არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ვაჟა–ფშაველა

Go down 
5 posters
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptyTue Aug 06, 2019 10:00 pm


Taktakishvili - Opera "Mindia / მინდია
•Nov 27, 2017
ქართულად

Title: მინდია
Other Titles: Миндия
Authors: თაქთაქიშვილი, ოთარ (მუსიკის ავტორი)
ვაჟა-ფშაველა, (ტექსტის ავტორი)
თაბუკაშვილი, რ. (ლიბრეტო)
Keywords: ოპერა
ქართული საოპერო მუსიკა
Issue Date: 1972
Publisher: თბილისი : მუსფონდი
Description: ოპერა სამ მოქმედებად; ლიბრეტო რ. თაბუკაშვილის ვაჟა-ფშაველას პოეზიის მიხედვით; კლავირი

* http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/143266

@


Taktakishvili/თაქთაქიშვილი - Opera MINDIA/მინდია
•Aug 10, 2016
ბელოსრუსიის ოპერა .1973 წელი.
- Газиз Дугашев, Ирина Шикунова, Михаил Галковский




study


Last edited by Admin on Thu Apr 02, 2020 10:19 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptySat Oct 19, 2019 7:19 pm

ჯიმშერ რეხვიაშვილი


ვაჟა-ფშაველას გადასვენება მთაწმინდაზე

ოფიციალურად, ვაჟა-ფშაველა მთაწმინდის პანთეონში 1935 წლის 18 ოქტომბერს გადაასვენეს. სწორედ 18 ოქტომბერს გაიმართა მიტინგი მწერლის ახალ სამარესთან, სადაც „გრძნობიერი და ლამაზი“ სიტყვა თქვა პაოლო იაშვილმა, სადაც სკოლის მოსწავლეებმა მინდვრის ყვავილები მიიტანეს, გიორგი ლეონიძემ კი ვაჟასთვის მიძღვნილი ლექსი წაიკითხა: „შენ დაგმარხეს ბორკილებით - ჩვენ დროშებით ამოგიღეთ!“ დღე დასრულდა ვაჟას საღამოთი, რომელსაც კონსერვატორიის დარბაზმა უმასპინძლა... ასეთი იყო გადასვენების ოფიციალური მხარე, მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? ვინ და როდის ამოთხარა ვაჟას საფლავი დიდუბის პანთეონში და რა ვითარებაში გადაასვენეს პოეტის ცხედარი?
სინამდვილეში ვაჟას საფლავი დიდუბის პანთეონში 1935 წლის 16 ოქტომბერს, ღამით გაიხსნა. სიბნელეში, ფარნების შუქზე, საფლავთან მუქი სილუეტები ირეოდნენ. ნეშტი ახალ კუბოში იყო ჩასვენებული (ძველი დამპალი და დაშლილი აღმოჩნდა), თავი და ძვლები ჩოხის ნაფლეთებში ჩაეწყოთ, ჩოხის შალი არ დამპალიყო. შენახული აღმოჩნდა აგრეთვე ჩექმები, რომლებიც მხოლოდ გადახსნილიყო წუღის ძაფის დაშლის გამო.
გადასვენებას ესწრებოდა ქართველ მწერალთა ჯგუფი. მოგვიანებით ერთ-ერთმა ამ ჯგუფიდან, ლევან ასათიანმა 16 ოქტომბრის ღამის ეს ამბავი თავის უბის წიგნაკში აღწერა:
„თავის ქალაზე აქა-იქ თმის ღეროები შერჩენოდა. აგრეთვე ულვაშები და ოდნავ წამოზრდილი წვერი (ერთი დამსწრეთაგანი ამტკიცებდა, რომ მიცვალებულს ერთი თვის განმავლობაში კიდევ ეზრდება წვერი). გოგლა ლეონიძე და პაოლო იაშვილი, სანამ კუბოს თავს დახურავდნენ, ღობის იქით იცდიდნენ, - არ შეგვიძლია ძვლებს შევხედოთო. ილო მოსაშვილი კი საფლავში ჩამდგარი, მესაფლავეებს ეხმარებოდა ძვლების ამოკრებვაში“.
გადასვენებაში ასევე მონაწილეობდნენ სიმონ ჩიქოვანი, ალექსანდრე ქუთათელი, კარლო კალაძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ლევან აღნიაშვილი, გრ. ჯაფარიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, მიკოლა ბაჟანი, ბენედიქტ ლივშიცი. გვიან ღამით მწერლების ამ ჯგუფს შეუერთდნენ და ნეშტის დასაფლავებას დაესწრნენ: ტიციან ტაბიძე ცოლით, შალვა აფხაიძე, აკაკი გაწერელია, შალვა დემეტრაძე... თუმცა, როგორც ლევან ასათიანი იხსენებს, ტექნიკური პრობლემების გამო გაჭირდა კუბოს ატანა მთაწმინდაზე. საქმე ისაა, რომ გადასვენების ტექნიკური ორგანიზაცია მიენდოთ ივანე ენიკოლოფოვისათვის (მკვლევარი, დიდუბის და მთაწმინდის პანთეონების დირექტორი მრავალი წლის განმავლობაში), რომელსაც საბარგო მანქანის მაგიერ ცხენიანი ბალდახინი მიეყვანა. ცხენით გადასვენება შეუძლებელი იყო, რადგან უკვე დაგვიანდა და ბალდახინი ნელი სვლით დილამდე მოუნდებოდა მთაწმინდაზე ასვლას.
„გადავწყვიტეთ კუბო „ფორდის“ პატარა ავტომანქანაში ჩაგვედო“, - იხსენებს ლევან ასათიანი, - „მანქანა ერთ-ერთ დამსწრეს ეკუთვნოდა. ცხადია, კუბო არ გაიმართა პატარა სამგზავრო ავტომანქანაში. იძულებული გავხდით, კუბო გარდიგარდმო დაგვედო. მისი ერთი მესამედი გარეთ იყო დარჩენილი. მანქანაში ჩასხდნენ ილო მოსაშვილი, ორი მესაფლავე და წავიდნენ. საწყალი ვაჟა-ფშაველა ასე საცოდავად ჩაკვეტებული მანქანაში, გავაგზავნეთ მთაწმინდისკენ. რატომ ხდებოდა ასე ჩუმად და საიდუმლოდ ეს ამბავი, ვერ ამეხსნა. ჩვენ მოვიპარეთ თითქოს მისი სხეული, რომ ქვეყანას არ გაეგო. Пачему так нищенски все это обставлено? (რატომ არის ყოველივე ეს ასე ღატაკურად მოწყობილი?) - მკითხა გაკვირვებულმა მიკოლა ბაჟანმა.“
ლევან ასათიანის თქმით, მთაწმინდაზე რომ ავიდნენ, კუბო უკვე საფლავის გვერდით დახვდათ დადგმული. უხეირო ფოტოგრაფი ცოდვილობდა სურათის გადაღებაზე. ბენგალის ფხვნილი ნესტიანი აღმოჩნდა და ცეცხლი არ ეკიდებოდა. როგორ იქნა, ბოლოს მოაწყო თავისი აპარატი და გადაიღო სურათი - მწერლების ჯგუფი დგას კუბოსთან.
ქართველი მწერლები ვაჟას ნეშტთან მთაწმინდაზე, 1935 წლის 18 ოქტომბერი. ფოტო ინახება გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის მუზეუმში.
ქართველი მწერლები ვაჟას ნეშტთან მთაწმინდაზე, 1935 წლის 18 ოქტომბერი. ფოტო ინახება გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის მუზეუმში.
კუბოს თავი კარგა ხანს ყოფილა ახდილი. გადასვენებაში მონაწილე მწერლებს მიუტანიათ ბევრი ყვავილი.
ლევან ასათიანი: „კუბო გაავსეს ყვავილებით, ბალახით, ხის ფოთლებით. ვაჟას თავის ქალა ძლივს მოჩანდა ყვავილებსა და ფოთლებში. გულგრილი, იდუმალი და ბნელი თვალის ღრუებით მოგვჩერებოდა ის - შორეული და უცხოქვეყნიერი - სრულიად სხვა თაობის, სხვა ადამიანებს“.
კუბოს თავი დაახურეს. მესაფლავეებმა ჩაუშვეს ვაჟა ახალ სამარეში. პოეტებმა მიაყარეს მიწა მის საფლავს. თურმე განსაკუთრებით ირჯებოდა ვალერიან გაფრინდაშვილი, რომელიც მისტიური შიშით შეპყრობილი, სრულიად არ გაჰკარებია კუბოს, სანამ მისი თავი ახდილი იყო. ახლა კი ხელში ვეებერთელა ნიჩაბი დაეკავებინა და გულმოდგინედ ყრიდა მიწას საფლავშიო, იხსენებს ლევან ასათიანი.
...ასე დაკრძალეს ხელახლა ვაჟა-ფშაველა აკაკი წერეთლის სიახლოვეს. საფლავზე დევს დაუმუშავებელი კლდის ნატეხი წარწერით „ვაჟა-ფშაველა“ და ერთი კონა ყვავილი.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptySat Oct 19, 2019 8:08 pm

ლევან ბერძენიშვილი

ტირანი გენიის წინააღმდეგ


1950-იანი წლების საქართველოში ერთი უცნაური ამბავი მოხდა, რომელიც ვაჟა-ფშაველას, სტალინს, კანდიდ ჩარკვიანს და გერონტი ქიქოძეს უკავშირდება; ეს იყო ისტორია, რომელმაც შეძრა იმ პერიოდის საქართველო. ეს ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი იყო, ურთულესი მოსახვევი, როდესაც საქართველოს მოუწია იმის აღიარება, რომ ბელადის გემოვნება გადამწყვეტია ბევრ საკითხში, მათ შორის, ლიტერატურაში, განსაკუთრებით კი ვაჟა-ფშაველასთან მიმართებაში.

ჩვენს წინაშეა ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება, რომ ადამიანმა მნიშვნელოვანი ისტორია ოჯახშივე ჩაიწეროს. საქმე ეხება გელა ჩარკვიანის „ინტერვიუს მამასთან“, რომელშიც ვხვდებით ერთ ფრიად საჩოთირო ამბავს. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, კანდიდ ჩარკვიანის მიერ ვაჟა-ფშაველას, როგორც „ჩამორჩენილ, გაუნათლებელ, სოციალურ საკითხებში გაურკვეველ კაცად“ „მხილებას“. რა თქმა უნდა, ამან შოკში ჩააგდო სრულიად საზოგადოება, ვინაიდან მთელი საქართველო მიხვდა იმასაც, რასაც უნდა მიმხვდარიყვნენ – კანდიდ ჩარკვიანი ამას საკუთარი ნებით არ გააკეთებდა. ნამდვილად არ ვარ ისე განწყობილი, რომ ეს ამბავი კანდიდ ჩარკვიანს ავკიდოთ, მაგრამ ფაქტია – ასეთი იყო ის სისტემა და ფაქტია ისიც, რაც მოხდა და იმას აღარაფერი ეშველება.

კანდიდ ჩარკვიანის წიგნში – „სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები“, ვკითხულობთ:

„1950 წლის ოქტომბერში სტალინთან, ცივ წყაროზე, ლაპარაკი ჩამოვარდა ქართული ლიტერატურის შესახებ. შევეხეთ ვაჟა-ფშაველასაც, რომლის პოეზიას მე ძალიან მაღალი შეფასება მივეცი. სტალინს თავისი აზრი ვაჟაზე მაშინ არ გამოუთქვამს. მან მხოლოდ ის მთხოვა, რომ მისთვის ვაჟა-ფშაველას თხზულებები გამეგზავნა. სამი დღის შემდეგ ვაჟას ოთხ თუ ხუთტომიანი გამოცემა სტალინის მაგიდაზე იდო.“

როგორც გაირკვა, ვაჟას თხზულებების გაგზავნით, კანდიდ ჩარკვიანმა დაღუპა ვაჟა-ფშაველაც, საკუთარი თავიც და გერონტი ქიქოძეც, რომლის წინასიტყვაობაც ახლდა ამ გამოცემას…

„გავიდა თითქმის თვე-ნახევარი და 1950 წლის 30 ნოემბერს, გვიან ღამით, სტალინმა გაგრიდან დამირეკა. შედგა საკმაოდ გრძელი საუბარი ვაჟას პოეზიისა და მსოფლმხედველობის შესახებ…“

საუბრის დროს, სტალინმა ხაზგასმით აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდ ჩარკვიანს ვაჟა გენიოსად მიაჩნდა, სტალინი ფიქრობდა, რომ ის გენიოსი არა, მაგრამ დიდი ტალანტი იყო, ჩამორჩენილი მსოფლმხედველობით; ავტორი, რომელიც არც ერთ მასშტაბურ პრობლემას არ სვამს და ფშავლების, ხევსურებისა და ქისტებს უმნიშვნელო დაპირისპირებების გარდა, არაფერს აღწერს:

„საქართველოს არც ეკონომიკურ და არც კულტურ განვითარებას არ ამჩნევს. ასეთი საკითხები მის ყურადღებას არ იქცევს. ვაჟა-ფშაველას ენა – პროვინციულია, არაპოეტური. […] აკაკი წერეთელი, რა თქმა უნდა, მართალი იყო, როცა მას ენას უწუნებდა“.

