| | ნინო ჭინჭარაული | |
| | |
Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | |  | | ნინო ჭინჭარაული

 Number of posts : 82 Age : 34 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: ნინო ჭინჭარაული Wed Jun 01, 2011 10:14 pm | |
| ალბათ იმიტომ,რომ ძალიან დიდხანს ველოდი წასვლას | |
|  | | ნინო ჭინჭარაული

 Number of posts : 82 Age : 34 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: ნინო ჭინჭარაული Mon Aug 08, 2011 11:46 am | |
| შატილში ღამით
წვიმა ასველებს შატილის კოშკებს, ფეხი ცურდება გალიპულ ქვებზე და სადაცაა სველი მწვერვალი ნისლს წამოიცვამს გაჩორკნილ რქებზე. ბანიდან ბანზე დავძვრებით ბნელში, ხის ძველ კიბეებს, სიპებს ვედებით ვით უძღებ შვილებს მამის თვალები, შემოგვყურებენ სველი კედლები. ჭვარტლიან ნიშში სანთელი იწვის, ქაჩუს ნანგრევი ჩაჰყურებს დაღმართს და ტყდება ღამე ფანდურის რიტმით, არღუნს გამოღმა და არღუნს გაღმა.. ***
გზიდან (შატილიდან წამოსულებს აღმართებზე მანქანა უკან გვიცურდებოდა)
აჰა, დათვისჯვარს გამოვცდით უკვე, უკან დავტოვეთ ლებაისკარი, კისტან-შატილი და ანატორი, ვისთვის წარსულში ჩარჩენილი, ჩვენთვის-ზღაპრული.. იმდენად ჩვენი,რომ ვაჩუქეთ გულიც, საგულეც, გზას კი მივყვებით ცარიელი, ფუტურო მკერდით. ალბათ ამიტომ- აღმართები უკან გვაბრუნებს | |
|  | | ნინო ჭინჭარაული

 Number of posts : 82 Age : 34 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: ნინო ჭინჭარაული Tue Aug 30, 2011 9:20 am | |
| სიზმრიდან-რეალობამდე ახლა ოცნებას შორით ვეხები,
დროც ვერ ყოფილა მკურნალი დარდის,
ცხადში სურვილით დავიხერხები,
სიზმრად კი სული ხევსურეთს ადის.
ზედ გადაუფრენს ბებერ ციხეებს,
ლიბომორღვეულს, უჟამოდ მძინარს,
უკანახოში ფრთებს დაისვენებს
და ფხიტუს წვერზე დაიდებს ბინას.
იქ დაღვრის წლობით შეგროვილ ცრემლებს,
(ცრემლზე პირიმზე ფოთოლს აისხამს)
და მთელი ღამე ქედებს უმღერებს,
სანამ სიზმარი გაყვება სისხამს
და.. ეს სიზმარი ცხადს ურჩევნია,
თუმც ფრთებს აკვეცავს წყეული დარდი,
რომ ოცნებამდე ისე შორია,
როგორც სიზმრიდან-რეალობამდე..
Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sat Jun 29, 2013 11:34 am; edited 1 time in total | |
|  | | ნინო ჭინჭარაული

 Number of posts : 82 Age : 34 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: ნინო ჭინჭარაული Fri Oct 28, 2011 9:01 pm | |
| გ ა ბ რ ი ე ლ
ქუფრ ქარაფებში გადავარცხნილი გულს გითრთოლებდა ქუჩის დალალი, "უცნაური ვარ, მხოლოდ ის მინდა, რაც საჩემო და ჩემთვის არ არი.." -,ამბობდი.. შენი ლურჯაის ტორი არ მარტო-არხვატს, დარჩა ხევსურეთს და საუფლოში სამყაროს სწორი ვერ დაეტიე, მაგრამ ქლესური, ფლიდი, გველური ენების რკალში ლამის რომ გატყდა სული მჭექარე, კვლავ მიაშურე სასიტყვეთს მთაში, სად აღარ იყო აღარც მზექალი და ქარს მიანდე ლექსების ფერფლი, ლემადემ მოვლო მზეთა ქვეყანა და შენს სამშობლოს, ბრძოლაში შეჭრილს ზედ ასოებად ჩამოეყარა:
"გ ა ბ რ ი ე ლ !"
Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sun Jan 15, 2012 5:43 pm; edited 1 time in total | |
|  | | ნინო ჭინჭარაული

