როგორ გამოვაქვეყნოთ ახალი პოსტი?რომელ გვერდზეც გვინდა გამოქვეყნება, იმის სულ ბოლო პოსტში – ზემოთ, მარჯვნივ მოვძებნოთ
quote, დავუწკაპოთ და გამოსულ ფანჯარაში რაც იქნება, ის წავშალოთ და ჩვენი დაწერილი დავდოთ.
იმ ფანჯარას ზემოთ მენიუ აქვს - სურათები იქიდან იდება, შრიფტის გამუქება და დახრა გვინდა თუ ფერის შეცვლა, - სულ იქიდან კეთდება.
მარცხნივ "სმაილიკებია" - ესენიც შეგიძლიათ ჩაურთოთ.
მერე სულ ქვემოთ დავუწკაპოთ
Send-ს და თქვენი ახალი პოსტი დაიდება.
თუ რამე შეგვეშალა და გასწორება გვინდა, ნუ ვიდარდებთ, - ამ ჩვენი გასასწორებელი პოსტის ისევ ზემოთ, მარჯვენა კუთხეში მოვძებნოთ
edit (quote-ს გვერდით არის), დავუწკაპოთ - ისევ ფანჯარა გამოჩნდება, იქ ჩავასწოროთ და ბოლოს ისევ Send-ით დავაბრუნოთ გასწორებული პოსტი.
როგორ გავაზიაროთ ამ პოსტის ბმული ფესიბუქზე?როცა პოსტი უკვე მხადაა, ზემოთ, ძიების ველში არის დაწერილი ბმული -
https://armuri.georgianforum.com/t647-topic -- მოვნიშნავთ ამას და კოპი-პეისტით გადავიტანთ ფეისბუქის პოსტში და იქ დაიდება ამ პოსტის ბმული, იქიდან აქ გადმოხასვლელად.