არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 გელა კიკოლაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptyTue Feb 22, 2011 1:22 pm

გელა კიკოლაშვილი Gela_k10
Gela Kikolashvili

გელა კიკოლაშვილი

***
იტბორებიან ჩემი სიზმრები
თოვლისფერი საღამოებით.
როცა მზე ჩადის და ყველაფერს ერთმევა ფერი,
მე შენ დაგტოვე.
ასე ჩრდილები ტოვებენ საგნებს
და იმ მხარეს ეშურებიან,
სადაც არაფერს იმეორებენ.
ჩემს დუმილსაც თუ დუმილი ჰქვია, თოვლს რაღა ჰქვია
(შემოგაცვდა მეტაფორები).
ოთხი კარია შენს ოთახში,
როცა გადიხარ
და მოსვლისას ერთია მხოლოდ.


წიგნიდან "არაზუსტი მეტაფორები", გამომცემლობა "მერანი", 1989 წელი.

გელა კიკოლაშვილი Gela_k11

თოვლი, ქალი და სიჩუმე

ეს გელა კიკოლაშვილის ლექსების პირველი ინტერნეტული პუბლიკაციაა, თუ არ ჩავთვლით ლიბ.ჯი-ზე წარმოდგენილ ერთ სამსტრიქონიან ლექსს - http://lib.ge/body_text.php?1164

***
განსხვავდებიან ჩვენი სიზმრები, _
ალბათ, ასე განსხვავდება
ტორეადორის და ხარის სევდა...


: @:

მინაწერი გელა კიკოლაშვილის ლექსზე:

მთაწმინდაზე ვიყავით მე და ჩემი გერმანული დოგი, ფინიგანი.
თოვლში ვიარეთ, სიჩუმეს ვუსმინეთ და ბოლოს ქალიც ვნახეთ, ლამაზი ქალი...
და ამ ყველაფერმა გამახსენა კიკოლა, – თოვლმა, ქალმა და სიჩუმემ...
თოვლი, ქალი და სიჩუმე – ძაან მაგარია...
და აი, რატო უნდა დაჰკრა არაყი და გახვიდე შინიდან ოთხი კარით,
და უკან რო მოხვალ, ერთი კარიღა დაგხვდება...

მიხო მოსულიშვილი,
2011 წელი, თებერვლის თოვლობისას.


study


Last edited by Admin on Sat Oct 31, 2020 9:40 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptyTue Feb 22, 2011 1:38 pm

გელა კიკოლაშვილი Kikola10
გამომცემლობა "მერანი", 1989 წელი

გელა კიკოლაშვილი

***
ჩემი სიყვარული ამაყია
დაჭრილ მგელივით
და შეწყალებას არა თხოულობს.
ყველა სიზმარი, რომელშიაც შენ გაგროვებდი,
დამეფანტა და ქარებმა ხეზე გაჰკიდეს.
მე ვიმახსოვრებ შენს ღიმილს და თიხისფერ მუხლებს,
როგორც ხიდს,
რომელზედაც ვერ გადიან აუღელვებლად.
მე შემიძლია, აგარიდო ათასჯერ მზერა,
მაგრამ მახსოვდე. ამაყია ჩემი სიყვარული,
როგორც მდინარე წყალუხვობით გულმოცემული.
ნუ მოუყვები მას ტკივილზე და განსაცდელზე.
იქნებ გგონია, გააკვირვო ღამისთევებით? -
დიდი ხანია, შეეჩვია ყველაფერ ამას,
როგორც ტყე - ფრინველს
და მინდორი - თავთავებს.
მიდის თავის გზით და ჭრილობას ენით ილოკავს
არა იმიტომ, რომ ტკივილი უცხოა მისთვის, -
არ უნდა გეში რომ აუღონ დაქცეულ სისხლზე
და მიუსწრონ ღონეგამოცლილს...
ამაყია ჩემი სიყვარული.



***
მხრები - ღმერთების ციხის ფასადი,
გავლა ბალახზე, შენ რომ ინებე...
საღამოები ისე უზადო
და უცოდველი ფერით ბრწყინავენ,

რომ არ დაგტოვებ, გტოვებდი როგორც -
დღეებმა დღეებს ბევრჯერ უგანეს.
შენ... სექტემბერი... კოცონი მტკვარზე,
მთვარე - შიშველი იატაგანი...


study


Last edited by Admin on Tue Feb 22, 2011 1:59 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptyTue Feb 22, 2011 1:55 pm

გელა კიკოლაშვილი


***
რა უნდა მითხრათ იმაზე მეტი,
რასაც თოვლი მეუბნება
ყოველ მოსვლაზე...


***
როცა წყალზე ავ ანგელოზს ერევა რული,
როცა მთვარეც იმდენია,
რამდენიც გუბე
და სიზმრები უკუღმართი გზებით დადიან -
აღარ ვინძრევი,
რომ ჩრდილებმა არ იცახცახონ.


***
განა მდინარე იძინებს ღამით,
ის სუნთქვას იკრავს,
რათა არ დაფრთხენე ვარსკვლავები - უფლის კრავები,
მდინარეზე რომ გადიან, როცა ღამდება,
ისე, რომ წყალში ფეხისგულებს არ ისველებენ.



***
როცა თენდება...
და დახვრეტილი სიჩუმის ხლება
ააცახცახებს სახლებს და ხიდებს,
როცა ხეებს იმედივით ერთმევათ ჩრდილი
და სიმხურვალე ეძლევა ვნებას -
გავდივარ გარეთ...
იქნებ ლურჯად აყვავდეს თოვლი.