სტალინი ახსენებს გერონტი ქიქოძესაც, რომელიც ვაჟას ტომეულების წინასიტყვაობაში აქებს და ადიდებს ავტორს და აღნიშნავს, რომ ქიქოძე ვერ პოულობს სწორ იდეოლოგიურ ნიშნებს. მთავარი ამხანაგი სვამს ერთ საინტერესო კითხვასაც – მარქსისტია თუ არა გერონტი ქიქოძე. ამასთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად, ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ.

კანდიდ ჩარკვიანი გამოცდილი ფუნქციონერი იყო და ეს ყველაფერი გაიგო როგორც პირდაპირ ბრძანება; კარგად მიუხვდა უკვე მოხუცებულ ბელადს სურვილს, რომ ბოლოს და ბოლოს ვაჟას გენია უნდა ჩამოქვეითდეს.

ეს თითქოს გაუგებარი ამბავია, რადგან 1935 წელს, 16 ოქტომბერს, სწორედ სტალინის ვიზიტის დროს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს (სტალინი ავადმყოფ დედასთან იყო ჩამოსული; ეს მისი ბოლო ყოფნა იყო თბილისში). მე არ მჯერა და არც ის მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ ვაჟა-ფშაველას მთაწმინდაზე გადასვენება ამხანაგ სტალინის ან ლავრენტი ბერიას ნებართვის გარეშე მოხდებოდა. მართალია გადასვენება შედგა თითქმის როგორც საიდუმლო სპეცოპერაცია, ღამით, ხალხის მასების გარეშე, მას არ ახლდა პომპეზურობის ელემენტები, მაგრამ, ფაქტია, რომ იგი შედგა და ვაჟა-ფშაველა აკაკის მახლობლად დაიკრძალა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც სტალინის დედა. გარდაიცვალა, იგი სწორედ ვაჟა-ფშაველას გვერდით დაკრძაკლეს. ბელადი დედის დაკრძალვაზე არ ჩამოსულა, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ საფლავის ადგილის განსაზღვრაშიც მიიღო მონაწილეობა და თელავიდან მამის გადმოსვენებაზეც კატეგორიული უარი განაცხადა.

ამით დასტურდება, რომ ამ პერიოდში, სტალინი მაღალი აზრისა იყო ვაჟაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე 50-იან წლებში, მსოფლიოს მბრძანებელმა, ომში გამარჯვებულმა, საკუთარი გენიით დამძიმებულმა მოხუცმა სტალინმა, მკვეთრად შეიცვალა აზრი.

ეს ის პერიოდია, როდესაც ამხანაგ სტალინს პატრიოტიზმის ტალღამ შემოუტია, როდესაც კვლავ შეუყვარდა ილია ჭავჭავაძე, დაფიქრდა თურქეთის შემადგენლობაში შემავალ ქართულ მიწებზე და ა.შ. ერთი სიტყვით, ის აშკარად ფიქრობს, რომ რამენაირად ვალი მოიხადოს საქართველოს წინაშე, მაგრამ ამ ვალის მოხდაში იგულისხმება ისიც, რომ ერთხელ და სამუდამოდ გააგებინოს ქართველებს, რომ ილია და აკაკი დიდები არიან, ვაჟა-ფშაველა კი ვერ ავიდა ამ სიმაღლეზე!

და აი, აქ იჩენს თავს ამხანაგი სტალინის გაკვირვება გერონტი ქიქოძესთან მიმართებაში და სვამს კითხვას – მარქსისტია თუ არა ქიქოძე? საქმე ისაა, რომ სტალინს საშინლად კარგი მეხსიერება ჰქონდა და ახსოვდა ის სიტყვებიც, რაც გერონტი ქიქოძემ 1915 წელს თქვა ვაჟას შესახებ.

საერთოდ, გერონტი ქიქოძეს ურთიერთგამომრიცხავი აზრები ჰქონდა ვაჟა-ფშაველას შესახებ; სტალინისათვის კანდიდ ჩარკვიანის მიერ გაგზავნილი ვაჟას ტომების შესავალში, გერონტი ქიქოძე აღფრთოვანებულია ვაჟა-ფშაველას შემოქმედებით და დასძენს, რომ ის არის სრულიად ცალკე მდგომი, აბსოლუტური გენია, რომელიც ვერ ეტევა ვერც სიმბოლიზმში, ვერც ვერანაირ მოძღვრებაში; ქართული ლიტერატურის სრულიად გამორჩეული ავტორია, მარგალიტი ობოლი, რომელიც არც არავის აგრძელებს და არც არავის აფუძნებს. ასე ფიქრობდა ჩვენი სახელოვანი კრიტიკოსი და შესანიშნავი ეროვნული მოღვაჭე, გერონტი ქიქოძე ორმოცდაათიან წლებში.

ამავე დროს, იგივე გერონტი ქიქოძე 1915 წელს წერდა, რომ ვაჟა-ფშაველა ჩამორჩენილი ადამიანი იყო; ვერც სემინარიის კურსმა, ვერც უნივერსიტეტის ლექციებმა თანამედროვე სული ვერ ჩაუდგეს. მისი მგრძნობელობა პრიმიტიული დარჩა, მისი ფანტაზია – ველური, მისი მორალი – საშუალო საუკუნეობრივი…

სულ ფორმულებია და რა თქმა უნდა, ვიღაც იტყვის, რომ ასეა, სწორია, ოღონდ აქ არის ერთი სერიოზული შენიშვნა, დიახ, ვაჟა ფშაველა ასეთი იყო, როგორც არის აღწერილი, უბრალოდ, სიტყვა – ჩამორჩენილი ვაჟას კი არა, იმ ადამიანებს ეხება, ვინც მას ასე ხედავს.

დიახ, გერონტი ქიქოძე, რომლის მსგავსი ინტელექტუალიც რთული საპოვნელია საქართველოს ისტორიაში, ვაჟას ელვარებამ დააბრმავა 1915 წელს, როდესაც გენიოსის შესახებ ასეთ სიტყვებს წერდა. კი ბატონო, საბოლოოდ გაერკვა და აღფრთოვანდა კიდეც ვაჟათი, თუმცა 1915 წელს გერონტი ქიქოძეც სოციალ-დემოკრატების ნააზრევს იყო აყოლილი, ის ვერ მიხვდა, რომ იმ თავისი დახეული ჩოხით ვაჟა ჯერ კიდევ მაშინ იყო ათასგზის უფრო ევროპელი, ვიდრე თუნდაც უამრავი ევროპული ენის მცოდნე გერონტი ქიქოძე.

არავინ იცის, ზუსტად საიდან მოდიოდა ან რით იყო განპირობებული ამხანაგ სტალინის მიერ ვაჟა-ფშაველაზე მიტანილი ამ იერიშის და მისი ამოთხრის სურვილის მიზეზი, მაგრამ სტალინის ბოღმა გასაგებია, მან თავად თქვა, რომ დიდი მოძრაობის დროს ვაჟა-ფშაველა განზე იდგაო… ამ ფრაზით რეალურად იმის თქმა გამოუვიდა, რომ ვაჟა გაუნათლებელი კი არა, ზედმეტად განათლებული იყოო. ანუ, როდესაც დაიწყო დიდი მოძრაობა, როცა აკაკიმ თქვა – „ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!..“ სოციალ-დემოკრატებმა იგრძნეს, რომ აკაკი, უნდა თუ არა, მათ გვერდითაა, ილია არ მოიწონეს და რაც დამართეს, კი ვიცით და ეს ცალკე საუბრის ამბავია, მაგრამ ოცდაათიან წლებში სტალინმა ილიაც დააბრუნა სოციალ-დემოკრატიისათვის მისაღებ მოაზროვნეთა რიგებში, რაც შეეხება ვაჟას, იგი მათ თავის გვერდით ვერ იგულეს.

კომუნისტები მას ვერც ერთი კუთხით ვერ მიუდგნენ, ვერანაირ ჩარჩოში ვერ ჩასვეს, შესაბამისად, როგორც თავის დროზე განზე მდგომი ვაჟა-ფშაველა, მისი გენია საშიში აღმოჩნდა 50 წლის შემდეგაც კი!

საშიშია, საშიში ფენომენია ვაჟა-ფშაველა, გენია, რომელსაც შეუძლია ნულიდან ააშენოს ქართული ლიტერატურაც, ქართული აზროვნება! ამაშია მისი საიდუმლო! ვაჟა ისე წერს, თითქოს ბირთვულმა კატასტროფამ გაანადგურა სამყარო და თავიდან იწყებს ყველაფერს – აი ია, იას უთხარით ტურფასა… ვაჟა მოდის საკუთარი პრობლემებით, ალუდა ქეთელაურის პრობლემით, სვამს კითხვას, შესაძლოა თუ არა არსებობდეს ორი ჭეშმარიტება, ეს კი სტალინს სასაცილოდაც კი არ ჰყოფნის, რადგან მარქსიზმით გაფუჭებული გონება ამას ჩამორჩენილობად მიიჩნევს.

არადა, ამ დროს პირიქით, ვაჟა ბევრად წინ უსწრებს თავის ეპოქასაც და შეიძლება ითქვას დღევანდელობასაც, სამყაროს ისტორიას. ქრისტემ თქვა – გიყვარდეს მტერი შენი, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელი რამაა რეალურ ცხოვრებაში; აი, ვაჟა-ფშაველას კი აღმოაჩნდა საშინელი ძალა გაენგრია ეს ჩაკეტილი სივრცე და შეუძლებელი-შესაძლებლად ექცია, მან საერთოდ მოსპო მტერი, თქვა რომ მტერი არ არსებობს! ეს ხომ წარმოუდგენელი იდეაა! მან თქვა, თუ რომელიმე მოძღვრება გამორიცხავს მუცალის ცხონებას, ეს მუცალის პრობლემა არაა, ეს მოძღვრების პრობლემაა! წარმართებიც კი უკეთ ერკვეოდნენ ამ საკითხშიო („ღვთისშვილთ უკეთეს იციან“).

და აი, ამ ვაჟა-ფშაველას გენია საშიშია გარდაცვალების, წლების გასვლის შემდეგაც, ამიტომაც, ამხანაგმა სტალინმა მისი „ამოთხრა“ გადაწყვიტა! ჭკვიანი კაცი იყო სტალინი, როგორც წესი, ლუკა რაზიკაშვილად მოიხსენიებდა, რადგან კარგად იცოდა, რომ როდესაც ახსენებ ვაჟა-ფშაველას, მას ალუდა ქეთელაური მოჰყვება თან, ხოლო ლუკა რაზიკაშვილის ხსენებისას, პირველი, დახეული ჩოხა, დაზიანებული თვალი და მისი გაჭირვება გახსენდება, თითქოს ეს ვაჟას პრობლემა იყო და არა ჩვენი საზოგადოების!

ფაქტი ერთია, კანდიდ ჩარკვიანსა და ამხანაგ სტალინს არასდროს ეპატიებათ, რომ საქართველოს ერთ-ერთ უპირველეს გენიოსზე ასეთი სიტყვები თქვეს. არ იციან რას იქმან! ამხანაგმა სტალინმა არ იცოდა რას აკეთებდა, როგორ შეიძლებოდა ვაჟასთვის ხელის ხლება!

მათ დაავიწყდათ, რომ საქართველოში ბევრი რამ შეიძლება, ბარათაშვილისთვის ხელის ხლება შეიძლება, ამ კუთხით წარმატებით გარჯილან და ქართველ ხალხს უპატიებია; საქართველოში შეიძლება ხელი ახლო რუსთაველს და ქართველი ხალხი ამასაც გაპატიებს, მაგრამ ვაჟა-ფშაველასთვის ხელის ხლება არ შეიძლება, რადგან ქართველი ხალხი ცხოვრობს მიამიტური წარმოდგენით, რომ თავად არის ვაჟა-ფშაველა და ამას არ გაპატიებს!

არ იფიქროთ, თითქოს ამას იმიტომ ვამბობდე, რომ ჩვენ, ქართველები, ღრმად და სერიოზულად ვიცნობთ მის შემოქმედებას. რა თქმა უნდა, არა, ელიტარული პოეტია და ელიტარული მკითხველიც ჰყავს, თუმცა, მასობრივ წარმოდგენაში ვაჟა დაახლოებით ისეა წარმოდგენილი, როგორც ფიროსმანი!

და აი, როგორც კი სტალინიზმი წამოყოფს თავს საქართველოში, იმწუთას მოხვდება კბილებში, რადგან სწორედ ის ებრძოდა ყველაზე უფრო ქართულ, ხალხურ მოვლენას. არავინ, არასდროს ყოფილა საქართველოში ხალხთან, ხალხურ პოეზიასთან, ხალხის ფიქრებთან ისე ახლოს, როგორც ვაჟა-ფშაველა, არავინ ყოფილა ხალხის წრიდან! ვაჟა გამონაკლისია, ვინც მას ვერ გაიგებს, ის საერთოდ ვერაფერს გაიგებს საქართველოში!

ესაა ვაჟას თავისებურება, უბრალო სიტყვით, უბრალო ამბით გაცნობს ყველაზე ღრმა აზრებს, იმიტომ, რომ გენიოსია, ასეთი რამის მოხერხება მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ! ამიტომ იყო აკაკი წერეთელს რომ შეშურდა მისი, სხვაგვარად ვერავინ ახსნის ვაჟაზე მის თავდასხმას.

ვაჟა-ფშაველას გენია მის პასუხშიც კარგად ჩანს, საჯაროდ მხოლოდ ის თქვა, ნუ შეგაშინებთ მთიდან ბღავილი ხარისაო, პრივატულ საუბრებში გულნატკენს უთქვამს შვილთან, გულქანთან, რომელიც მისი ისეთივე შედევრია, როგორც „ალუდა ქეთელაური“, – თვითონ რას ფხაჭნიან, ჩემზე რა უნდა ილაპარაკონო.

