე შევდივარ პანტომიმის თეატრში ნიღბით.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptyThu Feb 20, 2020 12:54 pm

კობა არაბული Koba_a12

კობა არაბული

პოეზიის განცდა

ისე გრძნობს ჩემს ლექსს,
როგორც ხავსი მდინარის ტალღას...
როგორც ქარი უდაბნოს მირაჟს...

ის ხედავს ჩემს ლექსს,
როგორც ბეჭზე „წაკითხულ“ სიზმარს _
პიქტოგრამების Fata Morgana-ს...

გადმოირბენს ფეხშიშველი ნათლული ბანზე:
ჩამოვარდნილი კენჭის ჩქამი
გააღვივებს ჩემს ემოციას...

როგორც კედელს,
ზოგჯერ ისე ეჯახება ქარი ჩემს ვერლიბრს...
შენი მზერა იხდის პარაკლისს _
საკუთარ თავში გაჩენილი ამაოების...
ნუ შეგაკრთობთ, `კირჩხიბებო~, მთვარის სინათლე,
შუქს თუ გაჰყვებით, ზღვებში აღარ დაიკარგებით...
არ ჩარჩებით პოეზიის აკვარიუმში,
როგორც თევზები....

გადაიხადეთ პარაკლისი „ლექსის აღვსების“(!!)
ტიკებივით ნუ ტივტივებთ ბოღმის მორევში,
ნუ დგებით გზებზე შხამიანი სოკოებივით,
ორეულებო სხვისი წიგნების...

თითქოს პარასკევდაკარგულმა გავიღვიძე
დროის გვირაბში:
Fata Morgana _
პიქტოგრამების მირაჟი მხვდება
კოპალას ქვებთან...
პიტეკანტროფის მღვიმეებში, როშკის კლდეებთან,_
ლექსი გაქცევს დროსთან მორკინლად!..

study


Last edited by Admin on Thu Feb 20, 2020 2:14 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptyThu Feb 20, 2020 1:28 pm

კობა არაბული

ურითმო ლოგარითმი

დაიგვიანეს ფრინველებმა _
ჭილყვავების ადრეული მოვიდა თოვლი:
დაფერდნენ მთები: დაალმაცერდა ჩვენი გზები ფეხმოსაკიდი!..

“აგრე ტაძარი! _
ეკლესია გამოჩნდა მშვიდი,
აი, აქანა: ფლატეს თავზე _ ხეობის შიგნით _
ნისლის ნაფლეთში გახვეული მაცხოვრის წიგნი!”
“რამ დაგვაბრმავა, აქამომდე რომ ვერ ვხედავდით,_
რა წყალს ვღეჭავდით, ჩვენ ცოდვილი დროის მხედარნი!”

დაგვაფეთა უცებ ნისლიდან
ამოფეთქილმა საყდარმა თეთრმა _
და სახტად დავრჩით!..
.............
უეცრად სეტყვა წამოვიდა ხატის ტყეებზე,
ვერცხლის ბარძიმი დაუგორდა ბებერ ხევისბერს!..
ელიას მთაზე ქვების ტაბლა მომწვდა მუხლამდე,
გამიყინა კვირის თავები _
ერთი ჟამი მარტო დავრჩი კვირიასაებრ!..

აქ გზები სეტყვით დასეტყვილი შეხვდნენ ერთმანეთს _
გზა-ჯვარედინად გადაიქცენ და აბალახდნენ...
გზა და გზა ქვებზე _ ჭრელი ლექსი ჩამომიფინეს?!.
ბავშვებს “დიგალნი”* დაუგორეს ხუცის ნაკურთხი...
შარაზე ცხვრები მიბღაოდნენ “ოთხრქა-ოთხყური”**...
მერე ქალებმა ჭრილობები რძისცვრით მომბანეს...

იქ, მეხთატეხის საუფლოში, დამრჩა სოფელი, _
ძველი მითები და სიზმრები ჩემი სწორფერის...
ის გაზაფხხულიც _ უიმედო ჩვენი სურვილი _
ჩვენი _ ქართველთა გაზაფხული, ცრემლჩაწურული...

---
* დიგალნი _ სამეშვლო ხმიადები.
** ოთხრქა-ოთხყურა ცხვრები _ მითოლოგიური ცხვარი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptyThu Feb 20, 2020 1:30 pm

კობა არაბული

თორღვას ლექსები

წაიკითხეთ... წაიკითხეთ თორღვას ლექსები:
მიუშენეთ... მიუშენეთ იმედს _ იმედი...
შეუდექით... შეუდექით მამულს ბეჭებით...
ატარეთ სიტყვის საბეჭური და უეჭველი _
ფხოველ სარანგის ნასწორფრალი ვერცხლის ბეჭედი...
ამოიყვანეთ თორღვას მთვარე თქვენი ბეჭიდან!!!

ნუღა წახვალთ სანადიროდ ძველი ურმებით...
მოძებნეთ თოვლზე საკუთარი ნაფეხურები:
როცა ლომის კვალს გადაკვეთავ _ ლომად იქცევი!?
როცა კურდღლის კვალს გადაკვეთავ _
კურდღლად იქცევი?!

ნუ გაებმები შინაური დათვის ხაფანგში!..
ნუ დაიფქვები შინაური დარდის საფქვავში...
გაიხსენეთ... გაიხსენეთ მტრების პორტრეტი:
მათი თვალებით დამარხული ჩვენი აპრილი...
ჩვენს საფლავებზე აღმართული მათი სალპინგი*...

წაიკითხეთ... წაიკითხეთ ვაჟას ლექსები,
დაიხსომეთ “გველის მჭამელი”...
ამოივსეთ მწარე სული ადათ-წესებით...
გველის ნაკბენი მოიშუშეთ _ გველის წამლებით...

შეაჭამეთ... შეაჭამეთ კამეჩს თვეები:
გაზაფხულები... ზაფხულები... შემოდგომები...
გაიხსენეთ ჭიანჭველას ძველი ომები (?!)
არ შეაჭამოთ კერძო ვირებს** ნედლი კვირტები,
არ დამიღეჭოთ ჩემი ლექსის მანუსკრიპტები***!!