 Number of posts : 82 Age : 34 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: ნინო ჭინჭარაული Mon Dec 19, 2011 6:20 pm | |
| არც ყველა მეხევსურება
არც ყველა მეხევსურება,
ვისაც ხევსურულ გვარი აქვს,
სამზეომ კაცის ბუნება
ისე მოშალა,არია.
დღეს ნასახლარებს ქვებიანს
მოსრავს ჭინჭარი,ეკალი
და მაინც,ქვეყნად ჩნდებიან
თორღვა,
ალუდა,
მზექალი..
სუყველა მწარედ მოტყუვდა,
შიშ-სირცხვილ ჭამა ნამდვილი
ხევსურის დაბეჩავება
ვისაც ეგონა ადვილი.
გარდახდა მთების გადაღმა
მტრის გესლიანი მარულაც,
ცხადად წავიდა და ახლა
უკვე მოძვრება ფარულად.
ვინც ხევსურებად დავრჩებით,
ნუ მოგვკლავს ბოღმა,შურია!
ისე შავხენათ ერცხვასა,
როგორც წინაპრებს სწყურიათ.
არც ყველა მეხევსურება,
მაგრამ გავაწყობ ვეღარას,
ასე ღმერთს გაურჯულებავ,
ასე სჭირდება ქვეყანას.. | |
|  | | ნინო ჭინჭარაული

 Number of posts : 82 Age : 34 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: ნინო ჭინჭარაული Sun Jan 15, 2012 5:44 pm | |
| *ივრისპირული*
როცა დაისებს წითელი ღვინის, მთებს კი მგლისფერი დაჰკრავთ იერი, ჭალებს ავყვები, რომ მოვისმინო, რაზე ჩურჩულებს ღამით იორი. ალბათ, მოყვება ბოდოჯის ამბავს, (ცეცხლში დაფერფლილ დარბაზს მეფეთა) ან ომარ-ხანის ურჯულო ლაშქარს, აქ საქართველო როგორ ეკვეთა. მოყვება, როგორ გაეკრა საბნად ნადოკრა წამინდა არჩილის სხეულს, ანდა დამასტეს, ლაშარის ამბავს, კვალ- შეუცნობლის ნისლში გახვეულს. მერე კი...მურყნებს ჩაუვლის ლანდი, მკერდდაღარული, მდუმარე მირზა, საიქიოშიც რომ ჩაჰყვა დარდად ქართული მიწა... და კვლავ, მოყვება ჟალეთის, კეხას და სხვა ციხეთა ანდრეზულ ამბებს. ივრისჭალებო,ღამეთა ტეხა ვინ უწყის, კიდევ მოგასწრებთ რამდენს... როცა დაისებს წითელი ღვინის, მთებს კი მგლისფერი დაჰკრავთ იერი, როცა თიანეთს ჩაყლაპავს ბინდი, ჭალებს ავყვები,რომ მოვისმინო რაზე ჩურჩულებს ღამით იორი.
Last edited by ნინო ჭინჭარაული on Sat Jun 29, 2013 11:49 am; edited 2 times in total | |
|  | | ნინო ჭინჭარაული

 Number of posts : 82 Age : 34 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: ნინო ჭინჭარაული Tue Jan 31, 2012 8:01 pm | |
| არ მინდა სახლი
არ მინდა სახლი,
ეს მთებიც კმარა..
რა სჯობს ნისლიან გზებზე ხეტიალს,
თუმცა სამყარო სამოთხე-არა,
უფრო..პატარა ჯოჯოხეთია
მაინც, ჯიუტად
ვცხოვრობ ამ გზებზე,
არ ვიცი, სულით ალბათ ბოშა ვარ,
ან იქნებ მე ჩემს სამოთხეს ვეძებ
ღმერთმა ამ მთებზე რომ გადმოშალა.
ცხოვრება მკაცრად
მკარნახობს წესებს
და ვძულვარ ურჩი,
ცუდი მსმენელი.
რა ვქნა, ბედს ვანდობ
მარტოდენ ლექსებს,
დაწერილიც და დაუწერელიც
სულ ყველა მე ვარ..
..რად მინდა სახლი?
მყოფნის სამყაროს ლაბირინთებიც,
ამ ჯოჯოხეთსაც მეთვითონ დავღლი
ნისლებით,
გზებით,
მთებით,
რითმებით.
* * | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ნინო ჭინჭარაული Tue May 08, 2012 10:05 am | |
| მაინც, ჯიუტად
ვცხოვრობ ამ გზებზე,
არ ვიცი, სულით ალბათ ბოშა ვარ,
ან იქნებ მე ჩემს სამოთხეს ვეძებ
ღმერთმა ამ მთებზე რომ გადმოშალა.
| |
|  | | ნინო ჭინჭარაული

