შეიძლება ბევრს არ გაგიგიათ თანამედროვე ქართველი პოეტი ირაკლი კირკიტაძე. ირაკლის პროზაც მომწონს, მაგრამ უფრო პოეზია. პოეტის დებიუტი შედგა 2011 წლის 16 იანვარს გაზეთ "გალაკტიონში".
ავტორის ლექსები:
http://lib.ge/authors.php?1587 ავტორის ბლოგი:
http://kirkiii.blogspot.comჩემი საყვარელი ლექსები:
წვიმის წამწამებს
ყველა ფანჯარა შენ დასველებულ თვალებს ემსგავსა.
წვიმის წკარუნში წამაქეზეს, წერენ წურწურით.
გარეთ თოვლია დანამული, ფანჯრებზე წვიმა.
ვტეხ უკანასკნელ დაორთქლილ მინას.
მდუმარედ მდორედ მიდიან შორეთს.
ჩემი სიტყვები ემგზავრა ქარებს.
ეს ვიღაც, რომ დგას შიშველი გარეთ.
როგორც ეს წვიმა მზეს ელის ცაზე.
ამ ლამაზ წვიმას.
ამ სველ წამწამებს.
ამ თბილ წკარუნში.
დროს რომ ამწვავებს.
ვუმღერი იმ წყალს.
ციდან, რომ ცვივა.
და ვეტრფი იმ სველ.
მე შენ წამწამებს.
* * * *
ოცნება თუ საიდუმლო
ოცნებები, როგორც შენი ნაწნავები.
ჩემ თითებში თრთიან როგორ ლამაზები.
ეგ თვალები, შენი ჩუმი საიდუმლო.
გამიმხილე რად არ მიცქერ ღამღამობით.
ოცნებებში დაიმდუღრა თეთრი პრინცი.
თურმე რაში სადღაც სხვაგან გაქცევია.
მე ღიმილი და ლექსები შემრჩა მხოლოდ.
შენი პრინცი სხვა გოგოსთან გაგქცევია.
ოცნებები ემსგავსება საიდუმლოს.
ასე ღამით ჩემს საწოლში მაიმუნობს.
და პრინცესა ჩემთან მოსვლას, რომ თაკილობს.
გავიფიქრებ, ალბათ შენც გაქვს საიდუმლო.