| | ვაჟა-ფშაველა | |
| | |
Author | Message |
---|
სანათა

 Number of posts : 328 Age : 63 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Jan 12, 2009 6:54 pm | |
| ვიფიქრებ მე ამაზე...
რაც შეეხება "ალუდას" და სხვას და სხვას ჩვენი მთავარი მიზანი ხომ კორექტული კამათია რაღაცეებში გასარკვევად არა საბოლოოდ ერთი აზრის ვინმესათვის თავს მოხვევა? მე მგონია რომ საფუძველში აზრების ურთიწერთგაზიარება გვიდევს და არა ვინმეს და რაიმეს დამცრობა-შეურაცხყოფა... | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Jan 12, 2009 7:06 pm | |
| რატომ არ უნდა "მოვიხვიოთ" ყველამ ერთი აზრი, თუ ის ერთი აზრი ავტორისაა? ე.ი. საუბარია ავტორის აზრის ამოკითხვაზე და რა რაიმეს მტკიცებაზე... დამავიწყდა მეთქვა, რომ მე არა ვარ დემოკრატი მე კამათის წინააღდეგი ვარ, მით უფრო დამცრობა შეურაცხყოფისა... გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და თუ დაახლოების პერსპექტივა იკვეთება გავაგრძელოთ მსჯელობა, თუ არა და რა აზრი აქვს? ჭეშმარიტება მოცემულობაა და მისი დაკარგვის საფრთხე სწორედ კამათშია მოსალოდნელი. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Jan 12, 2009 7:09 pm | |
| - არგანი wrote:
- მე კი მგონია, რომ ეს ფერი კი არაა, არამედ მდგომარეობაა.
გამტკნარებული - როგორი? იქნებ ორივე ერთად:ფერიცა და მდგომარეობაც. ფერი_ მდგომარეობისა და მდგომარეობა_ ფერის გარეშე ძნელი წარმოსადგენია.ისე_ყველაზე დიდ სასწაულს ვაჟა_ფშაველა ფერთან მიმართებაში,ალბათ,"ალუდა ქეთელაურში" ახდენს: ფერი ედება ბერდიას, ფერი სხვარიგის შიშისა.ჯერ ეს "სხვარიგის შიშია" განსაცვიფრებელი და მერე_ამ "სხვარიგის შიშის" ფერი. ეს უიშვიათესი შემთხვევაა:ერთი ფერით იგრძნობა არამარტო ალუდასა და ბერდიას შინაგანი სამყარო,არამედ,საერთოდ, პოემის სიდიადე... | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Jan 12, 2009 7:15 pm | |
| "სხვა რიგის შიშზე" კარგად წერს თამაზ ჩხენკელი "ტრაგიკულ ნიღბებში". ისე, მდგომარეობას ფერიცა აქვს და გემოც.  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | |  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Thu Jan 15, 2009 7:27 pm | |
| - არგანი wrote:
- ამასწინათ, "ალუდა ქეთელაურს" ვუსმინე საპატრიარქოს რადიოზე (აშკარად ახალი ჩანაწერი იყო. დამაციწყდა იმ მსახიობის გვარი), უნდა ვაღიარო, რომ ასეთი კარგი "წაკითვა" პირველად მოვისმინე. ხომ არავინ იცის ამ ჩანაწერის შესახებ, სად შეიძლება მოვიძიოთ?