 Number of posts : 82 Age : 34 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: ნინო ჭინჭარაული Thu Aug 02, 2012 6:56 pm | |
| *აქ ჩემი ხევსურეთია*
(სიმღერა)
"ერთმა ვერძისა ქისამა
გუდა შექმნა და გუდანა.."
ვინც მიწა ღმერთად იწამა,
სხვა ღმერთი არა უნდა რა.
ერთმა ძმებისა გაყრამა,
ხატი შექმნა და სოფელი,
ორთავ მთას იქით გარდახდა
ფხიათა მოდგმის მშობელი.
აქ ჩემი ხევსურეთია,
ფესვი აქ უნდა ვახარო,
ეს მიწა უფრო მეტია
ვიდრე ცოდვილი სამყარო.
აქ ჩემი საქართველოა,
გული იმღერის ენა კი
ამბობს რომ ხევსურეთია
ამ მიწის ჯაჭვის პერანგი
. . . . . . . . .
ნეტაიმც გულში ჩამაკრა
პირიქით-პირაქეთია
და მამყივანა ხმამაღლა:
_აქ ჩემი ხევსურეთია!
/ნ.ჭ/ | |
|  | | ნინო ჭინჭარაული

 Number of posts : 82 Age : 34 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: ნინო ჭინჭარაული Mon Aug 27, 2012 12:39 pm | |
| შალშავი *** წუხრ იდგა, როშკის ჩეროზე შავად ბრწყინავდა შალშავი, ხავსიან ქვაზე შემოდექ, მოგგონდა ერთი ქალშავი.
ახლა სად არის, ქებული, საით გალია გზა-შარა? ნაცართვლით დაყვითებული თმა ნეტავ ვისთვის გაშალა?
მის თვალზე ცრემლი საქუფრად იქნებ არასდროს დამშრალა? ან იქნებ კრულმა საწუთრომ მაინც ვერ მოსდო ავშარა.
იქნებ სულ არ აგონდება გზები იხინჭის, ლაშარის, იქნებ წარსულზე ღონდება, გარს ერტყმის ჯავრის ლაშქარი?
შენ წლებმა ვერ წაგაქციეს, როგორც ქავ-ციხის ნაშალი, თუმც შენს ხსოვნაში სიბერემ სიყრმის სიზმრები წაშალა.
მაგრამ, რა ხდება? ყოველ ჟამს, როცა მწიფდება შალშავი, ისევ სწვავს შენს მოგონებას შალშავთვალება ქალშავი. | |
|  | | ნინო ჭინჭარაული

 Number of posts : 82 Age : 34 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: ნინო ჭინჭარაული Sat Jun 29, 2013 11:41 am | |
| ლუკას ლექსი
ლუკას ჰყავს ლურჯი, ჯაჭვიანი ველოსიპედი, ლურჯსაჭიანი,სამბორბლიანი... ჩვენ ერთ დროს, ერთად პეპლებივით სიზმრებს ვიჭერდით, დღეს სიზმრებით დავბორიალობთ მთებში, რომელთაც უცნაურად დაკარგეს ფერი და გაცვეთილი ნისლი ადგათ ტანზე შილიფად, მე უკვე ბევრჯერ დამღერებულ სიმღერას ვმღერი და ყელიც უკვე ჩახლეჩილი მაქვს. შენ შეგიძლია უცოდველო,შენი სიკეთით შეღებო მთები და არამარტო... ამ ცხოვრებაშიც, ყველა გზაზე ვერ გაივლის ველოსიპედი იოლად, მაგრამ ყველგან მაინც შენ უნდა მართო. გზებს კი რა დალევს! არ გაყვები? არც სხვა გზა გრჩება, შენ ხომ ჩემსავით გძულს კედლები მყუდრო ოთახის, როგორც იმქვეყნად, ამქვეყნადაც ღვთისაა ნება; შენ დიდხანს ივლი, მე კი ალბათ უფრო ცოტახნით. გთხოვ, არ დაუშვა,შენს ბილიკებს მოედოს შმორი, თუ შეჩერდები,შეიძლება სული დაობდეს, გახსოვდეს ლუკა, ღმერთამდეა შორი გზა, თორემ ისე ახლოა სასაფლაომდე... დე, ეს ცხოვრება ბილიკებად მთებზე აბია, გზის თავში შენ ხარ, გაღმა-ხრამი, მწვერვალზე-ღმერთი და...იცი, არ მსურს მე შენგან სხვა ეპიტაფია ამ სიცოცხლისთვის,ამაზე მეტი: “ლუკას ჰყავს ლურჯი ველოსიპედი და მთაზე ადის...” | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ნინო ჭინჭარაული  | |
| |
|  | | | ნინო ჭინჭარაული | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|