Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მირზა გელოვანი Sat Mar 02, 2019 12:17 am
About Mirza Gelovani By Mikho Mosulishvili
Here I painted a portrait of the Georgian poet Mirza Gelovani, who was killed in 1944, in the Second World War when he was only twenty-seven years old from birth. By this time, he had managed to become a senior lieutenant and platoon commander in the Soviet army in battles against the Nazis of Germany, and despite the horrors of the war, Mirza still wrote excellent lyrics of war and love. For example, this verse was written several months before death:
Don't write to me By Mirza Gelovani
Don't write to me, that almonds blossomed in gardens, That Sky came down on Mtatsminda*, That Georgia in this spring, As always, looks like Gem.
That Ortachala** is dressed in white That you also dressed the dress of flowers, And Mtkvari*** always moans, When it passes near Metekhi****
Last night I was fighting in fire and tempest And through mists of horrible battles, I saw, somewhere, behind us, Tbilisi was sparkling.
The almond tree was blossoming in Ortachala**, The sky was lying over the shoulders of Mtatsminda* And you, my dear, in this spring, As always, looked like Gem.
Don't write to me...I know in which Colors Tbilisi is blossoming now, I know that somebody walks in fields at night, And soaks green grass.
I also know, that good weather Brings pleasant heartbeat, And if bullets mercy me till the end, And again we meet springs together -
I'll say to you, that I came from battles And stay with you till the death, That the sun of the spring is beautiful, Sun of victory - after the war.
--- * Mtatsminda - mountain near Tbilisi. ** Ortachala - district in Tbilisi. *** Mtkvari - river. **** Metekhi - castle and Church in Tbilisi.
Mirza Gelovani 1917–1944 Georgian poet Mirza Gelovani fought in the Soviet ranks during World War II. His work was recognized early on for his “childlike wonderment at nature,” and Gelovani was later characterized by Donald Rayfield as having the ability to “transcend patriotic heroics and invest the horror of war with a naïve enjoyment.”
Gelovani was killed during the crossing of the Vistula River when he was 27 years old. He was posthumously awarded the Shota Rustaveli State Prize in 1975.
Last edited by Admin on Sun Nov 22, 2020 12:07 pm; edited 4 times in total
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მირზა გელოვანი Sat Mar 02, 2019 12:19 am
მირზა გელოვანი
დაითენთა
ეს საღამოც თითქოს დაითენთა, ცის დასავალს ღვინო დაიღვარა. მე მინდოდა შენთვის რაღაც მეთქვა აღარ გეტყვი, არა, არა, არა.
ხომ უყურებ, მზე კუბოში ჩაწვა, დაილია სხივთა სიკაშკაშე, მე მინდა, რომ ეს საღამო დავწვა, შენ მეხანძრის როლი ითამაშე.
ნუ გაოცებს ცის წითელი ფერი, გამიგონე, ღვინო დაიღვარა. მსურდა შენთვის მეთქვა ყველაფერი, აღარ გეტყვი, არა, არა, არა.
მწერლის დრო 02 04 2015 mwerlis dro •Apr 4, 2015 „მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი“ - თამრი ფხაკაძე მირზა გლოვანის შესახებ.
Last edited by Admin on Sat Mar 21, 2020 6:34 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მირზა გელოვანი Sat Mar 02, 2019 12:20 am
მირზა გელოვანი
ასე წავიდა ღამე...
ასე წავიდა ღამე, ასე მოვიდა დილა, ასე ნაბავდი თვალებს, ასე მაქციე ჩრდილად.
ასე ვხვდებოდით უხმოდ, ასე დავშორდით ჩუმად. ასე მწყურიხარ ახლაც, ასე დავტირი გაყრას.
Last edited by Admin on Sat Mar 02, 2019 12:14 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მირზა გელოვანი Sat Mar 02, 2019 12:14 pm
მირზა გელოვანი
ხევსურული ნანა
- დაიძინე, ქალავ, თორო შავი ღამე ფშვინავს, დაიძინე დედის თოლო, დაიძინე, შვილავ!.. ახლა გარეთ ოჩოპინტრე დადის, ნისლის ქუდი პატარა რქებს მალავს, მძივს აგისხამ, სამძჲმარას დარდო, დაიძინე, ქალავ!.. ღამეა და უღამური ღამე - არც ვარსკვლავი ბზინავს. დავიღალე... დაიძინე, ქალავ! დაიძინე, დედის თოლო, ძილს სიმშვიდე მოჰყავს. დაიძინე, ქალავ, თორო გაბაცდება ლოყა. მამაშენი ქარაფებში ათევს, ჯიხვის მწვადებს ჩამოგიტანს მამა... იქნებ ახლა ლეკურ ხანჯალს ფართეს წმინდა სისხლი კალმახივით ნამავს. ჭრაქის შუქი ფარფატებს და ლანდობს, კერას უკვე სძინავს. დაიძინე, სამძიმარას დარდო, დაიძინე, ძილავ...
