| | ბიბლია და ეროტიზმი ანუ კონტექსტი და სიტყვა /მცირე | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: ბიბლია და ეროტიზმი ანუ კონტექსტი და სიტყვა /მცირე Wed Dec 17, 2008 5:04 pm | |
| ბიბლია და ეროტიზმი ანუ კონტექსტი და სიტყვა /მცირე
ბიბლიაში არაერთგზის მოიხსენიება სიტყვები,რომელსაც პოეზიის დღევანდელ მკითხველთა გარკვეული ნაწილი ,შესაძლოა,ერთმნიშვნელოვნად ეროტიკულად მიიჩნევდეს .მათ შორის ყველაზე გამოკვეთილია საშო და ძუძუ .აი რამდენიმე მაგალითი ძველი აღქმიდან.
დაბადება: 29.31''დაინახა უფალმა,რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა მას საშო,რახელი კი ბერწი იყო.'' 30.22''გაიხსენა უფალმა რახელი,უსმინა ღმერთმა მას და გაუხსნა საშო.''
იობი: ''მაშინ ალაპარაკდა იობი და დასწყევლა თავისი დაბადების დღე... 3.10.''რომ საშოშივე არ ჩამიკეტა კარი და არ განმარიდა ამ სატანჯველს'' 3.12.''რისთვის ამიქვეს მე მუხლებმა,რა იყო ის ძუძუ,რომელსაც ვწოვდი''.
დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ოპონენტი დაუყოვნებლივ მიპასუხებს,რომ მოყვანილი მაგალითების კონტექსტი ეროტიკულობას არ გულისხმობს და მართალიც იქნება. მაგრამ ამავე ბიბლიაში არის წიგნი,რომელშიც საშო არა,მაგრამ ძუძუები წმინდად ეროტიკულ კონტექსტშია მოთავსებული,სხვა ეროგენულ ორგანოებთან ერთად. ეს რამდენიმე ფრაგმენტი კი მეტნაკლებად სრულ წარმოდგენას გვიქმნის ბიბლიურ ეროტიზმზე:
ქება-ქებათა:
1.13.''მეტრფე ჩემი ჩემთანაა,ჩემს ძუძუთა შორის განისვენებს.''
3.1.''ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული,ვეძებე იგი და ვერ ვპოვე''.
4.5.ორი შენი ძუძუ ორი თიკანია ნიამორისა,მარჩბივი,მძოვარი შროშანთა შორის.
7.5.''შენი ჭიპი მრგვალი თასია,ღვინისაგან მოუკლებელი,შენი მუცელი ხორბლის ხვავია,შროშანთაგან გარემოცული,ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა - მარჩბივი''.
7.8.შენი ტანი ფინიკის ხეა,შენი ძუძუნი - ვაზის მტევნები. 7.9.ვთქვი,ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები:შენი ძუძუნი იქნებოდნენ,ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი ვით ვაშლის სურნელი 7.10.შენი სასა რჩეული ღვინოა,შენი მეტრფისკენ მიღვარული,,მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი.
7 8:პატარაა დაი ჩვენი და ჯერ ჯერ არ დამჩნევია ძუძუები,რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს,როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი? 7.9. ზღუდე რომ იყოს,ვერცხლის ქონგურებს დავუშენებდით,,კარი რომ იყოს,ნაძვის ფიცრებს მივუდგამდით 7.10 მე ზღუდე ვარ და გოდლებივით მაქვს ძუძუები.ახლა კი მოწიფული ვჩანვარ მის თვალში.
განმარტება: მარჩბივი - ტყუპი
P.S. აღსანიშნავია,რომ ქრისტიანული სარწმუნოება წიგნს ''ქება-ქებათა'' არ მოიაზრებდა ეროტიკულ ქმნილებად.მისი ინტერპრეტირება ხდებოდა,როგორც საღმრთო სიყვარულის წიგნისა ,რომელშიც გადმოცემული იყო არა სულამითისა და სოლომონის ან ვინმე უსახელო მეტრფეს ,არამედ ქრისტესა და ეკლესიის სიყვარული. | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ბიბლია და ეროტიზმი ანუ კონტექსტი და სიტყვა /მცირე Thu Dec 18, 2008 3:56 am | |
| აღმოსავლური ტრადიციით ,სექსისა და ეროტიკის ასახვას ლიტერატურულ პოეზიაში ძირითადად სიმბოლურ-ალეგორიული ხასიათი ჰქონდა.თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ ,ასეთი ტექსტები ორმაგად კოდირებული იყო.