---
* სალპინგი _ მკვდართა გაღვიძების საყვირი
** კერძო ვირი _ ვირზე უდიდესი, ანუ ჯორი (საბა)
*** მანუსკრიპტი _ ძველი ხელნაწერი

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptyThu Feb 20, 2020 1:34 pm

კობა არაბული

სიბრძნეთა შეკრება

ორ სიბრძნეს ვუმატებ ერთმანეთს _
მიცვალებულთას...
ორს - ცოცხალთას,
ორს - უშობელთას,
ანუ ჯერ არ მოსულთას სამზეოზე -
და ვშველი ქვეყანას...

უნდა გამოჩნდეს ლომის თვეში -
წელიწადის მეექვსე ჟამზე -
ჩვენს წილში - წილი...
უნდა გამოვჩნდე მეშვიდე დღეს
ამ წილის ყრისთვის!..
. .
დასტურნი დროშათ ჩაბრძანებას რომ
დაიწყებენ,
მიიქცევიან რიტუალნი მისაძინებლად...
შეისვენებენ მაგანძურნი ქრისტე შობამდე,
ახალ მარხვამდე -
ახალ ცოდვებს დაიგროვებენ...
დაიბევებენ ახალ წაწლებს ძველი სწორფრები,
ქალ-ქულები ულაყებზე იბერტყენ კალთებს...
. . . .
მაშინ შემოვალ წილის ყრაზე ლექსთა შეკრებად,..
ქვათა დაკრებად...
„დაკრებილთა“ სულის სახსნელად...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptyThu Feb 20, 2020 1:36 pm

კობა არაბული

***
რაკი ნაყოფი “ჩამქრალი ყვავილია”
მწიფე ნაყოფი ერთგვარ სევდას აღძრავს ჩემში...
მომესურვება ნაყოფში დამარხული “კვირტის” ხილვა,
ვერ შევძლებ ამას
და, დამათოვს თოვა თეთრი ღამის...

დიდი მარხვის შემდგომ მოქცეული სიმშვიდე
მარხვამდელი ვნებების განდევნას დაასრულებს:
შემოკრბება წელიწადის ოთხი დრო და
თორმეტი თვე ჩემთან
365 ბატკნის ბღავილით!
და ჩემ სულში სიხარული იწყებს ჩასახვას,
როგორც ნაყოფი კვირტში...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptyThu Feb 20, 2020 1:37 pm

კობა არაბული

მუსიკა

ვინ არის ის,
ვისაც მუსიკაში წოლა და ლოცვა შეუძლია
როგორც თბილ სინათლეში,
ანდაც, აგვისტოს ქვირითიან მდინარეში...

ვინ არის ის,
ვისთვისაც მუსიკა არის სახლი
და მუსიკაში ჩასახვა შეუძლია როგორც წიწილს
კვერცხში...

ვის შეუძლია მუსიკაზე სიარული,
როგორც ქრისტეს – წყალზე,
ანდაც ჰაერზე?!

ვის მიმოაქცევს მუსიკის ტალღა, –
როგორც ნოეს კიდობანს,
და შემდეგ, სადმე, მწვერვალებზე გამორიყავს?!
. . . . . .
მუსიკა ჩვენს გარშემო
ჩვენივე სულისა და სხეულის მიხედვით იქმნება
და მოძრაობს...

ჩვენი შიშველი სხეულის ირგვლივ მუსიკა ცეკვავს...
ჩვენი ბებერი სხეულის ირგვლივ მუსიკა დარდობს...
მუსიკა კვნესის ჩვენი სულის სარკოფაგებზე
და კვდება ჩვენი სხეულის ორმოებში!..
და ბოლოს:
მუსიკას
დედამიწაზე შემოაქვს გადარჩენილი კიდობნის ნოტი...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptyThu Feb 20, 2020 1:38 pm


ჯოყოლას სიკვდილი
•Jul 16, 2018

კობა არაბული
ჯოყოლას სიკვდილი
(კითხულობს თემურ ნაცვლიშვილი)

study


მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი

კობა არაბულის პოეზიის გამო

ჩვენი თვითმყოფადობის შეცნობა-შეთვისებისა და შემდგომ მისი შენახვა-დაცვისათვის განუწყვეტელი ბრძოლა და ღირსეული ღვწა ეგების, რაც ჩვენს სიცოცხლეს თან უნდა სდევდეს და რაც განგრძობადს წარმოადგენს. ჩვენ გვმართებს მოკრძალებითა და მოწიწებით ჩვენს წინაპართა სულიერ ნიადაგზე აღმოცენებულთა დანახვა და მათთვის ჩვენი საერთო კულტურის სამძივეთში ადგილის მიჩენა. ვისი ნაწერები გვიყვარს და ვისი ნაწერები გვაძლიერებს? იმ შემოქმედის, ვინც აამეტყველებს ჩვენს ნამდვილ ტკივილსა თუ სიხარულს, რომელიც სცილდება პირადს და ყველა ჩვენთაგანისათვის საერთოზე, საეროზე გადადის. ხელოვანი სინამდვილეს სწვდება, იგი თავისი კუთხით აღიქვამს გარემოს და ჩასწვდება სათქმელს, კარგი გაგებით იგი არასოდეს არაფერს არ იგონებს. ასეთ სულიერ საყაროში შობილი პერსონაჟები, მოვლენები მისთვის ბუნებრივია. მკითხველისათვის აქ შეღწევა ძნელი არაა, მაგრამ მისი გაცნობა _ არც ისე იოლია. დაკვირვებული თვალი ადვილად გაარჩევს ნამდვილსა და ნაძალადევ შემოქმედს. ასეთ რთულ თუ ნებისმიერ შემთხვევაში ნამდვილ ხელოვანსაც სჭირდება შეფასება, უფრო სწორად, დაფასება. ჩვენ ახლა ლაპარაკი არ გვექნება უცნობ და შეუფასებელ პოეტზე, ჩვენ შევეცდებით მისი პოეზიის მთავარი თემების წარმოჩენას.