წიგნიდან "არაზუსტი მეტაფორები", გამომცემლობა "მერანი", 1989 წელი


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptyTue Feb 22, 2011 7:00 pm

გელა კიკოლაშვილი Gelas_10

გელა კიკოლაშვილი


***
არ ვიზიარებ თქვენ პანაშვიდებს
იმ მიზეზით, რომ საკუთარსაც არ ვიზიარებ –
საკუთარს კი ყოველდღე ვიხდი.
გამოიგონო სიყვარული, ეს იმას ნიშნავს –
მარტოობას შეუდგა მხარი
და ამტვერებულ შარაზე ათრიო.
მე მიმაჩვია თქვენმა მზერამ ისეთ ჟრუანტელს,
ხიდებს რომ უვლით გაზაფხულზე წყალდიდობისას.
ასე ფერი ფერს ეჩვევა შემოდგომისას,
არყის ჯაჭვივით დაგრძელებულ საღამოებში.
შემეძლო, რომ თითო ნიღაბი
თქვენს ქუჩაზეც ჩამომეკიდა,
მაგრამ ვფიქრობ, რომ ვალდებული არ უნდა ვიყო.
გამოვიგონე იები თოვლზე
და მთელი ღამე ტიროდა თოვლი ლურჯი ცრემლებით,
მხოლოდ ის ვერ გამოვიგონე,
რასაც სიყვარულს ვარქმევთ ხოლმე და ასე შემდეგ.
გამოიგონო სიყვარული, ეს იმას ნიშნავს
მარტოობას შეუდგა მხარი,
შეუდგა ჯამი დღენაკლულ დღეებს და გადავსებას ელოდებოდე.
შემოაცვდათ თოვლის კაბები
მუხლებზე მინდვრებს...
მე ამ მინდვრებს არ გადავივლი,
რადგან წყალი აღმა არ ადის.
დაველოდები თქვენს სიყვარულს მინდვრების თავში.
ვერ გახედნეს დეკემბრის ცივმა ქარებმა
გათეთრებული ყინვით და თოშით.
მათ ავიწქყდებათ, ყველაფერი არ იხედნება,
არ იხედნება ჩემი დუმილი,
სიზმარი, თოვლი და ასე შემდეგ.
სრულდება ღამე,
რომელიც მე თქვენთვის მინდოდა
და ქარებმა გაიყვეს ბოლოს.
და დაათრევენ იმ ქუჩებში,
სადაც მე ნიღაბს არ დავკიდებ არაფრის გამო,
რადგან ვფიქრობ, რომ ვალდებული არ უნდა ვიყო.
არ უნდა ვიყო ვალდებული, მახსოვდეთ მაშინ,
როცა თქვენ მე აღარ გახსოვართ.
არ ვიზიარებ თქვენს პანაშვიდებს,
იმ მიზეზით, რომ საკუთარსაც არ ვიზიარებ,
საკუთარს კი ყოველთვის ვიხდი...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptyTue Feb 22, 2011 7:24 pm

გელა კიკოლაშვილი


***
მდინარეები მიდიან ზღვისკენ.
მათ უტყუარი გეში აურეს დაღარულ ლოდებს
და ნაპირებზე ქვიშას ტოვებენ.
მხოლოდ მე ვრჩები შუა გზაში,
როცა შენამდე ვაპირებ მოსვლას.
მზე ჩავა და ამოვა მთვარე.
დიდი ხანია, შევეჩვიე ყველაფერ ამას,
როგორც მგელი ტყის ბილიკებს –
დასაბრუნებელს თავის ბუნაგში.
მე შევეჩვიე, რომ არ გახსოვარ...
შევეჩვიე გაზაფხულებს და თოვლის ტირილს.
ჩამოდის მთვარე ყოველ საღამოს
და იპყრობს მიწის სეცნობის შიში.
ის არქმევს ქუჩებს იმას,
რასაც ჩვენ ვერ დავარქმევთ.
მოკლული დილის აწყვია ფრთები
და ესიზმრება გაზაფხულის თეთრი კაბები.
მე რომ მახსოვხარ, სასჯელია მასინ მოსჯილი,
როცა დუმილს სევუწყვიტე ხარკის მიცემა
და ქარებთან შევკარი პირი.
ყოველ საღამოს შენი სახელი ჰკიდია ქუჩებს
და აჯილდოვებს სექტემბრის სიცხით.
ის კარგად არჩევს ჩურჩულს და ყვირილს
გამოხურვებულ აგვისტოს დღეში.
ყველა საღამო,
რომელიც კი მინდოდა შენთვის,
ცივია, როგორც შენი თეთრი მუხლისთავები.
როდემდე უნდა მეგონოს, რომ მოხვალ და მეტყვი –
ჩვენ ერთი გზები გვქონდა ოდითგან,
ან რატომ უნდა მოდიოდე სიზმრის მხარიდან,
როცა იმ გზაზე, რომელიც მე შენთვის მინდოდა
დახავსებული იცდის ბალახი.
საოცარია, რომ ვეცვევი ყველაფერ ამას,
უფრო ისაა საოცარი, როგორ ვეჩვევი.
სისხლში სეღებეს ღამეები
მზის გადახრებმა...
ეს ღამეები მასწავლიდნენ სხვანაირ დუმილს –
დუმილს,
რომელიც წარსულივით არაფერს კარგავს
და საკუთარს ეყრდნობა ტორებს.
შემომახიეს ყველა სიზმარი გათენებებმა
და ქარების წილად აქციეს.
ძნელია, როცა წასასვლელი არა გაქვს არსად,
უფრო ძნელია, თუ გექნება ოთხივე მხარეს.
ეს იგივეა, წასასვლელი არსად არ გქონდეს
და გაჩერდე შელოცვილივით...
ასე ჩერდება ხოლმე წყალი,
ჩერდება სარკე
და სიმხურვალე აგვისტოს პეშვის.
გამოისმეს შენი ლანდი ქარებმა გარეთ
და ტკივა ხიდებს
შენი თეთრი კაბის ჩრდილები,
რომელიც მე თვლას მტაცებს, როგორც ყინული.
რა იცის მთვარემ, ამოდის რატომ
ან ჩადის რისთვის?..
ყველაფერს ხომ ჩვენ ვიგონებთ,
ვიგონებთ ისე,
როგორც გვინდა და როგორც ვიცით.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptyWed Feb 23, 2011 9:19 am