ცნობილია აღმოსავლური,კერძოდ სპარსული ლიტერატურის ქართულ საერო მწერლობაზე დიდი გავლენის ფაქტი. ამ გავლენის მკაფიო კვალი რუსთველის ქმნილებასაც აჩნია.
გასული საუკუნის 60-70-იან წლებში რუსთველოლოგიურ გარემოში თავისებური სკანდალი გამოიწვია ''ვეფხისტყაოსნის'' რამდენიმე სტროფის მოულოდნელმა ინტერპრეტაციამ.
ვიდრე ამ სტროფებს შემოგთავაზებდეთ,მოკლედ შეგახსენებთ სიტუაციას,რომელიც მათ წინ უძღვის. ავთანდილი დაბრუნდა არაბეთში,უცხო მოყმის ამბავი ამცნო მეფე როსტევანსა და თინათინს,მაგრამ რაკი ტარიელს დაჰპირდა დახმარებას, როსტევანისგან უნდა გაიპაროს, თინათინს კი ეახლება და უმხელს თავის მიზანს,თან სთხოვს ,რაიმე საიმედო ნიშანი გაატანოს...
მესმა თქვენი ნაუბარი,გავიგონე,რაცა ჰბრძანე! ვარდსა ქაცვი მაპოვნინებს,ეკალთაცა რად ვეფხანე! მაგრა მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე! სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რამ წამატანე!''
ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული,სიკეთისა ხელის მხდელი, მზესა ასრე ეუბნების,ვით გაზრდილსა ამო მზრდელი; ქალმა მისცა მარგალიტი,სრულ-ქმნა მისი საწადელი, ღმერთმა ჰქნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!
რა სჯობს,რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს,მორწყოს ,ახიოს, მისსა მჭვრეტელსა ალხინოს,ვერ მჭვრეტსა ავაგლახიოს! ვა მოყვარესა გაყრილსა,ახი ოს ეყოს,ახი ოს!
ახლა განსხვავებული მაგალითი:მილიტარული ტერმინოლოგიით გადმოცემული :
დავით გურამიშვილი თავის პოემაში ''ქაცვია მწყემსი'' ასე გადმოსცემს სცენას ინტერკურსისა,რომლის შედეგადაც ჩაისახა ქაცვია:
ადგა,წავიდა მუნ მალვით კაცი, სადაც შერჭმოდათ ქალ-ყმათა ქაცვი, მან გათიბა მოლი, მათი დასაწოლი მუნ განამზადა.
როცა დრო იყო,წარუძღვა წინა, ორივ საძილოდ იქ დააწვინა. მდადი,ძმა,მაყარი არ იყვნენ გამყარი, გვერთ უდგნენ მცველად.
მან მეფემ ციხეს აღარ ახანა, თავს წანაყვირა ნაღარა-ხანა: სტყორცნა ზარბაზანი, გაუხდა ზათქანი, დაჩეხა კარი!
ის ზარბაზანი მან რომ დასცალა, მაგდენი ხანი აღარ აცალა; ხელახლა გატენა, განიშნა კართკენა ზარბაზნის ტუჩი.
დაადვა ცეცხლი,რა შაიფეთქა, გასტყვრა,გაუხდა ზემო თავს ხეთქა. ღმერთმანი აუწვა, რასაც წამს დაუწვა, მუცელ-ქმნულ შექმნა.
ის გოგო ჩემზედ გახდა ორსული, რა დრო შეიქნა შობად მოსული, მე ვიშევ ;სახელად მათ დასაძახელად მარქვეს ''ქაცვია''.