არც არის გასაკვირი, გენიას კამათი ახლავს თან, ამიტომაც მუდმივად საკამათო იყო ვაჟა-ფშაველა, ამიტომაც იყო ქართველი მხატვრებისთვის საკამათო – ფიროსმანი, არ იყო პროფესიონალიო…

ყველაფერთან ერთად, გასაგებია, რატომაც გააღიზიანა ვაჟამ ყველა, მას ხომ არ ეცვა როგორც პოეტს! ის ხომ არ იქცეოდა, არ ცხოვრობდა როგორც პოეტი! ჩვეულებრივი, ფშაველი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, იყო კიდეც ჩვეულებრივი ფშაველი კაცი, რომელსაც ლუკა რაზიკაშვილი ერქვა, უბრალოდ, რაღაც მომენტში მასში სრულიად აუხსნელი ფენომენი – ვაჟა-ფშაველა იღვიძებდა!

და ვინ დაინახა ლუკა რაზიკაშვილში ვაჟა-ფშაველა? ბარათაშვილის და ვაჟას დასანახად, ჩვენს გადასარჩენად, სტალინის სამსხვერპლოდ ხომ ერთი კაცი გვყავდა საქართველოში – ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ძირითადად აკაკისაც გასაგონად თქვა, ვაჟას მოსვლის შემდეგ და გამო ჩვენ, ძველებმა, კალამი გვერდით უნდა გადავდოთო…

ის საყვედური, რომელიც ვაჟა-ფშაველამ აკაკისგან მიიღო, როდესაც „მარგალიტების მთესველ“ პოეტს ყვ ელაზე მთავარი, ენა დაუწუნა; ვაჟას გაუნათლებლობის, კლასთა ბრძოლის სიმაღლემდე ვერ ამაღლების სიმღერა, სიმღერა, რომელიც სტალინმა დაიწყო და ბევრმა იმღერა; მცდელობა, ვაჟას მორალის სფეროს ნაწარმოებები მიიჩქმალოს და იგი მხოლოდ „ბუნების მესაუდუმლოდ“ გამოცხადდეს, ყველა ეს უნებლიე თუ ნებსითი სიძულვილი არაფერია იმ სიყვარულთან შედარებით, რაც ვაჟა-ფშაველამ საქართველოსგან მიიღო და, რაც მთავარია, რასაც საქართველოსგან და მსოფლიოსგან მიიღებს.

ვაჟა-ფშაველა თანამედროვე ავტორია, მეტიც, იგი მომავლის ავტორია, იგი ასეთად დარჩება მანამ, სანამ ქართულ ენაზე წიგნის წამკითხველი ერთი კაცი მაინც დარჩება მსოფლიოში, ამხანაგმა სტალინმა კი ვაჟასადმი თავისი დამოკიდებულებით ფაქტობრივად გვითხრა, ოცი ათასი წიგნი კი წავიკითხე, მაგრამ იმდენი მაინც ვერ გავიგე, რომ ვაჟას შევწვდომოდიო. მან ვერ გაიგო ვაჟა-ფშაველა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ისეთი პოლიტიკურად გარყვნილი და სულიერებისგან დაცლილი არსებისთვის, როგორიც ამხანაგი სტალინი იყო, ვაჟა-ფშაველა და მისი კოსმოსური მასშტაბის პრობლემები ზედმეტი ფუფუნებაა!

08/10/2019

ბმული:
* http://literature.iliauni.edu.ge/literature/tirani-geniis-tsinaaghmdeg/

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptyFri Nov 08, 2019 11:16 am

ვაჟა-ფშაველა

პატარა მწყემსის ფიქრები
(ფშავლების ცხოვრებიდამ)

ბეჩაობით გაზრდილი ვარ, ძმისავ, მას აქეთ, რაც ფეხზე სიარული შევიძელ, სულ სხვისშვილადა ვარ. შვიდის წლისა მამაჩემმა დიდყურაანთ დამიყენა მოჯამაგირედ და ამ ხუთის წლის განმავლობაში მამაჩემი ჩემის ჯამაგირით იხდის მახტას*. ნეტავი მშობლები ცოცხლები მყვანდენ და, რა ვუყოთ!..

მარტოობამ დამატანა ძალა: ხშირად ოთხი თვე გავა, კაცს ვერ დავინახავ თვალით; მოხუცებული პაპუა რა ტოლამხანაგობას გამიწევს? საღამოზე ბინაში მისვლაც კი მეზარება ხანდახან, მაშინვე ჯავრობას დამიწყებს, სულ ჯავრობს, ბუზღუნებს: „ეშმაკ-ქაჯთ შეჰხედავ, ცხვარს ვერ უმარჯვებ ბალახიან ადგილებსაო“. ჩვენს მთებში ხომ ბალახს ძებნა არ უნდა, ლაშარის-ჯვრის მადლმა!

ჩემი განუშორებელი დღედაღამ ამხანაგი ყურშია არის. ენაცვალოს თავისი პატრონი ყურშიას, ის არავის დააჩაგვრინებს ჩემს თავს! იმ დღეს პაპუჩელთ ტუღუნა ყოფილიყო სანადიროდ როჭოებზე, პაპას გამაჰპარვიყო სათიბიდამ. ის იყო ცხვარი გადავჰფინე თხილიანთ ვაკეზე; ზევიდამ ხმა მომესმა „თილო, ჰა, თილო!“

„ვინა ხარ, მტერი თუ მოკეთეო?“ - დავუძახე მე ქვევიდამ.

„აბა, თუ ბიჭი ხარ, ამოდი, მეჭიდეო“, - მეუბნებოდა თავმომწონებით ტიღუნა. მეც არ დავუშინდი, ვიჭიდენით. ტიღუნა ხერხით მჯობდა, მე - ღონითა, „სწორული“ მოგვდიოდა. ბოლოს იმან წამაქცია და ყელში წამიჭირა. ნახა ჩემმა ყურშიამ, რომ ტიღუნა აღარა ხუმრობდა, ეძგერა, წააქცია და, მე რომ არ მივშველებოდი, სულ ლუკმა-ლუკმა დაგლეჯდა. ჩემს ყურშიას ჯერ ძაღლი არ მოჰრევნია; ამაყი და დიდგულაც ძლიერ არის, მეც არ დამიზავებს, თუ უმიზეზოდ გავაჯავრებ, სამს დღეს ხეირიანის თვალით აღარ შემომხედავს, - გამებუტება. ბეწვი გასწყდა, კინაღამ ტიღუნას ახალი ჩოხა და წითელი პაიჭები არ შემოახია. მე ვინ მომაშავებს, - წითელს არ ვიტყვი, - თუნდაც თეთრ პაიჭებს?!

მამაჩემი გულშავი კაცია, სრულებით არ ვებრალები, ისევ დედაჩემს ვენაცვალე სულში. ამ ხუთ წელიწადში ერთხელ ძლივსძლივობით დამითხოვეს დიდყურაანთ შინა. დედას ჩემი დანახვა ძლიერ გაეხარდა, დიდხანს მკოცნა: „ენაცვალოს დედა ჩემს ბეჩავსო“, - იტყოდა ხოლმე, რამდენჯერაც მაკოცებდა. დედამ ერთი პირი ჭრელი წინდა მომცა; ეს წითელგულისპირიანი პერანგიც ჩემთვისა ჰქონდა შენახული, ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა: - როგორ გექცევიან დიდყურაანიო, ხომ არა გცემენ, ან ხომ არ გამშევენო? დიდიხანია, შვილო, რასაც ეს ტყავანი გაცვიანო? ბარეღამც დიდყურაანთ ცუდად მექცევიან, მაგრამ იმათზე ცუდს როგორ ვეტყოდი დედას. როდესაც დედამ ჩემი ტანისამოსი ნახა, დაგლეჯილი ტყავ-ნაბადი, დაუწყო ჩხუბი მამაჩემს: „შე დამეხილო, რაზე ჩაუგდე სხვათ ეს ბალღი ხელში, რად აკვლევინებ ქვეყანასაო?!“ - ამბობდა რა ამას, თან თხილის გულის სიმსხო ცრემლები ჩამოსდიოდა თვალებიდამა და კალთა ევსებოდა. მეც დამენანა, შამებრალა თავის თავი და ტირილი დავიწყე.

დედამ საცვლები დამირეცხა, ნაბადი დამიკერა, ტყავი გამიპოხა და ისეთი ჩამაცო. დიდი ხანი მე წმინდა პური აღარ მეჭამა, დედამ გამომიცხო კვერი, წმინდის ფქვილი მოლოდინაანთაგან ისესხა, „ჩამიხურა“ ერბოში და მაჭამა. გული დამიბრუნდა შინ, აღარ მეწადა ცხვარში წასვლა. რადა ვყევივარ, მიკვირს, მამას სხვისშვილად? დიდყურაანთ ერთხელ არ გამგზავნიან ქორწილში, არც ხატში... შენი ქორწილი ცხვარიაო, - მეტყვიან, მომაგონდება წითელკაბიანი ქალების თამაშობა და გული მომიკვდება...

საშინლად იტანება მგელი. ნეტავი დამბაჩა მაინცა მქონდეს, რომ დავახალო და გავაფრთხო. დედაჩემს შავეხვეწე, ერთის ვარიათი ტყვია-წამალი მიყიდე და მამას დამბაჩა მითხოვეო. დამპირდა, მაგრამ არ ვიცი, ამისრულებს პირობას, თუ არა. თუ დამბაცა ვიშოვნე, ჯიხვების და როჭოების ჯავრსაც მაშინ ამოვიყრი, ეხლა რომ არ მეპუებიან და, სადაც არა მგონია, გადმოჰყუდებენ ჯიხვები რქებს კლდის თავებზედ, ხან ხროდ შეყრილები დააქანებენ ქვიშის ზვავს და როჭოები ჩემს წინ ამოიღებენ ფრთხიალს, - აბა, მაშინაც ნუ შემეპუებიან!

ჩემი შინ ყოფნის დროს ჩვენსა მღვდლის შვილი ვასო მოვიდა. იმან მიამბო, რომ ქალაქში ბევრი ტყვია-წამალი არისო. ნეტავი მე მომიტანა... ახ, ნეტავი მეც ნასწავლი ვიყო! რამდენი მიამბო ვასომ ნახული და გაგონილი. თუმცა პაპუამ მითხრა ცისა, დინდგლისა არისო, მაგრამ ვასომ, ეს რომ ვუთხარი, სიცილი დაიწყო, - იქამდისინ მაშ რატომ არ დადნაო.

ვასოს ლამაზად ეცვა: მაუდის ჩოხა, ჭრელი ახალული, ვერცხლის ქამარ-ხანჯალი. თოფიც მამამ უყიდა. მე ვინ რას მიყიდის?! როდის გავიზრდები, მე თვითონ ვიყიდი ჩემთვის ყველაფერს: ტყვია-წამალს ბლომად ვიქონიებ, ერთს შევერცხლილს თოფს, სირმიანს ჩოხას... ვასომ ერთი სროლა ტყვია-წამალი მომცა, მაგრამ ისიც იქვე დავწვი ნიშანზედ. ვასო კარგი გულისაა. მაშინ რომ მყოლიყო ის როჭო, რომელიც გუშინ ჩემმა ყურშიამ დამიჭირა, ვასოს ვაჩუქებდი. რად მინდა, ტყუილად მომიკვდება; თუმც კალათაში მიზის, მაგრამ პაპუა იმას ყურს არ უდგებს, არაფერს არ აჭმევს...

საწყალი! როგორ ჰფეთქდა, გული როგორ უცემდა, წინაპირველად ხელში რომ ავიყვანე. შავარდენი მოსდევდა. ჭექასაებრ ხმა, ქუხილი რომ შემომესმა. თავი მივიბრუნე და დავინახე: წინ როჭო და უკან შავარდენი დამალებულები მოდიოდენ; ორივენი მე მომიახლოვდენ. ცხვარი მაშინ ქობთოხევსა მყვანდა, წყლის პირას ვიჯექ და დიყის სტვირს ვაკეთებდი. შეშინებულმა როჭომ გზა ვეღარ გაიგნო, ჩემს წინ გუბეში ჩაეცა, ჩემი ყურშია გადუხტა და დაიჭირა. შავარდენი გაწყრა, წავიდა მაღლა-მაღლა კივილით და ცაში დაიღუპა. მე როჭო ხელში ავიყვანე. საცოდავი! კანკალებდა და გასაფრენად იზიდებოდა, დაფეთებულს თვალებს აქეთ-იქით ავლებდა, წუხელ კი უფრო გულდასევდიანებულს ჰგავდა, ორჯერ გადაუხედენ ჩრაქვით, თვალებმიხუჭული, მობუზული იჯდა.

ჩემმა ყურშიამ შარშან უფრო საკვირველი საქმე ჩაიდინა. ერთხელ ცხვარი აფხუშოს კუდებში მყვანდა. იმღამინდელი წვიმისაგან სველი იყო ბალახი. მე ისეც სველი, უფრო დავსველდი. ის იყო მზემაც გააწითლა მთის წვერები. მე დავჯექ ერთი კლდის თავზედ და ვუცდიდი მზის ამოსვლას. ჩემს წინ ერთი ცირცელი იდგა... საპარავის-ყელში გამოჩნდა არწივი; არწივი თავმომწონებით, ამაყად მოიზლაზნებოდა; მხოლოდ დროდადრო მოიხრიდა თავქვე და იქით-აქეთ კისერს; იმას აჰსევიყო ორი ყორანი და აღარ ასვენებდნენ; გაუელვებდა ერთი იმათგანი, ამობრუნდებოდა გულაღმე და „ყრანტ“, „ყრანტს“ შესძახებდა. არწივი ყორნებს თავს არ უყადრებდა, არ ივლებდა ბაი-ბუად იმათგან მიტანილს იერიშს; იგი ხანგამოშვებით შააფრაშფრაშებდა მხოლოდ მხრებს და ერთმხრივ მიიწევდა. ერთი ყორანი უფრო აწუხებდა. არწივი გაჯავრდა, დაჰკრა გაზი, ყორანი მხარგაშლილი თავქვე წამოვიდა, თან ბუმბულის კვალი გამოჰყვა, ერთი კუმში იმის ბუმბულისა, ქარმა ცისაკე წაიღო. არწივმა იმას ყური არ უგდო, ის ისევ თავისთვის დინჯად მიდიოდა და უფსკრულებს თვალს ადევნებდა. მეორე ყორანმა მაშინ ფეხი უკან დადგა, არწივმა საძერიანი გადაიარა, დამეკარგა თვალიდან.

ახლა ახუნიდან გამოჩნდა ერთი ორბი. კლენჭებში ძვალი ეჭირა: ორბი ძვალს ათამაშებდა: ჩამოაგდებს დედამიწაზე და დაეტანება; მერე ისევ წაიღებს. წავა, წავა მაღლა, გაუშვებს კლანჭებიდამ და ჩამოჰყვება თვითონაც თანა. ესე რამდენჯერმე ჩამოაგდო ძვალი და წაიღო. მალე მეც დამიახლოვდა, მაგრამ ვერ კი დამინახა, ცირცელი მეფარებოდა, ყურშიაც გვერდზე მეწვა. აფხუშოს კუდები კლდიან-რიყიანები არის, ორბი უფრო რიყეს უგანებდა ძვალს. აკი გაუწყრა ღმერთი და ჩვენს ახლო ჩამოაგდო ორბმა ძვალი. ყურშია გადაეტანა და, მანამ ორბი აიღებდა, ყურშიამ დაასწრო აღება. ორბს ეწყინა, გველივით სისინი დაიწყო და თოფნასროლივით საჩქაროდ შაეფარა კლდეებში. მერე პაპუას ვკითხე: რადა შვრებოდა, ჩემო პაპავ, ორბი იმასაო? - ორბმა ეგრე იცისო, - მითხრა იმან: - როცა ძვალს ნისკარტით ვერ გასტეხს, რომ ტვინით ჩაიპოხოს ყელი, რიყეზე ჩამოაგდებს მაღლით ძვალს, დაამსხვრევს და მერე ტვინს ისე შაექცევაო. დიდება შენთვისა, ღმერთო, ფრინველსაც ამოდენა ჭკუა ჰქონია!.. თქვენი ჭირიმე, მთებო, რამდენი რა არის კარგი სანახავი აქა!.. გაზაფხულზე, როცა ზვავები დადნება, ნაზოვრებში კენკეშა და ჩადუნა ამოჩნდება, მოვკრეფ ნორჩ ჩადუნას, მივიტან ბინაში. მოვხარშავთ რძეში. იმაზედ გემრიელი განა კიდევ რამ იქნება?!

დოლობაც ამ დროს არის, გვიჩნდება ბატკნები. დღე და ღამე სიხარულით აღარა მძინავს. უდგა ბატკნებს და ბატკნის დედებს ბღავილი... მაგრამ, ახ! ამ ორი წლის შემდეგ დიდყურაანთ დამითხოვენ შინ და ხელცარიელი როგორ მიუვიდე დედას, რომ ერთი სატყავე მაინც არ მიუტანო?

1886

---
* მახტა - სახელმწიფო კომლობრივი გადასახადი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. იყო ფულადი და ნატურალური. იხდიდნენ მოქალაქეები, ქალაქში მცხოვრები სახელმწიფო გლეხები და საქართველოს მაჰმადიანური მოსახლეობა (ელი). გადასახადს განსაზღვრავდა გადამხდელთა ქონებრივი მდგომარეობა.

ბმული:
* http://geolit.ge/vaja/proza/patara_mtskemsi.htm

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptyTue Apr 14, 2020 9:26 pm


ვაჟა-ფშაველა - ჩემი ვედრება (კითხულობს ირაკლი უჩანეიშვილი)
•Apr 14, 2020


ვაჟა-ფშაველა

ჩემი ვედრება

ღმერთო, მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდან
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა, -
თვალებში მადლ-დაკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა:
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი…
ნუ დამასვენებ ნურა დროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული;
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა, -
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.

1893 წელი

© კითხულობს ირაკლი უჩანეიშვილი

My Prayer
The verse by Vazha-Pshavela (in Georgian), 1893
© Performed by Irakli Uchaneishvili
© Symphony #40 in G Minor, K 550 - 1. Molto Allegro by Wolfgang Amadeus Mozart.
© Clipmaker Mikho Mosulishvili, 2020

ბმული:
* https://youtu.be/zokSX2BIUv4

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptyWed Apr 15, 2020 9:49 pm


ვაჟა-ფშაველა - დამსეტყვე, ცაო (კითხულობს ირაკლი უჩანეიშვილი)
•Apr 15, 2020


ვაჟა-ფშაველა

დამსეტყვე, ცაო

დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,
აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა!..
განა მარტო ვარ ამქვეყნად,
სხვაც მრავალია ჩემფერა,
ვისაც არავინ არ სწყალობს,
წყევლას უბარებს ტერტერა.
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ,
გულიც მან გამიერთფერა.
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ,
ხან შავაბიჯებ სერ-სერა;
დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურს
ათასჯერ, განა ერთხელა;
და ზედ დავმღერებ იმასვე,
რასაც დღესნამდე ვმღეროდი…
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი
გულ-მკერდზე დაიწეროდი!
ბარო, წარბნი და წამწამნი
იმ სიტყვით დაიკეროდი!..
ისევ მტერი ვარ იმისა,
ვისაც დღესნამდე ვმტერობდი,
იგივე მიყვარს, იგივე,
ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი.
სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს, -
კეთილსა ვყვანდე ზიარად;
ვერ მივცემ მტერსა მამულსა
საჯიჯგნად, დასაზიანად…
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, -
ჯერ ისევა ვარ ფხიანად.

1903 წელი

© კითხულობს ირაკლი უჩანეიშვილი

Let the sky beat down me with a hail
The verse by Vazha-Pshavela (in Georgian), 1893
© Performed by Irakli Uchaneishvili
© Violin Concerto No. 3 in G major, K. 216 by Wolfgang Amadeus Mozart.

© Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

ბმული:
* https://youtu.be/41dHTCvCE2E

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptyMon May 04, 2020 11:48 am

მანანა გოდერძაული

აღაზას პროტოტიპი

ვაჟა რომ ჭეშმარიტად სახალხო პოეტია და ხალხურ შემოქმედებასა და მითოლოგიაზე დგას, ეს არაერთ შემოქმედსა თუ მკვლევარს აღუნიშნავს. მის მშობლიურ მხარეშიც ბევრი რამაა შემონახული ამის შესახებ.
სოფელი აფხუშო - რაზიკაშვილების ძირძველი საცხოვრისი, იმ მთების ძირშია შეყუჟული, საიდანაც ქისტ-ლეკები გადმოდიოდნენ და ფხოვის სოფლებზე თარეშობდნენ. მთის ფერდობს ახლაც ეტყობა ის ისტორიული ბილიკი, ხოლო ჩატეხილ გადასასვლელს - საპარავის ყელი ჰქვია.
თიბათვე იდგა, თურმე, ახალგაზრდა აფხუშოელი ცოლ-ქმარი სათიბ-სახვეტში მუშაობდა საგულებელში (ადგილი, სადაც თივას მოაგროვებენ ბარში ჩამოსათრელად).
საპარავის ყელიდან გადმოვიდა ორი შეიარაღებული ლეკი და ბილიკს ჩამოჰყვა. საგულებლის გადაღმა ცივი წყარო გამოდის კლდეებიდან, ერთი მაღლა დარჩა, მეორე კი წყაროზე ჩავიდა.
აფხუშოელი კლდეებს აეკრა და ისარი ესროლა მტერს. ლეკი დაგორდა, მაგრამ მოკვდა თუ დარჩა, მსროლელმა ვეღარ გაიგო. ამიტომ ცოლი ჩაგზავნა ამბის გასაგებად, თვითონ მეორე ლეკს ჩაუსაფრდა...
ქალი ჩავიდა და ნახა სისხლით მკერდშეღებილი, მკვდარი მთიელი...
შემორჩენილია ამ ქალის ნატირალი:

ქორო, შე ქორის მოკლულო,
ლეგა მიმინო, მთისაო,
ვინ შაგიღება წითლადა
საკინძი პერანგისაო,
მიწისად ვინ გაიმეტა
მხარბეჭი ვაჟკაცისაო,
ვის რა თვალნ ჩამოდნებიან,
შინ მიუვალის გზისაო...
ლამაზად დაგიტირებდი,
ხათრი არ მქონდეს ქმრისაო...

ამ ფშაველი ქალის პროტოტიპი გახდა ქისტი აღაზა, როცა ზვიადაურს უჭირისუფლა.



ბმული:
* https://www.facebook.com/profile.php?id=100014534656473

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptyFri Jun 19, 2020 9:39 pm

ვაჟა–ფშაველა

ძვალები

ძვალთა თქვეს სამარეშია:
ავდგეთ, გვეყოფა ძილიო,
ვიგრძნოთ კიდევს სიცოცხლე,
ლხინი და ბრძოლა ტკბილიო,
აქ ყრას უქმს, გაციებულსა
იქ ტანჯვა სჯობის თბილიო!
იმ ძვლებში ერთი ძვალი სჩნდა
ომში მოკლული ბერისა,
დაფიტებული, დამჭკნარი,
ნახრავი ჭია–მწერისა,
ძვალმა ჭკვა გამოიჩინა,
სიტყვა სთქვა ძველის–ძველისა:
"დაეყარენით თქვენთვისა,
თქვე საცოდავნო, ხმელანო!
ის დრო ხომ არა გგონიათ,
ჩვენ რომ მოვჭამეთ ძველადო?
ნეტავ, რო სჩქარობ ადგომას,
ვის გაუძღვები, ბელადო?!
სამარეშიით ყურს ვუგდებ
ჩვენს საფლავებზე მავალთა,
ხმა მათი კაცის ხმას არ ჰგავს,
ენა უცხო აქვთ მრავალთა...
თქვენ წადით, მე აქ დავრჩები,
გზათ არ შაგიშლით, სავალთა!"

1890 წ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptyFri Jun 19, 2020 9:46 pm

ვაჟა–ფშაველა

ვიცანი, ღმერთო, სამყარო
(სიმღერა)

ვიცანი, ღმერთო, სამყარო, -
ეს შენი დანაბადები, -
იმისი ავლა-დიდება
და შიგ საგძალი ნადები;
მბოჭავს, არ მათავისუფლებს
გარს შემორტყმული ბარდები;
დღეს გულსაცა სწვავს, კუჭსაცა
გუშინ ნაჭამი ქადები.
რად გვინდა, ნეტავ, სიცოცხლე,
ეს ამოდენა ამბები,
თავში სიცილი, მოლხენა,
ბოლოს - ვაი და დარდები!
განგების სათამაშოდა,
გასართობად ვართ გამხდრები;
ერთია, თუნდა ჩვენ ვიყვნეთ
და თუნდ მინდვრის თაგვები:
გავერანდება ერთხელაც
ტურფად შემკული ბაღები,
ჩამოინგრევა დარბაზი
და სრა-სახლების თაღები;
ცრემლს დაუწყებენ ფრქვევასა
დღეს მოლხინარი ბალღები.
ამას ბჭობს, ვისც აბარია
განგების ბჭეთა საღები.
ასეა, ვიცით კარგადა,
ამ წუთისოფლის თვისება,
ვერაფერს ვიზამთ ომითა,
არას გვიშველის გინება,
ქრთამი და ხვეწნა-მუდარა,
ხმალ-ზარბაზნების ღირება,
დიდი ჭკვა, გამოცდილება,
ქველობის გამოჩინება.
განგების გასართობნი ვართ
ჩვენის ჭირით და ლხინითა,
ამის მეტს ვერ თუ შესძლებდა,
ღმერთმა ინება იმითა -
დაგვღალოს, ოფლი გვადინოს,
მერე გაგვაძღოს ძილითა,
რომ ბოლოს სიტკბო ვიგემოთ
გამსჭვალულებმა ჭირითა.
ალბათ, ასე სჯობს, ჩვენ ვცდებით.
ვერ ვსაზღვრავთ ჩვენის ტვინითა
იმას, რაც წარმოსდინდება
სიწმინდის ჭურჭლის პირითა!"

1903 წ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptyThu May 13, 2021 7:40 am


#ვაჟა #აკაკი #პოეზია
ვაჟას პასუხი აკაკის
Mar 11, 2021

ვაჟას დაგვიანებული პასუხი აკაკის.
ანიმაცია: გიორგი გაგლოშვილი (გაგლო)
ხმის დიზაინი: თორნიკე გელაშვილი
ლექსს კითხულობს: ეროსი მანჯგალაძე
ფონის მუსიკა: No.8 Requiem - Esther Abrami
facebook https://www.facebook.com/G.gaglo​
instagram https://instagram.com/giorgi_gaglo
თორნიკეს ლინკები:
https://www.youtube.com/channel/UC5OQ...
https://www.facebook.com/4T2Chlz
https://soundcloud.com/discover?fbcli...
1913 წელს აკაკი წერეთელმა ჟურნალ „თემში“ გამოაქვეყნა ლექსი:

ვაჟა-ფშაველას!

ენას გიწუნებ, ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო!
თუმც კი გვითესავ მარგალიტს!..
მკითხველიც იმას მკისაო!
ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში,
მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა.
შენ დამიხატე ის მხარე
ფშავურის ჭკუა-გრძნობითა.
და რაც არ გადმოგიცია
მის მშვენებაზე ენითა.
მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს,
შენთანვე აღმაფრენითა.
ვიცი, რომ ფშავლის სოფელი
წმინდაა, მაღალ მთისაო.
ენა-მეტყველი სიმართლის,
გულ-მკერდი ფოლადისაო.
წინათ რომ ხმალი უჭრიდათ,
სადღეისოდ სჭრის კალამი.
გადაეც ბარის მგოსნისგან
მთიულებს ძმური სალამი.

ვაჟას მტკივნეულად განუცდია „ენის დაწუნება“ ეწყინა აკაკის ასეთი გამოლაშქრება. განსაკუთრებით მისი იუბილისათვის მზადების პერიოდში. მართლაც ჩაიშალა სამზადისი.
ვაჟას დავით კლდიაშვილისთვის შეუჩივლია:
„ახირებული ადამიანია ეს ჩვენი აკაკი! „ენას გიწუნებ ფშაველოო“ კაცო, მე ამ ენით მომწონს თავი, თორემ სხვა რა არის ჩემს ლექსებში და პოემებში! თუ ენაც დასაწუნია, მაშ აღარაფერი ყოფილა და ბარემაც ასე სთქვი პირდაპირ და ის იქნება! უცნაური კბენა იცის ხოლმე!“
როგორც ეტყობა „დიდი“ ვაჟა, ქართველ „მგოსანზე“ - აკაკი წერეთელზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებდა: ეკრძალებოდა საქართველოს უგვირგვინო მეფისათვის სიტყვის შემობრუნება, შიშობდა, მკრეხელობაში არ ჩამოერთვათ, უაზრო კინკლაობაში, რაც მოყვარეს გულს მოუკლავდა მტერს კი გაახარებდა, არადა უპასუხოდ დატოვება არ შეეძლო და ბოლოს მაინც უპასუხა...
წყარო: (genia.ge)
#ვაჟა #აკაკი #პოეზია #ლიტერატურა


* https://youtu.be/Ns8a6D5KE6w

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptyWed Jul 14, 2021 1:00 pm

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Rainer10
Rainer Kirsch von Isolde Ohlbaum.

„ვაჟა-ფშაველა თავისი პოემით იძლევა მოდელს, არა პარაბოლას. მისი პოზიცია მგზნებარეა, ოღონდ ილუზიისგან თავისუფალი; ამით ის შექსპირს უახლოვდება“ (რაინერ კირში)

„Pschavela gibt in seinem Poem ein Modell, keine Parabel. Seine Haltung ist leidenschaftlich, doch illusinslos; er ist darin Shakespeare nahe“ (Rainer Kirsch)


ამ ციტატის შესახებ სტატია „რაინერ კირში ვაჟა-ფშაველას შესახებ“ ვიხილოთ ლევან ბრეგაძის გვერდზე - https://armuri.georgianforum.com/t428-topic#17335

* https://en.wikipedia.org/wiki/Rainer_Kirsch

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptyWed Aug 11, 2021 8:47 pm

ვაჟა–ფშაველა

მთამ სრულიად სხვა სთქვა

(პასუხად ბაჩანას)

მთამ ეგ არა სთქვა, ბაჩანავ,
როგორაც შენა გგონია.
მისი ნათქვამი, ნაგრძნობი
მე სულ სხვა გამიგონია.
გაცვრცილმა, ნაცემ-ნაგვემმა,
აღშფოთებულმა ფრიადა,
ისევ თავს უთხრა: „დამშვიდდი,
გულო, რამ აგაზვიადა?!
მომთმენი, აუჩქარები,
ამწონ-დამწონი საქმისა
კი არ გამხადო მსხვერპლადა
შენ შემთხვევითის წამისა.
სურვილი მალეობისა
მოსაწონია თავისა?
ერთი წელი და ათასი
ბარდაბარია ჟამისა.
მაშ ჩვენი ტანჯვაც ჩავთვალოთ
სიბნელედ ერთის ღამისა.
გვიან აყვავდეს, იგი სჯობ,
ხილ-ხული ჩემსა არესა,
მინამდე ადრე, და დაზრეს,
დღეს იგემებდეს მწარესა,
ცარიელს ტოტებს უშვერდეს
ცაზე გადმოსულს მთვარესა.
არ მომწონს ფაცი-ფუცობა,
სულ-სწრაფთ, უმეცართ ხელობა:
თუ სამერმისოს კარგს ვხედავ,
დღევანდლის დღისა მწველობა
სურდოდ მაჩნია, ჭლექისა
იმას არა აქვს ნიშანი,
ოღომც გვეჭდიოს გულში ღრმად
ყველას მომავლის მიზანი,
მოვრწყოთ ნაღვაწით, ოფლითა
ჩვენის სამშობლოს მიწანი!“
აჰღელვებულხარ ძალიან,
თავის ძმა ვეღარ გიცანი!
რომ მომავალი ჩვენია,
ამას რად უნდა მისანი?!


გაზ. „დროება“, № 34, 13/ΙΙ, 1910 წ.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptyTue Sep 14, 2021 10:52 am

ვაჟა–ფშაველა

სადღეისო წერილი მეგობართან

მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ
არა, რას იტყვი? მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა
როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს
ოჯახისთვის და სხვ., არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ
კი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა
დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლეინებს ამ რწმენას.
დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში, გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა,
დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა
მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენს
სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი_ისინი ხომ
მამაკაცები არიან _ ”კაი ბიჭობად”, “გულ-მაგრობად” არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს,
ვინაიდგან დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება
ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება,
შეწყნარება. იფიქრე, თუ ასე არ იყოს. მიიხედ-მოიხედე, სად არის ეს შებრალება?! კაცი ძვალტყავად ქცეული გემუდარება, გეხვეწება: “კაცო, ღმერთი-რჯული, მთელი ერთი კვირაა მშიერი
ვარ, სული ამოდის. ეს არი ვკვდები, წყალობა მოიღეო!” მე და შენ იმას ყურს არ ვათხოვებთ და
ჩვენს ქცევას გავამართლებთ სხვადასხვა ფილოსოფიურის მოსაზრებით; გამოვჩხრეკთ ხრიკიანს
მოძღვრებას და იმის წყალობით წინაშე ქვეყნისაც თავს გავიმართლებთ და თავის თავთან ხომ
მართალნი ვართ და მართალნი. მაგრამ დედაკაცი ამას არ იზამს, ერთ გროშს მაინც მიაწვდის...
მრწამს მე ეს და ამიტომ მენატრება, რომ დედაკაცს მიეცეს ისეთივე უფლება, რაც მამაკაცს,
როგორც სწავლაში, ისე სამსახურში... შენ როგორც გნებავს, იფიქრე; საჭიროა გაქვავებული გული
მამაკაცისა გაათბოს დედაკაცის ხმამ და მისი რწმენა, რომ მამაკაცი ვარ, მე ადვილად არ უნდა
გავტყდე, არ უნდა მოვიხადო ქედი ხალხის მოთხოვნილების წინაშე, რათა სილაჩრე არავინ
დამწამოსო, უნდა მოათავსოს კეთილგონიერების ფარგალში იმავე დედაკაცის ხმამ...
ჰოი დედანო,
მარად ნეტარნო!
მეგობარო! მრწამს სიფლიდე დიპლომატიისა: როგორც უბეში გველი არ დაინდობა, ისე
დიპლომატია, ავს აკეთებს თუ კარგს, მაინც ფლიდია მაინც. აი, ამას წინად რომ გამობრძანდა და
წინ წამოიმძღვარა კაცთმოყვარეობა და... შეარიგა რუსეთი და იაპონია. რა იყო მიზეზი:
კაცთმოყვარეობა, თუ სხვა რამე? მრწამს, რომ არა, აქ კაცთმოყვარეობა სათვალთმაქცო სიტყვაა,
მიზეზი სულ სხვაა _ ყველა დააფიქრა იაპონიის გაძლიერებამ. ყველა ჰგრძნობდა, რომ თუ
ხარბინთანაც გაიმარჯვებდა იაპონია, რაიც მოსალოდნელი იყო, მაშინ ყველას, თვით ამერიკასაც,
თითი უნდა მოეკაკვა იაპონიის წინაშე. არა გჯერა, რომ ეს ასეა? გამარჯვებული იაპონია კაი
სიტყვებით, კაი რჩევით დასაჯეს და არანაკლები წილი ამ საქმეში უდევს თვით მოკავშირე
ინგლისს. ამ რჩევაში აშკარად, ცხადად ერთი მხოლოდ ისა სჩანს: რუსეთს რაც ლახტი მოჰხვდა
ეგ ეყოფა, და შენც, პატარა იაპონიავ, ძლიერ წინ ნუ გაიწევ, ნუ გაჰღონიერდები, რათა ჩვენც არ
მოგვახვედრო იგივე ლახტიო.
დიაღ, მწრამს, რომ ყოველ ერს ჯერ თავისი თავი ენიაზება, თავისთვის უნდა კეთილი, თავის
საქმეების მოწესრიგება ე. ი., როგორც ხალხი ამბობს: ყველა თავის ცეცხლს უკეთებს და თავის
კერძს ჩასცქერის და სხვისათვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავადაც გამოადგება იგი.
მხოლოდ ერთს ნაწილს ქართველებისას არა სწამს, რომ ეს ასეა და ესენი გახლავან “დასელები”,
რომელნიც ქადაგებენ სხვა გავაბედნიეროთ, გავაძლიეროთ და ამით ჩვენც ძლიერნი
შევიქნებითო. მოიგონე დასელების მოძღვრება დემოკრატიულ ცენტრალიზაციისა.
გაძლიერებულის რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა, საიდან სადა! ნუთუ ძლიერი
მეზობელი არ არის საშიში უძლურისათვის?! ნუთუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და
სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება გაძლიერებულს რუსეთს? არა და ცხრაჯერ
არა... ძლიერს ბატონს უძლური ბატონი სჯობია დამონებულთათვის. ვისა ჰშურს ძლიერება
რუსეთისათვის? აგრეთვე არავის, ოღონდ წვრილს ერებსაც ჰქონდეს მიცემული საშუალება ამავე
გაძლიერებისა... დღეს მთელი ქვეყანა ამას გაიძახის: დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, გვინდა
მოვიპოვოთ საღსარი ბედნიერების, სიმართლის მისაღწევად. მე კი ჩემად მრწამს, და შენც, ვიცი,
არ იუარებ, რომ უხეირო დეცენტრალიზაცია სჯობია საუკეთესოდ მოწყობილს
ცენტრალიზაციას. ეს რომ ასე არ იყოს, არც სპენსერები დაამჯობინებდნენ. (იხ. სპენსერის თხზ.
“განვითარება პოლიტიკურ დაწესებულებათა”).
ვის არა სწამს, რომ მხოლოდ სრული თვითმართველობა გააბედნიერებს ხალხს, გაჰზრდის მის
ენერგიას, გამოიწვევს და ააყვავებს მასში დამალულს ახალს ძალებს? _ რომ აპეკუნობა, რაც უნდა
კარგი აპეკუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალღონეს, თვითცნობიერებას?! _ რომ დედაენაზე
სწავლება სრულჰყოფს, ზრდის, ავითარებს ყოველმხრივ მოზარდ თაობას?! ეს ისეთი
ჭეშმარიტებაა, როგორც ორჯერ ორი ოთხია და არა ოცი.


ვაჟა-ფშაველა „რჩეული თხზულებანი“ სამ ტომად, რედაქტორი ირმა რატიანი, თბილისი, 2011 წელი, ტომი მესამე - პუბლიცისტური წერილები, გვერდები 220-221.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptyMon Oct 04, 2021 1:16 pm

თამაზ ჩხენკელი

ვაჟას ქართული

ვაჟას ქართული საყოველთაოდ აღიარებულია, რომ თანამედროვე სალიტერატურო ენა დაფუძნებულია ილიას, აკაკის და ვაჟას შემოქმედებაზე, და რომ ვაჟა-ფშაველას პროზისა და პუბლიცისტიკის ენა ახალი ქართული სალიტერატურო ენის ბრწყინვალე ნიმუშია. რაც შეეხება ვაჟას პოეზიას, უკანასკნელ ხანებამდე ის აზრი იყო გამეფებული, რომ ფშაურ კილოზე დაწერილი მისი ლექსები და პოემები მოჭარბებული დიალექტიზმით არის გაჟღენთილი, როგორც ლექსიკის, ისე გრამატიკული ფორმების თვალსაზრისით და ამდენად, მათში გამოვლენილი ენა საერთო-სახალხო ლიტერატურული ენის გარეგან დგას.

