არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 რობერტ მესხი

Go down 
+9
nino nadiradze
მინდია
nukri bereTeli
renuari
keso
ნიკა ჩერქეზიშვილი
Tabagari Tea
robert meskhi
bao
13 posters
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

რობერტ მესხი Empty
PostSubject: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyWed Dec 17, 2008 10:25 am

რობერტ მესხი Robert10
Robert Meskhi

აქ სილურჯეა

აქ სილურჯეა,
თითქმის შენი თვალების ფერი,
და სწორფრებივით ეხებიან ნაპირს გემები,
ეჰ, ჰორიზონტის ყურებაში ჩამეწვა ღერი
სიგარეტის და...
ახლა ქვები დაიჩემებენ,
რომ გული არ მაქვს,
რომ დავკარგე გზა და სავალი,
და რომ ტალღებსაც იშვიათად თუ გავიხსენებ,
- გამკიცხეს ქვებმა...
იქნებ იყოს გამოსავალი,
ღმერთო, მიხსენი...


ბათუმი
8 ნოემბერი
ეს დრო და ეს საათი...



რობერტ მესხი

რობერტ მესხი დაიბადა 1973 წლის 29 მარტს ქალაქ სოხუმში. 1990 წელს დაამთავრა სოხუმის მე-17 საშუალო სკოლა, ხოლო 1996 წელს – თსუ სოხუმის ფილიალის (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ფილოლოგიის ფაკულტეტი.

2001 წელს გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული „აპრილი უშენოდ“ (რედაქტორი – ოთარ მიქაძე); 2004 წელს – „წაშლილი ბაიათი“ (რედაქტორი – ვახტანგ ღლონტი); 2008 წელს – „ნიჟარები“ (რედაქტორი – მარინე ტურავა).

ლიტერატურულ პრესაში იბეჭდება 1989 წლიდან.

1997-2000 წლებში მუშაობდა გაზეთ „აფხაზეთის ხმაში“, 2000 წლიდან დღემდე მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ამჟამად თბილისში ფუნქციონირებს. არის სსუ-ს დოქტორანტი. მისი ლექსები შესულია სხვადასხვა კრებულებში. მონაწილეა და ნომინანტია ლიტერატურული კონკურსებისა „შოთაობა“, „წერო“ და სხვა.

ბმულები:
* https://poetry.ge/poets/robert-meskhi/poems
* https://www.facebook.com/rmeskhi
* http://www.biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=მესხი%20რობერტ
* https://www.lit.ge/books/2-10412-robert-mesxi/
* http://libofund.blogspot.com/2011/03/blog-post_09.html
* https://elibrary.sou.edu.ge/ge/books/nijarebi/755


ნაწვიმარი ალუბლები - რობერტ მესხი
Jun 12, 2017


sdasu TV
SDASU-tv გადაცემა "ნაწვიმარი ალუბლები" დიკა სალაყაიასთან ერთად. სტუმარი: პოეტი რობერტ მესხი

study


Last edited by Admin on Mon Nov 25, 2019 2:20 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyTue Dec 30, 2008 12:22 am

რობერტ მესხი

ჩიჩილაკი

კედლის კალენდარს შევარჩინე
ოცდათერთმეტი.
ტაბლა.
ბუხარი.
ასე ამბობენ, -
ითოვებსო ნათლისღებამდე.

გგავს ჩიჩილაკი,
დღეს რომ დავდგი ფანჯრის რაფაზე,
ისიც შენსავით ხუჭუჭაა
და გაბუტული.


Last edited by Admin on Tue Dec 26, 2017 11:42 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptySat Jan 03, 2009 3:32 pm

santa
axali wigni gamogicia, Citma ambavi momitana, da gilocav

Smile

რობერტ მესხი

ქრისტეშობისთვე

სიზმარს ავყევი, გავაღვიძე თეთრი ნაძვები,
გადმომილაგა ნოსტალგიამ ფოტოარქივი, -
ამ მუხის კასრში უძვირფასეს სევდას ვაძველებ
სარაჯიშვილის ქარვისფერი კონიაკივით.

