| | მაია გონჯილაშვილი | |
| |
Author | Message |
---|
Admin Into Armury


 Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
 | Subject: მაია გონჯილაშვილი Thu Feb 17, 2011 1:22 pm | |
|  Maia Gonjilashvili მაია გონჯილაშვილი*** ქარი მიგლალავთ ნისლებო, რო ნადირთმწყემსი ჯიხვთ ხოროს, მგლისფერ ედება ცას თითქო, ჯავრ უნდა ჩამოითოვოს... ქარმა წანწალით ღრუბელნი გასცვითა, ცისკარმ იალა, ჩემი ცის ტატნობს ჩაჰხსნია საკინძე ღიმილიანა... ვფიცავ, ლექსებად დავწურო, ხან ბარის ექოდ, ხან მთისა, ავუხირდები საწუთროს, ან მე დავრჩები, ან ისა...
Last edited by Admin on Thu Feb 17, 2011 9:38 pm; edited 1 time in total | |
|  | | ნინო ჭინჭარაული Front of Armury


 Number of posts : 82 Age : 32 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Thu Feb 17, 2011 2:48 pm | |
| | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Thu Feb 17, 2011 5:40 pm | |
| * * *
განდეგილივით სიმარტოვის შევაღებ კარებს და ჩემს საყუდელს ჭიუხს, ლეგა ღრუბელზე გავშლი... სახლში შევალ და არაფერი დამრჩება გარეთ, გარეთ გამოსულს არაფერი დამრჩება სახლში... | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Thu Feb 17, 2011 5:45 pm | |
| * * *
მი_მოფარფატდნენ, დამინამეს სული ეული, ეალერსება მათ სინაზეს შორი თეთნულდიც... მინდა, მეც გულში ჩავიხუტო ერთი ფანტელი, უთხრა: -მეც შენთან წამიყვანე, შენთან დავდნები... როგორც საყდარში, მოციმციმე წმინდა სანთელი, იცი, რომ დნები, იფერფლები, და არ ბერდები...
(ბავშვობის ფურცლებიდან) | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Thu Feb 17, 2011 5:51 pm | |
| დ ე დ ა
დაგვიბერდა გაზაფხული ჭადართან, დრო დაგილევს სიყმაწვილის ღალას, მოვერცხლილა საფეთქელთან ჭაღარა და ზამთრები უნებურად გღალავს...
გამიხუნდა შენს ძაძებზე ბავშვობა, ბედ-ყისმათი ახლაც ისევ დამცინის, მიუსაფარს, იმედი რომ მათბობდა, ბეღურებმა ამიკენკეს ნაწილი...
Last edited by დადა on Mon Feb 21, 2011 2:33 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Thu Feb 17, 2011 9:39 pm | |
| დადას - დიდი მადლობა!.. ფერადი სურათებიც მოიტანე...  )) | |
|  | | ნინო ჭინჭარაული Front of Armury


 Number of posts : 82 Age : 32 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Thu Feb 17, 2011 9:58 pm | |
| გონჯილაშვილო თიანელი ხომ არ ხარ? | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | |  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Mon Feb 21, 2011 7:18 pm | |
|  * * *
ჰო, მერიქიფე(ვ)... მეწამული დამისხი დარდი, ცხოვრების თასში, ვგრძნობ სიმშვიდის ფერი მაქვს წარმართს, წელიწადები ტანთ ჩაუცვამს, დრო წარსულს ბარდნის, ცოდვილი სული მკვდარ სხეულზე ჯვარცმული დამაქვს... ჰო, მერიქიფე(ვ)... მომაწოდე ასპიტის თასი, საიდან მოველ, ან სად მივალ არ ვიცი ჯერაც, ხახადაღებულ საწუთროში ადამის მსგავსი, ჩემივ სამარეს უწმინდური ტერფებით ვთელავ...
ჰო, მერიქიფე(ვ)... დღეს სიცოცხლის მე მქვია ლოთი, შენ ჩამომისხი წვეთებით და მე პეშვით შევსვი, ჩამოისვენებს წარმართ სულზე დღეს თრთოლვა ლოცვის და მტრედის ფრთებში (გარდა)მიცვლის ცხოვრებას შეშლილს...
ჰო, მერიქიფე(ვ)... მეწამული დამისხი დარდი, თორემ სიმშვიდე, ცოდვილ სულზე დამგესლავს ყალბი... * * *
ცრემლის გუბეები გაჩრილა მზერაში მანდილის მაგივრად თავზე მზე მაბურავს, შენი თვალებით შევსებულ ზედაშეს დავლევ, ჯანდაბას, წამიღოს ბახუსმა.
ჰაერის წიაღში სურნელთა კდემაა, მზის სხივი გიჟმაჟად ბანაობს ჩემს თმაში, წუთის ეს წამიც უვნებოდ კვდება და რითმა გაჟონავს საცაა ჩვევაში.
მზერაში გაჩრილი ცრემლების მდინარე მეწამულ ფერებით დაისმა იავდრა, ბორგავენ რითმები სულში მდინარე, ცხოვრების დრამა დასასრულს მირანდავს.
Last edited by დადა on Tue Mar 01, 2011 9:39 am; edited 1 time in total | |
|  | | ნინო ჭინჭარაული Front of Armury