1937 წელი ბალადა
Last edited by Admin on Sat Nov 20, 2021 10:35 pm; edited 3 times in total
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მირზა გელოვანი Sat Mar 02, 2019 12:18 pm
მირზა გელოვანი
ჩემი ლექსები
შენ არ მოდიხარ, დიდება მიცდის, ვითვლი საათებს, ყვითელ უწყებებს... ჩემი ლექსები, როგორც მილოცვა, მათ, ვინც არასდროს არ მივიწყებენ! გაბზარულ სხივებს - ამართულ ხელებს, საღამოს, დღეში - თრთოლვას, ძიებას, ძვირფას სახელებს, უცნობ სახელებს ჩემი ლექსები, ვით პატიება! მეგობართ ჩრდილებს, მეგობართ წყებას. ტრფობას დამალვის, არგამოჩენის, როგორც სიკვდილშიც არდავიწყება. არ დაივიწყებს ლექსები ჩემი.
1944 წელი, ფრონტი
Last edited by Admin on Sat Mar 02, 2019 1:49 pm; edited 2 times in total
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მირზა გელოვანი Tue Mar 03, 2020 2:49 pm
მირზა გელოვანი -,,შავლეგო" / Mirza Gelovani -,,Shavlego" Published on Feb 9, 2017 P.S (ბ ა ლ ა დ ა) (შავლეგო არსენას რაზმელი ყოფილა.) [ხალხური რწმენა] / (S T O R Y ) (Shavlego Was Arsena's Soldier) [Folk Belief]
კითხულობს: შალვა ბერიანიძე Reading By Mr. Shalva Berianidze
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მირზა გელოვანი Thu Apr 23, 2020 2:22 am
მირზა გელოვანი
სახეში გვათოვს...
სახეში გვათოვს, მტერი არა ჩანს, სიკვდილის ნატვრა გამიხდა დარდად, ვდგევარ სხივებით, სველი ფარაჯა არაფერს მაძლევს, სიცივის გარდა. რა სასტიკია, რა სატირალი სხვის ქვეყანაში თოვლი პირველი. ... მე ვხედავ თოვლზე დაყრილ ნაფოტებს. მეზობლის ბიჭი ამზადებს მარხილს. ბაღში ჩემი ძმა დაბერტყავს ტოტებს, თოვლის სიმძიმით მიწაზე დაყრილს. გუზგუზებს, ოხრავს ჩვენი ბუხარი, ფანჯრის მახლობლად ჭყივის ბეღურა, ჩემს დაკარგვაზე დედა მწუხარებს, ცხოვრება მაინც ფეთქავს ძველებურად. და მამაჩემი, კარგი, კეთილი, შრომობს, ჩუმი და გულდაკეტილი. მინდა იქ ვიყო: გაყინულს, დაღლილს მათრობდეს ბუხრის მახლობლად წოლა, მესმოდეს ყეფა მეზობლის ძაღლის და უნებურად მივლიდეს ჟრჟოლა. ან ვიყო ბავშვი, ტკბილი ფიქრებით ბეღურებსავით ვაგებდე ბინას, ან ვუცქეროდე: თოვლის ფიფქები როგორ ადნება ფანჯარის მინას. მაგრამ ომია, დღენი წავლიან, მე კი ვერ ვიგრძნობ მშობლიურ სითბოს, იქ, ჩვენს ეზოში, ძაღლი ჯავრია ჯავრობს, ყმუის და ეს მე ვარ თითქოს.