გელა კიკოლაშვილი


***
ოტქომბერი დაიწყო უკვე
ცის მათრახებით – თეთრი წვიმებით.
გაილოკავენ ეს წვიმები თითებზე სიზმრებს.
ჩემმა მზერამ შენს გაკვირვებას კიბეები აუტალახა,
რადგან გარეთ ოქტომბერი დაიწყო უკვე.
შრება ხეებზე შეღამება ჩემი სამყოფი...
მისი ხვედრია, რომ შრებოდეს და არ იცოდეს,
საით მიჰყავთ შეღამებით ამღვრეულ წვიმებს,
ან საით უნდა უქნან თავი ამ ჩემს მარტოობას ღამის ქარებმა,
მარტის ნიღბებს რომ დაათრევენ აღმა და დაღმა.
დღენაკლულია ეს დღეები – შენ რომ დატოვე...
და ამ დღეებს ჩემს ტკივილთან არ მიესვლებათ,
რადგან გარეთ ოქტომბერი დაიწყო უკვე.


***
ჩვენს სურვილებს, როგორც ნაპირებს
გაზაფხულები ააჭრელებენ თეთრი იებით...
ნაპირებსაც თუ ეთქმით რამე –
წყალდიდობისას
ერთმანეთს ხმას ვერც კი აწვდენენ.


***
მე ამამღვრევენ შენი მხრები,
როგორც ქარები წვიმიან ამინდს.
ამოგმანეს მარტოობით ჩემი სიზმრები...
დაუტოვე საღამოებს
ღიმილი – თოვლი
დაპნეული უფლის კალთიდან.


***
პირჩაღმა წვანან მდინარეები,
როცა ღამდება...
რადგან მიწას შავი აქვს ტანი
და გაზაფხულის მწვანე კაბები
აღარ ჩანან ნაპირების ჩაყოლებაზე.


***
რა იქნება, რომ
როგორც წვიმებმა იციან... ისე
ჩვენც შეგვეძლოს მოსვლა და წასვლა
ერთმანეთში ერთმანეთიდან...
თორემ ვერც მთებმა,
ვერც წყლებმა და ვერც ამ მინდვრებმა
ვერ მოიტანეს გაზაფხული ჩემი სამყოფი.


***
არაგვი იწვა, როგორც არაგვი...
და შენმა ტანმა დაათოვა არაგვის პირებს,
ჩამოიქცნენ ჩემი სიზმრები
და ვნებები ქვეშ მოიყოლეს.
დაანთე შენი სიყვარული, როგორც კოცონი,
რომ ჩემმა მზერამ გზა გაიგნოს იმ მხარეში,
სადაც შენ დამრჩი,
სადაც მესროლეს
და შემღებეს საკუთარი სისხლით.

Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptySat Oct 31, 2020 9:41 pm

გელა კიკოლაშვილი

გელა კიკოლაშვილი

იმღვრევა ზეცის თავანი ბეთანიასთან ახლოს,
სად დედოფალი თამარის სული მტრედივით სახლობს.
მთები იცდიან, ‒ ასეთი მოცდით ასკილი იცდის,‒
ცეცხლმოდებული საყურე თვალებდათხრილი მიწის.
ნისლი ხევსგაღმა გასული... გამოღმა შთენილს ელის,
დგას გაზაფხული მოსული ‒ თვალახელილი შველი.
იმღვრევა ზეცის თავანი... მუხლებს ღრუბლებზე ახლის,
სად დედოფალი თამარის სული მტრედივით სახლობს.
პირდაჟანგული ჰკიდია ხმალი მკვეთელი ძვალთა,
ვაჲ, გაშლილო დროშებო, ქრისტეს ქალაქის კართან...


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptySat Oct 31, 2020 10:15 pm

გელა კიკოლაშვილი

***
არანაირად არ მოდის თოვლი
ის ემატება საგნებს და ჩრდილებს
არანაირად არ მოდის თოვლი,
ის მოდის როგორც სექტემბრის დილა.
თოვლს ემატება თოვლი და შიში ‒
ეცემა სახლებს და დუმილს ვერ ცვლის
და შენს თვალებში თუ რამდენს ნიშნავს
დაგუბებული სითბო და ცეცხლი
მე ვიცი მხოლოდ. რადგან თოვლია
ჩემი სიზმრების თავი და ბოლო.
და ხეობებზე ფრთებით თოლიებს
შენი მოწყენა გადააქვთ მხოლოდ.
მე ვიცი თოვლი თოვლით სავსეა.
თოვლი თოვლია. ღამე ‒ მხედარი.
და ქუჩებს აკრთობთ თქვენი მსგავსება
მაშინ, როდესაც თოვლში გხედავენ.
მე ვიცი თოვლი არ დაიცლება
სიზმრებით, რადგან სიზმრების იქით
არაფერია. და მზის მაცილი
უფერულდება ღვინით და ჭიქით...
არაფერია ამ თოვლის გარდა
დამტევი შენი სუნთქვის და ტანის,
და ყველაფერი იწყება სადაც
თავდება შენი სიზმრების მხარე.
თავდება, რადგან თავდება თოვლი,
როცა გაზაფხულს მზის სუნი უდის.
ასე თავდება ზღაპარი ხოლმე
ყველანაირი... კარგიც და ცუდიც.
ასე თავდება ქალი და ქალში
თავდება თოვლი, ვერაფერს შველი,
ასე თავდება ქალი და ქალში
თავდება მზისკენ გაწვდილი ხელი.
უნდა დაეცეს მიწაზე თოვლი,
როგორც ფრინველი ეცემა ალვებს,
რომლის თვალებიც და ფრთებიც რომლის
ჰგავს სამშვიდობოდ გაკიდულ ალმებს.
უნდა დაეცეს მიწაზე თოვლი
ის დაეცემა და შენსკენ ივლის
ჩემი დაღლილი მზერა. და თოვლი
გაკვირვებული იქნება ხილვით.
არანაირად არ მოდის თოვლი
ის ემატება ჩრდილებს და საგნებს
არანაირად არ მოდის თოვლი,
მოდის და... მიწას ყოველთვის აგნებს.
და ასე აგნებს შენი სახელი
ჩემს მზერას, მზერა ყველაფერს ასწრებს
და იმახსოვრებს. და მზე ანათებს
შენი დაღლილი დუმილის გასწვრივ.
იმახსოვრებენ ქუჩები მერე
კაბას, და კაბის ჩრდილების რხევას.
მერე შუადღეს აკლდება ფერი
და ემატება ღამეთა თევას.
შენ წევხარ როგორც ტალღებზე ნავი
და ხერხემალი ჩიტივით გიცემს.
შენ წევხარ. შენში იღვიძებს ქალი.
მუხლები თეთრი. კისერი ‒ კვიცის.
იმახსოვრებენ შენს თმებს და ღამეს
ჩემი თვალები. და ჩუმად იწვის
ღამე. და ვიცი ათასი წელი
შენ მოგესაჯა რომ ასე იწვე,
რადგან თოვლია თავი და ბოლო
ჩემი სიზმრების. და მუდამ იწყებს
იმას, რაც ასე თავდება მალე,
როგორც ჩრდილებით თავდება სიცხე.
უნდა მოვიდეს თოვლივით თოვლი...
უნდა წავიდეს თოვლივით მერე.
უნდა დააკლდეს ტკივილი ხსოვნას
და მოემატოს ტკივილი ფერებს.
არ გათავდება ზამთარი თოვლით,
როგორც მე შენით. და მთვარე ყვითლით,
რადგან დღეები შენი თმის სუნით
ათასწლეულებს ადვილად ითვლის.
არ გათავდება ეს ყველაფერი,
რადგამ ჩვენშია, და იქით მიდის,
რომ არ გათავდეს და იყოს მუდამ
თოვლივით თეთრი, ჩუმი და მშვიდი.
და მერე როცა შიში და თრთოლვა
აკლდება საგნებს და უფრო ჩრდილებს,
არანაირად არ მოდის თოვლი
ყველანაირად იწყება დილა...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptySat Oct 31, 2020 10:16 pm

გელა კიკოლაშვილი

***
მე ყველა ტკივილს ვერ შევეგუე
და სხვა დღეების იმედით ვტოვებ
და როგორც ხვადი იაგუარი,
ძეძვით დაკაწრულს ვეყრდნობი ტორებს.
მე ათას წლების სათვალავიდან
შეგეჩვიე და გიყოფდი ლოგინს,
მერე ვიწყებდი ისევ თავიდან,
როცა საფლავის მადგამდნენ ლოდებს.
მე ამომქონდა შენი სხეული
დავიწყებიდან... და მლაშე ცრემლებს
მე გიმშვიდებდი და მერე ღამით
საკუთარ დუმილს ვათბობდი ცეცხლზე.
ეს იყო ადრე, ჩემი პროფილი
არა ჰგუობდა აღვირს და ნალებს,
ახლა კი ვწევარ მზით დაბორკილი
და მინდობილი სექტემბრის ქარებს.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptySat Oct 31, 2020 10:17 pm

გელა კიკოლაშვილი

***
მახსოვხარ, თუმცა ის დღე შორია.
და ქარი ქუჩას კვიცივით ხედნის.
მხოლოდ შენ უწყი თუ როგორია
ჩემი სიზმრების წილი და ხვედრი.
მახსოვხარ, რადგან შენი საყურე
თოვლზე დაქცეულ სისხლივით ჰყვავის
და შენს მოსასვლელ ბილიკს გაჰყურებს
ჩემი დღეები თეთრი და შავი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptySat Oct 31, 2020 10:18 pm

გელა კიკოლაშვილი

***
ჩვენ გამოვედით ერთმანეთიდან
და ერთმანეთში აღარ შევბრუნდით
როგორც ჩრდილები საგნებიდან
და იები გაზაფხულიდან...
შენ შეგიძლია აღარ გახსოვდე ―
უერთმანეთოდ
არ შრებიან მდინარეები...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptySat Oct 31, 2020 10:18 pm

გელა კიკოლაშვილი

***
გაზაფხულზე ავუყვეთ არაგვს,
რადგან არაგვი გაზაფხულზე არიგებს სიზმრებს.
ვარ შენით სავსე და არაგვზე დამდგარი მთვარით.
მე არ მითქვამს შენთვის, მიყვარხარ,
რადგან არაგვი გაზაფხულზე არიგებს სიზმრებს.
არ მოსულა გაზაფხული მინდვრების მხრიდან.
მოვიდა მტკვარზე
ცოტა მუხლი ჩამოასვენა
და ყვავილებით აუყვა არაგვს.
რადგან ცივია ღამით მიწა
და ხვედრი ქალის.
შენ ნუ შეგაკრთობს ხეობებში ჩაღვრილი ნისლი.
წუხელ აქ მთვარემ გუდამაყარში დაიხრჩო თავი
და გამორიყავს არაგვი დილით.
მე არ მითქვამს შენთვის, მიყვარხარ,
რადგან არაგვი გაზაფხულზე არიგებს სიზმრებს.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptySat Oct 31, 2020 10:19 pm

გელა კიკოლაშვილი

***
გაილია გაზაფხულის იებზე თოვლი...
ამ მთებსაც სიყვარული შეაშრათ ტანზე,
ეს გზებიც ბევრჯერ აამტვერეს მოგონებებით.
(მე მახსოვხარ ― მოსჯილია. უნდა მახსოვდე)
ჩემი სამყოფი თუ იქნება ამაღამ ღამე,
თავის სამყოფი თუ ექნებათ ჩრდილები ხეებს,
ქარი ხეებს თუ შემოიქნევს მათრახებივით.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptySat Oct 31, 2020 10:21 pm

გელა კიკოლაშვილი

***
ჩვეულებრივად მახსოვხარ. თოვლი
უჩვეულოა. მახსოვხარ რადგან.
და ნაბიჯს დიდი სიფრთხილით ადგამს
ვარსკვლავებიდან მოსული თოვლი.
მე ვიზიარებ, რომ მარტი გაცვდა,
რომელიც შენს მხრებს არჩევდა სხვაში,
შენ ტირი, როგორც სულელი ბავშვი,
ვერ მოვახერხეთ გულების გაცვლა.
მზე ჰყვება შენზე და ჰყვება თოვლზე,
თოვლზე, რომელიც მიწაზე რჩება,
და იმედივით ერთმევათ ვნება
ქარებს, რომლებიც წვებიან თოვლზე.


* * *
როცა აგვისტო წვება პირაღმა
და მდინარეებს სიცხისგან ყელი უშრებათ,
გვინდა თუ არა, უნდა დავჯერდეთ
ერთმანეთის მარტოღა სურვილს
და ბორბალივით მოჭრიალე თეთრ შუადღეებს.
შენ ეცადე, მუდამ მახსოვდე,
სრულყოფილია ჩემი სევდა, როცა მახსოვხარ.


* * *
და ეს აპრილიც წავიდა რადგან,
მახსოვხარ... თუმცა ამას არ ვავლენ.
არ ინაღვლებენ და ისევ წავლენ
დღეები, რადგან მაისი დადგა.
და გაუწვდიან ვეება პეშვებს
ქუჩები წვიმებს და წვიმის არვეს.
შენ გაიხსენებ არაგვს და კარვებს,
მთვარეს, რომელიც მთვარისგან იშვა.
შენი დაღლილი მუხლების მსგავსად
იქნება წვიმა... და შენი ღირსი
იქნება ღამე... და ვნება მისი
მხოლოდ და მხოლოდ დილამდე გასტანს.
და რაც იყო და იქნება მერე ―
იქნება სიცხე აგვისტოს მსგავსი
და მე, შენით და ამ წვიმით სავსე,
დაველოდები უკეთეს დღეებს.


* * *
სრულდება წელი ჩიტივით მშვიდი.
თრთის გაზაფხული, როგორც იელი.
და ყველაფერი იქითკენ მიდის ―
უნდა დატოვოს სიცარიელე.
მატარებლებით ირხევა ხიდი,
დუმილში წვება ისევ ყელამდე ―
ღამე, რომელიც ჩურჩულით მიდის,
თოვლი, რომელიც უნდა ელავდეს.


* * *
რა ცოტა უნდა მოლოდინს შენსას ―
შემოსვლა მთვარის. ფეხისხმა მისი.
არაფრის გამო მოსული სევდა.
თოვლი ― არასდროს ღალატის ღირსი.
რა ცოტა უნდა მოლოდინს შენსას ―
ფეხის ხმა მისი. შემოსვლა მთვარის.
არაფრის გამო მოსული სევდა.
ტულუზ ლოტრეკი ― „მრეცხავი ქალი“...


* * *
შემოდის ღამე, სხვა ღამის მსგავსი,
და თანამგზავრი ვნების და თრობის
ჰყვები ღამეზე, წვიმაზე, თმოგვზე,
ღამით, თმოგვით და ამ წვიმით სავსე.
მოლოდინს ფეხქვეშ ეცლება მიწა,
მტკვარი ფრინველის თვალივით ელავს
და სწორედ ახლა სჭირდება შველა
ვნებას, რომელიც მუხლებთან გიწევს.
შენი დაღლილი დუმილის მსგავსად
გრძელდება მთვარე თმოგვიდან მტკვარზე
და მორიდებით დგებიან განზე
სიზმრები... და არ მიდიან არსად.
ღამეს აკავებს ცრემლი და ფიცი,
ღრუბელი ყვითელ ვარსკვლავებს ლოკავს
და მერამდენე სინანულს მოკლავს
ღამე... ეს, ალბათ, უფალმა იცის.


* * *
აქ იმედებს ჰქონდათ ფრთები
ჩემი სამყოფი.
გაზაფხული მოდიოდა ტყეების მხრიდან
და მინდვრებზე იებს ლოკავდა.
ივსებოდნენ წითელი მზით შუადღეები
შეჩვეულები შეღამების ამომშრალ თვალებს
დატკეპნილებს ღამეების ხელისგულებით.
და როცა მთვარე ღრუბლის კრავებს ერეკებოდა,
ვერ მოვუსწარი შენს მოლოდინს ‒ ჩამომჯდარს ქვაზე,
ვერ დავაყეფე სიყვარული სიზმრების მხრიდან.


* * *
ჩვენ ქარები აღარ გვარხევენ...
რადგან ჩვენ ჩვენს ოთხ კედელში გამოკეტილებს
გაზაფხულის იმედიც გვყოფნის,
გახსენებებმა
ბანი რომ არ აგვიტალახონ.


* * *
სუნთქვაშეკრულ სახურავებზე ეცემა წვიმა.
ის არაფერზე არა ჰყვება,
არც სიყვარულზე...
არც ვნებაზე და არც იმაზე,
თუ როგორ მიჰყავთ ერთმანეთისკენ ჩვენი ხელები
ვიწრო ქუჩებზე გადამჯდარ ქარებს.
მახსოვხარ, როცა...
თავის სამყოფი აღარა აქვთ საგნები ჩრდილებს.


* * *
ხიდები თრთიან. ცამ იცის ასე
მოწყენა, როცა ამოდის მთვარე.
ჩამორჩენია ღრუბელი ღრუბელს,
დაღლილა მტკვარი.
მე მახსენდები გაბრუებულს
ბინდით და არყით.
ქარი ლეკვივით ილოკავს თათებს ‒
ხეებს და მერე უმიზნოდ დადის.
სექტემბერია და რიცხვი ათი.
ჩამორჩენია ღრუბელი ღრუბელს,
დაღლილა მტკვარი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptySat Oct 31, 2020 10:23 pm

გელა კიკოლაშვილი

***
იტბორებიან ჩემი სიზმრები
თოვლისფერი საღამოებით.
როცა მზე ჩადის და ყველაფერს ერთმევა ფერი,
მე შენ დაგტოვე.
ასე ჩრდილები ტოვებენ საგნებს
და იმ მხარეს ეშურებიან,
სადაც არაფერს იმეორებენ.
ჩემს დუმილსაც თუ დუმილი ჰქვია, თოვლს რაღა ჰქვია
(შემოგაცვდა მეტაფორები).
ოთხი კარია შენს ოთახში,
როცა გადიხარ
და მოსვლისას ერთია მხოლოდ.


* * *
მხრები - ღმერთების ციხის ფასადი,
გავლა ბალახზე, შენ რომ ინებე...
საღამოები ისე უზადო
და უცოდველი ფერით ბრწყინავენ,
რომ არ დაგტოვებ, გტოვებდი როგორც -
დღეებმა დღეებს ბევრჯერ უგანეს.
შენ... სექტემბერი... კოცონი მტკვარზე,
მთვარე - შიშველი იატაგანი...


* * *
რა უნდა მითხრათ იმაზე მეტი,
რასაც თოვლი მეუბნება
ყოველ მოსვლაზე...


* * *
როცა წყალზე ავ ანგელოზს ერევა რული,
როცა მთვარეც იმდენია,
რამდენიც გუბე
და სიზმრები უკუღმართი გზებით დადიან -
აღარ ვინძრევი,
რომ ჩრდილებმა არ იცახცახონ.


* * *
განა მდინარე იძინებს ღამით,
ის სუნთქვას იკრავს,
რათა არ დაფრთხენე ვარსკვლავები - უფლის კრავები,
მდინარეზე რომ გადიან, როცა ღამდება,
ისე, რომ წყალში ფეხისგულებს არ ისველებენ.


* * *
როცა თენდება...
და დახვრეტილი სიჩუმის ხლება
ააცახცახებს სახლებს და ხიდებს,
როცა ხეებს იმედივით ერთმევათ ჩრდილი
და სიმხურვალე ეძლევა ვნებას -
გავდივარ გარეთ...
იქნებ ლურჯად აყვავდეს თოვლი.


* * *
ჩვენს სურვილებს, როგორც ნაპირებს
გაზაფხულები ააჭრელებენ თეთრი იებით...
ნაპირებსაც თუ ეთქმით რამე –
წყალდიდობისას
ერთმანეთს ხმას ვერც კი აწვდენენ.


* * *
მე ამამღვრევენ შენი მხრები,
როგორც ქარები წვიმიან ამინდს.
ამოგმანეს მარტოობით ჩემი სიზმრები...
დაუტოვე საღამოებს
ღიმილი – თოვლი
დაპნეული უფლის კალთიდან.


* * *
პირჩაღმა წვანან მდინარეები,
როცა ღამდება...
რადგან მიწას შავი აქვს ტანი
და გაზაფხულის მწვანე კაბები
აღარ ჩანან ნაპირების ჩაყოლებაზე.


* * *
რა იქნება, რომ
როგორც წვიმებმა იციან... ისე
ჩვენც შეგვეძლოს მოსვლა და წასვლა
ერთმანეთში ერთმანეთიდან...
თორემ ვერც მთებმა,
ვერც წყლებმა და ვერც ამ მინდვრებმა
ვერ მოიტანეს გაზაფხული ჩემი სამყოფი.


study


Last edited by Admin on Mon Nov 02, 2020 1:05 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptySat Oct 31, 2020 10:23 pm