ერთი დაუზუსტებელი ვარაუდი მინდა გამოვთქვა: დღესდღეობით ბოლომდე არ არის დადგენილი გურამიშვილის ''ქაცვია მწყემსის''ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროები. არსებობს აზრი,რომ იგი ქართული ფოლკლორით არის ნასაზრდოები,მეორე მხრივ,მიუთითებენ უკრაინულ ფოლკლორზეც. რუსთველი გურამიშვილისათვის ცხადია,უმაღლესი რანგის პოეტი იყო.ხომ არ არის ეს პოემა,''ქაცვია მწყემსი'' რემინისცენციის ,ალუზიის დონეზე მაინც დაკავშირებული იმ ეპიზოდთან,რომელიც ზემოთ ''ვეფხისტყაოსნიდან ''მოვიხმე? სად - სარაინდო პოემა და სად - ბუკოლიკური ჟანრის იუმორისტული ნაწარმოები,მაგრამ მაინც,რუსთველური სტრიქონი: ''ვარდსა ქაცვი მაპოვნინებს,ეკალთაცა რად ვეფხანე!'' ჩემში ამგვარ კითხვას ბადებს. მეცნიერულად ამის გარკვევა გამიჭირდება და იქნებ არც არის საჭირო. | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ბიბლია და ეროტიზმი ანუ კონტექსტი და სიტყვა /მცირე Sat Dec 20, 2008 9:11 pm | |
| ჩემი აზრით, "ქაცვია მწყემსის" სიუჟეტი უფრო ფოლკლორულია. იმდროინდელ ქართლში ასეთ ანეგდოტებს ფარეშები, ღამის მეხრეები და ბიჭ-ბუჭები ბევრს და ხშირად ჰყვებოდნენ ალბათ... მეჩვენება თუ "ქაცვია მწყემსის გარემო, გეოგრაფია ზედმეტად ქართლულია? სად უფრო გავრცელებულია ქაცვი?  | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ბიბლია და ეროტიზმი ანუ კონტექსტი და სიტყვა /მცირე Sat Dec 20, 2008 9:59 pm | |
| გია ძვირფასო! არსებობს გამოკვლევა რევაზ ხვედელიძისა. იგი უკრაინულ ფოლკლორთან აკავშირებს პოემას. ქაცვი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ძალზე გავრცელებულია. ჩემი ფიქრით,ერთი დეტალი:ის, რომ ეკლესია მდინარის გადაღმაა და იქ ნავით მიემგზავრებიან სოფლელები,ასევე ეპიზოდი ქალწულთა მიერ წილის ყრისა,რომლის შედეგადაც ერთს ''ტუტრუკი მუტრუკი'' ერგება,ერთს კვირ-კვირისთავი,ხოლო ერთს ქაცვია მწყემსი,ქართული ტრადიციით ნასაზრდოები არ უნდა იყოს. ამ რამდენიმე წლის წინ გამოიცა წიგნად სადისერტაციო ნაშრომი მერაბ ღაღანიძისა,რომელიც სრულიად განსხვავებულ კონტექსტში მოიაზრებს ''ქაცვია მწყემსს'' და საკმაოდ მოულოდნელი ინტერპრეტაციით წარმოადგენს ამ ნაწარმოებს,უკავშირებს რა რელიგიურ მოძღვრებებს,მათ შორის - არაქრისტიანულს.თუმცა თავად ამის თაობაზე, როგორც მახსოვს, ღიად არ წერს. სამწუხაროდ,ეს წიგნი ამჟამად ხელთ არა მაქვს/. ერთი დეტალი:ნაცში ქაცვის შერჭობა მას გააზრებული აქვს,როგორც თეოფანიის ანუ უფლის გამოცხადების აქტი. ორი წლის წინ თეიმურაზ დოიაშვილმა წიგნად გამოსცა კრიტიკული მონოგრაფია ''ორნი ერთ ნავში''/შემიძლია გათხოვოთ/,სადაც გამოწვლილვით გააანალიზა მ.ღაღანიძის გამოკვლევა და უჩვენა მკითხველს მისი სრული აბსურდულობა . | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ბიბლია და ეროტიზმი ანუ კონტექსტი და სიტყვა /მცირე Sun Dec 21, 2008 11:00 am | |
| ერთი აუცილებელი განმარტება ეროტიკული პოეზიის თემასთან დაკავშირებით
ინტერნეტ-მკითხველთა ერთი ნაწილის მიერ ქართული ეროტიკული პოეზიის ანთოლოგიის შედგენა,ასევე , ამ პოეზიის სპეციფიკაზე მსჯელობა დაუშვებლად მიიჩნევა. გამოითქვა აზრიც,რომ არავითარი განსხვავება არ არის ამ მოვლენასა და ლაშა ბუღაძის ნაწარმოებს ''პირველი რუსი'' შორის.შედარებისთვის გამოჩნდა ინფორმაციაც,რომლის თანახმადაც, რუსი კინემატოგრაფისტები ქმნიან ეროტიკულ ფილმს ''შუშანიკის წამება''. შევეცდები,მოკლედ ავხსნა,რატომ არ მიმაჩნია ამ მოვლენებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა გამართლებულად.
ლიტერატურის და ზოგადად კულტურის, როგორც ტექსტისადმი მიდგომის რამდენიმე ძირითადი გზა არსებობს.ერთია მისი ''წაკითხვა'' იმ ენაზე,რომელიც ისტორიულად თავად გამოიმუშავა.მეორე - მისი ინტერპრეტაცია,რეალიათა გადააზრება ''წამკითხველის'' მიერ, საკუთარი თეზაურუსის მონაცემთა გამოყენებით.მესამე - ამ ტექსტის რეალიათა, სპეციფიკის ,კონტექსტის, ინტერტექსტის და ა.შ. გაუთვალისწინებლად ,მასზე ძალადობა,თავს მოხვევა იმგვარი ნიშნებისა და მნიშვნელობებისა,რომელიც არათუ არ მოიძევება ტექსტში,არ თანხვდება მის ინტენციას /მიზანდასახულობას/,არამედ ეწინააღმდეგება კიდეც მის სპეციფიკას . პირადად მე ქართული ეროტიკული პოეზიის ანთოლოგიის შედგენისას პირველ ორ მიდგომას ვიყენებ.,ანუ ვცდილობ ''წავიკითხო'' ეს პოეზია თავის ენაზე,შემდგომ შევეცადო მის ინტერპრეტირებას თანამედროვე პირობებში,ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. მესამე გზა არის ის,რაც ჩემთვის მიუღებელია. წინასწარ შემიძლია ვთქვა,''შუშანიკის წამების''გადამღებნი სწორედ მესამე გზას დაადგებიან.საკუთარ მენტალობას გადაიტანენ შუშანიკის სახეში. ამას გააკეთებენ კინემატოგრაფის გამომსახველობით საშუალებათა მომარჯვებით, მთელი შთამბეჭდაობით.მათი ''შემოქმედებითი'' გამომგონებლობა კი ძალზე შორს გაიჭრება ეროტიკის საზღვრებიდან. ლაშა ბუღაძის, თავისთავად ნიჭიერი პროზაიკოსის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მან ქართული მენტალობისაგან განსხვავებული, უცხო, უცხოური მენტალობა ''მოარგო'' თამარის სახეს. სოციოლოგიური თვალსაზრისით, ქართული მენტალობის ერთ-ერთ მთავარ გოდოლზე ბუღაძისეული ეს იერიში მაინც მარცხით დასრულებულად მიმაჩნია, რადგან მკითხველ საზოგადოებაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. რომ არა ეს რეაქცია, ვიტყოდი,რომ ჩვენი ეროვნული ცნობიერება იმდენად მოდუნდა,ტესტირებას ვერ გაუძლო. | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ბიბლია და ეროტიზმი ანუ კონტექსტი და სიტყვა /მცირე Mon Dec 22, 2008 8:39 pm | |
| ნინო, ღაღანიძის წიგნი წაკითხული მაქვს, დოიაშვილის-არა, თუმცა სრულიად ვეთანხმები მეორის აზრს,პირველის აბსურდულობის შესახებ. მე მაინც მგონია, რომ "ქაცვია მწყემსის" სიუჟეტი, ავტორის ბავშვობისდროინდელი შთაბეჭდილებებითაა ნასაზრდოები... | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ბიბლია და ეროტიზმი ანუ კონტექსტი და სიტყვა /მცირე Fri Jan 16, 2009 2:14 am | |
| ეროტიკული პოეზიის სათავეებთან
ვიდრე შუმეროლოგია თავის სიტყვას იტყოდა,ძველთა შორის უძველესად ძველეგვიპტური პოეზია მიიჩნეოდა. გასული საუკუნის სამოციან წლებში ქართველ მკითხველს საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა მურმან ლებანიძის თარგმანებს,რომელიც ალბათ რუსულიდან იყო შესრულებული./წიგნს,საიდანაც გადმომაქვს ტექსტი,არ ეთითება,რომელი ენიდან არის ნათარგმნი/. დარწმუნებული არა ვარ,საჭიროა თუ არა ქართული ეროტიკული პოეზიის ანთოლოგიაში თარგმანების შეტანაც იმ ნიშნით,რომ მათ შესამჩნევი გავლენა მოახდინეს ჩვენი ''პოეტური ენის'' /ფართო გაგებით/ ფორმირებაზე.ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებ ამ თემის სტუმრებს მაინც დააინტერესებთ.
ძველეგვიპტური ლირიკა
სასიხარულო სიმღერების დასაწყისი
ფრაგმენტი
ლურჯი ღიღილო ჩავაწანი ჩემს გვირგვინს ფრთხილად, როგორც წყლით სავსე თულუხები წონასწორდება, ისე თანხმობით ძგერენ ახლა ჩვენი გულები - გული მივუშვი ნებაზე და შენს მკლავებში მორჩილად ვწევარ.
სურვილო ჩემო და თვალების უცხო წამალო, - შენს დანახვაზე მიბრწყინდება უცებ თვალები! შენ გეტმასნები სიყვარულის მარად მძებნელი, გულს წარუშლელად აღბეჭდილო მეუღლევ ჩემო!
დიდებულია ეს წუთები! გაგრძელდეს მარად, გაგრძელდეს დაე,უკუნითი უკუნისამდე იმ დღიდან,როცა მე შენთან დავწექ და რა დღესაც გული ჩემი შენ აღამაღლე.
ო,ილხენს იგი,თუ მწუხარებს - არ მიმატოვო!
/ძალა სიყვარულისა/ /ცალკეული კუპიურებით/
შენდამი ტრფობა ჩამეღვარა სისხლსა და ხორცში, სისხლსა და ხორცში ღვინოსავით გამიჯდა იგი, ვით ცხარე საკმაზე გაუჯდება ნარინჯის წვენი, ანუ რძეს - თაფლი სურნელოვანი.
ჰოი,იჩქარე,მოაშურე დაიას შენსას, როგორც სარბიელს მიაშურებს ფიცხელი ცხენი, ანუ ხარი დაფეთებული - სასურველ ბაგას.
ცათა ნიჭია ეგ სიყვარული, ცეცხლია,,ჩალას წაკიდებული, შევარდენია დაგეშილი, მსხვერპლს ჰაერში რომ დააცხრება.
2. ვარ გონმიხდილი წყალსატევის მშვენიერებით. ბაგე მიუგავს ჩემს დაიას ლოტოსის კოკობს, მკერდი - წყვილ ნარინჯს, და როდესაც ჩავიკრავ გულში, ძალა არ შემწევს, გავხსნა მკლავები.
მომხიბლა მისმა თლილმა შუბლმა და დამატყვევა, ვით კაკანათმა კვიპაროსისამ. მე კულულები ძუა-მახედ,ხაფანგად მექცა და შიგ გავები გარეული ბატივით უცებ.
3. არა,არ ძალმიძს,სიყვარული შენი უარვყო. იყავ ერთგული გატაცების დამათრობელის!
არ განვუდგები მე ჩემს სატრფოს, ო,თუნდა მირტყით! თუნდა ბოლომდე ჩამაყენეთ ჭაობის ლაფში! თუნდა გამაგდეთ სირიაში მათრახის ცემით! თუნდა გამაგდეთ ნუბიაში კეტით და კომბლით , თუნდ უდაბნოში გამაძევეთ პალმის როზგებით და თუნდ ნილოსის შესართავისკენ!
მე არ ავყვები რჩევას თქვენსას და შეგონებას, არ აღვუდგები მე ჩემს სიყვარულს.
... 5.უნდა ჩავწვე ლოგინში და თავი მოვიავადმყოფო. მეზობლები სანახავად მოვლენ. მათთან ერთად მოვა ჩემი სატრფო და აქიმებს გააწბილებს - - იცის სატრფომ სატკივარი ჩემი.
6.. ჰა,ქალაქგარეთ დაიას სახლი, გაღებულია ორკარედი ჭიშკარი ფართოდ. ჩაწეულია ურდული ჭიშკრის განრისხებულა სატრფო ჩემი უკიდურესად! მეკარედ მაინც ამიყვანდეს! გავამწარებდი, გამოვიყვანდი წამდაუწუმ მოთმინებიდან, რათა ყოველდღე მომესმინა ეს ხმა მრისხანე, მის წინ ვმდგარიყავ ყმაწვილივით თავჩაქინდრული. 7. უფლის არხს დავყევ,გადავცურე,გადავუხვიე არხში,რომელიც მზის ღვთაების სახელს ატარებს. დროით ჩავუსწრო,ვჩქარობ,ხალხის დაბანაკებას, გაშლიან კარვებს,დასცემენ ბანაკს, მერტიუს არხის შესართავი რომ გამოჩნდება.
მივქრი და ვშიშობ დღეობაზე დაგვიანებას, გული კი,გული ცად მიელტვის ღვთაებას მზისას, შევთხოვ,მწედ მექმნეს, შემახვედროს ძამიას ჩემსას, როდესაც იგი მიაშურებს უფლისა ტაძარს.
ვიხილეთ არხის შესართავი ორივემ ერთად. ჰელიოპოლში წარიტაცე შენ ჩემი გული, და მე გამოგყევ ტევრისაკენ,და შევეფარეთ უზენაესი მბრძანებლის წარაფს.
მზის ღმერთის ხეებს შევატეხე პაწია ტოტი, პაწია ტოტი შევატეხე ჩემთვის მარაოდ, პირი ვქენ მისი წარაფისკენ, გავცქერი ტაძარს.
სქელი ბალზამით დავიმძიმე ხუჭუჭა თმები, ავივსე მუჭი ატმის რტოებით. და თავს ეგვიპტის მბრძანებლად ვსახავ - შენს მკლავებში გამომწყვდეული.
/ჰარისის პაპირუსი, დაახლ. ძვ.წელთაღრიცხვის 1330 წელი/
ძველეგვიპტური ლირიკა,თარგმ .მურმან ლებანიძისა,თბ., 1969. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ბიბლია და ეროტიზმი ანუ კონტექსტი და სიტყვა /მცირე Fri Jan 16, 2009 10:44 am | |
| - nino darbaiseli wrote:
- ეროტიკული პოეზიის სათავეებთან
დარწმუნებული არა ვარ,საჭიროა თუ არა ქართული ეროტიკული პოეზიის ანთოლოგიაში თარგმანების შეტანაც იმ ნიშნით,რომ მათ შესამჩნევი გავლენა მოახდინეს ჩვენი ''პოეტური ენის'' /ფართო გაგებით/ ფორმირებაზე. ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებ ამ თემის სტუმრებს მაინც დააინტერესებთ.
ნინო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი თარგმანების შეტანა მარტო საჭირო კი არა, აუცილებელიც არის - თარგმანში ხომ მარგალიტებია დაგროვილი ამგვარი პოეზიისა. ჯერ მარტო ვახუშტი კოტეტიშვილის ომარ ხაიამი რად ღირს, თუნდაც... | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: ბიბლია და ეროტიზმი ანუ კონტექსტი და სიტყვა /მცირე Fri Jan 16, 2009 11:39 am | |
| ..........................
Last edited by nini on Mon Jun 08, 2009 11:26 pm; edited 1 time in total | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ბიბლია და ეროტიზმი ანუ კონტექსტი და სიტყვა /მცირე Sat Jan 17, 2009 3:34 pm | |
| შუამდინარული ეროტიული პოეზია
ინანას და დუმუზის საკრალური ქორწინების ციკლი:
(ფრაგმენტები)
,,მას სწყურია, სწყურია სარეცელი სწყურია, გულის სიხარულის სარეცელი სწყურია, სარეცელი სწყურია, სარეცელი - საამური უბე სწყურია, სარეცელი სწყურია, სამეფო სარეცელი სწყურია, სარეცელი სწყურია, სადედოფლო სარეცელი სწყურია, სარეცელი სწყურია, მის საამურ სარეცელს, მის საამურს, მის საამურ სარეცელს, გულის სიხარულის სარეცელს,მის საამურს, მის საამურ სარეცელს, სარეცელს - საამურ უბეს, მის საამურს, მის საამურ სარეცელს, სამეფო სარეცელს, მის საამურს, მის საამურ სარეცელს, სადედოფლო სარეცელს, მის საამურს, მის საამურ სარეცელს, საამურ სარეცელს გაუშლიან, სარეცელს გაუშლიან. . ."
,,ჩემი დედოფალი უბეს განიბანს, მეფის უბისათვის განიბანს, იდინ-დაგანის უბისათვის განიბანება, კედარის სურნელ ზეთს მიისხურებს . . "
,,მეფე წმინდა უბისაკენ თავაღმართული მივალს, ინანას უბისაკენ თავაღმართული მივალს . . ."
,,ო, უთუ, შEნ ცოლისძმა ხარ ჩემი, მე სიძე შენი! ეს მე ვარ, ეანაში საზრდო რომ მომაქვს, ეს მე ვარ, ურუქში საქორწინო ძღვენი რომ მოვიტანე, ეს მე ვარ, წმინდა ბაგეებს რომ ვკოცნიდი, ეს მე ვარ, ინანას წმინდა ნუხლებზე რომ ვროკავ! . . ."
დუმუზისა და ინანას ეროტიული დიალოგი:
დუმუზი: ,,დიდო დედოფალო, ყანაა მკერდი შენი, ინანა, ყანაა მკერდი შენი! შენი ფართო ყანა, ბალახს რომ აღმოაცენებს, შენი ფართო ყანა, ხორბალს რომ აღმოაცენებს . . ."
ინანა: ,,ჩემი ასო ყამირი მიწაა, ჩემი ასო დასატეხი კორდია! ქალწული ვარ, ვინ იქნება მისი მომხვნელი? ჩემი ასო მორწყული მიწაა! ცის დედოფალი ვარ, ხარს ვინ ჩამიყენებს?"
დუმუზი: ,,დედოფალო, მეფე მოგიხნავს, მეფე დუმუზი მოგიხნავს. . ."
ინანას თანხმობა:[/B] ,,მოხანი ჩემი ყანა, გულის სასურველო . . ."
ნაყოფიერების ქალღმერთის ნიშნებით შემკობილი იშთარი. დედის ეროტიზირებული სახე:
,,დედაჩემი - ციური წვიმა, წყალი ურჩეულეს თესლისა, უხვი მოსავალი, ორჯერ მოწეული, სიამის ბაღი, ნეტარებით აღმვსები, მორწყული ნაძვი, გირჩებიანი, ახალწლის ხილი, პირველმოწეული, სარწყავი არხი, უხვი წყლის მომტანი . . ."
ინანას საღვთო როსკიპები, რომელთაც ,,ინანას ასულები" ეწოდებათ, ,,სასიყვარულო შელოცვის" შუმერულ ტექსტებში ასე იხსენიებიან:
,,ტურფა ქალწული ქუჩაში დგას, ქალწული, როსკიპი, - ინანას ასული, ქალწული, ინანას ასული, ეშდამის სახლთან დგას. მსუყე ერბოა, მსუყე ნაღები, ფერია, ინანას დიდი დიაცია, ენქისეული დიდი ბეღელია, როცა ზის იგი - ვაშლით დახუნძლული ბაღია, როცა წევს იგი . . ."
მადლიერი ვარ შესანიშნავი პოეტისა და მკვლევრის ხათუნა თავდგირიძისა ამ მასალების მოწოდებისათვის.
Last edited by nino darbaiseli on Sat Jan 17, 2009 3:48 pm; edited 1 time in total | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ბიბლია და ეროტიზმი ანუ კონტექსტი და სიტყვა /მცირე Sat Jan 17, 2009 3:39 pm | |
| საყურადღებო ნიმუში - შუამდინარული ეპოსის ეროტიკულ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე ქართული ლექსი.
ჯერ პირველწყაროს გავეცნოთ! აი, ეროტიკული პოეზიის უძველესი ნიმუში(ფრაგმენტი): თამუზისა და ინანას სასიყვარულო ისტორია, უძველესი როსკიპი ქალის - შამხათის სახე ,,გილგამეშიანიდან",რომელიც ენქიდუს მოსახიბლად და გასაკეთილშობილებლად მიავლინეს.
,,იხილა შამხათმა ველური კაცი, მოყმე გარეული ველთა წიაღიდან, ჰა, იგი, შამხათ, მკერდი შეიხსენი, სარცხვინელი შენი გაიშიშვლე, დაე მიიღოს სიმწიფე შენი . . ."
ესეც - ხათუნა თავდგირიძე
მე ვარ შამხათი!
იხილა შამხათმა ველური კაცი, მოყმე გარეული ველთა წიაღიდან. ჰა, იგი, შამხათ, მკერდი შეიხსენი, სარცხვინელი შენი გაიშიშვლე, დაე მიიღოს სიმწიფე შენი . . . გილგამეშის ეპოსი
_ მე ვარ შამხათი! მკლავებში მიწევს მამრი, ველური, ის გამორიყეს ღმერთებმა ციდან, ყვითელ თიხაში მოაბნიეს მისი სხეული. _ მე ვარ შამხათი! მსურდა გილგამეშს ეხილა ოდენ ჩემი სიმწიფე. . . მაგრამ ევფრატის პირას დავეცი როცა ენქიდუ ახლოს ვიხილე. _ მე ვარ შამხათი! ვისაც სხეულში ჩასაფრებია მშიერი მგლები _ ვითარც ვნებები, შემოძარცული ჩემი სამოსი პირზე ებურათ შუმერის ღმერთებს, შეხსნილი მკერდი იყო შიშველი აყვავებული ურუქის ველზე . . . _ მე ვარ შამხათი! და ერთადერთი ჟინი სამყაროს! ვინაც ტყის სუნთქვას, ნადირთა ხვნეშას და ჯოგთა შინა ძრწოლას, ხეტიალს გამოარიდებს არურუს ნაშობს. . . _ მე ვარ შამხათი! მე აღვუდექი ღმერთების წადილს, და მონადირე მამრის მკლავებში ვიქმნ განაბული…. . . მას მივუძღვენი ერთადერთი ჩემი სიმწიფე _ ტყის და ბორცვების ველურ არსებას, ვინაც სამყარო ჩემზე ამღერა! . . . _ მე ვარ შამხათი! მე აღვუდექი ყველა ღვთაებას შიშველი მკერდით, ცხელი სხეულით ენქიდუს სულში ვკლავდი დემონებს, მაშინ შხუოდა შიშით ევფრატი ტიგროსი ჰგავდა შეშლილ მდინარეს! ჩემი სამოსი, ვნებით აშლილი წითლად ჰყვაოდა ურუქის ველზე . . . | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ბიბლია და ეროტიზმი ანუ კონტექსტი და სიტყვა /მცირე  | |
| |
|  | | | ბიბლია და ეროტიზმი ანუ კონტექსტი და სიტყვა /მცირე | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|