…
წარსულზე გწერდი,
გახუნებულ ფოტოსურათზე...
იმაზე,
რაზეც დიდობისას აღარ ვწუწუნებ...
სინდისზე გწერდი,
ტკივილებზე,
დარდზე,
წუხილზე...
გწერდი აპრილზე,
”გაზაფხულის ჭექა-ქუხილზე”,
სიზმარზეც გწერდი...
გადაცრეცილ ბალიშისპირზე...
გწერდი დილაზე,
სიმშვიდეზე,
აურზაურზე....
დედაზე გწერდი,
სინათლეზე...
სოფლის წუხილზე.....
თავმინებებულ სიყვარულზე,
და სინანულზე...
ლექსებზეც გწერდი....
დავიწყებულ რობაიებზე...
აღმოსავლური ბანგებიდან
მოდენილ ხმებზე...
წარსულზე გწერდი...
გახუნებულ ფოტოსურათზე...
იმაზე,
რაშიც ბავშვობისას ამოვიწუწე...
თამარ დვალი
...
მაგვიანდება....
მაისია, ოღონდ მარტივით...
მახსენდება სოფლის ბინდები...
თბილი მიწა...
ფიქრი მარტივად
თოხის ტარზე რომ ვეტეოდით,
მახსოვს გიკვირდა...
და ყველას როგორ უყვებოდი იმ თოხის ამბავს....
შემოღამების....
თბილი მიწის...
სოფლის ბინდების....
მაგვიანდება...
მაისია,
ოღონდ...მარტივით.