ქრისტეშობისთვე მოშიშვლებულ ნაპირს დახატავს,
შენ და სოხუმი - რა შორსა ხართ ახლა ორივე...
მარსის მინდორზე მეწამული მიმაქვს ლაბადა,
ხარის წელიწადს უნდა დავხვდე მატადორივით.
Back to top Go down
robert meskhi

robert meskhi


Male
Number of posts : 7
Registration date : 04.01.09

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyWed Jan 07, 2009 8:59 pm

რობერტ მესხი

###


გადმოვიარე ნაგატეა და იდუმეა, -
ვრცელი უდაბნო.
მოხეტიალე პოეტი ვარ,
ცვარ-ნამს ვაგროვებ,
ზეთისხილი და ნიჟარები დამაქვს ხურჯინით.
ვარსკვლავთმრიცხველი არ მჭირდება, -
ისედაც ვიცი,
სად ჩაეშვება ეს მთიები ან სად ამოვა.

მაგრამ სხვაგვარი ცის კარია, ღმერთო, ამჯერად...
მაცადაში ვარ,
და ბეთლემით მოდის ნათელი.


---------
ქრისტეშობას გილოცავთ!
sunny
Back to top Go down
Tabagari Tea

Tabagari Tea


Female
Number of posts : 122
Age : 37
Registration date : 27.12.08

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptySun Feb 15, 2009 11:45 am

###

მტვრით და ნისლებით,
საფეთქლებზე სისხლის მოწოლით
დამნათის მთვარე -
გამოჭრილი აპლიკაცია.
დიდი ხანია
ჩაინაცრა ჩემი კოცონი,
დავდივარ ახლა,
გიხსენებ და... ტანში მაციებს...

არვიცი დღემდე
შევეხიზნო რომელ სალოცავს,
სად დავსვა მძიმე,
ან სად დავსვა მრავალწერტილი...
გავყურებ ზეცას,
თითქოს ვხედავ სიზმარს საოცარს,
მე - ჩემს თავში და
ამ ქალაქში გამოკეტილი.


flower
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი

ნიკა ჩერქეზიშვილი


Male
Number of posts : 256
Age : 41
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyTue Feb 24, 2009 5:29 pm

* * *

რაღაც შორეული მონატრებით,
რაღაც უცნაური რუდუნებით,
დგანან ქარაფებზე მონასტრები,
ცისკენ ილტვიან და... დუდუნებენ.
დამყავს გულის ჯიბით რვეულები,
დარდობს უმზეობას ბეგონია,
ჩემში - წვიმების და, ჩვეულებრივ,
შენი მონატრების სეზონია.




მიყვარს მესხის ლექსები..
Back to top Go down
http://www.geogen.ge
Guest
Guest




რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyTue Feb 24, 2009 8:31 pm


ლიტერატურული კუთხე - რობერტ მესხი
•Jul 23, 2016
Trialeti Tbilisi

Smile

რობერტ მესხი

სიყვარულის ინექცია

ტალღა უნდა იყოს
სწრაფი
და მჩქეფარე,
სიცოცხლესავით, -
ანდა პირიქით...

სიცოცხლე უნდა იყოს
ლაღი,
მენთოლიანი,
მაჭარივით, -
ანდა პირიქით...

მაჭარი უნდა იყოს
ცელქი,
მათრობელა,
მაისის წვიმასავით, -
ანდა პირიქით...

წვიმა უნდა იყოს
მირაჟი,
გამჭვირვალე,
ბროლივით, -
ანდა პირიქით...

ბროლი უნდა იყოს
თხელი,
გათოშილი,
თითქმის სიკვდილივით, -
ანდა პირიქით...

სიკვდილი უნდა იყოს
მლაშე,
უცაბედი,
ცუდი სიზმარივით, -
ანდა პირიქით...

სიზმარი უნდა იყოს
ბურუსი,
აუხსნელი,
ქალივით, -
ანდა პირიქით...

ქალი უნდა იყოს
ლამაზი,
მზისფერი,
ყვავილივით, -
ანდა პირიქით...