1944 წელი, ფრონტი
Last edited by Admin on Wed Feb 17, 2021 7:15 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მირზა გელოვანი Sun Nov 22, 2020 12:02 pm
მირზა გელოვანი
დასაწვავი კალმახი
მწვანე ფოთოლს დაგამგვანე, ვერ მოგწყვიტე სამწუხაროდ, უშნოობა დამაბრალე, ბალღი ხარო. დღეს კი ვნატრობ, დასახრჩობად მომახვია შენი თმები, კალმახი ვარ, ცეცხლზე ცოცხლად დამაგდეს და ვიხრუკები.
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მირზა გელოვანი Tue Mar 02, 2021 7:05 pm
მირზა გელოვანი
*** შეხვედრისას ქარი ჰქროდა, მთვარე ვარსკვლავთ თითქოს თვლიდა, ვერხვს ლამაზი ტანი ჰქონდა, ტანს ვიღაცა ჩემსკენ ხრიდა. ღამევ,ჩვენი შეხვედრისას, იცინოდა ზეცის კარი, მიგიგავდა ტანი ისარს, მეც მშვილდივით აგეკარი.
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მირზა გელოვანი Tue Mar 02, 2021 7:08 pm
მირზა გელოვანი
იქ, სადაც სხვები ქვებს დაემსგავსნენ
იქ, სადაც სხვები ქვებს დაემსგავსნენ სისხლის წვიმაში, ტყვიების ჩქერში. მე არ ვკარგავდი სიმაღლეს ჩემსას, რომელიც ოდეს გიყვარდა ჩემში. და სასიკვდილო ტყვიების ფარფატს, ღამეში გაწვდილთ ცეცხლის ენებად, მე ვუცქეროდი, როგორც სანახავს, როგორც უცოდველ მშვენიერებას. ხანძრებს, ღამეთა კალთაზედ გაშლილთ, გზებზე ჩახერგილ ღამეთა ლოდებს, მე ვუცქეროდი თვალებით ბავშვის, რომელიც ასე გიყვარდა ოდეს.
Last edited by Admin on Sat Nov 20, 2021 10:49 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მირზა გელოვანი Tue Mar 02, 2021 7:10 pm
მირზა გელოვანი
მე მინდოდა იავნანა...
მე მინდოდა იავნანა, როგორც ნაზი პოემა... რაც ვერ მოკლა შენმა დანამ, მოკლა სიმარტოვემა.
ოი, როგორ მედიდური მქონდა გული ბავშვობის, ოი, როგორ დაგემდურე, ოი, როგორ დაგშორდი.
და არ ვიცი, იქნებ დაჭრილს მომწვდეს შენი მარჯვენა და ეღირსოს უხმო აჩრდილს ქვეყანაზე დარჩენა.
Last edited by Admin on Wed Mar 03, 2021 10:03 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მირზა გელოვანი Tue Mar 02, 2021 7:14 pm
მირზა გელოვანი
ცას შეასწორებს უცნობი ხელი...
ცას შეასწორებს უცნობი ხელი, დაუსრულებელს და უყავაროს, ეს მხარე მოყვარს თვალებით შენით, მზეების ჩემის აღმოსავალო.
სხივებს გადახრის გრიგალი ურჩი, როგორც უხრია სწორი ვერხვები, მე მოვალ მაშინ ცასავით ლურჯი და შენს უღონო მხრებს დავეხრები.
მოვალ, მოვითხოვ იდუმალ შველას, თუ გზა მეყო და ბედი მეღირსა, რომ, ჩრდილოელო, ამბორმა შენმა გადამწვას შვილი მზეთა ქვეყნისა.
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მირზა გელოვანი Sat Nov 20, 2021 10:57 pm
მირზა გელოვანი
*** უცნობ სურვილს გვახვევდა გზა ფოთლებით ნაფენი, მთვარემ თმებზე დაგხედა და მახსოვს ყველაფერი; შენთან გაბაასება, გახარება წამითა, მერე გულის ავსება შენითა და ღამითა.
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მირზა გელოვანი Sat Mar 19, 2022 2:36 pm
მირზა გელოვანი
შენ
შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა გაუგონარი, მღვრიე დაწვითა, შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა და ამხანაგის გულში გაცივდა. როგორ დაეცა იგი დაჭრილი, როგორ კაწრავდნენ მიწას თითები და გაზაფხულის შორი აჩრდილი როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით. მაგრამ მითხარი, განა გიშველის, რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო! რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი ბავშვი უსახლო და უდედმამო! შენ მიდიოდი... გზა იყო სისხლის და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს... სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის, თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე.