*** ...ყველაფერ იმას, რაც ი ქ დავტოვე... ყველაფერ იმას, რაც ა ქ დამიხვდა...
ყველაფერს, რაც კი გან–მი–ოც–ნებ–და და ისე გალღვა, რომ არ ამიხდა... ყველას, ვისთვისაც ვიყავი კარი... ყველას, ვისთვისაც ვნიშნავდი სიმებს, ძელს ანდა ლერწამს, საკანს ან ბუდეს, ანდა უბრალოდ, წერტილს ან მძიმეს... დღეებს, ღამეებს, დღეებს, ღამეებს ჩამქრალს, ანთებულს, ჩამქრალს, ანთებულს... ანთებულს, ჩამქრალს ჩემს შეყვარებულს, შუქურას ზღვაზე – ჩამქრალს, ანთებულს... გუბეებს, სადაც ჩანდა სამყარო... ბასრ მახვილებად დაცემულ წვეთებს... ყველაფერს, რასაც ავირეკლავდი – მზის ლოკოკინებს და მთვარის გედებს... სიბრძნეს, მიგნებულს სისულელეში, ხელისგულიდან აფრენილ კოცნას...
ბევრ რამეს კიდევ დავიფიცებდი, როდესაც... ანდა უბრალოდ, როცა...
*** Total that... The verse by Tamri Pkhakadze (in Georgian) This clip is made with: In The Mood For Love - Song Yumeji's theme Shigeru Umebayashi. Paintings by Tamri Pkhakadze This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2022
*** ვიარე ბევრი, ქარში, გრიგალში, არ აგერიო ახლა იმ ქალში,
რომელსაც ქარი შიშის ზარს სცემდა... საბედნიეროდ შენდა და ჩემდა,
აღარაფერი აღარ მაშინებს, გარდა უქარო, უძრავი რინდის,
რადგან ცხოვრება სწორედ ასეთ დროს, სწორედ ასეთ ჟამს მიდის და მიდის....
*** I walked for a long time... The verse by Tamri Pkhakadze (in Georgian) This clip is made with: Wind Song by Ludovico Einaudi. Paintings by Tamri Pkhakadze This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2022
Number of posts : 542 Age : 31 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: თამრი ფხაკაძე Tue Jan 10, 2023 8:53 am
წიგნის დასახელება: „ჩვენ, თურმელები“ ავტორი: თამრი ფხაკაძე ჟანრი: მხატვრული ლიტერატურა ასაკი: უფროსებისთვის სერია: იკითხე ქართული გამომცემლობა: პალიტრა L ISBN 978-9941-35-513-4 წიგნის ენა: ქართულილ გვერდები: 256 ყდის ტიპი: რბილი წიგნის ფორმატი: 13/19.5 გამოშვების წელი: 2022
აღწერა თურმე... თეთრი, თლილი ქვის მრავალკარიან სახლში მცხოვრები თურმელები, ჯერ კიდევ ანთიმოზ თურმელის დროიდან, ამ კართა გავლით შედი-გამოდიოდნენ ერთმანეთის ყოველდრიურობაში. თურმე... ერთი მთავარი კარით გადიოდნენ და იკარგებოდნენ შეუცნობელ გარე წუთისოფელში, ხან უმნიშვნელო და ხანაც საბედისწერო მოგზაურობებში. თურმე... ზოგი ბრუნდებოდა, ზოგიც _ ვერ... "ჩვენ, თურმელები" _ ასე დაასათაურა ავტორმა, მისივე თქმით, ცხოვრების მთავარი წიგნი, ეპოქალური რომანი, რომელსაც საგვარეულო-გენეალოგიური არქიტექტონიკა აქვს, ხოლო წიგნს, ნაწარმოებში მრავალგზის ნახსენები საგვარეულო დიადემასავით, თავსართად უძღვის მრავალრიცხოვან თურმელთა უზუსტესი გენეალოგიური ხე. წიგნი თურმელთა გვარის ნაშიერთა ლამის უსრულ ხეტიალზეა ამ სამყაროს განედ-მერიდიანებზე. როდის? რატომ? როგორ? _ პასუხები კითხვებზე ამ მაღალოსტატურად მოთხრობილ, ერთი უზარმაზარი გვარის ცოდვა-მადლიან, სისხლითა და სიყვარულით გაჯერებულ საბედისწერო მატიანეშია.
თურმელების გენეალოგიური ხე, წიგნის ავტორის ნახატი, 2022