ყვავილი უნდა იყოს
გაშლილი,
ანუ ღია,
გულივით, -
ანდა პირიქით...

- შეიყვანეთ სიყვარულის ინექცია?..
- დიახ, ახლახან...
- გაიმეორეთ!
Back to top Go down
Guest
Guest




რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyTue Feb 24, 2009 8:33 pm

ამოგვიკითხეს

ამოგვიკითხეს ლინგვისტებმა
ვაი-ვაგლახით.
შენ ყოფილხარ შ ე მ ა ს მ ე ნ ე ლ ი,
თან შედგენილი,
მე - ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე...
ჯერ იყო ასე:
ქვამდე ბარეს მიწის მთხრელებმა,
წვრილი ფუნჯები გვიღიტინეს,
ქიმიკატებით ამოგვივსეს
მშრალი ვენები.
მერე?
მერე უკვე როგორც გითხარი, -
შენ აღმოჩნდი შემასმენელი -
კარგად მეყოლე,
დავიღალე
ან მებრალები...
მე - ქვემდებარე, -
კარაველა
ან მანდოლინა...
კიდევ იპოვეს ერთი წევრი მეცნიერებმა -
დ ა მ ა ტ ე ბ ა,
პირდაპირი ანდა ირიბი,
ჩვენ რომ გვიშლიდა ერთად ყოფნას
ზოგჯერ პირდაპირ,
ზოგჯერ - ირიბად...
აქაც...
მიწაშიც...


სანათა -
მიხო, ძალიან მომეწონა რობერტის ეს ლექსი დღეს... და მან იცის, რომ ამოვიკითხე!..
Back to top Go down
Guest
Guest




რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyTue Feb 24, 2009 8:35 pm

renuari wrote:
გამარჯობა, მეგობარო!
კეთილი იყოს აქ ჩემი ფეხი.
მიყვარს შენი პოეზია.

flower

კარდიოგრამა

კავკასიონის მწვერვალებს მიუყვება
ჩემი გულის კარდიოგრამა.
რამდენიმე ამოვარდნა მაქვს -
უშბა,
თეთნულდი,
მყინვარწვერი;
იშემიის ნიშნები -
როკი და საკენი.
წლების წინ ნაინფარქტალი - იალბუზი.

მინდვრის ზამბახი ვარ;
მეც მიყვარხარ,
მაგრამ შენი ფეხის ხმა
მიხშირებს მაჯისცემას.
ნუ მომწყვეტ,
ხომ ხედავ,
შენს ლარნაკს
ნაფოტად არ ვეყოფი...
Back to top Go down
keso

keso


Female
Number of posts : 95
Registration date : 28.12.08

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyFri Mar 13, 2009 3:05 pm

ქალი

ქალს გაფურჩქნილი ყვავილივით უჭირავს ქოლგა,
მივდევ და გავცდი:
კაფე "გაზაფხულს",
ჩემს სამსახურს,
საბაგიროსაც...
ისწორებს კაბას...
უსაშველოდ უხდება თეთრი,
მე კი - გალუმპულს - ნუცუბიძე მგონია შხარა...
და მიდის ქალი,
გზას ფარავს და...
მწვერვალსაც ფარავს.




esec sagazafxulo leqsi Very Happy

sunny
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი

ნიკა ჩერქეზიშვილი


Male
Number of posts : 256
Age : 41
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyWed Mar 25, 2009 9:34 am

"დამყავს გულისჯიბით ბეგონია"


ჩემი გულთბილი მოკითხვა მესხს..
Back to top Go down
http://www.geogen.ge
renuari

renuari


Female
Number of posts : 118
Age : 62
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyFri Jun 05, 2009 7:11 pm

------------------------------------------------


დაბნეული ლექსი

თუ გინდა, ბოლოდან დავიწყოთ:
როგორც გადაფრენა ფოთლების,
ანდა ჩამოფრენა მერცხლების...
ვერ ვძღები
მზით და,
წვიმით და,
ზღვით და
ფანჯრიდან ყურებით...
ლოდინი...
თასები...
სურები...
არც ისე მარტივი შუქურა
მიეყრდნო
ნაპირთან რიკულებს.
მიყურე!..
თუ გინდა დავიწყოთ თავიდან:
შენ თურმე კეთილი მწყემსი ხარ,
მილალავ ფარას და მილულავ
თვალებს
ჩამოტეხილ ბალახზე,
და მერე ჩურჩულით გამანდობ,
რომ ხვალ ეკლიანი გვირგვინით...
მე კი მესიზმრება
კატმანდუ,
დიოსკურია და სინოპი,
მაგრამ რა ხანია ვაბრუნებ
ერთი და იგივე
კინოფირს
თავიდან... დავიწყოთ თუ გინდა,
როცა შოკოლადით მოსვრილი
დამტოვე
ქარიან ქუჩაში,
მერე
მოიჯარა კედლები
სქელ და შეუღწეველ ღრუბლებად,
(იყოს პირიქითაც...)
უფლება
მომეცი ყვირილის ოღონდაც,
როცა დამეკარგე,
ხომ მქონდა?..
თეთრი აბრეშუმის პერანგი,
ისიც ამ ლექსივით დალამბულ
ბადეს მაგონებდა...
სალამბო...
იჯდა ძელსკამზე და წავიდა, -
თუ გინდა დავიწყოთ თავიდან:
მახსოვს დაგრეხილი ბაგირი
შხარა,
მყინვარი და
თეთნულდი...
იწვა თოვლი,
როგორც სასჯელი,
იქვე, ჩამომტვრეულ კბოდეზე,
მაგრამ არ ვფიქრობდი
არაფერს დღემდე,
უფრო სწორად,
როდესაც
ცამდე აშოლტილი ნაძვები,
მთვარის ჩამოგდებას ლამობდნენ.
ვიღაც ჩამძახოდა: ”რა მოგდის?”
მე კი
უსუსური,
მორჩილი,
როგორც დამტვრეული ბალახი,
ახლა თვალები რომ მილულე,
ვგავდი ფერგადასულ ბალდახინს,
მონას - უმოწყალოდ გაროზგილს...
როდის ამოიჭრა ტაროსი,
როცა საკუთარ თავს არ ვგავდი
ფესვებგადახსნილი
კაქტუსი...
რატომ მეგონა, რომ ჩამრგავდი,
თუნდაც გამოფიტულ ქვიშაში?!
მერე მოვუკიდე...
ჰაშიში
მისწვდა თირკმლებსა და ხერხემალს...
ყვავილს ვინ ჩიოდა,
იმ წუთას
ერთი ღილი მაინც მქონოდა
სულის შესაკრავი
შიგნიდან...
მქონდა ფანქარი და
წიგნი და...
კბილით ვაწვალებდი მოლოდინს.
თუ გინდა
დავიწყოთ ბოლოდან:
როგორც გადაფრენა ფოთლების,
ანდა ჩამოფრენა მერცხლების...
Back to top Go down
nukri bereTeli

nukri bereTeli


Male
Number of posts : 28
Age : 41
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyFri Jun 05, 2009 10:01 pm

* * *

შენ ზიხარ ნერვიული, ყავა და კონიაკი...
არა ვარ ეჭვიანი, გავყურებ მებადურებს
და მაინც მგონია, რომ (არ ვიცი, მგონია კი?!)
ზღვაური მოფრინდა და თბილ ხელებს გიფათურებს.

და ასე, ნება-ნება, შენ _ ყავას, მე _ თოლიას
ვუბრუნებ მზის ამოსვლას ბამბუკის ანკესებით;
შენ ზიხარ ნერვიული, აბოლებ მენთოლიანს,
და მფერფლავ იდუმალი თვალების დაკვესებით.

შენ ზიხარ ნერვიული...

cheers
Back to top Go down
renuari

renuari


Female
Number of posts : 118
Age : 62
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyTue Jun 09, 2009 1:27 am

***
განვედ, ჟამიერო ტრამალები
ისეც უღმერთობით დაოსილან,
ზეცას გამოკვრია ფრთამალივით
ღრუბლის ნაცრისფერი სამოსელი.

მარტმა ამინდები აურია,
გულზე დამაბნია კამეები,
როგორ უხმაუროდ ხმაურობენ
შენი ნაჩუქარი ღამეები...

ღმერთო, რა კარგია შენ რომ მყავხარ,
ღმერთო, რა კარგია შენ რომ მყავხარ,
ღმერთო, რა კარგია შენ რომ მყავხარ,
ღმერთო...
Back to top Go down
მინდია

მინდია


Male
Number of posts : 165
Age : 37
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyTue Jun 09, 2009 9:33 am

მოხუცები

დუღს ფელამუში.
მოხუცები კაკალს კინძავენ... ძველი წლებივით...
მაგრამ რა ქნან? -
ძაფია მოკლე.


დედა

/მამას/

ეპიზოდებში...
იყო და არა იყოსავით
გაკრთება მამა.

სულ სხვანაირად მახსოვს დედა -
გაწეწილ ქარში მიდიოდა შიფონის თავშლით,
თან მივყვებოდი:
პატარა ბავშვი...
დიდი ბავშვი...

ეს "დიდი ბავშვი"
ახლა გულით ატარებს დედას
და ქარს დაჰყვება.
Back to top Go down
http://www.xevsureti.ge
renuari

renuari


Female
Number of posts : 118
Age : 62
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyThu Jun 11, 2009 12:37 pm

------------------------------------------------


ქარის მეტამორფოზა

სეხნიას

სეხნი,
გაუფრთხილდი თითებს,
ხშირად სწორედ მათი გადაგრეხვით იწყება საკუთარ თავთან ჭიდილი,
და თვალებს ნურასოდეს ააფარებ ლიბრს,
რადგან ისედაც ვერ ხედავენ თვალები,
და გულის მიღმაც შეიძლება იყოს მორყეული ბოგირი,
სადაც მშიერი ძაღლი სალაფავს ელის
და სცივა...

სინამდვილეში მხოლოდ ამ მღვიმეების ბინადარმა,
სტალაგმიტებთან ატუზულმა სიკვდილმა იცის,
რომ ამქვეყნად ერთადერთი მზეა,
რომელიც არასოდეს ჩადის და რომელსაც მისი სახელი ჰქვია.
აქედან შორს,
კარსტული მღვიმეების სინესტეში,
ტაოტისფერი ზღვების ზეფირში დაცურავენ
ქალაქებისა და დედოფლების სეხნია გემები
და მომწიფებული ფოლიკულებივით ტოვებენ ვიწროყელიან სრუტეებს.

შენ ჩემი სეხნია ხარ.
მზის გულში ჩაწებული ფუნჯებით გხატავ,
ყოველდღე შფოთიან სიზმრებში გნახულობ, -
და მაინც,
არ მიყვარს მარტი,
როცა ვნებიანი მიმოზები გათრობენ და
ჭიშკართან დაგუბებული სურნელი პირობით საზღვარს გიწესებს,
როცა გაწეწილი ზღვაური ბამბუკის ტოტებს ერჩის
და მამხელს...
ამ დროს ქაშმირის ლალივით ვწითლდები
და ვხვდები -
მიყვარხარ.

მიყვარხარ...
შენ ჩემი სეხნია ხარ,
მკერდსავსე ნაპირზე ცხოვრობ,
ჯიშიან სხეულს ანებივრებ...
...ეს მე ვარ,
საკუთარ თავს უდაბნოში გაბნეულ ხელოვნურ მარგალიტებად ვაგროვებ
და ზვირთსაჭრელთან მიმაქვს,
რათა ხელახლა გადავყარო ზღვაში...
იქნებ, რომელიმე მაინც გაცოცხლდეს,
რომელიმე მაინც გადაიქცეს თუნდაც სასაცილო მოლუსკად...