 Number of posts : 82 Age : 32 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Tue Feb 22, 2011 8:01 pm | |
| | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Tue Feb 22, 2011 8:18 pm | |
| კიდევ დააწყვეთ ლექსები, კიდევ! | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | |  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Tue Feb 22, 2011 9:06 pm | |
| როცა აღარავის და(ვ)ჭირდები...
დროის მოვინდომე გაჭენება, წელი ავითრიე გაჭირვებით, ნუთუ ისეთი დღეც გათენდება?.. როცა აღარავის და(ვ)ჭირდები...
წლები დამიბერდნენ ნაოჭებად, ვკვებავ ჩემი სულის ნაწილებით, კარი შემომიღო გაოცებამ, -ნუთუ აღარავის და(ვ)ჭირდები?..
ჩქარობენ საწუთროს მეისრენი, ცამდე მანძილს ვზომავ ნაბიჯებით, ვიცი... მესაფლავე(ვ)!.. შენ მიშველი ხვალე, აღარავის და(ვ)ჭირდები...
მიწა თავისას მთხოვს, მემუქრება, ჯერ კი, ადრე არის გაცილებით, ლექსებო!.. გაგაშვილებთ თეთრ ფურცლებთან, საწუთროს ვიცი მე არ და(ვ)ჭირდები... | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Tue Feb 22, 2011 9:19 pm | |
| ჩემი თიანეთი გაუხუნარი ლეჩაქივით გახურავს ზეცა, მკერდზე დამსკდარი ხეობები, რომ დაიფარო, როგორ მიყვარდე... შეგიძულე ვერასდროს როცა, წლები გაგჩრია ნაოჭებად, დრო, დარდი ფართო...
სისხლი არა და ძარღვებს ხეთქავს, იორი ანცი, სხეულს ქარგავენ, მოჩუხჩუხე ნაკადულები, მე ჯავრი მიყვარს, გახვეული ნისლებში, ამ ცის, აწმყოც, წარსულიც, მთა_ბარივით გადაბმულები... გრძნობები, უფალს მივაბარე ლოცვით, ზე_კართან, და სიყვარულის დარაჯივით ღრუბელთან ვწევარ, მიწა კი, დუმილს მოიმარჯვებს, როგორც მე კალამს, და იმედებით გამოკვებავს მომავლის რწმენას...
უძღები შვილი, შენს თბილ ბუდეს, კარად მოვსდექი, მეძახდა მიწა, ცას დაკიდულ წვიმების ფარდა, მიწოდეთ გიჟი, თუნდ შეშლილი, ჭკვათამყოფელიც, მე თავს ვიმართლებ, სიყვარული ხელთ მჩრია ფარად... | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Wed Feb 23, 2011 1:16 pm | |
| * * *
დღეს ნისლით პირი არ გიბანიათ, მოსჩანხართ, როგორც ჭირისუფალნი, მთებო !!!გლოვობთ, თუ ეს სიზმარია? კოპებშაკრულნი მიცქერთ მუქარით...
დღეს მზეს სხივებით თქვენს ჯირგვ სხეულზე, ღვთიური ლოცვა არ უქარგია, სიკვდილ სიცოცხლე ხომ არ შეუღლდნენ? მთებო! რად გხედავთ შავ სუდარიან...
იქნებ ზმანებამ წამიღო წუთით და სატკივარმა დამნისლა თქვენმა, მზერაში დამხრჩვალ ცრემლების შუქით თქვენ შემასწავლეთ, დარდის დათმენა...
ალბათ ვაებას როგორც ყოველთვის მკვდარი შვილივით, ჩაიკრავთ გულში, წუთისოფელში ჯავრის მოდრეკით, სიკვდილს მხოლოდღა თქვენ გადაურჩით...
Last edited by დადა on Wed Apr 06, 2011 5:31 pm; edited 3 times in total | |
|  | | ვაჟა ხორნაული Into Armury