ეს მრუდე აზრი გარკვეულ პერიოდში მახინჯად განიმარტებოდა და ჩრდილს აყენებდა დიდი შემოქმედის სახელს. აქ უნდა აღინიშნოს შემდეგი: ჩვეულებრივ, როცა ლაპარაკია დიალექტიზმებზე, როგორც მხატვრული ლიტერატურის გამჭოლავ სისტემაზე, სავსებით სამართლიანად, იგი უარყოფით მოვლენად არის მიჩნეული. თუ ლოგიკურნი ვიქნებით, იგივე თვალსაზრისი უნდა გავავრცელოთ ვაჟას პოეზიის (ყოველ შემთხვევაში, ბევრი ლექსისა და პოემის) მიმართაც და ასეც ხდებოდა. აქედან ბუნებრივად გამომდინარეობდა შეხედულება ვაჟას პოეტური ენის ერთგვარ ჩამორჩენილობაზე, ამ ენის ისეთ თვისებაზე, რაც ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების პროგრესულ ტენდენციებს გარკვეული აზრით უპირისპირდებოდა და, ამდენად, უარყოფით მოვლენად უნდა შეფასებულიყო.

ვაჟა-ფშაველას სიცოცხლეშივე და მისი გარდაცვალების შემდეგაც მისი პოემებისა და ლექსების ენა (და, არსებითად, პოეზიაც) იმ ხანად გამეფებული პროვინციულ-კუთხური თვალთახედვის კვალობაზე ეგრეთ წოდებულ “ფშაურ კილოდ” და “მთის პოეზიად” ფასდებოდა, ე.ი. ფასდებოდა როგორც კუთხური მნიშვნელობის მოვლენა, როგორც ისეთი რამ, რაც ლიტერატურული ქართულის შესაქმნელად გაწეული ძალისხმევის საპირისპიროდ იყო მიმართული და ამდენად, უკუსაგდები იყო. ჩვენს დროში ასეთ შეფასებას თეორიული საფუძველიც დაეძებნა.

მორფოლოგიური და გრამატიკული დიალექტიზმები, რომლებიც ერთიანი სახალხო ენის ან ლიტერატურული ენის საკუთრებად ვერ იქცევა, ასუსტებს და ანაგვიანებს ლიტერატურულ ენას…

ზოგადად სწორი ეს დებულება სავსებით არასწორად, კონკრეტული და, მე ვიტყოდი, უნიკალური პირობების გაუთვალისწინებლად მიუსადაგეს ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენას. აქედან დასკვნა: ვაჟას ფშაურ კილოზე დაწერილი ლექსები და პოემები აფერხებს ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

უკანასკნელ ხანს მკვეთრად გამოიკვეთა შედარებით მართებული შეხედულება ვაჟას პოეზიის ენაზე: “არ არის სწორი საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, რომ ვაჟა-ფშაველას პოეტური ენა მ თ ლ ი ა ნ ა დ დაფუძნებულია დიალექტურ მასალაზე…

საკითხი ვაჟას მიმართებისა ფშაურ დიალექტთან გარკვეული შ ე ზ ღ უ დ ვ ი თ უნდა განვიხილოთ. თავის არსებით ნაწილში ვაჟა-ფშაველას პოეტური მეტყველება სალიტერატურო ენას ეყრდნობა… დიალექტიზმებს ვაჟას ნაწერებში სტილისტიკური ფუნქცია აქვს დაკისრებული” (შ. ძიძიგური). ეს ზომიერი თვალსაზრისი იმითაც არის საინტერესო, რომ იგი ერთგვარ კომპრომისს შეიცავს. ამ კომპრომისის გარეშე, როგორც ჩანს, შეუძლებელია იმის არ დაშვება, რომ XIX ს. დიდი კლასიკოსის ენა მართალია ნაწილობრივ, მაგრამ მაინც გაორებული ჩანს. რომ ვითომ, ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს წმინდა, სანიმუშო სალიტერატურო ქართულით დაწერილი ვაჟას პროზა და პუბლიცისტიკა, ხოლო მეორე მხრივ, მისი პოეზია, რომელიც, თუმცა კი მთლიანად არ არის დაწერილი დიალექტზე, მაგრამ მაინც დიალექტის ძლიერი ინერციის გავლენას განიცდის და, ამდენად, ნაკლულოვანია: კილოური ფორმების სიუხვით მეტადრე გამოირჩევა “გოგოთურ და აფშინა” და “ალუდა ქეთელაური” და აგრეთვე ბევრი ლექსი, დავძენდი მე, რომლებიც უცილობელ შედევრებად არის აღიარებული ქართულ პოეზიაში. ამ ფაქტს ახსნა სჭირდება.

ცხადი რომ გახდეს ვაჟა-ფშაველას პოზიცია ქართული სალიტერატურო ენის მიმართ, თვალი უნდა გადავავლოთ მის თეორიულ შეხედულებებს ამ საკითხის ირგვლივ. ისინი ჩამოყალიბებულია ვაჟას რამდენსამე წერილში, რომლებიც ენის საკითხს უტრიალებს და კარგად გამოხატავს როგორც მის ენობრივ თვალსაზრისს პოეტური ქმნადობის საზღვრებში, ისე იმდროინდელი საზოგადოების შეხედულებებს ამ საკითხებზე.

ვაჟას ერთ-ერთი უმთავრეს დებულებათაგანი ის არის, რომ “ქართული ენა (აქაც და სხვაგანაც “ქართულ ენაში” ვაჟა გულისხმობს სალიტერატურო ენას) გუშინ მოგონილი არ არის. იგი ძალიან დიდი ხნისაა. უკვე დამთავრებული, დახარებული ვაჟკაცია” და ამიტომ “რაც ხასიათი და თვისება დაჰყოლია, იგივე შერჩება საზოგადოდ, საუკუნოდ”. “ენას ფესვები წარსულს დროში აქვს გადგმული, – რაც ხასიათი და ბუნება ისტორიულად მიჰნიჭებია ენას, იგი უნდა შერჩეს სიკვდილამდის”. აქ ვაჟას მიერ აქცენტირებულია ენის შინაგანი ბუნების (ენის სტრუქტურის), ენის ძირეული თვისების უცვლელობის პრონციპი. აქცენტირებულია იმიტომ, რომ სწორედ მის დროს განიცდიდა ქართული უდიდეს ცვლილებებს (დადებითსაც და უარყოფითსაც), ცვლილებებს, რომელთაც შეეძლოთ დაეზიანებინათ მისი ბუნება. “რითი ჰგავს ენა მდინარეს? იმითი, რომ რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნურად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს. მიმდინარეობს იმ ჟამიდან ამ ჟამამდე დაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგუბება ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი – არასოდეს”…

მასასადამე, ენა თავისი არსით, თავისი შინაგანი ბუნებით, თავისი “გემოთი” უცვალებელი ფენომენია. “ყოველი ენა ამჟღავნებს მისწრაფებას შეინარჩუნოს თავისი ძირეული ფორმები ყოველგვარი ცვლილებების პირობებში… ენა ყველაზე დამოუკიდებელი და გამძლე მოვლენაა კაცობრიობის ყველა მოვლენას შორის. უფრო ადვილია მისი აღგვა პირისაგან მიწისა, ვიდრე მისი ინდივიდუალური აგებულების დარღვევა” (სეპირი).

“მართალია, ენა თანდათან წარმატებაში შედის, წინ მიდის, მაგრამ ისე კი არა, რომ ბუნებასა და ხასიათს იცვლიდეს. თუ ეს მოხდა, მაშინ ენაც კვდება”, – გვაფრთხილებს ვაჟა. რა მიაჩნია ვაჟას ენის “წარმატებად”, ენის “წინსვალად”? ლექსიკის გამდიდრება, ახალ ცნებათათვის საჭირო სიტყვების შემოტანა, სინონიმთა სიმრავლე, ძველი ლიტერატურული ენის იმ გაუქმებული ფორმების აღდგენა, რომელთაც ც ო ც ხ ა ლ ი დასაყრდენი გააჩნიათ დიალექტებში.

ვაჟას თვალსაზრისით, ყველა ეს პროცესი ქართული ენის შინაგანი ბუნების შესაბამისად და მისი შინაგანი მიზანდასახულების ნიშნით უნდა მიმდინარეობდეს. ყველა ეს პროცესი გარდუვალია, ვინაიდან “ახლანდელი ლიტერატურული ენა ახალია და ს ი ა ხ ლ ი ს გამო ბევრ ფორმებს, ბევრ სიტყვებს მოკლებული არის… ყოველი საერო მწერალი მოვალეა ყველა საყურადღებო ხალხური სიტყვა, ან ფორმა გ ა ა ც ნ ო ს ლიტერატურულ ენას, თუ იგი სიტყვა და ფორმა შეეფერება ენის ხასიათს, იმის ბუნებას”.

რა თქმა უნდა, ეს თვალსაზრისი სრულებით არ ნიშნავს იმას, რასაც გაუმართლებლად მიაწერენ ვაჟას: “ჩვენი პოეტი სავსებით კატეგორიულად აღიარებს(?), რომ ამ ენის მთელი სიდიადე შორეულ(?) წარსულშია, ქართულ ენას არ განუცდია პროგრესული(?) განვითარება, იგი თანდათანობით დაკნინების და გაღარიბების გზას ადგასო”… (შ. ძიძიგური).

ეს არსად არ უთქვამს ვაჟას და მით უმეტეს, არ “უღიარებია კატეგორიულად”. ვაჟას არა აქვს კატეგორიული ტონი, როცა ლაპარაკობს ლიტერატურული ენის სრულყოფის საჭიროებაზე და ენის ისეთი გრამატიკული ფორმებით გამდიდრებაზე, რომლებიც ცოცხალია ხალხში, ხოლო დადასტურებულია უდიდესი ქართველი პოეტების ნაწერებში. პირიქით, იგი მოკრძალებულად შენიშნავს: “თუ ენა იშვილებს იმ ფორმას, იმ სიტყვას, ხომ კარგი, თუ არა და, არც ამითი არაფერი წახდებაო”.

ვაჟა-ფშაველასა და XIX ს. დიდი მწერლების ორიენტაცია გაამართლა დრომ. “თვით იმ მწერალთა პრესტიჟმა უზრუნველყო მათ მიერ გამოყენებულ სასაუბრო სიტყვათა მეტი წილის შემოსვლა სალიტერატურო ქართულში” (ბ. ფოჩხუა).

ვაჟას აქვს ერთი კარდინალური აზრი, რომლის გათვალისწინება აუცილებელია მისი ენობრივი პოზიციის გარკვევისათვის. “რას ჰქვიან ენის ცოდნა? რასაკვირველია, არა კმარა მხოლოდ სიტყვები ვიცოდეთ… საჭიროა ენის სულისა და გულის შეგნება. ამ შეგნებისათვის კი საჭიროა ის ღირსება და მადლი, რომ თვით მწერალს უცემდეს ქართულად გული და მაჯა… უსათუოდ, საუკეთესო მგოსანი ენის მცოდნედაც უნდა მივიღოთ… მწერლის ნიჭის მიხედვით რომ ვაფასებდეთ მის ენას, მაშინ ყველა ჩვენგანი არ წამოაყენებდა საკუთარ ენას მისაბაძავ საგნად”. ეს აზრი ყველა ენისა და ყველა დროისათვის ჭეშმარიტია.

ვაჟა წინა პლანზე სწევს ენის არა ზედაპირულ, მექანიკურ (და შეგვიძლია ვიგულისხმოთ, – მეცნიერულ) ცოდნას, არამედ ენის “სულისა და გულის” შეგნებას, ე.ი. ენის შინაგანი ბუნების წვდომას, მის ინტუიციურ გზნებას, ალღოსა და გეშს მშობლიური ენის მიმართ. მაგრამ ამისათვის საჭიროა “ქართულად გიცემდეს გული და მაჯა”, ქართულად ფიქრობდე, ქართულად აზროვნებდე, ქართულ ენასა და მიწაში გედგას ფესვი. ყველა ეს თვისება მომადლებული უნდა ჰქონდეს მწერალსა და პოეტს და თუ მომადლებული აქვს იგი, “ენის მცოდნედაც უნდა მივიღოთ”, ვინაიდან არავინ ისე ღრმად არა გრძნობს ენის უხილავ წყაროსთვალში დაბუდრებულ რიტმებსა და ფარულ აზრობრივ პოტენციას, როგორც შემოქმედის გუმანი.

ენის უღრმეს შრეებთან ფესვეულ კავშირს მხოლოდ დიდი პოეტები და მოაზროვნეები ინარჩუნებდნენ ყოველ დროში (ჰაიდეგერი). ამრიგად: ნიჭითცხებული მწერლისა და პოეტის ორიენტაცია ენობრივ სფეროში ღრმა ეროვნულ გუმანსა და ინტუიციას ეფუძნება, რის გამოც მისი არჩევანი გამართლებულია. საუკეთესო პოეტი ენის საუკეთესო მცოდნეცაა. ენის ამა თუ იმ გეზით ორიენტაცია დიდი მესიტყვეების საქმეა და არა ისეთი პიროვნებისა, ვინც ვერა გრძნობს სიტყვას და იმ (ვაჟას გამოთქმით) ფილოლოგ-ლინგვისტთა დასს ეკუთვის, რომლებიც რამდენიმე სიტყვის მსგავსებაზე აფუძნებენ სხვადასხვა ერის ერთტომობასა და ერთგვარობას…

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აზრი უნდა მოვიტანოთ ვაჟასი: “მწერალს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ენა უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ენა სახეა მწერლისა… ენაში იმალება ინდივიდუალობა, მისი “მე”… ფესვები მწერლის ენისა, სტილისა, იქ არის ჩაწმახნული”. მაშასადამე, მწერლის ინდივიდუალობას ენა და სტილი ავლენს, მწერლის სული ენაში სახიერდება. მწერლის ფრაზეოლოგიასა და სურათებსაც შემოქმედის თავისებურების ბეჭედი უნდა ეჭდოს. მაგრამ ყველაფერი ეს “გარეგანი ნიშნებია მწერლის ნიჭისა… შ ი ნ ა გ ა ნ ი ღირსება ისაა, თუ რა მოვლენანი გაუხდია მას თავის მწერლობის საგნად და რა ღირებულებისაა ეს მოვლენანი, რამდენად ცხოვლად, ნათლად, მკაფიოდ, ძლიერად გვიხატავს ამ მოვლენათ”.