ახლა,
როცა მწუხრივით გარდაუვალია ქარის მეტამორფოზა,
ვახშირებ სუნთქვას...
მუჭში მომწყვდეული დაბადების მოწმობა მამცნობს:
დედა - ნადირობის ქალღმერთი დალი,
მამა - ირმის ნახტომიდან ასხლეტილი ცეცხლოვანი კომეტა,
დაბადების ადგილი - ერცახუს დასავლეთი კალთა,
დაბადების თარიღი - შხაპუნა წვიმების სეზონი,
და იქვე - თითქმის გადაშლილ ბეჭედთან -
”დაიბადა მკვდარი”...

თითებს გაუფრთხილდი, სეხნი!..
Back to top Go down
renuari

renuari


Female
Number of posts : 118
Age : 62
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyThu Jun 18, 2009 9:11 pm

მე და შენ რა ვქნათ?

თითქოს-და ჯვარი გარდაგვსახეს
თვითმფრინავებმა,
როდესაც თითქმის მართი კუთხით
დასერეს ზეცა.

ხვალ საღამომდე არ ჩამოვლენ
რკინის ჩიტები,
გულსა და ჩიჩახვს გაივსებენ
უცხო ჰაერით...

მე და შენ რა ვქნათ?
არც ფრთები გვაქვს,
არც საბუდარი,
არც არაფერი...
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი

ნიკა ჩერქეზიშვილი


Male
Number of posts : 256
Age : 41
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyFri Jun 19, 2009 10:45 am

უთავბოლო ლექსი

დღის ბოლოს საოცრად ბრჭყვიალებს ქალაქი,
ვაჟაზე მოვდივარ დაღლილი ფიქრებით,
ჭადარი ასფალტზე პასეანსს ალაგებს
ფოთლების, - ვუკიდებ და ისევ მიქრება
ასანთი... ბილბორდზე პიკასოს ნახატსაც...
(უბრწყინავთ ნოტიო ფარები ავტოებს...),
რატომღაც მგონია, წავალ და რაღაცა
დამრჩება კარს მიღმა, ან განზრახ დავტოვებ!..
Back to top Go down
http://www.geogen.ge
robert meskhi

robert meskhi


Male
Number of posts : 7
Registration date : 04.01.09

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyFri Jun 19, 2009 7:05 pm

მსგეფსი

დავშორიშორდით.
ადრე იყო, -
ჩემს ხელებს რომ დაატარებდი
ფართო ჯიბით,
სითბოსთან ერთად,
და ამბროზიის გდიოდა სუნი.
რა იოლია ყველაფერი დროს დააბრალო,
ანდა შემთხვევას,
და ბანქოსავით გადათვალო
კვირის დღეები:
დღე პირველი - „იყოს ნათელი!“
ცა - დღე მეორე...
ხმელეთი და ზღვები - მესამე,
მეოთხე - მთვარე, პოეტების თავშესაფარი,
(მზეც, ვარსკვლავებიც...)
დღე მეხუთე -
„გაავსონ წყალი თევზებმა და
ცა - ფრინველებმა...“
მერე -
მე და შენ, -
დასვენებამდე...
გავმრავლდით თითქოს,
მაგრამ მაინც დავშორიშორდით!..
რა იოლია ყველაფერი გველს დააბრალო,
გველს და ვაშლის ხეს,
როცა უბრალო სიზმარიც კი ვერ ამიხსნია:
ვითომ
წითელი ნეკნებისგან კიბე შევკარი,
შენ კი იდექი -
კიდევ ერთი სვეტი
მარილის.
Back to top Go down
robert meskhi

robert meskhi


Male
Number of posts : 7
Registration date : 04.01.09

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyFri Jun 19, 2009 8:48 pm

რობერტ მესხი Robert13

რობერტ მესხი

თიხის ჭურჭელი

სიგარეტივით -
ყველაფერი ძალად ჩავკალი,
ტალღის ხმაური,
მიმოზების გადაყვითლება...
წარსულსაც ქარის არტერია გადავუჭერი.
ახლა დაცლილი ბოთლებივით ვიბარებ დღეებს,
მე - გაბზარული თიხის ჭურჭელი.
Back to top Go down
Tabagari Tea

Tabagari Tea


Female
Number of posts : 122
Age : 37
Registration date : 27.12.08

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptySat Jun 20, 2009 1:54 am

სონეტებით აღვფრთოვანდი ''ნიჟარებში'' და არა მხოლოდ...



გამორჩეული პოეტი ხართ და უძვირფასესი მეგობარი ჩემი! flower
Back to top Go down
robert meskhi

robert meskhi


Male
Number of posts : 7
Registration date : 04.01.09

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptySat Jun 20, 2009 3:08 pm

თეა, მეგულები და მეიმედები და ვამაყობ შენით, როგორც ერთგული მეგობრით!
მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ შენს უფაქიზეს ლექსებთან ერთად! sunny
Back to top Go down
robert meskhi

robert meskhi


Male
Number of posts : 7
Registration date : 04.01.09

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptySat Jun 20, 2009 3:10 pm

ლექსი, რომელიც არ უნდა დამეწერა

რატომ ხდება ასე თუ იცი?
ბუხარში რომ ცეცხლი ჩავანთე,
ჩამიქრა ალი,
ზაფხული მეთქი და...
ქრისტეშობისთვემ შემომიღო რკინის კარები.
გეძებ, - სადა ხარ?
რომელ ქალაქში გადაწყვიტე გადაბარგება?
რომელ ქუჩაზე
უნდა ვდიო წაშლილ ნაკვალევს?!.
არ გაბედოო...
მომწერეო, - რომ იწერები, -
რატომ და რისთვის?!
ანდა მთლად რომ გავღეღე მკერდი,
გულს რად უნდა ხელის შეხება?
ისედაც ფეთქავს,
ყველა ძარღვით,
ყველა ღიმილით...
რატომ ხდება ასე თუ იცი?
ვეღარ შევძელი,
ვერ ამოგშალე სიზმრებიდან,
ვერც ოცნებიდან,
ვერც ამ ჩაშლილი სპირალიდან,
ტვინი რომ ქვია
და უშენოდ ვეღარ აზროვნებს...
ოჰ, ღმერთო ჩემო,
რა უმწეო ვყოფილვარ თურმე,
იმაზე მეტად,
ვიდრე მეგონა...
და მაინც,
მაინც,
რატომ ხდება ასე თუ იცი?..
მარცხენა თვალი მითამაშებს,
შეგხვდები, ალბათ...
Back to top Go down
renuari

renuari


Female
Number of posts : 118
Age : 62
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyTue Jun 30, 2009 11:25 am

"პირველი რადიო", ფმ 102,4 გადაცემაში "პიკის საათი", ყოველ ოთხშაბათს, 08.15 წუთიდან აშუქებს მწერლისა და წიგნის ამბებს, ავტორია ეკა ტალახაძე. ჰოდა წინა ოთხშაბათს, რომ არაჩვეულებრიავი , "ბურძგლებიანი" სიუჯეტი შემოგვთავაზა "სანათას წიგნზე" და რომლის მოსმენა შეგიძლიათ "რადიო1.ჯე "ვებგვერდზე, ამ ოთხშაბათს ანუ ხვალ, 1ივლისს გვთავაზობს პოეტ რობერტ მესხთან საუბარს.

ეს ბაომ დაწერა და დარწმუნებული ვარ აზრზე არ ხარSmile))))

ჰო და არ გამოგრჩეს! lol!
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი

ნიკა ჩერქეზიშვილი


Male
Number of posts : 256
Age : 41
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი EmptyTue Jun 30, 2009 3:55 pm

მე თუ მკითხავს ვინმე, ვამბობ, რომ დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოეტია რობი.. ძლიერია იმით, რომ არ იტყუება, ტვინს არ ჭყლეტს და არც თითებიდან წოვს ჰაერს, სუნთქავს ძალიან თავისუფლად და სუფთად..
Back to top Go down
http://www.geogen.ge
Sponsored content





რობერტ მესხი Empty
PostSubject: Re: რობერტ მესხი   რობერტ მესხი Empty

Back to top Go down
 
რობერტ მესხი
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next
 Similar topics
-
» რობერტ ბერნსი

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: