| | მაია ჭინჭარაული | |
| Author | Message |
---|
ნინო ჭინჭარაული Front of Armury


 Number of posts : 82 Age : 32 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: მაია ჭინჭარაული Thu Feb 17, 2011 3:13 pm | |
| | |
|  | | ნინო ჭინჭარაული Front of Armury


 Number of posts : 82 Age : 32 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: მაია ჭინჭარაული Thu Feb 17, 2011 3:16 pm | |
| ხევსურის დარდი
როდესაც ქარი ამიშლის ვნებებს
სისხლში იფეთქებს მთების ძახილი,
დროის მდინარე თუკი ინებებს,
თუკი ინებებს ბედის მარხილი...
ჩაწყვეტილ ჯაჭვის ისმის ჟღარუნი
კვლავ არ ნებდება ჯამის სიჟანგეს,
სურვილს მიმწვავებს გრძნობა მალული,
გრძნობა ფარული თუკი ივარგებს...
სულის აჩრდილი დამდევს კვალდაკვალ,
შემოვხიზნულვარ სხვების ალაგზე,
მთებისკენ ლტოლვა დამღრღნის ხანდახან,
ძლიერი ზათქის ხმები არაგვზე...
სხვა ვერ გაიგებ დარდებს ხევსურის,
ვერც ავიჭრები მე სხვების თარგზე,
კვლავაც აჩრდილი წინაპრის სულის
მთხოვს არ შევწყვიტოთ ოცნება მთაზე... | |
|  | | ნინო ჭინჭარაული Front of Armury


 Number of posts : 82 Age : 32 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: მაია ჭინჭარაული Fri Feb 18, 2011 7:31 pm | |
| მოუსვენრობა
არ მსურს ჩარჩო და არც ნაპირები, გრძნობა დაიშრიტა ფიქრით,დაკვირვებით. რაღაცა მინდოდა, რაღაცას ვაპირებდი, ახლა მახსენდება უნდო გაკვირვებით, თავი დავიმშვიდე ისევ დაპირებით. ფრთები თუკი არ მაქვს, ფიქრით გავფრინდები, ლექსით დავიწვები, გრძნობად დავიღვრები, მთა-ბარს შემოვივლი და არ დავიღლები. ჩარჩო თუ მომიჭერს, კედლებს მივაწყდები, სულ მთლად გავხელდები, სულ მთლად გავგიჟდები, ტაძარს მივაშურებ, ცოტა დავმშვიდდები, აღარც გავორდები, აღარც გავშვიდდდები და მხოლოდ უფლის წინ სულით გავშიშვლდები. გაქრა ჩარჩოც და გაქრა ნაპირებიც, ღმერთო მაპატიე, ღმერთო შემიბრალე... ვხვდები,შეგაღონე ამდენი დაპირებით. | |
|  | | ნინო ჭინჭარაული Front of Armury


 Number of posts : 82 Age : 32 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: მაია ჭინჭარაული Fri Feb 18, 2011 7:37 pm | |
| ნატვრა
მიზიდავს მთები,ნისლები და კლდენი ქარაფიანი, მთის სუსხი გამთენიისას, ფეხქვეშ ბალახი ცვრიანი. ხევში მდინარის ფერხული, მთის წვერზე ცისკრის ციალი, როს გაიხარებს მათ ცქერით ნეტა ეს გული ტიალი? თუმც კი ჯერ კიდევ წინ მიძევს ცხოვრება შარა-გზიანი, ოღონდ არ ვიცი რარიგი, ღრუბლიანი,თუ მზიანი, არც სიგრძეს გამოვიკითხავ, ვიქნები "თავაზიანი". სიკვდილი მუდამ ადრეა, არასდროს არის გვიანი! (2009) | |
|  | | ნინო ჭინჭარაული Front of Armury