გია, მე ხო გადაცემის ჩაწერაზე ვიყავი საპატრიარქოს რადიოში და ეს შენი ნათქვამიც არ დამვიწყებია - ვიკითხე, რომ - ვინ კითხულობდა მეთქი. ამას დაგიდასტურებს ეს ჩვენი ბაო - ანუ მარიან წიკლაური, ეგ ხო იქ მუშაობს. და მითხრეს, რომ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი - გივი ჩუგუაშვილი კითხულობდაო. და არ გადაგვაწერინებთ მეთქი? და - დაგვაცადე ჯერ, რო ეს ფაილები დავაწყოთ ინტერნეტშიო... თუ როგორ არის - ბაო გვეტყვის ჩემზე უკეთესად ამასა. | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Thu Jan 15, 2009 8:19 pm | |
| დიდი მადლობა. ნამდვილად ჩუგუაშვილი კითხულობდა, გამახსენდა. მე ძალიამ მომეწონა მისი წაკითხული. თქვენც თუ მოუსმენთ დამერწმუნებით, რომ ტექსტი სრულიად თავისუფალია, არასწორი დიალექტიკური მახვილებისგან, პათეტიკისგან და ზოგადად გადაჭარბებული ემოციისგან. სხვათა შორის, კითხვის ტრადიციული მანერა, რომელიც რამდენიმე "კითხვის ოსტატმა" დაგვიკანონა უკვე საკმაოდ მოძველდა. ახლები კი იშვიათად კითხულობენ, ეტყობა უჭირთ კლიშეების დარღვევა. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Thu Jan 15, 2009 9:20 pm | |
| - არგანი wrote:
- დიდი მადლობა. ნამდვილად ჩუგუაშვილი კითხულობდა, გამახსენდა.
მე ძალიამ მომეწონა მისი წაკითხული. თქვენც თუ მოუსმენთ დამერწმუნებით, რომ ტექსტი სრულიად თავისუფალია, არასწორი დიალექტიკური მახვილებისგან, პათეტიკისგან და ზოგადად გადაჭარბებული ემოციისგან. სხვათა შორის, კითხვის ტრადიციული მანერა, რომელიც რამდენიმე "კითხვის ოსტატმა" დაგვიკანონა უკვე საკმაოდ მოძველდა. ახლები კი იშვიათად კითხულობენ, ეტყობა უჭირთ კლიშეების დარღვევა. მე მახსოვს ტარიელ საყვარელიძის წაკითხული და ამასწინათ რომ მოვისმინე კიდევ - ძაან არ მომივიდა ჭკვაში. სამაგიეროდ, ძალიან მომეწონა ირაკლი უჩანეიშვილის წაკითხული "დამსეტყვე, ცაო"... და გივი ჩუგუაშვილი კარგი მსახიობია, მეც მოვუსმენდი მაგის დეკლამაციას. | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Sat Feb 14, 2009 10:04 pm | |
| რა ხდება ხვალ ჩარგალში? ამირანმა მითხრა (გასვენებაზე), მაგრამ ვერ მოასწრო ბოლომდე... თუ ვინმემ იცით, ჩვენც გაგვაგებინებთ. | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Feb 16, 2009 12:31 pm | |
| ვაჟა-ფშაველას აქვს ასეთი ლექსი "შენდამი" (ეძღვნება ილიას ხსოვნას). საინტერესო ლექსია და ცოტა განმარტებასაც საჭიროებს , ვისაც დაგაინტერესებთ იქნებ თვალი გადაავლოთ ამ ლექსს და გამოთქვათ თქვენი აზრი, ან იქნებ ვინმეს უკვე აქვს ამ ლექსის შესახებ რამე ნათქვამი (ეჭვი მეპარება). გთხოვთ, ყველაფერი აქ დადოთ. (სამწუხაროდ, აქ ვერ ამოვბეჭდე ეს ლექსი, თუ არ დაიზარებთ იქნებ კრებულებში (რჩეულში) მოძებნოთ. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Feb 16, 2009 12:59 pm | |
| - არგანი wrote:
- ვაჟა-ფშაველას აქვს ასეთი ლექსი "შენდამი" (ეძღვნება ილიას ხსოვნას). საინტერესო ლექსია და ცოტა განმარტებასაც საჭიროებს , ვისაც დაგაინტერესებთ იქნებ თვალი გადაავლოთ ამ ლექსს და გამოთქვათ თქვენი აზრი, ან იქნებ ვინმეს უკვე აქვს ამ ლექსის შესახებ რამე ნათქვამი (ეჭვი მეპარება). გთხოვთ, ყველაფერი აქ დადოთ.
(სამწუხაროდ, აქ ვერ ამოვბეჭდე ეს ლექსი, თუ არ დაიზარებთ იქნებ კრებულებში (რჩეულში) მოძებნოთ. ვერა ვპოულობ მაგ ლექსს და ააწყვეთ და დადეთ აქა რომელიმემ, რა... | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Feb 16, 2009 1:20 pm | |
| ვაჟა - ფშაველა შენდამი (ვუძღვნი ილია ჭავჭავაძის ხსოვნას)
ნუ ეჭვობ, მაინც შენი ვარ, ვიდრე სულს ვღაფავ ტანჯულსა, მანამდე სამუდამოდა ჩემს მზეს არ ნახავ ჩასულსა, მაშინაც ვერ მომიშორებ შენ გულს და გონში ჩაქსულსა. ნუ ჰფიქრობ, ტანჯვით ცხოვრებამ მომიკლას შენი ტრფიალი: რად მინდა უშინაარსო სიცოცხლე ოხერ-ტიალი?! გასალკლდევებულს აზრითა რას მიზამს შხამის ფიალი, ზედ მოხეთქება მეხისა, თავზე ყვავ-ყორანთ ფრიალი?! დღესნამდი შენდამი ტრფობა, - ახლა კი ვიტყვი კვეხითა, - თუ მოვიტანე უვნებლად გვემული ათას მეხითა, დღეიდან ოხერმოხრები მას ვერ გასთელენ ფეხითა, ვერ ამომგლეჯენ გულიდან ვერარომელი ხერხითა.
იმატებს ტანჯვა? - უწყოდე, ტრფობაც აიწევს მეტადა. აიშლის ფაფარს მრისხანედ, სდგეს იალბუზის ქედადა; ის მუხლს გიყრიდეს და შენ კი თავს დასცქეროდე ღმერთადა.
(გაგრძელება ქვემოთ) | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Feb 16, 2009 1:41 pm | |
| ვაჟა - ფშაველა შენდამი (ვუძღვნი ილია ჭავჭავაძის ხსოვნას)
(გაგრძელება)
შენ რომ გახსენებ, ვინ შენა?... ნიანგნი სცქვეტენ ყურებსა, ერთი უყურეთ, უყურეთ მაგ სისხლის მწოველს თულებსა!...
ბრიყვების სმენა ღირსია, ვასმინო შენი სახელი? თვით გიცნობს, ვისაც უყვარხარ, არ არს საჯაროდ სათქმელი!
ლოგინად ეკალს მიგებდე, ზედა ვწვებოდე შიშველი, გზაზეც მიფენდე, მაინცა, რაც შემიძლიან, გიშველი. უნდა დავადნო შენს ბედსა, თვალი და გული ფხიზელი, რადგან სხვა საშუალება გამიქრა, როგორც წინწელი.
აგიგებ ხელოვნურ ტაძარს, ბუნება ჰყვანდეს მთეველი: ვარსკვლავნი ცისა, მზე-მთვარით, ზღვა, ხმელეთზედა - ტყე-ველი, ია და ვარდი უჭკნობლად შენს თავზე ყვავილთ მრხეველი, ბულბული, სოროდან გველის ტკბილის ხმით გამომწვეველი,- თვით სიხარული ერისა, უშრეტი, დაულეველი,- და წმინდა სული მთათ თხემთა ჭეშმარიტების მფრქვეველი.
თავზე დაგხურავ მანდილსა, უნდა შეგმოსო კაბითა იაფით...ფასს თუმც ვერ სდებდენ, ნაკერსა დიდის ჯაფითა;
ჩემთ ცრემლთა ღილებს შეგიბამ, მოქარგულს ტრფობის ძაფითა, უკვდავს ვქმნი შენსა სახელსა, დღეს შემურვილსა ლაფითა, შემკობილს აზრით და გრძნობით მეც თან გახლდები დაფითა. 1909 წელი | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Feb 16, 2009 6:29 pm | |
| იმატებს ტანჯვა? - უწყოდე, ტრფობაც აიწევს მეტადა. აიშლის ფაფარს მრისხანედ, სდგეს იალბუზის ქედადა; ის მუხლს გიყრიდეს და შენ კი თავს დასცქეროდე ღმერთადა. ლექსი ისეთია,ვაჟას რომ ეკადრება. მადლობა,ძმაო არგანო,მაგრამ მე ერთი რამე გამიხარდა კიდევ: აქ უკვე დიდი შემოქმედი ღმერთკაცთან კი არა,ღმერთთანაა გატოლებული: "ის მუხლს გიყრიდეს და შენ კი თავს დასცქეროდე ღმერთადა." ... ესაც დიდი სიყვარულის ბრალია.
| |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Feb 16, 2009 6:41 pm | |
| აქ ჯერ ის გავარკვიოთ თუ ვისკენ ეკუთვნის მიმართვა ("ნუ ეჭვობ, მაიც შენი ვარ..."), ილიას? არა მგონია. ამიტომ დავდე ეს ლექსი, რომ აქ ბევრი რამაა გასარკვევი. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Feb 16, 2009 7:32 pm | |
| - არგანი wrote:
- აქ ჯერ ის გავარკვიოთ თუ ვისკენ ეკუთვნის მიმართვა ("ნუ ეჭვობ, მაიც შენი ვარ..."), ილიას? არა მგონია.
ამიტომ დავდე ეს ლექსი, რომ აქ ბევრი რამაა გასარკვევი.
ლექსის ბოლო სტრიქონებმა გამიჩინეს ლამაზი ეჭვი,რომ ეს ნაწარმოები შეიძლება ქალისადმია მიძღვნილი_ ყოველ შემთხვევაში,ადამიანს რომ ეკუთვნის,ცხადია. სამწუხაროდ,არსებობს "რჩეულები",სადაც ეს ლექსი არაა შეტანილი. | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Feb 16, 2009 8:00 pm | |
| ეს რელიგიურია ლექსია, თავდაპირველად მიმართვა ეკუთვნის მხსნელს (მაცხოვარს), თანდათანობით კი მისადმი სიყვარული გადადის ღვთისმშობლის სახეზე... ამ ლექსის ანალიზისთვის ორი ტექსტი უნდა გავიხსენოთ: ილია ჭავჭავაძის "ბაზალეთის ტბა" დავით გურამიშვილის "ზუბოვკა" ეს კი საკმაოდ რთულ ექსკურს ითხოვს, ჯობს სხვებსაც ვაცალოთ აზრის გამოთქმა, იქნებ საერთო ძალით უფრო ადვილად მოხეხდეს ამ ტექსტის გაშიფვრა. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Mon Feb 16, 2009 8:37 pm | |
| - არგანი wrote:
- ეს რელიგიურია ლექსია, თავდაპირველად მიმართვა ეკუთვნის მხსნელს (მაცხოვარს), თანდათანობით კი მისადმი სიყვარული გადადის ღვთისმშობლის სახეზე...
ამ ლექსის ანალიზისთვის ორი ტექსტი უნდა გავიხსენოთ: ილია ჭავჭავაძის "ბაზალეთის ტბა" დავით გურამიშვილის "ზუბოვკა" ეს კი საკმაოდ რთულ ექსკურს ითხოვს, ჯობს სხვებსაც ვაცალოთ აზრის გამოთქმა, იქნებ საერთო ძალით უფრო ადვილად მოხეხდეს ამ ტექსტის გაშიფვრა.
ჩემი აზრები ექსპრომტული ხასიათისაა.ლექსია საოცრად ღრმა და დიდი ალეგორიების შემცველი. შენი თქმისა არ იყოს,ვაცალოთ სხვებს...
| |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Tue Feb 17, 2009 11:17 pm | |
| "შენ რომ გახსენებ, ვინ შენა?... ნიანგნი სცქვეტენ ყურებსა, ერთი უყურეთ, უყურეთ მაგ სისხლის მწოველს თულებსა!...
ბრიყვების სმენა ღირსია, ვასმინო შენი სახელი? თვით გიცნობს, ვისაც უყვარხარ, არ არს საჯაროდ სათქმელი!"
მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიცი ვაჟას ეს ლექსი, ტექსტის მიხედვით ვამბობ - ამას მარტო ვაჟა დაწერდა, სხვა ვერავინ. ასე რომ, არგანისგან ტესტის მოტყუება - გამორიცხულია.
ლექსში ვაჟა ალაპარაკებს ილია ჭავჭავაძეს და ალაპარაკებს ღვთისმშობელთან. იმიტომ ალაპარაკებს, რომ ივერია ღვთისმშობლისაა, იმისი წილხვედრია.
გია სწორად იხსენებს ”ბაზალეთის ტბას”, სადაც ღვთისმშობლის ხატი ჯერ არავის შეუმჩნევია, ამ დროს - არის. იგივე შეიძლება გავიმეოროთ დავით გურამიშვილის ”ზუბოვკაზეც”...
ესენი, ორთავე - სწორად გახსენებული ლექსებია. ძალიან საინტერესო ხედვასთან მიგვიყვანს ამ ლექსში დაფარულის გახსნა... მე ცოტას ვხვდები უკვე...
გია, მე ამ ლექსში ვერ ვხედავ, რომ ”თავდაპირველად მიმართვა ეკუთვნის მხსნელს” - მე მგონია, რომ ვაჟა ილია ჭავჭავაძეს ალაპარაკებს ღვთისმშობელთან. | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Tue Feb 17, 2009 11:26 pm | |
| მართალი ხარ, მიხო. მთავარი ობიექტი ამ ლექსისა არის "მხსნელი". კარგადა გაქვს შემჩნეული, რომ აქაც და" ბაზალეთის ტბაშიც"საუბარია მასზე "ვისიც არ ითქმის სახელი..." ამ მიმართულებით უნდა წავიდეს ძიება... ამ ლექსით შეიძლება "ბაზალეთის ტბის" დღემდე დაფარული შრეებიც გაიხსნას. ამას კი მხოლოდ საერთო ძალისხმევით შევძლებთ, ამიტომ შევაწიოთ ერთმანერთ სიტყვა. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Wed Feb 18, 2009 12:19 am | |
| - არგანი wrote:
- მართალი ხარ, მიხო. მთავარი ობიექტი ამ ლექსისა არის "მხსნელი".