 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Wed Feb 23, 2011 2:26 pm | |
| სისხლი არა და ძარღვებს ხეთქავს, იორი ანცი, სხეულს ქარგავენ, მოჩუხჩუხე ნაკადულები, მე ჯავრი მიყვარს, გახვეული ნისლებში, ამ ცის, აწმყოც, წარსულიც, მთა_ბარივით გადაბმულები... | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Mon Feb 28, 2011 6:24 pm | |
| * * *
გულო! რაი გჭირს ტიალო, ჰბორგავ და აღარ მასვენებ, დადექღა, ნუღარ ტრიალობ, თორო, ჯოჯოხეთს გაჩვენებ... დროს გადაუცვდა ჩადრები, უკვალს გაჰკვალავს სავალსა, შენ მაინც ჩემად დარჩები, მე მოგარჯულებ წარმართსა... ნუთუ ვერ ჰპოვე საყუდი, ნუთუ არ გყოფნის საგულე?.. გულო!.. ხმა გამე, დაჰმუნჯდი?.. ვფიცავ!.. ჩემს ჭკვაზედ გაბრუნებ...[b]  | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | |  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Thu Mar 03, 2011 3:12 pm | |
| * * *
რამ დაგაღონა?... -ჩამკითხეს... სადარო ბადრის მთვარისა, ცრემლი რად გასვი წამწამზე ნისლს გავხარ სახე მტკნარითა... ჩამამაღონა ჩემმა დღემ უნდოდ დაცინვამ მწარისა, ორგული წუთისოფლისად ავდარით შაცვლამ დარისა, მთას მივეკედლე ხალასსა აქ მზეც სხვაგვარი არისა, დამნათის თავს და მახარებს მტერია ჩემის ჯავრისა...
| |
|  | | ნინო ჭინჭარაული Front of Armury


 Number of posts : 82 Age : 32 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Sun Mar 20, 2011 12:51 pm | |
| შენფერი გულსავსე ადამიანები აცოცხლოს ღმერთმა. | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Tue Mar 22, 2011 12:39 am | |
| მინი პორტრეტი...
მე გაზაფხულს დავესესხე სიკეკლუცე, ღიმილი და მოვისხი მანტიად... ნიავ_ქარებს აყოლილი ჩემი შლეგი ხასიათიც, ჭირვეული მარტია... | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Tue Apr 05, 2011 10:21 pm | |
| * * *
მზერამ გაიმუდმა შენს მხრებზე ალერსი, მტერივით ზურგიდან გიმიზნებს იარაღს, კდემა დაუკარგავს, გრძნობებით ალესილს და თრთოლვას ღაწვების წიაღში ინახავს...
უბელო რაშივით ჰბორგავ და თარეშობ, მე დავემსგავსები ატეხილ ნიავ_ქარს, მორჩილებ, მხოლოდ ჩემს უმეფო სამეფოს და ეშმას დამარქმევ, შენს სულის ბინადარს...
Last edited by დადა on Wed Apr 06, 2011 6:05 pm; edited 1 time in total | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Wed Apr 06, 2011 6:08 pm | |
| ჩემთვის და უჩემოდმივყვები უშენო ხეივანს, ბინდი გაიხიზნა თვალებში, იცოდე! ამ წამებს დღეიდან მიაგნებ... წარსულით გალეშილს... მივყვები, ბოლომდე მივყვები, გავთელავ ბილიკებს უშენოდ, უწყალო განსაცდელს მპირდები, ჭრილობებს ვჩიჩქნი და ვნუგეშობ...
სტრიქონის იარაღს, ავისხავ, ჯიხვების ხოროებს გავყვები, ტყაშმაფა მიმიჩნევს თავისად, ნადირთ მწყემსს, უღმერთო, ქალღმერთი... ქარს დავემოყვრები, ქარაშოტს, მომიტანს ჩურჩულით მოძახილს, ტიალი ფიქრები დაგაშრობს, გათანგულს, მრავალჯერ მოცადი... ...და მერე კვლდაკვალ, ნაბიჯებს გადადგავ, ჩემთვის და უჩემოდ, მზის სხივებს ბილიკად დაგიფენ, დაგკარგავ, ნისლივით,უჩინოდ... ცხოვრების უჩემო ხეივანს ჩაჰხედავ, დაბინდულ თვალებში, იცოდე! ამ წამებს დღეიდან მიაგნებ... წარსულით გალეშილს...
 | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი Wed Apr 20, 2011 10:34 pm | |
| * * *
რა მელექსება ძმაო და გულ მეწურება ტიალი, წუთისოფელმა უნდობმა ჰქმნა, ჯარასავით ტრიალი. სულ ლექსი როგორ მოგიდის?.. _მკითხავ... _გპასუხობ... ვერა რას, ფურცელ, რო ჯავრი არ ვანდო, შიგნი გამომხრავს ვერანა... | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | |  | | Sponsored content
 | Subject: Re: მაია გონჯილაშვილი  | |
| |
|  | | | მაია გონჯილაშვილი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|