გელა კიკოლაშვილი

***
საკუთარი ხერხემალი ― ერთადერთი რაც მუდამ ხმაურობს
და არ იხრება მოხეტიალე ქარების მხარეს.
თოვლის მხრებიდან იღვრება წყალი ―
დღენაკლული იების სისხლი...
ამოდის მთვარე ქალაქების ტაკიმასხარა
რადგან ქალაქებს დაეკარგათ ჩრდილების შიში.
ნუ მიეჩვევი ჩემს სიყვარულს ის ამაყია
მარტოობის ოთხ კედელში გამომწყვდეულიც.
ის იმახსოვრებს შენს დედალ ვნებას
გუბეებივით მოცახცახეს ჩემი სიზმრებით.
უკვე იმდენჯერ გითხრეს მიყვარხარ
რამდენჯერაც ჩავიდა მთვარე
და იმდენჯერ გააშრეს თოვლი
გაყვითლებულმა ზამთრის მზეებმა
რომ შენს მოლოდინს შეუჩნდა შიში
არ დაეკარგოს სიყვარული ―
მარტოობის ოთხ კედელში გამომწყვდეული.
ჩვენ ერთმანეთში აღარ ვბრუნდებით
რადგან ჩვენს მზერას მიაჩვიეს თეთრი და შავი
და არაფერი აღარ იწყება ჩვენი სიზმრების გაყოლებაზე
და არაფერი აღარ თავდება.
და ახლა როცა მოგონება მიდის თავქვეზე
როგორც მდინარე რომელიც არ ბრუნდება უკან
რაღაცას უნდა ნიშნავდეს ალბათ
გათენებული რომ არ არის და გაზაფხული მაინც შრიალებს...
რაღაცას უნდა ნიშნავდეს ალბათ
რომ აპრილი აღარ იხრება
ამომავალი მზეების მხარეს
და ქარები ხეების ჩრდილებს
საითაც უნდათ ერეკებიან.
რომ ხეები რტოთა ნაცვლად გველებს ისხავენ
და სიყვარული მდინარეებს შემორჩათ მხოლოდ.
რომ შენი მზერა ჩემს მზერასთან აღარ თავდება
და არც იწყება... ისე როგორც ხდებოდა ხოლმე.
ამოდის მთვარე... ისე როგორც ამოდის მთვარე
შენი ნეკნივით თბილი და თეთრი
და ჩვენ ქარები აღარ გვარხევენ
და აღარ გვხრიან ამომავალ მზეების მხარეს
(თუ ხეტიალი გინდა ისწავლო
ქარებს უნდა დაუგდო ყური)
ჩვენ კი ქარები აღარ გვარხევენ
ამომავალი მზეების მხარეს.
ეს ხეები ყავარჯნებია დიდი ქარების
და კიდევ ჩემი არაზუსტი მეტაფორების.
ზამთრის ღამეებს თავისი აქვთ წილი და ხვედრი
მათში ყმუიან ხოლმე მგლები მზის გადახრისას
და ჩამოღვრილ მთვარის შუქში იბანენ ფეხებს
ვერ აბრუნებენ მგლები კისრებს ალბათ იმიტომ
რომ სიკვდილს არ ჩახედონ თვალში
რომელიც უკან დაჰყვებათ ხოლმე
და როცა თოვლი ეცემა მიწას ყმუიან მგლები
და ჩამოღვრილ მთვარის შუქში იბანენ ფეხებს.
მე შენ ისეთი დაგიმახსოვრე
როგორიც შენ არასოდეს არა ყოფილხარ
მე შენ ისეთი დაგიმახსოვრე
როგორიც უნდა ახსოვდეთ თოვლი
რადგან ხეები რტოთა ნაცვლად გველებს ისხავენ
და სიყვარული მდინარეებს შემორჩათ მხოლოდ.
და მე შემრჩა ხერხემალი ―
ერთადერთი რაც მუდამ ხმაურობს
და არ იხრება მოხეტიალე ქარების მხარეს.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptySat Oct 31, 2020 10:24 pm

გელა კიკოლაშვილი

***
არ ვიზიარებ თქვენ პანაშვიდებს
იმ მიზეზით, რომ საკუთარსაც არ ვიზიარებ–
საკუთარს კი ყოველდღე ვიხდი.
გამოიგონო სიყვარული, ეს იმას ნიშნავს–
მარტოობას შეუდგა მხარი
და ამტვერებულ შარაზე ათრიო.
მე მიმაჩვია თქვენმა მზერამ ისეთ ჟრუანტელს,
ხიდებს რომ უვლით გაზაფხულზე წყალდიდობისას.
ასე ფერი ფერს ეჩვევა შემოდგომისას,
არყის ჯაჭვივით დაგრძელებულ საღამოებში.
შემეძლო, რომ თითო ნიღაბი
თქვენს ქუჩაზეც ჩამომეკიდა,
მაგრამ ვფიქრობ, რომ ვალდებული არ უნდა ვიყო.
გამოვიგონე იები თოვლზე
და მთელი ღამე ტიროდა თოვლი ლურჯი ცრემლებით,
მხოლოდ ის ვერ გამოვიგონე,
რასაც სიყვარულს ვარქმევთ ხოლმე და ასე შემდეგ.
გამოიგონო სიყვარული, ეს იმას ნიშნავს
მარტოობას შეუდგა მხარი,
შეუდგა ჯამი დღენაკლულ დღეებს და გადავსებას ელოდებოდე.
შემოაცვდათ თოვლის კაბები
მუხლებზე მინდვრებს...
მე ამ მინდვრებს არ გადავივლი,
რადგან წყალი აღმა არ ადის.
დაველოდები თქვენს სიყვარულს მინდვრების თავში.
ვერ გახედნეს დეკემბრის ცივმა ქარებმა
გათეთრებული ყინვით და თოშით.
მათ ავიწქყდებათ, ყველაფერი არ იხედნება,
არ იხედნება ჩემი დუმილი,
სიზმარი, თოვლი და ასე შემდეგ.
სრულდება ღამე,
რომელიც მე თქვენთვის მინდოდა
და ქარებმა გაიყვეს ბოლოს.
და დაათრევენ იმ ქუჩებში,
სადაც მე ნიღაბს არ დავკიდებ არაფრის გამო,
რადგან ვფიქრობ, რომ ვალდებული არ უნდა ვიყო.
არ უნდა ვიყო ვალდებული, მახსოვდეთ მაშინ,
როცა თქვენ მე აღარ გახსოვართ.
არ ვიზიარებ თქვენს პანაშვიდებს,
იმ მიზეზით, რომ საკუთარსაც არ ვიზიარებ,
საკუთარს კი ყოველთვის ვიხდი...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptySat Oct 31, 2020 10:25 pm

გელა კიკოლაშვილი

***
მდინარეები მიდიან ზღვისკენ.
მათ უტყუარი გეში აურეს დაღარულ ლოდებს
და ნაპირებზე ქვიშას ტოვებენ.
მხოლოდ მე ვრჩები შუა გზაში,
როცა შენამდე ვაპირებ მოსვლას.
მზე ჩავა და ამოვა მთვარე.
დიდი ხანია, შევეჩვიე ყველაფერ ამას,
როგორც მგელი ტყის ბილიკებს –
დასაბრუნებელს თავის ბუნაგში.
მე შევეჩვიე, რომ არ გახსოვარ...
შევეჩვიე გაზაფხულებს და თოვლის ტირილს.
ჩამოდის მთვარე ყოველ საღამოს
და იპყრობს მიწის სეცნობის შიში.
ის არქმევს ქუჩებს იმას,
რასაც ჩვენ ვერ დავარქმევთ.
მოკლული დილის აწყვია ფრთები
და ესიზმრება გაზაფხულის თეთრი კაბები.
მე რომ მახსოვხარ, სასჯელია მასინ მოსჯილი,
როცა დუმილს სევუწყვიტე ხარკის მიცემა
და ქარებთან შევკარი პირი.
ყოველ საღამოს შენი სახელი ჰკიდია ქუჩებს
და აჯილდოვებს სექტემბრის სიცხით.
ის კარგად არჩევს ჩურჩულს და ყვირილს
გამოხურვებულ აგვისტოს დღეში.
ყველა საღამო,
რომელიც კი მინდოდა შენთვის,
ცივია, როგორც შენი თეთრი მუხლისთავები.
როდემდე უნდა მეგონოს, რომ მოხვალ და მეტყვი–
ჩვენ ერთი გზები გვქონდა ოდითგან,
ან რატომ უნდა მოდიოდე სიზმრის მხარიდან,
როცა იმ გზაზე, რომელიც მე შენთვის მინდოდა
დახავსებული იცდის ბალახი.
საოცარია, რომ ვეცვევი ყველაფერ ამას,
უფრო ისაა საოცარი, როგორ ვეჩვევი.
სისხლში სეღებეს ღამეები
მზის გადახრებმა...
ეს ღამეები მასწავლიდნენ სხვანაირ დუმილს–
დუმილს,
რომელიც წარსულივით არაფერს კარგავს
და საკუთარს ეყრდნობა ტორებს.
შემომახიეს ყველა სიზმარი გათენებებმა
და ქარების წილად აქციეს.
ძნელია, როცა წასასვლელი არა გაქვს არსად,
უფრო ძნელია, თუ გექნება ოთხივე მხარეს.
ეს იგივეა, წასასვლელი არსად არ გქონდეს
და გაჩერდე შელოცვილივით...
ასე ჩერდება ხოლმე წყალი,
ჩერდება სარკე
და სიმხურვალე აგვისტოს პეშვის.
გამოისმეს შენი ლანდი ქარებმა გარეთ
და ტკივა ხიდებს
შენი თეთრი კაბის ჩრდილები,
რომელიც მე თვლას მტაცებს, როგორც ყინული.
რა იცის მთვარემ, ამოდის რატომ
ან ჩადის რისთვის?..
ყველაფერს ხომ ჩვენ ვიგონებთ,
ვიგონებთ ისე,
როგორც გვინდა და როგორც ვიცით.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptySun Nov 01, 2020 8:55 am

გელა კიკოლაშვილი

***
არაგვი იწვა, როგორც არაგვი...
და შენმა ტანმა დაათოვა არაგვის პირებს,
ჩამოიქცნენ ჩემი სიზმრები
და ვნებები ქვეშ მოიყოლეს.
დაანთე შენი სიყვარული, როგორც კოცონი,
რომ ჩემმა მზერამ გზა გაიგნოს იმ მხარეში,
სადაც შენ დამრჩი,
სადაც მესროლეს
და შემღებეს საკუთარი სისხლით.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი EmptyMon Nov 02, 2020 1:06 pm

გელა კიკოლაშვილი

***
ოქტომბერი დაიწყო უკვე
ცის მათრახებით – თეთრი წვიმებით.
გაილოკავენ ეს წვიმები თითებზე სიზმრებს.
ჩემმა მზერამ შენს გაკვირვებას კიბეები აუტალახა,
რადგან გარეთ ოქტომბერი დაიწყო უკვე.
შრება ხეებზე შეღამება ჩემი სამყოფი...
მისი ხვედრია, რომ შრებოდეს და არ იცოდეს,
საით მიჰყავთ შეღამებით ამღვრეულ წვიმებს,
ან საით უნდა უქნან თავი ამ ჩემს მარტოობას ღამის ქარებმა,
მარტის ნიღბებს რომ დაათრევენ აღმა და დაღმა.
დღენაკლულია ეს დღეები – შენ რომ დატოვე...
და ამ დღეებს ჩემს ტკივილთან არ მიესვლებათ,
რადგან გარეთ ოქტომბერი დაიწყო უკვე.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




გელა კიკოლაშვილი Empty
PostSubject: Re: გელა კიკოლაშვილი   გელა კიკოლაშვილი Empty

Back to top Go down
 
გელა კიკოლაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: