Number of posts : 534 Age : 32 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი Sat Jun 20, 2020 11:37 am
ბლიცინტერვიუ მიხო მოსულიშვილთან
ლიტერატურული გაზეთი·THURSDAY, APRIL 23, 2020·READING TIME: 1 MINUTE
- რამდენად რთულია მწერლისთვის, იყოს იზოლაციაში და, გარკვეულწილად, მოწყდეს სამყაროს? - თითქოსდა არცთუ ისე რთულია, რაკი წიგნის წერისას მაინც ხომ განმარტოებული ვარ ხოლმე და მიჩვეული უნდა ვიყო ვითომ, მაგრამ წიგნს რომ მორჩები, მერე ხომ გინდა გარეთ? და ვეღარ უკვე... რთულია მაინც. არც ამ საყოველთაო იზოლაციის ყურებაა იოლი, როცა ადამიანები იძულებული არიან, შინ ისხდნენ და ზოგს ძალიან უჭირს, ყველას ხომ არ უყვარს და არც შეუძლია განმარტოება, და იმათი განმარტოების განუმარტოებლობა კიდევ ჩემზეც მოქმედებს მერე და აირევა ხოლმე ყველაფერი, როგორც გალაკტიონს აქვს შემოთვლილი, რომ აირევი ივერიაო, აი, სწორედ ესეა დაახლოებით... ისე აირევა, რომ მზერაში მაინც გაიბლანდება ხოლმე იმ უამრავი კუბოს სატელევიზიო კადრები, კორონავირუსით გარდაცვლილებს რომ ეკუთვნით და სხვადასხვა ქვეყანაშია გადაღებული, პანდემიის პიკში რომ არიან და - ეს ჩემი განმარტოებაც აღარ გამოდის უკვე და სიჩუმეს იმდენი როგორღა უნდა მოვუსმინო, რომ ბოლოს დავინახო კიდეც და მერე სწორად დავწერო?
- ყველაზე მეტად რას ვერ ეგუებით და რა აღმოჩნდა თქვენთვის სასიკეთო? - რას ვერ ვეგუები და, როგორც კი ჩემს თავისუფლებას დაემუქრება ვინმე ან რამე, ადამიანი-ურჩხული იქნება თუ კორონა-ვირუსი, ეგრევე, და უკვე მექანიკურადაც კი, ვერაგ და დაუნდობელ მტრად აღვიქვამ... ეს „მტერიც“ სწორი სიტყვა ვერაა აქ და მთის ლაპარაკის მიხედვით, აქ „დუშმანი“ უნდა, რადგანაც მტერთან შეიძლება ვიშუღლო, დავჭრა, აქეთ დამჭრას, მაგრამ იმისი მოკეთედ გადაქცევის შესაძლებლობა სულ არის, თუ არ შევაკვდით ერთიმეორეს, რასაკვირველია; ხოლო დუშმანის შემთხვევაში იმთავითვე გამორიცხულია ესეთი ფიქრი, რაის მოკეთე და რისი გაგება, დუშმანია და ან ის გაჭმევს ქვიშას, ან შენ გაუშვებ გაღმა, მარილზე... ამ „სასიკეთო რა გამოდგაზე“ კიდევ - ჯერ იმ ჭკვიანი ებრაელების ნათქვამს გავიმეორებ, სიკვდილის გარდა ყველაფერი კარგია, რაც შეგემთხვევა, რაკი გაძლიერებსო, რომ ირწმუნებიან ხოლმე... და მერე კიდევ იმას გახარებთ, რომ დილ-დილაობით მარტო შაშვი კი აღარ, ახლა უკვე ბულბულიც გალობს ხოლმე ჩემი ეზოს დიდი ცაცხვის კენწეროდან. რაღაც სრულიად წარმოუდგენელ და გენიალურ დუეტებს გამართავენ ხოლმე და მურმან ლებანიძე ერთ ლექსში კი ირწმუნება, ბულბულს მირჩევნია შაშვიო, მაგრამ მე მაინც ორივე ძალიან მაგარი მგონია, ერთი თუ მოცარტია, მეორე - ბახია, ალბათ; ანდა, სულაც, პირიქით...
- ამბობენ, მწერლებს წინათგრძნობის უნარი აქვთო - ეთანხმებით? - მარტო მწერლებს არა, ზოგადად, ადამიანებიდან ზოგიერთს აქვს წინათგრძნობის უნარი, თან ძალიან. მაგრამ რაკი მწერლებზე იყო კითხვა, გეტყვით, რომ, მგონი, იმათთანაც იგივე ხდება: ზოგიერთს განსაკუთრებული უნარი აქვს ამისი. უნარიც იმდენად არ ეთქმის, უფრო ნიჭია ეს, ზემოდან ნაწყალობევი... აი, წარმოიდგინეთ, მეცხრამეტე საუკუნეა, ბუნებაში არაფერი არეულა ჯერ, ზამთარი ისევ ზამთარია და, ჰარმონიაა, მოკლედ; ღამ-ღამობით სანთელი და ნავთის ლამპები უნთიათ ხოლმე და ვისაც ესენი არ გააჩნია, ბუხრის ცეცხლის შუქზეც კი უხდება წერა და ისიც, ის გენიალური ცალთვალა სწორედ ამ ბუხრის შუქზე ნაწერებით გვიწინასწარმეტყველებს, რომ - ერთ-ერთ მთავარ მესიჯს ვამბობ მისი შემოქმედებიდან - თუკი ბუნებას არ გავუფრთხილდებით და მის წონასწორობას დარტყმებს მივაყენებთ, მაშინ ბუმერანგივით სულ უკან დაგვიბრუნება ის დარტყმები!.. აჰა, გავიდა ასიოდე წელიწადი და გლობალური დათბობა გვაქვს უკვე, დედამიწა არეულია, ანტარქტიდაში ყინულების მთები სწყდება კონტინენტს და თავისუფლად დრეიფობენ ოკეანეებში, კლიმატური ზონები პოლუსებისკენ მიიწევს, გაზაფხული ზაფხულს გამოემგვანა, შემოდგომა - გაზაფხულს, ზამთარი კიდევ სულ გადაიკარგა და თბილისში თოვლი გვენატრება უკვე... მოკლედ, მარტო ივერია კი არა, სრულიად დედამიწაა არეული და თან ახალი ვირუსებიც ჩნდება, კოვიდ-19 გინდა თუ კიდევ ახლებიცაა მოსალოდნელი და ვეღარ ვუმკლავდებით... ჰოდა, ჰქონია თუ არა ვაჟა-ფშაველას წინასწარმეტყველების ნიჭი?
- როგორ ფიქრობთ, რა გამოძახილს ჰპოვებს ეს პანდემია მსოფლიო და ქართულ ლიტერატურაში? - აქტიურ და, როგორც წესი, უნიჭო მწერლებში ძალიან დიდს - რამე ისეთი ხომ უნდა მოარტყან, რომ კარგად გაეყიდოთ. და კარგი მწერალი ცალკე პანდემიაზე ძნელად თუ იფიქრებს, პანდემია რაღაც მოვლენებთანაა გადაჯაჭვული და, ალბათ, ესეთ ერთიანობაში თუ დაიწერება რამე კარგი...
- ურჩიეთ მკითხველს თქვენი საყვარელი წიგნი... - საყვარელი წიგნი მე რომელი მგონია და, ის კი არა, მარტო ქაღალდზე რომაა, ძლივს წასაკითხად და მერე თაროზე დასამტვერად, არამედ სწორედ ის, ქაღალდიდან წამოდგომა და ადამიანების წარმოსახვაში სიარული რომ იცის. ესეთი წიგნები ბევრი არაა, ჩამოსათვლელად ჩვენი ერთი ხელის, კარგი, ორივე ხელის თითებსაც იკმარებენ... აქეთ ვაჟა-ფშაველა და შოთა რუსთაველი, და იქით - მიგელ დე სერვანტეს საავედრა და უილიამ შექსპირი იყოს ჯერ-ჯერობით და... თუ უფრო თანამედროვე გვინდა, მაშინ აქეთ - ოთარ ჭილაძისა და გურამ დოჩანაშვილის წიგნებს ვიტყოდი, იქით კიდევ - ჰერმან ჰესეა, გაბრიელ გარსია მარკესი, ტომას ვულფი, უმბერტო ეკო და სხვებიც, მაგრამ, მოდი, ჯერ-ჯერობით ჯორჯ მარტინის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერას“ შევუტიოთ - ეს ბოლოს დასახელებული ნაწარმოები ექვს თუ შვიდ დიდ ტომად არის და თუ შინ არ აღმოგაჩნდათ, არ იდარდოთ, რომ მაღაზიაში ვერ ვიყიდოთ ამ კარანტინის გამო, რაკი ამ ნაწარმოების საფუძველზე სერიალიც არის გადაღებული, სახელად „სატახტოთა თამაში“ და არც იმისი ნახვა იქნებოდა ურიგო...
„ვაჟას საქართველო ის საქართველოა, „როცა ის თავის თავს ეყუდნოდა“. მხოლოდ რამდენიმე ლირიკული ლექსი არღვევს მთლიან ილუზიას, მისთვის ბაგრატიონები არ არის ისტორიული ანაქრონიზმი, - ვაჟა თითქოს ერეკლეს ბანაკში სწერს თავის ლექსებს”. ტიციან ტაბიძე - „ომის თემა ქართულ მწერლობაში”, 1915
აი, ეგრე დაინახავს ტიციან ტაბიძე ვაჟა-ფშაველას სიცოცხლის მიმწუხრისას, როცა ვაჟას ბოლო ლექსზე „ფშაველი ჯარისკაცის წერილზე” დაწერს. დაინახავს ბაგრატიონების ბანაკში მჯდომს, ანუ თავისუფალ საქართველოში და, შესაბამისადაც, დამწერ-ამომთქმელს, თავისუფალი საქართველოდან მოლაპარაკეს. ამით ერთგვარ პარადოქსს შექმნის ტიციან ტაბიძე: თუმცა ვაჟა რუსეთის იმპერიის განაპირა პროვინციის მცხოვრებია ფიზიკურად, ის სულიერად თავისუფალ საქართველოში ცხოვრობს... და ამ ნათქვამით შენთვისაც იქმნება ალეგორია: რუსეთის იმპერიის ბატონობა მაშინ, როგორც კოვიდ-ვირუსის შემოტევა დღეს და იმდროინდელი საქართველოს შინ გამოკეტვა, როგორც ადამიანები გამოკეტა სახლებში დღევანდელმა ვირუსმა... გამოკეტა და, ჩემი არ იყოს, ბევრი ჩააგდო წვეთოვან სტრესში, უცბად მოვარდნილში კი არა, ნელ-ნელა და გამოზოგვით მოსულთან, დაბმული რომ ხარ და თითო წვეთი გეცემა, აი, ეგეთ შუასაკუნეობრივ წამებაში... ეს შუა საუკუნეები გაგახსენებს გალენისა და ჰიპოკრატეს უძველეს სიბრძნესაც: „სწრაფად გაიქეცი, რაც შეიძლება შორს და გვიან დაბრუნდი”, ანუ ლათინურად: Cito, longe fugeas et tarde redas, -- ეს იყო სწორედ ის დევიზი, რომელიც გამოიყენებოდა შუა საუკუნეების ევროპაში ეპიდემიების მძვინვარებისას, როცა მილიონობით ადამიანი იხოცებოდა და მკურნალობის სხვა საშუალება არ გააჩნდათ... ნეტავ, რანაირად იყო, რომ ჟამი თითქოსდა თავის ნებაზე მოდიოდა და მიდიოდა. რაო, რა, მასე უნდა ევლო? ეს კოვიდიც საიდანღაც მოვიდა და ესეც წავა ერთხელაც. და სულაც არა ადამიანის ნებით. ადამიანი ვერ სწვდება, რა არის ეს ჟამი, კოვიდ-19 გინდა თუ სხვები, ჩვენი ფიზიკა-ბიოქიმია იქამდე ვერ მივიდა, რომ გაიგოს ეს ჟამი და რა ვიცი, მაინც უნდა იეჭვო, რომ ადამიანის სურვილისამებრ - ვერა და ვიღაცის ნებით აქტიურდება და მერე პასიურდება; რომ ჩვენ ფიგურები ვართ ჭადრაკის დაფაზე და არა მოჭადრაკეები. ჰო, ესე გამოდის, რომ ჭადრაკის დაფაზე ვართ და არა დაფასთან მეთქი... აი, აქამდე მივედი და ჩემი სტრესის მოგერიებას, რომ - ვეღარ ვწერ და რა დროს წერაა, როცა ამდენი ხალხი იხოცება ჟამიანობის ამ შემოტევით და რომ ვაქცინა ჯერ ვერ აღმოუჩენიათ და არც არაფერს ამბობენ საიმედოს და რა ვქნა, რა ვქნა, - ვაჟა-ფშაველას პოემებში ჩახედვითა და იმათში ჩაღრმავებით შევეცადე... მანამდე სხვა წიგნები მქონდა გადმოღებული, თითქოს საყვარელი წიგნები, მაგრამ კოვიდ-19-ის პანდემიისას სრულიად უსარგებლონი, კითხვას რომ დაიწყებ და ვეღარ აგრძელებ, მერე დახურავ და შეცბუნებული იფიქრებ, ეს წიგნი როგორ, რანაირად და რატომ გიყვარდა... ასე მივაღწიე ვაჟას პოემებამდე და წავიდა და წავიდა, ოცდაჩვიდმეტივე პოემა გადავიკითხე 1990 წელს „ნაკადულის“ მიერ გამოცემული წიგნიდან, ედვარდ ამბოკაძისა და გოგი თოთიბაძის ილუსტრაციებით რომ არის დამშვენებული. ვკითხულობდი ნელ-ნელა და დაგემოვნებით, თავისი შეჩერებებითა და ჩაფიქრებებით, რომ აბა, ეს საიდან და ის ასე რატომ იქცევა და იმ მეორესთან მიმართებით სწორი თუა და აბა, აქ რომ მონიშნა, სულ დაეკარგა, თუ იქით უფრო გააძლიერა ესა თუ ის აქცენტი... ხედვის კუთხის სიახლით და მითოლოგიური სიღრმით ნეტავი საით არის, უფრო ვის უახლოვდება... ვინ აღარ წერდა პოემებს მაშინდელ საქართველოში, მაგრამ 27 წლის ვაჟამ დაგიდო „ალუდა ქეთელაური” - მითოლოგიური სიღრმით შუმერული და სივრცით - სრულიად საკაცობრიო, პლანეტარული გაქანების ნაწარმოები, პიროვნებისა და საზოგადოების უმთავრეს პარაბოლაზე. მაშინვე მოიხაზა კონტურები, მერე და მერე კი, მომდევნო ნაწარმოებების გამოჩენის კვალობაზე, უკვე იმის ფიქრიც თამამად შეიძლებოდა, რომ ვაჟამ პოემა აიყვანა ძველბერძნულ ტრაგედიამდე (ესქილე, ევრიპიდე, სოფოკლე), ზოგჯერ გააცდინა კიდევაც (თუნდაც `გველისმჭამელის~ და ლექსის `დევების ქორწილის~ შემთხვევაში) და ჩავიდა შუმერებამდე, იმათ მითოლოგიურ ხედვამდე; აქეთ, წინ კიდევ, გადაასწრო თავისი დროის მწერლებს, უკან ჩამოგვიტოვა ჩვენც და კიდევ რამდენიმე თაობა, გაგვცდა გვარიანად და მომავალში გვიცდის, რომ აბა, თუ მივალთ და როდის მივალთ იქამდე. ხედვის ძალიან საინტერესო და შენთვის დამაიმედებელი კუთხეა ამ შემთხვევაში ტიციან ტაბიძის დანახული ვაჟა, რომ იგი ისე წერს და იქცევა, თითქოს თავისუფალ გარემოში იყოს და არა იმპერიის ბაცილებით დავირუსებულში. მე არც იმ დანარჩენ ოცდათორმეტ პოემას ვწუნობ, მაგრამ პირადად ჩემთვის ამ ხუთ პოემას - განსაკუთრებით: „ალუდა ქეთელაურს” (1888), „ბახტრიონს” (1892), „სტუმარ-მასპინძელს” (1893), „სისხლის ძიებას” (1897), „გველის-მჭამელს” (1901) - რაღაც განუსაზღვრელი შინაგანი ძალა აქვს, ერთგვარი მარგი ქმედების კოეფიციენტი – კითხულობ და შენც გამოჰყავხარ იმ ვირუსების ბატონობიდან, რასაც ბოროტება ჰქვია, შიში და დაუნდობლობა ჰქვია და თითქოს ისეთ ვირუსებად სდევს კაცობრიობას, რომ მასთან „კოვიდ-19”-იც მონაგონია, ჯერჯერობით ნახევარ მილიონამდე ადამიანის მსხვერპლით; 2009-2010 წლების „ღორის გრიპიც”, ისიც ნახევარი მილიონი ადამიანის სიკვდილითა და წინა საუკუნის „ესპანური გრიპიც”, რომელიც 1918-1920 წლებს მოიცავდა და ამ დროში ორმოცი მილიონი ადამიანი შეიწირა... თავის წერილში „იგოეთის (გრაკლიანი გორა) შუამდინარული საბეჭდავების შესახებ” ასირიოლოგი პროფესორი ნინო სამსონია წერს: „იგოეთში, გრაკლიანი გორის არქეოლოგიურ გათხრებზე, აღმოჩნდა შუამდინარული ცილინდრული საბეჭდავი, რომლის იკონოგრაფია გლიპტიკის ხელოვნების ყველაზე ადრეული ეტაპის - ურუქ-ჯემდეთ-ნასრის, ცილინდრული საბეჭდავების იკონოგრაფიის იდენტურია. ურუქისა და ჯემდეთ-ნასრის სტილი ძვ. წ. IV-III ათასწლეულის მიჯნაზე ჩამოყალიბდა სამხრეთ შუამდინარეთში და მოიცვა სრულიად წინა აზიის ტერიტორია. ჯემდეთ-ნასრის პერიოდის (ძვ.წ XXX-XXVIII ს.ს.) საბეჭდავები გარდა სამხრეთ მესოპოტამიისა, აღმოჩენილია დიალას მხარეში, სირიაში, ირანის სხვადასხვა ოლქებსა და ანატოლიაში, ყველგან ვისაც კი ურთიერთობა ჰქონდა ქ. ურუქთან. უნდა აღინიშნოს, რომ საბეჭდავები, ძირითადად, აღმოჩენილია ტაძრების ტერიტორიის გათხრების დროს და, შესაბამისად, რადგანაც ტაძრების რეკონსტრუქცია ხშირად ხდებოდა, არ შეესაბამება თავის პირვანდელ სახეს. ურუქის საბეჭდავების სტილი შესაძლოა, მომდინარეობდეს მესოპოტამიის გარე რაიონებიდან, მაგალითად, ჰაბუბა ქაბირადან (ძვ.წ. 3200 წ.) ურუქის პერიოდის კულტურა ვრცელდებოდა მესოპოტამიის საზღვრებს გარეთაც. ამის დამადასტურებელი მასალა აღმოჩნდა 1969-1975 წწ. სირიაში გათხრებისას, რაც უფრო ადრინდელი უნდა იყოს, ვიდრე ურუქის კულტურა გადავიდოდა ჯემდეთ-ნასრის პერიოდში. იგოეთის ცილინდრული საბეჭდავიც ტაძრის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. სავარაუდოდ, ტაძრისათვის უნდა ყოფილიყო შეწირული, როგორც საკულტო საგანი და არა - როგორც მოხმარებისთვის გამიზნული საბეჭდავი. აღნიშნული საბეჭდავის იკონოგრაფია სრულიად შეესაბამება გლიპტიკის ხელოვნების I პერიოდის (ძვ.წ. 3000-2800 წწ.) ორნამენტიანი ჯგუფის ნიმუშებს”. ეს კი უკვე მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ შუმერული ცოდნა საქართველოში ძველთაგან არსებობდა. ამიტომაც მგონია, რომ ის მითოლოგიური სივრცე, რომელიც შემოინახა მთამ და შუმერებიდან მოდიოდა, ანუ პირველი ადამიანებიდან, სრულად აითვისა ვაჟამ და გინდა იმათი პოემები არა სცოდნოდა მაშინ, მაინც იქ იყო, იმათ სიმაღლეზე, რადგან მთის საზოგადოების ცხოვრება თავისი ხევისბერ-ქადაგ-დასტურებით თუ ხატის ყმებით და იმათი მითები ესეთი იყო, შუმერულცოდნაგამოვლილი... მერე იმისი ნაწარმოებების სივრცემ შეიერთა სხვა სივრცეები, რადგან მითები ხომ მთელი მსოფლიოს სიზმრებია და რა გამოვიდა საბოლოოდ, - ძალიან მაღლაა ვაჟა, იქ ახლომახლოში ორიოდე მწერალი თუღა გამოჩნდება, მეტი ვერა... ამ კოვიდ-სტრესისას მე ვაჟას ნაწერები მშველის და თქვენი არ ვიცი, აბა, თქვენც სცადეთ...
19 ივნისი, 2019
მინაწერი: ამ პატარა ესეს თან დავურთავ ვაჟა-ფშაველას შედევრების ჩემ მიერ შედგენილი ერთტომეულის შინაარსსაც, ვინძლო გამოადგეს ვინმეს:
„მოდი, არწივო, სადა ხარ? შორითვე გიცნობ ხმაზედა. შენს მოსვლას როცა კი ვიგრძნობ, გამოვიცვლები წამზედა; მყის ვტოვებ დედამიწასა, გადავსახლდები ცაზედა. ხან ფანდურს შევაჟღარუნებ, ხან დავამღერებ თარზედა. ხან ვტირი, ხანა ვლოცულობ, ხან ბრაზს, შხამს ვანთხევ შხამზედა. როცა არწივი თან მახლავს, მაზის მარჯვენა მხარზედა, - მეფისა მადგა გვირგვინი, ვზივარ სამეფო ტახტზედა! შეურაცხყოფას ვინ მკადრებს? სალამს მიძღვნიან ცდაზედა. როცა არწივი წამივა, ჩვარი ვარ, მცირე ჩვარზედა. დამმალეთ, ნუ გამომაჩენთ, არ შესცდეთ, დამსვათ ჯარზედა.“
Number of posts : 534 Age : 32 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი Sun Sep 13, 2020 11:10 am
გვიყვარდეს ვაჟა... (მიხო მოსულიშვილის სიტყვით გამოსვლა, გადაღებული ლალი მარგიანის მიერ) გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, -- 12.09.2020
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, -- 12.09.2020
რა მაკავშირებს იაპონიასთან? (ციკლიდან: „ნისლებისა და ფიქრებისა“)
მეოცე საუკუნის უდიდესი იაპონელი მწერლის რიუნოსკე აკუტაგავას ნაწარმოებებით - „უსიერ ტყეში“, „ცხოვრება იდიოტისა“ და „წყლის კაცების ქვეყანაში“ - მოხიბლულმა ოცი წლის სტუდენტმა 1982 წელს დავწერე ნოველა, სახელად „ტყის კაცი“, რომელიც შემდგომში შევიდა 1990 წელს გამოსულ ჩემი მოთხრობების პირველ წიგნში „მთვარიანი დღის ფრესკები“ (გამომცემლობა „მერანი“). ამავე ნოველის მიხედვით საქართველოს რადიოში დიდებული რადიოსპექტაკლი დადგა რეჟისორმა ბადრი მიქაშავიძემ 1987 წელს და მას შემდეგ დღემდე ეთერში ატრიალებენ ხოლმე დროდადრო. სწორედ რიუნოსკე აკუტაგავას მეოხებით გავიცანი ქართული წარმოშობის მოსკოველი იაპონისტი, გრიგორი შალვას ძე ჩხარტიშვილი, რომლის დეტექტივები დღეისათვის მთელ მსოფლიოში ცნობილია ბორის აკუნინის ფსევდონიმით. ეს 1987 წელს მოხდა, როცა გრიგორი ჩხარტიშვილი ჟურნალ „ინოსტრანნაია ლიტერატურის“ აფრიკა-აზიის განყოფილების გამგედ მუშაობდა და თანაც იაპონურ მხატვრულ ლიტერატურას, უფრო კი პროზას თარგმნიდა. მაშინ წერილი გავუგზავნე თხოვნით, რომ აკუტაგავას შემოქმედების უკეთ გაცნობაში დამხმარებოდა, რაზედაც მან პროფესორ ვლადიმირ სერგეევიჩ გრივნინის მონოგრაფია „აკუტაგავა რიუნოსკე“ გამომიგზავნა, რომელმაც ფასდაუდებელი დახმარება გამიწია ამ მწერლის შემოქმედების უკეთ გაცნობაში. 1987 წლის 26 ივნისს - ამ დღეს რა დამავიწყებს! - თბილისში, ფილარმონიის სცენაზე ვნახე საგასტროლოდ მყოფი კაბუკის თეატრის სპექტაკლები - „სუმიდაგავა“ (სადაც თამაშობდნენ ნაკამურა უტაემონი, იტიმურა უძაემონი, კიემოტო სიძუტაო, ტანაკა დენძაემონი) და „კანძინტიო“. ამ შედევრებმა გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და გარდა იმისა, რომ კიდევ ნახვის სურვილი გამიღვიძა, იმ დროზეც დამაწყებინა ოცნება, როცა შევძლებ და თეატრ ნოს სპექტაკლებსაც ვნახავ. სტუდენტობიდან, ესე იგი, თითქმის ოცი წელიწადია ლამის ყოველ საღამოს ვკითხულობ კლასიკური იაპონური ტანკას კრებულს სახელწოდებით „ასი პოეტის ასი ლექსი“ 1235 წელს რომ შეუდგენია ფუძივარა-ნო ტეიკას; ასევე ჰაიკუებს თუ ხოკუებს; თანაც დიდხანს ვაკვირდები ხოლმე იაპონურ ნახატებს - ანუ მე ვცდილობ, ძენ-ბუდისტური „სატორის“ მცნება ჩემი მწერლური ტექნიკის მონაპოვრადაც ვაქციო - ესაა ხანგრძლივი ჭვრეტა გამოსახატავი საგნისა თუ მოვლენისა; და მოლოდინი „შინაგანი განათებისა“, როცა სიღრმისეულად, თავის არსში დაინახავ შენთვის საინტერესო მოვლენას. ასეთ შემთხვევაში ამბავი, რომელსაც ჰყვები, უფრო მეტს შეიცავს, ვიდრე შენ გგონია. ეს არის ხერხი ისეთი იდუმალი ქარების დასაჭერად შენს ნაწარმოებში, რომლის შესახებ შეიძლება თავადაც არ იცოდე ბოლომდე. აი, მაგალითად, ტიო-ნის მიერ დაწერილი, ადამიანური შესაძლებლობების უკიდურეს ზღვარზე შექმნილი ჩემი საყვარელი ხოკუ სათაურით - „ჩემი პატარა ბიჭის სიკვდილზე“:
„ო, კალიების მდევნელო ჩემო! აწ რა უცნაურ ქვეყანაში შეგირბენია?“ (თარგმნა თამაზ ჩხენკელმა).
1999 წელს საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დადგა ტელესპექტაკლი „ჩემი მეგობარი ჰიტლერი“ (სახელგანთქმული იაპონელი მწერლის იუკიო მისიმას ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით), რომლის სცენარის თანავტორიც მე ვიყავი. და თქვენ კიდევ მეკითხებით, - რა მაკავშირებს იაპონიასთან?
My reverence to Mr. Hayate Sotome for the inscription under the drawing in the correct Japanese language: 'Mikhail "Miho" Mosulishvili (born December 10, 1962) is a Georgian writer and playwright. The figure above shows a samurai.'
_________________ Nicoletta La Chatte
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 534 Age : 32 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
მიახლოება საკუთარ თავთან, ანუ ორი მოგზაურობა საკუთარი თავის აღმოსაჩენად (ესეი, დასაფიქრებელი გადახვევებითა და ასეთივე გადმოხვევებით)
ინტერნეტგაზეთი „ქართული კულტურა“, 25 სექტემბერი, 2020
„მოდით, ძმანო, წამომყევით, სხვა ქვეყანას გადავიდეთ. სხვა ერსა და სხვა სიცოცხლეს სხვა ცხოვრებას მოვეკიდნეთ, სოფლით სოფელს მოვუძახოთ, ძმურად ერთად შევიკრიბნეთ, ერთად ვხნათ და ერთად ვთესოთ, ერთ ბილიკზედ გავივლიდეთ, და გასაჭირს ადგილასა შემწეობით ამოვიდეთ“.
ვაჟა-ფშაველა – „თხოვნა“, 1877 წელი
ჩვენს ქვეცნობიერში სახიფათოდ არსებული შორეულის და უცხოს ჯერ ცნობისწადილით და მერე კი რატომღაც მონატრებით იწყება ხოლმე ლტოლვა მოგზაურობისკენ, თითქოს შორეული სივრცეები გიხმობენო. ესაა ადამიანის მისწრაფება, გამოეთხოვოს ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ურთიერთობებს და გამოიკვლიოს სამყარო.
მოგზაურობებისკენ სწრაფვა სახლის მონატრების სრულიად საპირისპირო, ოპოზიციური გრძნობაა და შეპყრობა იცის ხოლმე, – იმისი ჟინი თუ აგიტანს, ძნელად რომ დაეხსნა და ყურადღება აღარ მიაქციო ან სხვა გრძნობით ჩაანაცვლო.
მოგზაურობისკენ სწრაფვის ალტერნატიული სიტყვაა „გედის, ანდა წეროს გრძნობა“, ხეტიალის ინსტინქტი, თუ გნებავთ მიგრაციული შფოთვა, რაც უფრო ცხოველთა სამყაროსთვის არის დამახასიათებელი.
ხოლო მოგზაურობისკენ ლტოლვა კი ადამიანურია.
მართლაც და, რა სჯობია, რომ იმოგზაურებ, შორეულ ადგილებს ნახავ და გაიმდიდრებ საკუთარ თავს…
მაგრამ ეს საკუთარი თავი დიდ ოხერი ვინმეა, დაეჭვება სჩვევია ხოლმე და ერთხელაც გეტყვის, რომ ყველაზე შორეული ადგილები ეგება დედამიწაზე არც არის და არც სამყაროშიაო.
აბა, სადააო? – კითხვაც აღარ უნდა, ისე დასძენს:
ყველაზე შორეული და გამოუკვლეველი ადგილები, ანუ „თეთრი წერტილები“ საკუთარ სულშია მოსაძიებელიო.
დასტურ! – ყველაზე საინტერესო ის მოგზაურობაა ხოლმე, რომლითაც ადამიანის შინაგნი სულიერი ორიენტირი უნდა გამოჩნდეს, გამოიძერწოს, მოინიშნოს და კაცობრიობას იქითკენ მიმავალი გზა უჩვენო. გზა რომ ეცოდინება, იოლად მივა იქამდე, ისიც ნახავს და, მერე და მერე ის ადგილები იქნებ იდეალებადაც იქცნენ, საითაც წასვლა თუ ვერა, წასვლის სურვილიც კი გვიღირს და გვეძვირფასება ხოლმე…
***
1888 წლის 13 და 14 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ 262-ე და 263-ე ნომრებში გაგრძელებით დაბეჭდილი პოემით „ალუდა ქეთელაური“ დაიწყებს ოცდაექვსი წლის ვაჟა-ფშაველა ადამიანის სულის შორეულ მხარეებში მოგზაურობას და, როგორც თანამედროვეთა გამოხმაურებით მიხვდება (ამ შემთხვევაში ილია ჭავჭავაძის სახელის მოხსენიებაც სრულიად საკმარისია), ძალზე წარმატებულ მოგზაურობას, მერე ამგვარი მოგზაურობის ჟინი აიტანს და მთელ დარჩენილ ცხოვრებას ამ საქმიანობას შესწირავს.
მოგზაურობის ჟინით შეპყრობილი კაცია, აბა, მაშ, ვინ არის? დასტურად ვიხილოთ იმის თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მომზადებული და გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოში“ დაბეჭდილი 1964 წელს. სწორედ ამ ათ ტომშია მოქცეული მისი პოემები, ლექსები, მოთხრობები, პიესები და პუბლიცისტური წერილები, რაც ამ მოგზაურობების ანგარიშებადაც შეიძლება ჩაითვალოს.
რაკიღა ამ ერთობ ვრცელ მასალას ჩვენი ესეი ვერ გასწვდება, მოდით, მხოლოდ პირველ და ბოლო პოემებზე ვთქვათ, რომელთგან პირველი უკვე ვახსენეთ…
სწორედ თავის ამ პირველ პოემაში – „ალუდა ქეთელაური“ – ავტორი იკვლევს იმას, რომ შესაძლებელია თუ არა, შევიყვაროთ მტერი ჩვენი, ანუ როგორც მახარებელი მათე (5, 44) იტყვის:
„ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ“.
სხარტად და სახელდახელოდ რომ შევიხსენოთ ეს პოემა, ამგვარ სინოპსისს მივიღებთ:
პირველი თავი – კვანძის შეკვრა – შატილს მოვიდა მაცნე, რომ ქისტებს ცხენები გაუტაცნიათ და მათ შორის ალუდა ქეთელაურისაც.
განვითარება – თოფის სროლით შერკინება.
ალუდა იარაღს არ აჰყრის და არც მარჯვენას მოაჭრის მოკლულ მუცალს, რადგან ის ვაჟკაცი გამოდგა.
მეორე თავი – შატილში მისული ამბავს ჰყვება „ცდისასა“ და მტრის „ცხონებულად“ მოხსენიებით გააოცებს, „ტყემლად გადააქცევს“ თავისიანებს.
ალუდას მეგობარი, მინდია წავა ამბის გასაგებად.
მესამე თავი – ალუდას შინაგანი მდგომარეობის კულმინაცია – ავ სიზმარს სინჯავს ალუდა, – კაცის წვნიანის ხორცს ჭამს და მუცალიც გამოეცხადება.
მეოთხე თავი – დილით მინდია დაბრუნდება – ჩუმად მოუჭრია ხელი მკვდარი მუცალისთვის. ვერ გიქნია კარგი, მინდიაო, – ალუდა ეტყვის, – კიდეც მოვკლავ მტერს და კიდეც არ მოვჭრი მარჯვენას, რად მიწყრებიან ხევსურებიო.
გუდანის ჯვარში კურატს მიიყვანს ალუდა, მაგრამ ხევისბერი ბერდია არ შეუწირავს, – გონს მოდი, ქრისტიანი ხარ, ურჯულოვდები მაგითაო.
მეხუთე თავი – ამბის კულმინაცია – გაბრაზებული ალუდა თავის ფრანგულს დაუქნევს კურატს და მოზვრის თავი ძირს დაგორდება.
კვანძის გახსნა – გუდანის ჯვრის ხევისბერი ალუდასგან მოზვრის შეწირვას რჯულის აგდებად მიიჩნევს და საყმოს მოუწოდებს, სახლ-კარი დავურბიოთ და მოვიკვეთოთ თემიდანო.
მეექვს თავი – ფინალი – თოვლით შეკრულ მთის ბილიკზე, მგლების ყმუილში მიდის თემისგან მოკვეთილი ალუდა თავისი ოჯახიანად, თანაც ქალებს დაუშლის ავ ლაპარაკს, – ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ დასწყევლითო.
როგორც დავინახეთ, მუცალის ვაჟკაცური შებრძოლება და სიკვდილი ხდება წინაპირობა იმისა, რომ ალუდა სინანულში ჩავარდეს და ახალი რჯულის დამდგენელი ქრისტეს მცნებისკენ დაიწყოს ძალუმი მოძრაობა: შეიყვარეთ მტერნი თქვენნი…
ძველი, მოსეს რჯულის დამცველ შატილის საზოგადოებაში, რაც ქრისტიანობად შეცდომით მიაჩნია ხევისბერსაც და თემსაც, მხოლოდ ალუდამ გადადგა ქრისტიანული ნაბიჯი მართალია, უკვე მოკლული, მაგრამ მაინც მტრის შეცოდებით, რასაც სინანული და მერე შეყვარება უნდა მოჰყვეს.
ეს გმირული ნაბიჯი გაუგებარი დარჩება თემში, რადგან ახალი რჯულის კაცს სათანადო მოქადაგე ესაჭიროება, თუ თავად არ არის ასეთი, – სხვა რჯულის მომტანი იყო ებრაელებისათვის მოსე, მაგრამ უფალმა აარონი დაუდგინა ხალხთან მოლაპარაკედ, ანუ, ხალხთან კიდევ სხვანაირი ქადაგებაა საჭირო ახალი რჯულის დასანერგად და არა ისეთი გაფიცხება, რომ ხევისბერის მაგივრად განრისხებულმა ალუდამ თავად დაკლას სამსხვერპლო კურატი. სახლ-კარის დარბევაც და თემიდან მოკვეთაც ამის შედეგია.
არც ჯვარს და არც თემს არ უპირისპირდება ალუდა ქეთელაური, – ვაჟა-ფშაველას ნებისმიერი გმირისთვის გამორიცხულია „რევოლუციონერობა“ – ძველის სრული განადგურების გზით საეჭვო სიახლის ძალადობრივი მოტანა.
ალუდასაც და ვაჟა-ფშაველას სხვა გმირებსაც ის მიზანი ამოძრავებთ, რომ თავიანთი თანადროული საზოგადოება ძველის შენარჩუნებით და მისი თანდათან გარდაქმნით უკეთესობისკენ შეცვალონ.
***
პირველი გადახვევა:
თავად ვაჟაც რომ მოიკვეთეს…
„ალუდა ქეთელაური“ ამერიკელი მწერლის, რიჩარდ ბახის მოთხრობის, „თოლია ჯონათან ლივინგსტონის“ მთავარ გმირს მაგონებს, რომელიც ასევე მოიკვეთეს თოლიებმა თავიანთი გუნდიდან, რადგან ჯონათან ლივინგსტონი სხვა თოლიებივით კი არა, თავისებურად დაფრინავდა…
ამიტომაც განსაკუთრებით უყვარს ალუდა როგორც წიგნის, ისე ინტერნეტის მკითხველსაც და ისეთ მსჯელობასაც ხშირად გადაეყრება კაცი ქართულ ვებ-გვერდებზე, ლამის უახლოეს მეგობრად რომ მოიხსენიებენ ხოლმე ალუდა ქეთელაურს, – პერსონაჟს, რომელიც ოცდაექვსი წლის ვაჟა-ფშაველამ შექმნა თავისი დავლათიანი კალმით და შექმნა სწორედ მას შემდეგ, რაც სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებლობიდან თავადაც მოკვეთილი აღმოჩნდა…
***
სანამ უკვე მოწიფულ, ოცდაცხრამეტი წლის ვაჟა-ფშაველასთან ერთად მეორე მოგზაურობას შევუდგებოდეთ, მანამდე ერთგვარი მომზადება გვესაჭიროება, ამიტომაც თემიდან გადახვევ-გადმოხვევები ქვემოთ მოიმატებს, – ეს თითქოსაა გადახვევ-გადმოხვევები, თორემ ისე, აუცილებელია, მერე უკეთ რომ გავიგოთ მეორე მოგზაურობის არსი…
***
პირველივე გადმოხვევა:
ფუძის გველები ხატის იფნის ძირში, ანუ ჯვარჩენა
ჩარგალში, ვაჟას სახლიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, ჭიჭახევის გადაღმა, სასმელი წყაროს თავზე განმარტოებით იდგა ერთი იფნის ხე.
ძველი გადმოცემით, ეს იფანი ხატისა ყოფილა.
ხევისბერები ამბობდნენ, რომ ამ იფანზე ხატხევიდან მომავალი ანგელოზი კოჭს იკიდებს და მერე ლაშარისაკენ მიდისო.
ხატხევი არის ჩარგლის ზემოთ მდებარე საშუბის მთის გადაღმა, ივრის ხეობაში და იქიდან ლაშარის სალოცავამდე არის გაბმული ოქროს შიბი. ეს ოქროს შიბი გადაივლის ჩარგლის იფნის კენწეროზე, სადაც ანგელოზი ისვენებს ხოლმეო, ანუ „კოჭს იკიდებსო“.
ვაჟამ ამ იფანს ქვის ყორე შემოავლო, რომლის შიგნით საქონელი ედგა ხოლმე ზაფხულობით.
ხატის იფნის ქვეშ ორი დიდი გველი ცხოვრობდა, საქონელს არ ერჩოდნენ, ჩამოვიდოდნენ, წყალს დალევდნენ და ისევ იფანს დაუბრუნდებოდნენ ხოლმე სადარაჯოდ.
ზაფხულის ერთ დღეს დარწყულებული გველი ზლაზვნით ადიოდა უკან, იფნისკენ.
ჭიჭახევის გამოღმიდან დაინახა ეს გველი ლევანმა, ვაჟას შვილმა და თოფი ესროლა.
ის გველი მოკვდა.
მაგრამ თავისი ტოლი ხომ დარჩა, რომელმაც იმავ ღამით ვაჟას ძროხებს, ორ მეწველ ფურს ძუძუებზე უკბინა.
ფურები მეორე დღესვე დაიხოცნენ.
ამის მერე ჩარგლელები ამბობდნენ, რომ ის მეორე გველი ისევ იმ იფანს სდარაჯობს, არავის ერჩის, – ფუძის ანგელოზიაო.
იცოდნენ ფუძის ანგელოზის ლოცვებიც, რომელსაც იმ შემთხვევაში კითხულობდნენ, თუ სახლში გველს ნახავდნენ, თან რძიან ჯამსაც დაუდგამდნენ ხოლმე.
ფშავ-ხევსურეთში გავრცელებული ანდრეზების მიხედვით, თუ კერიაში ხე ამოვა ან გველი დაიდებს ბინას, ეს უფლისგან მოსული ანგელოზის სახესხვაობებია. ამიტომ არც ამ ხის მოჭრა შეიძლება და არც თავად გველის მოკვლა. თუ გველი სახლში გამოჩნდა, ესე იგი, ფუძის ანგელოზი იქ თავის კუთვნილ ადგილს ითხოვს. ამ დროს ოჯახი ან შეეგუება ფუძის ანგელოზს, – დოვლათს მოგვიტანსო, ანდა სახლს მიატოვებს ხოლმე.
მთაში ფუძის ანგელოზს ბავშვებსაც კი უტოვებდნენ საყარაულოდ, – ამასთან უფრო უსაფრთხოდ იქნებაო…
ავისმომასწავებელი იყო იმ გველის მოკვლა და საქართველოში შემოსულმა ბოლშევიკებმა აკი დახვრიტეს კიდეც ლევან რაზიკაშვილი…
***
მეორე გადახვევა:
„ანგელოზო, ყუდრო კარის დამჭერო…“
ოჯახის მფარველი – ფუძის ანგელოზი სახლში ცხოვრობდა, უფრო ზუსტად, კერიასთან (ეს იყო მიწაში ამოღებული თასისმაგვარი ორმო, ზედ დაშვებული საკიდლიანი ჯაჭვით). კერაში დანთებული ცეცხლი წმინდა იყო, ბარაქა ჰქონდა, შინიდან იმისი გატანა არ იქნებოდა.
ფუძის ანგელოზი უპირატესად ცოცხალ არსებად ჰყავდათ წარმოდგენილი, სვანეთში მას ერქვა „მეზირი“. მესტიაში ჰყავდათ თეთრი გველი, ოჯახის „თვალილდ“ (ნატვრის თვალი), რომელიც მუდამ კერასთან იყო. გველი ოჯახის მფარველი სულის, კერიის ანგელოზის განსახიერება იყო.
სამეგრელოში ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ, დიდმარხვის დადგომამდე ატარებდნენ „ნერჩი ხვამის“ (ფუძის ლოცვის) ანდა „ნერჩი პატენის“ (ფუძის ბატონის) ლოცვას.
ხევსურები სახლის ანგელოზს სხვაგვარად „ყუდროს ანგელოზსაც“ უწოდებენ. ყოველი ხევსური ქალი დაწოლის წინ უსათუოდ ლოცულობდა: „კეზის წვერის ანგელოზო, სახლის ანგელოზო, ყუდრო კარის დამჭერო, გვიშველე“. ფუძის ანგელოზის სახელობაზე კეცეულსაც აცხობდნენ ხოლმე.
ფუძის ანგელოზის კულტში ერთ-ერთი ძველისძველ და პარადიგმული მინიშნებაა გველის სახით მისი განსხეულება-მოვლინება. კერაში ამოსული ხისა და ზედ შემორკალული გველის მითოლოგემა შორეულზე შორეული დროიდან მოდის, როგორც მომდევნო გადმოხვევაში გამოირკვევა…
***
მეორე გადმოხვევა:
კვერთზე შემოხვეული გველი (გველები), ანუ საიდან მოდის მედიცინის სიმბოლო?
მედიცინის სიმბოლო, კვერთხზე შემოხვეული გველი, როგორც გვასწავლეს, ძველი ბერძნული მითოლოგიიდან არის, უკავშირდება მკურნალობის ღვთაებას, აპოლონის შვილს, ასკლეპიოსს. ასკლეპიოსის კულტი, რომლის ცენტრი იყო ეპიდავროსი, განსაკუთრებით გავრცელდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნიდან, ხოლო იმავე წელთაღრიცხვის მესამე საუკუნიდან ეს კულტი გავრცელდა რომშიც, სადაც ასკლეპიოსს ეკულაპიუსი დაარქვეს. ასკლეპიოსის სამლოცველოები იგივე სამკურნალო ადგილები იყო…
ასკლეპიოსის ატრიბუტია კვერთხზე შემოხვეული საღვთო გველი.
ამ კვერთხზე შემოხვეულ საღვთო გველს ჩვენს მედეასთანაც ვნახულობთ ხოლმე და ისიც ივარაუდება, რომ საერთოდ, სიტყვა მედიცინა მედეადან უნდა მოდიოდეს…
მაგრამ…
აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ლუვრში მდებარეობს სახელგანთქმული მწვანე სტეატიტის (ფრანგულიდან: Stéatite – ტალკოქლორიტი, იგივე საპნის ქვა, მეტამორფული წარმოშობის მთის ქანი) ვაზა, შექმნილი შუმერის ერთ-ერთი ქალაქის, ლაგაშის მმართველის გუდეასთვის, ამგვარი მიძღვნითი წარწერით: „ღვთაება ნინგიშზიდას, მის ღმერთს, გუდეასას, ლაგაშის ენსისა (მმართველისა), ვინაც თავისი ცხოვრების დღეგრძელობისათვის უძღვნა ეს“.
ამ შეწირული ვაზაზე ორი დრაკონი, მუშჰუშშუ და ბალი დგანან, მათ შუაში ორი გველი შემოხვეულა კადუცეუსს, იგივე კვერთხს, რომელიც ინტერპრეტირებულია, როგორც თავად ღვთაება ნინგიშზიდა (Ningishzida).
ასევე შემორჩენილია გუდეას ცილინდრული საბეჭდავიც, სადაც ნინგიშზიდას, რომელიც საცნაურია მხრებიდან ამოსული ორი რქიანი გველით, ხელი ჩაუკიდია გუდეასთვის და ტახტზე მორჭმით მჯდომარე ღმერთისკენ, ენქისკენ მიჰყავს…
ნინგიშზიდას ხთონუტი ბუნება ასახულია მისსავე ტიტულში (giš)gu-za-lá-kur-ra, რაც ითარგმნება როგორც „მიწისქვეშა სამყაროს ტახტის მატარებელი“, და პედუსთან, მიწისქვეშა სამეფოს მთავარ მეკარესთან ერთად, სწორედ იგი დგას მიწისქვეშა სამყაროს შესასვლელში.
ცნობილი შუმეროლოგი ტორკილდ იაკობსენი სიტყვას Nin-g̃iš-zid-da თარგმნის, როგორც „კეთილი ხის მბრძანებელს“. ამ კეთილ ხედ დასახელდა ვაზის ლერწი, რაკიღა ურის ტექსტებში ნინგიშზიდა დაკავშირბეულია „ღვინის სახლთან“ (é-ĝeštin), სხვა ადგილზე ლუდის ღვთაება სირიშთან და ლუდის ქალღვთაება ნინკასისთან. ამას გარდა, იგი არის „თავადი მედუქნეებისა“. ის, აგრეთვე, მოხსენიებულია, როგორც გველი „მუშ-მაჰ“ (muš-mah), და როგორც ასეთი, ასოცირდება ჰიდრას თანავარსკვლავედთან. ნინგიშზიდა ეშმაკი და გამოუცნობი მეომარია, და სწორედ ის არის ქალაქ ურის სამხედრო გუბერნატორი. ღმერთების სიაში ისაა „დიდების მეომარი“, მისი სიმბოლოა ნამგლისებური მახვილი პაშტუ (pāštu).
როგორც შუმერული და აქადური მითები ამბობენ, ნინგიშზიდა მოგზაურობს მიწისქვეშა სამეფოში მცენარეულობის კვდომის დროს (მესოპოტამიაში შუა ზაფხული – შუა ზამთარია).
ნინგიშზიდას სამყოფელი ჯერ იყო ქალაქ გიშბანდაში, რომელიც ქალაქ ურიდან ევფრატის დინების საწინააღმდეგოდაა, კი-აბრიგის მახლობლად. ამ ქალქში ნინგიშზიდას ტაძარს ერქვა „ტირილის მთა“. მერე მისი კულტი ქალაქ ურში გადაიტანეს, სადაც მას ჰქონდა სამლოცველო ნანნას ტაძარში და მერე საკუთარი ტაძარი „მართლმსაჯულების სახლი“, სადაც მართალი სამართალი განისჯებოდა. ასევე, ქალაქ ლაგაშს ჰქონდა ტაძარი, მიძღვნილი ნინგიშზიდასადმი; როგორც უკვე ითქვა, ლაგაშის პატესი (იგივე ენსი, ქალაქის მმართველი) გუდეა ამ ღვთაების მიმდევარი იყო და სწორედ მან აუშენა ახალი ტაძარი ნინგიშზიდას, შემკული ამ ღვთაების ქანდაკებებით…
მოკლედ, ღვთაება ნინგიშზიდა პირველად ჩნდება ღმერთ ფარას სიაში მესამე პერიოდის ადრეული დინასტიის ხანაში (2600 – 2350 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე), ანუ ძველბერძნულ ღვთაება ასკელპიოსზე ოცი თუ ოცდასამი საუკუნით ადრე…
Last edited by Nicoletta La Chatte on Wed Jun 30, 2021 9:26 am; edited 2 times in total
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 534 Age : 32 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი Mon Nov 30, 2020 8:12 am
მიხო მოსულიშვილი
მიახლოება საკუთარ თავთან, ანუ ორი მოგზაურობა საკუთარი თავის აღმოსაჩენად (ესეი, დასაფიქრებელი გადახვევებითა და ასეთივე გადმოხვევებით)
ინტერნეტგაზეთი „ქართული კულტურა“, 25 სექტემბერი, 2020
„მოდით, ძმანო, წამომყევით, სხვა ქვეყანას გადავიდეთ. სხვა ერსა და სხვა სიცოცხლეს სხვა ცხოვრებას მოვეკიდნეთ, სოფლით სოფელს მოვუძახოთ, ძმურად ერთად შევიკრიბნეთ, ერთად ვხნათ და ერთად ვთესოთ, ერთ ბილიკზედ გავივლიდეთ, და გასაჭირს ადგილასა შემწეობით ამოვიდეთ“.
ვაჟა-ფშაველა – „თხოვნა“, 1877 წელი
(გაგრძელება)
***
მესამე გადახვევა:
ქაჯეთი და ქაჯავეთი
აქ უნდა გავიხსენოთ „გილგამეშიანი – ბაბილონური ეპოსი მესამე ათასწლეულისა ქრისტეს წინ“, რომელიც შუმერულიდან თარგმნა მიხაკო წერეთელმა, სახელდობრ კი ერთი მონაკვეთი „კარი მეშვიდედან“:
„გილგამეშ, მეგობარო ჩემო, სიზმრები ვიხილე წუხელ:
ცამ იგრიალა, მიწამაც მიუგო.
მარტო ვიყავ ბნელ ღამეში.
ერთი კაცი დავინახე, შავის სახისა…
საშინელი იყო პირი მისი;
მისი ფრჩხილები არწივის ბრჭყალები იყო…
ფრინველის ფრთები მომაბა მხრებზედ:
„წამომყევ, წამომყევ სიბნელის სახლში, ირკალას
სავანეში,
იმ სახლში, რომელს აღარ სტოვებენ, ვინც შიგ შედიან,
იმ გზით, რომლის სასრბოლი არ შებრუნდების,
იმ სახლში, რომლის მცხოვრებთ არ აქვთ ნათელი,
სადა მტვერია საჭმელი მათი, მიწა – საკვები მათი.
სამოსი მათი ფრთოსანის სამოსს ემსგავსება, –
ფრთის სამოსია,
და ნათელს ვერა ჰხედავენ, ბნელში რომ
ცხოვრობენ“.
მტვერის სასახლეში, სადა მე შეველ, ჰყრიან ძირს
სკიპტრანი,
დახრილ არიან დაბლა გვირგვინნი: იქა ცხოვრობენ
ხელმწიფენი, უძველესსა დროს რომ მეფობდნენ ამ ქვეყანაზედ…
მტვერის სასახლეში, სადა მე შეველ,
ცხოვრობენ მღვდელთ-მთავარნი და მღვდელნი –
მგოდებელნი, ცხოვრობენ შემლოცველნი და ჯადოსანნი,
ცხოვრობენ მღვდელ-მთავარნი დიდთა ღმერთთა,
ცხოვრობს ეტანა, ცხოვრობს საკანი,
ცხოვრობს დედოფალი ქვესკნელისა ერეშკიგალ,
ბელიტ-სერი, მწერალი ქვესკნელისა,
თავ-დახრითა დგას მის წინაშე,
ჩაჰყურებს წიგნში და უკითხავს მას,
მან აღიღო თავი და შემომხედა.
აღსდგა და მიიყვანა თავისთან ეს კაცი”.
აქ „სიბნელისა და მტვრის სასახლის“ სახით ჩვენებური ქაჯეთის სულ თავდაპირველ აღწერილობასთან გვაქვს საქმე, სადაც ტყვედ ჰყავთ ხოლმე ხან ნესტან-დარეჯანი „ვეფხისტყაოსნიდან“ და ხანაც მინდია (ეს თორმეტ წელიწადს იყო იქ), ქვემოთ განსახილველი პოემიდან.
ქაჯეთისა თუ ქაჯავეთის მდებარეობაზე და თვისებებზე ბევრი დაიწერა ჩვენში. ალბათ, ესეც გვახსოვს „ვეფხისტყაოსნიდან“:
არხოტის სოფელ ამღაში ჩააწერინებს ხვთისო წიკლაური ამ ლექსს მკვლევარ თინათინ ოჩიაურს:
ქაჯავეთ რად იარები
– ქაჯავეთ რად იარები, გიორგივ, მგელთა ფერაო?
– ვალი მიკიდავ. ვალსა ვსთხოვ, რას მკითხავ, ქრისტეს დედაო?
სინას შჭედს ქაჯთა მჭედელი, მივასწრევ წურვაზედაო:
ქურთემულ* მაუგლიჯიე, ცხენი შავაგდი ზედაო;
ქაჯთა მჭედელმა ჴელ-კვერი ცხენს მიცა ბეჭებზედაო.
—
* ქურთემული – გრდემლი.
აქ „გიორგი, მგელთა ფერა“ არის გიორგი ნაღვარმშვენიერი, იგივე ხახმატის ჯვარი. ეს მეომარი და მიწყივ მოლაშქრე ჯვარია, ქაჯავეთის გამბეგრავი: მისი მეთაურობით სხვა ხვთისშვილები დაიძრებიან სალაშქროდ.
წამოვლენ ხახმატიდან, თან მიჰყავთ სოფელ ჭორმეშაველი გახუა მეგრელაური, ვინაც „ჯვართან ჯვარ ყოფილ, ხატთან ხატ ყოფილ“ და ვისაც ჯვარი ხელზე მოუდიოდა, დაადებდა საფარველსა და დაიყოლიებდა თან, რაკიღა ადამიანური სახით ღვთიშვილთ ვერ გაერეოდა.
ამჯერად ღვთიშვილები სულს ამოაძრობენ გახუას და იმის სხეულს დათვისჯვრის მისადგომებთან, ველკეთილაზე ერთ ეხში დამალავენ.
გადაივლიან დათვისჯვარის უღელტეხილსაც და მიღმიერში უგრძნეულოდ გადასულები ქაჯების ქვეყანაში შეიჭრებიან.
მაშინ იქნება, გიორგი ნაღვარმშვენიერი რომ შეაჭენებს ქაჯთა სამჭედლოში თავის ბედაურს, თავისი ცხენის ნალსაც დაამჩნევს გახურებულ გრდემლს, მოუგლეჯს კიდევაც და ხახმატშიც ჩამოიტანს, სადაც ის ნალაღბეჭდილი გრდემლი დღემდე ინახება, თურმე…
სხვა ჯვარ-ხატნიც შეუტევენ და გატეხენ კიდევაც ქაჯავეთს.
გატეხენ, საარაკოდ და მარადისობისთვის სამახსოვროდ გატეხენ ქაჯავეთს, გაბეგრავენ და საქონსად გამოირეკავენ, დიდ ალაფსაც წამოიღებენ, – თასი იქნება, საკიდელი, ოქროს ფანდური, ოქროსვე საცერი, ქურთემული თუ ფურის რქა – და თან ქაჯის ქალებსაც გამოიმძღვარებენ: ყელ-ღილიან ხელ-სამძიმარს, მზექალსა და აშექალს…
ამ გახუა მეგრელაურს კიდევ სულად ხომ არ დატოვებდნენ და უკან დაბრუნებისას, დათვისჯვრიდან რომ ველკეთილზე ჩამოვლენ, იმ ეხში მიაკითხავენ გახუას სხეულს, რომ ისევ უკან უნდა ჩააძვრინონ გახუას სული, მაგრამ ამას აღარ უნდა, რადგანაც გვამს სუნი დაცემია უკვე და მხარზეც თაგვის ნაჭამი ამჩნევია…
***
რაკი სათანადო ზიგზაგური გზა უკვე გამოვიარეთ, გადავუხვიეთ და გადმოვუხვიეთ კიდევაც, რაც ქვემოთ და ქვემოთ უნდა მოვიგონოთ, წაკითხულის უკეთ გასაცნობიერებლად, ახლა მოდით, უკვე შევუდგეთ მეორე და გაცილებით რთულ მოგზაურობას ოცდაცხრამეტი წლის უკვე გამოცდილ მოგზაურ ვაჟასთან ერთად, რომლის სახელია:
„გველის მჭამელი“ .
ეს პოემა დაბეჭდილია 1901 წლის 12 და 29 მარტის ჟურნალ „მოამბის“ მეორე და მესამე ნომრებში.
კვლავაც სხარტად და სახელდახელოდ რომ შევიხსენოთ ახლა ეს პოემა, ამჯერად ასეთ სინოპსისს მივიღებთ:
პირველი თავი – ექსპოზიცია – დღეობაზე სტუმრად მყოფ მინდიას სთხოვენ, რამე იამბოს. ის არას ამბობს, მაგრამ ვიგებთ: მინდია თორმეტ წელს ტყვედ ჰყავდათ ქაჯებს (სწორედ აქ უნდა მოვიგონოთ ის ზიგზაგური გადახვევ-გადმოხვევები, რაც ზემოთ წავიკითხეთ). ტყვეებით განაწამებს თავის მოკვლა გადუწყვეტია და ქაჯებისთვის ცეცხლზე შემოდგმული ქვაბიდან ერთი ნაჭრი გველის ხორცი მალვით შეუჭამია, რის შემდეგაც ყველა სულიერის და უსულოს ენა ესმის. ქაჯები სიბრძნეს გველად აჩვენებდნენ, რომ არ შეეცნო, მაგრამ მინდიას უკვე ელაპარაკება ცა, დედამიწა, ტყე. მხოლოდ ბოროტმა ვერ მოიკიდა მის გულში ფეხი, დანარჩენი ქაჯური ხერხები კი ყველა ისწავლა. უებარი წამლები იცის და ფშავ-ხევსურეთის იმედია, რაკი ბრძოლაში ეხმარება ხოლმე ლაშქარს.
მეორე თავი – ბალახები თავად ასწავლიან, ვინ რომელი სნეულების წამალია. ხეს რომ მოჭრას დაუპირებს, ის შეეხვეწება, ნუ მომკლავო. სხვა ხეებიც ასევე. კერიაზე ცეცხლი რომ არ ჩაუქრეს, თივა-ჩალას ანთებს, ხმელ ტოტებს და წივას მიახმარს ხოლმე. სხვებსაც ურჩევს, ნუ მოჭრით ხესო, მაგრამ არ უჯერებენ, – ღმერთს ჩვენს სარგოდ გაუჩენიაო.
მესამე თავი – მინდია მომკას რომ დაიწყებს, თავთავები ეხვეწებიან, არა მე მომჭერ, არა მეო…
მეოთხე თავი – ხატობაზე მინდიას გაამტყუნებენ, სიბრალული კარგია ხე-ქვა-ბალახ-ცხოველთაო, მაგრამ როგორღა ვიცხოვროთ, მაგას რომ ავყვეთო. მინდიას იმედი გვაქვსო და კი არ უნდა დაგვღუპოს რჩევითაო. მინდია იქვე ზის, ხალხს არ უსმენს, ტირის. რომ ჰკითხავენ, რა გატირებსო, უამბობს, – იფნის ქვეშ, სიპებზე მჯდარი ორი ჩიტის ლაპარაკს ვუსმენ, შვილების სიკვდილს უყვება ერთი ჩიტი მეორესო. ამ დროს ერთი ჩიტი სიპიდან გადმოვარდება და სულს განუტევებს. ხევსურები გაკვირვებით უყურებენ ერთმანეთს, ნუთუ ასეთი ცოდნა იქნება კაცის ძალითო? მაგრამ ბალახსაც სთიბავენ, ნადირსაც კლავენ, შეშითაც ანთებენ კერას.
მეხუთე თავი – სანამ მინდია ბელადობს, მტერს სჯაბნის ხევსურთა ლაშქარი.
მეექვსე თავი – კვანძის შეკვრა – სახლში კამათობენ მინდია და მისი ცოლი მზია. ირკვევა, რომ მინდიას ხეებიც მოუჭრია, ნადირიც მოუკლავს და უკვე დაუკარგავს თავისი ცოდნა, აღარ ესმის ბუნების ენა. ის შიშობს, რომ ვეღარაფერს არგებს ქვეყანას, რაკი საკრალური ცოდნა დაკარგა.
მეშვიდე თავი – ხევსურები მოიკითხავენ მინდიას, რაკი ქისტების ლაშქარი მოდის საომრად.
მერვე თავი – მინდია ხახმატის ხატშია, კურატი შეუწირავს და გაკვირვებული ხევისბერი ბერია ეუბნება, მეათე დაჰკალ უკვე, ერთი და ორი წესია, მაგრამ ათი უკვე მეტისმეტიაო. მინდია ამბობს, ყევარი ხარი მყავს კიდევ, სამი-ოთხი ფურიო და იმათაც შევწირავ, ოღონდ ჩემ წყლულს ეშველოსო. ბერდიას შეკითხვას, რა წყლული გჭირსო, მინდია უპასუხოდ დატოვებს, გაიგებთ დღეს-ხვალო.
მეცხრე თავი – დელგმაა, ინგრევა ქვეყანა, ნიშნად უბედურებისა.
მეათე თავი – ერთ კოშკში, რომელიც ხეობას დასცქერს, ქალები არიან შეფარებულნი. მინდიას ცოლი მზია შესჩივის ქალებს, რომ მინდიამ დაკარგა ცოდნა და ვეღარაფერს არგებს ქვეყანას. თავად მზიამ კი ავი სიზმარი ნახა, წყალს მიაქვს ყველა და თვითონ და მისი შვილებიც. ამოსვლას რომ დააპირებს, შავი კაცები ხელს ჰკრავენ, წყალში აგდებენ ისევ, – წყალს გაჰყევ, ღვთის ბრძანებააო. ამ დროს მინდიაც წყალს მიაქვს და მზიას პატიებას სთხოვს, ბალღების მოვლას უბარებს.
იწყება ბრძოლა, ქალები ხედავენ თავისიანებს და მათ გამარჯვებას ნატრობენ.
მეთერთმეტე თავი – ამბის კულმინაცია – ლაშქარი თათბირობს, მტერს ვაკეზე დაუხვდნენ თუ სერზე? ყველა მინდიას უყურებს, მის პასუხს უცდიან. მინდია ამბობს, ვეღარაფერს გირჩევთ, ის აღარ ვარ, ვინც ვიყავიო. არ უჯერებენ, მაინც სთხოვენ რჩევას. მინდია ამბობს, რომ მოწამლულ ხევში დაუხვდნენ მტერს.
მეთორმეტე თავი – კვანძის გახსნა – ორი დღე გრძელდება ომი. ხუთ-ექვს ხევსურს სახელდახელოდ ყაბალახით ხელებშეკრული კაცი მოაქვთ და ვაკეზე დააგდებენ. ეუბნებიან, – ძალად თავს რად იკლავ, მტრის ჯარში შიგნით რად იწევო. ადრე ჩვენ ვჯობდით, დღეს ეგენი დადაინ ჩვენზეო. ვეცდებით, რამე გავაწყოთ, მინდიაო, – დაუბარებენ და მიდიან ისევ საომრად.
ხელებშეკრული მინდია ხელების გახსნას ცდილობს. ღამე რომ გახშირდება, ხელებს გაიხსნის და ხედავს სოფლებზე ანთებულ ცეცხლს – ეს ნიშანია, რომ ხევსურები დამარცხდნენ.
მინდია ხმლის ტარს ცერით ამოწევს, ქარქაშიდან ამოიღებს, წვერით მკერდზე მიიბჯენს და ასე მოიკლავს თავს.
***
ხალხური ლექსებიდან რამდენიმე ლექსი შემოგვრჩა ხოგაის მინდიზე, მათ შორის ესეც:
ხოგაის მინდი კვდებოდა,
მზე წითლდებოდა, ცხრებოდა,
ცა ჭეხდა, მიწა გრგვინავდა,
კაცს, ლომკაცს სული ხდებოდა…
ცხენი იმისი ტიალი,
ლურჯა, ტოტზედა დგებოდა,
ცოლი იმისი ბეჩავი
სანთელივითა დნებოდა,
დედა იმისი ბეჩავი
სულ შავად იმოსებოდა,
ხოგაის მინდი კვდებოდა,
მზე ჩადიოდა, ჰქრებოდა,
ჩამოდიოდა ვარსკვლავი,
მთვარე უკუღმა დგებოდა.
შემორჩენილია ასევე ერთი ძალიან საინტერსო ანდრეზიც ხოგაის მინდიზე, რომელიც თინათინ ოჩიაურის მიერ გახლავთ ჩაწერილი არხოტში (ი. გიგინეიშვილი, ვ, თოფურია, ი. ქავთარაძე, – „ქართული დიალექტოლოგიური ლექსიკონი“, თბ. 1961 წ. 16–18). ამ თქმულებას ვაჟა-ფშაველა არა, მაგრამ კონსტანტინე გამსახურდია იყენებს თავის ნოველაში „ხოგაის მინდია“ (ამ ნოველის სიუჟეტში ორი ურთიერთშემავსებელი ამბავია – მინდიას ტყვეობა ქისტებთან და მინდიას მოგზაურობა გუგულების ქვეყანაში).
***
როგორც დავინახეთ, ვაჟა-ფშაველასთან შინაგან, სულიერ მოგზაურობაში მყოფი ადამიანი მოძრაობს აღმოუჩენელი ანდა ბოლომდე შეუსწავლელი იდეებისკენ, პირველ შემთხვევაში („ალუდა ქეთელაური“) – შეიძლება თუ არა მტრის გაგება და შეყვარება; ხოლო მეორე შემთხვევაში („გველის მჭამელი“) მთლად შეუძლებლისკენ – ადამიანმა უნდა გაუგოს ბუნებას, არაფერი დაუშავოს, რაც ცივილიზაციის განვითარების ამ ეტაპზე შეუძლებელია, – ადამიანი მოჯადოებულ წრეშია, – თუ არ გამოიყენა ბუნება, ვერ იარსებებს.
ორივე შემთხვევაში ადამიანი მარცხდება:
ალუდა ქეთელაურს თემი მოიკვეთს, სახლ-კარს გადაუწვავს და გააძევებს.
ღვთაებრივი ცოდნის დამკარგავი მინდია კი თავს იკლავს.
ადამიანი სუსტია, ვერ უძლებს ღვთაებრივ-საკრალურ იდეალებს და მარცხდება.
თუმცა ალუდა ქეთელაურის დამარცხება რაღაც დოზით გამარჯვებასაც შეიძლება ნიშნავდეს, რადგან თემმა დაინახა მისი საქციელი და მომავალი თაობა მაინც დაფიქრდება, ეგება ღირდეს იმაზე ზრუნვა, რომ მტერს გავუგოთ. მაშინ სამყარო უფრო მეგობრული იქნება და ნაკლებად – მტრული.
მინდიას შემთხვევაში უფრო რთულადაა საქმე: პიროვნება, რომელსაც ბუნების ენა ესმის, ღვთიურთანაა ზიარებული, არამიწიერი ცოდნისაა უკვე და ამ ცოდნას გაფრთხილება და მოვლა უნდა სოფლისგან განზე გადგომით.
ზურაბ კიკნაძე თავის წიგნში „ჯვარი და საყმო“ (გვერდი 52) წერს:
„ადამიანი, როგორც ხორციელი, ვერ უძლებს ჯვარჩენას თავის დასაზღვრულ არსებაში, ის მიდრეკილია დაცემად. ჯვარი მას გამოარჩევს, აღაზევებს, მაგრამ ადამიანი დაეცემა, რის გამოვლენასაც ვხედავთ ვაჟას „გველისმჭამელში“. თუმცა მინდია არ არის ჯვარის ხელკაცი, მაგრამ აქვს მკადრესა და ქადაგის უტყუარი თვისებები და უნარი; ჯვარი გამოვლენილია მის პიროვნებაში (ანუ ჯვარჩენილია) ღვთიური ცოდნისა და დავლათის სახით, რასაც სჭირდებოდა მზრუნველობა და დაცვა წუთისოფლის ნალახი სფეროებისგან, მოითხოვდა ადამიანის თავგანწირულობას და „სოფლის თმობას“, რაც მან ვერ შეძლო“…
იდეა, რომელიც ქაჯავეთიდან მოიტანა მინდიამ, ძალიან დიდია, სუსტი ადამიანი მას ვერ უძლებს და საკრალური ცოდნის დამკარგავი, ბოლოს თავსაც იკლავს…
***
აი, ორი დიდი „მოგზაურობა“ ადამიანის სულის აღმოსაჩენად, თუ გნებავთ, საკუთარი თავის აღმოსაჩენად და აი, მათი შედეგებიც.
ადამიანი უნდა დააფიქროს ამ „მოგზაურობებმა“ და ოდნავ მაინც უკეთესი გახადოს…
Last edited by Nicoletta La Chatte on Wed Jun 30, 2021 9:25 am; edited 1 time in total
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 534 Age : 32 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი Wed Dec 09, 2020 12:36 pm
07 დეკემბერი 2020 მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“, 2021 წლის პირველი სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში, 20 პროექტი დაფინანსდება
უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებული მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2021 წლის პირველი სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლის მიერ დაფინანსდება 20 საერთაშორისო პროექტი:
„დიდი მადლობა მწერალთა სახლს, მის სამეურვეო საბჭოს, უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებული მთარგმნელობითი პროგრამის მესვეურებსა და კოორდინატორებს, იქაურ გამომცემლობა POP-Verlag Ludwigsburg-ს, თავისი უძალიანმაგრესი რუმინელებიანად, მთარგმნელს და, რასაკვირველია, ყველას, ვინც მხარი დაუჭირა რომანის „ფრენა უკასროდ“ გერმანულად თარგმნასა და გამოცემას. ასევე ვულოცავ კოლეგებს თავიანთი ნაწარმოებების წიგნებად გამოცემას სხვადსხვა ქვეყნებში.
Many thanks to the Georgian Writers' House, its Board of Trustees, the translators and coordinators of the translation program for foreign publishers, the German local publishing house POP-Verlag Ludwigsburg, with its strongest Romanians, the translator and, of course, to all those who supported the translation of my novel „Flight without a Tun“. I also congratulate colleagues on translating their work and publishing it as a book in different countries.“ -
* I see silence... The poem by Mikho Mosulishvili This clip was made with: The Sound of Silence - Harmonica by Harproli. Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2008
ივრის ხეობაში, უფრო სწორად, „ივრის კუდებში“ (ივრის შენაკადებში) ვმუშაობდით გეოლოგები 1988 წლის ივლისში. ამინდებს არა უჭირდა რა. ერთ ფერდობზე გვედგა ფადიშაჰის კარავივით წვერწაწვეტილი, ოღონდ ჭრელი კი არა, მთლად ხაკისფერი. ირგვლივ სულ ტყე იყო და შიგ ქვემოდან ამომავალი ბილიკი შედიოდა მიმოხვეულად, გაივლიდა მთებს და ფშავში გადადიოდა. შუადღისას მოწყენილი ვიჯექი კარვის წინ და ლოდებზე გადამდინარე თეთრქაფიან წყალს ვუყურებდი – აშხეფებული წვეთები მოთეთრო ნისლად დასდგომოდა თავზე. ერთხელაც, გავიხედე ქვემოთ და ვიღაც უცხო მგზავრები მოდიან, წინამძღოლს ჯოხ-არგანი უპყრია ხელთ, ალბათ, ნაგაზების მოსაგერიებლად. სტუმრები მოდიან მეთქი, შევუძახე ჩვენს ბიჭებს, გამოვედით ბილიკზე, გამოვენაცნაუროთო და თავდაპირველად მომავალ წინამძღოლში გალავნიანი ურუქის მწყემსი, თავად გილგამეში არ შევიცანი?! სადღაც მალავდა დიდ ჩუგლუგსა თუ ნაჯახს. უკან მოსდევდა თავისი ენქიდუ, არცა იმისი ცული ჩანდა. უკან კი გალავნიანი ურუქის საპატიო მოქალაქეები მოსდევდნენ, ხოლო იმათ შორის ამოდსამზერი ქალებიც ერივნენ. გამიხარდა, მივესალმე, მომესალმნენ, მოვიკითხე, მომიკითხეს და გეოლოგებიც გავაცანი. მოგვატყუეს, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ფოლკლორულ ექსპედიციას ვაწყობთ და აქედან სოფელ უკანაფშავში უნდა გადავიდეთო. გილგამეში ზურაბ კიკნაძედ გაგვეცნო, ხოლო ენქიდუ – ტრისტან მახაურად, იგივე ტიტედ. მე ხომ ვიცოდი, გილგამეშსა და ენქიდუს შვიდურდულიანი ურუქის ჭიშკრიდან საპატიო ურუქელები წამოეყვანათ, კედარის ტყეში ლაშქრობდნენ კედარის ქვეყნის ბატონის, ხუვავას დასამხობად, რათა გილგამეშს თავისი სახელი დაემკვიდრებინა. გამოვიტანეთ სახელდახელოდ მაგიდა, გასაშლელი სკამები, სოკოიანი სუფრა გავაწყეთ, ჩინჩხლებსროლია რქაწითელიც უხვად გვქონდა ღვთის მადლით, თამადად მე ამირჩიეს გეოლოგებმა – შენ ამ კარგ ხალხს უკეთ იცნობო, და მეტი რაღა მინდოდა, ლაქარდიანი ენა გამოვიბი, ვსვი და ვასვი იმათაც, ვიმხიარულე. გილგამეში ვერ ავიყოლიე, მაგრამ, სამაგიეროდ, ენქიდუმ ამიბა მხარი, გახალისდნენ გალავნიანი ურუქის მოქალაქენი, აკისკისდნენ ამოდსამზერი ქალები. იმდენი ვქენი, კინაღამ მეორე დღისთვის გადავადებინე იმათი თქმით ფოლკლორული ექსპედიცია, ჩემი დაკვირვებით კი ლაშქრობა კედარის ტყეში. მტკიცე უარი თქვა დარჩენაზე ურუქის მწყემსმა, ზეცა დაიფიცა, მიწა დაიფიცა, ქვესკნელი დაიფიცა. თუ კედარის ტყეში ლაშქრობთ, აგერ რამხელა ტყეა და ეგებ ხუვავა მანდაც კი იყოს მეთქი, - ვთქვი და თანაც ენქიდუ გავაფრთხილე, - თავი არ მოჰკვეთო და სუდარაში არ გაახვიო, განგირისხდებიან ენლილი და ნინლილი, ხუვავა სულ თქვენს წინაშე იქნება, თქვენს პურს შეჭამს, თქვენს წყალს დალევს მეთქი. ეს ისე ლაპარაკობს, ნამდვილად თავადაა ხუვავაო, - იეჭვა ენქიდუმ, - ნახეთ, ურჩხულის კბილები აქვს, ლომის სახე და წარღვნის ღრიალი. ახლა შვიდ ელვას მოგვანათებს, შვიდ ჭიქას კიდევ დაგვალევინებს. ჩვენ კი შეპყრობილი ხარივით საბელს მოვაბამთ მერეო. მოეშვი, მიხო, შუმერებს, აუცილებლად უნდა წავიდეთო, - გაეცინა ბატონ ზურაბს, მესამე ჭიქა დალია, მეტისთვის აღარ უხლია ხელი. წავიდეთ და წავიდეთო, - დასტური დასცა ენქიდუმაც და სინანულით გადახედა რქაწითელის ოცლიტრიან ბოცას, ჯერ მეოთხედიც არ გვქონდა ჩაღლეული. ენქიდუვ, რად მიმტრე, ავი სიტყვა რად უთხარ? – ხუვავასავით გავბრაზდი მე, - ჰე, ქირისკაცო, ბატონის მონავ, ავი სიტყვა რად უთხარ? ამას მართლა თავი აქვს მოსაკვეთიო, - რისხვამ აიტანა ენქიდუ, - ერთიც დაასხი, თუ გინდა, გადარჩეო. ვახტანგურად დავლიეთ ის ბოლო ჭიქა. ყველანი წამოდგნენ სიცილით, წამოვიშალეთ მასპინძლებიც და სხვა გზა აღარ იყო, გზამშვიდობისა ვუთხარით. გალავნიანი ურუქის მოქალაქეებს კვლავაც გილგამეში ჩაუდგა სათავეში, დიდი ჩუგლუგის მაგიერ ხელში თხილის ჯოხ-არგანი ეპყრო; გვერდით გვარიანად აბარბაცებული ენქიდუ ამოუდგა და ტყისკენ დაადგნენ ბილიკს. მიჰყვნენ ურუქის საპატიო მოქალაქეებიც, რომელთა შორის აკისკისებული ქალების ერივნენ... ამასწინათ ერთ რედაქციაში შემხვდა ბატონი ზურაბი და მკითხა, „ივრის კუდები“ თუ გახსოვსო? ეჰ, მე იმაზე მწყდება გული, რომ თქვენი „ლაშქრობა კედარის ტყეში“ მალე დამთავრდა, ჩქარა წახვედით და საქეიფოდ აღარ დარჩით, ტრისტან მახაურის სიტყვით, ერთი შვიდი ელვა კიდევ რომ დაგველია მეთქი. ჩვენ მაშინ სხვა ხუვავა უნდა შეგვეპყროო, - მითხრა სიცილით. ტყუილი რომ არ ეგონოს ვინმეს ეს ამბავი, აქვე დავძენ, რომ ურუქის საპატიო მოქალაქეებში მიშა ღანიშაშვილი და პავლე ასპანიძეც ერივნენ – ისინი დაგიდასტურებენ ამ ამბის სიმართლეს.
წიგნიდან: „გედები თოვლქვეშ“, 2004
:::
_________________ Nicoletta La Chatte
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 534 Age : 32 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი Tue Dec 29, 2020 12:46 am
სამადლობელი
დიდი მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ მესვეურებს, ალექსანდრე გრიგალაშვილს, თამუნა წიკლაურს და ყველას, ვინც საშუალება მომცა ორიოდე სიტყვა მომეხსენებინა თქვენთვის მეოცე საუკუნის ქართული მინიატურის შესახებ და ცალკეული მწერლების თუ ნაწარმოებების მიმართ მაინც გამომეწვია მკითხველის ინტერესი... წელს მეორედ ვმონაწილეობ ამ პროექტში და მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო მის ავტორებსა თუ მონაწილეებს, როგორც მწერლებს, ასევე მუსიკოსებსაც და ვისურვო, რომ ეს მშვენიერი პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელებულიყოს და ტრადიციული გამხდარიყოს.
პატივისცემით, მიხო მოსულიშვილი 29 დეკემბერი, 2020 წელი. (ავტორის ფეისბუქგვერდიდან).
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ •Dec 28, 2020
გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის პროექტი. მიხო მოსულიშვილი - "XX საუკუნის ქართული მინიატურა"
Last edited by Nicoletta La Chatte on Mon May 10, 2021 9:00 am; edited 4 times in total
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 534 Age : 32 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი Thu Jan 21, 2021 10:10 pm
მიხო მოსულიშვილი
შინ დაბრუნებული ძმები
რვა აგვისტოა - საქართველო-რუსეთის ომის პირველი დღე. ცხინვალის მიმდებარე ტერიტორია უკვე ქართულ ნაწილებს უჭირავთ. ქალაქში კი მეოთხე ქვეითთა ბრიგადის ნაწილები და სპეცდნიშნულებს ჯგუფები არიან შესული. მტერი წინდაწინ კარგად არის მომზადებული და დაუნდობელი ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. ყოველი სახლი, სახურავი თუ ნაგებობა გამაგრებულია და ჩვენ მებრძოლებს უჭირთ. ამიტომ არის, რომ მობილური საბრძოლო ჯგუფების მეთაურები დახმარებას ითხოვენ რადიოგადამცემებიდან... გორის ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ხელმძღვანელობა ჩვენი მებრძოლების დასახმარებლად მეორე ოცეულს აგზავნის, რომლის მეთაურია ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილი, რომელიც ასევე მეთაურია ნომერ ოთხს მეექვსე ტანკისა, სადაც ეკიპაჟის წევრებად ჰყავს მემიზნე-ოპერატორი, კაპრალი ზაზა ბირთველიშვილი და მძღოლი-მექანიკოსი, კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი. ჩვენი მეომრების დახმარების შემდეგ ნაბრძანებია ცხინვალის გავლა და სოფელ თამარაშენში ჩასვლა. სატანკო ბატალიონს უკვე ჰქონდა შეტაკებები სოფელ ნიქოზთან, რომელიც წარმატებით დაამთავრეს და ახლა, როცა უკვე შეივსეს საბრძოლო მასალა, ცხინვალისკენ უნდა წავიდნენ. ნიქოზიდან გამოსვლისას ისე მოხდა, რომ ოთხტანკიან კოლონას წინ სერჟანტ სპარტაკ ნიორაძის ნომერ ოთხას მეცხრე ტანკი მიუძღვის, რომლის ეკიპაჟში არიან მძღოლ-მექანიკოსი ალიკა კურტანიძე და მემიზნე-ოპერატორი გელა რომელაშვილი. მერე მიდის ტანკი ნომერი ოთხას რვა, რომლის ეკიპაჟი ასეთია: მეთაური სერჟანტი რამაზ ნიორძე, მემიზნე-ოპერატორი, კაპრალი ოლეგ ჭონიშვილი, მძღოლი-მექანიკოსი, კაპრალი ავთანდილ (ჯონი) ლომიძე. მესამე კი ოცეულის მეთაურის ტანკია, რომლის ეკიპაჟი უკვე ვიცით. გიორგი და გელა რომელაშვილები ძმები არიან. საერთოდ, რომელაშვილები წარმოშობით ცხინვალის ახლოს მდებარე სოფელ ხეითიდან არიან, რომლის ერთ უბანს დღესაც უქვიათ "რომელაანთ უბან", მაგრამ იმათი პაპა ცხინვალში ცხოვრობდა. თავადაც ცხინვალში დაიბადნენ და იქვე იზრდებოდნენ ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი წლის ცამეტ იანვრამდე, ვიდრე არეულობები დაიწყებოდა და სხვა მრავალი ქართული ოჯახის მსგავსად, რომელაშვილების ოჯახსაც ყველაფერს წაართმევდნენ რუსების მხარდაჭერით შეგულიანებული ოსები და მშობლიური ქალაქიდან გამოაგდებდნენ, ასე ვთქვათ, "იძულებით გადაადგილებულ პირებად" აქცევდნენ საკუთარ ქვეყანაშივე. იმ ავადმოსაგონარი ამბის შემდეგ რომელაშვილების ოჯახი გორში ჩამოვიდა და ტურბაზის ტერიტორიაზე დასახლდა. გიორგი თერთმეტი წლის იყო მაშინ და გელა კი შვიდისა... ახლა, მართალია, წინა ტანკში უმცროსი ძმა, გელა რომელაშვილი არის მემიზნედ, მაგრამ სად თქმულა, რომ ომში მთელი ოთხი წლით პატარა ძმა გაუშვან წინ? ოცმეთაური გიორგი რომელაშვილი რაციაში ბრძანებას იძლევა: - გზა დამითმეთ, წინ უნდა დავდგე! და მართალის არის: ჯერ ერთი, ოცმეთაურია, წინ დგომა და მაგალითის მიცემა მისი ვალია; და მეორეც, ცხინვალელია და უფრო მეტად ეკუთვნის, თავის ძმაზე მეტადაც - საკუთარ სახლში ბრუნდება, საიდანაც თვრამეტი წლის წინ გამოაგდეს. ოთხას მეცხრე და ოთხასმერვე ტანკების მეთაურები, ბიძაშვილები სპარტაკ და რამაზ ნიორაძეები თავ-თავიანთ მძღოლებს აძლევენ ბრძანებებს, ორივე ტანკი გზის კიდეზე გადაიწევს და მალე იმათ გაასწრებს ოთხას მეექვსე - ოცმეთაურის "ხმელეთის კრეისერი" - დიახ, სწორედ ასე დაარქვეს გასული საუკუნის დასაწყისში კონსტრუქტორებმა ამ საბრძოლო მანქანებს. მეორე სატანკო ოცეული დაბომბვისგან და ყველა სახეობის იარაღით სროლებისგან აზანზარებულ-აგრუხუნებულ და აკვამლებულ ცხინვალში შანხაის ქუჩით შედის. - ყურადღებით! სექტორების კონტროლს ვიწყებთ! - რაციაში ბრძანებს მეთაური. - არის სექტორების კონტროლი! - პასუხობს მეორე ტანკის მეთაური სპარტაკ ნიორაძე. - გავიგე! - რაციითვე მიუგებს მესამე ტანკის მეთაური რამაზ ნიორაძე, -გაგვანაწილე! - მე პირდაპირ ვაკონტროლებ, ოთხას ცხრა - მარჯვნიც, ოთხას რვა კი - მარცხნივ! - ამბობს ლეიტენანტი. - არის მარჯვენა სექტორის კონტორლი! - პასუხობს სპარტაკ ნიორაძე და თავისი ტანკის ლულას მარჯვნივ შეატრიალებს კაპრალი გელა რომელაშვილი. - არის მარცხენა სექტორი! - ისმის რამაზ ნიორაძის ხმაც და იქ კიდევ მარცხენა მხარეს შეატრიალებს ლულას მემიზნე ოლეგ ჭონიშვილი. - რამაზ, არ ჩამოგვრჩე! ტანკის ტყვიამრქვევებიდან იწყებენ სროლას - ხეებში, ოთხსართულიანი სახლის ფანჯრებში, სახურავებზე; მოკლედ, ყველგან, სადაც მტრის რაზმები ან სნაიპერები შეიძლება იყვნენ გამაგრებული. აქ ჩვენი ქვეითები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არ ჩანან. ოთხას მეცხრე ტანკის მეთაურის ლუკი აიხდება და ტყვიამფრქვევს იმარჯვებს სპარტაკ ნიორაძე და ააკაკანებს. - უუუ... გიჟი ვარ, გიჟი!.. აბა, ეხლა გამოდით, მე თქვენი!.. - რამაზ, რა ხდება? - მესამე ტანკის მეთაურს ეკითხება გიორგი რომელაშვილი. - ლუკი ახადა სპარტაკმა და ისე ისვრის ტყვიამფრქვევიდან! - ცოტა სერიოზულად, ბიჭო! - ყვირის ოცმეთაური. - ჩადი, დახურე ლუკი!.. სპარტაკ ნიორაძე ბრძანებას ასრულებს. ძალიან ბევრს ისვრიან ტყვიამფრქვევებიდან, ამას ატყობს მეთაური და ბრძანებს: - ეკონომიურად, ბიჭო! ობიექტი ამოარჩიე, ერთი, ორი, ესროლე, დააბურბურე! ოთხას ცხრა, წინ იყურე! ძალიან ახლოს ნუ მოხვალ! დისტანცია დაიცავი! - სახურავები ჩემია! - სახურავებს ესვრის რამაზ ნიორაძის ტანკი. - წინ გაიხედე, ბიჭო! ჭურვები არ გეყოფა მასე! ობიექტი ამოარჩიე, ერთი, ორი, ესროლე, დააბურბურე, გაჩერდი! ამ ლაპარაკით უხლოვდებიან მოსკოვისა და ლენინის ქუჩების გადაკვეთას. - სანამ საბრძოლო მასალა გვექნება, ბოლომდე ვიბრძოლებთ! სწორედ აქ არის მოწყობილი მტრის ჩასაფრება. მეთაურის ტანკს გაატარებენ. და ოთხასმერვე და ოთხასმეცხრე ტანკებს სახურავებიდან ესვრიან ყუმბარმტყორცნებს, თორემ წინიდან ან გვერდიდან რომ ყუმბარმტყორცნელი დაინახონ, იმას ხომ ადვილად მოიშორებდნენ. ამ აფეთქებებს გიორგი რომელაშვილი ვერ იგებს, რადგან რაციები უკვე გამორთულია ხელოვნურად და გზას განაგრძობს. ფეთქდება ოთხას მეცხრე ტანკი. გარედან ცეცხლი უკიდია და ამ დროს ყოველ წამს შეიძლება აფეთქდეს სატანკო ჭურვები. გელა რომელაშვილი ლუკს ხსნის, ავტომატს აიღებს და თავისი ძმის წინ წასულ ტანკს დაედევნება. - გიააა! გიააა! - გააფთრებული სროლის ხმა ფარავს მის ძახილს. გელა რომელაშვილს უკან მიჰყვება მემიზნე ოთხასმერვე ტანკიდან ოლეგ ჭონიშვილი. მეთაური რამაზ ნიორაძე ლუკს ვეღარ ხსნის, - ეტყობა, აფეთქებისას დეფორმაცია მიიღო. არადა, ხანძარია გაჩენილი კოშკურაში და ხელი ეწვის... ამ დროს მეორე აფეთქებული ტანკიდან, ოღონდ მემიზნის ლუკიდან ამოდის სპარტაკ ნიორაძე და მოსკოვის ქუჩაძე გარბის. რამაზი ისევ მოქაჩავს ლუკს, შეანჯღრევს და ახსნის, როგორც იქნება. მოდის, მაგრამ აღარავინ ჩანს და ისიც გარბის თავიანთი ქვეითებისკენ, თანაც უიარაღოდ - ტანკში დარჩა ავტომატი. დიდხანს ვერ გადმოდის მძღოლი ათანდილ ლომიძე, სნაიპერების არიან ჩადარაჯებული და იცდის, მაგრამ როდემდე უნდა დაიცადო, სადაცაა იფეთქებს. ამოდის მერე ისიც და ესვრიან. და მძიმედ დაჭრილი დაეცემა ძირს. მისი ამოსვლაა და ტანკი იფეთქებს, ფეიერვერკად ფეთქდება ჭურვები, კოშკურა იგლიჯება, ჰაერში ავარდება და ისევ ტანკზე დაეცემა... იგივე მოსდის მეორე ტანკსაც... სატანკო ბატალიონის მეთაურის ბრძანებით მეორე სატანკო ოცეული იგზანება შემთხვევის ადგილზე და რამდენიმე ტანკისტს ისინი გადაარჩენენ. გელა რომელაშვილი ძმას რომ გაეკიდა, რა თქმა უნდა, ვეღარ დაეწია და ძლიერი გადამღობი ცეცხლის გამო შევარდა ერთ-ერთ შენობაში. იქ კი მტრის შტაბი იყო. დაიჭირეს და, როგორც მერე ამოიცნეს, კეფიდან აქვს ტყვია ნასროლი და ასეა დახვრეტილი. მისი გვამი დნმ-ის ანალიზით ამოიცნეს ამ ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ლეიტენანტ გიორგი რომელაშვილზე და მის ეკიპაჟზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მათ ააფეთქეს მილიციის უფროსის სახლი, ასევე ესროდნენ მთელ ცხინვალში ყველაზე კარგად გამაგრებული მთვრობის სასახლეს და რაც მთავარია, აუფეთქებია თავისი ყოფილი სახლი - ის ხუთსართულიან კორპუსში იყო და რომელაშვილები მეოთხე სართლზე ცხოვრობდნენ, თურმე... ყოფილა რაღაც მომენტი, როცა ხელოვნურად ჩახშობილი რაცია ცოტა ხნით ამუშავებულა ოთხასმეექვსე ტანკში და სწორედ იქიდან გაუგონიათ გიორგი რომელაშვილის ხმა: - სანამ ტყვია-წამალი შეგვრჩენია, ვიბრძოლებთ!..
*** მე და გელამ ერთმანეთი 2006 წლის ივლისში გავიცანით, - გვიამბობს მაია დგებუაძე, - ჩემი მეგობრის, მეგის სახლში ვიყავი დასასვენებლად ჩასული; გელა კი თავის მეგობრის, თემოს სახლში. მეგი და თემო ბიძაშვილები არიან და სახლებიც ერთმანეთის გვერდით აქვთ. გელას თავიდანვე გაუჩნდა ჩემს მიმართ სიმპატიები და ყველანაირი ხერხით ცდილობდა ჩემი ყურადღების მიქცევას, მიიქცია კიდეც... შეყვარებულობის პერიოდში ყოველ შეხვედრაზე საჩუქრებს მჩუქნიდა, 14 თებერვალს, ეგრეთ წოდებულ "ვალენტინობას" ძალიან დიდი, ფუმფულა ძაღლი მაჩუქა. რვა მარტს კი დილით მირეკავს და მეუბნება, იმ ძაღლის კუდი გაარღვიე, იქ შენთვის საჩუქარიაო.Gგელას უყვარდა ხუმრობა და თავიდან არ დავუჯერე, მაგრამ, მერე რომ გავარღვიე, შიგნით გულის ფორმის ოქროს საყურეები იყო! - იცოდა, რომ რვა მარტს ვერ ჩამოვიდოდა და ასე ორიგინალურად მომაწოდა საჩუქარი...
*** მეც ცხინვალელი ვარ, - ჰყვება ნათია გოგიშვილი, - შვიდი წელი ვიყავით შეყვარებულები და შემდეგ დავქორწინდით. გვყავს შვილიც _ ნანა რომელაშვილი. ექვსი წლის გახდა უკვე. წელს მიდის სკოლაში. წინასწარ იცის უკვე წერა-კითხვა. გია თვითონ უკითხავდა და ასწავლიდა ხოლმე ლექსებს. ძალიან მოსწონდა, როცა სასწავლო კურსებზე ან ჯარში წავიდოდა და, რომ ჩამოვიდოდა და ახალ ლექსს დაახვედრებდა, ორივეს ძალიან უხაროდათ... ახლა მამას იშვიათად თუ მოიკითხავს, ცდილობს რომ არ იკითხოს, მაგრამ -ლაპარაკით, ამით-იმით, - ყველაფერს ხვდება. არც ჩვენ გვაწუხებს და არ გვაგდებს უხერხულ მდგომარეობაში და თვითონ კი განიცდის. გია ძალიან ყურადღებიანი, მოსიყვარულე და ძალიან კარგი მეუღლე და მამა იყო. ძალიან ხშირად მეუბნებოდა, - არ ვიცი, რას გრძნობდა, მაგრამ, - ნათია, რამე რო მომივიდეს, ხო მიხედავ ბავშვსო? ნამდვილად, გიას გულისთვის უკეთესი უნდა იყოს და ძალიან კარგი უნდა გავზარდოთ ყველამ ერთად.
*** და ვინ იცის, რამდენი გულშემატკივარი ქართველი დაინახავს მარადიულ სურათს, რომ ოთხსმეექვსე ტანკის ვეება ლანდი ისევ გრუხუნით დადის ცხინვალის ქუჩებში, ხოლო ამ საბრძოლო მანქანის აჩრდილს უკან ფეხდაფეხ ასდევნებია კომბინეზონიანი მემიზნე გელა რომელაშვილი და თავის ძმას ეძახის: - გიააა... იმ გიგანტური ტანკის მეთაური ლეიტენანტი რომელაშვილია, შინ მიმავალი გია რომელაშვილი, - თავის ძმასთან, გელასთან ერთად ბრუნდება საკუთარ სახლში...
Monday, October 26, 2009
დანართი: გელა მურაზის ძე რომელაშვილი დაიბადა 1983 წლის 14 ივნისს ქალაქ ცხინვალში. 1989 წელს შევიდა ცხინვალის პირველ საშუალო სკოლაში, სადაც ისწავლა ერთი წელი. 1991 წლის 12 იანვარს მისი ოჯახი გახდა ლტოლვილი და გორში გადავიდა სახოვრებლად. გელამ სწავლა განაგრძო მეთორმეტე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 2000 წელს ჩააბარა გორის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ისტორიის ფკულტეტზე. 2004 წლის სექტემბერში დაიწყო სამსახური გორის ჯავშანსტანკო ბატალიონში, კონტრაქტით. თბილისში გაიარა სამთვანი სნაიპერის კურსები, დაბრუნდა ბატალიონში მემიზნე-ოპერატორად. 2008 წლის 2 თებერვალს ცოლად შეირთო მაია დგებუაძე. იმავე წლის 8 აგვისტოს იბრძოდა ქალაქ ცხინვალში, სადაც დაიღუპა. დარჩა ქალიშვილი მარიამი, რომელიც ომის შემდეგ - 2008 წლის 20 სექტემბერს დაიბადა. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 16 მარტის # 190 განკარგულებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასალის პირველი ხარისხის ორდენით (მოწმობა # 00481).
გიორგი მურაზის ძე რომელაშვილი დაიბადა 1979 წლის 17 სექტემბერს ქალაქ ცხინვალში. 1985 წელს შევიდა ცხინვალის პირველ საშუალო სკოლაში, სადაც ისწავლა ოთხი წელი. 1991 წლის 12 იანვარს მისი ოჯახი გახდა ლტოლვილი და დასახლდა გორში, სადაც სწავლა განაგრძო მეთორმეტე სკოლაში. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო გორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, ავტოინსპექტორის სპეციალობით. შემდეგ სწავლობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზკულტურის ფკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2005 წელს. 2004 წლის აგვისტოში კონტრაქტით დაიწყო სამსახური გორის ცალკეულ ჯავშანსატანკო ბატალიონში. გაიარა სამთვიანი სნაიპერის კურსები, დაბრუნდა ბატალიონსი მემიზნე-ოპერატორად. 2007 წლის აგვისტოში სამხედრო აკადემიაში გაიარა "ჩარლი კურსი", მიენიჭა ლეიტენანტის წოდება და ნაწილში დაბრუნებისას დაინიშნა პირველი ასეულის ოცმეთაურად. 2002 წლის 27 ივნისს ცოლად მოიყვნა ნათია გოგიშვილი. 2003 წლის 10 აპრილს შეეძინა ქალიშვილი ნანა. 2008 წლის 8 აგვისტოს იბრძოდა ცხინვალში. დღესაც დაკარგულთა სიაშია.
„ახლახან მიხო მოსულიშვილის პიესა წავიკითხე აფხაზეთის ომზე. ხომ ვიცით, როგორც განვიცდიდით აფხაზეთის ომს, მაგრამ ამ უაღრესად დიდმა პიესამ თავიდან კი არა, უფრო მეტადაც კი განმაცდევინა თითქოს უკვე განცდილი უბედურება; არადა, იქ რომ ვყოფილიყავი... მაშინ?..“ -- გურამ დოჩანაშვილი (ჯუმბერ თითმერიას ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილთან: „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“-სა არაფერი მწამს... ქრისტეშობისთვე, 1998 წ.; წიგნიდან: ჯუმბერ თითმერია „საუბრები“, გამომც. საარი, 2004, გვერდი 51).
გურამ დოჩანაშვილს ვაცილებთ, დარდით სავსე ოთახში გადმოღებული მაქვს იმისი ოთხტომეული, ხან ერთს ავიღებ, ხან მეორეს, გადავშლი, გადმოვშლი, ვეღარაფერს ვკითხულობ, აღარ მეკითხება და ჯერ ხომ ეს მახსენდება: ეჰ, რა კარგი გამოცემაა, მაგრამ მე მაგის მყიდველი ვერ მეთქი და, - ყიდვა არც გინდაო, - და მაჩუქა ეს თავისი ოთხტომეული, ძვირფასი წარწერით... აკი, დიდი კანუდოსელი იყო თავადაც... ...და ესეც რომ ესეც რომ არა ვთქვა, არ იქნება: წიგნის „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“ იდეისა და კონცეფციის ავტორის, ირაკლი შამათავას მიერ კიდევ ერთხელ გულდასმით რედაქტირებული და აქ წარმოდგენილი ჩემი მოთხრობის „არღარა ეყივლოს ქათამსა“ (1996) მიხედვით 1997 წელს დავწერე პიესა, სახელად „თეთრი ლაშქარი“, ტრაგიკომედია აფხაზეთის ომზე, ორ მოქმედებად, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“, 1998 წლის მეცხრე ნომერში (დაიდგა 2005 წელს სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში „თეთრი ტალღა“, რეჟისორი გიორგი რატიანი). ეს პიესა წაეკითხა გურამ დოჩანაშვილს და ზემოთ წარმოდგენილი შეფასებაც მაშინდელია... მე ვინ ვიყავი, რომ ჩემი პიესა ეკითხა, დამწყები და რიგითი თანამოკალმე, უფრო კი თანამოფანქრე, რაკიღა საშლელიანი ფანქარი მერჩია საწერად (ერთხელაც, - სულ ფანქარი არაო და მოდიო, ხანდახან ამითაცო, -- და „პარკერის“ ფირმის მელნიანი კალამი მაჩუქა, მაგრამ მე მაინც ვერა ეს და ისევ ფანქარი, თავისი საშლელითა და სიყვარულით...); არადა, კითხულობდა, თურმე, და აი, ესეთი გამონათქვამებით მოულოდნელ სიხარულს დაგვატეხდა ხოლმე თავს, მარტო მე კი არა, სხვა დამწყებ მწერლებსაც... იმიტომაც დავარქვი ამ მცირე ჩანაწერს ის სათაური, რაც თავში წერია...
2. ნახვამდის, მაესტრო... (დამშვიდობება გურამ დოჩანაშვილთან)
იქ უფლის ზეციური საძოვრები და მისივე დიდი ნაძვებია... იქ თქვენი მონატრებული ირაკლია... იქ ლუკა რაზიკაშვილსა და ნიკო ფიროსმანსაც ნახავთ... ისინი უკეთ გეტყვიან, ქართული იდენტობის ნიშნებს თავადაც რომ ატარებდით და ატარებთ... და სხვებსაც ნახავთ... აქ თქვენი ძმები კეჟერაძეები, „სამოსელი პირველი“, „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, „ლოდი, ნასაყდრალი“ და სხვა, ჯერაც წასაკითხი ნაწარმოებებია... აქ თქვენი ფრთიანი გამოთქმებია, ყველას რომ პირზე გვაკერია: „წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ“ და „დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო“ და სხვები... აქ თქვენი ნათელაა და ქეთო და თინათინია... და კიდევ მთელი თბილისი და მთელი საქართველოა... ნახვამდის, მაესტრო!.. მომვალ შეხვედრამდე იქ, მაღლა და ზემოთ...
6-7 აპრილი, 2021
„სულ ფანქარი არაო და მოდიო, ხანდახან ამითაცო, -- და „პარკერი“ მაჩუქა ერთხელ, მაგრამ მე მაინც ვერა ეს და ისევ ფანქარი, თავისი საშლელითა და სიყვარულით...“ - Mikho Mosulishvili.
„ეჰ, რა კარგი გამოცემაა, მაგრამ მე მაგის მყიდველი ვერ მეთქი და, - ყიდვა არც გინდაო, - და მაჩუქა თავისი ოთხტომეული, ძვირფასი წარწერით... აკი, დიდი კანუდოსელი იყო თავადაც!“ - Mikho Mosulishvili.
„ტურის ქორწილი, ანუ მზე პირს იბანს“ (მოთხრობა) (ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელი ზღვის სანაპიროზე, 2010-იანებიდან რომელიღაც წლის 19-22 ივლისის ჩანაწერები)
„ლიტერატურული გაზეთი“, # 296, 3 - 16 სექტემბერი, 2021
ავტორის ილუსტრაცია მიხო მოსულიშვილის მოთხრობისთვის „ტურის ქორწილი, ანუ მზე პირს იბანს“, -- „ლიტერატურული გაზეთი“, 16 (296), 3-16 სექტემბერი, 2021
*** One illustration of author for his short story 'Jackal's wedding or the sun washes its face', written by Mikho Mosulishvili -- For the newspaper 'Literaturuli Gazeti' # 16 (296), September 3-16, 2021 --- One Georgian idiom when it’s raining on a sunny day: "The sun washes its face". When it’s raining on a sunny day, Georgians say that the sun washes its face. The Laz people say on this weather to the idiom: "Jackal's wedding".
Nine illustrations and once another illustration * Sep 16, 2021
Nine illustrations and once another illustration of author for his short story 'Jackal's wedding or the sun washes its face', written by Mikho Mosulishvili -- For the newspaper 'Literaturuli Gazeti' # 16 (296), September 3-16, 2021, Tbilisi, Georgia.
Mikho Mosulihsvili, September 3, 2021, Tbilisi, Georgia.
„ტურის ქორწილი, ანუ მზე პირს იბანს“ - ილუსტრაციები * Jul 19, 2022
ილუსტრაციები მიხო მოსულიშვილის მოთხრობისთვის „ტურის ქორწილი, ანუ მზე პირს იბანს“. „ლიტერატურული გაზეთი“, 16 (296), 3-16 სექტემბერი, 2021, -- ილუსტაციები.
*** Illustrations of author for his short story 'Jackal's wedding or the sun washes its face', written by Mikho Mosulishvili -- For the newspaper 'Literaturuli Gazeti' # 16 (296), September 3-16, 2021, Tbilisi, Georgia. Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2022
Number of posts : 534 Age : 32 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი Sun Nov 28, 2021 2:58 pm
მიხო მოსულიშვილი '' სად იწყება მდინარე? '' Nov 28, 2021
თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო - პორტრეტები. “ ცოცხალი წიგნები ”. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი “ ცოცხალი წიგნები ” წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო- პორტრეტებს.
Last edited by Nicoletta La Chatte on Sun Dec 26, 2021 7:35 pm; edited 1 time in total
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 534 Age : 32 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი Mon Dec 13, 2021 12:43 pm
მაინც რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კაპიტანი ჯეიმზ კუკი?
ახლა ვლადიმერ ვისოცკი 65 წლის იქნებოდა და, ალბათ, სათაურში დასმულ შეკითხვას მასზე კარგად ვერავინ უპასუხებდა; ხოლო მისი ერთ-ერთი მეგობრის, იური ვიზბორის მოგონებას - „ის ვერ დაბრუნდა ბრძოლიდან“ თუ გადავათვალიერებთ, ვნახავთ, რომ: ის მარტო იყო. უფრო მარტო, ვიდრე წარმოედგინათ. საიდან გაჩნდა ეს ხრინწიანი ხმა? ეს ჩახლეჩილი ხმის იოგები, რომლებსაც თანხმოვნების სიმღერაც შეეძლოთ? საიდან მოვიდა ტრაგიზმის შეგრძნება სულ უბრალო სიმღერაშიც კი? შინაგანი ძალიდან. მოსკოვური ეზოებიდან თუ ქუჩებიდან, სადაც თაყვანს სცემდნენ ძალას. ბავშვობიდან, სადაც იყო სკოლის „ბუბლიკები“ და ჩხუბები დაპობილი შეშის შტაბელებთან. ის ძალიდან იყო გაჩენილი. ის ესთეტები ვერ იტანდნენ, სიმართლედ რომ ასაღებდნენ თავიანთი გამოგონილი ცხოვრების სურათებს. ის შოკში აგდებდა მათ თავისი შემოქმედების ფორმითაც და შინაარსითაც. ყველაზე მეტად იმიტომ სძულდათ, რომ იმ სიმართლის თქმას ცდილობდა, თავად რომ გვერდს აუვლიდნენ ხოლმე მოხდენილად ჩაცმულნი, – რადგან სიმართლე ხორკლიანი იყო. ის ჩქარობდა, ნაადრევ სიკვდილს თუ უგრძნობდა გული. ექვსასამდე სიმღერა დაწერა. იშვიათად იტაცებდა კონსტრუქცია,– მხოლოდ თემას მოინიშნავდა და მომდევნო სიმღერაზე გადადიოდა. ბევრს ჰყვებიან მის ლოთობაზე და `შავ~ ცხოვრებაზე, თუმცა ამ მონათხრობებში გისოსების მიღმიდან გამოსული მითები უფრო ბევრია, ვიდრე სინამდვილე. სიმართლე კი ისაა, რომ მოსკოვის დრამისა და კომედიის თეატრში ტაგანკაზე ითამაშა ოცზე მეტი როლი. უთვალავი კონცერტი გამართა თვალუწვდენელ საბჭოთა კავშირში და საზღვარგარეთაც, მარინა ვლადის ცოლად მოყვანის შემდეგ. როგორც კინომსახიობი მონაწილეობდა ოცდაათი მხატვრული და სატელევიზიო ფილმის შექმნაში; რვა რადიოსპექტაკლში... მაშინ სიმღერა მანუფაქტურული ხერხით იწერებოდა - ტექსტს აუცილებლად პოეტი ქმნიდა, მუსიკას - კომპოზიტორი, არანჟირებას - მოარანჟირე, სიმღერას მომღერალი ასრულებდა. ვისოცკიმ განაგრძო ბულატ ოკუჯავას მიერ დაწყებული საავტორო სიმღერის სტილი, თავისი საკუთარიც დაუმატა და მიიღო ისეთი განუმეორებელი ხელწერა, სადაც თანაბრად არსებობენ ოსტატის ჩახლეჩილი ხმა, შვიდკაპიკიან შვიდ სიმზე აწყობილი ხიწვებიანი გიტარა და არანაკლებ ხორკლიანი ლექსები. უცნაური ის იყო, რომ ამ სამივე კომპონენტს თავ-თავისი ხარვეზები ჰქონდა და, წესით და რიგით, ერთად აჟღერებული ურიგო უნდა გამოსულიყო, მაგრამ საოცარი იყო, რომ ერთად მოსმენილი განუმეორებელ სტილურ მთლიანობას ქმნიდნენ. პოპულარობაში ტოლს ვერ დაუდებდა ბევრი. არტისტი იყო და არავითარი წოდება არ ჰქონდა. მომღერალი იყო და მხოლოდ ერთი მოკრძალებული ფირფიტა გამოსცა, და ისიც რბილი. პოეტი იყო და ერთხელაც არ დაბეჭდილა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. კინომსახიობი იყო და არცთუ სახარბიელო ფილმებშია გადაღებული. მთელი ცხოვრება ჩინოვნიკებს ეომებოდა, რომლებსაც მისი ნაღვაწი შემოქმედებად არ მიაჩნდათ, თუმცა სწორედ ვალოდიაში ხედავდნენ იმ ყველაფერს, რისი დანახვაც საკუთარ თავში უნდოდათ - ძველი ბიჭი, ლოთი, დაცენტრილი, იაფფასიან პოპულარობას გამოდევნებული, ლუდხანებისა და სადარბაზოების მეტრი. გაფუყული არარაობანი საკუთარი ყალბი ლექსების კრებულებს უშვებდნენ და მრავალათასიანი ტირაჟებით ამტკიცებდნენ თავიანთ უნიათობასა თუ უნიჭობას. მერე კუდებაქიცინებული ლიტმცოდნე-კრიტიკოსები გვარიანად წაემლიქვნელებოდნენ და საქმეც წინ მიდიოდა. ხოლო რასაც ვისოცკი აკეთებდა, გამადიდებელი ლუპის ქვეშ განიხილებოდა და მისი წაბორძიკებები ვერაგულად დადებული ფეხის თუ ქიმუნჯის ბრალიც იყო. ხშირად ჯერ ის იყო საკითხავი, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას ამა თუ იმ ფილმში. მადლობა ღმერთს, სიმღერებში არავინ ზღუდავდა, რადგან მაგნიტოფონის ლენტა თავისუფლად იყიდებოდა და ისიც მაგნიტოფონებიდან ყვიროდა თავის აჩქარებულ ლექსებს. ხოლო ეს მაგნიტოფონები სახლიდან სახლში, ეზოდან ეზოში, ქუჩიდან ქუჩაში, უბნიდან უბანში, ქალაქიდან ქალაქში, რესპუბლიკიდან რესპუბლიკაში ვრცელდებოდა და ეს ყვირილი მაგნიტოფონიდან მთელი მაშინდელი საბჭოთა კავშირის თავზე ეკიდა დამოკლეს მახვილივით. ამ სიმღერებს თავიანთი უცნაური ძალისათვის და ულამაზოდ გამოხატული სიმართლისათვის მიეტევებოდა ყველაფერი. დიახ, მისი სიმღერები სახალხო იყო, თავადაც სახალხო არტისტი იყო და ამის დასამტკიცებლად არანაირი მოწმობისა თუ სიგელის წარმოდგენა არა სჭირდებოდა. იმის ხმაზე თავისით გროვდებოდნენ მსმენელები და მოჯადოებული უყურებდნენ. მის ყელზე სახიფათოდ დაიბერებოდა ძარღვები, ის ჩახლეჩილი ხმა სულ უფრო და უფრი მაღლდებოდა და ფართოვდებოდა, სივრცეს ავსებდა. ისე უკრავდა, გეგონებოდა - გიტარის სიმები ვეღარ გაუძლებენ და დაწყდებიანო; ისე მღეროდა, იფიქრებდი, ის დაბერილი ვენები დაუსკდება და ის ბჟღრიალა ხმაც ჩაუწყდება... და ასე აღესრულებაო. მისი ყოველი სიმღერა გედისას ჰგავდა, თუმცა ვაჟკაცურიც იყო და ნაზიც, ბრძნულიც და სამოძღვრებოც, მართალიც და ცბიერიც, მხიარულიც და დამცინავიც; ფინალებიც მოულოდნელი ჰქონდა, და რაც მთავარია, ეს სიმღერები ყოველთვის მალავდნენ სხვა, სიღრმისეულ აზრს. „ვლადიმერ სემიონოვიჩს“ აღარავინ ეძახდა. იგი ყველასთვის „ვალოდია“ იყო და მორჩა, „ვალოდია ვისოცკი“. ის გარდაუვლად შეიგრძნობდა თავის ნაადრევ აღსასრულს და ბევრს მღეროდა ამაზე. და პარადოქსის სახით ისიც შეიძლება ითქვას, რომ მისი გრძელი, ორმოცდაორწლიანი თვითმკვლელობა სიცოცხლის სიყვარულით იყო ნაკარნახევი. შესაძლებელია, ვალოდია ვისოცკიმ თავისი ცხოვრების პარაბოლა იმდენად აღსასრულის წინ ტაგანკაზე თეატრში ჯინსებით ნათამაშები ჰამლეტის როლით კი არა, იმ სიმღერით გამოხატა, რომელსაც ასე ჰქვია - „ერთი სამეცნიერო გამოცანა, ანუ რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კუკი“ და რომელიც 1973 წელს არის დაწერილი (1979 წელს კიდევ ერთხელ არის რედაქტირებული ავტორის მიერ). თქვენს მეგობარ გოგოს რომ გაუსხლტებით ხელიდან, სხვათა წელს ნუღარ მისწვდებით... გაიხსენეთ, როგორ მიცურდა ავსტრალიის ნაპირებზე აწ განსვენებული კუკი. როგორც იელის ბუჩქის ქვეშ მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე საჭმელით ჩამჯდარი მაწანწალების ჯგუფი, ამ მზიურ ავსტრალიაშიც ერთმანეთს სჭამდნენ ბოროტი ველურები. მაგრამ რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კუკი? გაუგებარია, რატომ და ამაზე მეცნიერებაც სდუმს. მე კი სულ უბრალოდ წარმომიდგენია – შიოდათ და იმიტომ შეჭამეს კუკი. არის ვარიანტი, რომ იმათმა ბელადმა, დიდმა ბაიყუშმა და უჟმურმა ვინმემ განაცხადა, – ძალიან გემრიელი კოკია კუკის ხომალდზეო... ჰოდა, შეცდომა გამოუვიდათ, - აი, რაზე სდუმს მეცნიერება! – უნდოდათ კოკი, მაგრამ შეჭამეს კუკი! არა, საერთოდ არ გამოუყენებიათ ხრიკი თუ ტრიუკი, – შევიდნენ დაუკაკუნებლად, თითქმის უხმაუროდ. მერე აამუშავეს ბამბუკის კეტები... „ბრახ!“ - პირდაპირ კეფაში და... აღარ არის კუკი! თუმცაღა, კიდევ არის ერთი ვარაუდი, რომ თითქოს დიდი პატივისცემისგან შეჭამეს კუკი. თურმე, ყველა ველურს აქეზებდა ერთი კუდიანი ჯადოქარი დედაბერი - `აბა, ჰე, ბიჭებო, დაიჭირეთ კუკი! და ვინც უმარილოდ და უხახვოდ გადასანსლავს, ის კუკივით ძლიერი, მამაცი და კეთილი იქნებაო!~ ჰოდა, ვიღაცას ხელში ქვა მოხვდა, დაჰკრა თავში იმ გველის წიწილმა და მორჩა, აღარაა კუკი! ჰოდა, ახლა ის ველურები სულ ხელებს იმტვრევენ, ამტვრევენ თავიანთ შუბებს, ამტვრევენ თავიანთ ისრებს და ის ბამბუკის კეტებიც ან დაწვეს, ანდა გადაყარეს – აი, ასე ძალიან განიცდიან, რომ შეჭამეს კუკი! ისე კი, ამ საწყალი ავსტრალიელი აბორიგენების ცოდვაში ნუ ჩავდგებით და სიმართლეს თუ ვიტყვით, ყველა-ყველა და, იორკშირის საგრაფოში 1728 წელს დაბადებული ცნობილი ინგლისელი ზღვაოსანი ჯეიმზ კუკი იმათ მართლა არ შეუჭამიათ. გემების „რეზოლიუშენისა“ და „დისქავერის“ ექსპედიციის უფროსი, ორმოცდათერთმეტი წლის კაპიტანი ჯეიმზ კუკი 1779 წლის 14 თებერვალს შეჭამეს კუნძულ ჰავაის ადგილობრივმა მკვიდრებმა ისე, რომ არავითარი „ცუდი“ განზრახვა არ ჰქონიათ – უბრალოდ, იმათ წარმოედგინათ, რომ შეჭმულის ყველანაირი თვისება – ძალა, ჭკუა, მოხერხება, ვაჟკაცობა, თავგანწირვა და, საერთოდ, ყოველგვარი სიკეთე შემჭმელებში გადადის... მართალია, მაშინდელი საბჭოთა კავშირის დიდმოხელეებსა თუ სხვა ჩინოვნიკებს სულაც არ სწამდათ, რომ შეჭმულის ძალა შემჭმელში გადადის, მაგრამ 1980 წლის აგვისტოს დასაწყისში ხალხით გადაჭედილ ტაგანკაზე ისინიც თავდახრილი მიჰყვებოდნენ 27 ივლისს სასწრაფო დახმარების მანქანის მოუსვლელობის გამო აღსრულებული ვალოდია ვისოცკის კუბოს. და ვინ იცის, იქნებ სწორედ ამიტომაც მიანიჭეს 1987 წელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის სახელმწიფო პრემია (სიკვდილის შემდეგ).
წიგნიდან: „გედები თოვლქვეშ“, 2004
მაინც რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კაპიტანი ჯეიმზ კუკი? •Apr 5, 2019
მიხო მოსულიშვილი - „მაინც რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კაპიტანი ჯეიმზ კუკი?“ (კითხულობს ავტორი), 2006 წელი.
Number of posts : 534 Age : 32 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი Sun Dec 26, 2021 7:15 pm
მიხო მოსულიშვილი - მე ვარ ზამთარი... Mar 17, 2022
მე ვარ ზამთარი... მიხო მოსულიშვილი (კითხულობს ავტორი) ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2022
*** მიხო მოსულიშვილი
მე ვარ ზამთარი...
„და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!“ ნიკოლოზ ბარათაშვილი
მე ვარ ზამთარი, მე ვარ ზამთარი, - თეთრი აფთარი, დარდით ნათალი.
მიტოვებული მე ვარ საყდარი... შენი მძივი ვარ, ყელზე ამწყდარი.
ცრემლი ვარ, ცრემლი - შენს თვალს მომდგარი... შენი წყენა ვარ, მარცხი ყომრალი.
მე სიტყვები ვარ, მიზანს ამცდარი... თოვლი ვარ, ყინვა - სუსხით რაც არი.
სანამ სიცივეს ტყვიად დამახლი, მერე დამფლავ და ნაბუქს დამაყრი...
ვიდრე გასარყულს შენგან გათვალვით, მიჭირისუფლებს ყორნის ღავღავი...
როგორც კაპრალი, - კოჭლი, საპყარი და მაგ უძირო სულის ნაპრალი -
მე ვარ ზამთარი, მე ვარ ზამთარი...
2022
*** I'm a winter... The poem by Mikho Mosulishvili This clip was made with: Mariage d'Amour - Paul de Senneville || Jacob's Piano Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2022
ვწერდი შენზე, ვწერდი შენით… ვწერდი შენთვის, ვწერდი შენად... შენზე, შენით, შენთვის, შენად, - არა თავის გამოჩენად, სულთა ჩვენთა ზღვიურ ღელვად, ზოგჯერ სევდად, ზოგჯერ ლხენად...
ვწერდი შენზე, ვწერდი შენით, ვწერდი შენთვის, ვწერდი შენად... შენზე, შენით, შენთვის, შენად, - ვიქცეოდი გულის ძგერად, ანდა სულაც უფლის ბგერად და ზეციურ ჰანგთა მღერად.
ვეღარც შენზე, ვეღარც შენით, ვეღარც შენთვის, ვეღარც შენად... შენზე, შენით, შენთვის, შენად, - ვეღარ გავიკრიფე ენად, რადგან სამარეში ვწევარ და სიჩუმის ურჩი ტყვე ვარ.
ვეღარც შენზე, ვეღარც შენით, ვეღარც შენთვის, ვეღარც შენად... შენზე, შენით, შენთვის, შენად, - სულს მოუხმო მაღლით ზენამ, სად სამოთხეც და ძირს - ქვენაც, ჩემთვის ორივენი შენ ხარ...
მაინც შენზე, მაინც შენით, მაინც შენთვის, მაინც შენად... შენზე, შენით, შენთვის, შენად, - აქაც მარტოოდენ მე ვარ და შორეულ ნათლის ჩქერად კვლავაც ულამაზესს გხედავ...
„ლიტერატურული გაზეთი“, # 23 (303), 10 - 23 დეკემბერი, 2021, გვერდი IX.
* About you, with you, for you, to you... (Epitaph) The poem by Mikho Mosulishvili, 2018 This clip is made with: 'The Lonely Shepherd' by Gheorghe Zamfir.
Last edited by Nicoletta La Chatte on Sun Dec 26, 2021 7:24 pm; edited 1 time in total
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 534 Age : 32 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი Sun Dec 26, 2021 7:55 pm
On the photo: Mikho Mosulishvili, 1964 Auf dem Foto: Micho Mossulischwili, 1964
მიხო მოსულიშვილი
ორნაირი მუსიკა: კატები და ძაღლები
ბავშვობიდან მომყვება კიდევ ერთი უცნაური მშვენიერება, რაც ჩემს სულს ამაღლებდა - ეს იყო მუსიკა. ოღონდ მუსიკის საქმე რთულად იყო: ერთნაირი მუსიკა იყო, ვერ ვიტანდი და გავურბოდი, ან რადიოს გამოვრთავდი, ან მოვშორდებოდი ხოლმე, რომ აღარ მესმინა, ისე არ მომწონდა. და სულ სხვანაირი მუსიკაც იყო ხოლმე, რომლის მოსმენისას ჩემი სული აფრინდებოდა და ნავარდს იწყებდა, რაღაც ულამაზეს პეიზაჟებში, ასევე უცნაურად განლაგებულ და მოლაპარაკე ადამიანებში დაფრინავდა და ეს ძალიან მომწონდა... სანამ უნივერსიტეტში სწავლა არ დავიწყე და თანაც მოთხრობების წერა, არ ვიცოდი, რატომ მქონდა მუსიკასთან ასეთი უცნაური დამოკიდებულება. როცა ჩემი პროზის სტილის პოვნას ვცდილობდი, მაშინ ბევრ მწერლებს ვკითხულობდი, მათი წერის სტილს ვსწავლობდი და მთელ გვერდებსაც ვიწერდი მათგან, რომ გამეგო, როგორ წერდნენ. ზოგი მწერალი ახლოს იყო ჩემთან და ზოგისგან გაქცევა მინდებოდა. აქაც ისევე მემართებოდა, როგორც მუსიკაზე - პატარაობისას. მაგრამ იქ თუ ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა, მწერლების სტუდირებისას მივხვდი, რომ: ჩემთან ახლოსაა ჰერმან ჰესე და შორსაა თომას მანი. ჩემთან ახლოსაა აკუტაგავა და შორსაა კავაბატა. ჩემთან ახლოსაა დოსტოევსკი და შორსაა ტოლსტოი... ჩემთან ახლოსაა ვაჟა-ფშაველა და შორსაა ილია ჭავჭავაძე... თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ თომას მანი, კავაბატა, ტოლსტოი და ილია ჭავჭავაძე ცუდი მწერლები არიან, უბრალოდ, ჩემგან შორს იყვნენ, ჩემს შინაგან ბუნებასთან. მერე, როცა იმასაც მივხვდი, რომ ყოველი ნაწარმოების რიტმს განაპირობებს მუსიკა, აღმოვაჩინე, რომ ჰერმან ჰესეს ნაწერის რიტმს და წყობას განაპირობებდა მოცარტისა და ბახის მუსიკა, და არა, მაგალითად, ბეთჰოვენისა ანდა ჰაიდნისა თუ შუმანისა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, პროფესორი ნოდარ გაბუნია ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა: „რომანტიკოსთაგან ჩემთვის ყველაზე ახლობელი შუბერტი და შუმანია. ჩემი, როგორც მუსიკოსის ნატურა სწორხაზოვანია, არა ისეთი ელასტიკური... ცხოველებს თუ შევადარებთ, მე ნაკლებად კატური ბუნება მაქვს, უფრო ძაღლური... კატის მიხვრა-მოხვრა არის მოცარტთანაც და შოპენთანაც, რაღაც შემპარავი მიხვრა-მოხვრა, კონტურებს თვალს ადევნებ და კუთხეს ვერ დაინახავ. ჰაიდნთან, ბეთჰოვენთან, შუმანთანაც ეს კუთხეები ჩანს. ამიტომ შოპენს, რა თქმა უნდა, ვუკრავ, მაგრამ სცენაზე გამოტანისაგან თავს ვიკავებდი, რადგან არა მქონდა რწმენა, რომ ეს ის იქნებოდა, რაც უნდა ყოფილიყო. მოცარტსაც არც ისე ხშირად ვუკრავდი. უფრო სიამოვნებით ვასრულებდი ჰაიდნს, ბეთჰოვენს, შუბერტს...“ ასე რომ, ფსიქოლოგიაში კარგად ცნობილი ამ დაყოფით, როგორც დიად კომპოზიტორებში, ისე სხვა, ჩვეულებრივ და არაჩვეულებრივ ადამიანებში გვხვდებიან „კატისა“ და, პირიქით, „ძაღლის“ ბუნების ინდივიდები. მაგალითად: კატაა ჰერმან ჰესე (ჰერმან ჰესეს ავტობიოგრაფიული გმირი ჰარი ჰალერიც რომანიდან „ტრამალის მგელი“ თავის ერთ-ერთ ჯადოსნურ სიზმარში სწორედ მოცარტის გრძელ თმას ჩასჭიდებია და ისე ქანაობს სამყაროში...) და ძაღლია თომას მანი. კატაა - ბახი, მოცარტი, შოპენი... და ძაღლია - ბეთჰოვენი, ჰაიდნი, შუმანი, შუბერტი... კატაა დონ კიხოტი და ძაღლია სანჩო პანსა. როცა ეს ფსიქოლოგიური დაყოფა ვიპოვე და გავიხსენე, რომ აღმოსავლური კალენდრით მე „ვეფხვი“ ვარ, რადგან 1962 წელს დავიბადე, ანუ „კატა“ ვარ, მერე ისიც აღმოვაჩინე, რომ მე ბავშვობიდან უფრო ახლოს ვიყავი „კატის“ ტიპის კომპოზიტორებთან, მათი მოსმენა მაბედნიერებდა და გავურბოდი „ძაღლის“ ტიპის მუსიკოსებს. მერე ასევე მომდიოდა ლიტერატურაშიც. მას მერე ვიცი, როგორ უნდა ვწერო ჩემი ნაწარმოებები, - როგორ და, ყველა ჩემი ნაწარმოების სტილს განაპირობებს რომელიმე „კატა“ კომპოზიტორი ან, ზოგადად, „კატის“ ტიპის მუსიკა - მოქნილი, სხარტი და ლაღი. მაგალითად, მინიატურების ციკლი „გედები თოვლქვეშ“ მთელი ცხოვრება იწერება და მას საფუძვლად უდევს ცალკეული მუსიკალური ფრაზები „ჩემი“ კომპოზიტორებიდან - აი, რომ უკრავ ცალკეულ ფრაზებს და იქვე სხვებზე გადადიხარ. და ჯამში მოზაიკური სურათი გამოდის. რომანი „ფრენა უკასროდ“ ეყრდნობა ჯაზის მიმდინარეობა, „ბი-ბოპის“ სტილს და, კერძოდ, ჩარლი პარკერისა და დიზი გილესპის იმპროვიზაციებს. ვაჟა-ფშაველაზე ბიოგრაფია - მუსიკალურად ესაა ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“. მიკრო-რომანი „დიდი ძუ დათვი“ - მუსიკალურად მოცარტის ოპერა „ჯადოსნური ფლეიტაა“... და ასე შემდეგ. მე რასაც ვწერ, ის არ მოდის ლიტერატურიდან და რომელიმე მწერლის გავლენიდან, ჩემი ნაწარმოების საფუძველი აღებულია ხოლმე მუსიკიდან. მერე მოვძებნი ხოლმე „ჩემი“, ანუ „კატის“ ტიპის მხატვრების სურათებს ვიზუალური წარმოდგენისათვის და ასე ვცდილობ რამის დაწერას. და მწერლობასთან ჩემი ამგვარი მიდგომა ბავშვობაში მოსმენილმა ორნაირმა მუსიკამ განაპირობა, ერთს რომ გავურბოდი და მეორეს კი ვეძებდი ხოლმე.
ირმა შიოლაშვილისა და იოახიმ ბრიტცეს მიერ გერმანულად თარგმნილი მიხო მოსულიშვილის მინიატურების წიგნის Schwäne im Schnee (გედები თოვლქვეშ) ბოლოთქმიდან, პოპის გამომცემლობა, 2017
:::
Das Nachwort für das Buch "Schwäne im Schnee" von Micho Mossulischwili
Seit meiner Kindheit begleitet mich noch eine andere außergewöhnliche Schönheit, die meine Seele immer nach oben brachte. Das war die Musik. Aber die Sache mit der Musik war komplizierter. Es gab eine Art von Musik, die ich nicht leiden konnte und vor der ich wegrannte. Ich schaltete entweder das Radio aus oder verließ das Zimmer, um sie nicht hören zu müssen. So sehr missfiel sie mir. Aber es gab auch die andere Art der Musik. Wenn meine Seele sie hörte, flog sie hoch und begann sich frei zu bewegen in irgendwelchen wunderschönen Gefilden, oder sie flog um seltsam stehende und seltsam sprechende Menschen herum. Das gefiel ihr sehr. Bevor ich anfing zu studieren und dabei Erzählungen zu schreiben, wusste ich nicht, warum ich einen so seltsamen Bezug zur Musik hatte. Als ich versuchte, meinen eigenen Prosastil zu finden, las ich viele Schriftsteller. Ich erlernte meinen Schreibstil von ihnen und schrieb sogar ganze Seiten bei ihnen ab, um zu verstehen, wie sie schrieben. Einige Schriftsteller standen mir nahe und von einigen wollte ich wegrennen. Hier passierte mir dasselbe wie mit der Musik, als ich klein war. Aber während ich damals nicht verstehen konnte, was mit mir los war, habe ich beim Studium der Schriftsteller folgendes verstanden: Mir steht Hermann Hesse nahe, und weit weg steht Thomas Mann. Mir steht Akutagawa nahe, und weit weg steht Kawabata. Mir steht Dostojewskij nahe, und weit weg steht Tolstoj. Mir steht Wascha Pschawela nahe, und weit weg steht Ilia Tschawtschawadze. Dabei bedeutet das überhaupt nicht, dass Thomas Mann, Kawabata, Tolstoj und Ilia Tschawtschawadze schlechte Schriftsteller seien. Sie stehen einfach weit weg von meiner inneren Natur. Später, als ich begriffen hatte, dass der Rhythmus eines jeden Werks von Musik beeinflusst ist, entdeckte ich, dass Hermann Hesses Schreibrhythmus durch Mozarts und Bachs Musik bedingt ist, und nicht beispielsweise durch Beethoven, Haydn oder Schumann. Der Rektor des Staatlichen Tifliser Konservatoriums, Professor Nodar Gabunia, hat einmal in einem Interview gesagt: ‚Von den Romantikern stehen mir Schubert und Schumann am nächsten. Meine Natur als Musiker ist fest geradeaus, nicht biegsam oder geschmeidig. Wenn wir das mit den Tieren vergleichen, habe ich wenig von der Natur der Katze in mir, mehr von der des Hundes. Die Beweglichkeit der Katze findet sich bei Mozart und Chopin, eine einschmeichelnde Beweglichkeit. Du beobachtest die Konturen und siehst keine Ecke. Bei Haydn, Beethoven und Schumann sind diese Ecken sichtbar. Ich spiele zwar selbstverständlich auch Chopin. Ich habe es aber immer vermieden, ihn auf der Bühne zu spielen, weil ich immer argwöhnte, dass es nicht das war, was es sein sollte. Ich habe auch Mozart nicht so oft gespielt. Viel lieber spielte ich Haydn, Beethoven, Schubert …‘ Das heißt, dass die (ja auch in der Psychologie bekannte) Einteilung in Katzen und Hunde ebenso wie bei den großen Komponisten auch bei den gewöhnlichen und ungewöhnlichen Menschen besteht. Hermann Hesse zum Beispiel ist eine Katze (sein autobiographischer Held Harry Haller aus dem Roman „Steppenwolf“ klammert sich in einem seiner Zauberträume an die langen Haare Mozarts und so schaukelt er auch in der Welt herum …) und Thomas Mann ist ein Hund. Katzen sind Bach, Mozart und Chopin. Hunde sind Beethoven, Haydn, Schubert und Schumann. Eine Katze ist Don Quijote und ein Hund Sancho Panza. Als ich diese psychologische Einteilung fand und mich daran erinnerte, dass ich nach dem orientalischen Kalender ein Tiger bin (da ich 1962 geboren wurde), d.h. dass ich eine Katze bin, entdeckte ich auch, dass ich seit meiner Kindheit den Katzen-Komponisten viel näher stehe. Es machte mich glücklich sie zu hören, während ich vor den Hunde-Komponisten wegrannte. Später passierte mir genau dasselbe mit der Literatur. Seitdem weiß ich, wie ich meine Werke schreiben soll. Der Stil eines jeden meiner Werke ist durch einen Komponisten oder eine Musik des Katzentyps bedingt: elastisch, knapp und ungezwungen. An diesem Zyklus von Miniaturen habe ich zum Beispiel mein ganzes Leben lang geschrieben. Ihnen liegen einzelne musikalische Phrasen von Komponisten zu Grunde. Wenn man einzelne Ausschnitte spielt, ohne sie zu beenden, und dann zu den nächsten übergeht, entsteht am Ende ein Mosaik … Was ich schreibe, kommt nicht aus anderer Literatur oder ist von anderen Schriftstellern beeinflusst, sondern ist im Grunde der Musik entnommen. Genauso suche ich immer wieder „meine Katzen-Maler“ für visuelle Vorstellungen und versuche dann, etwas zu schreiben. Diesen Zugang zur Literatur verursachten die in der Kindheit angehörten Musikarten: vor der einen bin ich weggerannt, die andere habe ich immer wieder gesucht.
Übersetzung ️ Joachim Britze, Irma Shiolashvili, 2017
On the photo: Mikho Mosulishvili, 2021 Auf dem Foto: Micho Mossulischwili, 2021
_________________ Nicoletta La Chatte
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 534 Age : 32 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი Mon Jan 17, 2022 5:56 pm
ოცდათექვსმეტი წლით ნაგვიანევი სამადლობელი აფრო-აზიის ქვეყნების პროზის განყოფილების უფროს რედაქტორს, გ. ჩხარტიშვილს (ჩანაწერი ციკლიდან: „ქვაზე დადებული მადლისა“)
„ინოსტრანნაია ლიტერატურა“ ლიტერატურულ-მხატვრული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი 109017 მოსკოვი, პიატნიცკაიას ქუჩა, ბ. 41
წერილი # 1921. 17 ოქტომბერი, 1986 წ. 380008 თბილისი, ამა და ამ ქუჩის ესა და ეს ნომერი, ვარაზანაშვილი ა. ქ.-ს (მიხო მოსულიშვილისთვის)
პატივცემულო ამხანაგო მოსულიშვილო, რ. აკუტაგავას მთავარი სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში არის - ვლადიმირ სერგეევიჩ გრივნინი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული, აზიის და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის პროფესორი. გიგზავნით მის მიერ დაწერილ მონოგრაფიას იაპონელი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. სცადეთ, დახმარებისთვის უშუალოდ მიმართოთ პროფესორ გრივნინს.
პატივისცემით, (ხელმოწერა) გ. ჩხარტიშვილი, აფრო-აზიის ქვეყნების პროზის განყოფილების უფროსი რედაქტორი“.
ამ ჩანაწერის ეპიგრაფად წარმოდგენილი წერილი მსხვილი ბაწრით შეკრულ ბანდეროლთან ერთად მომივიდა, 1986 წლის 17 ოქტომბერს. მწერლების სტილს რომ ვსწავლობდი, მაშინ აკუტაგავას ნოველების თარგმნაც ვიფიქრე და ამ ჟურნალს მივწერე თხოვნის წერილი, რომ დამხმარებოდნენ ნოველების მოძიებაში თუ ამ მწერლის შემოქმედების უკეთ გაცნობაში. ჰოდა, აი, ვინმე გ. ჩხარტიშვილის პასუხიც მაშინ მივიღე... მოკლედ, მერე დავადგინე, რომ ეს ვიღაც გრიგორი ჩხარტიშვილი იყო, ჟურნალ „ინოსტრანნაია ლიტერატურის“ აფრო-აზიის ქვეყნების განყოფილების უფროსი რედაქტორი... და აი, როგორი მოულოდნელი გულისხმიერება გამოიჩინა ამ კაცმა მეთქი, მაშინ ვფიქრობდი. თორემ იმ ხანებში რამდენი უპასუხო წერილი გამიგზავნია, ვინ მოთვლის... რა ვიცოდი, რომ მერე და მერე ეს უფროსი რედაქტორი გრიგორი ჩხარტიშვილი გახდებოდა მსოფლიოში ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი და კვლავაც მისი თავაზიანი ნებართვებით მისივე ოთხი რომანის ქართულად თარგმნა მომიწევდა, რომელთაგან სამი: „აზაზელი“ (კონსპიროლოგიური დეტექტივი), 2004, „თურქული გამბიტი“ (ჯაშუშური დეტექტივი), 2006, „ლევიათანი“ (ჰერმეტული დეტექტივი), 2006 - წიგნებადაა გამოცემული და მეოთხე, ჯერ წიგნად ვერგამოსული „საგანგებო დავალებები“ (ორი ამბავი ერასტ ფანდორინის თავგადასავალებიდან: „პიკის ვალეტი“ (ამბავი თაღლითებზე) და „დეკორატორი“ (ამბავი მანიაკზე)). არც ის ვიცოდი, რომ 2016 წლის 18 ოქტომბერს თბილისში ჩამოსულ გრიგორი შალვას ძე ჩხარტიშვილს, იგივე ბორის აკუნინს დიდ შეხვედრას მოუწყობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სააქტო დარბაზში, სადაც პირადადაც გავიცნობდი, კახურ ქუდსაც ვაჩუქებდი, თეთრს და ერთადაც გადავიღებდით ფოტოებს. ხოლო იმ ბანდეროლში რომ პროფესორ ვლადიმირ სერგეევიჩ გრივნინის წიგნი იყო „აკუტაგავა რიუნოსკე (ცხოვრება. შემოქმედება. იდეები)“, ის დღესაც ბიბლიოთეკაში მაქვს, გადმოვიღებ და ისევ სიამოვნებით ჩავხედავ ხოლმე, თანაც იმ დროს ვიხსენებ, გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასასრულს, როცა ამ მონოგრაფიამ ფასდაუდებელი დახმარება გამიწია ამ დიდი იაპონელი მწერლის უკეთ გასაცნობად და შესასწავლად.
მიხო მოსულიშვილი, 17 იანვარი, 2022
Книга - Акутагава Рюноскэ (Жизнь.Творчество. Идей) Автор - Владимир Сергеевич Гривнин Издательство - Издательство МГУ Год выпуска - 1980 Тип обложки - Твердый переплет, суперобложка Количество страниц - 296 Формат издания - 84x100/32 Тираж - 5 520 Цена - 1 р. 40 к.
О книге Книга посвящена эволюции сложного и противоречивого творчества крупнейшего японского писателя Акутагава Рюноскэ, во многом определившем пути развития современной японской литературы.
მიხო მოსულიშვილი -- შორით მოსული და ისევ იქ დაბრუნებული ნათელი - დედა • May 17, 2022
შორით მოსული და ისევ იქ დაბრუნებული ნათელი - დედა მიხო მოსულიშვილი, 2022
*** მიხო მოსულიშვილი
შორით მოსული და ისევ იქ დაბრუნებული ნათელი. დედა (მინიატურა)
სულ ბუნდოვან და შორით მოსულ ნათელშია ხოლმე, თუმცა ამას თავიდან ვერ ხვდები. ვერ ხვდები, რომ იმ თავისი ნათლით გშველის, ცხოვრებას გიადვილებს და გაგრძნობინებს, რომ შენკენაა სამყარო. შენკენაა სამყარო მისით და არა თავისთავად. და შენც ითხოვ სამყაროსგან... და რაკი ითხოვ, ზოგი რამ გეძლევა კიდეც, რაც მართლა გეკუთვნის... და ამ სამყაროს საჩუქრებით ის ხარობს შენზე მეტად... ... და ბოლოს, როცა იმ ბუნდოვან და შორით მოსულ ნათელს თან წაყვება, მაშინღა ხვდები, რომ, თურმე, მისით გწყალობდა სამყარო. ... და იმისი კუბოს სახურავზე დაცემული პირველი გორახების საშინელი ხმებით დამფრთხალი და აფორიაქებული ფიქრობ, რომ სამყარო ზურგს გაქცევს თითქოს... ... და შენც, შეშინებულს და დაზაფრულს არავისი დანახვა აღარ გინდა, რადგან ბოლოსღა მიხვდები, რომ სამყარო აღარ იქნება შენკენ და შენც აღარაფერს ითხოვ უკვე... სულ აღარაფერს... მარტოოდენ იმ ბუნდოვან და შორეულ ნათელს თუ დაელოდები... რადგან ერთხელაც, თუნდაც მარტის სულ ბოლო დღეს ის სამუდამოდ წავა და იმ თავისი წასვლით შენც გაგიადვილებს სულ ბოლო მოგზაურობას, საიდანაც უკან ვეღარ ბრუნებიან ხოლმე... ბოდიშს ვიხდი ამ არეულ-დარეული ნაწერისთვის, მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ: დედაჩემი აქ აღარ არის...
2022
*** The light came from afar and then returned back. Mom. A short-short story by Mikho Mosulishvili This clip is made with: 'Farewell Life' by Nights Amore & Art Andersson. Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2022
*** R.I.P. (rest in peace) Tsiala Nunu Varazashvili. ციალა (ნუნუ) ზაქარიას ასული ვარაზაშვილი (17.02.1943 – 26.03.2022)
Number of posts : 534 Age : 32 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მიხო მოსულიშვილი Sat Aug 20, 2022 12:19 pm
A first prize in the nomination: 'Best prosaic creative work' by the Gori State Teaching University literary competition 'Machabeli' for the short story 'Jackal's wedding or the sun washes its face'* by Mikho Mosulishvili, -- in the George Eristavi Gori State Drama Theatre, Gori city, Georgia, -- July 22, 2022
--- * One Georgian idiom when it’s raining on a sunny day: "The sun washes its face". When it’s raining on a sunny day, Georgians say that the sun washes its face. The Laz people say on this weather to the idiom: "Jackal's wedding".
ლიტერატურული კონკურსი ,,მაჩაბელი - 2022“ * Oct 23, 2022
ლიტერატურული კონკურსის ,,მაჩაბელი - 2022“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია - მიხო მოსულიშვილის სიტყვა ვიდეოს ავტორი - ნინო ერისთავი, გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრი, 22 ივლისი, 2022