 Number of posts : 82 Age : 32 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: მაია ჭინჭარაული Sun Mar 06, 2011 7:26 pm | |
| ნეტა არავინ კითხულობს მაიას ლექსებს? ხანდახან მინდა ხანდახან მინდა სიგიჟით გარემო ავახმიანო, ხანდახან ქვეყნად გაძლება მე აღარ შამიძლიანო. ავიღებ კალამ ფურცელსა, არც რა არ გამამდიანო, ჩემის ხელიდან ნაწერო მებრალვი ლექსო ტიალო. გულის ნადების გამათქმა კარგად არ შამიძლიანო. ბეჩაო ადამიანო, დიდგულავ,მოკლე დღიანო, "პატარას" ჩაგვრის მოსურნევ, "დიდებთან" თავაზიანო, უსამართლობით წინ წასვლა იოლად გამაგდიანო. სხვისი ცხოვრების მწიხვლელსა კარგი რა დამართნიანო? მაგრამ ერთი ვერ გავიგე ცუდს კარგი რათა ჰქვიანო? ვწარამარაობ რითმებით, თითქო მავიფხან გულასა ამ ქვეყნად საფიქრ-სადარდელს ნეტა რა ამასწურავსა? | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია ჭინჭარაული Sun Mar 06, 2011 9:41 pm | |
| - ნინო ჭინჭარაული wrote:
- ნეტა არავინ კითხულობს მაიას ლექსებს?
"არმურზე" დღეში 250-300 ადამიანი შემოდის და ამასაც წაიკითხავენ. აქ, ალბათ, არ იქნება კომენტარები: "აუ, რა მაგარია!", "ძალიან მომეწონა და თან მოგიკითხე და თან ძალიან მიყვარხარ" და ასე შემდეგ... მთავარია, რომ გვერდი არსებობს, - წამკითხველი წაიკითხავს და აზრსაც შეიქმნის. | |
|  | | ნინო ჭინჭარაული Front of Armury


 Number of posts : 82 Age : 32 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: მაია ჭინჭარაული Sun Mar 20, 2011 12:49 pm | |
| დევის ქალი
ჩემ წინაპარი ჩიოდა, დავიდე წყევლა,ბრალიო, ცხენით მომავალს გავაზედ მამიჯდა დევის ქალიო, სხვაგვარად შამამხენავდა, კოჭებს სწვდებოდა თმანიო, ვიცოდი ბეჩავს მამკლავდა, მკლავსა მივეცი ძალიო, თავს შავუძახე-გამაგრდი, პაპკიაური ხარიო! ავსული ქალის კერძადა არ გაიხადო თავიო, დავეტაკენით ერცხვასა, ქვებმა გაიღეს ჩქამიო, მახრჩობდა,მიაც ვახრჩობდი, წუთად გადმექცა წამიო, იმარჯვა კაცის ძალამა, ბოლო დაუდგა ჟამიო, მაასწვრა სიკვდილის წინა, ავად აკვესა თვალნიო, -ნუმც იხარებენ დღეიდან შენის გენების ქალნიო! | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | Subject: Re: მაია ჭინჭარაული Sun May 01, 2011 9:38 pm | |
| - ნინო ჭინჭარაული wrote:
- ნატვრა
მიზიდავს მთები,ნისლები და კლდენი ქარაფიანი, მთის სუსხი გამთენიისას, ფეხქვეშ ბალახი ცვრიანი. ხევში მდინარის ფერხული, მთის წვერზე ცისკრის ციალი, როს გაიხარებს მათ ცქერით ნეტა ეს გული ტიალი? თუმც კი ჯერ კიდევ წინ მიძევს ცხოვრება შარა-გზიანი, ოღონდ არ ვიცი რარიგი, ღრუბლიანი,თუ მზიანი, არც სიგრძეს გამოვიკითხავ, ვიქნები "თავაზიანი". სიკვდილი მუდამ ადრეა, არასდროს არის გვიანი! (2009)  | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | Subject: Re: მაია ჭინჭარაული Sun May 01, 2011 9:42 pm | |
| | |
|  | | ნინო ჭინჭარაული Front of Armury


 Number of posts : 82 Age : 32 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: მაია ჭინჭარაული Sat May 21, 2011 6:26 pm | |
| დევის ქალი
ჩემ წინაპარი ჩიოდა, დავიდე წყევლა,ბრალიო, ცხენით მომავალს გავაზედ მამიჯდა დევის ქალიო, სხვაგვარად შამამხენავდა, კოჭებს სწვდებოდა თმანიო, ვიცოდი ბეჩავს მამკლავდა, მკლავსა მივეცი ძალიო, თავს შავუძახე-გამაგრდი, პაპკიაური ხარიო! ავსული ქალის კერძადა არ გაიხადო თავიო, დავეტაკენით ერცხვასა, ქვებმა გაიღეს ჩქამიო, მახრჩობდა,მიაც ვახრჩობდი, წუთად გადმექცა წამიო, იმარჯვა კაცის ძალამა, ბოლო დაუდგა ჟამიო, მაასწვრა სიკვდილის წინა, ავად აკვესა თვალნიო, -ნუმც იხარებენ დღეიდან შენის გენების ქალნიო! | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: მაია ჭინჭარაული  | |
| |
|  | | | მაია ჭინჭარაული | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|