Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: სოფიკო ტყეშელაშვილი Tue Mar 22, 2011 12:00 pm
Sopiko Tkeshelashvili
მარიამს
ქარი სატირლად ღრუბელს აქეზებს ქარისგან სათნო ნაბიჯს ნუ ელი, ალუბლის წვენით მოსვრილ ბაგეზე, გეალერსება წვიმით ღრუბელი. ჰოდა, ტირილზეც უნდა დაგვისწროს, მხრების აჩეჩვით რომ ვცეთ ნუგეში და დაუმოკლდა კაბა აგვისტოს და შეინახა ჩიტის ბუდეში.
სოფიკო ტყეშელაშვილი პოეტი, ჟურნალისტი
დაიბადა 1968 წლის 24 ივნისს. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. მისი ლექსები შესულია „თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიაში“.
წიგნები: * „აპრილი" (ლექსები), თბ., გამომცემლობა „დედა ენა“, მხატვარი თამარ იობიძე, 2001
Last edited by Admin on Fri Nov 06, 2020 4:23 pm; edited 13 times in total
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Sat Feb 09, 2019 4:16 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
დიდ ქალბატონს N-ს
ძველი კარები უკვე გალაქეს, თქვენც ნაოჭებთან გაგაშველებენ და დაისიზმრეთ წუხელ ქალაქი, რომელსაც აღარ ააშენებენ. ვიცით, უფალი რატომაც გვბადებს, სიცოცხლე ბევრის მაინც ხათრია, ჩააშიშვლებენ ქარები ვარდებს და მთვარისკენაც მზერას ათლიან. მთა ჩამოაყრდნობს სოფლის მხარს ღაბაბს, ვერ იტანს კიბე წლების ბოდიალს, თავს ჩამოიხრჩობს ამაღამ კაბა, რომ აღარ შეხვდეს სხეულს ობიანს.
Last edited by Admin on Fri Nov 06, 2020 3:57 pm; edited 1 time in total
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Sat Feb 09, 2019 4:17 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
*** უმისამართო ქარებთან თვრები, ყველა ცდა შველის-ახლა ფუჭია, თუ სადილობენ მატლები მკვდრებით ცოცხლებისკენაც თვალი უჭირავთ. შეაშრა ღრუბელს ქაფი ულევი, მიწას კი შერჩა წვიმის სიცრუე და სადმე,ახლოს,თუ გეგულები, ვიცი,ადგომას თავს აიძულებ. როგორღაც შევძლებ ,ფიქრი გავცრიცო, უკარო სახლი,როგორ ჩავრაზო? გხვდები,ჩავივლი,თითქოს,არც გიცნობ და თვითმკვლელი ვარ ყოველ ჩავლაზე! ყველა გზა,თუმცა,შენსკენ მაქეზებს, ვეღარ ვუგანე ,მაინც,იმ ჭორებს, შენ აიფარებ ხელებს სახეზე და თითებს შორის ტოვებ ღრიჭოებს, რომ ერთად ყოფნის წამი იხელთო და გამოსტაცო ყოფა სიყრუეს, ხომ შეიძლება, რომ მოვიხედო და დავინახო,როგორ მიყურებ.
წასვლის მიზეზი მაინც არ ილევა, ღამეს ანატიფებს აქვამარინები, ქვა-კირჩხიბთა და მეზღვაურთა, უფრო, კირჩხიბთა!
Last edited by Admin on Tue Nov 10, 2020 10:07 am; edited 1 time in total
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Sat Feb 09, 2019 4:19 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
შემობრუნება
ვერ შევეგუე, თუკი ვინმეს რამე ვერ ვარგე, მე არ მქონია არასოდეს, იცი, ქვის გული, გადავემალე ეგეოსის ქაფის პერანგებს და იმ შორეულ ჭიპს ვიყავი მაინც მიკრული. ჰო, იმ შორეულს, უცნაური მთელის ნაწილი და ჩემს განწყობას მიაწერდნენ ხშირად მნათობებს, შემოგიარე, საკუთარმა სისხლმა გამწირა და ვაპატიე, რომ უჭირდა, ვერ მივატოვე. ცამ მომაკვდავი ვარსკვლავების გაშალა ჩელტი, ვარდისფერ ნუნებს ატმებისას სხვა შუქი მოსავს, ვერ მივატოვე, რადგან ის ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, რადგან შეიძლო ჩემს კარებთან იმედით მოსვლა. სხვა ჩაბრუნება, თუ ჩავყევი ცრემლებს მომისევს და ცრემლებს შორის ძნელი არის ვპოვო ნუგეში, შემოგიარე, მეტყვი რამეს და მე მოგისმენ ასე ჩამჯდარი დახეთქილი კედლის კუთხეში. ასე ჩამჯდარი, მერე ისევ ჩემი გზით ვივლი, ხან ჯოჯოხეთი მიხილავს და ხანაც სამოთხე, შენ მარტოობის დამანახე სევდა და ხიბლი, მე მარტოობით აღტაცება ჯერ ვერ ამოვთქვი. ვერ შევეგუე, თუკი ვინმეს რამე ვერ ვარგე, მე არ მქონია არასოდეს, იცი, ქვის გული, გადავემალე ეგეოსის ქაფის პერანგებს და იმ შორეულ ჭიპს ვიყავი მაინც მიკრული.
:::
„აპრილი" (ლექსები), თბ., გამომცემლობა „დედა ენა“, მხატვარი თამარ იობიძე, 2001
პუბლიკაციები: 1. ტყეშელაშვილი, სოფიკო
აპრილი.-ბზვანში.-უცხოეთში ჩემი ოჯახის წევრებს.-"მარტს მაინც უხდება სიკაპასე...".-რას აგიხსნიდი.-"ახლა სურვილი ისე შეშინდა...".-"თუ კაცს უყვარს, ჩათვალე, რომ სცენაზეა...".-"გერმის თეთრი ბალიში...".-ხილის ტორტის თვითმკვლელობა.-"ის არ გიგებდა თვალებით მახეს...".-"გსურს, შროშანების ყელს რომ გადაწვდე..." : ლექსები / სოფიკო ტყეშელაშვილი // ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2008. - აპრილი. - N4(43). - გვ.81-82[MFN: 6873]
2. ტყეშელაშვილი, სოფიკო
აპრილი; რას მამახსოვრებთ; ***ვიქნები მერე...; ***სოფელს მოხდენილი...; ***ღრუბლებო, ღრუბლებო...; ***ხემ გამოიხმო...; ***ძლივს დაამთავრა...; ***შენ იხედები...; ***თეთრი პეპელა...; ***რა გავაკეთე...; ***ღრუბლებს უღიმის... : ლექსები / სოფიკო ტყეშელაშვილი // ლიტერატურა და ხელოვნება. - თბილისი, 2009. - ISSN: 1512-3189. - ოქტომბერი. - N10. - გვ.26-27[MFN: 44465]
Last edited by Admin on Fri Nov 06, 2020 4:23 pm; edited 3 times in total
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Sat Feb 09, 2019 4:20 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
***
ახლა ამ ცრემლსაც თუ მოევლება, აღარ იბრწყინებ ისე მაცდურად, დავიღალეო,–თქვა ნოემბერმა და ფოთლის კაბა ტანზე დაცურდა. რაა, სუყველა განწყობას ირევს, რა ტკივილითა ყველა ნათალი, რა დაუხვდება ამ კვირის წვიმებს, მაქვს უშენობაც გადასატანი! რაა, სუყველა განწყობას ირევს!
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Sat Feb 09, 2019 4:21 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
***
სად გაგიხსენოს ძველმა ალაგმა, ცა იჭვრიტება ატმის ბაღიდან, ყველა სურვილი უცებ დალაგდა, ყველა სურვილი უცებ დაღვინდა. წუხს მებადური.მდინარე მღვრიე და რუხ კენჭებზე სველი ტერფები, აღარსად კარი,არც გული ღია, მხოლოდ მზეს ეტყვი,როგორ ვერ თბები. მზე მზეა მაინც და ის ანათებს, შენც ხომ ინახავ შვილის ფაჩუჩებს და ყვავილებით სავსე კალათებს, ღამით ვიღაცა ქალაქს აჩუქებს, რადგან არ იცის,ზუსტად,სადა ხარ!
Last edited by Admin on Tue Nov 10, 2020 10:08 am; edited 1 time in total
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Sat Feb 09, 2019 4:21 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
*** გულაბისფერი ჩააქსოვა ღამემ ქვათახევს, ცრის,შემოდგომა შეფარული რისხვით გადადის, ალბათ,ჯობია,სხვა სიმაღლის ძებნას გადაჰყვე, ვიდრე შორიდან მარტოობამ მოგკლას ადამის. ჟამმა ვერაფრით იპატია კვალი ლურსმნების, უხმაურობა და მიღმობა მძაბავს აჩრდილთა, მეძახდა იგი,ვის ძახილსაც მე არ ვუსმენდი და მსურდა იგი,სურვილისთვის ვინაც დამსჯიდა. დილა კი როცა დამშვენდება მერცხლის ჩოხებით, ო,ბედისწერავ,უბედოთა რიცხვში ნუ გამრევ, ჩემს ფესვებს შორის ჩემი ძვლების დგანან ქოხები, მათ მარადიულ შხამის დუღილს უხმოდ უგანეს. ალბათ,ჯობია,სხვა სიმაღლის ძებნას გადაჰყვე.
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Sat Feb 09, 2019 4:22 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
*** გულს მერამდენე სიბრალული ჩამოვათალე, მასაც სხვებივით შენს ტაბლაზე უჩუმრად ვტოვებ, გათენებამდე,საყვარელო,მოვა ზამთარი და სოფელს მხრებზე ამოოხვრით დააწყობს ტორებს. მეტყვის,ვერ გახდა ის მძებნელი სტილის და ფორმის, ასე მოდის და მის მოსვლასაც ღმერთი მირონს სცხებს, ოჰ,როგორ მხიბლავს შესამჩნევი სიმორცხვე თოვლის, როგორ აყმუვლებს ტირიფებთან ქარს ეს სიმორცხვე.
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Sat Feb 09, 2019 4:23 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
*** მზე. ძილი. ჰემინგუეი. ვივიწყებ წვიმებს და ნარშავებს, იებმა ლარნაკი იგუეს, სხეული მსუბუქად ჩაშალეს. რომ გენდო, ცრემლამდე მიმიყვან, შემრთავ,შემაბერებ ნისლებს, ქალს კაბა აცვია ჭიღრიკა და ქუჩას ხალისით მისდევს. მზე.ძილი.ჰემინგუეი. ისევ,ისევ და ისევ!
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Sat Feb 09, 2019 4:24 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
*** რა გავაკეთე,თუ ვიცოდი,როგორ მელოდი, დარდს,მოძალადეს,გული უხმოდ მოვათელვინე, შენ გაგამწარეს უჩემობის მოუთმენლობით, მე, საყვარელო,უშენობა მომათმენინეს. შინდმა გადახარა ტანი ხრამისკენ, ფესვებს შეაპარა რყევა, მან თუ ახლა სიყვარული გარისკა, წავა და ხრამს შეატოვებს ყველა. მე ვერაფერი ვერ გითხარი, მაჯობა შინდმა.
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Fri Nov 06, 2020 3:09 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
*** მენატრებოდი, პირისპირ მედგა ყველა მტერი და ყველა მოშარე, შენ დამანახე,რომ დედამიწა კაბებს აცმევდა ველის შროშანებს. კაბებს აცმევდა და სავსე მკერდით იყო ჩემს თავთან მერე დახრილი, თბებოდა ცეცხლთან თბე წუხანდელი, მიბალახობდა გზებზე ნახირი. შორიდან ჩანდა მთვარის ბეჭედი, ახლოდან ,კიდევ,გუნდი გვრიტების, სულ მალე ჩვენი პატარაც მოვა, ამხსნელი დიდი ჭეშმარიტების. და სანამ მოვა,ვერ მოვიფიქრე, რა მოვუხერხო ვასაკას ნაღველს, მე დაგანახე როდის ვმაღლდები და ისიც,ჩემს თავს სადამდე ვარღვევ. მე დაგანახე გალეწილ არყებს ვარსკვლავმა მტვერი როგორ ასუნთქა, ცხოვრება,თუმცა,გულდაგულ გვარყევს, არ მივუსხდებით ვინმეს ნასუფრალს. მენატრებოდი, პირისპირ მედგა ყველა მტერი და ყველა მოშარე!
წიგნიდან "აპრილი"
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Fri Nov 06, 2020 3:10 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
*** ღამემ სურნელი მოიყოლა ძველ ზარდახშაში შენახული ბავშვობის თმების, შენგვარი სახე და ბრწყინვალება თუ ექნებოდა მხოლოდ ფარაონს, მე,შენ და სახლი, გახსენება მოსვლამდე თმენის და მწვანე კედელს ჩიტის ფრთასავით აქნეული შვენის მარაო. შემშლელი განცდის გადატანით ბევრი ვიარე, დრო გაჟღენთილი სიძულვილით, დარდის ფენებით, ვერ მოვუთმინე ვერასოდეს ადამიანებს, ვერ დავუვიწყე წამწამებად ცეცხლის ენები. ცა მერე დიდხანს ტორტმანებდა სავსე ვარცლივით, და იყო ხშირად სასიკვდილო გაკლაკვნა მეხის, მენატრებოდი, უამრავის მზერას გავცილდი და გზას ,რომელსაც მე შენამდე მოვყევი ბოლოს, დაბადებულმა ვერ გაბედა დაედგა ფეხი! ერთად ვართ ახლა მე,შენ და სახლი!
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Fri Nov 06, 2020 3:13 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
*** შუქგადაჭრილ თვალებს ხავსი მოედება, მოფრინდებიან ჩიტები, ბუდე ეგონებათ. თითო თვალში თითო კვერცხს ჩადებენ, ბარტყებს დაჩეკავენ, თვალები გაცოცხლდება! (ისევ)დაგინახავ! არასდროს ვიტყვი: შემოდი ,ღამევ, ჩემს თვალებში, კარი მოკეტე! რადგან აქ (უკვე) შენ ხარ!
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Fri Nov 06, 2020 3:19 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
ტუტანხამონის ქვრივის მონოლოგი
ღამეები ჩამექცა ოცნებებში. მაჯაზე შემატყდა სამაჯური. ღიმილმა სხვისი ბაგე უფრო ინდო. მერე ავდექი და ხეთთა მეფეს სძლობა ვსთხოვე, სძლობა უბედომ. მაქ, სარკოფაგში, ნილოსის მკვიდრი ყვავილების გვირგვინი გიდევს, საუკუნეთა და ოქროთა მოზღვავებიდან როცა გამოხვალ, გამოიტან და მაშინ იგრძნობენ, ვისთან დავმარხე მე სიყვარული.
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Fri Nov 06, 2020 3:21 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
*** გზას ვინ შეუკრავს იმ ყინვებს, თვალს ვინ შეაჩვევს წკვარამს, ყურთან ბაყაყი ყიყინებს, თვალწინ გომბეშო მზარავს. სავალ გზებს იიოლებენ ხტუნვით და სვენებ-სვენებით, სადა ხართ, კვირიონებო, თქვენი კაშკაშა ფერებით. მე რო მოყვრებად გიგულეთ, თქვენც ცას მიყოფდით ახლობელს, ფრთასაც არ წაჰკრავთ იმ გუბეს, სადაც ესენი სახლობენ. ამათი სადილ-სამხარი სხვისთვის რომ იქცა გოდებად, მამული უკვე გამხდარი გვირილის გულისოდენა. სადა ხართ, კვირიონებო?
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Fri Nov 06, 2020 3:23 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
*** კარს შემოაღებს ბედისწერა უკვე სხვა მხრიდან შემოიყოლებს უხსენებლის თვალების ქარვას, იქნება სჯობდეს,რომ დარჩე და არსად წახვიდე, ისე ძლიერი სულაც არ ვარ, როგორიც ვჩანვარ. ბევრ ჩემს სისუსტეს ვერასოდეს ვერავის ვუმხელ, როგორ აგიხსნა გულისგულში რა ცეცხლს ვინახავ, ქარის სუნთქვაზეც, უნებლიეთ, ვეცემი მუხლზე, შენ ეს ,უბრალოდ, არასოდეს არ დაგინახავს. დროა სიბნელის, მიაღწია ბევრმა საწადელს, მე კი დავეძებ მთვარის შუქზე სულის სადგურებს, ოქტომბერია, ახამხამებს სუროს წამწამებს, სახლი, რომელიც უშენობით გამანადგურებს. იქნება სჯობდეს, რომ დარჩე და არსად წახვიდე!
