nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sat Mar 07, 2009 11:30 am | |
| gagrZeleba
გელა:
” შენი ქმარი დავბრუნებულვარ, მარიხ, გამიხსენ კარი”! მარიხი გონს მოდის გვიან, თამბილის თვალები თრთიან, თამბილის ტერფებს ზარის ცეცხლი შეუდგათ თამბილ გვალოში ჩახტა ეულად, მის ფსკერზე გართხმულა შავად, გამოუთქმელ ნაღველივით ეულად. ფართო ქშენით კარი იღება ქარიანი კარი, თითქოს ძალით შემონგრეულა შემოეტია გელა! ლამაზია და შმაგი! ტბა თვალებს შუა ცხვირი მაღალ ქედად გადაწოლილა დგას მარიხ ამოუნთხევ მწვერვალივით და იღიმება ფრთხილად.
გელა :
“ ჩემო სულად და თვალად თეთრო ცოლო, ვცოცხლობ შენი სიყვარულით მხოლოდ. შენი სიყვარულის მწამს, შენი ერთგულების მწამს, ისე მწამს, მწამს. ავიღებ ტკბილ-ჟღერად ჩანგს, ჩემის სიმღერის გაგაგონებ ხმას: “ლურჯი ცის ქვეშ მაღალი გზები მოვიარე, თეთრი მთვარე სავსე იყო სხივ-მსხმოიარე, მისი სიმძიმით ნაძვი იღუნებოდა გაღმით მთვარე იდგა შენი მკერდივით ბადრი. შავი გვირგვინები მოედგათ ანწლებს დარდით. რა მთვარე იყო, შენი მკერდივით ბადრი. იკურთხოს ღამე ამაღამდელი, ამაღამ კარგი ღამე გვექნება! დაუწყებელ ქვევრს დავიწყევ-წითელი ღვინით დავთვრები, წითელ ხარს კისერი გადაექნება, ამაღამ მხიარული ღამე გვექნება! მივლია დღისით და ღამით. მივლია მხიარულს და ბოღმიანს. მინახავს მზე და მთვარე. მოსალოდნელი და მოულოდნელი ყველაფერი მომსწრია- შორს ვერცხლის ჩაფრასტა-ახლოს ჩანჩქერი, შორს თეთრი ისარი, ახლოს კოშკია, ვარსკვლევები ყოველთვის შორიდან საცქერი, მოსალოდნელი და მოულოდნელი ყველაფერი მომსწრია ამისთანა ღამე არ მომსწრია! იკურთხოს ღამე ამაღამდელი, ამაღამ კარგი ღამე გვექნება, დაუწყებელ ქვევრს დავიწყებ, წითელი ღვინით დავთვრები, წითელ ხარს კისერი გადაექნება! ოჰო, ვმხიარულობ დაბრუნებული და ნამგზავრი, ერთ სასმისს გვალოსკენ ვაგზავნი, ერთ ულუფას გვალოსკენ ვაგზავნი, ვმხიარულობ დაბრუნებული და ნამგზავრი აჰა, მარიხ, შენი სისხლივით ცეცხლიან და წითელ ღვინოს გვალოსკენ ვაგზავნი”! გამოხტა თამბილ, დამფრთხალა მოლოდინში. მოუთმენელი მოლოდინით მოშვებულა მორჩილად; თვალები სავსე აქვს მხოლოდ შიშით- ძლიერი ხელები უძლური სულით შებორკილა.
გელა:
“აჰა! შემებრძოლე, კაცურად დამიხვდი დაშნას გავიშიშვლებ, მომსწრე ვარ შავი დღის! შეგინგრევ, მოგიშლი შუბლის თეთრ გალავანს, გამოგიჩენ ყველაფერს შიგ ნაშობს და ნამალავს”! თამბილს სული შიშით დაეგრიხა- ყელზე გაეწნა მათრახად; გელაა პირამდე სავსე რისხვა- სძაგს დამფრთხალი კაცის დანახვა,- სისხლი სწვავს საფეთქლებს, როგორც მზე თაკარა, შიში არ აკმარა, ჭრილობით დაღარა- ფეხს ვეღარ იკიდებს თამბილი ძლივს არი, თეთრ შუბლზე მზესავით თმებ-სისხლი მიმხმარი.
გელა:
“ზიზღი მემატება თანდათან, თამბილ, შენ თეთრ ქუდს წითლად შეღებილს გაგატან”!
თამბილ :
“სისხლს ნუღა დავღვრით გავნახევრდი ამ ღამით; მუხლებზე დავეცე, მაგ რისხვას სად გავექცე?! შენთვისაც აჯობებს, ჩოცხალს თუ გამიშვებ- ძღვნად ურიცხვ საქონელს მოგართმევ მაშინვე”.
გელა:
“თვალებს ვეღარ ვახელ ზიზღით. მზარავს, ზიზღი მიხშობს ყურებს. ამოტრიალდა ყველაფერი ირგვლივ, თავიც მეზიზღება ამის მსმენელს და შემყურეს. ამოტრიალდა ყველაფერი ირგვლივ ხეები ეფლობიან მიწაში ფოთლიან თავებით, ფესვებს აფართხალებენ სიმწრით, ჩამოსდით მიწის წვიმა, მათ ხლართებში გავები პირი მევსება მიწით. ყველაფერი ამოტრიალდეს ღამეა ზიზღიანი, ურცხვი მთები მოინგრეს, გაქვავდეს მდინარე, ზეცის ჩამოქცევას ვუცდი! მარიხ, სულად და თვალად ხარბო, ბედმა შენი მსუბუქი სული მე მძიმე ტანჯვად მარგო, ამ არაკაცისთვის გამწირე, ამ არაკაცისთვის ამოულეველ ბოღმაში ჩამძირე?! ამისთვის სინამდვილე-ჩემთვის ყველაფერი ყალბია, შენი მკლავები ამისთვის მკლავები- მე თითქოს გველებად მარტყია, მათი თეთრი კვალი ამის მხდალ ქედს ახლაც ატყვია! მაგრამ ერთგულია და გამტანი ჩემი დაშნა- ენატრება მის კისერზე შენი მკლავების კვალის წაშლა. მეზიზღები მხდალო, აიღე, იარაღი, აიღე, მე ვჩქრობ, ვჩქარობ! მე რად მინდა ცოლის ქირა მე რად მინდა სიყვარულის ქირა! ეგ სიტყვები დაგიჯდება ძვირად! როგორ ფიქრობ რაღაა მაგ სიტყვების ქირა?! აიღე, იარაღი მხდალო, მე ვჩქარობ, ვჩქარობ”! მარიხის ფიქრი როგორც მთვარე ღრუბლებიდან გამოსრიალდა- მარიხი ავიდა ციხეზე, თეთრად შეერია წყვდიადს და ძირს ციხის კედელს ქაფად მიაწყდა. დარჩა თავისთვის. ცაზე დგას მთვარე მისი ფიქრივით და არ იძვრის. სიღრმეში კი იარაღის სიმღერაა ჩხრიალა: “გელა ვერ მალავს ზიზღს, თამბილ ვერ მალავს შიშს”. იარაღის სიმრერაა ჩხრიალა: “ლაჩრის ხელში ვერ ვილესავ პირს, მხოლოდ ვაჟკაცს ვეკუთვნი და მივენდობი მთლიანად”. იარაღის სიმღერაა ჩხრიალა: “მამაკაცი ან მხდალია ან ვაჟკაცი”. ან უყვარხარ ან არა-და თავს წაგაცლის. ყველა კაცი ან მხდალია ან ვაჟკაცი”. იარაღის სიმღერაა ჩხრიალა; დაიჭრა გელა,- ჭრილობაზე ხელი აიფარა, წითელ გვიმრებად მოიკლაკნა სისხლი თითებშორის; გელას დაშნა უეცრად გახტა თამბილისაკენ, თითქოს თავისთავად, მის ბასრ ნაპირზე სისხლი პირქვე მორბის- თამბილ მოიკეცა, აღარამ უშველა, გელამ კისერი გადაუსერა! გელამ უკუღმა შესვა ცხენზე, ცხენს დაჰკრა და გზა უჩვენა. ცაზე მთვარე ისევ იდგა უცვლელად. შემოცურდა გელას თვალებში მთვარის თეთრი ზედაპირი, მის ტირილს გრილად დაეფარა, გელას შუბლზე ჩამოჟონეს გვიმრის ახალმა ხლართებმა, წითლად დაესხა გვიმრა თეთრ ზედაპირს და ფოთლებად გახევდა. მიჰქრის ცხენი ქვიშისფერი თამბილს მიარწევს, გასერილ კისერში, როგორც ნაპრალში, ქარი ტრიალებს. “ო, ჩვენი თამბილ ცხენით მოირხევა, რაღაც უცნაურად მოირხევა, ოჰო!? ცხენზე უკუღმა მოირხევა, ეს თავისი ნებით არ იქნება”. გადაჭრილ კისერში როგორც შავ ნაპრალში ქარი ღრმად იჭრება. შავი სისხლივით ღალატი... ყოველგვარი ღალატი შავია, შავია, უკმარისი, ჩაულეველი, გაუძღები, შავი სისხლივით ღალატი.
1966წელი. | |
|