Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: მაცუო ბასიო - 松尾芭蕉 Wed Dec 01, 2010 10:07 am | |
| მაცუო ბასიო 松尾芭蕉 Matsuo Bashō - (მეორე ფსევდონიმი მუნეფუსა; ნამდვილი სახელი ძინსიტირო) (დ. 1644 ― გ. 12 ოქტომბერი, 1694, ოსაკა), იაპონელი პოეტი. წარმოშობით სამურაი. 1672-იდან სახელმწიფო სამსახურს ეწეოდა. ედოში (ახლანდელი ტოკიო). შემდეგ მიატოვა სამსახური და შეუდგა თავისი წოდებისათვის „შეუფერებელ“ საქმიანობას - პოეზიის სწავლებას. ბუდიზმის მიმდევარი იყო. ბერად აღიკვეცა. განიცადა ძენის მოძღვრების გავლენა, რომლის არსი „თვითჭვრეტასა“ და „ბუნების ჭვრეტაში“ მდგომარეობს. ამიტომ მაცუოს ბევრ ლექსს დაფარული ქვეტექსტი აქვს. მაცუოს ეკუთვნის ლირიკული დღიურები, რამდენიმე ათეული რენგა („წყობილი ლექსები“) და მრავალი უბადლო ჰაიკუ. მისი ლექსები შესულია ანთოლოგიაში „მაიმუნის ჩალის ლაბადა“ (1690) და სხვა. მაცუომ შექმნა სამსტრიქონიანი ლექსის (ჰაიკუ) პოეტიკა. დაუშვებლად მიაჩნდა ჰაიკუში ორზე მეტი დეტალის შეტანა; დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ლექსის ფერწერულ და ბგერით ჰარმონიას. „ბასიოს სტილი“ 200 წელზე მეტხანს ბატონობდა იაპონიაში. წყარო - http://ka.wikipedia.org/wiki/მაცუო_ბასიო*** შიშველ ტოტზე, შემოდგომის მწუხრისას, ყვავი ზის მარტო.
ჰაიკუ - ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე, კლასიკური პოეტური ფორმა. ტერმინი ხმარებაში შემოიღო XIX საუკუნის იაპონელმა პოეტმა, მასაოკა შიკიმ , თუმცა ჰაიკუს მამამთავრად ითვლება , მაცუო ბასიო, XVII საუკუნის იაპონელი პოეტი. ეს არის უკიდურესად მოკლე სტრუქტურის ლექსი, რომლის მიზანია წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის გადმოცემა. ტრადიციულად ჰაიკუ შედგება სამი ტაეპისაგან, ანუ ერთი ტერცეტისგან, რომელიც მთლიანობაში 17 მარცვალს შეიცავს. პირველი და მესამე ტაეპი 5 მარცვლიანია, მეორე კი - 7 მარცვლიანი. გარდა ამისა აუცილებელია ჰაიკუ შეიცავდეს ერთ კიგოს (წელიწადის დროის სახელი), ან ისეთ სიტყვას, რაც წელიწადის რომელიმე დროზე მიანიშნებს (მაგალითად, ახალი წელი, ატმის ყვავილობა და ა.შ.), თუმცა კიგოს წარმოქმნის ასევე "სავსე მთვარის" ხსენებაც. ჰაიკუ ერთგვარი მომენტალური სურათია, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, აუცილებელია არ ჩანდეს მთხრობელი, პოეტის "მე". თუმცა გამორიცხული არაა იუმორი, ტროპები, მაგრამ ეს ყველაფერი თავშეკავებულად უნდა იქნას გამოყენებული. ლექსი ერთი ამოსუნთქვით უნდა იკითხებოდეს, სასურველია ხმამაღლა. ჰაიკუმ მკითხველში აზროვნების სურვილი უნდა აღძრას. მან კი არ უნდა აღწეროს რაიმე, არამედ მკითხველის ფანტაზია აამოძრაოს და გამოიწვიოს მასში გარკვეული სურათი. ჰაიკუს წესების დარღვევა ძალიან ხშირია კლასიკოს მწერლებთანაც კი. თუმცა მთავარი მოთხოვნა არის ე.წ. "ჰაიკუს სულის" შენარჩუნება, რაც ნანახის, განცდილის, უბრალო მომენტების გამოთქმაში მდგომარეობს. ზოგადი სახით ყოველთვის შენარჩუნებულია ტაეპების სტრუქტურა (გრძელი-მოკლე-გრძელი) . არსებობს ჰაიკუს მრავალი სკოლა და ტენდენცია: ქალაქური ჰაიკუ, ანგაჟირებული ჰაიკუ და ა.შ. ბაყაყის ჰაიკუიაპონურად: 古池や 蛙飛びこむ 水の音წაკითხვა: *** ფუკუ იკე ია კავაძუ ტობიკომუ მიძუ ნო ონო.ქართულად: *** ძველი გუბურა. შიგ გადახტა ბაყაყი. აშხეფდა წყალი. ბასიოს გამონათქვამები: * როცა ნაწარმოები დაწერილია, ქაღალდის ნაგლეჯად გადაიქცევა ხოლმე.
* სიტყვებმა არ უნდა მიიპყრონ ყურაღება, რადგან ჭეშმარიტება - სიტყვების მიღმაა.
 | |
|