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Fri Nov 06, 2020 3:24 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
*** გზის გადაღმა უნაბები ღამეს სიზმრის ქადებს უცხობს, ჩემი ქმარი სულნაბერი უცბად იქცა სხვად და უცხოდ. სკვინჩა ჩამოჯდება კავზე, შვილებს ღრუბლის პერანგს ვაცმევ, ქაჯის ქალი უწევს მკლავზე ყელზე უთვლის მძივის მარცვლებს. მისი თმის და ფერის ქება დაუჯდება მოშლად ბუდის, მაგ მკლავთან რა მესაქმება, ქაჯის ქალის სუნი უდის!
ჩემი ქმარი სულნაბერი! ჩემი ქმარი სულნაბერი!
Last edited by Admin on Tue Nov 10, 2020 10:09 am; edited 1 time in total
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Fri Nov 06, 2020 3:26 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
*** სიყვარულისგან უცებ გაგვმიჯნეს, ტკარცალებს ყინვა გრძნობის მინდორზე, აქ ღალატია ყოველ ნაბიჯზე, აქ ხომ ერთმანეთს აღარ ინდობენ. სირბილე სკამის სურვილს აბევრებს, შეუსევს ქარი ფოთლებს გაზონებს, მე მინდა ახლა, ისე დავბერდე, ეს ყველაფერი აღარ მახსოვდეს.
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Fri Nov 06, 2020 3:27 pm
სოფიკო ტყეშელაშვილი
*** გულაბისფერი ჩააქსოვა ღამემ ქვათახევს, ცრის, შემოდგომა შეფარული რისხვით გადადის, ალბათ, ჯობია, სხვა სიმაღლის ძებნას გადაჰყვე, ვიდრე შორიდან მარტოობამ მოგკლას ადამის. ჟამმა ვერაფრით იპატია კვალი ლურსმნების, უხმაურობა და მიღმობა მძაბავს აჩრდილთა, მეძახდა იგი,ვის ძახილსაც მე არ ვუსმენდი და მსურდა იგი, სურვილისთვის ვინაც დამსჯიდა. დილა კი როცა დამშვენდება მერცხლის ჩოხებით, ო,ბედისწერავ, უბედოთა რიცხვში ნუ გამრევ, ჩემს ფესვებს შორის ჩემი ძვლების დგანან ქოხები, მათ მარადიულ შხამის დუღილს უხმოდ უგანეს. ალბათ,ჯობია, სხვა სიმაღლის ძებნას გადაჰყვე.
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი Tue Nov 10, 2020 1:50 am
*** სულში სიმშვიდის ხნულებს ვავლებდი, წვიმები დღეებს უხმოდ წაება, ეს - მე დავკარგე აღმოსავლეთი და დასავლეთიც მექცა წამებად. მზის ქარიშხლები მწვდებოდნენ აქაც, საუკუნეებს ვითვლიდი უკვე, ვინ დაეძებდა ბივრილს და აქატს, ვეძებდი წყალს და ვითხოვდი ლუკმებს. როცა სიურჩე იქცა ჩემს ჭირად, შენი წიაღის სურნელს ვნატრობდი, თუმც შორს იყავი ჩემი ბატონი, ვიცი, ჩემ გზებზე თვალი გეჭირა. ბევრჯერ დაცემულს კვლავ შენსკენ მიხმე ჩემი სულის და სხეულის ხსნისთვის, ვერ შევეფარე ვერასდროს მის მხრებს, გზადაგზა ჰკრეფდა ყვავილებს სხვისთვის. ცხადის და სიზმრის საზღვარს არღვევდა, სწამდა ომებით სამყაროს შეცვლის, მე ვაღვივებდი სიმწრით ნაღვერდალს, მას კი სახლიდან გაჰქონდა ცეცხლი. დღესაც ასეა, ყველა გზას ხერგავს, ვერ მაპატია დაკარგვა იმ ცის, უკვე იმდენჯერ შებრუნდა ჩემგან, რომ მისი ზურგი ზეპირად ვიცი. და ჩამოშლილი წვიმების მაქმანს, ვინ ამოკემსავს ელვის ისრებით... ვაპურებ შვილებს, ჩიტებს და აქ ვარ და შენი სახლის სევდით ვივსები.
2017
*** I spent in my soul ploughlands of calmness's The verse by Sopiko Tkeshelashvili (in Georgian) This clip is made with: Concierto de Aranjuez - Joaquín Rodrigo II. Adagio Pablo Sáinz-Villegas. This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020