აქ ვაჟა-ფშაველა შემოქმედების გარეგან და შინაგან ნიშნებზე ამახვილებს ყურადღებას. ვაჟა ხედავს სათქმელისა და თქმის დიალექტიკურ კავშირს, სადაც მხატვრული ექსპრესიის ბუნებას განსაზღვრავს იმ მოვლენების შინაგანი ღირებულება, რომელთა მხატვრულ სიტყვაში განსახიერებაცა აქვს განზრახული შემოქმედს. ასე რომ, ვაჟასთან მწერლის მსოფლმხედველობა განსაზღვრავს მხატვრული ექსპრესიის ბუნებას, რომელიც ენისა და სტილის მეშვეობით ცნაურდება. ვაჟა-ფშაველას მეორე, აგრეთვე მთავარ დებულებათაგანია ის, რომ ქართული ენის მარადმედინ მდინარეს აქვს შეუბღალავი, უშრეტი სათავე, რომელიც განსაზღვრავს მისი შინაგანი ბუნების უცვლელობას, მის სპეციფიკურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ “გემოს”. ვაჟას თქმით, ეს სათავე ენისა, გახლავთ ძველთა ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებნი, ის ქართული თემები, სადაც დღევანდლამდე შენახულა შეუბღალავად, უმწიკვლოდ ქართული ენა”. ვაჟა ლაპარაკობს ახალი სალიტერატურო ქართულის ორ უმთავრეს წყაროზე, ორ გამსაზღვრელ წყაროზე, რომელთა გაუთვალისწინებლადაც, რომელთანაც წილუყრელად ვაჟას ვერ წარმოუდგენია “საერთო ლიტერატურული ენის… გაუკეთესება” და “გაწმენდა”. ეს ორი წყაროა ერთის მხრივ, ძველი ქართული მწერლობა და მეორეს მხრივ, შეუბღალავი ცოცხალი ხალხური ენა. პირველის მაგალითად ვაჟა ასახელებს რუსთაველსა და გურამიშვილს, ხოლო მეორისას ქართველ მთიელთა ენას, კერძოდ, ფშაურს. ძველი ქართული მწერლობა ამ შემთხვევაში, პირობითი ცნებაა, ვინაიდან რუსთაველიცა და გურამიშვილიც ახალი სალიტერატურო ენის წარმომადგენლები არიან, და არაფერი გასაკვირი არაა, რომ სწორედ ისინი არიან მოხმობილნი ვაჟას მიერ “ახალი ლიტერატურული ენის” ეტალონებად. თუმცა ვაჟა საკუთრივ ძველ ქართულსაც ღრმად გრძნობდა. “ძველი ქართული მას შესისხლხორცებული ჰქონდა”, როგორც ამბობს ივ. იმნაიშვილი. “ვაჟა კარგად იცნობდა ბიბლიას… და ქართულ აგიოგრაფიას” (ლ. მენაბდე). მაგრამ რატომ ახსენებს იგი ფშაურს? იმიტომ, რომ თვითონ არის ფშაველი და მიკერძოებას იჩენს “მშობლიური” დიალექტისადმი? არა! “ფშაურის საუბრის კილო და გრამატიკული ფორმები, როგორც ნამდვილი ძველი ქართული, სრულიად ჰგვანან ძველის მწერლე- ბის ნაწერებსა”, აი სწორედ ამიტომ ფშაველთა “სათემო კილო (თუკი შეიძლება სათემო კილო დავარქვათ იმათს სასაუბრო ენას) და გრამატიკული ფორმები ხელჩასაჭიდებელია, ღირსსაცოდნელი”.

უპირველეს ყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ ის, რაც უთქმელი აქვს ვაჟას. იგი არსად არ ლაპარაკობს ქართლურ კილოზე, რადგან ქართლური მას მიაჩნია იმ ბაზისად, რომელზეც დაფუძნებულია სალიტერატურო ენა. ქართლურის — ამ ჰეგემონი დიალექტის – ფონზე იგი გამოარჩევს ფშაურს, როგორც მთის კილოს და არა როგორც მისგან განსხვავებულ დიალექტს.

ვაჟას აზრით, არსებობს მთისა და ბარის ქართული (ე.ი. ქართლური), რომელთაგან პირველის მიჩნევა სათემო კილოდ შესაძლოა საჭოჭმანოც იყოს. მართებულად აღინიშნა: “ფშაურ კილოს, ვაჟას კონ- ცეფციით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალი სალიტერატურო ქართულის ფორმების თვალსაზრისით, (რაკი) იგი ძველი ქართულის კანონზომიერების რეალური დადასტურებაა თანამედროვე მეტყველებაში” (შ. ძიძიგური).

ასეთია ვაჟა-ფშაველას ენობრივი პოზიციის ამსახველი შეხედულებები, რომელთა საფუძველზე უნდა ახსნილიყო და განმარტებულიყო ესა თუ ის საკითხი მისი პოეტური ენისა. მაგრამ მოხდა პირიქით: არამცთუ თავად ავტორის თვალსაზრისი არ მოიხმეს (სავსებით მოსახერხებელი) მისივე ენობრივი პოზიციის ასახსნელად, არამედ ამ თვალსაზრისს უმართებულოდ დაუპირისპირეს პოეზიისათვის უცხო კრიტერიუმი, რომლის შუქზე არასწორად ფასდებოდა ამ დიდი შემოქმედის რთული მემკვიდრეობა.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptyMon Oct 04, 2021 1:27 pm

ვაჟა-ფშაველა

ენა
(მცირე შენიშვნა)

ამ ბოლო ხანს ჩვენს საზოგადოებაში მასლაათის დროს და გაზეთებშიაც შეხვდებით სამდურავს ქართულის ენის შებღალვისა გამო, თუ საქმეს ჩავუკვირდებით, ამ სამდურავს საფუძველს ვუპოვით. ყველა ჩვენგანს სწავლა მიუღია უცხო ენის მეოხებით, უცხო ენაზედ დაწერილს წიგნებით გვივარჯიშებია ყველას ჩვენი გონება და, უეჭველია, ამ გარემოებას ის შედეგი მოჰყვებოდა, რასაც ვხედავთ. ეს არაა საკვირველი, არამედ ისა, ქართულად ვფიქრობდეთ და ქართულად ისე ვწერდეთ... მაინც და მაინც როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმს. ჩვენი გამოჩენილი და გამოუჩენელი მწერლები ერთობლივ უცხო მწერლობით არიან ნაკვებნი, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად საზარალო არ ყოფილა ეს ამბავი, ზოგისთვის ძალიან ღრმად დაუსვამს დაღი, მეორისათვის ნაკლებად... ამიტომ არ შეგვიძლიან ყველა ჩვენს მწერლებს ენის უცოდინრობა ვუკიჟინოთ. თუმცა ისეთი მწერლებიც გვეპოვება რომ ორმოცი წელია ჰმოღვაწეობენ, ორმოცი წელია, რაც წერენ ქართულად და დღესაქამომდე ვერ მიუგნიათ ქართული ენისთვის.

რას ჰქვიან ენის ცოდნა, რასაკვირველია, არა კმარა მხოლოდ სიტყვები ვიცოდეთ, უნდა ისიც გვესმოდეს, თუ როგორ შევუთანხმოთ ეს სიტყვები ერთი მეორეს და წინადადება როგორ ავაშენოთ. ამისთვის საჭიროა ენის სულისა და გულის შეგნება; ამ შეგნებისათვის კი საჭიროა ის ღირსება და მადლი, რომ თვით მწერალს უცემდეს ქართულად გული და მაჯა. ამისთანეები სიტყვაკაზმულ ნაწარმოების ავტორთა შორის უნდა ვეძიოთ. უსათუოდ საუკეთესო მგოსანი ენის მცოდნედაც უნდა მივიღოთ. რისთვის? მისთვის, რომ ერი უპირველეს ყოვლისა დედაა ენისა, ხოლო საუკეთესო მგოსანი, როგორც თვით ენა, ღვიძლი შვილია მისივე და არავინაც არ არის თავისს მშობელთან ისე დაახლოვებული, როგორც ის, ვისაც შეუთვისებია მშობლის სისხლი და ხორცი. მწერლის ნიჭის მიხედვით რომ ვაფასებდეთ მის ენას, მაშინ ყველა ჩვენგანი არ წამოაყენებდა საკუთარ ენას მისაბაძავ საგნად.

თქვენს უმორჩილესს მონას, ამ წერილის ავტორს, ხშირად გამიგონია ზოგიერთის ჩვენი მწერლისაგან სამდურავი და ძველებური, უვარგისი ფორმები ნუ შემოგაქვს მწერლობაშიო, რაც დაძველდა, აღარ ვარგა, ის უნდა გავიტანოთ და სანაგვეზე გადავაგდოთო. ყველას თავისი გემოვნება აქვს, საკუთარი ფიქრი და აზრი და მეც ჩემი რასაკვირველია. ამისთანა სამდურავი, რა თქმა უნდა უმეცრების ბრალია და, ხომ მოგეხსენებათ, უმეცრებასავით თამამი არა იქნება რა. არამგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რითი ჰგავს ენა მდინარეს? იმით, რომ, რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნურად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს; მიმდინარეობს იმ ჟამთა ამ ჟამამდე დაუდგრომელად. მისი შეჩერება, დაგუბება, ცოტახნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს...

დიაღ, მოდის ენაც მდინარესავით, მაგრამ თუ სათავეში, ე.ი. იქ, საიდანაც იბადება, არ დაშრა, ქვეით, ბოლოდგან მისი დაშრეტა ყოვლად შეუძლებელია და ძალაც მისი სწორედ რომ სათავეშია, გამომდინარეობს ულეველად, უკლებლად; საიდგან და როგორ იკრებს ამ ძალას, ჩვენთვის სულ ერთია. ენის საქმეც სწორედ ასეა. ქართული ენა გუშინ მოგონილი ხომ არ არის! იგი ძალიან დიდი ხნისაა, უკვე დამთავრებული, დახარებული ვაჟკაცია. რაც ხასიათი და თვისება დაჰყოლია, იგივე შეჰრჩება საზოგადოდ, საუკუნოდ. თუ ზოგიერთების ხელში იგი თავის ხასიათს ვერ იჩენს, ეს იმათი ბრალია, ვინც მას ამღვრევს უწმინდურებისა და ნაგავ–ნუგავის ჩაყრით, ვისაც ჰსურს ამ მდინარის წყალი იგემოს და დააფასოს იგი, ბოლოში სადაც მღვრივე მოდის, კი არ ამოჰკრეფს, არამედ სათავეს მიმართავს. სათავე ენისა, ვგონებ, ყველამ კარგად იცის, სად არის, ან რა არის... ეს სათავე ენისა გახლავთ ძველთა ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებები, ის ქართული თემები, სადაც დღევანდლამდე შენახულა შეუბღალავად, უმწიკვლოდ ქართული ენა. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ნიჭიერ მწერლებად და ენის მაგალითად ჩვენთვის მხოლოდ ორი მწერალი კმარა – შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი, გაურყვნელის ენით მოსაუბრედ კიდევ მთიელნი, რომლებთანაც მე მაქვს დამოკიდებულება და ამ გაკიცხულს ფორმებსაც იმათგან ვიძენ, ნუ გგონიათ ფორმებს ვთხზავდე, ღმერთმა დამიფაროს! რა არის აქ საწყენი? შემოტანა მრავლის ფორმებისა, თუ კიდე სადმე მოგვეპოვება, კაი ნიშანი მგონია, ხოლო ფორმების გატანა და შემცირება – ერის გახლახვად, შეურაცხყოფად, დამცირებად მიმაჩნია.

1901 წელი

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptyWed Jul 13, 2022 11:34 pm

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Koba_c10

კობა ჭუმბურიძე - „ვაჟა-ფშაველა“, 2022

---

კობა ჭუმბურიძე

ფარდობითობა

- ჭაღარა კაცო, რად ამომცქერი მზის პაწაწინა თანამგზავრიდან?
მე ვარსკვლავი ვარ და ჩემი მწკერი შენამდე ალბათ ისე დაკნინდა, ციცინათელა გგონივარ მგონი, ცას შეყინული, და გებრალები.
ბედი შენი, რომ ვარ ასე შორი და არ ხარ ჩემგან ნამხურვალები.
ან იქნებ გწადის დამუნათება, გშურს ჩემი წლები, მილიარდები, იქნებ ზომა გშურს, ანდა ნათება,
რომ ვერ აკავებს სივრცის ხლართები…
- ნუ გაგაკვირვებს ნურც დღეგრძელობა, სიდიდეც დიდად ნუ გეამება, სივრცისთვის შენც ხომ ნამცეცი ხარ და დროისთვის - თვალის დახამხამება.
და ვარსკვლავებიც მოინახება უფრო დღეგრძელნი, უფრო დიდები, ხოლო სინათლეს რაც შეეხება, ამას ვერასდროს დაეჭიდები:
„...მხოლოდ მდინარის ხმა ისმის, დაბლა მიქანავს ხველითა
და უფსკრულს დასცქერს პირიმზე მოღერებულის ყელითა...“

126.
ალბომისათვის "წარწერა ლადოს ნახატზე"
პროექტის ავტორი ნინო გუგეშაშვილი.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptyWed Jul 27, 2022 1:37 am


Unique Georgian polyphonic music performed in Sistine Chapel - Zviad Bolkvadze; 2022

ზვიად ბოლქვაძე -,,წუთისოფელი"

***

ვაჟა-ფშაველა

ცაზე იარე, მთვარეო

ცაზე იარე, მთვარეო,
მზეო, აბძანდი-დაბძანდი!..
მთებო, იშიშვლეთ გულ-მკერდი,
ხან მოიხვიეთ ნაბადი...
დაწვიმე, შავო ღრუბელო,
დაალბე მკერდი მიწისა;
გაუცინოდი, ლამაზო,
ახარე გული ბიჭისა!
იტანჯეთ ტრფობის ცეცხლითა,
დრო ჩვენ არ გვიცდის, მიდისა,
დავიხოცებით, ტყვენი ვართ
ჩვენ მეუფისა დიდისა.
საიქიოდამ სახდომი
ზღუდე არა სჩანს ხიდისა.
ტიალი წუთისოფელი
მიდის, მიდის და მიდისა;
ჰხედავთ, მოკლეა საზღვარი
უსაზღვრო ზღვისა კიდისა!..


ბმული:
* https://youtu.be/OiE9lkswHVU


study

კობა (მატეკარი) likes this post

Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptySun Jul 31, 2022 7:45 pm


#კსუ_მულტიმედია_ცენტრი
ვაჟა ფშაველა - ქართული ლიტერატურა 90 წუთში. გლობალური და ლოკალური
* Jul 5, 2022

CIU Multimedia Centre

გია არგანაშვილი - ლიტერატურათმცოდნე, მწერალი

მსოფლიო კულტურის განუყოფელ ნაწილად ქცეული მწერლობა და მისი მნიშვნელობა როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

“ქართული ლიტერატურა 90 წუთში. გლობალური და ლოკალური” - ცხრა ნაწილისგან შემდგარი გადაცემათა ციკლი გთავაზობთ კომპეტენტური ავტორების მეცნიერულ ანალიზს თხუთმეტსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლებისა და მათი შემოქმედების შესახებ.

#ქართული_ლიტერატურა_90წუთში
#კსუ_მულტიმედია_ცენტრი
#კომპარტივისტული_ლიტერატურის_ქართული_ასოციაცია
#შოთა_რუსთაველის_სახელობის_ქართული_ლიტერატურის_ინსტიტუტი
#შოთა_რუსთაველის_ეროვნული_სამეცნიერო_ფონდი


ბმული:
* https://youtu.be/bRZzUNZv2VE

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptySun Feb 19, 2023 7:36 pm

ნიკა ლაშაური

როგორ დადგეს ვაჟა-ფშაველას საფლავზე, ბერიას იდეით, უბრალო მთის ქვა

ლავრენტი ბერიას შესახებ ამ ბოლო პერიოდში განსაჯაროებული საიდუმლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საბჭოთა უშიშროების მარშალი ხშირად ისეთ ქმედებებს მიმართავდა, რაც სტალინურ სახელმწიფოში უპირობოდ სიკვდილით ისჯებოდა. ლაპარაკია პატრიოტიზმზე, რაც ნაციონალიზმად ირიცხებოდა. ნაციონალიზმი კი ინტერნაციონალურ სახელმწიფოში მიუტევებელი ცოდვა გახლდათ. ბერიას თანაშემწე ვარლამ გოგელია იხსენებდა: „ბერია ძალიან განათლებული, ერუდირებული ადამიანი იყო და მიუხედავად უაღრესად დაკავებულობისა, წიგნების კითხვას მაინც ახერხებდა. სახლსა და სამსახურში მას სოლიდური ბიბლიოთეკა ჰქონდა. ხშირად შევსწრებივარ მომენტს, ბერია ამა თუ იმ წიგნს რომ ჩაჰკირკიტებდა. მან უამრავი ლექსი და პოემა იცოდა ზეპირად. განსაკუთრებით კი ვაჟა-ფშაველა უყვარდა და თითქმის მთელი მისი შემოქმედება დაზეპირებული ჰქონდა. ბერიას უყვარდა ამ სიტყვების გამოყენება ვაჟას შემოქმედებიდან: „ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა...“
სწორედ ბერიას დამსახურებაა, რომ დიდუბის პანთეონში დაკრძალული ვაჟა-ფშაველა მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს და ქართველთა ამ დიდებულ სავანეში მიუჩინეს ადგილი. დიდუბისა და მთაწმინდის პანთეონის დირექტორი ივანე ენიკოლოფოვი ყვებოდა: „1915 წელს ვაჟა-ფშაველა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მაშინ, ჯერ კიდევ ჯეროვნად არ იყო შეფასებული ეს გენიოსი და ილიას „გვერდით არ მიუწვინეს“. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სწორედ ლავრენტი ბერია იყო ის, ვინც ვაჟას მნიშვნელობა ქართველი ერისთვის ყველაზე უკეთ შეაფასა, დააფასა და მისი ძალისხმევის შედეგად მიაბარეს მთაწმინდის მიწას. ეს ისტორია კი ასე დაიწყო: 1935 წლის 6 ოქტომბერს დამირეკეს და მითხრეს – ბერია გიბარებსო. მართალია, ჯერ 37 წელი არ იყო, მაგრამ ბერიას ძალიან მრისხანე, დაუნდობელი ხელმძღვანელის სახელი ჰქონდა გავარდნილი. მეც ადამიანი ვარ და ნამდვილად შემეშინდა. თუმცა, ნებისყოფა მოვიკრიბე, მოვემზადე და შეხვედრაზე წავედი. საქართველოს ცეკას პირველი მდივნის კაბინეტში რომ შევედი, მასპინძელი გულღიად შემხვდა. მაგრად ჩამომართვა ხელი. ოჯახზე გამომკითხა და ბოლოს მითხრა:
– ამხანაგო ივანე, არის მოსაზრება, რომ ჩვენი, ქართველების უდიდესი შემოქმედი – ვაჟა-ფშაველა, რომელიც დიდუბის პანთეონშია დაკრძალული, მთაწმინდის პანთეონში გადავასვენოთ. რადგან სწორედ თქვენ ხართ ამ ორი პანთეონის დირექტორი, ეს ღონისძიება თქვენი ხელმძღვანელობით უნდა განხორციელდეს. მოამზადეთ ადგილი მთაწმინდაზე, შეარჩიეთ დრო, ხალხი და იმოქმედეთ. რამდენ ხანში შეძლებთ ამის გაკეთებას?
– ათ დღეში, ამხანაგო ბერია, – მივუგე პირველს.
– კეთილი. მასე იყოს, იმოქმედეთ! – მითხრა ბერიამ და წამოვედი. ასეთ საქმეებში არანაირი გამოცდილება არ მქონდა და ბერიასთვის დახმარებაც კი არ მითხოვია, ისე წამოვედი“.
ვაჟა-ფშაველასთვის ადგილის მოძებნასა და სხვა, საჭირო პროცედურებს ათი დღე დასჭირდა. 16 ოქტომბერს კი, ისე მოხდა, რომ დიდუბიდან მთაწმინდაზე ვაჟას ნეშტი კუბოში კი ჩაასვენეს, მაგრამ შესაბამისი მანქანა არ ჰყავდათ. ამიტომ, „ფორდში“ მოათავსეს, კუბოს სამი-მეოთხედი გარეთ იყო და ისე აასვენეს მთაწმინდაზე. ამ პროცესმა ყოველგვარი საჯაროობის გარეშე ჩაიარა. თუმცა, დიდი ვაჟას ნეშტს ცნობილი ქართველი მწერლები მაინც აცილებდნენ. მათ უამრავი ყვავილი მიიტანეს იქ და ეს ყველაფერი შუაღამეს, ხელოვნური განათების ქვეშ განხორციელდა. იმ პერიოდში ბერია მოსკოვში იყო საქმეებზე. ვაჟას საფლავი ოფიციალურად ორი დღის შემდეგ, 18 ოქტომბერს გაიხსნა, რასაც უამრავი ადამიანი დაესწრო და მხოლოდ ბერია აკლდა. „პირველი“ (ბერია) თბილისში 19 ოქტომბერს დაბრუნდა და იმავე საღამოს კვლავ თავისთან დაიბარა ივანე ენკოლოფოვი, რომელიც ასე იხსენებდა ბერიასთან მეორე შეხვედრას: „ბერიასთან მეორე შეხვედრაზე ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მივედი. თუმცა, ბერია საკმაოდ მკაცრი მეჩვენა. მან დაჯდომა შემომთავაზა და მითხრა:
– ამხანაგო ივანე, თქვენ ჩემი დავალება საკმაოდ ზერელედ შეასრულეთ.
– რას გულისხმობთ, ამხანაგო ბერია? – კითხვითვე ვუპასუხე მას.
– იმას, რომ ვაჟა-ფშაველას არ ეკადრებოდა ასეთი არაორგანიზებული გადასვენება. როგორც შევიტყვე, მისი კუბო მანქანაში შეგიჩხერიათ და ღამით აგიტანიათ მთაწმინდაზე. ამ ყველაფრის გაკეთება კი დღისით, ბუნებრივი განათების პირობებში შეგეძლოთ და თანაც, ჩემთვის გეთხოვათ დახმარება.
მე ენა დამება. ბერიამ კი პაუზის მერე დააყოლა:
– რა გაეწყობა. ჩემი ბრალიცაა, რომ დახმარება არ შემოგთავაზეთ. თუმცა, მეგონა, რომ ამ საქმეში გამოცდილება გქონდათ.
– ასეთი პროცედურა პირველად ჩავატარე, ამხანაგო ბერია, – აკანკალებული ხმით ვთქვი მე.
– კეთილი. რაღა გაეწყობა. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან და ყურადღებით მოეკიდეთ.
– დიახ, ბრძანეთ, – ვთქვი მე.
– ჩემი აზრით დიდ ვაჟას უბრალო საფლავი უფრო შეეფერება და რას იტყვით, რომ მის საფლავზე მთის ქვა დავდოთ?
– დიახ. კარგი აზრია, – დავეთანხმე ბერიას.
– მაშინ, პირადად მოიძიეთ შესაფერისი ქვა და მაჩვენეთ. კარგი?
– დიახ. ამხანაგო ბერია, – ვთქვი მე.
მეორე დღეს, ბერიას მითითებით, სატვირთო მანქანით მთისკენ გავემგზავრეთ და თბილისში ათი ქვა ჩამოვიტანეთ. ყველა პანთეონში ავიტანეთ და 21 ოქტომბერს იქ ბერიაც ამოვიდა. ქვები დაათვალიერა. ერთ-ერთი მოეწონა და მითხრა:
– რას იტყვით ამ ქვაზე?
– კარგია, – მივუგე მე.
– მაშინ, ეს ქვა დავადოთ საფლავს.
ქვა საფლავზე დავდეთ. ბერია ამ პროცესს ბოლომდე დაესწრო და პროცედურა რომ დასრულდა, მასზე ყვავილების დიდი თაიგული დაადო, რომელიც მანქანაში ჰქონდა შენახული“.
სწორედ ლავრენტი ბერიას საქართველოში მმართველობის პერიოდში დაიწყო ვაჟა-ფშაველას შემოქმედების პოპულარიზაცია. გამოიცა მისი ნაწარმოებების სრული მრავალტომეული. სახალხოდ აღინიშნებოდა მისი დაბადების დღე და გარდაცვალების თარიღი. სასკოლო პროგრამებში კი, ვაჟას ლექსები, პოემები და მოთხრობები ჩართეს. როგორც ბერიას თანამედროვენი იხსენებდნენ, ბერია დიდი ოსტატობით, ზეპირად კითხულობდა ვაჟას და საამისოდ მთიულურ კილოკავს იყენებდა.

ბმული:
* http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268452799


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 EmptyFri Mar 03, 2023 9:26 am


პრაიმშოუ | 1 მარტი, 2023 წელი
• March 1, 2023

TV IMEDI

Mar 1, 2023 #ვაჟაფშაველა #ლექსები #პრაიმშოუ
ეწვიეთ ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალურ ვებგვერდს
https://www.imedi.ge/ge/shows/31/prai...
გადაცემის ოფიციალური Facebook გვერდი https://www.facebook.com/PraimShow

#ვაჟაფშაველა #ლექსები #პრაიმშოუ
© Teleimedi LLC 2023


ბმული:
* https://youtu.be/7Hm0ltU6A6g


What a Face
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty
PostSubject: Re: ვაჟა–ფშაველა   ვაჟა–ფშაველა - Page 6 Empty

Back to top Go down
 
ვაჟა–ფშაველა
Back to top 
Page 6 of 6Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6
 Similar topics
-
» ვაჟა-ფშაველა
» ვაჟა ხორნაული
» ვაჟა ხორნაული
» ვაჟა მოსულიშვილი
» ვაჟა გიგაშვილი

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: