| | "არაგვიანი" – ლექსები არაგვს | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: "არაგვიანი" – ლექსები არაგვს Thu Aug 04, 2011 11:19 am | |
| აქ უნდა დავდოთ ხოლმე არაგვისადმი მიძღვნილი ლექსები (მარიამ წიკლაურის წინადადებაა – https://armuri.georgianforum.com/t751-topic) და ამ გვერდის გახსნა არაგვის ყველაზე კარგ მცოდნეს ერგება:
ვაჟა–ფშაველა არაგვსდაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ ზვირთთა ლაღნი ჩქერანი, გააფთრებულსა ტალღასა კლდეს რო წაუვლენ თქერანი! შენ თვალს გარიდებ მაშინა, მთებისკე მწადის ცქერანი, უნდომლად მამინდებიან ბედკრულს ბედკრულნი მღერანი. გულიც იქ იწევს, თვალიცა, იქ რო მაღალი მთებია, ვინც რომ გიჟმაჟი გაგზარდა, ვის ძუძუც პირში გდებია, _ იმათ კალთაზემც მოვკვდები, მათ ლოდი გულსამც მდებია! ზაფხულში აყვავდებიან მკერდნიც კი სალის კლდისანი, ყვავილთ პირს ეკონებიან ცივნი ნამცვრევნი ცისანი. გაჰყუჩებია ნიავსა ჯიხვი, ყელ-ყურით ლამაზი, აღარ აჩხერებს ქვიშათა კლდით კლდეზე მხტომი გავაზი. ხან რომ ცა მაიღრუბლება, ჩაბნელდებიან ხევები, გაჩნდება მეხთა ტკრციალი, ათრთოლდებიან ხეები, კლდეებზედ დაიკეცება სვავთა და არწივთ ფრთეები. თმებს უკუიყრის ნაკადი, ცისაკ დაიწყებს ცქერასა, შაჰყურებს გაოცებული შავის ღრუბლების მღერასა. რა ყურმა უნდა გაუძლოს იმ მთების გულის ძგერასა?! ხშირად მოხეთქილს წვიმასა სიპისა აქვის ღარები, აქა-იქ გაიმტვრევიან პირგაშაული ღვარები. იზიდებიან შენკენა ის გრძნობისაგან მთვრალები, იმათ ვეღარა დაიჭერს, თუნდ რკინის დახვდეს კარები! ახლა ავდარიც გადიყრის და მზეც გადივლის გორასა, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ნისლები ხევებში სდგამენ გორასა. ვეღარა ჰბედვენ ბეჩავნი მთებისად მეხის სროლასა, მაგრამ ფიქრობენ ვაჟანი სახვალიოდაც ბრძოლასა! 1886 | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: "არაგვიანი" – ლექსები არაგვს Sat Aug 06, 2011 8:26 am | |
| ნიკოლოზ ბარათაშვილი მორბის არაგვი, არაგვიანი(ნაწყვეტი პოემიდან "ბედი ქართლისა", კარი მეორე) მორბის არაგვი, არაგვიანი, თან მოსძახიან მთანი ტყიანნი, და შეუპოვრად მოუთამაშებს გარემო თვისსა ატეხილ ჭალებს. ჰოი, ადგილნო, არაგვის პირნო, მობიბინენო, შვებით მომზირნო, ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს, ოდეს შვენება თქვენი იხილოს, რომ თქვენს ბუჩქებში არა ჩამოხდეს, რაც უნდა გზასაც ეშურებოდეს, როგორ იქნება არ განისვენოს? სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს, ცხენს მოაძოვებს, თვალს მოატყუებს, გამოიღვიძებს - შუბლს განიგრილებს, ერთს ქართველურად კიდეც შესძახებს, არაგვო, მაგ შენს ამწვანებულ მთებს, და მერმე თუნდაც დაუგვიანდეს, იგი იმისთვის აღარ დაღონდეს! 1839 | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: "არაგვიანი" – ლექსები არაგვს Sat Aug 06, 2011 8:32 am | |
| გალაკტიონ ტაბიძე
არაგვი (53–ე ლექსი კრებულიდან: Grane aux fleurs artistiques "ატისტული ყვავილები")
თან მიმყოლი ჩრდილები, აუხსნელი ქარაგმი, სადაც მწვანე ველია და მქუხარე არაგვი,
სადაც მოკლულ ოცნებით ღიმილისთვის ჩავედი, შორს კი ხევსურეთია, თუშეთი და ფშავეთი.
ერთხელ შვიდ წელიწადში შენი ცა გაიხსნება, რასაც მაშინ ისურვებ - ყველაფერი იქნება.
გარინდდება მდინარე (ეს არაგვი, ზმანება), ყველაფერი უცნაურ მოსვლას დაემგვანება.
1914–1919 წ.წ. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: "არაგვიანი" – ლექსები არაგვს Wed Aug 10, 2011 9:22 am | |
| მარიამ წიკლაური არაგვოარაგვო, სიმღერა მინდა, გული ამომდის ყელშია. გუგუნებ მრავალჟამიერ გამორჩეული სხვებშია. შენი სახლის გზა მასწავლე, გზაწვრილი ბროლის მთებშია, თოვლში გახვეულს გნახავდი, როგორც ჩვილს დედის მკერდშია. გზა-გზა რამდენ ფშას იერთებ, რა ძალას იკრებ ხმებშია. შენი ნაცვარი შროშანი, ღვთისმშობელს ეწნა თმებშია. მოდიოდა და მღეროდა, ბალღი ეჭირა ხელშია, ზისცვრით მოთხვროდა ღაბაბი, სხივს ანათებდა მზეშია. თან ირემს მოიდენიდა, პეპელა ეჯდა რქებშია. ლურჯი ჩქერებით შესცქერდი, ტანზე კალმახი გემჩნია. შენთან გინდოდა, გყოლოდა, იმათ ცის კერა ერჩიათ. წავიდნენ, შენაც წახვედი, უფლის ნამზერი მხრებშია. არაგვო, სიმღერა მინდა, გული ამომდის ყელშია. ვითომ არც მისმენ?! გენაცვლე მაგ გამჭვირვალე ჩქერშია. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: "არაგვიანი" – ლექსები არაგვს Wed Aug 10, 2011 9:36 am | |
| მარიამ ხუცურაული არაგვიანო...მოხვალ და ბედნიერი ხარ, მოჰყვირი საარაგვოსა, მტრისას შენ გაღმა-გამოღმა სხვათ ჯიშმა გაილაღოსა... ჟინვალთან დამდორებულო, ფშავ-ხევსურეთის ხარ-ლაღო, მცხეთისკარს ბედის სიმუხთლით მტკვარს შეწირულო ზვარაკო. შენ წყალზე უფრო ნაკურთხი, ზედაშეა და მირონი, გეჯიბრონ, შენთან რას მოვლენ დიდ წყალთა სანაპირონი?! შენ წყალნასვამი ვლაღობ და ხმითაც შენფერად ვხმიანობ, ჩემ პაპის კარწინ მდინარო, სულსწრაფო, არა გვიანო. ჩემო სენავ და ჰუძონო, მისისიპო და ნილოსო, ერთწამ დაჩუმდი, მაცალე, საგვალვო გამოგილოცო... | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: "არაგვიანი" – ლექსები არაგვს Wed Aug 10, 2011 10:59 am | |
| გოდერძი ჩოხელი
არაგვს
სად დაგიჩოქო, არაგვო, რომელ ტალღაზე გემთხვიო, თუ მუხლის ჩოქით ამოგყვე, სათავეს გადავეხვიო. შენი ნაპირის ლოდები მინდა, ჩავიწყო გულშია, თუ სათავემდე ვერ მოვე, დაგხვდები ანანურშია, ჭრელ ღილად დაგეკერები მაგ მოლივლივე სულშია. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: "არაგვიანი" – ლექსები არაგვს Sat Oct 17, 2020 9:48 pm | |
| ბაღათერ არაბული
არაგვს
... ჩვენ ერთი ბედი გვერგო, არაგვო,- რადგან ორივე მთიდან ვიწყებით...
ვიწყებით ჩვენი სიწმინდიდან და ლამაზი სიყმაწვილიდან... მოვდივართ ქვევით, ხეობებით მოვემართებით, ვეხეთქებით კლდეებს, წარაფებს, ჩვენ წინ აღმართულ საშიშ ჯებირებს...
სულს ძლივს ვითქვამთ ბნელ გვირაბებში, რკინა-ბეტონის ბორკილებში... გვრყვნიან, გვამღვრევენ,- ათასნაირ ჭუჭყით, ტალახით ემუქრებიან ჩვენს ნაპირებს...
... ჩვენ ერთი ბედი გვერგო, არაგვო...
... და მხოლოდ ღამით, როცა სამყარო დაიძინებს, როცა ყველა სიზმრებში ცხოვრობს, დაჭაობებულ მინდვრებიდან ჩუმად ვბრუნდებით ჩვენს ბავშვობაში,- მთების ჩრდილების სასახლეებში, რომ დიდი ზღვების შესართავთან და ჩასაფრებულ მორევებთან კვლავ სიყმაწვილის სილამაზემ დაგვიცვას და გადაგვარჩინოს!.. ... ჩვენ ერთი ბედი გვერგო, არაგვო...
::: | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: "არაგვიანი" – ლექსები არაგვს  | |
| |
|  | | | "არაგვიანი" – ლექსები არაგვს | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|