კობა არაბულის პოემის “კვირიას ხილვები ფხოვის გზებზე” გმირის სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი ერთ-ერთი იმ მოლაშქრეთაგანია, რომელსაც შენახული აქვს ერთი საიდუმლო თავისი ქვეყნის დასახსნელად და ეს მისი მოკრძალებული და სერიოზული პოეზიაა, რომელიც მკითხველს უსულ-გულოდ ვერ დატოვებს, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ულამაზესი თითქმის მიტოვებული კუთხე მხოლოდ წარსულშიღა ცოცხლობს, რომელსაც წარსულივე ენათესავება მთის ხვთაებათა, ხორციელთა და უხორცოთა სახით, გადმოგვცემს პოეტი. ამ მშვენიერ და დიდებულ ბუნებაში ხალხიც მისდაგვარია, ყველას თავ-თავიანთი სახე აქვთ, მათი ცხოვრების წესით გამორჩეულან და საოცარ პორტრეტებს ჰქმნიან.

კობა არაბულის ლექსებში ვნახავთ ხევსურეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ, მითოლოგიურ-ეთნოგრაფიულ, იქაურ მკვიდრთა ფსიქოლოგიურ და შემდგომ ფლორისა და ფაუნის აღწერას. დიდი ნიჭით დაჯილდოებულთ ძალუძთ ამისი აღქმა და სხვების გასაგონად თქმა:
“მე ვიტანჯები ჩემი მითის ოქროსფერ ობში,
მიწუხს სული და მთელი ჟამი მე ვარ ასეთი, _
როგორც სირსვილით შეჭმული ბალღი,
წითელიანი,
მწვანე პროფილით...

ჩემი მწუხარე ავადმყოფობა,
ჩემი ნევროზი...
ყველა ტკივილი _ ბუნდოვანი კმაყოფილებით _
ჩემსკენ სამშობლოს ფიქრიდან მოდის _

. . .
ჩემი ჯვარია ჩემი მიწა
ჩემი ჯვარია _
ასევე ჩემი გზაჯვარედინი...”

/“ემოცია”/

გადმოსცემს რა თავისი კუთხის _ ხევსურეთის ცხოვრებას, იგი მთელი ჩვენი პატარა ქვეყნის სიყვარულს გვაზიარებს. ამ უმშვენიერეს ადგილებიდან აყრილა ხალხი და სოფლები დაცარიელებულა, მიდის დრო და ამ სიმძიმეს ისევ სულიერად თუ მოერევა კაცი. მარტო ადგილები არაფერია, თუ ადამიანებმა არ დაამშვენეს ისინი და ამიტომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული.

“სახლებსა და ნასახლარებში,
სოფლის გარშემო _
ყველგან ღვივის ბებერი ლექსი
და ის ღამეც _ ლექსთან დარჩენის _
ერთად-ერთი ღამეა ჩემთვის,
რადგან სიტყვა არის უფალი
და მისი ძალით
ისევ ჰყვავიან დეკები თეთრად
კარატის ჯვარის თოვლიან თხემზე“.

/„ფიქრები“/

როცა მის პოეზიას ვეცნობით, განსაკუთრებით კი „კვირიას ხილვებს ფხოვის გზებზე“ და მისი გმირის განცდებს წყლით დაფარულ სოფლებსა და სალოცავებზე, მივხვდებით, რომ ეს ტკივილი ამ კაცში მარტო ამ ჩაძირული ადგილების გამო კი არაა გამოწვეული, ყოველივე მშობლიურის დაკარგვისა და დავიწყების, უდიერად მოპყრობისა და უპატივცემულობის გამო. ე. ი. ნამდვილი პოეტის გმირები უკვდავნი არიან. რაში გამოიხატება ეს უკვდავება? საქმე ეხება ამ გმირის მუდმივ სულიერ ცხოვრებას, კვირია _ ვაჟას „ბახტრიონის“ გმირი _ განგრძობად ცხოვრებას მიჰყვება. მკითხველიც ენათესავება გარკვეულ წილ ასეთ გმირებს და განა უცხო იქნება პოემის გმირთათვის თუნდაც დღევანდელი უმოქმედობისა და ჩაძირვის, სულის დაშრეტისა და უნაყოფობის განცდა „ვით ჟინვანთან დატბორვა“?

ამგვარად, ქალაქის გარემოში გადმოსვლა ძნელად შესაჩვევია, მითუმეტეს, მრავალი უაზრო რამის ფონზე. ძნელია დაივიწყო წარსული, როცა ის დიადი და ამაღელვებელია, მხოლოდ წინაპრების, მთისა და ბარის სიყვარულით დაიძლევა ყოფითი, ყოველდღიური ცხოვრება.

მე ვწევარ გახვეული ამ ფიქრების ტყავში
და “ბედი ქართლისა” მიდევს თავქვეშ _
ცრემლივით ჰყვავის გარდასული ჩემს სახლის ახლოს,
სადაც დაცლილი მუზარადი აგდია პირქვე...”

/“ფიქრები”/

წინაპრებთან სიახლოვე, ტაძრები, მითოლოგიურ სინამდვილეში ცხოვრება, ბუნების აღწერა და მასთან შერწყმა, ქრისტიანული ეთიკის გადმოცემა, მოქალაქეობის შეგრძნება, მოვალეობა ქვეყნისა და მოყვასის წინაშე, ბავშვობის სიწრფელე-სიბრძნე, მარტოობის განცდა, უძღები შვილის ცხოვრება, სიკვდილის გარდაუვალობა, ცოდვა-მადლის გაგება და ქრისტიანულ სამყაროსთან შეთვისება, აი ის ძირითადი საკითხები, რითაც გაჟღენთილია მისი პოეზია. განუწყვეტელი ფიქრები და ძიება, წვდომა და მიგნება, სიყვარული და სიხარული. ეს ყოველივე მირბის დროსთან ერთად და მას დაჭერა უნდა და ეს მოწეული ნაყოფი მამულის ფერია, როგორც თვითონვე ამბობს პოეტი. მოვიყვანთ ერთ იმპრესიონისტული სურათის მაგვარ ლექსს:

ძნებივით

ჟამსა მწუხრისას
გამომიხმო შენმა სუსტმა ხმამ,
როცა მამლები შემოჰყავდა მთვარეს ყივილით:
ჩვენი ქოხები ჩანდნენ ძნებივით _
ქარის წახრილი,
თაფლ-წასმული და ჩამოძენძილი
ჩემი მამულის იდგა აჩრდილი...

„ჩემი ჯვარია შენზე ფიქრი“, გვიზიარებს პოეტი ჩვენც და მის მართალ ნათქვამს მისსავე პოეზიაში ვნახულობთ. „წარსულისაგან შობილი“ აწმყოში რეალურია მისთვის _ „ბახტრიონისკენ“ გამლაშქრებელი კვირია, გულსა და გონებაში გატარებული დავით მეფის „გალობანი სინანულისანი“.

მისი პოეტური კრებულები მეცნიერთათვისაც საინტერესოა სინამდვილის ზუსტი გამომხატველობით.
საოცარი სიბრძნით არის გადმოცემული სიკვდილის განცდა. კაცი რომ კვდება, მისი სულიერი პორტრეტი დაიხატება ჩვენს თვალწინ:

„უეცრად დასრულდა ლექსითა და ჯვრიანი
პერანგებით ნაჭედი ისტორია,
ყოველი საიდუმლო გამხელილ იქნა
და ხევსურების ძველ მამულში
სინანულის ცრემლიანი კოშკები აღიმართნენ”.

/“ჯოყოლას სიკვდილი”/

აქ თითოეული კაცის სახელს ინდივიდუალურად ჩამოყალიბებული, დასრულებული სახე მოჰყვება. გამოკვეთილია მათი პორტრეტები. მაგრამ სოფელს ხომ არც ავი და გლახა დაელევა, სახელის სემანტიური მნიშვნელობა მიგვანიშნებს ამ ადამიანის ხასიათს. ასე მაგალითად, წევლილიანი გველეთელი, ხატის კარზე მისული, წყველითა და სოფლისადმი სამდურავით აყრუებს იქაურობას, რაც უცხოა ცაში გარდასული სულებისათვის.

ჯოყოლა კი წავიდა და წაიღო ამ სამყაროდან მთელი მისი წასაღებელი, ყველაფერი მასში ჩაიძირა და შეუერთდა იდუმალებით მოცულ სამყაროს. მთაში, საერთოდ, მნათობთა მიხედვით აღესრულებოდა ბევრი რამ. ხარი და ცხენი კულტად ესვათ. მითოლოგია სინამდვილისა და ბუნების ერთობით იშვა, მაგრამ “იდგა ძველი ფორმების კვდომისა და გაქრობის ჟამი”, “მთლიანად გახუნებულიყვნენ უმცროს-უფროსობის მადლიანი წესები”, “კაცად-კაცადი გამხდარიყო სანატრელი”, “ჯვარ-ჯვრის კარზე ეშმაკები ამაღლდიან და სახლები ნასახლარად იქცნენ”.

აქ მეფობს სიცარიელე. გამოკვეთილი, პორტრეტული სახეები მიდიან და ვერ სტოვებენ საიმედო ცვლას _ ახალ თაობას. ბუნებისადმი ხელშეუხებლობას უბარებენ:

“ძმისწულო, მთვარეზე სახლების აშენება რომ გდომებიათ,
წელიწადში თორმეტჯერ ჩამოიყრებით იქიდან,
აქ იყავით, აქაო”.

ძველ თაობას თავისი ეშხი და ლაზათი მიაქვს, რაც ცხოვრების ყველა სფეროში შეიმჩნევა. ჯოყოლას შვილების მეტყველება მათ იმდროინდელ სულიერ დაკნინებას გვიჩვენებს:

“მათი ფრაზები ჭრელი და გაუმართავი იყო,
ისევე როგორც მათი ტანსაცმელი,
გათიშული როგორც აწმყო და წარსული“.
. . . . . . .

„მათი არსება მერყეობდა გაყოფილი ისტორიის სამანზე“ _ ჰყვება და თავადვე აანალიზებს პოეტი.
მაგრამ როგორია თავად ჯოყოლას ტანსაცმელი?! მას იქაური მასალით, ბუნებრივი ფერებით ნაქარგი, სამძიმარა ჭინჭარაულის ნახელავი, უბადლო პერანგი ეცვა და ეს ნაქარგი „პერანგი ჭრელი იყო, როგორც ცა ათენგენობა ღამეს“.

ამავე ლექსში აღწერილია ჭირის სუფრა, მთაში გავრცელებული სულის ცხენის რიტუალი, მატირალის მოსვლა და მისი ნატირალი, _ „წყალთა მრავალთა ტირილს რომ ჰგავდა“. ცხოვრების დინება უფერულდება და აქ აღარავინ დარჩება, ეს ყველაფერი წარსულის ეგზოტიკურ სურათებს გადაეცემა. მთის ბუნებასა და პირობებს შეზრდილ-შეჩვეული ხალხი ძნელად იღებს ახალს, თუნდაც ქრისტიანულ მორალს. „ჭირისუფლებს ჰქონიათ აღდგომის იმედი, მაგრამ ყურძენი „ყალივნის გემოს გვიკარგავსო“.
კობა არაბული თანამედროვე პოეტია. აქ ლაპარაკია მის აზროვნებასა და გადმოცემის ტექნიკაზე. საოცარი ექსპრესიით გვაცნობს პერსონაჟის გარდაცვალების ამბავს და ამასთანავე სვამს შეკითხვებს. ძველი დროების არ ყოფნაში გარდაიცვალა ჯოყოლა და ამიტომ შევკადრეო ეს ლექსი, აქ პოეტი გარდამავალ ხანაშია, ძველისა და ახლის ჭიდილში, რასაც ტკივილი სდევს თან და რომელიც თქმითა და მსჯელობით ირჩენს ჭრილობებს. ესე იგი, ეს ლექსი ერთგვარად ხიდია ძველსა და ახალს შორის გადებული.

აი მისი ლექსები, მისი პოეზია _

„მე დავიბადე სისხლის წვიმა წელს,
ქვაზე გაკრული ვაზის ლერწებით _
გამოვჩნდი მთვარის გადმოსახედზე...
სიჭაბუკის ჟამს მამულის ცაზე
ისარს ვესროდი გალეშილ ყორნებს
მოვაკვდინებდი...”

/“მე დავიბადე”/

ამ ლექსში სულიერ პორტრეტს გვიხატავს, ხოლო ლექსში „ორშაბათი“ გადმოცემულია წარმართული, მითოლოგიური და ქრისტიანული დამოკიდებულებები; საკუთარ, საკრალური ნიშნების _ ზოდიაქოს ნიშნების ძებნაშია იგი. ორშაბათით იწყება მისი სამყაროს აღქმა; გადის დრო ჟამი. მიცვალებულთა მოსახსენებელ ლოცვებს აღავლენენ ბერიკაცები ღვთისადმი. „ბერიკაცები ჰყვებიან უხილავზე, როგორც ხილულზე“. შემდგომ ამისა თავიანთ სიცოცხლესაც დალოცავენ, არც თუ ისე აუგად იხსენიებენ “საწუთროს”, რადგან მათ იციან ადამიანის ფასი და მისი მოვალეობა; მარადიულში გასვლას ვერ გაექცევა კაცი, სჯობს აქ დარჩეს და ღირსეულად აღასრულოს ვალი. იგი იძირება მარადიულის ძიებაში, მის სიღრმეში მიემართება, დღე-დღეს მიჰყვება, კვირა კვირას; თვე თვეს რომ მიებმის, მთვარე შეიცვლება, ახალი „სასწაული“ დაიწყება. ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს და გარეგნულად მეორდება, მაგრამ ეს ყოველივე სხვაგვარად ილექება პოეტის სულში, მის „ნაღვლიან მიწაზე“. იგი თავის თავს დაბადებამდეც მოიხილავს. აქ გადმოცემულია მისი სულიერი ბიოგრაფია:

17-18-20-26 წლისა დავიწვები ლექსით;
26-31-მდე „ვტკბები“ ამაოებათა ჭვრეტით;
31-დან 36-მდე დავწერ ჩემს წიგნს
და 40 – წლამდე ორჯერ გადავწერ!

/“ორშაბათი”/

ესე იგი, კაცს 40 წლამდე თავი მოპოვებული უნდა ჰქონდეს, და მერე? მერე როდემდე შეუძლია გულმა ზიდოს ეს ყველაფერი? ხორცში იყოს და ცოდოს? და ელოდეს სასწაულს, რომელსაც ყოველი კაცი ელოდება და ეს გარდაცვალებაა _ ახალი სიცოცხლის ჟამი. მარადიულში შესვლის კარი. ხორცში ყოფნას ცოდვა ახლავს, ცოდვას სინანული _ და მას ცრემლიანი განწმენდა ეგების, რისთვისაც ვევედრებით და ვმისიანდებით, სულიერად ვქრისტიანდებით, რათა მიტევებულ ვიქნეთ და სალმობანი დავიამოთ თმენით.

მაგრამ 17 წლამდე, ვიდრე იგი ლექსის წერას შეუდგებოდა, “იყო და არა იყო რა”, მას ჰყავდა “არცა რომელი ფერის ცხენი”, უყვარდა ქალი, რომელსაც არც ერთ დროს არ შეხვედროდა, მაგრამ მასთან იქნებოდა და ერთად იჯირითებდნენ ცხენით მშვენიერ ხევსურეთში, სადაც ჰყვაოდა ოდეს სოფელი და სადაც ახლა “ველის ყვავილები სტირიან” უკაცობას.

ეს ახალგაზრდობის ნამდვილი შემეცნების ზღვარია, თან არის და თან არც არის; ზღაპრული, მითიური, ნამდვილი ერთმანეთშია შერწყმული. ის არ არის მარტოდენ ამქვეყნიურზე ჩაჭიდებული, თორემ დაინთქმებოდა და... მაგრამ არც ზეცაშია გამოკიდებული. ის არის აქ, მაგრამ მარადიულში მიმავალი მგზავრია.

მთის ბუნებასთან შეზრდილ კაცს ბუნება მას ბევრ საფიქრალს უჩენს, მაგრამ დიდ სილამაზესაც აზიარებს, რასაც სულში ზნეობრივი, ამაღლებული გრძნობა მოჰყვება. აქ 80 სოფელი გაქრა, ხალხი გაუფერულდა, მან მოვალეობა დაივიწყა და დრო-ჟამს განუცდელად მიენდო.

მთა ცასთან ახლოს არის, თითქოს მას სწვდება. ბუნების სიმკაცრეს, უშუალობასა და სილამაზეს შეთვისებულია კაცის ბუნებაც, აქ ცხოვრება უკვე სიდიადეა, მათი ყოფიერება სიფხიზლესა და თავდაცვაშია და ამიტომაც თავს ამაღლებულად წარმოაჩენენ. მათი ქცევის წესები გარკვეულია და უცილობელი. სამოსელი, აღჭურვილობა, სახლი, ნივთები და საკვები, ყველაფერი ადგილობრივია. მათ დიდი შრომის გაწევა უხდებათ, ქალის ხელ-საქმემდე _ ქარგვამდე ბევრი რამაა შესასრულებელი, ძაფის გამოყვანა, შეღებვა, ტილოს ქსელვა და შემდგომ კი დაფიქრებისა და გარინდების ჟამს: მთა-მდელოებზე ყვავილთ ფერების ანარეკლს სამოსელზე აღბეჭდავენო. სნეულებასაც მრავალგზის გამოკვლეული მცენარეებით არჩენენ. მამაკაცები ვაჟკაცობით გამოირჩევიან, ცხადია. მტერთან შერკინებისას გმირებად იქცევიან. საყურადღებოა ლექსი “გადუა ჭინჭარაულის წერილი ხევსურების ცარიელი სოფლიდან”, სადაც ლაპარაკია ჰარმონიის დარღვევაზე, საფლავების მიტოვებით, წარსულთან კავშირის გაწყვეტით რომ არის გამოწვეული.

მთისა და ბარის დაპირისპირება მით უფრო მკაფიოდ ჩანს ქალაქის ცხოვრებაში, სადაც გაზაფხული არ იცის და ის მხოლოდ ადიდებულ მდინარეებს ჩამოაქვს. რითი მოერევა კაცი ურბანიზაციის მიერ მოტანილ ბუნებისგან დაშორებას, ცხოვრების ხელოვნური პირობების მოძალებას? _ სულიერი ცხოვრებით, მაქალაქეობის ნამდვილი გაგებით.

პოეტი წინასწარმეტყველებს, მომავალი თაობა თავისას, მშობლიურს ირონიით შეხედავსო; ეროვნულობა, ტრადიციულობა _ ღირსების დაცვა ღვთისა და ერის წინაშე მივიწყებული არ უნდა იქნესო, ადამიანის სიცოცხლისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება განმსჭვალული უნდა იყოს სერიოზულობით. ეპისტოლეში “ფარისევლისადმი” იგი წერს, ამა ქვეყნის მკვიდრი თავის მამულში ნუ იქნება სტუმარიო, იგი უნდა ფხიზლად იყოს და არა “ცოცხალ-მკვდრად”. ამის უფლება არცა გვაქვს, რადგან “წინაპრები გვითვალვალებენ და რიდი მოგვეთხოვება მათ წინაშე”. მოყვასისადმი უსიყვარულობით, მართალი კაცი იჩაგრება ფარისევლის მიერ, საკვირველი ხდება ის, რაც ბუნებრივია; კეთილგანწყობა, ზრუნვა, ამაგი ურთიერთ მტრობით იცვლება. მომავლისაკენ დაეჭვებით იყურება პოეტი, რადგან მღვიძარე კაცი დღეს ნაკლებია, უფალს ევედრება, სამას მეერთე მეომარი ანდა პოეტი გამოიყვანე ამ ხეობიდანო. “პოეტიო”! აი, რამხელა ძალა აქვს მისთვის მართლის მთქმელსა და მშვენიერების დამნახავს:

“იქნებ გაგვეხსნას სული ტკივილით,
ვიყოთ, ვიყოთ ამ ხეობაში”.

/“არაგვის ხეობაში”/

ესე იგი, თუ არ განიცადე, თუ სული არ აგტკივდა, არც გაგიჩნდება მოვალეობის გრძნობა. მაგრამ... შატილი, ანატორი, მუცო _ ეს ადგილები აღწერილია იშვიათი სიყვარულით; ამ უკაცრიელობის შემზარაობას პოეტი საოცრად აღწერს:

“მისთვის, ვისაც მუცო უნახავს: დიდი შატილი
წითელიანი ბავშვივით მოსჩანს...
ხალხის ხელში დაბერდა და გაცვდა შატილი!..
მუცო უფრო დამსხვრეულია, მაგრამ მან მეტი მთლიანობა
შეინარჩუნა სიმარტოვეში!..
. . .
მუცო შავი გედია და მღერის,
შავ-თეთრია სიმღერა მისი
და ირგვლივ მარტოობა წითელი ქაცვივით ჰყვავის“.

/„შატილიდან არხოტისაკენ“/

ვინც თავისი ქვეყნის სულიერი ცხოვრებით არ ცხოვრობს, მისგან უცხოვდება და ადამიანურ ღირსებებსაც ჰკარგავს. შენი ქვეყნის მოქალაქეობა რომ იგრძნო, უნდა ჩაღრმავდე საკუთარ თავში, უძღები შვილობა მოაკვდინო და ქრისტეს გზაზე შემდგარმა იარო, ყველას თავისი ტვირთი აქვს სატარებელი, თავად პოეზიისაგანაა დავალებული, _ უდარაჯოს თავისი საქმით ქვეყანას, მას კი პოეზის მწვერვალები უდარაჯებენ.

„ჩვენ გიდარაჯებთ _
შენს გარშემო სიმშვიდეს მოვქსოვთ _
აბრეშუმივით ავაფარებთ ფერად-ფერად სიზმრებს
შენს მყუდროებას _
ოღონდაც კარგად გაიხსენე შენი საქმე... შენი სახელი...
_ ჩვენი ლამაზი მწვერვალები _
წინაპრებმა ეკლესიებით რომ დაასრულეს,
ბარბაროსებმა გუმბათები ახადეს მერე,
მერე ქარები შეუსახლდნენ
და გამოჭამეს...”

/„ეპიგრაფია ჩემს წიგნზე“/

ლექსში „მთვარე ანატორის ქვებთან“, ავტორი ხაზს უსვამს მამულის დაცვის მოვალეობას; მშობლიური ენა საბრძოლო იარაღთან ერთად ჩვენი თავდაცვის საწინდარიაო.

“აქ ერთნაირად იცავენ მამულს
როგორც სიტყვა და ანბანი
ასევე ხმალი და მუზარადი”.

თუკი სიყვარულით განიმსჭვალები, ცხოვრების არსსა და აზრს ჩაწვდები, არც ვაჟკაცობა გაგიკვირდება ამ ქვეყანაზე კაცს, პირიქით, ეს ბუნებრიობასა და ჩვეულებრიობას წარმოადგენს მისთვის, მაგრამ სულ სხვაა მშვენიერების განცდა, რასაც სიწმინდე ასაზრდოებს...

„ქალწულები და სანთლები
ერთნაირად იწვიან და კანკალებენ“.

/„მთვარე ანატორის ქვებთან“/

კობა არაბული ამ მარადიული თემით ეხმიანება ჩვენს დიდ მწერლებს და გვეუბნება:

„ქალი იგივე მამულია!
მამული იგივე ქალია (ორივეს დაცვა უნდა?...)”

/”ღვარალა თუთა ანუ ყვირილობის თვე”/

რაოდენ სერიოზულია დღეს ეს სიტყვები მეტადრე, რადგან სულიერი მდგომარეობა უფერულდება და ნირს იცვლის ხალხში, მაგრამ ცხოვრება უსაშინლესად მკაცრია და მუდამ ღირსეულს უნდა ჩავეჭიდოთ, თორემ შეგვრჩება ჩალა და ნაჭუჭი, გულგამოცლილი სიცოცხლე ხომ ვიცით, უკვე სიკვდილია. ამის დამწერი ახალგაზრდა პოეტი უკვე დიდაქტიკოსად გვევლინება. ურჩევს რა დედებს, შვილებს მუცელშივე უკითხონ “ვეფხისტყოსანი”, “გველის მჭამელი”, “ვეფხი და მოყმე”.

მარადიულის ძიებაში შექმნილი მითოლოგიური პერსონაჟები როგორც მთაში, ისევე მის ლექსებში ცხოვრებას ასრულებენ და ახალს ეჩვევიან, უმძიმესია ეს პროცესი.

“ვერ შევძელი და ვეფარები იმ ნიშებს,
რომლებიც ქრისტეს მიერ
და ჩვენთვის აშენდა ამ ქვეყანაზე.
ისინი ათბობენ ჩემს ძვლებზე დაკიდულ ძონძებს...
ვწევარ უკურნელი სენით შეპყრობილი
და ზოგჯერ წარმართულ სიზმრებს ვხედავ“.

/“ფრაგმენტი კვირიას ხილვებისათვის“/

ჩვენს მიერ წარმოდგენილ პოეტის სამყაროში წარიმართა საოცარი სულიერი პროცესი. მითმა და სინამდვილემ თავისი კვალი დატოვა, უფრო მეტიც, მასში მოხდა გააზრება და გადაფასება ძველის და ახლის, _ ამირანივით მარტოსული სინათლის სხივად იქცევა და ქრისტეს მცნებებით იმოსება...

„გიხაროდეს უცვეთელია ურმის ბორბალი,
მარად მწვანეა ბალახი და სული“.

/“ფრაგმენტი კვირიას ხილვებისათვის“/

მართლაც იშვიათია, ამოიკითხო ისეთი დიდი თანაგანცდა და ურთიერთგაგება, ურთიერთ სიხარული, რაც შემდეგ ლექსშია “წერილი მეგობარს” გადმოცემული:

“ბედნიერი ვარ შენი გულში მარხულობისთვის...
...შენი დუმილით გამტყდარი ღამის _
სინათლე ცხადად გადმოდის ჩემში...
მკვდარი სოფლების საყვირის ხმები _
გაგმრუდებია ხერხემლის ძვლები”...

მაგრამ ვერავინ გაექცევა დროის წარმავლობას, მას უნდა მიჰყვე; გახსენების ჟამს კვლავ მეგობარს მიმართავს:

“კედელზე ფარი ააჯღრიალე! _
მშვილდი ჩვენი გატეხილი ცისარტყელაა,
ფარი ჩვენი დაჟანგული ბედის ბორბალი”...

შეიგრძნობ რა წარმავალს, მარადიული ძიების გზას მიჰყვები და ეს გზა ქრისტიანისათვის სინანულია _ სულის მუდმივი ძირითადი მდგომარეობა:

“დაქცეულიყვნენ ჩვენი ტაძრები,
ჩამორღვეული საყდრის ქვები
შეფუთუილიყვნენ თბილი კვართით.
. . . . . . .
ყოველივე გადახრილიყო წარსულისაკენ,
არყოფნისაკენ,
სიხარულიდან _ სინანულისაკენ”...

/”ნაღვლიანი ჰოლოგრამები”/

მართლაც, ამ ბოლო დროს დაწერილი ლექსებიდან გამოირჩევა “ბოლო დღე” XX ს. მიწურულისათვის დაწერილი. ეს წინა ლექსებისაგან _ თავისუფალი ფორმის ლექსებისაგან _ განსხვავებით რვამარცვლიანი რითმიანი ლექსია, სადაც მითყავლგასული კაცი წერს:

“ჩამოტყდა ზეცა ქრისტესი,
ჩამომეღვარნენ მითები,
ამოყირავდნენ ნისლებში
ბებერი მთები ქისტეთის,
მჭირდება წიგნი ახალი,
ვით ყანა ქრისტეს ნათესი,
წიგნი ოთხთავის მაგვარი
ოთხი ახალი მნათესი”.

მის მეტად საინტერესო პოემას “კვირიას ხილვები ფხოვის გზებზე” სიურეალისტური ნიშნებიც აქვს, მაგრამ მასში იმთავითვე მითოლოგიიდან გამოსვლა და ქრისტიანულ სამყაროსთან საოცარი შერწყმა, ვაჟას კვირიასთან სულიერი ნათესაობა და მისი ცხოვრებაა ნაჩვენები _ წყალში ხედვა, თვალებში თავისი თავის დანახვა და საკუთარ თავში ჩაღრმავება: უყურებს წყალში ჩაძირულ სოფლებს და ტაძრებს და სულში რჩება იმედიღა, სული რადგან უკვდავია და ყველაზე უფრო მეტად მოსაფრთხილებელი, ხორცი მისთვის გვჭირდება და თუ ქრისტეს გზით ვვალთ, ეს თანდათან ცოდნით გაგვიცხადდება.

მითოლოგიას თავისი ხელწერა აქვს: აქ ერთდება რეალობა და სულიერი სამყარო, ხილული და უხილავი. მითოლოგიაში წყალი დედდება, ჩერდება, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ეს გაირკვევა და შემდეგ იწყებს გამდინარებას.

ჩასცქერის კვირია წყალში ჩაძირულ სოფლებსა და ტაძრებს და ვერაფერს შველის, დროის დინებას ვერ შეაჩერებს, დრო კი ნთქავს ყოველივეს, კარგსაც და ცუდსაც. სულში კი კარგი რჩება. სული ხომ მარადიულია და სწორედ რომ წყაროა იმ წარმდინარის:

“ჩვენი ისტორია ქაჯებთან ბრძოლის ისტორიაა,
ჩვენ თითქოს ყოველთვის ვიღებთ ამ ციხეს,
მაგრამ მაინც მუდამ არის ქაჯეთი ჩვენთვის!”