კარგადა გაქვს შემჩნეული, რომ აქაც და" ბაზალეთის ტბაშიც"საუბარია მასზე "ვისიც არ ითქმის სახელი..." ამ მიმართულებით უნდა წავიდეს ძიება... ამ ლექსით შეიძლება "ბაზალეთის ტბის" დღემდე დაფარული შრეებიც გაიხსნას. ამას კი მხოლოდ საერთო ძალისხმევით შევძლებთ, ამიტომ შევაწიოთ ერთმანერთ სიტყვა. ის დამავიწყდა მეთქვა, რომ ამ ლექსში ნახსენებმა ”წინწელმა” არ შეაშინოს მკითხველი, ნაპერწკალს ნიშნავს ფშაურად. ”ბაზალეთის ტბის” ძირში რომ ოქროს აკვანია, იმ აკვანში მხსნელი წევს და ღვთისმშობელი ძუძუს აწოვებს - აი, ეს არის ილიასთან... აქ, ვაჟასთან - მარტო ღვთისმშობელს ვხედავ - ვაჟა ილიას ალაპარაკებს მასთან. და ”ზუბოვკიდამ მომავალმა ვნახე ერთი ქალი” - ეს აზრობრივად ”ქებათა ქების” მაგავრი ლექსია და უბრალო ტრფიალი კი არ არის ქალისა, ღვთისმშობლის სიყვარულია? | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Wed Feb 18, 2009 12:29 am | |
| "ზუბოვკაში" ქალისადმი ტრფიალი (რა თქმა უნდა, ესეც იგავია) გადადის მაცხოვრისადმი (?!)სიყვარულში. ამ ლექსში კი პირიქით, თავდაპირველა მიმართება აქ მაცხოვრისადმია (მხსნელი), შემდეგ კი ღვთისმშობლის სახე ჩნდება.. ეს ძალზე მოკლედ, როდესაც ამოვწურავთ თემას, მაშინ დავალაგოთ ყველაფერი... | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა Sun Mar 08, 2009 11:42 am | |
| ”ვაჟას ღიმილი”ერთხელ თბილისში ყოფნის დროს, ვაჟას თმა გაუკრეჭია და ხელობის საფასურად დალაქისთვის შაური შეუძლევია. - ვა, შაურს რომ მაძლევ, სემიჩკა ხომ არ მომიყიდია შენთვისო - უთქვამს გაბრაზებულ პარიკმახერს. - შენ რომ იცოდე, რა თავი გაკრიჭე, მაგასაც არ გამომართმევდიო - ღიმილით მიუგია ვაჟას. 900-იანი წლებიდან საქართველოში მომრავლებული პოლიტიკური პარტიებისა და ჯგუფების შემყურე სულმნათი პოეტი, გაოცებული იმით, რომ ამ პარტიულ გაერთიანებებში ხშირად სხვადასხვა ჯურისა და მიმართულებების ადამიანები იყრიდნენ თავს, გაკვირვებული ღიმილით კითხულობდა: - ნეტავი გამაგებინა, რით აიხსნება, რომ გაყვლეფილები და მყვლეფავები ხშირად ერთი და იმავე პარტიაში რომ ამოყოფენ ხოლმე თავსო? 1905 წლის რევოლუციის დღეებში თამარს მეუღლე გაუფრთხილებია: - ლუკავ, ყოველდღე მოდიან სახლის გასაჩხრეკად, თუ ისეთი რამ გაქვს დაწერილი, მიწაში ჩაფალი, თავი არ დაიღუპოო. - მიწაში ჩასაფლელი თავი თვითონ აქვთ, ჩემს ნაწერებს მიწაში რა უნდაო, - ღიმილით მიუგია დიდ მგოსანს ვაჟა ცხვირს რომ დააცემინებდა, თუ ახლომახლო არავინ იყო მთქმელი, თვითონვე ეუბნებოდა თავის თავს “ღვთის წყალობაო” და ძალზე სწყინდა, როდესაც ამას სხვა არ ეტყოდა ხოლმე. ერთხელ, ხევგაღმით გასულს, დაუცემინებია და ხევგამოღმით მყოფი ვახტანგისკენ გამოუხედავს - ღვთის წყალობას მეტყვის, მაცოცხლებს თუ არაო. რადგან მისგან სასურველი “ლოცვა-კურთხევა” ვერ მიუღია, შვილისთვის უსაყვედურებია, რად არ მითხარ სიცოცხლეო?! - შორს იყავ და მაინც ვერ გაიგონებდიო, - უპასუხებია ვახტანგს. - ღმერთი ხომ გაიგონებდაო, - ცოტა არ იყოს, გაბრაზებით მოუჭრია სიტყვა ვაჟას (კრებულიდან ”ვაჟას ღიმილი”)  |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ვაჟა-ფშაველა  | |
| |
|  | | | ვაჟა-ფშაველა | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|