იმეორებს ჯვარზე გაკრული კვირია. გმირის ცხოვრება ინდივიდუალურად ჩაკეტილი არაა, ის შერწყმულია ერთს ისტორიას, რომელსაც გზადაგზა მუდამ აქვს საომარი. კვირიას მომავალი ბრძოლის ეპოქები ჩაესმოდაო. ჩვენი წინაპრები მუდამ ჩვენთან არიან. უხორცო ბრძოლები ჩვენ მუდამ გვაქვს. პოეტი ხომ მხედველია ამ სამყაროსი, რომლის მოწმენიც ჩვენ ვართ, როდესაც აქ ერთ-ერთ ჩვენს პატივსაცემ პოეტს ვეცნობით.

კობა არაბულის წიგნები ძველი სკივრიდან არ ამოგვიღია და ეს არც ის წიგნებია, მხოლოდ წიგნებისათვის რომ გამოიცემა სამწუხაროდ. იგი თანამედროვედ მხედველი პოეტია; მას ახლებურად, თავისებურად, თავისი სტილით აქვს მარადიული თემები აღქმული. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანი გვყავს გვერდში, რომელთა დანახვა და მადლიერების გრძნობით დაფასებაც გვევალება, დღეს რომ ჩვენს მთავარ საზრისს არ მოვწყდეთ.

Saturday, May 7, 2011


ბმული:
* http://defencegeorgia.blogspot.com/2011/05/blog-post_07.html

study


Last edited by Admin on Thu Feb 20, 2020 2:28 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptyThu Feb 20, 2020 1:39 pm

კობა არაბული

დაბრუნება

ენკენიობას –
კიდობნის გახსნის დღეს,
მოულოდნელად ხოგაის მინდი დაბრუნდა თავის სამშობლოში!..
პირველად ღვთიშობლის ნიშმა იცნო მოსული!?
მერე – პირიმზის ყვავილმა,
რომელიც ის ის იყო ამოდიოდა თოვლიდან –
და მერე ქალმა,
რომელსაც მთვარის შუქი ედგა სახეზე...

სიბრძნე დაკარგულ ხოგაის მინდისაც არ ახსოვდა ბევრი რამ:
ის თანდათან იხსენებდა ქალს, რომელიც მის ხსოვნაში ენთო...
იხსენებდა: ძაღლს, რომელსაც წმინდა გიორგის მწევარი ერქვა...
იხსენებდა: ცხენს, რომელიც მტრის მდევარი იყო...
და თავის სამშობლოს ნიშებს-სულში რომ ედგნენ...
და იხსენებდა: აბჯარს და, დავითფერულს...
და ბოლო ომს, რომელიც მისთვის ბედისწერით დასრულდა...
. . . . . .
ბრუნდებოდა ხოგაის მინდი:
თანდათან ჩამოდიოდა სინათლე მთებზე,
ბრუნდებოდა ღამე – ღამეში,
დღე – დღეში,
სიხარული – სიხარულში,
დარდი – დარდში,
ზამთარი – ზამთარში,
ყვავილი – თოვლში,
ყველაფერი თავის ადგილზე დგებოდა...

მინდი ხელებს ითბობდა ყვავილის შუქზე _
თოვლიდან ცეცხლივით ამოღვივებულ ყვავილებზე,
მათ მოცისფრო, მომწვანო ალზე...

ირგვლივ კვირიონები დაფრინავდნენ –
რადიაციული ღრუბლებიდან ჩამოყრილი ჩიტები...
მიწაზე უანდრეზო ტაროსი იდგა...
„კაცს ვაქცევ-კაცად!
ქალს ვაქცევ-ქალად!
და სიტყვას ჩემი მამულის ფარად!“ -
გაახსენდა მას ძველი ანდრეზი
და დაიწყო აბჯრის ასხმა და ცხენის შეკაზმვა...
სულ სხვა იყო მისი აბჯარი-ფერნაცვალი-
დაფარული ახალი დროთა სევადით-
ჟანგდაცვენილი...

ბრუნდებოდა ხოგაის მინდი:
შედიოდა ქვებში სინათლე,
ჭვიოდა სინათლე მდინარეში,
მდინარიდან ისმოდა ორაგულების მუსიკა -
თევზები უმღერდნენ ცაზე გამოსულ
ხოგაის მინდის ახალ მთვარეს...

იალ-კიალებდა ცაზე მთიების შუქი -
ეს იყო ჟამთა ცვლის ჟამი,
აპოკალიფსური დრო -
როდესაც I-საუკუნე კვდებოდა XXI-საუკუნეში...
იდგა ხევისბრის საკარცხული _
უკუღმა მბრუნავი ბორჯღლით,
რომელიც უცდიდა – III ათასწლეულის წარღვნას...

2001

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული EmptyThu Feb 20, 2020 2:22 pm


კობა არაბული (ლელა გაბური - 1.19 )
•May 23, 2015


:::

კობა არაბული

***
მე ვიხილე სამოსელი ქრისტეს ნახმარი,
და ქრისტეს დედის ნასახლარი – მცირე სახლაკი...
ჩემი წინაპრის მამულები მზის-შუქ-ნაწნავი,
ვეფხის და მოყმის ნალექსარი – ცრემლით ნარწყავი...

თუმცა ვერ შევძელ: ვერ ვისწავლე, ვერც შენ გასწავლე –
როგორ იკვრება ვაზის ჯვარი ნინოს ნაწნავით!?.
ან როგორ წვება გახუასთან ქალი წაწალი,
ქალის ლამაზი ნაკოჭარის – კოცნით დამწვარი...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




კობა არაბული Empty
PostSubject: Re: კობა არაბული   კობა არაბული Empty

Back to top Go down
 
კობა არაბული
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: